Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 241

ქინდერ იმუნო 55გ ფხვ#1ფლ

ქინდერ იმუნო 65/55 გრ.

 

 წარმოადგენს ნატურალური კომპონენტების სპეციალურ კომბინაციას,რომელთა ერთობლივი მოქმედება ეფექტურად აძლიერებს   ბავშვის ორგანიზმის  დამცველობით ძალებს. მის   შემადგენლობაში შემავალი:  ბეტა გლუკანი,კოლოსტრუმი, უჯრედული სელენი,საფუარა უჯრედში აქტივიზირებული თუთია, რძემჟავა ბაქტერიები –  უზრუნველყოფენ ორგანიზმის აქტიურ დაცვას,ხოლო ინულინი,ასევე ბუნებრივად აქტივიზირებული B ჯგუფის ვიტამინები,ვიტამინი D,C კი პასიურ დაცვას. 

აქტიური სუბსტანცია

1 საზომიკოვზი

1,3/1,6 D  გლუკანი    33,3 მგ

აცეროლას წვენის ფხვნილი 20% (= ვიტ. C)  80 მგ

კოლოსტრუმ კონცენტრატi      62 მგ

უჯრედული თუთია         100 

Bifidobacterium longum       9 (920 10 )

ინულინი                            733 მგ

ვიტამინი B1                      0,22 მგ

ვიტამინი B2                      0,28 მგ

ვიტამინი B6                      0,28 მგ

ვიტამინი B12                    0.5ნგ

ფოლის მჟავა                    40 მკგრ

ვიტამინი D3                    3,3 (133 ..)

განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ასევე ფეხმძიმე და მეძუძური ქალბატონებისათვის:

ჩვენებები:

-იმუნური სისტემის მხარდასაჭერად

-ჯანმრთელი და ძლიერი ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის

-ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისაგან დასაცავად

-მადის გასაუმჯობესებლად

-ზრდა-განვითარები შეფერხების დროს

დოზირება და მიღების რეჟიმი:

2-3 წლამდე 1 საზომი კოვზი

4 დან 6 წლამდე 2 საზომი კოვზი

6 და მეტი 3 საზომი კოვზი

შესაძლებელია მიღებულ იქნეს 1 წლის ასაკიდან. (½ საზომიკოვზი დღეში ერთხელ) იხსნება ცივ წყალში, იოგურტში ან ბავშვებისთვის განკუთვნილ დესერტში.  მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ

ორსულობა და ლაქტაცია

ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები

:ინდივიდუალური ჰიპერმრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ

გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღებად.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია კოლოფზე

გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

შენახვის პირობები:
+4oC – +25oC

დამზადებულია გერმანიაში: Wolz Zell GmbH

პარტნიორი საქართველოში: prime lime

კალცემინ ადვანსი #30ტ

კალცემინ ადვანსი(CALCEMIN®ADVANCE)

შემოგარსული ტაბლეტები

 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება

კალცემინ ადვანსი

სამკურნალწამლო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

აღწერილობა

ვარდისფერი ოვალური ტაბლეტები ცალ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:კალციუმი  (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 500მგ, ვიტამინ D200მე, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 40 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი) 7.5მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 1მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1.8მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 250 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სტეარინმჟავა (Е570), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მალტოდექსტრინი, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სილიკატი (Е553ა), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ტრიაცეტინი (Е1518), მინერალური ზეთი (Е905), FD&C წითელი #40 ლაქი (Е129), FD&C #1 ლურჯი ლაქი (Е133), FD&C ყვითელი #6 ლაქი (Е110).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატები. კალციუმის და D ვიტამინის კომბინაცია და/ან სხვა საშუალებების. ათქ კოდი A12AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო-/მიკროელემენტებს. მოქმედება დაკავშირებულია მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმი ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმაული ნაწილის მიერ, აქტიური ვიტამინი D-დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის გარემოს მიერ. კალციუმის შეწოვის მერე კალციუმი გაადანაწილდება ორგანოებსა და სისტემებში, პირველ რიგში ის ხვდება ძვლოვანი ქსოვილის მიერ.

კუჭში კალციუმის იონების გამოთავისუფლება დაკავშირებულია PH-ზე. კალციუმის შეწოვა, რომელიც შედის კალციუმის კარბონატის სახით , შეადგენს 20-30 %-ს და მისი შეწოვა ძირითადად ხდება თორმეტგოჯა ნაწლავში ვიტამინი D-დამოკიდებული, გამდიდრებული, აქტიური ტრანსპორტით. გამოყოფა ხდება შარდის, კალის და ოფლის მიერ. კალციუმის ექსკრეცია შარდთან ერთად წარმოადგენს კლუბოკური ფილტრაციის ფუნქციას და კალციუმის არხობრივ რეაბსორბციას.

ვიტამინ D შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ. ბიოშეღწევადობა აღწევს 50-70 %-ს. ის უკავშირდება სპეციფიკურ ალფა-გლობულინებს და ტრანსპორტირდება ღვიძლში, სადაც მეტაბოლიზირდება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად.  შემდგომი ჰიდროქსილირება 1.25-დეჰიდროქსიქოლეკალციფეროლად ხორციელდება თირკმლებში. აღნიშნული მეტაბოლიტი პასუხს აგებს კალციუმის აბსორბციის  გაზრდაზე. არამეტაბოლიზირებული ვიტამინი D ლაგდება ცხიმისა და კუნთის ქსოვილებში. ვიტამინი D გამოიყოფა კალითა და შარდით.

მინერალები შეიწოვება, ძირითადად, წვრილი ნაწლავის ზედა განყოფილების მიერ და გამოიყოფა თირკმლების მიერ. ასევე, შეიძლება ნაწილობრივ გამოიყოს კალის საშუალებით.

მიღების ჩვენებები

დეფიციტის შევსება კალციუმით, D ვიტამინითა და მიკროელემენტებით, როცა მოთხოვნილება შესაბამისი დიეტით არ კმაყოფილდება, განსაკუთრებით ხანგრძლივი უკმარისობის დროს, არარეგულირებული და არაბალანსირებული კვების დროს და მათი მომატებული მოთხოვნილებისას, კერძოდ, ცხოვრების გარკვებულ პერიოდებში:

– მოზარდობის ასაკი

– პოსტმენოპაუზა

– ორსულობა და ძუძუთი კვება (კლინიკური ჩვენების და/ან ექიმის რეკომენდაციით)

– ხანდაზმული ასაკი,

ასევე:

– ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიისას პროფილაქტიკის მიზნით, როგორც დანამატი.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლამდე 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში ჭამის დროს.

ხანდაზმული პაციენტები:

განსაკუთრებული მითითებების გარეშე.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით:

უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ნაკლებად მსუბუქი დარღვევების დროს- სიფრთხილით, კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაციის კონტროლით სისხლსა და შარდში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:

განსაკუთრებული მითითებების გარეშე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

კალციუმისა და ვიტამინი D-ს დეფიციტის შევსებისას, საშუალო მკურნალობის კურსს წარმოადგენს არანაკლებ 4-6 კვირა.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის კურსის საშუალო ხანგრძლივობას წარმოადგენს 2 თვე; ოსტეოპოროზის მკურნალობისას – 3 თვე.

წლიურად კურსის  გამეორების რაოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოქმედებები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: იშვიათ შემთხვევაში ყაბზობა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

იმუნური სისტემის მხრიდან: ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები, ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთმური სინდრომი, კანის მსუბუქი და საშუალოდ მძიმე რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქავილი) და/ან სუნთქვითი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და/ან გულ-სისხლძარღვის სისტემის (სიმპტომებში შეიძლება იყოს რესპირატორული დისტრეს-სინდრომი).

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კალციუმის დონე შარდში და კალციუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში, რაც უნდა კონტროლირდებოდეს ექიმის მიერ.

ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებისა, ასევე, იმ რეაქციების, რომლებიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ჰიპერკალციემია, მძიმე ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ჰიპერვიტამინოზ D, თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მტკიცებულებები, რომ პრეპარატმა შეუძლია გამოიწვიოს ზედოზირება მისი რეკომენდებული დოზებით გამოყენების შემთხვევაში.

ყველა შეტყობინება თუ არა, მათი უმეტესობა, რომელიც ეხებოდა ზედოზირების შემთხვევებს, დაკავშირებული იყო დიდი დოზებით მონო-და/ან პოლივიტამინური პრეპარატების მიღებაზე.

კალციუმის და ვიტამინ D -ს მიღება, რომელიც აღემატება 2500 მგ კალციუმსა და 4000 ME/სადღეღამისო ვიტამინ D -ს დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ეფექტი.

პაციენტებს ჰიპერკალციემიით ან მდგომარეობით, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან, თირკმლის უკმარისობით და/ან მიდრეკილი ნეფროლოთიაზისაკენ, შეიძლება გამოუვლინდეს კალციუმისა და ვიტამინ D-ს ტოქსიური ეფექტები  გაცილებით ნაკლები დოზებით გამოყენების დროსაც.

პაციენტებს, თირკმლების ფუნქციის დარღვევებით, აქვს ჰიპერფოსფატემიის, ასევე თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და ნეფროკალცინოზის უფრო მაღალი განვითარების რისკი.

კალციუმისა და ვიტამინ D -ს მწვავე ან ხანგრძლივი ზედოზირებისას, განსაკუთრებით პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზ D, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია და ჰიპერფოსფატემია. შედეგებთან ერთად მოსალოდნელია თირკმლების უკმარისობა, >, სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, მათ შორის კალცინოზი, რომელსაც მივყავართ ნეფროლოთიაზისაკენ.

მწვავე ზედოზირების მაჩვენებლები შეიძლება იყოს თავის უეცარი ტკივილი, დაბინდული გონება, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლა, როგორიც არის შეკრულობა,  დიარეა, გულისრევა და ღებინება.  თუ გამოვლინდა ზემოაღნიშნული სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს, და აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ტოქსიურობისა და ჰიპერკალციემიის ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებები  განსხვავებულია და დამოკიდებულია პაციენტის აღქმის უნარზე, ასევე თანმხლებ გარემოებებზე. სიმპტომებში შეიძლება ასევე იყოს ანორექსია, წონის დაკარგვა, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია და სხვა მინერალების შეწოვის დარღვევა. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიული ჩვენებების ცვლილებები: ასპარტამინოტრანსფერაზების  და ალანინამინოტრანფერაზების სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის ზრდა. ქრონიკულმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებისა და ორგანოების კალციფიკაცია, რაც გამოწვეულია ჰიპერკალციემიით. ჰიპერკალციემიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი შეიძლება გახდეს კომისა და სიკვდილის მიზეზი.

მკურნალობა: რეჰიდრატაცია, კვანძოვანი  დიურეტიკების მიღება (მაგ. ფუროსემიდის), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების, მძიმე შემთხვევებში ჰემოდიალიზის ჩატარება.

სიფრთხილის ზომები

არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის მომატება. პრეპარატის ერთდროული გამოყენება ვიტამინ D-ს მაღალი დოზის წყაროების შემთხვევაში და/ან სამკურნალო საშუალებების ან ნუტრიენტების (როგორიცაა რძე), რომელიც შეიცავს კალციუმს,  პრეპარატ კალციუმ ადვანსთან უნდა გამოვიყენოთ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის  რეგულარული კონტროლი.

კალციუმის კომბინირებული პრეპარატებისა და ვიტამინი D-ს ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებელია კალციუმის კონტროლი სისხლის შრატსა და შარდში, ასევე, თირკმლების ფუნქციის განსაზღვრა სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობაზე, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, ასევე საგულე გლიკოზიდების თერაპიისას, კალციუმის არხების ბლოკატორების და/ან თიაზიდები დიურეტიკების გამოყენების შემთხვევაში. ეს ასევე, ეკუთვნის იმ პაციენტებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან კენჭოვანი დაავადებებისკენ. ჰიპერკალციემიის ან  თირკმლების ფუნქციის დარღვევის ნიშნების დროს შეამცირეთ დოზა ან შეწყვიტეთ მკურნალობა.

ვიტამინი D რეკომენდებულია მიღებული იყოს სიფრთხილით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სუსტად ან ზომიერად გამოხატული თირკმლების დარღვევები და კალციუმისა და ფოსფოტების კონტროლით სისხლის შრატში. საჭიროა გვახსოვდეს რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკის შესახებ.  პაციენტები თირკმლის მძიმე უკმარისობით ვიტამინი D არ მეტაბოლიზირდება ქოლეკალციფეროლად. ამიტომ მათ უნდა გამოიყენონ  ვიტამინ D-ს სხვა ფორმები.

პაციენტებმა სარკოიდოზით, იმის გამო რომ, მათ აქვთ ვიტამინი D-ს აქტიური ფორმით მეტაბოლიზმის მომატებული  უნარი, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პრეპარატი. ამ პაციენტებზე რეკომენდირებულია კალციუმის შემადგენლობის განსაზღვრა სისხლსა და შარდში.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

კომბინირებული ვიტამინური პრეპარატები სიფრთხილით უნდა დაენიშნოს იმობილიზირებულ (უძრავ) პაციენტებს ოსტეოპოროზით ჰიპერკალციემიის მაღალი რისკის გამო.

აუცილებელია ექიმის კონსულტაცია პრეპარატის გამოყენებაზე თირკმლების, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ძვლის მეტასტაზური სიმსივნის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან

ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი: შეუძლიათ შეამცირონ ვიტამინი D3-ს ეფექტი მისი მეტაბოლიზმის გაზრდით არააქტიურ მეტაბოლიტად.

ბიფოსფონატები, ფტორიდები: შესაძლებელია ბიფოსფონატების და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მათი მიღება რეკომენდებულია კალციუმ ადვანსის მიღებიდან მინიმუმ 1-2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1-2- საათის მერე. უმჯობესია ბიფოსფონატებისა და კალციუმის პრეპარატების მიღება დღე-ღამის სხვადასხვა დროს.

ტეტრაციკლინი: შესაძლებელია ტეტრაციკლინის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. რეკომენდებულია მისი მიღება 2-3 საათით ადრე ან 4-6 საათის მერე კალცემინ ადვანსის მიღებიდან.

საგულე გლიკოზიდები, კალციუმის არხების ბლოკატორები: შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობის გაზრდა (ლეტალური არითმიის საფრთხე). რეკომენდებულია ეკგ-ს მონიტორინგი და კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში. მცირდება კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტურობა, როგორიცაა ვერაპამილი, მოციმციმე არითმიის დროს. ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის.

ლევოტროქსინი: შესაძლებელია ლევოტროქსინის აბსორბციის დარღვევა. რეკომენდებულია მისი მიღება 2-4 საათით ადრე ან 4-6 საათის მერე პრეპარატ კალციუმ ადვანსის მიღებიდან.

ქინოლინები, ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებები: შესაძლებელია ქინოლინების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ნალიდიქსომჟავის) და ანტივირუსული საშუალებების (პროთეაზას ინჰიბიტორები) აბსორბციის დარღვევა. რეკომენდებულია მისი მიღება 2-4- საათით ადრე ან 4-6 სათის მერე კალციუმ ადვანსის პრეპარატის მიღებიდან.

თიაზიდური დიურეტიკები: თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის შარდით ექსკრეციას. თიაზიდური დიურეტიკების და კალციუმის პრეპარატების  ერთდროული გამოყენების საფუძველზე გამოწვეული ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გამო ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია რეგულარულად  კალციუმის დონის განსაზღვრა სისხლის შრატში.

გლუკოკორტიკოიდები, ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები: ამცირებს კალციუმის შეწოვას, შესაძლებელია ვიტამინ D3-ის  ეფექტის შემცირება. შესაძლებელია დაჭირდეს პრეპარატ კალცემინ ადვანსის დოზის კორექცია.

იონური ცვლის ფისები, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათე, ორლისტატი: აღნიშნულ პრეპარატთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ D3-ის აბსორბციის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. რეკომენდებულია მისი მიღება 2 საათით ადრე ან ვიტამინი -D-ს გამოყენებისას 4-6 საათის შემდეგ.

რკინა, თუთია, მაგნიუმი, რანელატის სტრონციუმი: კალციუმმა შეიძლება შეამციროს რკინის მაგნიუმის, თუთიის, რანელატის  სტრონციუმის აბსორბცია: მათი ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს ინტერვალი არანაკლებ 2 საათი კალციუმის პრეპარატის მიღებამდე ან 4-6 საათის მერე მისი მიღებიდან.

კვების პროდუქტები: შესაძლებელია მისი ზემოქმედება კვების გარკვეულ პროდუქტებთან ( მაგალითად, ისინი რომლებიც შეიცავს ოქსიალურ მჟავას, ფოსფატებს, ფიტინის მჟავებს, ან პროდუქტებს, რომელიც შეიცავს ფიტინის მჟავას მაღალი რაოდენობით). კალციუმის შეწოვის შემცირების რისკის გამო რეკომენდებულია ინტერვალის დაცვა კალციუმის პრეპარატებისა და ამ კვების პროდუქტების შორის არა ნაკლები 2 საათისა.

ორსულობა და ლაქტაცია

კალცემინ ადვანსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზით, თუ ეს კლინიკურად ნაჩვენებია. ორსულების სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 ME ვიტამინ D3-ს, ვინაიდან კალციუმისა და ვიტამინ D3-ს ქრონიკულმა ზედოზირებამ შეიძლება ავნოს ნაყოფსა და ახალშობილს. ჰიპერკალციემიამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გვერდითი ეფექტები: პარათიროიდულ ჰორმონზე ზეგავლენა, ჰიპოკალციემია, ტეტანია, ეპილეპტიკური კრუნჩხვები და აორტალური სტენოზის სინდრომი, რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს რეტინოპათია, ფსიქიური განვითარების შენელება ან ზრდის დარღვევა, ჰიპერკალციემიის განვითარება ახალშობილებში.

მეძუძური დედებისთვის საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ქოლეკალციფეროლი და კალციუმი აღწევს დედის რძეში. ეს აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ყურადღებაში  ბავშვებში დამატებით ვიტამინ D3-ს დანიშვნის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმის ტარებაზე მისი ზეგავლენა

არ მოქმედებს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

30, 60, 120 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ

135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ

ქვანტუმ კარდიოფორმულა #30ტ

Quantum cardioformula TBL 30 (GENERICA)

შემადგენლობაერთი აბი შეიცავს: ვიტამინი A – 800 მკგ; ვიტამინი B1-1,4 მგ; ვიტამინი B2-1,6 მგ;ვიტამინი B6-2,0 მგ;ვიტამინი B12 -1,0 მკგ; ვიტამინი D3-5,0 მკგ;ვიტამინი E -10,0 მგ; ნიაცინი -18,00 მგ; ბიოტინი 150,0მკგ; ფოლიუმის მჟავა 200,0 მკგ; ვიტამინი B5-6,0 მგ; ვიტამინი K1-15,0 მკგ; ვიტამინი C -66,0 მგ; რკინა 14,0 მგ; ქრომი 25,0 მკგ; მანგანუმი 2,0 მგ; სპილენძი 1,0 მგ; მოლიბდენი  25,0 მკგ; სელენი 20,0 მკგ; თუთია 15,0 მგ; იოდი 150,0 მკგ; მაგნიუმი 45,0 მგ; კალციუმი 115,0 მგ; მცენარეული სტეროლები 400,0მგ

გამოიყენება :  პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების და მცენარეული სტეროლების კომპლექს. მცენარეული სტეროლები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას. მცენარეული სტეროლებისტანოლები – მცენარეული ზეთების შემადგენელი ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავში ქოლესტეროლის შეწოვას. ამცირებენ სისხლში საერთო ქოლესტეროლისა და დსლპ-ის ქოლესტეროლის შემცველობას.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 აბი 1-2 ჯერ დღეში წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა30 აბი

აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე). წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს. 

შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C  ტემპერატურაზე; 

მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39,  Piešťany, Slovakia .

მილკდენი 400მგ #20კაფს

მილკდენი

(კოლოსტრუმის კაფსულები) 400 მგ

რა არის კოლოსტრუმი? საჩუქარი დედა ბუნებიდან! “ძუძუმწოვრების პირველად რძეს ეწოდება კოლოსტრუმი.”

მილკდენი წარმოადგენს იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. არის რა იმუნორეგულატორი იგი დადებითად მოქმედებს აუტოიმუნური დაავადებებისა და ალერგიული მდგომარეობის დროს, ზრდის რეზისტენტობას კატარალური და ინფექციური დაავადებების მიმართ და გააჩნია ადაპტოგენური მოქმედება. იგი მთელს ორგანიზმზე მოქმედებს როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება. გამოიყენება პოსტოპერაციული გართულებების დროს და ასევე ახდენს ქსოვილების აღდგენის სტიმულირებას.

კოლოსტრუმი – ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც შედის ოპტიმალური პროპორციებით ძლიერი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფში. მისი უნიკალური შემადგენლობა უზრუნველყოფს იმუნიტეტის დაცვას და ასევე იგი მონაწილეობს აღდგენისა და გაახალგაზრდავების პროცესებში. 

კოლოსტრუმი – ძროხის ხსენის ბუნებრივი კონცენტრატია.

კოლოსტრუმი – ყვითელი, სქელი სითხეა, რომელიც მოედინება მდედრი ძუძუმწოვრების  სარძევე ჯირკვლებიდან დაბადებიდან პირველ დღეს, დედის რძის მიღებამდე. კოლოსტრუმი არის “პირველადი ბუნებრივი საკვები”, რომელიც ახალშობილს აძლევს ზრდისა და განვითარების საშუალებას. კოლოსტრუმის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატურალური რძისგან. კოლოსტრუმს გააჩნია ბიო და იმუნოაქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და ასევე შეიცავს უნიკალური კომპონენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც არ გვხვდება რომელიმე სხვა საკვებში. 

რას შეიცავს კოლოსტრუმი?

ჟელატინის კაფსულაში შემავალი ინგერედიენტებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, იმუნოგლობულინები, ვიტამინები, ამინომჟავები, ზრდის ფაქტორები (IGF-1 & 2), ასევე მდიდარია მიკრონუტრიენტებით, ანტისხეულებით, ენზიმებით და ბიოაქტიური ცილებით, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის რეგულაციას და ამაღლებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ კოლოსტრუმი არის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იმუნიტეტის ასამაღლებელი  ბუნებრივი საშუალება.

იმუნოგლობულინები (ანტისხეულები) – ფართო სპექტრის ანტისხეულებია, რომელიც იცავს ორგანიზმს ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული, ვირუსული ინფექციებისაგან და ალერგიისაგან;

ლაქტოფერინი – ძალზე ძლიერი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული აგენტია, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება; 

ციტოკინები – აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილს;

ინტერლეიკინები – იცავს ანთებითი დაავადებებისაგან; 

პოლიპეპტიდები – არეგულირებს თიმუსის ჯირკვლის ფუნქციას (ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტისათვის);

ლაქტოალბუმინი- მოქმედებს ვირუსული ინფექციების და სიმსივნეების საწინააღმდეგოდ; 

ლიზოციმი – ბუნებრივი  ანტიბიოტიკია;

ზრდის ფაქტორები – ასტიმულირებენ ნორმალური ზრდის პროცესს,  ასტიმულირებს და აჩქარებს კუნთების, კანის, ძვლის, ხრტილოვანი და ნერვული უჯრედების აღდგენას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;

ეპითელური ქსოვილის ზრდის ფაქტორები – აძლიერებს და იცავს კანს, აძლიერებს რესპირატორული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ლორწოვან გარსებს;

ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორები – არეგულირებს სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის დონეს, ხელს უწყობს კუნთის მასის ზრდას, დნმ და რნმ-ს აღდგენას, აფერხებს დაბერების პროცესს;

ტრანსფერ ფაქტორები – ახდენს უჯრედის დაყოფის სტიმულირებას შემაერთებელ ქსოვილში და ხელს უწყობს ხრტილებისა და ძვლის ნივთიერების წარმოქმნას;  

თრომბოციტების ზრდის  ფაქტორები – ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების დაყოფას; ზრდის ჰორმონები – მნიშვნელოვანია ბავშვებში სათანადო ზრდის პროცესისათვის, მაქსიმალური გენეტიკური პოტენციალის  მისაღწევად, ქსოვილის აღსადგენად და დაბერების პროცესის შესანელებლად; 

ენდორფინები – უნიკალური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, ისინი იცავენ ჩვენს სხეულს სტრესისგან, ზრდიან გამძლეობას ფიზიკური სტრესის მიმართ და არეგულირებენ ჩვენს გუნება-განწყობას, წარმოადგენენ კარგი განწყობის (ბედნიერების) ჰორმონებს; 

ფოსფოლიპიდები – უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტებია;

ნუკლეოტიდები – მარეგულირებელი ნივთიერებაა, რომლის გარეშეც არ ხდება დნმ-სა და ცილების სინთეზი და აქედან გამომდინარე არ ხდება უჯრედების ზრდა, განვითარება და აღდგენა;

ანგიოგენინი – ცილა, რომელიც გვევლინება სისხლძარღვების ინტენსიური ფორმირების ინიციატორად დაზიანებულ ორგანოებში (გულის იშემიური შეტევა, გულის კორონარული დაავადება) და ასევე მონაწილეობს სხეულის სტრესული სიტუაციებისაგან დაცვის პროცესში; 

ამინომჟავები – სამშენებლო მასალაა, რომლისგანაც შედგება ცილისა და კუნთოვანი ბოჭკოების სტრუქტურა;

შეიცავს: პროლინს, რომელიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მარეგულირებელი პეპტიდებისათვის;

ტაურინი: მნიშვნელოვანია თავის ტვინის განვითარებისათვის.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის:

რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა: 

როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული წარმოშობის; 

აუტოიმუნური პროცესების საპრევენციოდ;

სოკოვანი პროცესების საპროფილაქტიკოდ;

ნუკლეოტიდების, ამინომჟავებისა და ზრდის ფაქტორების უნიკალური თვისებების გამო, კოლოსტრუმი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღორძინებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, ეფექტურია ასაკობრივი  დემენციისთვის; ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებების გამო ეფექტურია კანის  სიჯანსაღისთვის; პირის ღრუს ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა: კოლოსტრუმში შევამავალი  იმუნოგლობულინები ანეიტრალებენ კარიესის და სხვა ანთებითი პროცესების გამომწვევებს; იმუნოგლობულინები, ლაქტოპროტეინი, ნუკლეოტიდები იცავენ ღვიძლს ტოქსიკური და აუტოიმუნური დაზიანებისგან; ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს, რომელიც არის ასოცირებული H.pilory-თან; გადატანილი ქირურგიული ჩარევის შემდგეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის; ტოქსიკური ბუნების ქიმიური ნაერთების ნეიტრალიზაცისათვის (მძიმე ლითონები, პესტიციდები, ინსექტიციდები, ფუნგიციდები).

უკუჩვენება: არ გამოვლენილა

გამოიყენების გზა: ორალური

დოზირება: ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.

მოზრდილები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ექიმის რეკომენდაციით. 

დოზირების ფორმა:  2*10 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:  ინახება შრალ და გრილ ადგილას, ტემპერატურა არაუმეტეს  25ºC, მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს. 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

დამზადებულია შ.პ.ს “GLOBAL CBS LLC”-სთვის

შ.პ.ს “Cure Nutraceutical”-ის მიერ

მის: Sidhpur 384151 Gujarat, ინდოეთი

ქალივიზი 0.5მკგ #30კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კალმაცინ ფორტე #30ტ

კალმაცინ ფორტე

Calmazin forte

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს

კალციუმი 400 მგ. (კალციუმის კარბონატი 1000 მგ.), მაგნიუმი 150 მგ. (მაგნიუმის ოქსიდი 249 მგ.), თუთია 5 მგ. (თუთიის გლუკონატი 35 მგ.), ვიტამინი D3 5 მკგ. (ქოლეკალციფეროლი 200 ს.ე.).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნუტრაფიციენტ თეთრი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, დეიონიზებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის გარეშე. ანალოგიურად, თუთიის მოქმედება კანსა და თმაზე დაკავშირებულია კალციუმისა და მაგნიუმის არსებობასთან.

კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო მოქმედება.

მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ნაადრევი ჭინთვებისა და მშობიარობის პროფილატიკისთვის ორსულ ქალებში. ვიტამინ B6-თან ერთად მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში და ახელს უწყობს მათ დაშლას. მაგნიუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი; უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას; ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას; მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, თირკმელებში ქვების წარმოქმნის პრევენციას; აუმჯობესებს ცერებრულ მეტაბოლიზმს.

თუთია ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების წარმოქმნისთვის, მათი ფორმირებისთვის. თუთია საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებისთვის, ცხიმის ჯირკვლების აქტივობის რეგულირებისთვის; საჭიროა ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ახელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს; აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის აბსორბციისთვის, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.

გამოყენების ჩვენება:
-ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
-კალციუმის და/ან ვიტამინი D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი:

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე, წელიწადში 1-2-ჯერ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე. მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს. თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალმაცინ ფორტე თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება. ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენება: არ შეიძლება გამოყენება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას, ჰიპერკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს, თირკმელების დაავადებების დროს, შარდ-კენჭოვანი დაავადებისას, პარათიროიდული ჯირკვლების დაავადებების დროს, მეტასტაზური სიმსივნეების დროს ძვლებში, D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის დროს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: VEFA, სტამბოლი/თურქეთი, შ.პ.ს ,,ევროფარმა ჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი/საქართველო.

მიკროდაცინი ჰიდროგელი 60გ

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: სონომა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფოლფა 400მკგ #30ტ

ფოლფა

FOLFA

სავაჭრო დასახლება
ფოლფა, FOLFA

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფოლის მჟავა, Folic Acid

 

წამლის ფორმა
ტაბლეტები.
აღწერილობა: ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

 

შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფოლის მჟავა 400 მკგ, 1 მგ, ან 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

 

პრეპარატის ათქ კოდი B03BB01

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები. ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფოლის მჟავა (ვიტამინ Вс, ვიტამინი В9) მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს, სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორის მიერ, აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოქმნისათვის, მეგალობლასტების მომწიფების პროცესების და მათ ნორმობლასტებად ტრანსფორმაციის ჩათვლით. ფოლის მჟავა ორგანიზმში აღდგება ტეტრაჰიდროქსიფოლიუმის მჟავამდე – კოფერმენტი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის გლიცერინის, მეთიონინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის, ჰისტიდინის ცვლაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, კარგად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ), უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ფერმენტ დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით, გარდაიქმნება რა ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, გამოიყოფა ქალის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით, როგორც შეუცვლელი სახით (თუ მიღებული დოზა მნიშვნელოვნად აღემატება სადღეღამისო მოთხოვნილებას), ასევე მეტაბოლიტების სახით.
გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

 

გამოყენების ჩვენებები
– არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების ფონზე ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ფოლის მჟავას დეფიციტის ფონზე ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (მაკროციტური ჰიპერქრომული ანემია; სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; მეგალობლასტური ანემია; რეზექციის შემდგომი ანემია; წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები);
– ორსულობის და ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში;
– ხანგრძლივი მკურნალობა ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია), კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი).

 

მიღების წესი და დოზები
პრეპარატი ფოლფა ინიშნება შიგნით, ჭამის შემდეგ.
ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 4 – მკგ/დღ-ღამეში. ფოლის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნილება 4-13 წლის ბავშვებში – 200-300 მკგ, 1-3 წლის – 150 მკგ, წლამდე ასაკის ბავშვებში – 65-85 მკგ.
ორსულობისას ანემიის პროფილაქტიკისა და ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან ასაცილებლად – 400-800 მკგ/დღე-ღამეში; ლაქტაციის პერიოდში – 400 მკგ/დღე-ღამეში.
მკურნალობის მიზნით პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში 5 მგ/დღე-ღამეში 20-30 დღის განმავლობაში, ბავშვებში – ასაკიდან გამომდინარე. სადღეღამისო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

 

წინაღმდეგჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

 

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ერითემა, ჰიპერთერმია.
კნტ-ის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერილობა, პირში მწარე გემო, ანორექსია.
სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია В12 ჰიპოვიტამინოზის განვითარება.

 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გაურკევეველი ეტიოლოგიის ანემიით, რადგან ფოლის მჟავამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტიკას დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების შემცირების გზით. პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ციანკობალამინთან ერთად. ფოლის მჟავას ხანგრძლივად მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით რეკომენდებული არ არის სისხლში ციანკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითების გამო.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ ფოლიუმის მჟავას მომატებულ რაოდენობას.
საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ ანტიბიოტიკებმა შესაძლოა დაამახინჯონ (მოგცეთ აშკარად დაქვეითებული მაჩვენებლები) პლაზმაში და ერითროციტებში ფოლის მჟავას კონცენტრაციის მიკრობიოლოგიური შეფასების შედეგები.

 

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ავტომობილის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფოლის მჟავას ნეგატიური გავლენის შესახებ მონაცემები არ არის.

 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ფოლფა რეკომენდებული დოზებით ინიშნება როგორც ორსულობისთვის მომზადების პერიოდში, ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

გამოყენება პედიატრიაში
ფოლფა ინიშნება ბავშვებში რეკომენდებული დოზების შესაბამისად.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფოლის მჟავას ათვისება მცირდება მისი ერთდროული გამოყენებისას ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტაციდებთან, სულფანილამდებთან, ანტიბიოტიკებთან, ციტოტოქსიურებთან.
ფოლის მჟავა ზრდის ფენიტოინის მეტაბოლიზმს.
აბსორბციის დაქვეითების, ან შეცვლის შემთხვევები შეიძლება განვითარდეს ქოლესტირამინის და ფოლის მჟავას ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ პრეპარატი უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე, ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

 

დოზის გადაჭარბება
ფოლის მჟავას რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის (გაღიზიანება, უძილობა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გულისრევა, აბდომინური ტკივილი, მეტეორიზმი) მხრივ.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

 

გამოშვების ფორმა
ტაბლეტები. 30 ტაბლეტი ბლისტერზე.
1, 2, ან 3 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები
ინახება ნესტის და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოებიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია
“დრ სერტუს ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ლიმიტედ შირკეტი”
თურქეთი
 (“DR SERTUS İLAÇ SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ”, TURKEY).

 

წარმოებულია
“კენდი ლტდ”-ს მიერ, ბულგარეთი (8 გურმაზოვსკოს შოსე, 2227 ბოჟურიშტე).
 “ “KENDY LTD”, Bulgaria (8 Gurmazovsko shose, 2227 Bozhurishte).

კალზიდანი K2 #30კაფს

კალზიდანი K2 / Calzidan K2

 

შემადგენლობა:

კალციუმის ფოსფატი – 500მგ ;  ვიტამინი D3 – 400სე (10მკგ);  ვიტამინი K2 – 25მკგ; თუთია -16მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალზიდანი K2 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. კალციუმის ფოსფატის,ვიტამინი D3; ვიტამინი K2 და თუთიის კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. კალზიდანი K2 ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას. ვიტამინი K2 ხელს უწყობს კალციუმის გადატანას ძვლებსა და კბილებში და ხელს უშლის მის ჩალაგებას სისხლძარვებსა და რბილ ქსოვილებში. თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის.

ჩვენება:
–  კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა
–  რაქიტის პროფილაქტიკა
–  ინტენსიური ზრდის პერიოდი
–  კბილების დემინერალიზაცია
–  მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდი
–   სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსური მკურნალობა)

დოზირება: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ( კალზიდანი K2-ის გაზრდილი დოზით მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით)

კალზიდანი K2 მიიღება 6 თვის ასაკიდან

ორსულობა და ლაქტაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი და თირკმლის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

მიკროდაცინი ჰიდროგელი 250გ

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: სონომა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!