Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 208

ვენოდიოლი #30ტ

ვენოდიოლი
VENODIOL


საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:

დიოსმინი+ჰესპერიდინი, ასკორბინის მჟავა
Diosmine+Gesperidine, Ascorbic acid

წამლის ფორმა:
ტაბლეტები

შემადგენლობა:
ვენოდიოლის 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
დიოსმინი 450 მგ
ჰესპერიდინი 50 მგ
ასკორბინის მჟავა 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ათქ კოდი: C05CA53

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები.
ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვენოდიოლს გააჩნია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ის ამცირებს ვენების დაჭიმულობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, “მტვრევადობას” და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ უკუდინებას.
ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
სისტემატიური გამოყენებისას ეს პრეპარატი ამცირებს ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს.

გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ვენოდიოლი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
–  ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობისას: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;
–  მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს.

უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
ბუასილის გამწვავების დროს ვენოდიოლი არ ანაცვლებს ანორექტალური მიდამოს დაავადებების სპეციფიურ მკურნალობას. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ტარდება დამატებითი გამოკვლევა და ხდება თერაპიის კორექტირება.
ამ პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, დაიკლონ წონაში და ატარონ სპეციალური წინდები, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: ვენოდიოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ გამოვლენილა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოიწვევდა პრეპარატის მიღების შეწყვეტას. მხოლოდ რამდენიმე პაციენტში ვენოდიოლის მიღებიდან პირვველი დღეების განმავლობაში აღინიშნა ვეგეტატიური რეაქციები (მომატებული სისუსტე, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება და ჩხვლეტის შეგრძნება ქვედა კიდურებში). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა არ შეიძლება გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის მიზეზი, ვინაიდან 2-3 კვირის შემდეგ ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.
შესაძლებელია პრეპარატის მიღების ორი სხვადასხვა წესი:
–  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის მანძილზე;
–  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა.

ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, როდესაც ვლინდება “ფეხებში სიმძიმის” სინდრომი, ჩვეულებრივ საკმარისია 2-თვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს აუცილებლობის მიხედვით, წელიწადში 2-3-ჯერ.
უფრო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.
ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი – 6 და მეტი თვის განმავლობაში.
ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება დღე-ღამეში 6 ტაბლეტი პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში 4 ტაბლეტი მომდევნო 3 დღის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ვენოდიოლის გამოყენება არ იწვევს ამ პრეპარატის მიმართ შეჩვევას.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვენოდიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტის შესახებ.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.
ექსპერიმენტული გამოკვლევების დროს არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედიბა.

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან ფირფიტაში.  
3 კონტურულ უჯრედოვანი ფირფიტა ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:

“სედიკო ფარმასიუტიკალ კო”  სიქს ოვ ოქტობერ სიტი,   პირველი სამრეწველო ზონა, ეგვიპტე
“უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი,  48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England;
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us

არიფამი 1.5მგ/10მგ #30ტ

37.69 ლარი
35.43 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სერვიე საფრანგეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ნიფედი-დენკი რეტარდი 20მგ#100ტ

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვენო-რიცი #30ტ

ენორიცი® / VENO-RITZ®

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): diosmin, hesperidin, rutin
  • კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები → ბიოფლავონოიდები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: – 510მგ კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).
მოქმედების მექანიზმი
ვენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტები ბიოფლავონოიდებია, რომლებიც ხასიათდებიან ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით. დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია ამცირებს ვენების დაჭიმულობას და ვენურ სტაზს, აუმჯობესებს ვენების ტონუსს. ამცირებს კაპილარების კედლების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს. რუტინი ანგიოპროტექტორია. მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს. ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მათ შეშუპებას და ანთებას, აძლიერებს სისხლძარღვის კედლებს. ახასიათებს ანტიაგრეგანტული (შედედების საწინააღმდეგო) მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
– ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები;
– შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
– ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება. ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.

მიღების წესები და დოზები
ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუა დღისას და საღამოს ჭამის დროს. ვენო-რიცით 2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს ვენო-რიცის სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების განვითარების რისკის შემცირებას. მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში ვენო-რიცი ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში – 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

გვერდით იმოვლენები
შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

უკუჩვენება
– ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პრეპარატის დანიშვნისას უნდა მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას, სასურველია სხეულის წონის დაკლება და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი სპეციალური წინდების გამოყენება. ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და მათი დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

ამტასი 10მგ #20ტ

ამტასი-ავერსი 10მგ
(ამლოდიპინი)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ცისფერი (5 მგ) ან ვარდისფერი (10 მგ)  ფერის მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.

შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Brilliant Blue FCF (E 133) (5 მგ),  საღებავი Carmoisine (E 122) (10 მგ).
                                              
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 5 მგ ან 10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. ათქ-კოდი: C08CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.
პრეპარატის  მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax)  სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 95% უკავშირდება  პლაზმის ცილებს.
წონასწორული კონცენტრაცია (Css) აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10% _ შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25% _ ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:
– არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
– გულის იშემიური დაავადება _ სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება:
სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასი-ავერსის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, ერთხელ დღეში.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5 _ 5 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად _ ტკივილი გულმკერდის არეში;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა;  
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღრძილების ჰიპერპლაზია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენება:
ამლოდიპინის მიმართ და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე პაციენტები (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამლოდიპინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, α-ადრენოსტიმულატორების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების  ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.
თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, β-ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, აგფ- ინჰიბიტორები, ნიტრატები აძლიერებენ ამტასი-ავერსის ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ამიოდარონი, ქინიდინი, α1-ადრენობლოკატორები, ნეიროლეპსიური საშუალებები და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. 
ამლოდიპინისა და ციმეტიდინის  ერთდროულად მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ჰიპერდოზირება:
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
ამტასი-ავერსი სიფრთხილით ინიშნება  ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება.
ამტასი-ავერსით  მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას,  რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge  

ნიფედი-დენკი რეტარდი 10მგ#100ტ

26.13 ლარი
24.56 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვენესცინი #30დრ

ვენესცინი
Venescin

სავაჭრო დასახელება: ვენესცინი (Venescin)
სამკურნალწამლო ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა:

 ესკულინი 0.5მგ
 რუტინი  15 მგ
 ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტი 25მგ
 შემავსებელი    100მგ-მდე

                                                                 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტი – ესცინი, აგრეთვე რუტინი მოქმედებს კაპილარების ენდოთელიუმის მდგომარეობაზე, ამცირებს მათ განვლადობას და “მსხვრევადობას”. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს პრეპარატი აქვეითებს პროტეოლიზური ფერმენტების მომატებულ აქტივობას, რითაც ხელს უშლის უშუალოდ სისხლძარღვის კედელთან არსებული მუკოპოლისაქარიდების დაშლას. კაპილართა განვლადობის შემცირების შედეგად ქვეითდება დაბალმოლეკულური პროტეინების, ელექტროლიტების და სითხის გასვლა უჯრედგარეთა სივრცეში.

ჩვენებები:
ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა; ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები; ბუასილი; მიკროცირკულაციის დარღვევები კაპილარების “მსხვრევადობისა” და განვლადობის მომატებით; სისხლჩაქცევები; ზოგიერთი ალერგიული დაავადება, როგორიცაა თივის ცხელება, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრში, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, სულფანილამიდებით მკურნალობისას და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გაფრთხილება:
ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს პაციენტის რეაქციის სისწრაფეზე.
ჰიპერდოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ზევით 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:
30 დრაჟე ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება ბნელ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
ვროცლავის სამკურნალო მცენარეების საწარმო სს “ჰერბაპოლი”. წმ. მიკოლაის 65/68, 50-951 ვროცლავი, პოლონეთი.

სახარინი სუკრაზიდი#1200ტ

ქუთაისი 21

(+995 431) 24-15-62

ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე

ვადა: 2023-12-01

ამტასი 5მგ #20ტ

ამტასი-ავერსი 5მგ
(ამლოდიპინი)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ცისფერი (5 მგ) ან ვარდისფერი (10 მგ)  ფერის მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.

შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Brilliant Blue FCF (E 133) (5 მგ),  საღებავი Carmoisine (E 122) (10 მგ).
                                              
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 5 მგ ან 10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. ათქ-კოდი: C08CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.
პრეპარატის  მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax)  სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 95% უკავშირდება  პლაზმის ცილებს.
წონასწორული კონცენტრაცია (Css) აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10% _ შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25% _ ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:
– არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
– გულის იშემიური დაავადება _ სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება:
სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასი-ავერსის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, ერთხელ დღეში.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5 _ 5 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად _ ტკივილი გულმკერდის არეში;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა;  
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღრძილების ჰიპერპლაზია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენება:
ამლოდიპინის მიმართ და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე პაციენტები (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამლოდიპინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, α-ადრენოსტიმულატორების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების  ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.
თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, β-ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, აგფ- ინჰიბიტორები, ნიტრატები აძლიერებენ ამტასი-ავერსის ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ამიოდარონი, ქინიდინი, α1-ადრენობლოკატორები, ნეიროლეპსიური საშუალებები და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. 
ამლოდიპინისა და ციმეტიდინის  ერთდროულად მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ჰიპერდოზირება:
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
ამტასი-ავერსი სიფრთხილით ინიშნება  ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება.
ამტასი-ავერსით  მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას,  რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge  

ნიტროსორბიდი 0.01გ #40ტ(კიევი)

ნიტროსორბიდი
ტაბლეტები 0.01 გ

შემცველობა:

მოქმედი ნივთიერება:
იზოსორბიდის დინიტრატი; 1 ტაბლეტი შეიცავს 0.01 გ იზოსორბიდის დინიტრატს;
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტოზა 80, კროსპოვიდონი NF, კალციუმის სტეარატი.

იზოსორბიდის დინიტრატი; 1 ტაბლეტი შეიცავს 0.01 გ იზოსორბიდის დინიტრატს;დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტოზა 80, კროსპოვიდონი NF, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სპაზმოლიზური, კორონაროგამაფართოვებელი საშუალება. ნიტროსორბიდი ადუნებს სისხლძარღვების გკუვ კუნთებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს მიოკარდზე წინა- და შემდგომ დატვირთვას, მიოკარდის ჟანგბადის მოთხოვნილებას. აუმჯობესებს მიოკარდის სისხლით მომარაგებასა და მეტაბოლიზმს.

გამოყენების ჩვენებები. ნიტროსორბიდი ინიშნება სტენოკარდიის შეტევების პრევენციისათვის, ინფარქტის შემდეგ აღდგენითი თერაპიის დროს, გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ზოგჯერ ენდართერიიტისა და სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც ანგიოსპაზმები ახლავს.

უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ინსულტის, მაღალი ქალაშიდა წნევის, არტერიული ჰიპოტენზიის დროს, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა სინდ. 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო დიასტოლური სინდ. 60 მმ-ზე ნაკლებია, დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს მაღალი თვალშიდა წნევით (ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

სიფრთხილე გამოყენებისას.
პრეპარატი ექიმის დანიშნულებით მიიღება.
თუგამოვლინენებები არ ქრება ან, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ან არასასურველი მოვლენები განვითარდა, აუცილებელია მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. ნიტროსორბიდის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ნიტროსორბიდისა და ვაზოდილატატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, ბეტა-ადრენობლოკატორების, ტრიციკლური ანტიდეპრესიულების, ნეიროლეპტურების, ვიაგრას (სილდენოფილი), ალკოჰოლთან  ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს იზოსორბიდის დინიტრატის ჰიპოტენზიური მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები.
ნიტროსორბიდი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, აორტული და/ან მიტრალური სტენოზით, პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ორთოსტატული ჰიპოტენზიის მიმართ და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში. მკურნალობის პერიოდში, განსაკუთრებით დოზის თანდათან გაზრდის შემთხვევებში, აუცილებელია გულის კუმშვათა სიხშირის კონტროლი. მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, რეკომენდებული არ არის ავტოტრანსპორტის მართვა.
არ შეიძლება იმ საქმეების შესრულება, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდამ ნიტროსორბიდი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ამცირებს რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენების წესი და დოზები. შიგნით ერთჯერადი მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 50-60 წუთში მიღებიდან; მოქმედებს 4-5 საათს.
ნიტროსორბიდი მიიღება შიგნით 30 წუთით ადრე ჭამამდე 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. რიგ შემთხვევებში ჩვენებების მიხედვით ერთჯერადი დოზები იზრდება 4-6 ტაბლეტამდე.
გულის უკმარისობის მძიმე ფორმებისას ინიშნება 2 ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში.
ჩვეულებრივი ტაბლეტების სახით, რომლებიც იღეჭება და პირში ჩერდება დაახლოებით 1 წთ, პრეპარატს, როგორც ნიტროგლიცერინს, შეუძლია სტენოკარდიის პრევენცია, მაგრამ ბევრად უფრო ნელა. მოქმედების ეფექტი 3-5 წუთში იწყება.

გვერდითი ეფექტბი. პრეპარატი კარგად აიტანება, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება,  კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

გაცემის წესი. რეცეპტით.

შეფუთვა. 10 ან 20 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა N20 ან  4 კონტურული შეფუთვა N10 კოლოფში.

მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ., 17.

Don`t copy text!