Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 218

ალორტია 100მგ/5მგ #30ტ

29.55 ლარი
27.78 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამლიპინი 5მგ/5მგ #30ტ

ამლიპინი
(AMLIPIN)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინის ბესილატი + ლიზინოპრილის დიჰიდრატი

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი წითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით “AMLP” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:  ამლოდიპინი (ბესილატის ფორმით)  5 მგ, ლიზინოპრილი (დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ლაქტოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ათქ კოდი: C09BB.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამლიპინი – კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ამლოდიპინისა (კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი) და ლიზინოპრილის (აგფ-ის ინჰიბიტორი) თვისებების ერთობლიობით.
აბლოკირებს რა მემბრანის კალციუმის ნელ არხებს, ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების (არტერიოლების)  ტონუსი და სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიოლების გაფართოვებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ მოქმედებას. იმის გამო, რომ იგი არ იწვევს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებას, მისი გამოყენებისას მცირდება მიოკარდის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ამლოდიპინი აფართოვებს როგორც ინტაქტურ, ასევე პათოლოგიურად შეცვლილ კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის პერფუზიას.
ამლოდიპინს არასასურველი მეტაბოლური ეფექტები არ გააჩნია.
ლიზინოპრილი აქვეითებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად, ზრდის ბრადიკინინის დონეს, რომელსაც სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი გააჩნია. ლიზინოპრილის ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, წნევა ფილტვების კაპილარებში. ლიზინოპრილი არ ცვლის გულის რითმის სიხშირეს, ამ დროს, შესაძლებელია გულის წუთმოცულობის გაზრდა და თირკმელების სისხლმომარაგების  გაძლიერება.
ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გლომერულური აპარატისა და მისი ქსოვილების სტრუქტურის ჰემოდინამიკის გაუმჯობესების ხარჯზე.
ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდისა და რეზისტენტული ტიპის სისხლძარღვების კედლების ჰიპერტროფია. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი ხელს უწყობს ენდოთელიუმის დარღვეული ფუნქციის აღდგენას.

ფარმაკოკინეტიკა
Per os მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა და თითქმის მთლიანად (90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax მიიღწევა 6-10 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 35-50 საათს შეადგენს.
ლიზინოპრილი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი შეწოვა არ არის დაკავშირებული კუჭში საკვების არსებობასთან. ბიოშეღწევადობა – 25-50%. Cmax მიიღწევა 6 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათს შეადგენს.
ორივე მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი ცირკულირება ორგანიზმში შესაძლებელს ხდის, რათა პრეპარატი დაინიშნოს დღეში ერთხელ.

გამოყენების ჩვენებები
– არტერიული ჰიპერტენზია;
– გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);
– გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
– დიაბეტური ნეფროპათია.

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
– ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
– აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
– კარდიოგენური შოკი;
– ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში, ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს სადღეღამისო დოზის შერჩევისას.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ან სხვა გენეზის დიჰიდრატაციის დროს (ჭარბი ოფლდენა, ხანგრძლივი ღებინება, პროფუზული დიარეა), ასევე გულის უკმარისობის დრო, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავადმყოფის დაწვენა, საჭიროების შემთხვევაში _ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის ინფუზიის ჩატარება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ნატრიუმის დონის ნორმალიზება და ჰიპოვოლემიისას სითხის მოცულობის აღდგენა.
თირკმლის არტერიის სტენოზის (განსაკუთრებით ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს), ასევე დეჰიდრატაციის დროს ლიზინოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა თითქმის თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი, რომელიც, ჩვეულებრივ გარდამავალია და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქრება.
ოპერაციული ჩარევებისას, როდესაც ხდება სანარკოზე საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არტერიული ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლიათ, ლიზინოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ზემოაღნიშნული მექანიზმით განვითარებული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებით.
ხანდაზმული ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის  რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია პერიოდულად პერიფერიული სისხლის ლაბორატორიული კონტროლი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის მიღებამ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ, ამიტომ, ინდივიდუალური რეაქციების განსაზღვრამდე საჭიროა თავის შეკავება მსგავსი საქმიანობის შესრულებისაგან.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამლიპინის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალი ხასიათისაა, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.
შედარებით ხშირია: თავის ტკივილი, მშრალი ხველა და თავბრუსხვევა.
შესაძლებელია: სისუსტე, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ფეხების შეშუპება, სახის კანის გაწითლება, ტკივილი მკერდის არეში.
სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე 1%-ზე ნაკლებია.
ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპების განვითარება.

მიღების წესი და დოზები
Per os მიიღება  1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ვაზოდილატაცია არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიის გამოვლინებით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის მუშაობის, არტერიული წნევის, დიურეზისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება მისი კორექცია. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას, ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ „ჰორიზონტალურ“ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით. სითხის შემცვლელების ვენაში შეყვანის შემთხვევაში მათზე არადამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტისას შეიძლება საჭირო გახდეს პერიფერიული ვაზოპრესორის შეყვანა სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. კალციუმის ანტაგონისტის მოქმედების შესაჩერებლად ვენაში შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა.
ამლოდიპინის ნელა შეყვანის გამო ცალკეულ შემთხვევებში ხდება კუჭის ამორეცხვა, გამოიყენება გააქტივებული ნახშირი.
ლიზინოპრილი ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპერკალიემიის განვითარების პრევენციისათვის პრეპარატის დანიშვნისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), აგრეთვე, კალიუმთან და კალიუმის შემცველ საშუალებებთან მისი კომბინირებისას, ძირითადად, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს. პრეპარატი ინიშნება სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ, სისხლში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებით. სიფრთხილის დაცვა აუცილებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:
– დიურეზული საშუალებები (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება);
– სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები (ადიტიური მოქმედება);
– აასს (განსაკუთრებით ინდომეტაცინთან), ვინაიდან ისინი ორგანიზმში აკავებენ ნატრიუმს და აბლოკირებენ პროსტალგანდინების სინთეზს თირკმელებში, ესტროგენული საშუალებები და ადრენომასტიმულირებლები, სიმპატომიმეტურები (შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება);
– ლითიუმი (შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის გაუარესება, აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში);
ამიოდარონს, ქინიდინს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ნეიროლეფსიურებს) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

გამოშვების ფორმა
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი  მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ამლიპინი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინი“-ს (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
დამზადებულია „ლაბორატორია ბეილი-კრეატი“-ს მიერ (საფრანგეთი)
მის: შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ბერნუიე-საფრანგეთი
“მედრაიკი”-ს (დიდი ბრიტანეთი) ლიცენზიით.

რეპარკოლი 5მლ გელი

19.98 ლარი
18.77 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: რეპარ გროუპ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალორტია 100მგ/10მგ #30ტ

36.05 ლარი
33.89 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამლიპინი 5მგ/10მგ #30ტ

52.55 ლარი
49.40 ლარი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რეპარკოლი 10გ გელი

25.00 ლარი
23.51 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: რეპლეკ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ადიპრილი 5მგ/5მგ #30ტ GMP

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine, lisinopril
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 5მგ/10მგ ტაბლეტი №30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

ადიპრილის (5მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს ამლოდიპინის 5 მგ-ს(6.94 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ლიზინოპრილის 5 მგ-ს (5.44 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით);
ადიპრილის(5მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს ამლოდიპინის 5 მგ-ს(6.94 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ლიზინოპრილის 10 მგ-ს(10.88 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

კომბინირებული შემადგენლობის(ამლოდიპინი და ლიზინოპრილი) ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. ამლოდიპინი – კალციუმის არხების ბლოკატორი(III თაობა), ახასიათებს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება. ხელს უშლის კალციუმის მოხვედრას მიოკარდის უჯრედებში, ძირითადად სისხლძარღვთა გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში. ამცირებს არტერიოლების გლუვი კუნთების ტონუსს, საერთო სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას.
ანტიანგინალური მოქმედება დაკავშირებულია არტერიოლებისა და არტერიების გაფართოებასთან და პოსტდატვირთვის შემცირებასთან. ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნას და მიოკარდის მიერ ენერგიის ხარჯვას, რადგან არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიას. კორონარული არტერიებისა და არტერიოლების გაფართოების გზით აუმჯობესებს დაუზიანებელი(განსაკუთრებით ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს) და იშემიური უბნების ჟანგბადით მომარაგებას. სტენოკარდიის დროს აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას, ხელს უშლის სტენოკარდიული შეტევისა და იშემიური შთ ინტერვალის წარმოქმნას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის გამოყენების აუცილებლობას. გავლენას არ ახდენს მიოკარდის გამტარობასა და კუმშვადობაზე.
ახასიათებს ხანგრძლივი, დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური მოქმედება. არ ამცირებს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. გულის იშემიური დაავადების დროს ახასიათებს ანტიათეროსკლეროზული და კარდიოპროტექტორული მოქმედება.
ორგანიზმში ნელი შეწოვა, კარგი გადანაწილება და ხანგრძლივი გამოყოფა უზრუნველყოფს ამლოდიპინის ხანგრძლივ მოქმედებას და დღეში ერთხელ დანიშვნის შესაძლებლობას. 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას. მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში, ეფექტი ვლინდება თანდათანობით და არ ახასიათებს არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა. აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, აძლიერებს გორგლოვან ფილტრაციას, ახასიათებს მცირედ გამოხატული ნატრიურეზული ეფექტი, დიაბეტური ნეფროპათიის დროს არ აძლიერებს მიკროალბუმინურიას. არ მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და მისი დანიშვნა შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და ნიკრისის ქარით(პოდაგრა).
ლიზინოპრილი – ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ)ინჰიბიტორი, სისხლში ამცირებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს და ზრდის ბრადიკინინის-სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიატორის შემცველობას. მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ამცირებს საერთო სისხლძართვოვან წინააღმდეგობას, პრე- და პოსტდატვირთვას, ფილტვის კაპილარებში წნევას, არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე, ამასთან შესაძლებელია გაზარდოს გულის წუთმოცულობა და თირკმელებისადმი სისხლის მიწოდება. მნიშვნოლოვნად აფართოებსს არტერიებს, ვიდრე ვენებს. აუმჯობესებს მიოკარდის იშემიური უბნების სისხლმომარაგებას. ხანგრძლივი გამოყენებისას ხელს უწყობს მიოკარდის ჰიპერტროფიის შემცირებას. ზრდის მიოკარდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი პაციენტებში. 
აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას პაცინტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ანელებს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პროგრესირებას ინფარქტის გადატანის შემდეგ, რომელიც არ არის გართულებული გულის უკმარისობით.
ლიზინოპრილი ჰიპოტენზიურ ეფექტს ავლენს მიღებიდან 1 საათში და მაქსიმუმს აღწევს 6 საათში. მოქმედების ხანგრძლივობა დოზადამოკიდებულია და გრძელდება 24 საათს. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტურობა არ მცირდება, არ ახასიტებს მოხსნის სინდრომი.
ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არამარტო არტერიული წნევის დაქვეითების ხარჯზე, არამედ – გლომერულური აპარატის ჰემოდინამიკისა და ქსოვილოვანი სტრუქტურის შეცვლის გზითაც. არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე და არ იწვევს ჰიპოგლიკემიას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. 
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაცია ერთ პრეპარატში, ხელს უშლის თითოეული მათგანის არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლინებას.

ამლოდიპინის თერაპიული დოზით პერორალურად მიღებისას თითქმის მთლიანად (დაახლოებით 90%) აბსორბირდება, Cmax 6-12 საათში მიიღწევა. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. პლაზმიდან გამოიყოფა ორ ფაზად, T1/2 30-დან 50 საათამდე შეადგენს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით 10% შეუცვლელი ამლოდიპინისა და 60% ამლოდიპინის მეტაბოლიტის სახით, 20-25% – კუჭ-ნაწლავის გზით. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი შეუცვლელი სახით აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა 6 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმციაას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით. T1/2 დაახლოებით 12 საათია.

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ).

ადიპრილი ინიშნება იმ შემთხვევებში, როცა მისი შემადგენელი კომპონენტების დანიშვნა ცალ-ცალკე არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კონტროლს.
პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, ადიპრილი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დოზის(ტაბლეტები 5მგ/5მგ ან 5მგ/10მგ) ინდივიდუალური შერჩევით. თუ პაციენტი ადიპრილით მკურნალობის დაწყებამდე იღებდა დიურეზულ საშუალებას, აუცილებელია 2-3 დღით ადრე მისი მოხსნა. თუ დიურეზული საშუალების მოხსნა შეუძლებელია, ადიპრილი უნდა დაინიშნოს მცირე დოზით, რის შემდეგაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი (სიმპტომური ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით).
გულის უკმარისობისას და გამოხატული ჰიპერტენზიის დროს შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი/დღეში. თირკმლის უკმარისობის დროს და კრეატინინის კლირენსის 30-70 მლ/წთ მაჩვენებლის შემთხვევაში, ინიშნება რეკომენდებული დოზის ნახევარი (ლიზინოპრილი გამოდევნა ხდება თირკმლებით). 
შემანარჩუნებელი დოზის დადგენა ხდება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის, და სისხლის პლაზმაში კალიუმისა და ნატრიუმის მუდმივი კონტროლი.
ღვიძლის დაავადებების დროს, ორგანიზმიდან ამლოდიპინის გამოდევნა შენელებულია, ამიტომ ადიპრილის საწყისი დოზა უნდა განახევრდეს. ადიპრილის დანიშვნისას, აღნიშნული ჯგუფის პაციენტები დიდ სიფრთხილეს მოითხოვენ.

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, სუსტად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა, მკურნალობის შეწყვეტას იშვიათად მოითხოვს. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; იშვიათად – არიტმია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე; იშვიათად – ძილიანობა, კიდურების და ტუჩის კუნთების ფასციკულაცია(კანკალი), ასთენია, ხასაითის ლაბილობა, გონების არევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება(განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს); იშვიათად – ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტის, ღრძილების ჰიპერპლაზია, მადის დაქვეითება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრეატინინის, შარდოვანას აზოტის მატება; იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდვის გახშირება, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მცირედი ცვლილება.
სხვადასხვა: ტკივილი გულმკერდში, ართრალგია.

– აორტის ან მიტრალური სარქველის მემკვიდრული ან იდიოპათიური სტენოზი;
– ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
– კარდიოგენული შოკი;
– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის, სხვა ამფ-ის მიღებაზე;
– ორსულობა;
– ლაქტაციის პერიოდი;
– ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო);
– პრეპარატის კომპონენტებისადმი ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ცერებროვასკულარული დაავადებების(მათ შორის თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობის დროს), გულის იშემიური დაავადების, კორონარული უკმარისობის, გამოხატული ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობისას დეკომპენსაციის ფაზაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზიის, გულის მწვავე ინფარქტისა და მისი გადატანიდან ერთი თვის მანძილზე, მძიმე ფორმის აუტოიმუნური დაავადებების დროს(მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვისას, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლების ტრანსპლანტაციის, თირკმლის უკმარისობის, დიეტის დროს (ნატრიუმის შეზღუდვით) ასაკოვან პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობის დროს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. 
ამლოდიპინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ადიპრილის დანიშვნა უკუნაჩვენებია.

ადიპრილით მკურნალობის დაწყება დასაშვებია ჰიპონატრიემიის კორექციისა და გაუწყლოვანების შემთხვევაში საერთო მოცირკულირე სისიხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საჭიროა მუდმივად არტერიული წნევის კონტროლი. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპათომიმეტური არტერიული ჰიპოტენზიით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აღენიშნებათ გაუწყლოვანება ან/და ჰიპონატრიემია გაძლიერებული ოფლდენის, გახანგრძლივებული ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული.
გულის უკმარისობის დროს დეკომპენსაციის ფაზაში, გულის იშემიური დაავადების, ცერებროვასკულარული დაავადებების დროს ადიპრილმა შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზია, ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. 
აორტის სტენოზის, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის დროს, ვაზოდილატატორის დანიშვნა სიფრთხილეს მოითხოვს.
მკურნალობის დროს აუცილებელია წონის კონტროლი, ასევე – აგრანულოციტოზის გამოვლენის მიზნით, პერიფერიული სისხლის კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის, მაგალითად თირკმლის არტერიის სტენოზის, ჰიპონატრიემიის, გაუწყლოვანების, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, რომელიც შექცევადია და იხსნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
ამფ-ის მიმართ შესაძლებელია განვითარდეს რეაქცია, რაც სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპებით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ პრეპარატის შეწყვეტა და პაციენტზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის გაქრობამდე.
ადიპრილით მკურნალობის ფონზე, დიალიზისთვის პოლიაკრილნიტრილის მემბრანების გამოყენებამ, შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, როცა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი დიდია.

სიმპტომები: ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის ფუნქციების, არტერიული წნევის, დიურეზის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, საჭიროებისას მათი კორექცია. შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ლიზინოპრილი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები ზრდიან ამლოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შესაბამისად – გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკს, ხოლო მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები – ამცირებენ.
კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ადიპრილთან კომბინაციაში დანიშვნა იწვევენ ჰიპერკალიემიას, განსაკუთრებით პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევებში დიდი სიფრთხილე და მუდმივად კალიუმისა და თირკმლის ფუნქიური მდგომარეობის კონტროლია საჭირო.
დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან(ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები(ვერაპამილის ჩათვლით), ამფ-ის ინჰიბიტორები, ნიტრატები) კომბინაციაში ვლინდება ადიტიური მოქმედება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს.
პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (განსაკუთრებით ინდომეტაცინი), ესტროგენებთან, ადრენოსტიმულატორებთან, სიმპათომიმეტურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას.
ლითიუმთან ერთდროული დანიშვნისას, შესაძლებელია ლითიუმის დონის მატება. ანტაციდები და კოლესტირამინი ამცირებენ პრეპარატის კომპონენტების აბსორბციას.
ამიოდარონი, ქინიდინი, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეფსიური პრეპარატები) აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტურობის შემცირება გამოიწვიონ.
პროკაინამიდმა, ქინიდინმა და QT ინტერვალის გამახანგრძლივებლმა პრეპარატებმა, შესაძლოა მისი კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივება გამოიწვიონ. 
პრეპარატი გავლენას არ ახდენს დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე, ციმეტიდინი გავლენას არ ახდენს ამლოდიპინზე.
ლიზინოპრილი ამცირებს თიაზიდური დიურეტიკებით გამოწვეული კალიუმის დანაკრგს.

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

რეოსორბილაქტი 400მლ ფლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ადიპრილი 5მგ/10მგ #30ტ GMP

რენეფრინი #60ტ

41.10 ლარი
38.63 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: არგის ფარმაცევ/ველფარ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!