Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 141

მეზატონი 1% 1მლ #10ა

მეზატონი
 (MEZATONUM)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Phenylephrine; 1-(მეტა-ოქსიფენილ)-2-მეთილამინოეთანოლის ჰიდროქლორიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო სითხე;

შემადგენლობა:
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0.01 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჰეპარინი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ადრენერგული და დოპამინერგული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. მეზატონი განეკუთვნება ადრენომიმეტური ნივთიერებების ჯგუფს – α-ადრენორეცეპტორების მასტიმულირებლებს. იგი უმნიშვნელოდ მოქმედებს გულის β-ადრენორეცეპტორებზე. ავიწროვებს არტერიოლებს და ზრდის არტერიულ წნევას, გულის სისტოლურ მოცულობაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. იწვევს გუგების გაფართოვებას (ნაკლებად ხანგრძლივად, ვიდრე ატროპინის მოქმედებისას და აკომოდაციაზე მოქმედების გარეშე), ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს შეუძლია დააქვეითოს თვალშიდა წნევა. კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას მოქმედების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე კატექოლამინები, რითიც აიხსნება მისი ეფექტების ხანგრძლივობა. კარგად აბსორბირდება როგორც შიგნით მიღებისას, ასევე პარენტერალური შეყვანისას.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი სწრაფად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში, გარდაიქმნება მაო-ს ზეგავლენით, ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად. ვენაში შეყვანისას ეფექტი გრძელდება 20 წუთი, კანქვეშ შეყვანისას – 40-50 წუთი.

გამოყენების ჩვენებები. მეზატონი ინიშნება არტერიული წნევის მოსამატებლად კოლაფსისა და ჰიპოტენზიის დროს, რომლებიც ვითარდება სისხლძარღვების ტონუსის შემცირების შედეგად, ოპერაციებისათვის მზადებისას და ოპერაციების დროს, ჰიპოტონური დაავადების დროს, ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების შევიწროვების და ვაზომოტორული სურდოს დროს ანთებითი პროცესის შესუსტების მიზნით, როგორც ადრენალინის შემცვლელი ადგილობრივი საანესთეზიოების ხსნარებში, ინტოქსიკაციების, ინფექციური დაავადებების დროს, გუგის გასაფართოვებლად.

გამოყენების წესი და დოზები. მეზატონი შეჰყავთ ვენაში, კანქვეშ, კუნთში, როგორც თვალის წვეთები/ხსნარი.
არტერიული წნევის მწვავე დაწევისას პრეპარატი, როგორც წესი, ვენაში შეჰყავთ დოზებით 0.1-0.3-0.5 მლ 1% ხსნარი გლუკოზას 20 მლ 5-20% ხსნარებში ან ასეთივე მოცულობით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
შეყვანა ხორციელდება ნელა, საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება. წვეთოვანი შეყვანისას შეჰყავთ 1 მლ მეზატონის 1% ხსნარი 250-500 მლ გლუკოზას 5% ხსნარში. კანქვეშ და კუნთში მოზრდილებში შეჰყავთ დოზებით 0.3-1 მლ 1% ხსნარი.
გუგის გასაფართოვებლად კონიუნქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატის 1-2% ხსნარის 2-3 წვეთს. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებისა და ანთების გამოხატულობის შემცირების მიზნით იწვეთებენ 0.25-0.5% ხსნარს ან ლორწოვან გარსებზე ეს ხსნარები წაისმევა.
ადგილობრივ საანესთეზიოებს (საანესთეზიოს 10 მლ ხსნარზე) ემატება 0.3-0.5 მლ მეზატონის ხსნარი.
უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის: ვენაში – ერთჯერადი 0.005 გ, დღე-ღამის 0.025 გ. კანქვეშ და კუნთებში – ერთჯერადი – 0.01 გ, დღე-ღამის – 0.05 გ.

გვერდითი მოქმედება. შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ჭარბი დოზის შემთხვევაში, ჰიპერტენზია, გულისცემა, გულის პარკუჭების ფიბრილაცია, დისპეფსიური მოვლენები, ტვინში სისხლჩაქცევა, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, შფოთვა, სისუსტე, თავის ტკივილი, სახის კანის სიფერმკთალე, ტრემორი, კრუნჩხვები. ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიაში – ტკივილი თვალში, თავის ტკივილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები. არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიდრეკილება სისხლძარღვების სპაზმებისაკენ, არასტაბილური სტენოკარდია, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. მეზატონის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი სუსტდება ამინაზინთან და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას. ფურაზოლიდონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, ნორადრენალინის სწრაფად გამონთავისუფლების შედეგად.

ჭარბი დოზა. შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ნარკოზის დროს, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერთირეოზის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეზატონი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი დანიშნულებით და ექიმის კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები და ვადა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფში.
მწარმოებელი. შპს “საცდელი ქარხანა “სსსსც”-ს ფილიალი.
მისამართი. უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8.

ბროვინი 0.6% 120მლ სიროფი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – levodropropizine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
0.6% სიროფი 60 მლ ფლაკონი #1
0.6% სიროფი 120მლ ფლაკონი # 1

ბროვინის შემადგენლობა:
-აქტიური ნივთიერება არის ლევოდროპროპიზინი
-სხვა ინგრედიენტებია: სუკროზა, მეთილის პარაბენი, პროპილის პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დატრიუმის ჰიდროქსიდი, ალუბლის არომატი, წყალი

ჩვენებები
ბროვინის თითო მლ სიროფი შეიცავს 6 მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება მოზრდილებში და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ხველების სიმპტომატური მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების მიხედვით.შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები:
10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ექვივალენტური), დღეში სამჯერ, სულ მცირე ექვს საათიანი ინტერვალით.
2 წელს ზემოთ ბავშვები:
ბავშვებისათვის დოზა არის 1 მგ/კგ, დღეში სამჯერ, დღიური საერთო დოზით 3 მგ/კგ.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებებს შორის, ვინაიდან საკვების ზეგავლენა ჯერ დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა მედიკამეტებს ბროვინსაც აქვს გვერდითი მოვლენები,თუმცა შესაძლებელია ყველა პაციენტში არ გამოვლინდეს.
კუჭნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: გამოფიტვა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკვილი, დაბუჟება, დაქვეითებული ცნობიერება
გულსისხლძარღვთა სისტემა: აჩქარებული გულისცემა
კანის გართულებანი: წინასწარი განწყობილების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაბენს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის ალერგიული რექციები.

უკუჩვენება
არ მიიღოთ ბროვინი :
-თუ თუ ხართ ალერგიული ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
-თუ აღგენიშნებათ ლორწოს გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფა(ბრონქორეა)
-თუ მუკოცილიარული ფუნქცია შეზღუდული გაქვთ(კარტაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია).
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მწვავე გაუარესება.
-ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ბროვინი
-თუ გაწუხებთ თირკმლის სერიოზული უკმარისობა (კრეატინინის კლერანსი(35 მლ/წთ)
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გართულება. შესაძლებელია ექიმმა დაბალი დოზა დაგინიშნოთ.
-2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში. დღეისათვის არ არის მონაცემები თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ლევოდროპროპიზინი გამოყენება 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
– ეს არის ხველების სიმპტომატური საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გამომწვევი დაავადების დიაგნოზის დადგენამდე და რეკომენდირებულია ხანმოკლე პერიოდით გამოყენება(მაქსიმუმ 14 დღე)
– ხანდაზმულებ პაციენტებში დოზა და დოზებს შორის ინტერვალი კორექციას არ საჭიროებენ. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულებში სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არსებობს ჩვენებები, რომ ასაკთან ერთად ფარმაკოდინამიური მგრძნობელობა იცვლება.

ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლევოდროპროპიზინი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
მანქანის მართვასა და მძღოლებთან დაკავშირებული მითითებანი
ლევოდროპროპიზინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება, რაც სატრანსპორტო საშუალებების თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ბროვინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბროვინი შეიცავს სუკროზას. თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს შაქარს მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება, როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ რეკომენდირებული დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ინფორმაცია თუ ღებულობთ ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები, განსაკუთრებით კი რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
– განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ღებულობს სედატიურ საშუალებებს.
– ლევოდროპროპიზინის მეტაბოლიზირება ხდება ძირითადად ღვიძლში. გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა მედიკამეტებიც, რომელთა მეტაბოლიზირებაც ასევე ხდება ღვიძლში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ მითითებული ვადის გასვლამდე. ვადისგასვლის თარიღში იგულისხმება თვის ბოლო დღე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ოსოზ ინტერ ლაბორატორის კო შპს
ტაილანდი
ევროდრაგ ლაბორატორიეს

ლოსარ-დენკი 100მგ #28ტ

33.49 ლარი
31.48 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბროვინი 0.6% 60მლ სიროფი

ლოსარ-დენკი 50მგ #28ტ

18.32 ლარი
17.22 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ატმოსილი #30კაფს

ატმოსილი
კაფსულა

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
სასუნთქი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის
გამოყენების სფერო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით-ფლავონოიდების წყარო (მათ შორის კვერცეტინი), შეიცავს ლიკოპინს, ასტაქსანტინს და ბოსველის მჟავას.
ატმოსილი წარმოადგენს სასუნთქი გზების ფუნქციური მდგომარეობის შემანარჩუნებელ საშუალებას. შეიცავს ბუნებრივი მცენარეული კომპონენტების ბალანსირებულ კომპლექსს, რომელიც განაპირობებს ფილტვების, ბრონქების და მთელი ორგანიზმის ფიზიოლოგური აქტივობის შენარჩუნებას.
ატმოსილი ორგანიზმს ეხმარება დისკომფორტთან გამკლავებაში ხანგრძლივი ხველის დროს, აუმჯობესებს სუნთქვას, მას შორის აღდგენის პერიოდს მძიმე გაციების შემდეგ. ატმოსილის მიღება რეკომენდებულია ხველით მიმდინარე ხშირი გაციებისადმი მიდრეკილების და/ან სისუსტის და ზოგადი დაღლილობის მდგომარეობების დროს, რაც გამოწვეულია ფილტვების და ბრონქების უკმარისობით; რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებიც მავნე პირობებში მუშაობენ (მშენებლები, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, მაღაროელები, მძღოლები, ოფისის თანამშრომლები, სილამაზის სალონების, ავტოსერვისების, ქიმიური ლაბორატორიის და მრეწველობის თანამშრომლები), მწეველებისთვის და მეგაპოლისების მაცხოვრებლებისთვის.
1 კაფსულის მიღება უზრუნფელყოფს: ფლავონოიდებს (რუტინაზე გაანგარიშებით)-ადექვატური სადღეღამისო მოთხოვნის 156% და ბოსველის მჟავას – 84მგ, ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება და ამაგრებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.
ატმოსილის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – ერთი კაფსულა

შემადგენლობა და დოზები

რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (1 კაფსულა)

ბოსველის ფისის ექსტრაქტი (Boswellia serrata), ბოსველის მჟავა ≥65 %, მგ

130

პასიფლორას ნაყოფის ექსტრაქტი (12:1) (Passiflora edulis), მგ

110

კორდისკბილას ყვავილების ექსტრაქტი (4:1) (Euphrasia officinalis), მგ

83

ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი (2:1) (Pinus sylvestris), მგ

20

სუროს ფოთლების ექსტრაქტი (5:1) (Hedera helix), მგ

17

კვერცეტინი, მგ

20

პტეროსტილბენი, მგ

20

ლიკოპინი (≥5 %), მგ

10

წყალმცენარეების ფხვნილი (Haematococcus pluvialis), ასტაქსანტინი ≥ 5 %, მგ10

შემადგენლობა: ბოსველის ფისის ექსტრაქტი, პასიფლორას ნაყოფი, ჟელატინი (კაფსულის გარსი); ექსტრაქტები: კორდისკბილას ნაყოფის, ფიჭვის ქერქის; პტეროსილბენილ კვერცეტინი; ჭარხლის უჯრედისი; სუროს ფოთლების ექსტრაქტი; ლიკოპინი; წყალმცენარეების ფხვნილი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი მაგნიუმის სტეარატი; ტიტანის დიოქსიდი, კარმუაზინი, ლურჯი პატენტური V (კაფსულსი გარსის საღებავები).
გამოყენების მეთოდი: ერთი კაფსულა დღეში. შეიძლება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება.
შეზღუდვები: გამოყენება არ შეიძლება პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უსაფრთხოების ზომები: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენება არ შეიძლება სრულფასოვანი ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელის სახით. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! საღებავი კარმუაზინი (E 122) შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ბავშვის აქტივობაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.
კვებითი ღირებულება: ცილები 0.043გ/1 კაფსულა, ცხიმები 0,058გ/1 კაფსულა, ნახშირწყლები 0,236გ/1 კაფსულა.
ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა): Mმასა-ნეტო: 8,25 გ (15 კაფსულა) / 16,5 გ (30 კაფსულა) / 33,0 გ (60 კაფსულა) / 49,5 გ (90 კაფსულა) / 66 გ (120 კაფსულა), 550 მგ (1 კაფსულა).
მწარმოებელი: შპს «SILVANOLS», კურბადას ქუჩა 2ა, რიგა . LV-1009, ლატვია.

ლოსარ-დენკი 25მგ #28ტ

19.96 ლარი
18.76 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ანტიგრიპინი #10შუშხ.ტაბ.საბავ

ანტიგრიპინი (საბავშვო) N10 შუშხუნა ტაბლეტი.

პოზიციონირება :

სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რომელიც იმავდროულად ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აიოლებს ცხვირით სუნთქვას. აღადგენს გაციების დროს ორგანიზმის მომატებულ მოთხოვნილებას C ვიტამინის მიმართ.

შემადგენლობა: პარაცეტამოლი 200მგ, ქლორფენამინი 3მგ, ვიტამინი С 50 მგ

დოზირება:

3-5      წწ      ½  ტაბლეტი   2 -ჯერ დღეში

5-10    წწ      1   ტაბლეტი    2 ჯერ დღეში

10-15  წწ     1    ტაბლეტი    3 ჯერ დღეში

ანტიგრიპინი (დიდების) N10 ; N30 შუშხუნა ტაბლეტი

შემადგენლობა: პარაცეტამოლი 500მგ, ქლორფენამინი 10მგ, ვიტამინი С 200 მგ

დოზირება: 1 ტაბლეტი  2-3 ჯერ დღეში

დამზადებულია ნიდერლანდებში

ლორისტა 50მგ #28ტ

17.10 ლარი
16.07 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლორისტა 25მგ #28ტ

20.00 ლარი
18.80 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!