Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 124

მელონი 100მლ სიროფი ფლ

მელონის სიროფი
(Melon)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლი, სალბუტამოლი, გვაიფენეზინი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: მკრთალი ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ნაზოლითა და ჭდით.
სიროფი: ღია ნარინჯისფერი ბლანტი სითხე არომატული სუნითა და მოტკბო გემოთი.

შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 15 მგ,
სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 2 მგ-ისა,
გვაიფენეზინს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E 124),

სიროფის 5 მლ შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს _ 15 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის  1 მგ-ისა, გვაიფენეზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გლუკოზა, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის ესენცია, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი.                                               

გამოშვების ფორმა:

შემოუგარსავი ტაბლეტები.
სიროფი პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება. ათქ-კოდი: R03CK.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მელონი წარმოადგენს ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ და ამოსახველებელ საშუალებას. პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი, იგი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის  სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, ააქტივებს ჰიდროლიზურ  ფერმენტებს, რის გამოც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერების გამო ხელს უწყობს ტრაქეობრონქული ხის განთავისუფლებას ნახველისაგან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სალბუტამოლი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტურ საშუალებას, იგი სელექტიურად მოქმედებს ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და ამ გზით ამცირებს წინაღობას ზედა სასუნთქ გზებში, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას.
გვაიფენეზინს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების განთავისუფლებას ნახველისაგან.
 
ფარმაკოკინეტიკა:
ამბროქსოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80 %-ს, ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ამბროქსოლი აღწევს ფილტვებში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, პრეპარატის 90 % გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ამბროქსოლის მოქმედება იწყება 30 წთ-ში და გრძელდება 6-12 სთ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მესამე დღეს.
სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 10%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. ღვიძლში განიცდის პირველად დაშლას, მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.
გვაიფენეზინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
 
ჩვენება:
• პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
• ბრონქული ასთმა;
• ბრონქოექტაზია;
• ბრონქიოლიტი;
• მუკოვისციდოზი.
 
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
სიროფი:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;
ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გულის პათოლოგიები, ჰიპერთირეოიდიზმი, ორსულობა და ლაქტაცია, მწვავე პორფირია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში. ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში.
მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება.
სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.
თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების განვითარების რისკი.

ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის 28 კვირის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა კლინიკამდელმა და კლინიკურმა კვლევებმა ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედება ორსულებზე არ გამოავლინა. სალბუტამოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის I და II ტრიმესტრში სპონტანური აბორტის შესაძლო განვითარების გამო, III ტრიმესტრში პლაცენტის ნაადრევი აშრევებისა და სისხლდენის საშიშროების არსებობისას, ასევე III ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს. სალბუტამოლი გადადის დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი  მკვეთრად სჭარბობს ბავშვზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, QT-ინტერვალის გახანგრძლივებისადმი მიდრეკილების და ჰიპერტენზიის დროს. გვაიფენეზინი არ გამოიყენება პერსისტიული ხველის დროს, რომელიც განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით, ბრონქული ასთმით, ემფიზემით, ჭარბი ბრონქული სეკრეციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება ხდება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ხანგრძლივად მიმდინარე ხველა შესაძლებელია იყოს რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი. თუ ხველა გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აღინიშნება მისი გაძლიერება ან ხველას დაერთო ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ექიმის კონსულტაციის გარეშე გვაიფენეზინი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს. იგი არ გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.
 
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში;
100 მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონებში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ
ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

აქვა მარის 30მლ ცხ/აეროზოლი

აქვა მარის 30მლ ცხვირის აეროზოლი

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მიკროელემენტებით და 70 მლ გასუფთავებულ წყალს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
იონები:
Na – არანაკლებ 2.50 მგ/მლ;
Ca – არანაკლებ 0.08 მგ/მლ;
Mg2 – არანაკლებ 0.35 მგ/მლ;
Cl – არანაკლებ 5.50 მგ/მლ;
SO42 – არანაკლებ 0.60 მგ/მლ;
HCO3 – არანაკლებ 0.03 მგ/მლ;
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუნის გარეშე.

სტერილიზებული იზოტონიური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბოკალისებურ უჯრედებში. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ ციმციმის ეპითელიუმის ფუნქციას, ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამასუფთავებელ, მასტიმულირებელ, აღმდგენ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანადან ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებას.
ჰიგიენური მიზნებით გამოყენებული აქვა მარისი ხელს უწყობს ლორწოვანას გასუფთავებას მასზე დალექილი ქუჩისა და ოთახის მტვერისაგან.

– ცხვირის ღრუს, დამატებითი სინუსებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
– ადენოიდები;
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ცხვირის ღრუს ოპერაციების შემდეგ);
– ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ, მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში;
– ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში);
– ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მკროკლიმატურ პირობებში – იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).

მკურნალობის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
– ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან: დღეში 4-ჯერ 2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
– 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 4-6-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– მოზრდილებში: დღეში 4-8-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-4 კვირას შეადგენს (ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით).
რეკომენდებულია ერთი თვის შემდეგ კურსის გამეორება.
ჰიგიენის მიზნით:

– ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან ტუალეტი უნდა ჩატარდეს აქვა მარისის წვეთების ჩაწვეთების სახით დღეში 2-3-ჯერ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
– 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 3-ჯერ ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 2-4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– მოზრდილებში: დღეში 3-6-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ბინძური გროვებისა და ცხვირიდან გამონადენის დარბილებისა და მოშორებისათვის:
– აქვა მარისი შეისხურება ან ჩაიწვეთება იმდენი, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია, ბამბის ან ცხვირსახოცის მეშვეობით გამოდენილი ზედმეტი სითხის მოწმენდით. პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები წარმატებით არ დაბილდება და მოშორდება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისათვის).

ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

ვინაიდან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. დაიშვება სურდოს სამკურნალოდ გამოყენებად სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ცხვირის სპრეი, დოზატორით, 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. 
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

რეცეპტის გარეშე.

ლაზოლვანი 30მგ #50ტ

ლაზოლვანი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).
ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
* რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა – ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია  სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

პროსტამოლ უნო 320მგ #30კაფს

საერთაშორისო დასახელება – Serenoa repens extract

ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G04CX02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები
; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 320 მგ: 30 ც.

1 კაფსულა შეიცავს აქტიური სამკურნალო კომპონენტის:
საბალის ნაყოფის ექსტრაქტი (Ext. Sabalis serrulatae 9-11:1)–320 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სუქცინილირებული ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E 124, E 171, E 172.

ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი.

უკუჩვენება

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15°C – +25°C
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG

გერმანია

მელონი #30ტ

მელონი
(Melon)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ამბროქსოლი, სალბუტამოლი, გვაიფენეზინი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: მკრთალი ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ნაზოლითა და ჭდით.
სიროფი: ღია ნარინჯისფერი ბლანტი სითხე არომატული სუნითა და მოტკბო გემოთი.

შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 15 მგ,
სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 2 მგ-ისა,
გვაიფენეზინს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E 124),

სიროფის 5 მლ შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს _ 15 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის  1 მგ-ისა, გვაიფენეზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გლუკოზა, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის ესენცია, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები.
სიროფი პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება. ათქ-კოდი: R03CK.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მელონი წარმოადგენს ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ და ამოსახველებელ საშუალებას. პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი, იგი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის  სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, ააქტივებს ჰიდროლიზურ  ფერმენტებს, რის გამოც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერების გამო ხელს უწყობს ტრაქეობრონქული ხის განთავისუფლებას ნახველისაგან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სალბუტამოლი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტურ საშუალებას, იგი სელექტიურად მოქმედებს ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და ამ გზით ამცირებს წინაღობას ზედა სასუნთქ გზებში, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას.
გვაიფენეზინს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების განთავისუფლებას ნახველისაგან.
 
ფარმაკოკინეტიკა:
ამბროქსოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80 %-ს, ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ამბროქსოლი აღწევს ფილტვებში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, პრეპარატის 90 % გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ამბროქსოლის მოქმედება იწყება 30 წთ-ში და გრძელდება 6-12 სთ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მესამე დღეს.
სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 10%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. ღვიძლში განიცდის პირველად დაშლას, მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.
გვაიფენეზინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
 
ჩვენება:
• პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
• ბრონქული ასთმა;
• ბრონქოექტაზია;
• ბრონქიოლიტი;
• მუკოვისციდოზი.
 
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
სიროფი:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;
ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გულის პათოლოგიები, ჰიპერთირეოიდიზმი, ორსულობა და ლაქტაცია, მწვავე პორფირია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში. ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში.
მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება.
სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.
თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების განვითარების რისკი.

ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის 28 კვირის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა კლინიკამდელმა და კლინიკურმა კვლევებმა ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედება ორსულებზე არ გამოავლინა. სალბუტამოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის I და II ტრიმესტრში სპონტანური აბორტის შესაძლო განვითარების გამო, III ტრიმესტრში პლაცენტის ნაადრევი აშრევებისა და სისხლდენის საშიშროების არსებობისას, ასევე III ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს. სალბუტამოლი გადადის დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი  მკვეთრად სჭარბობს ბავშვზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, QT-ინტერვალის გახანგრძლივებისადმი მიდრეკილების და ჰიპერტენზიის დროს. გვაიფენეზინი არ გამოიყენება პერსისტიული ხველის დროს, რომელიც განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით, ბრონქული ასთმით, ემფიზემით, ჭარბი ბრონქული სეკრეციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება ხდება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ხანგრძლივად მიმდინარე ხველა შესაძლებელია იყოს რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი. თუ ხველა გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აღინიშნება მისი გაძლიერება ან ხველას დაერთო ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ექიმის კონსულტაციის გარეშე გვაიფენეზინი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს. იგი არ გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.
 
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში;
100 მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონებში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ
ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

ლაზოლვანი 30მგ #20ტ

ლაზოლვანი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).
ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
* რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა – ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია  სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

აქვა მარის 10მლ ცხ/წვ საბავშვო

აქვა მარის 10მლ ცხვირის წვეთები საბავშვო

შემადგენლობა 

100 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მიკროელემენტებით და 70 მლ გასუფთავებულ წყალს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
იონები:
Na – არანაკლებ 2.50 მგ/მლ;
Ca – არანაკლებ 0.08 მგ/მლ;
Mg2 – არანაკლებ 0.35 მგ/მლ;
Cl – არანაკლებ 5.50 მგ/მლ;
SO42 – არანაკლებ 0.60 მგ/მლ;
HCO3 – არანაკლებ 0.03 მგ/მლ;
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუნის გარეშე.

სტერილიზებული იზოტონიური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბოკალისებურ უჯრედებში. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ ციმციმის ეპითელიუმის ფუნქციას, ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამასუფთავებელ, მასტიმულირებელ, აღმდგენ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანადან ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებას.
ჰიგიენური მიზნებით გამოყენებული აქვა მარისი ხელს უწყობს ლორწოვანას გასუფთავებას მასზე დალექილი ქუჩისა და ოთახის მტვერისაგან.

– ცხვირის ღრუს, დამატებითი სინუსებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
– ადენოიდები;
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ცხვირის ღრუს ოპერაციების შემდეგ);
– ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ, მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში;
– ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში);
– ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მკროკლიმატურ პირობებში – იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).

მკურნალობის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
– ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან: დღეში 4-ჯერ 2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
– 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 4-6-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– მოზრდილებში: დღეში 4-8-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-4 კვირას შეადგენს (ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით).
რეკომენდებულია ერთი თვის შემდეგ კურსის გამეორება.
ჰიგიენის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
– ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან ტუალეტი უნდა ჩატარდეს აქვა მარისის წვეთების ჩაწვეთების სახით დღეში 2-3-ჯერ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
– 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 3-ჯერ ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 2-4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
– მოზრდილებში: დღეში 3-6-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ბინძური გროვებისა და ცხვირიდან გამონადენის დარბილებისა და მოშორებისათვის:
– აქვა მარისი შეისხურება ან ჩაიწვეთება იმდენი, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია, ბამბის ან ცხვირსახოცის მეშვეობით გამოდენილი ზედმეტი სითხის მოწმენდით. პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები წარმატებით არ დაბილდება და მოშორდება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისათვის).

ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

ვინაიდან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. დაიშვება სურდოს სამკურნალოდ გამოყენებად სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ცხვირის სპრეი, დოზატორით, 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. 
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

რეცეპტის გარეშე.

მედეოზინ-დუო 4მგ/2.5მგ #20ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

ლაზოლვანი 15მგ/5მლ 100მლ სიროფ

ლაზოლვანი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……….15 მგ
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……….30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბენზილამინების ჯგუფის ბრომჰექსინის აქტიურიმეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით.
პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ლიზლის მოქმედებით ძლიერდება სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესი ალვეოლებსა და ბრონქებში, რაც ასევეაუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი, სურფაქტანტის სინთეზის სტიმულირებით, ამცირებსრესპირაციული დისტრეს-სინდრომის განვითარების რისკს ახალშობილებში (მათ შორის, დღენაკლულებში). ლიზლი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას. პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო დაანტიოქსიდანტური მოქმედებით, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ-ის განმავლობაში (დოზის შესაბამისად). მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის მესამე დღეს.

ფარმაკოკინეტიკა:
ლაზოლვანი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 0.5-3 სთ-ში აღწევს. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 80%.
მაღალი ტროპიზმის გამო, პრეპარატი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსსა და ფილტვის ქსოვილში. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, მისი კონცენტრაცია ნაყოფის პლაზმაში დედის პლაზმასთან შედარებით 2-4-ჯერ მეტია. პრეპარატი გადადის დედის რძეში. ამბროქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 სთ-ს. T1/2ხანგრძლივდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს და არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% – წყალში ხსნადი მეტაბოლიტების სახით, 5% – უცვლელი სახით. ამბროქსოლი არ განიცდის კუმულაციას.

ჩვენებები:
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, მუკოვისციდოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზიური დაავადება;
ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა (ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ტრავმების დროს და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (30 მგ) 3-ჯერ დღეში, შემედგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი (15 მგ) 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია 2 ტაბლეტის (60 მგ) დანიშვნა 2-ჯერ დღეში.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
სიროფი:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 10 მლ 3-ჯერ დღეში, შემდეგ 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში შესაძლებელია 20 მლ-ის მიღება 2-ჯერ დღეში თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.
ლაზოლვანი (ტაბლეტები ან სიროფი) მიიღება ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მუკოლიზური მოქმედების გაძლიერებას.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაშისაჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. მკურნალობის კურსის გახანგრძლივების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება. დოზირების რეჟიმის დარღვევისას მკურნალობის ეფექტი მცირდება.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათად მოსალოდნელია:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები;
სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რინორეა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი);
სხვა: ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ბრომჰექსინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ლაზოლვანის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული.
* პრეპარატის მიღება ორსულობის II და III ტრიმესტში დასაშვებია იმ  შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
* პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლაზოლვანი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.
* სიროფი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა სორბიტოლი და საქარინი, ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტოლს. სიროფი არ შეიცავს ეთანოლს.
* პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს კუჭისა და 12-გოჯა წალავის წყლულოვანი დაავადების კლინიკურ სურათზე.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიპტომები:გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დარღვევები, ძლიერი ჰიპერდოზირების შემთხვევაში შესაძლებელია მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ ექსტრემალური ჰიპერდოზირების შემთხვევაში) პრეპარატის მიღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში, სითხეების (რძე, ჩაი) ცხიმიანი საკვების მიღება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ლაზოლვანი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბორონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას.
– ამბროქსოლის თეოფილინთან ერთად გამოყენებისას იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის ვადის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მონაცემები ამბროქსოლისა და ბრონქული ასთმის ბაზისურ თერაპიაში გამოყენებული სხვა საშუალებების (ბრონქოდილატატორები, მეთილქსანთინის წარმოებულები, კორტიკოსტეროიდები) ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება.
– არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას.
– შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ და ტოკოლიზურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. სიროფის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში

პროსტამედი #120ტ

46.80 ლარი
43.99 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დ.გუსტავ კლეინ Gmbh & CokG

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!