Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 239

ნო-შპა ფორტე 80მგ #24ტ

10.95 ლარი
10.29 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ხინოინ ფარმ.ქემიკ.ვორკს პრაივ.

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცენტროვიტი ჯუნიორი#50ტ საღ

ცენტროვიტი  ჯუნიორი 50საღეჭი ტაბლეტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

საკვები დანამატი

ცენტროვიტი ჯუნიორში  შემავალი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა და თანაფარდობა  სპეციალურად შერჩეულია და ადაპტირებულია ბავშვთა ასაკისთვის.

 

ცენტროვიტი ჯუნიორის საღეჭ ტაბლეტებს აქვს ჟოლოს არომატი და მისაღებად  სასიამოვნოა ბავშვებისთვის.       

 

ცენტროვიტი ჯუნიორი გამოიყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან:

  • ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად ან დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით;
  • მადის დაქვეითების ან უმადობის დროს;
  • ბავშვის გონებრივი ან ფიზიკური გადაღლისას;
  • სხვადასხვა ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად.

 

ცენტროვიტი  ჯუნიორის 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს  12 ვიტამინს  და 3 მინერალს.

 

ვიტამინები

რაოდენობა

ვიტამინი  A

400 მკგ

ვიტამინი  D

2.5 მკგ

ვიტამინი  E

6 მგ

ვიტამინი  C

40მგ

თიამინი

0.55 მგ

რიბოფლავინი

0.7 მგ

ნიაცინი

8 მგ

ვიტამინი  B6

0.7 მგ

ფოლიუმის მჟავა

100 მკგ

ვიტამინი  B12

1.25 მკგ

ბიოტინი

25 მკგ

პანტოთენის მჟავა

3 მგ

 

 

მინერალები

 

თუთია

5 მგ

კალციუმი

60 მგ

რკინა

1.05მგ

 

 

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 3 წლის ასაკიდან   1 საღეჭი ტაბლეტი 2–ჯერ დღეში.

 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: „ეფერტა“, პოლონეთი, www.efferta.pl

 

ნო-შპა 40მგ/2მლ #25ა

ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა (NO-SPA)

დაუპატენტებელი საერთაშორისო სახელწოდება: დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოხინოლინ ჰიდროქლორიდი.
სამკურნალო ფორმა: 2 და 4 მგ-იანი საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40,0 მგ/2მლ (ნო-შპა, საინექციო ხსნარი)
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 80,0 მგ/4მლ (ნო-შპა ფორტე, საინექციო ხსნარი)
დამხმარე ნივთიერება: მეტაბისულფიტის  ნატრიუმი, 96%-იანი ეთანოლი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

ნო-შპა მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით.
ნო-შპა ფორტე მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 4 მლ მოცულობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისება:
დროტავერინი-იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერი მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო  იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

გლუვი კუნთის სპაზმთან  დაკავშირებული ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაკტიკა და მკურნალობა, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის  დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოსახსნელად და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიული არტერიული სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირებისათვის შეჰყავთ 40-80 მილიგრამი ვენაში ნელ-ნელა.
ნო-შპის შეყვანის დროს ავადმყოფი უნდა იწვეს!
მშობიარობის დროს ფაზის შემცირებისათვის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისათვის შეჰყავთ 40 მგ კუნთში. აუცილებლობისას შესაძლებელია ამ დოზის ხელმეორედ შეყვანა.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა: ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის პარენტერალური, განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და სხვა საქმიანობისაგან, რომელიც ითხოვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაქციათა სიჩქარეს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:

ნო-შპა: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (2 მლ) ყუთში.
ნო-შპა ფორტე: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (4 მლ) ყუთში

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (5-25°C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

ცენტროვიტი მინერალები#20ტ საღ

ცენტროვიტი №20 შუშხუნა ტაბლეტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

საკვები დანამატი

 

ცენტროვიტი №20 შუშხუნა ტაბლეტი  წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება:

  • ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილებისას ვიტამინებისა და მინერალების მიმართ;
  • მძიმე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას;
  • ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდგომ პერიოდში.

 

 

ცენტროვიტის 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 10 ვიტამინს  და 7 მინერალს.

 

ვიტამინები

რაოდენობა

ვიტამინი  C

80 მგ

ნიაცინი

16 მგ

ვიტამინი E

12 მგ

პანტოთენის მჟავა

6 მგ

რიბოფლავინი

1.4 მგ

ვიტამინი B6

1.4 მგ

თიამინი

1.1 მგ

ფოლიუმის მჟავა

200 მკგ

ბიოტინი

50 მკგ

ვიტამინი B12

2.5 მკგ

მინერალები

 

მაგნიუმი

93.8 მგ

რკინა

14 მგ

თუთია

7.5 მგ

სპილენძი

0.5 მგ

მანგანუმი

0.5 მგ

სელენი

10 მკგ

იოდი

75 მკგ

 

 

მიღების წესი და დოზირება:
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში.

მიიღება მოზრდილებში პერორალურად 1 ტაბლეტი  1–ჯერ დღეში.

 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა:№20  შუშხუნა ტაბლეტი.

მწარმოებელი: „ეფერტა“, პოლონეთი, www.efferta.pl

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:  „ავერსი ფარმა“.

 

მწვანე ყავა ჯინჯერით#30ტ

მცენარეული, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატი
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური იგრედიენტები:
ყავის მწვანე მარცვლების ექსტრაქტი-400 მგ
ჯინჯერის (ჯანჯაფილი,კოჭა) ფესვების მშრალი ექსტრაქტი-200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
400 მგ მწვანე ყავის ექსტრაქტი შეიცავს 50% ქლოროგენ მჟავას და მრავალ ანტიოქსიდანტს.
კვლევებმა აჩვენა რომ ქლოროგენ მჟავა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გადამუშავებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამით ხელს უწყობს ორგანიზმის წონის კლებას. მწვანე ყავის ექსტრაქტი აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში შედის საკამოდ დიდი რაოდენობის კოფეინი, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება.
ჯინჯერის ექსტრაქტი აქვეითებს მადას, რადგან თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს. აძლიერებს ნივთიერებათა ცლის პროცესებს,აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს სისხლში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. თრგუნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) პროდუქციას,რაც ამცირებს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და წონის გაზრდას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯინჯერის ექსტრაქტში ფიტოციდებსა და ეთერული ზეთების შემცველობით.

მწვანე ყავა ჯინჯერით უფრო ეფექტურად მოქმედებს ფიზიკური აქტივობის და რაციონალური კვების შემთხვევში.

რეკომენდირებული დოზა: 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ინიშნება I ტიპის დიაბეტის დროს,
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”
საქართველო.
ტელ: 2109916

ნო-შპა 40მგ #24ტ

5.85 ლარი
5.50 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ხინოინი უნგრეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცენტროვიტი G #20ტ შუშხ

ცენტროვიტი  G (ჟენშენით) №20 შუშხუნა ტაბლეტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

საკვები დანამატი

 

ცენტროვიტი G – ის (ჟენშენით)  1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს  ჟენშენის ფესვების ექსტრაქტს 200 მგ–ს, 10 ვიტამინს  და 7 მინერალს.

 

ვიტამინები

რაოდენობა

ვიტამინი  C

80 მგ

ნიაცინი

16 მგ

ვიტამინი E

12 მგ

პანტოთენის მჟავა

6 მგ

რიბოფლავინი

1.4 მგ

ვიტამინი B6

1.4 მგ

თიამინი

1.1 მგ

ფოლიუმის მჟავა

200 მკგ

ბიოტინი

50 მკგ

ვიტამინი B12

2.5 მკგ

მინერალები

 

მაგნიუმი

93.75 მგ

რკინა

14 მგ

თუთია

7.5 მგ

სპილენძი

0.5 მგ

მანგანუმი

0.5 მგ

სელენი

10 მკგ

იოდი

75 მკგ

 

 

ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი

200 მგ

 

ცენტროვიტი G (ჟენშენით)  გამოიყენება:

 

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის გასაზრდელად;
  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად;
  • სტრესის, გადაღლის,  სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის  დაჩქარების  მიზნით;
  • კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ასთენიური  სინდრომის  (მათ შორის სქესობრივი ფუნქციის დაქვეითების) და ჰიპოტონური ტიპის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს;
  • სპორსტმენებში ფიზიკური ამტანობის გასაზრდელად;
  • ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გასაზრდელად.

 

 

მიღების წესი და დოზირება:
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში.

მიიღება მოზრდილებში პერორალურად 1 ტაბლეტი 1–ჯერ დღეში.

 

მწარმოებელი: „ეფერტა“, პოლონეთი, www.efferta.pl

კალცემინი #60ტ

კალცემინი
(CALCEMIN)
SAGMEL, INC აშშ 

ათქ კლასიფიკაციის კოდიBA12AX
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.1 ტაბ.
კალციუმი . . . . . . . . . 250 მგ
ვიტამინი D3. . . . . . . . 50 სე
თუთია . . . . . . . . . . . 2 მგ
სპილენძი . . . . . . . . . . 0.5 მგ
მანგანუმი  . . . . . . . . . .0.5 მგ
ბორი  . . . . . . . . . . . . 50 მკგ

დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, მალტოდექსტრინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,  მაგნიუმის სტეარატი, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორ–კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს,  ვიტამინ  D3–ს, მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3–ის დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლებისა და სახსრების სისტემის გაძლიერებას.

ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში, პირებში რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვ.; პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით. მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.დოზირების რეჟიმი მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში ჭამის დროს. 5-დან-12 წლამდე ბავშვებში თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები: ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.უკუჩვენებებიმომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია.

განსაკუთრებული მითითებები: დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვევს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში.შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები:პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Sagmel, Inc.

ნო-შპა 40მგ #100ტ

ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა

საერთაშორისო (დაუპატენტებელი) სახელწოდება:
დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინ ჰიდროქლორიდი.

სამკურნალო ფორმა:
40 მგ ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 40,0მგ დროტავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნიოვთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

აღწერილობა:

ყვითელი ფერის მსხვილი ტაბლეტები, მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, ცალ მხარეს – მარკირება- “spa”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:

დროტავერინი – იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთებზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერ მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია გლუვი კუნთის სპაზმთან, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნისას და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიულ არტერიულ სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა, ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებს: 1-6 წლის ასაკში დღიურ დოზას შეადგენს 10-40 მგ, 6 წლის ზევით-20-40 მგ (1-2 მიღება)

გვერდითი მოვლენები;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი (2X10) ბლისტერულ შეფუთვაში.
100 ტაბლეტი პოლიპროპილენის ფლაკონში პოლიეთილენის საცობით.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში,  30ºC დაბალ ტემპერატურაზე.
ტაბლეტები ფლაკონში: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC) სინათლისაგან დაცულ ადილას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მოუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

ცენტროვიტი #30ტ +

მოქმედება:

ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.

შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
 
ვიტამინი A  – 800 მკგ; ვიტამინი B1  – 1.4 მგ; ვიტამინი B2  – 1.6 მგ; ვიტამინი B3 – 18 მგ; ვიტამინი B5   – 6 მგ; ვიტამინი B6   – 2 მგ; ვიტამინი B9 – 200 მკგ; ვიტამინი B12    – 1.0 მკგ; ვიტამინი H – 150 მკგ; ვიტამინი C – 75 მგ; ვიტამინი E – 10 მგ; ვიტამინი K  – 30 მკგ; კალციუმი – 200 მგ; ფოსფორი – 125 მგ; მაგნიუმი – 100 მგ; კალიუმი  – 80 მგ; რკინა – 5 მგ; იოდი – 100 მკგ; თუთია – 5 მგ; სპილენძი – 1 მგ; მოლიბდენი – 80 მკგ; ქრომი – 60 მკგ; სელენი – 30 მკგ. ვიტამინი D3   – 5.0 მკგ (200 სე);

ჩვენება:

– მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
– გადაღლა და სტრესი;
– არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
– ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
– რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

უკუჩვენება:
ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა.

შეფუთვა:
30 ტაბლეტი ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შპს “ავერსი-რაციონალი” საქართველო. 

Don`t copy text!