20.48 ლარი
19.26 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
20.48 ლარი
19.26 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
რივაროქსი
RIVAROX
1. შემადგენლობა
• აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
2. ფარმაცევტული ფორმა
მრგვალი, ორმხრივამობურცული, წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამონაჭდევით “II” (რივაროქსი (15 მგ)).
მრგვალი, ორმხრივამობურცული, მოწითალო-მოყავისფრო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (რივაროქსი (20 მგ)).
3. კლინიკური მახასიათებლები
3.1. თერაპიული ჩვენებები
რივაროქსი ნაჩვენებია ზრდასრულ პაციენტებში:
• ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია, 75 წელზე მეტი ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
• ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობისთვის და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
3.2. მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით
რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში 1-ჯერ, რაც წარმოადგენს პრეპარატის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ ვლინდება ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობისგან მიღებული სარგებლისა და მკურნალობის შედეგად განვითარებული შესაძლო გართულებების რისკ-ფაქტორების თანაფარდობაზე.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს პრეპარატი და მომდევნო დღეს გააგრძელოს პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) მკურნალობა და განმეორებითი ღვთ-ს პროფილაქტიკა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და განმეორებითი ფათე-ს პროფილაქტიკა
რივაროქსის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს 2-ჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან, შემდგომი ხანგრძლივი თერაპიისა და პროფილაქტიკის მიზნით, ინიშნება 20 მგ დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა (არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს რისკის შექცევადი ფაქტორების შეფასებას (გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, იმობილიზაციის პერიოდი). იდიოპათიური გენეზის ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების, ასევე ანამნეზში განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მკურნალობის კურსის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიიღება პერმანენტულად რისკის ფაქტორების შეფასების საფუძველზე.
როდესაც ნაჩვენებია მკურნალობის გახანგრძლივება განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს არსებობისას (6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში), რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. პაციენტებში ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების მაღალი რისკით (შესაბამისი თანმხლები დაავადებების არსებობისას), ან პაციენტენში, რომელთაც პრეპარატის 10 მგ დოზით მიღების მიუხედავად მაინც აღწენიშნებათ ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების საშიშროება, საჭიროა განხილულ იქნას დღეში 20 მგ დოზით მკურნალობის გაგრძელება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სისხლდენის განვითარების რისკის შეფასების საფუძველზე.
| მკურნალობის ხანგრძლივობა | დოზირების რეჟიმი | მაქსიმალური დღიური დოზა
|
ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა | 3 კვირის განმავლობაში | 15 მგ დღეში 2-ჯერ | 30 მგ
|
მე-4 კვირიდან | 20 მგ დღეში 1-ჯერ | 20 მგ | |
ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა | რთვ-ს და ფათე-ს არანაკლებ 6 თვიანი მკურნალობის შემდგომ | 10 მგ დღეში 1-ჯერ ან 20 მგ დღეში 1-ჯერ | 10 ან 20 მგ |
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია 3 კვირიანი მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა უნდა მიიღოს ტაბლეტი (15 მგ), როგორც კი გაახსენდება, რომ უზრუნველყოს დღიური 30 მგ დოზის მიღება. ამისათვის შესაძლებელია ორი 15 მგ-იანი ტაბლეტის ერთდროულად მიღება. მომდევნო დღიდან კი საჭიროა რეკომენდებული რეჟიმის გაგრძელება.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია 3 კვირიანი მკურნალობის შემდგომ პერიოდში, როდესაც პაციენტი გადასულია პრეპარატის 20 მგ-იანი დოზით დღეში 1-ჯერ მიღებაზე, პაციენტმა უნდა მიიღოს ტაბლეტი (20 მგ), როგორც კი გაახსენდება, და მომდევნო დღიდან კი საჭიროა რეკომენდებული რეჟიმის გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან (ვკა) გადასვლა რივაროქსზე
პაციენტებში ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მკურნალობა რივაროქსით, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეადგენს ≤3-ს.
პაციენტებში ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობისა და რეციდივის პროფილაქტიკისთვის ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მკურნალობა რივაროქსით, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეადგენს ≤2.5-ს.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან რივაროქსზე გადასვლისას, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეიძლება იყოს შეცდომით გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებელი არ გამოიყენება რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციური აქტივობის შესაფასებლად და ამიტომ არ უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნებისთვის.
რივაროქსიდან გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე (ვკა)
რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას მოსალოდნელია არასაკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის მუდმივი უზრუნველყოფა აუცილებელია სხვა ალტერნატიული ანტიკოაგულანტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სნშ-ს გაზრდა. Pპაციენტებმა, რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას, უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, სანამ სნშ არ მიაღწევს მაჩვენებელს – ≥2.0. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში პაციენტებმა უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების სტანდარტული დოზა, შემდგომი დოზის დანიშვნით სნშ-ს მაჩვენებლის განსაზღვრის შედეგების მიხედვით. რივაროქსის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას სნშ უნდა გაიზომოს რივაროქსის წინა დოზის მიღებიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ, მაგრამ შემდგომი დოზის დაწყებამდე. სნშ-ს მაჩვენებლის სარწმუნო განსაზღვრა შეიძლება მოხდეს რივაროქსის მიღების შეწყვეტის და, შესაბამისად, პრეპარატის უკანასკნელი დოზის მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ.
პარენტერული ანტიკოაგულანტებიდან რივაროქზე გადასვლა
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პარენტერულ ანტიკოაგულანტებს, რივაროქსის გამოყენება უნდა დაიწყონ 0-2 სთ-ით ადრე პრეპარატის შემდგომ გეგმიურ პარენტერალურ შეყვანამდე (მაგ., დაბალმოლეკულური ჰეპარინი) ან პრეპარატის უწყვეტი პარენტერული შეყვანის შეწყვეტის მომენტში (მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა).
რივაროქსიდან გადასვლა პარენტერულ ანტიკოაგულანტებზე
რივაროქსი უნდა მოიხსნას და შემდგომი დოზის მიღების დროს მოხდეს პარენტერული ანტიკოაგულანტის პირველი დოზის შეიყვანა.
დამატებითი ინფორმაცია პაციენტების ცალკეული პოპულაციებისთვის
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
არსებული შეზღუდული მონაცემები პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მიუთითებს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე. ამ კატეგორიის პაციენტებში რივაროქსი გამოიყენება სიფრთხილით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში 15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
თირკმლის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) ან მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უკმარისობის დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
– ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში 1-ჯერ.
– ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ), ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობისთვის და განმეორებითი ღვთ-ს და ფათე-ს პროფილაქტიკისთვის ინიშნება 15 მგ დღეში 2-ჯერ 3 კვირის განმავლობაში. შემდგომ, სისხლდენის განვითარების რისკის შეფასების საფუძველზე, შესაძლოა მკურნალობა გაგრძელდეს ნაკლები დოზით – 15 მგ დღეში 1-ჯერ დოზით, ნაცვლად დღიური 20 მგ-ისა.
იმ შემთხვევაში, როდესაც რეკომედებულიდღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუქციის მსუბუქი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, პრეპარატის დოზის კორექციის საჭიროება არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
რივაროქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც ასოცირებულია კიოაგულოპათიასთან და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, ასევე პაციენტებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობით, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის B და C კლასის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები,
დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
სქესი, სხეულის მასა
დოზის კორექცია საჭირო არ არის
ბავშვთა ასაკი
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რივაროქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. რივაროქსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
კარდიოვერსია ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის დროს
რივაროქსით მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსია.
კარდიოვერსიის ჩატარების აუცილებლობისას (საყლაპავიდან ექოკარდიოგრაფიული კონტროლით) პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, რივაროქსით მკურნალობის დაწყება, ანტიკოაგულაციური ეფექტის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია კარდიოვერსიამდე არა ნაკლებ 4 სთ-ით ადრე. კარდიოვერსიის ჩატარების დაწყებამდე ყოველი პაციენტისგან საჭიროა დასტური რივაროქსის დანიშნულებისამებრ მიღებასთან დაკავშირებით. კარდიოვერსიას დაქვემდებერებულ პაციენტებში გადაწყვეტილების მიღება რივაროქსით მკურნალობის დაწყებაზე და გაგრძელებაზე უნდა მოხდეს ანტიკოაგულაციური თერაპიის დადგენილი სქემების შესაბამისად.
პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებათ სტენტირება
მონაცემები რივაროქსის შემცირებული დოზის (15 მგ დღეში 1-ჯერ, ან 10 მგ დღეში 1-ჯერ თირკმლის ზომიერი უკმარისობის (30-49 მლ/წთ) მქონე პაციენტებში) დამატებით P2Y12 ინჰიბიტორთან ერთად მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში გამოყენების შესახებ – არასაკმარისია.
მიღების წესი:
რივაროქსი 15 მგ და რივაროქსი 20 მგ ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით პერორალურად მიღება. დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა საკვების მიღება.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით. ამ პროცედურის წინ საჭიროა დარწმუნება, რომ ზონდი სათანადოდ განთავსებულია კუჭში. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა ზონდის მეშვეობით უნდა მოხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, რის შემდეგაც საჭიროა ზონდის ჩარეცხვა წყლით. დაფხვნილი ტაბლეტების ზონდის საშუალებით შეყვანის შემდეგ საჭიროა ენტერალური კვება.
3.3. უკუჩვენება:
• პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
• აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
• მასიური სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილება ან მდგომარეობა, მაგ.:
– საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლული უახლოეს წარსულში ან საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში,
– ავთვისებიანი წარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით,
– უახლოეს წარსულში თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა ან დაზიანება,
– უახლოეს წარსულში თავის, ზურგის ტვინზე ან თვალებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები,
– უახლოეს წარსულში გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა,
– საყლაპავის ვენების დადგენილი ვარიკოზული გაფართოება ან ამ პათოლოგიისადმი არსებული წინასწარგანწყობა,
– არტერიოვენური მალფორმაციები,
– სისხლძარღვების ანევრიზმები ან ვრცელი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
• ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინით, დაბალმოლეკულური ჰეპარინებით (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და სხვა) ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), ორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და სხვა) ერთდროული მკურნალობა, გარდა სხვა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლის განსაკუთრებული შემთხვევებისა ან არაფრაქცირებული ჰეპარინის ისეთი დოზებით დანიშვნა, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
• კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები, ჩაილდ-პიუს კლასიფიაკაციით B და ჩ კლასის მიხედვით დაჯგუფებული ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით.
• ორსულობა და ლაქტაცია.
• 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
3.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
რეკომენედულია კლინიკური დაკვირვება დადგენილი ანტიკოაგულანტური პრაქტიკის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სისხლდენის რისკი
ისევე, როგორც სხვა ანტიკოაგულაციური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რივაროქსის მიღების ფონზე საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოვლენის მიზნით. რეკომენდებულია რივაროქსის სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. ძლიერი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში რივაროქსის მიღება უნდა შეწყდეს.
რივაროქსაბანის კვლევებში ლორწოვანი გარსის სისხლდენები (მგ., ცხვირის, ღრძილების, კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო ტრაქტის სისხლდენები, პათოლოგიური ვაგინალური და უფრო უხვი მენსტრუალური სისხლდენების ჩათვლით) და ანემია ხშირად აღინიშნებოდა ხანგრძლივი მკურნალობის დროს ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობასთან შედარებით. ამგვარად, სტანდარტული კლინიკური დაკვირვების გარდა, და თუ მიზანშეწონილია, შეიძლება ინფორმატიული იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის დონის ლაბორატორიული განსაზღვრა ფარული სისხლდენის და კლინიკურად გამოვლენილი სისხლდენის მნიშვნელობის რაოდენობრივი შეფასების მიზნით.
გაურკვეველი მიზეზით ჰემოგლობინის დონის ან არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, აუცილებელია სისხლდენის ადგილის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, კრეატინინის კლირენსით 15-29 მლ/წთ.
რივაროქსი გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით
რივაროქსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზრდის რივაროქსაბანის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირით). აღნიშნული პრეპარატები წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს და მათი გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რაც შესაბამისად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
სიფრთხილის დაცვა აუცილებელია რივაროქსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), ანტიაგრეგანტები, სხვა ანტითრომბოზული საშუალებები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა განხილულ იქნას საკითხი შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები
რივაროქსი, ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატები, სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგ., ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
– სისხლდენებისადმი თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება,
– მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია,
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქტიური დაწყლულების გარეშე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგ., ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და სხვა).
– სისხლძარღვოვანი რეტინოპათია,
– ბრონქოექტაზია ან ფილტვიდან სისხლდენა ანამნეზში,
პაციენტები გულის ხელოვნური სარქველებით
რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში გულის ხელოვნური სარქველებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ პაციენტების მოცემულ კატეგორიაში რივაროქსის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტები ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით
პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტები, რივაროქსაბანის ჩათვლით, არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით, რომელთაც წარსულში აქვთ გადატანილი თრომბოზი. ამ პაციენტების შემთხვევაში პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ზრდის თრომოზის რისკს ვიტამინი K–ს ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.
პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებათ სტენტირება
არსებობს რივაროქსაბანის უსაფრთხოების შეფასების პირველადი მონაცემები პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებოდათ სტენტირება. ეფექტურობის მონაცემები ამ კატეგორიის პაციენტებში შეზღუდულია. მონაცემები პაციენტებში გადატანილი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით – არ მოიპოვება.
ფათე-ს მქონე ჰემოდინამიურად არასტაბილური პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზი ან პულმონარული ემბოლექტომია
რივარიქსი არ არის რეკომენდებული როგოროც არაფრაქცირებული ჰეპარინის ალტერნატივა, ვინაიდან ამ კეტეგორიის პაციენტებში რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შესწავლილა.
ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია
ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ჩატარებისას ან თავ-ზურგ-ტვინის პუნქციისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომბოზურ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან თავ-ზურგ-ტვინის ჰემატომების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დამბლა.
აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი შემდგომში იზრდება მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკის ზრდას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ეპიდურული პუნქციის, თავ-ზურგ-ტვინის პუნქციის ან მრავალჯერადი პუნქციის დროს მიღებულმა ტრავმამ.
ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომების (მაგ., ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავების ან შარდის ბუშტის დისფუნქცია) გამოვლენის მიზნით საჭიროა პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს ან გეგმავენ მათ მიღებას, თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ ექიმის მიერ უნდა შეფასდეს პოტენციური სარგებლის და რისკის თანაფარდობა, თუმცა ასეთ სიტუაციებში რივაროქსაბანი 15 მგ და 20 მგ-ის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
ნეიროაქსიალურ (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიასთან ან სპინალური პუნქციის დროს რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, აუცილებელია რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. ეპიდურული კათეტერის დაყენება / მოცილება ან ლუმბური პუნქცია უმჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის ანტითრომბოზული მოქმედება ფასდება როგორც დაბალი. ამავე დროს, თითოეული პაციენტისთვის ანტიკოაგულაციური ეფექტის საკმარისად დაბალი მაჩვენებლის მისაღწევად საჭირო ზუსტი დრო – უცნობია.
ეპიდურული კათეტერის ამოღებისთვის, პრეპარატის ბოლო მიღებიდან უნდა გავიდეს არანაკლებ 18 სთ (ახალგაზრდა პაციენტებში) და 26 სთ (ხანდაზმულ პაციენტებში).
რივაროქსი უნდა დაინიშნოს კათეტერის ამოღებიდან არა უადრეს 6 სთ-ში.
ტრავმული პუნქციის შემთხვევაში რივაროქსის დანიშნვა უნდა გადაიდოს 24 სთ-ით.
დოზირების რეკომენდაციები ქირურგიულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ
პაციენტისთვის ინვაზიური პროცედურის ჩატარების ან ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის კლინიკური დანიშნულების საფუძველზე, რივაროქსის 15 მგ ან 20 მგ დოზით მიღება უნდა შეწყდეს ჩარევამდე მინიმუმ 24 სთ-ით ადრე.
იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურის გადადება არ შეიძლება, საჭიროა სასწრაფო ჩარევის აუცილებლობის შეფასება სისხლდენის მომატებულ რისკთან შედარებით.
ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის დასრულების შემდეგ, თუ შესაბამისი კლინიკური მაჩვენებლები და ჰემოსტაზი ნორმის ფარგლებშია, რივაროქსის მიღება უნდა განახლდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
ხანდაზმული პაციენტები,
პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
დერმატოლოგიური რეაქციები
სერიოზული კანის რეაქციები, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღინიშნა რივაროქსაბანის კვლევების დროის. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ამ რეაქციების განვითარების მაღალი რისკი, თერაპიის საწყის ეტაპზე: რეაქციები წარმოიქმნება უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველ კვირებში. რივაროქსაბანით მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის სერიოზული გამონაყარის გაჩენისთანავე (მაგ., გავრცელებული, გამოხატული ან/და ბუშტუკოვანი გამონაყარი), ან ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან ერთად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას.
ლაქტაზას თანდაყოლილი დეფიციტის, ლაქტოზას აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის დროს, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები
რივაროქსის გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის დაქვეითება და, შედეგად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს პრეპარატის სისტემური ზემოქმედება.
რივაროქსის და აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის, კეტოკონაზოლის, ერთდროული გამოყენება (400 მგ ერთხელ დღეში), რომელიც წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.6-ჯერ და ჩმახ-ის 1.7-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
რივაროქსის და აივ პროტეაზას ინჰიბიტორის, რიტონავირის (600 მგ 2-ჯერ დღეში), ერთდროული დანიშვნისას, რომელიც წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.5-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სისტემური მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით, რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კლარითრომიცინი (500 მგ 2-ჯერ დღეში), რომელიც ძლიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და ზომიერად P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.4-ჯერ მომატებას.
ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში), რომელიც ზომიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის და Cmax-ის მომატებას 1.3-ჯერ.
AUC-ს და Cmax-ის აღნიშნული ზრდა მერყეობს ნორმის ფარგლებში და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში) იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.8-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე. თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ერითრომიცინი იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.0-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე.
ფლუკონაზოლი (400 მგ დღეში 1-ჯერ), CYP 3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის საშუალო მაჩვენებლის 1.4-ჯერ და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის 1,3-ჯერ ზრდას, რომელიც მიეკუთვნება AUC-ის და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ. კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანისა და დრონედარონის ერთდროული გამოყენება.
ანტიკოაგულანტები
ენოქსაპარინის (ერთჯერადი დოზა 40 მგ) და რივაროქსაბანის (ერთჯერადი დოზა 10 მგ) ერთდროული დანიშვნის შემდეგ, ანტიფაქტორ Xა-სთან მიმართებაში აღინიშნება ადიტიური ეფექტი, რასაც არ ახლავს დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ანთდ). ენოქსაპარინი არ ცვლის რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას. შისხლდენის მომატებული რისკის გამო, პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ, რდესაც იყენებენ რივაროქსს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად.
ასაპ/ანტიაგრეგანტები
რივაროქსაბანის (დოზით 15 მგ) და ნაპროქსენის (დოზით 500 მგ) ერთდროული მიღების შემდეგ, სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული იყოს ფარმაკოდინამიკური ეფექტი.
რივაროქსაბანის და ასმ-ს (დოზით 500 მგ) ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება როვაროქსაბანსა (დოზით 15 მგ) და კლოპიდოგრელს (დარტყმითი დოზა 300 მგ, შემდგომი შემანარჩუნებელი დოზებით – 75 მგ) შორის არ აღინიშნება, მაგრამ, ამავე დროს, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ხდება სისხლდენის დროის გახანგრძლივება, რაც არ კორელირებს თრომბოციტების აგრეგაციის ხარისხთან და P-სელექტინის შემცველობასთან ან GPIIb/IIIa-რეცეპტორთან.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების(აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და ტრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნისას, რადგან ეს პრეპარატები, როგორც წესი, ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
რივაროქსაბანის ერთდროული გამოყენებისას სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებთან ერთად მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.
ვარფარინი
პაციენტების გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტ ვარფარინიდან (სნშ 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20 მგ) ან რივაროქსაბანიდან (20 მგ) ვარფარინზე, ზრდის შეფარდებას პროთრომბინის დრო/სნშ-ს (ნეოპლასტინი) მეტი ხარისით, ვიდრე ეს მოსალოდნელია ეფექტების მარტივი შეჯამებისას (სნშ-ს ცალკეულმა მნიშვნელობებმა შეიძლება მიაღწიოს 12-ს), მაშინ, როდესაც ანთდ-ზე გავლენა, Xa ფაქტორის დათრგუნვა და თრომბინის ენდოგენური პოტენციალი ადიტიურია. გარდამავალ პერიოდში რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების კვლევის აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზეც გავლენას არ ადხენს ვარფარინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტი-Xa, Pict და HepTest აქტივობის განსაზღვრა. ვარფარინის მიღების შეწყვეტის მე-4 დღიდან, ანალიზების ყველა შედეგი (მათ შორის, პროთრომბინის დრო, ანთდ, Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება და სხვა), ასახავს მხოლოდ რივაროქსაბანის გავლენას. გარდამავალ პერიოდში, ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტების გამოკვლევის აუცილებლობისას, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზეც მინიმალურ გავლენას ახდენს რივაროქსაბანი, სნშ შეიძლება გამოყენებულ იქნას რივაროქსაბანის Ctrought-ის მიხედვით (რივაროქსაბანის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ).
ვარფარინს და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ ფიქსირდება.
CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ინდუქტორები
რივაროქსაბანის და რიფამპიცინის (CYP 3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერი ინდუქტორი) ერთდროულად დანიშვნა იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით და მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების შემცირებას. რივაროქსაბანის და CYP 3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერი ინდუქტორების (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი და კრაზანა) ერთდროულმა დანიშვნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითება. რივაროქსაბანის CYP 3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სხვა თანმხლები თერაპია
რივაროქსაბანის ერთდროული გამოყენებისას მიდაზოლამთან (CYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინთან (P-gp-ის სუბსტრატი), ატორვასტატინთან (CYP3A4-ის და P-gp–ის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლთან (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
გავლენა ლაბორატორიულ პარამეტრებზე
რივაროქსის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით სისხლის შედედების პარამეტრების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ანთდ, Hეპთესტ) გავლენა შეესაბამება მოსალოდნელს.
3.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
პრეპარატის გამოიყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულობის დროს დადგენილი არ არის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა რივაროქსით მკურნალობისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
რივაროქსი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოიყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. უნდა იქნას მირებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის სეწყვეტის/ მკურნალობისგან თავის შეკავების შესახებ.
რივაროქსი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
მონაცემები ადამიანებში ფერტილობაზე რივაროქსაბანის გავლენის შესახებ არ არსებობს.
3.7. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არსებობს მონაცემები რივაროქსაბანის გამოყენებისას თავბრუსხვევის (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გონების დაკარგვის (არახშირი გვერდითი ეფექტი) შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს, რომლებსაც აღინიშნებათ მსგავსი რეაქციები, საჭიროა თავის შეკიკავონ ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
3.8. შესაძლო გვერდითი მოვლენები
რივაროქსის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან ფარული ან გამოვლენილი სისხლდენის მომატებულ რისკთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტჰემორაგიული ანემია. სისხლდენის განვითარების რისკი მატულობს პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით ან/და რივაროქსაბანის გამოყენებისას ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად. სისხლდენის ნიშნები, სიმპტომები და შედეგების სიმძიმე (ლეტალური შედეგის ჩათვლით) დამოკიდებულია სისხლდენის ადგილმდებარეობზე, ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე. რივაროქსაბანით მკურნალობისას შესაძლოა ასევე მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერება ან/და გახანგრძლივება. ჰემორაგიული გართულებები შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით ან აუხსნელი შეშუპებით, შოკით, დისპნოეთი. ზოგიერთ შემთხვევებში, როგორც ანემიის შედეგი, შესაძლოა გულის იშემიის სიმპტომების განვითარება (ტკივილი გულმკერდის არეში, სტენიოკარდიული შეტევა).
გარდა ამისა, პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნის სისხლდენის შემდგომი ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის კომპარტმენტ-სინდრომი და ჰიპოპერფუზიის მიზეზით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა. ანტიკოაგულაციური საშუალებების მიმღები ნებისმიერი პაციენტის მდგომარეობის შეფასების დროს აუცილებელია სისხლდენის ალბათობის გათვალისწინება.
მონაცემები გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ ისაზღვრება შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100,
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ხშირი – ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით);
არახშირი – თრომბოციტემია (თრომბოციტების მომატებული რაოდენობის ჩათვლით)*.
უცნობია – თრომბოციტოპენია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ხშირი – ჰიპოტენზია, ჰემატომა;
არახშირი – ტაქიკარდია.
მხედველობის ორგანოს მხრივ:
ხშირი – სისხლჩაქცევა თვალში (კონიუქტივაში სისხლდენის ჩათვლით).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ხშირი – სისხლდენა ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (რექტალური სისხლდენის ჩათვლით), ტკივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა*, ღებინება;
არახშირი – სიმშრალე პირის ღრუში.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ:
არახშირი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
იშვიათი – სიყვითლე.
უცნობია – ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით).
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
არახშირი – სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა, სინკოპე.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ:
ხშირი – სისხლდენა შარდ-სასქესო გზებიდან (ჰემატურიის და მენორაგიის** ჩათვლით), თირკმლის უკმარისობა (სისხლში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით)*
უცნობია – თირკმლის უკმარისობა/თირკმლის მწვავე უკმარისობა, როგორც სისხლდენის გამო განვითარებული გართულების – ჰიპოპერფუზიის შედეგი.
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ხშირი – სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ხშირი – ქავილი (გენერალიზებული ქავილის არახშირი შემთხვევების ჩათვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი, კანის და კანქვეშა სისხლჩაქცევები;
არახშირი – ჭინჭრის ციება.
იმუნური სისტემის მხრივ:
არახშირი – ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი.
უცნობი – ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება.
ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ:
ხშირი – კიდურების ტკივილი*;
არახშირი – ჰემართროზი;
იშვიათად – სისხლჩაქცევა კუნთებში;
უცნობი – კომპარტმენტ-სინდრომი, როგორც სისხლდენის გართულება.
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილზე:
ხშირი – ცხელება*, პერიფერიული შეშუპება, ზოგადი სისუსტე და ენერგიის დეფიციტი (სწრაფი დაღლის და ასთენიის ჩათვლით);
არახშირი – შეუძლოდ ყოფნა;
იშვიათი – ლოკალიზებული შეშუპება*.
ტრავმები, პროცედურების გართულებები:
ხშირი – სისხლდენები პროცედურების შემდეგ (პოსტოპერაციული ანემიის და ჭრილობიდან სისხლედნის ჩათვლით), დაბეჟილობა, გამონადენი ჭრილობიდან*;
იშვიათი – სისხლძარღვოვანი ფსევდოანევრიზმა***.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:
ხშირი – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
არახშირი – მომატებული ბილირუბინი, სისხლში მომატებული ტუტე-ფოსფატაზა*, ლაქტატდეჰიდროგენაზა*, ლიპაზა*, ამილაზა*, გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზა*;
იშვიათი – კონიუგირებული ბილირუბინის მომატება (ალანინტრანსამინაზის თანმხლები მომატებით ან მის გარეშე).
*: აღინიშნება დიდი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ;
**: აღინიშნება, როგორც ძალიან ხშირი, ღვთ-ს, ფათე-ს მკურნალობისას და რეციდივის პროფილაქტიკისას, 55 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში.
***: აღინიშნება, როგორც არახშირი, ათეროთრომბული ეპიზოდების პროფილაქტიკისას პაციენტებში მიოკარდის მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ (კანიდან კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ).
3.9. ჭარბი დოზირება
სიმპტომები:
არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების იშვიათი შემთხვევების შესახებ (600 მგ-მდე რივაროქსაბანის მიღებისას) სისხლდენის ან სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების გარეშე. პრეპარატის თერაპიულზე მაღალი დოზების გამოყენებისას, რაც უდრის 50 მგ-ს და მეტს, მოსალოდნელია რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაბალი პლატოს განვითარება შემდგომი ზრდის გარეშე, რაც რივაროქსაბანის შემდგომ შეზღუდულ შეწოვასთანაა დაკავშირებით.
მკურნალობა:
რივაროქსაბანის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რივაროქსაბანის შეწოვის დაქვეითებისთვის შეიძლება აქტივირებული ნახშირის გამოყენება. პლაზმის ცილებთან ინტენსიური კავშირის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ რივაროქსაბანი არ გამოთავისუფლება დიალიზით.
სისხლდენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა:
თუ რივაროქსის მიღებისას განვითარდა გართულება სისხლდენის სახით, პრეპარატის მიღება უნდა გადაიდოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, შეწყდეს. მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისხლდენის ლოკალიზაციის და სიმძიმის მიხედვით. აუცილებლობისას შეიძლება შესაბამისი სიმპტომური თერაპიის გამოყენება, როგორიც არის მექანიკური კომპრესია (მაგ., ცხვირიდან ძლიერი სისხლდენისას), ქირურგიული ჰემოსტაზი მისი ეფექტურობის შეფასებით, ინფუზური თერაპია და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის (ერითროციტული მასა ან ახალგაყინული პლაზმა იმის მიხედვით ანემია განვითარდა თუ კოაგულოპათია) ან თრომბოციტების პრეპარატების გამოყენება. თუ აღნიშნული ღონისძიებები არ უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას, შეიძლება დაინიშნოს სპეციფიკური უკუმოქმედების მქონე პროკოაგულაციური პრეპარატები, როგორიც არის პროთრომბნის კომპლექსის კონცენტრატი, აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი ან VIIa რეკომბინანტული ფაქტორი (r-FVIIa). ამჟამად, მოცემული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რივაროქსაბანით, შეზღუდულია.
სავარაუდოა, რომ პროტამინის სულფატი და ვიტამინი K არ მოახდენს გავლენას რივაროქსაბანის შედედების საწინააღმდეგო მოქმედებაზე. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს, შეზღუდულია ასევე ტრანექსამის მჟავას გამოყენების გამოცდილება, ხოლო ამინოკაპრონის მჟავას და ატროპინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
რივაროქსაბანთან ერთად სისტემური მოქმედების ჰემოსტატური პრეპარატი დესმოპრესინის გამოყენების გამოცდილება ან ერთდროული გამოყენების მიზანშეწონილობის მეცნიერული დასაბუთება არ მოიპოვება.
4. ფარმაკოლოგიური თვისებები
4.1. ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტითრომბოზული საშუალება, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორი.
კოდი ATC: B01AF01
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
მოქმედების მექანიზმი
რივაროქსი წარმოადგენს სისხლის შედედების Xa ფაქტორის მაღალსელექციურ პირდაპირ ინჰიბიტორს, რომელსაც პერორალურად მიღების შემდეგ ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. სისხლის X ფაქტორის აქტივაცია, რომელსაც თან ახლავს სისხლის შედედების გარეგანი და შინაგანი გზით გამოწვეული Xa ფაქტორის წარმოქმნა, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის კოაგულაციის პროცესში. სისხლის Xa ფაქტორი პროთრომბინაზული კომპლექსის კომპონენტია, რომელიც უშუალოდ გარდაქმნის პროთრომბინს თრომბინად, რაც საბოლოოდ იწვევს ფიბრინული კოლტის წარმოქნას და თრომბოციტების აქტივაციას. Xa ფაქტორის ერთი მოლეკულა ახდენს თრომბინის 1000 მოლეკულის კატალიზებას (ე.წ. “თრომბული აფეთქება”). გარდა ამისა, პროთრომბინაზასთან დაკავშირებული Xa ფაქტორის რეაქციის სისწრაფე, თავისუფალი Xa ფაქტორის რეაქციის სისწრაფესთან შედარებით, იზრდება 300000-ჯერ, რაც განაპირობებს თრომბის დონის ნახტომისებრ ზრდას.
Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბიტორი რივაროქსაბანი განაპირობებს თრომბინის ამგვარი წარმოქმნის შეწყვეტას და, შესაბამისად, გავლენას ახდენს სისხლის შედედების ზოგადი და სპეციფიკური სინჯების ლაბორატორიულ შედეგებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
Xa ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა დამოკიდებულია რივაროქსაბანის დოზაზე. ანალიზის ჩატარების დროს, Neoplastin ნაკრების გამოიყენებისას, რივაროქსაბანი დოზადამოკიდებულ გავლენას ახდენს პროთრომბინის დროის ცვლილებაზე, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდრო კორელაციაშია რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასთან (კორელაციის კოეფიციენტი შეადგენს 0.98-ს), ხოლო სხვა რეაქტივების გამოყენების შემთხვევაში შედეგები განსხვავებულია. პროთრომბინის დრო უნდა გაიზომოს წამებში, ვინაიდან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ) დაკალიბრებულია და ვალიდირებულია მხოლოდ კუმარინებისთვის და არ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიკოაგულანტებისთვის.
რივაროქსაბანი დოზადამოკიდებულად ზრდის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომპობლასტინის დროს (ანთდ) და HepTest-ის შედეგს, თუმცა ამ პარამეტრების გამოყენება რეკომენდებული არ არის რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიური ეფექტების შესაფასებლად.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში სისხლის შედედების პარამეტრების მონიტორინგი აუცილებელი არ არის, თუმცა კლინიკური დასაბუთების აუცილებლობის შემთხვევაში, რივაროქსაბანის კონცენტრაცია შეიძლება იქნას გაზომილი Xa ანტიფაქტორის დაკალიბრებული რაოდენობრივი ტესტის მეშვეობით.
4.2. ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
პერორალურად მიღების შემდეგ რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 2-4 სთ-ში. პრეპარატის 2.5 მგ ან 10 მგ დოზით მიღებისას ბიოშეღწევადობა თითქმის სრულია (80-100%) და არ არის დამოკიდებული პრეპარატის საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღებაზე. საკვების მიღება ასევე არ მოქმედებს მრუდქვეშა ფართობის “კონცენტრაცია-დრო” (AUC) ან Cmax-ის მაჩვენებლებზე, შესაბამისად, რივაროქსაბანი 2.5 მგ ან 10 მგ ტაბლეტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.
რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ინდივიდუალური ცვალებადობით (ვარიაციული კოეფიციენტი შეადგენს 30-40%-ს).
რივაროქსაბანის შეწოვა დამოკიდებულია იმაზე, თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელ ნაწილში ხდება მისი გამოთავისუფლება. არსებობს ცნობები რივაროქსაბანის AUC-ის და Cmax-ის 29% და 56%-ით შემცირებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოთავისუფლება ხდება წვრილი ნაწლავის დისტალურ ან მსხვილი ნაწლავის აღმავალ კოლინჯში. უკეთესი შეწოვისთვის და მაღალი ბიოშეღწევადობისთვის სასურველია რივაროქსაბანის გამოთავისუფლება ხდებოდეს კუჭში.
განაწილება
ადამიანის ორგანიზმში რივაროქსაბანის დიდი ნაწილი (92-95%) დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. ძირითად დამაკავშირებელ კომპონენტს წარმოადგენს შრატის ალბუმინი. Vss (განაწილების სტაციონარული მოცულობა) საშუალოა და შეადგენს დაახლეობით 50 ლ-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
პერორალურად მიღებისას დანიშნული დოზის დაახლოებით 2/3 მეტაბოლიზდება და თანაბარი რაოდენობებით გამოიყოფა შარდით და განავლით. დოზის ნარჩენი მესამედი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმლის პირდაპირი ექსკრეციით, ძირითადად აქტიური თირკმლისმიერი სეკრეციის ხარჯზე.
რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის CYP3A4, CYP2ჟ2 იზოფერმენტების მეშვეობით და, ასევე, ამ სისტემისგან დამოუკიდებელი მექანიზმების დახმარებით. ბიოტრანსფორმაციის ძირითად მონაკვეთებს წარმოადგენს მორფოლინური ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება ჟანგვით რეაქციას, და ამიდური ჯგუფები, რომელიც ჰიდროლიზდება.
In ვიტრო კვლევებით მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ როვაროქსაბანი წარმოადგენს სუბსტრატს P-gp (P გლიკოპროტეინი) და Bcrp (ძუძუს კიბოსადმი მდგრადი ცილა) ცილა-გადამტანებისთვის.
სისხლის პლაზმაში ყველაზე მეტად აქტიურ ნაერთს წარმოადგენს შეუცვლელი რივაროქსაბანი. ძირითადი მეტაბოლიტების მაღალი კონცენტრაციები ან აქტიური ცირკულირებადი მეტაბოლიტები სისხლის პლაზმაში აღმოჩენილი არ არის. რივაროქსაბანი, რომლის სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10 ლ/სთ-ში, შეიძლება მიეკუთვნოს დაბალი კლირენსის მქონე სამკურნალო ნივთიერებებს. რივაროქსაბანის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი (თ1/2) ახალგაზრდა პაციენტებში შეადგენს 5-9 სთ-ს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 11-13 სთ-ს.
ფარმაკოლოგიური თავისებურებები განსაკუთრებული პოპულაციის წარმომადგენლებში
სქესი/ხანდაზმული პაციენტები
მამაკაცებში და ქალებში ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვავნი განსხვავება არ აღინიშნება.
ხანდაზმულ პაციენტებში რივაროქსაბანის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა პაცინტებში. ასევე, AUC-ის საშუალო მნიშვნელობა დაახლოებით 1.5-ჯერ აჭარბებს შესაბამის მაჩვენებელს ახალგაზრდა პაციენტებში, ძირითადად საერთო და თირკმლის დაქვეითებული კლირენსის შედეგად. დოზის კორექცია საჭირო არ არის.
სხეულის წონა
სხეულის ძალიან მცირე ან დიდი წონა (50 კგ-ზე ნაკლები და 120 კგ-ზე მეტი) მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციაზე (განსხვავება შეადგენს 25%-ზე ნაკლებს). დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ეთნიკური განსხვავებები
ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პაციენტებში არ აღინიშნება.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის გავლენა რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილია კვლევებში ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით დაჯგუფებულ პაციენტებში. აღნიშნული კლასიფიკაცია გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადების, უპირატესად – ღვიძლის ციროზის, პროგნოზის შესაფასებლად. ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩატარებისას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მეტად მნიშვნელოვან არასასურველ შედეგს წარმოადგენს სისხლის შედედების ფაქტორების შემცირებული სინთეზი. ვინაიდან, ეს მაჩვენებელი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის ხუთი კლინიკურ-ბიოქიმიური კრიტერიუმებიდან მხოლოდ ერთს შეესაბამება, პაციენტებში სისხლდენის განვითარების რისკი არასაკმარისად მკაფიოდ კორელირებს აღნიშნულ კლასიფიკაციასთან. ასეთ პაციენტებში ანტიკოაგულაციური მკურნალობის დანიშნვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციისგან დამოუკიდებლად.
რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში კოაგულოპათიით, რომელიც განაპირობებს კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკს.
ჩატარებული კვლევების შესაბამისად ღვიძლის ციროზის დროს ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის (კლასი A ჩაილდ-პიუს მიხედვით) მქონე პაციენტებში, რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანების შესაბამისი მაჩვენებლებისგან (საშუალოდ აღინიშნება რივაროქსაბანის AUC-ის ზრდა 1.2-ჯერ). ასევე, ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტებისა და ჯანმრთელი ადამიანების შორის არ აღინიშნება.
ღვიძლის ციროზის და ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს მიხედვით) მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, სამკურნალწამლო ნივთიერების კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითების შედეგად, რაც მიუთითებს ღვიძლის სერიოზულ დაავადებაზე, მნიშვნელოვნად მატულობს რივაროქსაბანის AUC (2.3-ჯერ). Xa ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა მეტად გამოხატულია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (2.6-ჯერ), ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. პროთრომბინის დრო, ასევე, 2.1-ჯერ აჭარბებს ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებს.
პაციენტები ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობით უფრო მგრძნობიარენი არიან რივაროქსაბანის მიმართ, რაც ვლინდება რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციის და პროთრომბინის დროის მეტად მჭიდრო ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირით.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც ასოცირებულია კიოაგულოპათიასთან და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, ასევე პაციენტებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობით, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის B და C კლასის შესაბამისად.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება პლაზმაში რივაროქსაბანის ექსპოზიციის ზრდა, რომელიც კრეატინინის კლირენსით განსაზღვრული თირკმლის ფუნქციის უკუპროპორციულია.
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ), ზომიერი (30-49 მლ/წთ) და მძიმე (15-29 მლ/წთ) უკმარისობით აღინიშნა რივაროქსაბანის AUC-ის მომატება 1.4, 1.5 და 1.6-ჯერ შესაბამისად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაბამისი ზრდა მეტად გამოხატულია.
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობით სისხლის Xა ფაქტორის აქტივობის საერთო დათრგუნვა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით იზრდება 1.5, 1.9, და 2-ჯერ. პროთრომბინის დრო ასევე იზრდება 1.3, 2.2 და 2.4-ჯერ.
მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლდენის და თრომბოზის განვითარების რისკი მაღალია.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
5. ფარმაცევტული მახასიათებლები
5.1. დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: წითელი შემოსაგარსი ფხვნილი – მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171) (რივაროქსი 15 მგ); მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი წითელი (E172) (რივაროქსი 20 მგ).
5.2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი
5.3. ვარგისობის ვადა
2 წელი.
გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:
ნუ გამოიყენებთ რივაროქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რივაროქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
5.4. შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
5.5. შეფუთვა
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 28 (15 მგ) და 28 (20 მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
5.6. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
6. სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd,
საქართველო
მწარმოებელი:
Combino Pharm (Malta) Ltd,
მალტა
სინარტა
SINARTA
შემადგენლობა :
2მლ ამპულა A მოქმედი ნივთიერება : გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილი;
1 მლ ხსნარი შეიცავს გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილს 100%
ნივთიერებაზე გაანგარიშებით – 251,25 მგ, გლუკოზამინის სულფატზე გაანგარიშებით – 200 მგ, ნატრიუმის ქლორიდზე გაანგარიშებით – 51,25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, საინექციო წყალი.
1 მლ ამპულა B (გამხსნელი) დიეთანოლამინი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ამპულა A: გამჭვირვალე უფერული ან ღია ყვითელი ფერის სითხე; ამპულა B: გამჭვირვალე უფერული სითხე; ამპულა A+ B: გამჭვირვალე უფერული ან ღია ყვითელი ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.
ათქ კოდი: M01A X05.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედი ნივთიერება, გლუკოზამინის სულფატი, წარმოადგენს გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის მარილს, რომელიც ფიზიოლოგიურ პირობებში არსებობს
ადამიანის ორგანიზმში და გამოიყენება სულფატებთან ერთად სინოვიალური სითხის ჰიალურონმჟავას და სასახსრე ხრტილის ძირითადი სუბსტანციის გლიკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზისთვის. ამგვარად, გლუკოზამინის სულფატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის და შესაბამისად, სასახსრე პროტეოგლიკანების სტიმულაციაში. ამის გარდა, გლუკოზამინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სასახსრე ხრტილის დაშლის პროცესს ძირითადად თრგუნავს საკუთარი მეტაბოლური თვისებების შესაძლო გამოვლინებების, ინტერლეიკინი 1-ის (IL-1)აქტივობის დათრგუნვის უნარის წყალობით, რაც, ერთის მხრივ გავლენას ახდენს ოსტეოართრიტის სიმპტომებზე, ხოლო მეორეს მხრივ პოტენციურად აფერხებს სახსრების სტრუქტურულ დაზიანებას, რაზედაც მოწმობს ხანგრძლივი კლინიკური კვლევების მონაცემები.
საწყისი in vitro და in vivo კვლევების მონაცემებით, გლუკოზამინის სულფატის ეგზოგენური შეყვანა ასტიმულირებს პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს, რომელიც არასაკმარისია ოსტეოართრიტის დროს, ხელს უწყობს გოგირდის იონების ფიქსაციას გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისას და აუმჯობესებს სასახსრე ხრტილის ტროფიკას. გლუკოზამინის სულფატი თრგუნავს იმ ნივთიერებების სინთეზს, რომელიც შლის ქსოვილს, როგორიცაა სუპეროქსიდური რადიკალები, ასევე თრგუნავს ლიზოსომალური ფერმენტების აქტივობას იმ ფერმენტებზე , რომელსაც გააჩნია სასახსრე ხრტილის ქსოვილის დაშლის უნარი, როგორიცაა კოლაგენაზები და ფოსფოლიპაზები A2. მოცემული მოქმედება იწვევს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვის გარეშეც კი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან (აასს) განსხვავებით. გლუკოზამინის სულფატის ეფექტურობა ოსტეოართრიტის სიმპტომებთან მიმართებაში ვლინდება მისი გამოყენების დაწყებიდან უკვე 2-3 კვირის შემდეგ.
გლუკოზამინის სულფატით მკურნალობის ეფექტურობა სიმპტომატიკასთან მიმართებაში, ჩვეულებრივ ანალგეტიკებთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით, ოპტიმალურია 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებისას, გლუკოზამინის სულფატმა აჩვენა კარგი ამტანობა. გლუკოზამინის სულფატის რაიმე არსებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, ვეგეტატიურ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოვლენილი არ ყოფილა.
ჩვენებები.
ოსტეოართრიტის სიმპტომების ტკივილისა და ფუნქციონალური დარღვევების მკურნალოაბა პირველადი და მეორადი ართროზები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლის ქონდრომალაცია, ბეჭის პერიართრიტი. ტრავმული დაზიანებები
უკუჩვენებები.
მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტისადმი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, სისხლდენისადმი მიდრეკილება. მოლუსკებზე ალერგია
პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება
ლიდოკაინი, რომელსაც გააჩნია შემდეგი უკუჩვენებები: კარდიოგენური შოკი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები, მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული ფუნქცია, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მძიმე ბრადიკარდია, სისხლის შედედების დარღვევა, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ადამს-სტოქსის სინდრომი; ლიდოკაინის გამოყენებით გამოწვეული კრუნჩხვები ანამნეზში; სინუსური კვანძის სისუსტე, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპოვოლემია, მიასთენია,
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები. იყო შეტყობინებები პაციენტებში გაძლიერებულ ეფექტზე კუმარინის ანტიკოაგულანტების გამოყენების შედეგად გლუკოზამინით ერთდროულად მკურნალობისას. ამასთან დაკავშირებით ამგვარი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია კოაგულაციის პარამეტრების კონტროლი.
პრეპარატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან.
პრეპარატის საინექციო ფორმის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინი. ციმეტიდინი, პეპტიდინი, ბუპივაკაინი, პროპრანოლოლი, ქინიდინი,დიზოპირამიდი, ამიტრიპტილინი, ნორტრიტილინი. სინარტა საჭიროა სიფრთხილით იქნას გამოყენებული მაო-ს ინჰიბიტორები, ვინაიდან ისინიზრდიან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს და ხანგრძლივდება ამ უკანასკნელის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება. ფენიტოინი აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. პროკაინამიდთან ერთდორულად გამოყენებისას შესაძლებელია ბოდვა, ჰალუცინაციები.
გამოყენების თავისებურებები.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს გლუკოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.
მკურნალობის დასაწყისში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია
სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
სიფრთხილეა საჭირო ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობისას, სამკურნალო პრეპარატის 1 დოზა შეიცავს 40,3 მგ ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტებში დანიშვნისას, რომელთათვისაც ნაჩვენებია მკაცრი უმარილო დიეტა. გულის დაავადებების დროს (ჰიპოკალიემია ამცირებს ლიდოკაინის ეფექტს)
სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზის აქტივობა შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეცდომა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზის დასმისას.
სინუსური კვანძის, P-Q ინტერვალის გახანგრძლივების, QRS გაფართოების დისფუნქციის ან არითმიის განვითარების ანდა გამწვავების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ანამნეზში სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, არითმიების, ღვიძლის და/ან თირკმელების საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ამ კატეგორიის პაციენტებისთვის.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი.
ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების წესი და დოზები.
ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის! პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინტრავენურად შეყვანისთვის. მოზრდილი პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები. გამოყენებამდე ხსნარი B (1 მლ გამხსნელი) შეურიეთ ხსნარს A (პრეპარატის ხსნარი 2 მლ) ერთ შპრიცში. პრეპარატის გამზადებული ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად 3 მლ ან 6 მლ (ხსნარი A+B) კვირაში 3-ჯერ, 4-6 კვირის განმავლობაში. A ამპულაში მოყვითალო შეფერილობის ხსნარის არსებობა გავლენას არ ახდენს სამკურნალო საშუალების ეფექტურობასა და ამტანობაზე. პრეპარატის ინექციების შეთავსება შესაძლებელია პრეპარატის პერორალურად მიღებასთან ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით. შემთხვევაში – უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგაც კი.
ბავშვები, გამოიყენება 16 წლის ასაკიდან
დოზის გადაჭარბება.
ყველა გართულება მოითხოვს სიმპტომურ მკურნალობას.
გვერდითი რეაქციები.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი,
დისპეფსია, დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება; ჰიპერგლიკემია გლუკოზისადმი დარღვეული ტოლერანტობის მქონე პაციენტებში;
ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა;
იმუნური სისტემის მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ბრონქული ასთმის გამწვავება;
მხედველობის ორგანოების მხრივ : მხედველობის დარღვევა;
კანისა და მისი სტრუქტურების მხრივ: ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, აბსცესი;
ადგილობრივი რეაქციები : რეაქციები შეყვანის ადგილას.
პრეპარატის საინექციო ფორმა შეიცავს ლიდოკაინს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია ამ კომპონენტისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები:
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მომზადებული ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული.
შენახვის პირობები. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C
ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
ამპულა A: 2 მლ ხსნარი ყავისფერ გამჭვირვალე შუშის ამპულაში.
ამპულა B: 1 მლ გამხსნელი უფერულ გამჭვირვალე შუშის ამპულაში.
5 ამპულა A და 5 ამპულა B ბლისტერებზე შესაბამისად. 1 ბლისტერი A ამპულებით და 1 ბლისტერი B ამპულებით შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი.
სსს „ფარმაკი“
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის
მისამართი.
უკრაინა, 04080, ქ. კიევი, ფრუნზეს ქუჩა, 63.
უკანასკნელი გადახედვის თარიღი: 02.03.2017
87.28 ლარი
82.04 ლარი
ქვეყანა: მალტა
მწარმოებელი: კომბინო ფარმ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
რივაროქსი
RIVAROX
2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ორალური გამოყენებისთვის
• აქტიური ნივთიერება:
რივაროქსაბანი 2.5 მგ;
• დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ყვითელი შემოსაგარსი ფხვნილი – მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
• შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.
• ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
1. რა არის რივაროქსი და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო რივაროქსის მიღებამდე
3. რივაროქსის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. რივაროქსის შენახვის პირობები
6. სხვა ინფორმაცია
1. რა არის რივაროქსი და რისთვის გამოიყენება
რივაროქსი არის:
მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაჭდევით “III”.
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
რივაროქსი ინიშნება, თუ გაქვთ:
• გადატანილი მწვავე კორონარული სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულის შეტევით, არასტაბილური სტენოკარდიით, მწვავე ტკივილით გულმკერდის არეში) და აღგენიშნებათ გულის ბიომარკერების მომატება სისხლში კარდიალური ტესტების მაჩვენებლების მიხედვით.
ზრდასრულ პაციენტებში რივაროქსი ამცირებს გულის შეტევის წარმოქმნის რისკს და ასევე უეცარი სიკვდილის რისკს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის და სისხლძარღვების დაავადებებთან. რივაროქსის მიღება არ ხდება ცალკე. ექიმი დაგინიშნავთ მას:
– აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში ან
– კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავას დამატებული კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.
• სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი, რომელიც გამოწვეულია გულის იშემიური დაავადების და პერიფრიული არტერიების დაავადების არსებობით.
ზრდასრულ პაციენტებში რივაროქსი ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს. რივაროქსის მიღება არ ხდება ცალკე. ექიმი დაგინიშნავთ მას აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში.
რივაროქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რივაროქსაბანს და წარმოადგენს ანტითრომბოზულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედების (Xa ფაქტორის) ბლოკირების გზით და ამგვარად ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
2. რისი ცოდნაა საჭირო რივაროქსის მიღებამდე
ნუ მიიღებთ რივაროქსს, თუ:
• აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• გაქვთ ძლიერი სისხლდენა.
• გაქვთ ისეთი დაავადება ან სხეულის რომელიმე ორგანოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზრდის მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგ., კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლჩაქცევა ტვინში, ახლად გადატანილი ქირურგიული ოპერაცია ტვინზე ან თვალზე.
• ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით.
• გაქვთ მწვავე კორონარული სინდრომი და გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
• გაქვთ გულის იშემიური დაავადება და პერიფერიული არტერიების დაავადება, გადატანილი ჰემორაგიული ან ლაკუნარული ინსულტი, აგრეთვე ნებისმიერი სახის ინსულტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
• გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს.
• ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს.
არ მიიღოთ რივაროქსი და შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა.
სიფრთხილის ზომები:
რივაროქსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
რივაროქსი არ გამოიყენოთ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ., პრასუგრელი ან ტიკაგრელორი), გარდა აცეტილსალიცილის მჟავისა და კლოპიდოგრელ/ტიკლოპიდინისა.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ გაქვთ:
• სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით, როგორიცაა:
– თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა (თირკმლის ფუნქცია გავლენას ახდენს პრეპარატის შემცველობაზე სისხლში)
– სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიღება (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით
– სისხლდენით მიმდინარე დაავადებები
– ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას
– კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გართულდეს სისხლდენით, მაგ., კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, საყლაპავის ანთებითი დაავადება გამოწვეული გასტროეზოფაგური რეფლუქსით (კუჭის წვენის მოხვედრა საყლაპავ მილში)
– თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პრობლემები (რეტინოპათია)
– ბრონქების გაფართოებით და ნახველით მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადება (ბრონქოექტაზია) ან ანამნეზში ფილტვიდან სისხლდენა
– 75 წელზე მეტი ასაკი
– სხეულის მასა 60 კგ ან ნაკლები
– გულის იშემიური დაავადება გულის მწვავე უკმარისობის ნიშნებით
რივაროქსის მიღებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას.
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისას:
– ძალიან მნიშვნელოვანია რივაროქსის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრულ ზუსტ დროს როგორც ინექციამდე ან კათეტერის ამოღებამდე, ასევე ამ პროცედურების შემდეგ
– დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ფეხებში სისუსტის ან დაბუჟების შეგრძნების წარმოქმნის, ასევე ნაწლავისა ან შარდის ბუშტის მხრივ პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ანესთეზიის დასრულებისას, ვინაიდან ამ შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
ბავშვები და მოზარდები:
რივაროქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ არასაკმარისია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.
• სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), გარდა მათი მხოლოდ გარეგანად გამოყენების შემთხვევებისა
• კეტოკონაზოლის ტაბლეტები (კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით)
• ზოგიერთი ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
• ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის მკურნალობისას (მაგ., რიტონავირი)
• სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (მაგ., ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)
• ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგ., ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა)
• დრონედარონი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის არანორმალური რითმის სამკურნალოდ
• ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპრინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)
ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის გაძლიერება, რივაროქსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას. კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობას.
ასევე შეატყობინეთ ექიმს, თუ ღებულობთ:
• ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
• კრაზანა (Hypericum perforatum), დეპრესიის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება.
ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის შესუსტება, რივაროქსის მიღებამდ ეაცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
პრეპარატის მიღების დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:
რივაროქსის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გონების დაკარგვა (არახშირი გვერდითი ეფექტი). აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივაროქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
3. რივაროქსის მიღების წესი
რივაროქსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რა დოზით უნდა მიიღოთ რივაროქსი:
რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში 2-ჯერ. ტაბლეტი მიიღეთ დღის განმავლობაში ერთი და იგივე დროს (ერთი დილით, მეორე – საღამოს). პრეპარატის მიიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
თუ აღგენიშნებათ ყლაპვის გაძნელება, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით მიღება.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით.
რივაროქსი არ უნდა მიიღოთ თვითნებურად.
ექიმი მას დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. მწვავე კორონარული სინდრომის დროს ექიმმა შესაძლებელია ასევე დაგინიშნოთ კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.
ამ პრეპარატების დოზირებას ექიმი შეგირჩევთ მითითებული დოზით, კერძოდ: აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75 მგ-დან 100 მგ-მდე ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75 მგ-დან 100 მგ-მდე კლოპიდოგრელთან კომბინაციაში დღიური დოზით 75 მგ ან ტიკლოპიდინთან კომბინაციაში სტანდარტული დღიური დოზით.
როდის უნდა დაიწყოთ რივაროქსის მიღება:
რივაროქსით მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, მწვავე კორონარულ სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობის სტაბილიზაცის შემდეგ, რევასკულარიზაციის პროცედურების ჩათვლით. მკურნალობა უნდა დაიწყოთ ჰოსპიტალიზაციიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ და როდესაც პარენტერული ანტიკოაგულაციური პრეპარატების შეყვანა, როგორც წესი, წყდება.
ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის კურსს თუ გაქვთ გულის იშემიური ან პერიფერიული არტერიების დაავადება. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
რივაროქსის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი რაოდენობით რივაროქსის მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ რივაროქსის მიღება:
ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში გააგრძელეთ პრეპარატის რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
რივაროქსის მიღების შეწყვეტა:
რივაროქსი მიიღეთ რეგულარულად ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
არ შეწყვიტოთ რივაროქსის მიღება ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ზრდის გულის შეტევის რისკს და სისხლძარღვების დაავადებებით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო გვერდით იეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ისევე, როგორც სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა (ანტითრომბული საშუალებები), რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა და შესაბამისად, არტერიული წნევის უეცარი დაცემა (შოკი). ზოგ შემთხვევაში კი სისხლდენა შესაძლოა იყოს ფარული ხასიათის.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება და დაკავშირებულია სისხლდენასთან
თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
• ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენა
• ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უმიზეზო შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება კანის სერიოზული დაზიანებებით
თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
• კანზე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები, მაგ., პირის ღრუს ან თვალის არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)
• წამლისმიერი სინდრომი, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ანთებითი პროცესებით ორგანიზმში, ჰემატოლოგიური ცვლილებებით და სისტემურობით (DRESS-სინდრომი). აღნიშნული სინდრომი ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მძიმე ალერგიული რეაქციებით
თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ხორხის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ვლინდება 10000-დან 1 შემთხვევაში) ან არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება; ვლინდება 100-დან 1 შემთხვევაში)
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):
• ანემია, რაც ვლინდება კანის სიფერმკრთალით, სისუსტით, ქოშინით
• სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდ-სასქესო გზებიდან (ჰემატურიის და მენორაგიის ჩათვლით), ცხვირიდან, ღრძილებიდან
• სისხლჩაქცევა თვალში (კონიუქტივაში სისხლდენის ჩათვლით).
• სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში (ჰემატომა, დაბეჟილობა)
• სისხლიანი ნახველი
• კანის და კანქვეშა სისხლჩაქცევები
• პოსტოპერაციული სისხლდენა
• სისხლიანი გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან
• კიდურების შეშუპება
• ტკივილი კიდურებში
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)
• ცხელება
• ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა
• დაბალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან სინკოპე)
• ზოგადი სისუსტე და ენერგიის დეფიციტი (სწრაფი დაღლის და ასთენიის ჩათვლით), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
• კანზე გამონაყარი, ქავილი
• სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება
არახშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):
• სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა
• სისხლჩაქცევა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას
• თრომბოციტოპენია
• ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)
• ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით მომატებული ბილირუბინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ფერმენტები, თრომბოციტემია;
• გონების დაკარგვა
• შეუძლოდ ყოფნა
• გახშირებული გულისცემა
• პირის სიმშრალე
• ჭინჭრის ციება
იშვიათი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში):
• სისხლჩაქცევა კუნთებში
• ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით)
• კანისა და სკლერების სიყვითლე
• ადგილობრივი შეშუპება
• ჰემატომა შორისის მიდამოში (კარდიალური პროცედურების გართულებისას, როდესაც ხდება ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია (ფსევდოანევრიზმა))
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
• ძლიერი სისხლდენის შემდგომი თირკმლის უკმარისობა
• კიდურებში სისხლჩაქცევა, რაც იწვევს შეშუპებას, ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას, დაბუჯებას ან პარალიზებას (კომპარტმენტ-სინდრომი, როგორც სისხლდენის გართულება)
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
5. რივაროქსის შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:
ნუ გამოიყენებთ რივაროქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რივაროქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
6. სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd,
საქართველო
მწარმოებელი:
Combino Pharm (Malta) Ltd,
მალტა
39.47 ლარი
37.10 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: საკურა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
პლუსკარდი, 100მგ+40მგ ტაბლეტები
Pluscard
(Acidum acetylsalicylicum+ Glycinum)
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ისე როგორც მიტიტებულია ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
– შეინახეთ ეს ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
– დამატებით ინფორმაციის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმცევტს.
– გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4
– თუ გაუმჯობესებას არ გრძნობთ ან მდგომარეობა უარესდება უნდა მიმართოთ ექიმს.
ამ ჩანართში
1 .რა არის პლუსკარდი და რისთვის გამოიყენება
2 .რა უნდა იცოდეთ პლუსკარდის გამოყენების დაწყებამდე
3 .როგორ მიიღება პლუსკარდი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5 .როგორ ინახება პლუსკარდი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით სხვა ინფორმაცია
1.რა არის პლუსკარდი და რისთვის გამოიყენება
პლუსკარდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: აცეტილსალიცილის მჟავას და გლიცინს
აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს თრომბოციტების აგლომერაციას, გლიცინი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აცეტილსალიცილის მჟავას გამაღიზიანებელი ეფექტებისგან.
კლინიკურ კვლევებში აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზები (50-325მგ) ეფექტურად აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლძარღვებში თრომბის ფორმირების პრევენციაში.
მედიკამენტის მეორე აქტიური ნივთიერება გლიცინი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას ხსნადობას და აადვილებს მის აბსორბციას.
პლუსკარდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
-მიოკარდიმის ინფარქტის პრევენციისთვის, კარდიოვასკულური დაავადების მქონე პირებისთვის.
-თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციისთვის მიოკარდიუმის ინფარქტის, ცერებრული ინსულტის, კორონარული არტერიების პროცედურების, გულის ანგინის დროს.
-ბოლო პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან საეჭვო მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
2.რა უნდა იცოდეთ პლუსკარდის გამოყენების დაწყებამდე
არ მიიღოთ პლუსკარდი:
-თუ გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას, გლიცინის მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
– მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების მიმართ.
-სენსიტიზაცია სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (აასს) მიმართ: მაგ., ასპირინით გამოწვეული ასთმა, თივის ცხელება,
-თუ გაქვთ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადება:
-თუ პაციენტს აქვს სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება და სისხლის შედედების დარღვევები (მაგ. ჰემოფილია, თრომბოციტოპენია) და თუ პაციენტი იღებს ანტიკოაგულანტებს (მაგ. კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი);
-თუ პაციენტს აქვს პოდაგრა;
-თუ პაციენტს აქვს ღვიძლის თირკმლის ან გულის მწვავე უკამრისობა;
– თუ პაციენტს აქვს გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (წითელი უჯრედების გენეტიკური დაავადება) რადგან აცეტილსალიცილის მჟავას მიღებამ შეიძება გამოიწვიოს წითელი უჯრედების ჰემოლიზური დაშლა და ჰემოლიზური ანემია წითელი უჯრედების ჭარბი დეგრადაციის შედეგად;
-თუ პაციენტი იმყოფება ორსულობის მესამე ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე).
რეიეს სინდრომის რისკის გამო, აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა გამოიყენონ 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთილებები და უსაფრთხოების ზომები
პლუსკარდის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
-თუ თქვენ აღნიშნავთ გახანგრძლივებულ შუილს ან ტინიტუსს ან თავის ტკივილს, რადგანაც ისინი შეიძლება მიუთითებდეს დოზის გადაჭარბებაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
-პრეპარატი უნდა მოიხსნას დაგეგმილ ოპერაციამდე 5-7 დღით ადრე, სისხლდენის დროის გახანგრძლივების რისკის გამო ოპერაციის დროს და მის შემდეგ.
-თუ გაქვთ საშვილოსნოდან სისხლდენა, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივს.
-თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
მიმართეთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში.
ამ პრეპარატის გამოყენების დროს პაციენტების გარკვეულ ჯგუფებში საჭიროა სპეციალური ზომები
ბავშვები და მოზარდები
რეიეს სინდრომის რისკის გამო (დაავადება რომელსაც ახლავს მრავალი ორგანოს, ძირითადად ტვინის და ღვიძლის დაზიანება) აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა გამოიყენონ 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დარღვევებით
სიფრთხილით გამოიყენეთ თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები
-ხანდაზმულმა პაციენტება (65 წელზე უფროსი ასაკის) განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დაიცვან ექიმის რჩევები. გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის გამო, ამ შემთხვევაში მედიკამენტი უნდა მიიღონ უფრო მცირე დოზით და გახანგრძლივებული ინტერვალით.
სხვა მედიკამენტები და პლუსკარდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას.
მიმართეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ამფ): აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს მათ ანტიჰიპერეტნზიულ ეფექტს.
აცეტაზოლამიდი (გლაუკომის სამკურნალოდ): აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს აცეტაზოლამიდის კონცენტრაციას და შესაბამისად მის ტოქსიკურობას.
ანტიკოაგულანტები (მაგ. ჰეპარინი, ვარფარინი): აცეტილსალიცილის მჟავას და ანტიკოაგულანტების კომბინირებული გამოყენება შეიძლება ზრდიდეს ანტითრომბოზულ ეფექტს და სისხლდენის რისკს.
აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება ჩაანაცვლოს ვარფარინი ცილებთან კავშირში, გამოიწვიოს პროთრომბინის დროის მომატება და სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
ვალპროის მჟავა (ეპილეფსიის სამკურნალოდ): აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის ვალპროის მჟავას ტოქსიკურობას და ვალპროის მჟავა ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგაციულ ეფექტს, რაც ზრდის სისხლდენის რისკს.
დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის პროდუქციას): აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება ამცირებდეს დიურეტიკების ეფექტურობას და ზრდიდეს ფუროსემიდის ოტოტოქსიკურობას.
მეტოტრექსატი: (სიმსივნის და რევმატოიდული არტიტის სამკურნალო მედიკამენტი): აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიურ ეფექტებს ძვლის ტვინზე. პლუსკარდის და მეტოტრექსატის კვირაში ერთხელ 15მგ და მეტი დოზის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან ანალგეტიკები (მაგალითად, პარაცეტამოლი): აცეტილსალიცილის მჟავას და ასეთ პრეპარატების ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, წყლულოვანი დაავადებების რისკის გაზრდის და გასტროინტესტინური სისხლდენის გამო.
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (ეწოდებათ სტეროიდები, გამოიყენება მაგ, რევმატოიდული დაავადების დროს): ჰიდროკორტიზონის გარდა (გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ადისონის დაავადების დროს), აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში გამოყენება ზრდის წყლულოვანი დაავადების და გასტროინტესტინური სისხლდენის რისკს და ამცირებს პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციას თერაპის განმავლობაში და თერაპიის შემდეგ იზრდება სალიცილატის დოზის გადაჭარბების რისკი.
ანტიდიაბეტური საშუალებები: აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის ასეტი მედიკამენტების სისხლში შაქრის შემამციერებელ ეფექტს. პლუსკარდი არ უნდა გამოიყენონ სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ერთად.
მედიკამენტები რომლებიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას (მაგ., პრობენეციდი, სულფინფირაზონი): სალიცილატები ასუსტებს იმ მედიკამენტების ეფექტს, რომლებიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას. პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.
დიგოქსინი (გულის უკმარისობის და გულის დაავადებების დროს გამოყენებული პრეპარატი): აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება ზრდიდეს დიგოქსინის ეფექტს.
თრომბოლიზური პრეპარატები (სისხლის კოლტების საპრევენციო პრეპარატები): აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება ზრდიდეს თრომბოლიზური პრეპარატების ეფექტს, როგორიცაა სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა.
ალკოჰოლი: ალკოჰოლი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის სიხშირეს და ინტენსივობას. მკურნალობის განმავლობაში ალკოჰოლი არ მიიღოთ.
სპაზმოლიზური პრეპარატები (დიასტოლური მედიკამენტები): გლიცინი ზრდის სპაზმოლიზური მედიკამენტების (მაგ. ბაკლოფენი) აქტივობას.
მეტალის შენაერთები: გლიცინი შეიძლება წარმოქმნიდეს კომპლექსებს მეტალის ნაერთებთან, აქედან გამომდინარე არ მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს პლუსკარდთან ერთად.
პლუსკარდის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პლუსკარდი მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ და დალიეთ 1 ჭიქა სითხე.
ალკოჰოლი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავით გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის სიხშირეს და ინტენსივობას. მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში მედიკამენტი არ გამოიყენოთ ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაციის გარეშე, რადგან აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება ზრდიდეს ნაყოფის განვითრების დეფექტებს და მშობიარობის გართულებებს.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. სალიცილატები მცირე რაოდენობით გამოიყოფა ლაქტატში და აქედან გამომდინარე ძძთ კვების პერიოდშ ამ პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდონ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პლუსკარდი არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. როგორ გამოიყენება პლუსკარდი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პლუსკარდით მკურნალობის დაწყების და დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ექიმი.
რეკომენდებული დოზა
– მიოკარდიუმის ინფარქტი: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი დღეში
– ინსულტი: ჩვეულებრივ 2 ტაბლეტი დღეში
ტაბლეტები უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყალთან ერთად.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გარდა მითითებისა: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე უახლოეს წარსულში
ხანდაზმულები:
არ არსებობს ზუსტი მონაცემები აცეტილსალიცილის მჟავას რისკი-სარგებლის შესახებ პაციენტების ამ ჯგუფში. ხანდაზმულებში რეკომენდებულია დოზის ცვლილება თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით:
თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პლუსკარდი
მედიკამენტის დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს: ყურებში შუილს, ტინიტუსს და თავის ტკივილს, დიარეას, მუცლის ტკივილს, კონფუზიას, თავბრუსხვევას, ძილიანობას, სუნთქვის სიხშირის მომატებას, გულისრევას, ღებინებას, კეტოზს, რესპირატორულ ბაზალურ და მეტაბოლურ აციდოზს. დამატებით, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა. შეიძლება აგრეთვე აღნიშნოს ცირკულატორული კოლაფსი და სუნთქვის უკმარისობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გიმკურნალებთ აუცილებლობის შემთხვევაში (აქტივირებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური თერაპია)
თუ დაგავიწყდათ პლუსკარდის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუმცა თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული უნდა დაივიწყოთ.
გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა ამ პრეპარატმაც შეიძება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს შემდეგ შემთხვევებში:
-თუ ვითარდება ვასკულური ედემა (კანის, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანი გარსების ან ლორწქვეშა ქსოვილის სწრაფად მზარდი შეშუპება). თავის და კისრის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.
-სისხლდენა მაგ. გასტროინტესტინური ტრაქტიდან (სიმპტომები: შავი განავალი) ან ჰემორაგია.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
–მუცლის ტკივილი, გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა. მუცლის შებერილობის შეგრძნება, გულისრევა ღებინებით ან ღებინების გარეშე,
-კუჭის ლორწოვანის დაზიანება,
-წყლულოვანი დაავადების რეციდივი
– გასტროინტესტინური სისხლდენა (შავი, კუპრისფერი განავალი), პერფორაცია.
კუჭის წყლული ვითარდება იმ პაციენტების 15%-ში რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას.
-ღვიძლის უჯრედების ადგილობრივი ნეკროზი, ღვიძლის გამკვრივება და გადიდება (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოზარდთა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ერითემატოზული მგლურა, რევმატული ცხელება ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება)
– შრატში ამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
-პროტეინურია, შარდში ლეიკოციტების და ერითროციტების არსებობა, თირკმლის
პაპილარული ნეკროზი, თირკმლის ინტერსტიციალური დაავადება.
-გულის უკმარისობა
-არტერიული ჰიპერტენზია
-ტინიტუსი (ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბების სიმპტომის სახით), სმენის დაკარგვა, თავბრუსხვევა.
-თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება), ნემია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროჰემორაგიების გამო, ჰემოლიზური ანემია პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოპენია, სისხლდენის რისკის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კოაგულაციის დროის გახანგრძლივება.
-შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, განსაკუთრებით ასთმით დაადავებულ პაციენტებში (სუნთქვის გაძნელება, ხველა, გულმკერდში მსხრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, ანგიოედემა, ბრონქოკონსტრიქცია, შოკი).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონაელბს საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით;
სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო აპარატურის და ბიოციდალური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამედიცინო პროდუქტების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტი
ალ.ჟეროზოლიმსკიე 181C
02-222 ვარშავა
ტელ: +48 22 49 21 301
ფაქსი: +48 22 49 21 309
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინება აგრეთვე შესაძლებელია პასუხისმგებელი ორგანოსთვის.
მედიკამენტების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვება მოხდება გვერდითი რეაქციების შეტყობინებით.
5. როგორ ინახება პლუსკარდი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე: EXP შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოექცეთ არასაჭირო მედიკამენტებს. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პლუსკარდი
–აქტიური ნივთიერებებია აცეტილსალიცილის მჟავა და გლიცინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 100მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 40მგ გლიცინს.
-სხვა შემავსებლები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი
პლუსკარდის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მედიკამენტის ფორმაა სამკუთხედი ტაბლეტები, ორმხრივამოზნექილი, თეთრი, გრავირებული ჯვრით ერთ მხარეს და ნაზოლით მეორე მხარეს. ტაბლეტის ნაზოლი აადვილებს თქვენთვის მის გაყოფას გადაყლაპვისთვის და განკუთვნილი არ არის თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.
შეფუთვა შეიცავს 15, 30, 40 ან 60 ტაბლეტს ბლისტერში, მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
აფლოფარმი ფარმაცია პოლონეთი ს.პ. ზ.ო.ო.
პარტიზანცკას ქუჩა 133/151
95-200 პაბიანიცე
ტელ: (42) 22-53-100
მწარმოებელი
მედიკოფარმა ს.ა.
ტარნობრჟეკის ქუჩა 13
26-613 რადომი
100.00 ლარი
94.00 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმ კომპანი ოოდ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ნექსი ინჯექშენ
NEXI Injection
(ტრანექსამის მჟავა საინიექციო BP)
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
ტრანექსამის მჟავას BP – 100 მგ-ს;
საინიექციო წყალს BP – საკმარისი რაოდენობით.
ფარმაკოდინამიკა:
ტრანექსამის მჟავა არის პლაზმინოგენის აქტივაციის კონკურენტული ინჰიბიტორი და, მაღალი კონცენტრაციებით, პლაზმინოგენის არაკონკურენტული ინჰიბიტორი, ე.ი. მას აქვს ამინოკაპრონის მჟავას მსგავსი მოქმედება. in vitro ტრანექსამის მჟავა ანტიფიბრინოლიზური აქტივობით დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ამინოკაპრონის მჟავას.
ტრანექსამის მჟავა უფრო ძლიერად, ვიდრე ამინოკაპრონის მჟავა, უკავშირდება პლაზმინოგენოს მოლეკულის ძლიერ და სუსტ რეცეპტორებს.
in vitro 1 მგ/მლ ტრანექსამის მჟავა არ იწვევს თრომბოციების აგრეგაციას.
10 მგ/მლ ტრანექსამის მჟავა არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, კოაგულაციის დროზე ან კოაგულაციის სხვა ფაქტორებზე, მათ შორის ჯანმრთელი სუბიექტების ციტრატულ სისხლში. ამავე დროს, ტრანექსამის მჟავა კონცენტრაციებით 10 მგ/მლ და 1 მგ/მლ ახანგრძლივებს თრომბინის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
ტრანექსამის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის (500 მგ) ვენაში შეყვანისთანავე. შემდეგ კონცენტრაცია 6 სთ-ის განმავლობაში მცირდება.
ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 3 სთ.
განაწილება
ტრანექსამის მჟავა დაგვიანებით აღწევს უჯრედშიდა სივრცეში და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. განაწილების მოცულობა სხეულის მასის დაახლოებით 33% -ს შეადგენს.
ელიმინაცია
ტრანექსამის მჟავა გამოიყოფა შარდით, უცვლელი სახით. შეყვანილი დოზის 90% გამოიყოფა თირკმლებით პირველი 12 სთ-ის განმავლობაში (გლომერალური ექსკრეცია ტუბულარული რეაბსორბციის გარეშე). თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პლაზმური კონცენტრაციები იზრდება.
ჩვენებები:
სისხლდენების პროფილაქტიკა და მკურნალობა გენერალიზებული ან ადგილობრივი ფიბრინოლიზის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში ერთი წლის ასაკიდან.
გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:
გენერალიზებული ან ადგილობრივი ფიბრინოლიზით გამოწვეული სისხლდენები:
– მენორეა და მეტრორაგია;
– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
– ჰემატურია წინამდებარე ჯირკვალზე ან საშარდე სისტემის ორგანოებზე ოპერაციები;
– ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ოპერაციები (ადენოიდექტომია, ტონზილექტომია, კბილების ექსტრაქცია);
– გინეკოლოგიური ან სამეანო ოპერაციები;
– ოპერაციები გულმკერდის ორგანოებზე, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანოებზე, აბდომინალური ჩარევები;
– ფიბრინოლიზური საშუალებებით გამოწვეული სისხლდენები.
დოზირება და გამოყენების წესი:
დოზირება
მოზრდილები
რეკომენდებული დოზირება:
0.5 გ-დან (5 მლ-იანი 1 ამპულა) 1 გ-მდე (10 მლ-იანი 1 ამპულა ან 5 მლ-იანი 2 ამპულა) ტრანექსამის მჟავა ნელი ინტრავენური ინიექციის სახით (= 1 მლ/წთ) 2-3-ჯერ დღეში.
1 გ (10 მლ-იანი 1 ამპულა ან 5 მლ-იანი 2 ამპულა) ტრანექსამის მჟავა ნელი ინტრავენური ინიექციის სახით (= 1 მლ/წთ) (= 1 მლ / წუთი) ყოველ 6-8 სთ-ში, 15 მგ/კგ სხეულის მასის ეკვივალენტური.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია ტრანექსამის მჟავას აკუმულირება ორგანიზმში, რის გამოც პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტში. თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს ტრანექსამის მჟავას დოზა უნდა შემცირდეს შრატში კრეატინინის კლირენსის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი | ინტრავენური დოზა | გამოყენების სიხშირე | |
მკმოლი/ლ | მგ/10 მლ | ||
120-249
| 1.35-2.82 | 10 მგ/კგ სხეულის მასა | 2-ჯერ დღეში |
250-500 | 2.82-5.65
| 10 მგ/კგ სხეულის მასა | სადღეღამისო დოზა |
>500
| > 5.65 | 5 მგ/კგ სხეულის მასა | სადღეღამისო დოზა |
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები:
1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 20 მგ/კგ/დღეში.
თუმცა, მონაცემები ეფექტურობის, დოზირების და უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია.
ტრანექსამის მჟავას ეფექტურობა, დოზირება და უსაფრთხოება კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ ბავშვებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმულები:
თირკმლის უკმარისობის არარსებობისას დოზის შემცირება საჭირო არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ნელი ინტრავენური ინიექციის სახით.
უკუჩვენებები:
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატმა შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ცალკეული ეფექტები, საჭიროა სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დიარეა) შეიძლება შემცირდეს დოზის შემცირებასთან ერთად.
არსებობს მონაცემები თავბრუსხვევის ან არტერიული წნევის დაქვეითების ცალკეული შემთხვევების შესახებ.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს: აღინიშნებოდა ბადურას ცვლილებები, როდესაც ტრანექსამის მჟავა გამოიყენებოდა ძაღლებში დიდი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში და კატებში ინტრავენირად 250 მგ/კგ/დღეში 14 დღის განმავლობაში. ანალოგიური ცვლილებები არ აღინიშნებოდა ვირთხებში პრეპარატის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის დანიშვნისას. ბადურას ცვლილებები არ დაფიქსირებულა ოფთალმოლოგიური შემოწმებისას პაციენტებში ტრანექსამის მჟავას გამოყენების შემდეგ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, სინათლის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
წარმოებულია ინდოეთში
ZEE LABORATORIES LIMITED
ბიჰაინდ 47, ინდასტრიალ ერია, პაონტა საჰიბ – 173025, ჰ.პ. (ინდოეთი)
ნეოაგრეგანი
შემადგენლობა
პრეპარატის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 15.2 მგ-ს ან
აცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 30.39 მგ-ს.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი – ანტიაგრეგანტული მოქმედების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (ასას) კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატი.
მოქმედების მექანიზმი
აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1), ამცირებს თრომბოქსან A2-ის სინთეზს, რის შედეგადაც ქვეითდება თრომბოციტების აგრეგაციის უნარი. ამასთან, აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან ზედაპირს აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისაგან, რის შედეგადაც მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ფარმაკოკინეტიკა
აცეტილსალიცილის მჟავა პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, სწრაფად გარდაიქმნება სალიცილის მჟავად ნაწლავში, ღვიძლსა და პლაზმაში, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3 საათს. აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია, ხოლო სალიცილის მჟავასთვის – 80-100%. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მაგნიუმის ჰიდროქსიდი (აღნიშნული დოზა) არ მოქმედებს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.
ჩვენება
ნეოაგრეგანი გამოიყენება თრომბოციტების მომატებული აგრეგაციით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისათვის:
– თრომბოზი და ემბოლია;
– არასტაბილური სტენოკარდია;
– მიოკარდიუმის ინფარქტი;
– შაკიკი;
– გულის მწვავე უკმარისობის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტონია, სიმსუქნე, მოწევა, ასაკიანი პაციენტები);
– თავის ტვინის იშემიური ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მათ შორის იშემიური ინსულტი);
– სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკა (აორტო-კორონალური შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა).
უკუჩვენება
– ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა;
– ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა;
– მიდრეკილება სისხლდენებისადმი (ვიტამინი K-ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი და სხვა);
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
– სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;
– გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
– თირკმლის უკმარისობა (კკ- ორსულობის I და III ტრიმესტრი;
– ლაქტაციის პერიოდი;
– 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები;
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, ჰიპერურიკემიით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით, ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, ალერგიული მდგომარეობებისას, ორსულობის II ტრიმესტრში.
უსაფრთხოების ზომები
აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა, ბრონქოსპაზმის, ბრონქული ასთმის შეტევის ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პროვოცირება მოახდინოს პაციენტებში ანამნეზში ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით ან სხვა პრეპარატებზე ალერგიული რეაქციებით.
აცეტილსალიცილის მჟავამ ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდგომ პერიოდში.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით მიღებამ, შესაძლოა, მოახდინოს ნიკრისის ქარის (პოდაგრა) პროვოცირება პაციენტებში, შარდოვანას შემცირებული ექსკრეციით.
აცეტილსალიცილის მჟავას, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავას და ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება (შესაძლოა სისხლიანი ჩანართებით), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, კუჭის ტკივილი, სუნთქვის გახშირება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ცნობიერების დაბინდვა. მძიმე შემთხვევებში – ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: მსუბუქ შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სხვა შემთხვევაში – სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
მაღალი დოზით სალიცილატების მიღება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის დეფექტურ განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენს მშობიარეზე. ორსულობის II ტრიმესტრში პრეპარატის დანიშვნისას, მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და სარგებლის ბალანსი.
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი დროით ან მაღალი დოზით დანიშვნის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნეოაგრეგანის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის დადგენილი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ერთდროული მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოტრექსატის, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების, დიგოქსინის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ვალპროის მჟავას მოქმედებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდება სალიცილატების დონე, ხოლო გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბება.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენის ერთდროული მიღება.
აცეტილსალიცილის მჟავას ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის დროის გახანგრძლივებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი ზედაპირის დაზიანების რისკს.
დოზირება და მიღების წესი
ნეოაგრეგანის ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტაბლეტის გაყოფა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკისთვის პირველ დღეს ინიშნება 150მგ/დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით), ხოლო შემდეგ – 75 მგ/დღეში ერთხელ.
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისა და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკის დროს, ასევე არასტაბილური სტენოკარდიისას ინიშნება 75-150მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).
სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).
გვერდითი მოვლენები
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება; ზოგიერთ შემთხვევაში – სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი.
ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა 2 წელი.
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი – აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15.2მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი – აცეტილსალიცილის მჟავა 150მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30,39მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).