Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 225

ფლასტინი 150მგ #3ტ

94.65 ლარი
88.97 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ლაბორ. ლიკონზა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტრანსამინი 250მგ 5მლ #10ა

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ფიტინი 0.25გ #40ტ *

ფიტინი
(FHYTIN)

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ფიტინი 250 მგ (ინოზიტოლჰექსაფოსფორის მჟავა არანაკლებ 75%), ლაქტოზას მონოჰიდრატი 110 მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ოპადრა თეთრი.

გამოყენების რეკომენდაცია:
ზოგადმატონიზირებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუნებელი ბად-ი. გამოიყენება ჰიპოტროფიის დროს. იგი შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე.
ბად-ის დადებითი ეფექტი დაკავშირებულია იზონიტოლთან, ცნს-ის და სქესობრივი ფუნქციის, აგრეთვე ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მოქმედების მექანიზმი:
 ბად-ი ხელს უწყობს ფიზიკური, ფსიქიკური დაღლილობისა და სტრესის დაძლევას, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, აძლიერებს ძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას; აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას იმ დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ფოსფორის უკმარისობასთან. ფიტინი მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია: ფიტინის მჟავა კალციუმის იონებთან ერთად ჰეტალურ კომპლექსებს ქმნის და აერთებს თავისუფალ რადიკალებს. მნიშვნელოვნად ამცირებს შარდში კალცი-ოქსალატური კრისტალების ფორმირებას.

რეკომენდებული გამოყენება:
 მოზრდილები: 0.25-0.5 გ დღეში სამჯერ 6-8 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-16 ტაბლეტამდე დღეში ორჯერ. ბავშვები: 1 წლამდე – 0.05-0.1 გ; 2 წლამდე – 0.1 გ; 3-4 წლის – 0.15 გ; 5-6 წლის – 0.2 გ; 7-9 წლის – 0.25 გ; 10-14 წლის – 0.25-0.3 გ მიღებაზე დღეში 2-3-ჯერ. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებათა შორის რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!
არ გამოიყენება როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!

შენახვა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა და მისამართი;
“სოფარმა” (ბულგარეთი) “ილიენსკის ქუჩა” 16
1797 სოფია, ბულგარეთი

ტრანექსამი 50მგ/მლ 5მლ ი/ვ#10ა

13.70 ლარი
12.88 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: ნიჟფარმი სს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტრანექსამი 500მგ #10ტ

21.05 ლარი
19.79 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: ნიჟფარმი სს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ოსანიტ სურდოს გრან 7.5გ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ტრანესტატი 500მგ #20ტ

ტრანესტატი
Tranestat


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიფიბრინოლიზური საშუალება

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ-ანი ამპულა შეიცავს
500 მგ ტრანექსამის მჟავას

კლინიკური ფარმოკოლოგია:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას.
ტრანესტატი ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს, ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით.
გარდა ამისა, ტრანესტატი ზრდის კოლაგენის სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს, სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია  მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ.
ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-50% -ს
ტრანესტატი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი შეკავშირება ცილებთან ძალიან დაბალია. ის აღწევს პლაცენტაში  და ნაწილდება დედის რძეში.
ტრანესტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ის ექსკრეტირდება უმეტესად შარდში უცვლელი პრეპარატის სახით.

ჩვენებები:
სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ:
-კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
-საშვილოსნოს ყელის კონიზაცია;
-ტონზილექტომია და ადენოდექტომია;
-პროსტატის ქირურგიული ოპერაცია;
-თვალის ტრავმა;
-სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება.
პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით ინდუცირებული  მენორაგია –  მკურნალობა.
რქოვანის სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია.
მემკვიდრული და არამემკვიდრული ანგიოშეშუპების  მკურნალობა.
სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს.
გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია.

სიფრთხილის ზომები:
ტრანესტატის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის რისკის გამო.  აგრეთვე შარდსაწვეთური ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრექტიდან. ანამნეზში თრობოემბოლური დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ტრანესტატი გამოიყენება მხოლოდ ანტიკოაგულანტებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა) და ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია ტრანესტატის (ტრანექსამის მჟავას) შერევა უმეტეს ხსნარებთან, როგორიცაა; ელექტროლიტები, ნახშირწყლები, ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი. ის ასევე შეთავსებადია ჰეპარინთან. დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან.

დოზირება:
ტრანესტატი მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენული ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით.
რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით.
დოზა მოზრდილებში:
პერორალური დოზა- 1-15 გ (ან 15-25 მგ/კგ) დღეში 2-4 ჯერ
ნელი ინტრავენული ინექცია-0.5-1გ (ან 10-15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ
უწყვეტი ინტრავენული  ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
დოზა ბავშვებში:
15-25 მგ/კგ-ზე პერორალურად ან 10 მგ/კგ-ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 500მგ ბლისტერზე 10 ტაბლეტი. შეფუთვაში 2 ბლისტერი.
ამულები 500 მგ. შეფუთვაში 6 ამპულა.
პრეპარატები ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ტაბლეტი 4 წელი.
ამპულა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
II ჯგუფი (გაცემის რეჯიმი: რეცეპტით).

მწარმოებელი:

Amoun Pharmaceutical Co. SAL
ელ-უბურ სიტი, კაირო, ეგვიპტე.

ტერაფლექსი ხონდროკრემ ფორტე30გ

ტერაფლექსი ქონდროკრემ ფორტე

სავაჭრო დასახელება
ტერაფლექსი ქონდროკრემ ფორტე

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
მელოქსიკამი + ქონდროიტინის სულფატი

სამკურნალო საშუალების ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი – 50 მგ, მელოქსიკამი – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დიმეთილსულფოქსიდი – 100 მგ, პროპილენგლიკოლი – 100 მგ, მაკროგოლის ცეტოსტეარატი – 12 მგ, ცეტოსტეარილის სპირტი [ცეტილის სპირტი არაუმეტეს 60%, სტეარილის სპირტი არანაკლებ 40%] – 42 მგ, თხევადი პარაფინი – 100 მგ, ვაზელინი – 80 მგ, იმიდოშარდოვანა – 3 მგ, ნატრიუმის დისულფიტი – 0,5 მგ, წყალი – 1,00 გ-მდე.

აღწერა:
კრემი მომწვანო ელფერის ღია ყვითელი ფერიდან, ყვითელ ფერამდე მწვანე ელფერით, დიმეთილსულფოქსიდის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი+არასტეროიდული ანთებისსაწინააღმედეგო პრეპარატი

ათქ კოდი: M02AХ10

ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატ ტერაფლექს ქონდროკრემ ფორტეს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: ანელებს ოსტეოართროზის და ოსტეოქონდროზის პროგრესირებას, ახდენს გამაუტკივარებელ მოქმედებას, ხელს უწყობს სახსრების მოძრაობის მოცულობის გაზრდას (კრემის წასმის ადგილას), აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს სახსრის შესიებას.
კრემის კომპონენტების ოპტიმალური შეხამებიდან გამომდინარე, აღინიშნება მათი გამაუტკივარებელი და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტების ურთიერთგაძლიერება.
ქონდროიტინის სულფატი – მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია, რომელიც წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილის ბუნებრივ კომპონენტს. ქონდროიტინის სულფატი ხრტილოვან ქსოვილში აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, აინჰიბირებს ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას, ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის (რღვევა) პროცესებს, ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს, ხელს უწყობს სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების რეგენერაციას (აღდგენას), აჩქარებს მათი რეპარაციის პროცესებს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კოლაფსს. ეს იწვევს მტკივნეულობის შემცირებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის გაზრდას.
მელოქსიკამი – არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიური მოქმედება. მელოქსიკამი ამორჩევითად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზა 2-ს, არღვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, ანთების კერაში ამცირებს პროსტაგლანდინების (ტკივილის და ანთების მედიატორების) რაოდენობას.
მელოქსიკამი წარმოადგენს ქონდრონეიტრალურ პრეპარატს, ხრტილოვან ქსოვილზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ ახდენს გავლენას სახსრის ხტრილის ქონდროციტებით პროტეოგლიკანის სინთეზზე.

მიღების ჩვენებები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების: ოსტეოართროზის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის;სახსრების სხვა დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების (ასევე სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა სავარაუდო წასმის ადგილებზე, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე).

გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის. 1-5 სმ ზოლის სიგრძის კრემს მსუბუქად იზელენ, გამოყენების სიხშირე – 2-3 ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის წასმის შემდეგ, ხელები გულმოდგინედ უნდა დაიბანოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და აღნიშნულ ეფექტზე. პრეპარატის 2-კვირიანი გამოყენების შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, გაწითლება, კანის გამონაყარი). რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია კრემის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

დოზის გადაჭარბება
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების უკიდურესად დაბალი სისტემური აბსორბცია, დოზის გადაჭარბებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების, ან არათავსებადობის შემთხვევები აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, თავი უნდა აარიდოთ ღია ჭრილობებზე მოხვედრას. არ უნდა დაუშვათ პრეპარატის თვალზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.
ტერაფლექს ქონდროქსიდ ფორტეს სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, ასევე პრეპარატის 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების აუცილებლობისას.
სიფრთხილით
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული პათოლოგიისას (წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში), სისხლის სისტემის გამოხატული პათოლოგისას, ხანდაზმული ასაკისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს სედაციურ ეფექტს, ფსიქომოტორულ დარღვევებს და არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას და ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის, 1% +5%. 10, 20, 25, 30, 50, ან 100 გ ალუმინის ტუბში. ყოველი ტუბი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

მწარმოებელი
სს “ნიჟფარმი” რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკის ქ., სახლი №7

ტრანესტატი 100მგ/მლ 5მლ ი/ვ#6ა

ტრანესტატი
Tranestat


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიფიბრინოლიზური საშუალება

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ-ანი ამპულა შეიცავს
500 მგ ტრანექსამის მჟავას

კლინიკური ფარმოკოლოგია:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას.
ტრანესტატი ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს, ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით.
გარდა ამისა, ტრანესტატი ზრდის კოლაგენის სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს, სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია  მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ.
ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-50% -ს
ტრანესტატი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი შეკავშირება ცილებთან ძალიან დაბალია. ის აღწევს პლაცენტაში  და ნაწილდება დედის რძეში.
ტრანესტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ის ექსკრეტირდება უმეტესად შარდში უცვლელი პრეპარატის სახით.

ჩვენებები:
სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ:
-კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
-საშვილოსნოს ყელის კონიზაცია;
-ტონზილექტომია და ადენოდექტომია;
-პროსტატის ქირურგიული ოპერაცია;
-თვალის ტრავმა;
-სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება.
პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით ინდუცირებული  მენორაგია –  მკურნალობა.
რქოვანის სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია.
მემკვიდრული და არამემკვიდრული ანგიოშეშუპების  მკურნალობა.
სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს.
გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია.

სიფრთხილის ზომები:
ტრანესტატის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის რისკის გამო.  აგრეთვე შარდსაწვეთური ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრექტიდან. ანამნეზში თრობოემბოლური დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ტრანესტატი გამოიყენება მხოლოდ ანტიკოაგულანტებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა) და ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია ტრანესტატის (ტრანექსამის მჟავას) შერევა უმეტეს ხსნარებთან, როგორიცაა; ელექტროლიტები, ნახშირწყლები, ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი. ის ასევე შეთავსებადია ჰეპარინთან. დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან.

დოზირება:
ტრანესტატი მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენული ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით.
რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით.
დოზა მოზრდილებში:
პერორალური დოზა- 1-15 გ (ან 15-25 მგ/კგ) დღეში 2-4 ჯერ
ნელი ინტრავენული ინექცია-0.5-1გ (ან 10-15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ
უწყვეტი ინტრავენული  ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
დოზა ბავშვებში:
15-25 მგ/კგ-ზე პერორალურად ან 10 მგ/კგ-ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 500მგ ბლისტერზე 10 ტაბლეტი. შეფუთვაში 2 ბლისტერი.
ამულები 500 მგ. შეფუთვაში 6 ამპულა.
პრეპარატები ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ტაბლეტი 4 წელი.
ამპულა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
II ჯგუფი (გაცემის რეჯიმი: რეცეპტით).

მწარმოებელი:

Amoun Pharmaceutical Co. SAL
ელ-უბურ სიტი, კაირო, ეგვიპტე.

ორნიქსილი #30ტ *

56.40 ლარი
53.02 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: პრიმა ლტდ ინგლისი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!