129.39 ლარი
121.63 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
129.39 ლარი
121.63 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სელენტინი
საერთაშორისო დასახელება: SELENIUM
მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; სელენის ბუნებრივი წყარო
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
სელენი ………. 0.35 გ
ჩვენებები:
ბად-ი სელენტინი რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც მთრიმლავი ნივთიერებისა და ორგანული სელენის დამატებითი წყარო. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.
დოზირება:
მოზრდილები 1 ტაბლეტი/კაფსულა 2-ჯერ დღეში, დღის პირველ ნახევარში საკვებთან ერთად (რაც შეადგენს 12,8 მგ კოფეინს). მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირა.
წელიწადში შეიძლება 3–4-ჯერ მიღება.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა ბად-ის კომპონენტების მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის.რეკომენდებული.
შენახვის ვადა: 3 წელი
არტიზი კრემი
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: კაპსაიცინი – 0,4 გ, პიტნის ზეთი – 0,5გ, ევკალიპტის ზეთი- 0,5 გ, მსხალიჭას ზეთი – 0,6 გ, ლავანდის ზეთი -0,3 გ, როზმარინის ზეთი – 0,3 გ, მიხაკის ზეთი – 0,5 გ.
დამხმარენივთიერებები: გამოხდილი წყალი, გლიცერილ-სტეარატი, თხევადი პარაფინი, ცეტეარილ ალკოჰოლი, პროპილენგლიკოლი, ცეტეარეს-20, გლიცერინი, დიკაპრილილ კარბონატი, კაპრილ-ტრიგლიცერიდი, დიმეთიკონი, ბენზილ-ალკოჰოლი, მეთილ-ქლორ-იზოთიაზოლინოლი, მეთილ-იზოთიაზოლინოლი, ბუტილ-ჰიდროქსიტოლუოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი.
თვისებები: კაპსაიცინი ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით. იგი აინჰიბირებს ანთების კერაში “მედიატორი P”-ს გამოყოფას და უზრუნველყოფს ტკივილის შემცირებას. მედიცინაში გამოიყენება როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ართრიტების, დიაბეტური პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული ტკივილების დროს. პიტნის ზეთი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, ბაქტერიოციდური, მატონიზებელი, შეხორცებების მასტიმულირებელი, გამწოვი თვისებებით, ამაღლებს ეპიდერმისის დამცველობით თვისებებს. ევკალიპტის ზეთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგი თვისებები. ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას მოყინვის, დამწვრობის და ჭრილობების შემდგომ. ეფექტურია რევმატიზმის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. მსხალიჭას ზეთი ანთებისსაწინაარმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი კრემების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტის – მეთილსალიცილატის წყაროა. აქვს გამწოვი, მატონიზებელი, შემკვრელი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური თვისებები. ლავანდის ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ხელს უშლის ნაწიბურის განვითარებას, გვარიდებს კანის აქერცვლას და გაღიზიანებას. როზმარინის ზეთი აღმოფხვრის ადგილობრივ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლისმიმოქცევას და კანის უჯრედების განახლებას. ხასიათდება ძლიერი ბაქტერიოციდული და გამწოვი თვისებებით, ამიტომ ეფექტურია დაბინძურებული ჭრილობების დროსაც (აბსცესი, დამწვრობა, დაინფიცირებული ჭრილობები). მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება: აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კანის განახლების პროცესს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ანიჭებს მას სიმკვრივეს და ელასტიურობას. ხელს უწყობს ნახეთქების სწრაფ შეხორცებას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები.
ჩვენებები: – რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი – სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი – იშიაზი, რადიკულიტი – ტკივილის სინდრომი დიაბეტური პოლინეიროპათიებისას – მიალგია – კუნთების და მყესების დაჭიმვა, ღრძობა, ამოვარდნილობა – ტრავმა, მოტეხილობა – კოჟრები და ნახეთქები ტერფებზე და თითებზე – სპორტსმენებში კუნთების მოსადუნებლად მასაჟის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება: თითების წრიული მოძრაობით დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას, დღეში 3-4-ჯერ.
გვერდითი მოქმედება: შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობიარე კანის სიწითლე.
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. ინიშნება 12 წლიდან.
გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.-იან ტუბში.
მწარმოებელი: VEFA. Iსტანბულ/თურკეყ ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს “ევროფარმა ჯორჯია”
კოლიპრევი®
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი, ფერმენტი ლაქტაზა
წვეთები 15მლ
შემადგენლობა: ლაქტაზა -8,535მლ, გლიცერინი-3,750მლ, კალიუმის ქლორიდი-0,135მლ, გამოხდილი წყალი-2,580მლ.
1მლ შეიცავს: ლაქტაზა-0,569მლ, გლიცერინი-0,25მლ, კალიუმის ქლორიდი-0,009მლ, გამოხდილი წყალი-0,172მლ.
1წვეთი შეიცავს: ლაქტაზა-0,0285ლ, გლიცერინი-0,0125მლ, კალიუმის ქლორიდი-0,0005მლ, გამოხდილი წყალი-0,0086მლ.
დახასიათება:
კოლიპრევი-საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან 4თვის ასაკამდე, რომელთაც აღენიშნებათ რძის აუტანლობა, გამოწვეული ლაქტოზის უკმარისობით. ახალშობილებში ნაწლავური კოლიკის დროს. გამოიყენება პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.
კოლიპრევი შიცავს მაღალაქტიურ, მცენარეული წარმოშობის ლაქტაზას, რომელიც მიღებულია Aspergillus oryzae-სგან. Aspergillus oryzae– წარმოადგენს ლაქტაზის სტაბილურ ბიოლოგიურ წყაროს. კოლიპრევი მდგრადია კუჭის მჟავე არეში და ინარჩუნებს აქტივობას рh მკვეთრი ცვალებადობის დროსაც.
ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში. კოლიპრევი გამოიყენება ძუძუთი ან ხელოვნური კვების დროს.
გამოყენება:
კოლიპრევი გამოიყენება ახალშობილებში ყოველი კვების დროს პირველი 3-4თვის განმავლობაში. 3-4 თვის შემდეგ ლაქტაზა გამომუშვდება საკმარისი რაოდენობით, ამიტომ შემდგომ პერიოდში საჭიროა რეკომენდირებული დოზის შემცირება 2-ჯერ ყოველი კვების დროს, შემდეგ მიღების ჯერადობის შემცირება ერთი კვების გამოტოვებით 1მიღებამდე. ამ პერიოდში თუ სიმპტომები გამწვავდება უნდა დავუბრუნდეთ საწყის დოზირებას.
კოლიპრევის მიღბა ბუნებრივი კვების დროს:
ხელოვნური კვების დროს:
ცხრილში მოცემულია საორიენტაციო დოზირება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მაინც განიცდის დისკომფორტს შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა თითო წვეთით 12წვეთამდე.
ასაკი | რძის რაოდენობა ერჯერადი მიღების დროს მლ-ში | კოლიპრევის რაოდენობა თითოეული კვების დროს | ლაქტაზას რაოდენობა თითოელი მიღების დროს ALU* |
0–2 კვირა | 60–90 | 5 | 750 |
3–4კვირა | 120 | 6 | 900 |
1–2 თვე | 150 | 8 | 1200 |
3–4 თვე | 180 | 9 | 1350 |
*1ALU=0.333მკლ
კოლიპრევი წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც იშლება მაღალ ტემპერატურაზე, ამიტომ გამოიყენება ოთახის ტემპერატურის რძეში.
თუ ნაწლავური კოლიკა არ გაივლის მიმართეთ ექიმს
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მგრძნობელობა კოლიპრევში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25°С-ზე.
გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში.
სელენაზა RP
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი
79 მკგ სელენი ყოველ ტაბლეტში
1. რას წარმოადგენს სელენაზა® RP ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?
სელენაზა® RP ტაბლეტები არის მიკროელემენტების პრეპარატი.
გამოყენების ჩვენებები:
დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია:
სელენის ნაკლებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგით:
– მალდიგესტიის და მალაბსორბციის მდგომარეობით (საჭმლის მონელების დარღვევის ან დასუსტების შედეგად)
– შეზღუდული ან არასრულფასოვანი კვების შედეგად.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სელენაზა® RP ტაბლეტების გამოყენებამდე?
სელენაზა® RP ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
– თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან სელენაზა® RP ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
– სელენით ინტოქსიკაციის დროს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე სელენაზა® RP ტაბლეტების მიღების დროს
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ინფორმაციას პუნქტში ,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია სელენაზა® RP ტაბლეტების დამხმარე ინგრედიენტების შესახებ‘‘.
სელენაზა® RP ტაბლეტების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სელენაზა® RP ტაბლეტებში შემავალი ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატმა შესაძლოა მინერალურ ნივთიერებებთან ან მიკროელემენტებთან ერთად გამოყენებისას დაასუსტოს მათი ეფექტი. უნდა მოერიდოთ C ვიტამინთან ერთდროულ გამოყენებას.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ინფორმაცია ეხება ასევე ცოტა ხნის წინ მიღებულ მედიკამენტებსაც.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღების/გამოყენების წინ.
ბავშვები და ხანდაზმული პაციენტები
დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები.
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ საჭიროებს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სელენაზა® RP ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. გთხოვთ მიიღოთ სელენაზა® RP ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.
3. სელენაზა® RP ტაბლეტების მიღების წესი
სელენაზა® RP ტაბლეტები ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში.
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზირება შეადგენს:
1 ტაბლეტს დღეში. ექიმის მითითებით შესაძლებელია დოზირების ხანმოკლე დროის განმავლობაში 4 ტაბლეტამდე დღეში გაზრდა (დაახლ. 300 მკგ სელენი).
მიღების წესი:
სელენაზა® RP ტაბლეტები უნდა მიიღოთ სითხის მიყოლებით – რეკომენდებულია ერთ ჭიქა წყალთან ერთად მიღება.
მიღების ხანგრძლივობა:
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სელენის დონის ნორმალიზებამდე (პლაზმაში სელენის რაოდენობა 80-120 მკგ/ლ, სისხლში 100-140მკგ/ლ). რეკომენდებულია სელენის დონის რეგულარული კონტროლი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები ამ დრომდე არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ აცნობოთ წამლის და სამედიცინო პროდუქტის ფედერაციულ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილებას
5. სელენაზა® RP ტაბლეტების შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ,,ვარგისობის ვადის’’ გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე!
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სელენაზა® RP ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი.
1 ტაბლეტი შეიცავს 263 მკგ ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატს, შეესაბამება 79 მკგ სელენს.
დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სორბიტოლი (Ph.Eur..), პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur..), სტეარინ პალმიტინის მჟავა.
სელენაზა® RP ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
პვქ/პე/პვდქ- და ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვები შეიცავენ თეთრ ტაბლეტებს.
ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 50 ტაბლეტს (N2)
ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს (N3)
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
კოლაფიბი
ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1&3 და ჟელატინი ტიპი B
გაიხანგრძლივე ახალგაზრდობა!
კოლაგენი – მთავარი ბოჭკოვანი ცილა – ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა, ის პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა ქსოვილშია და ცილების 25%-35% -ს შეადგენს. კოლაგენი ასრულებს ,,წებოს“ ფუნქციას და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა. არსებობს კოლაგენის 16 ტიპი, თუმცა მთლიანი მოცულობის 90% -ს შეადგენს კოლაგენი ტიპი I, II, III . ტიპი I კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპია, რომელიც მსხვილ კოლაგენურ ბოჭკოებს ქმნის. წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის , მათ შორის კანის, მყესების, იოგების, ძვლების, ხრტილის, სისხლძარღვების მთავარ სტრუქტურულ ცილას, ასევე შედის თმა, კანის, ფრჩხილების, კუნთების შემადგენლობაში. ტიპი III – მონაწილეობს რეტიკულური ბოჭკოების შენებაში, ის გხვდება კანში, სახსრებში, ნაწლავებში, ცხიმოვან ქსოვილში.
რატომ იზრდება კოლაგენზე დღითიდღე მოთხოვნა?
კოლაგენი და კანი
კანის 70 % კოლაგენისაგან შედგება. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს ახალგაზრდულ იერს. მისი სინთეზი მცირდება 25 წლიდან ყოველწლიურად 1,5% -ით და 45 წლამდე საერთო რაოდენობის 30 %-ს ვკარგავთ. განსაკუთრებით კოლაგენის სინთეზი მცირდება მენოპაუზის შემდეგ. სხეული თანდათან კარგავს ახალგაზრდულ სიჯანსაღეს, ამის გამომხატველი ნიშნებია კანის სიმშრალე, ნაოჭები, მოშვებული არაელასტიური კანი, თხელი მტვრევადი ფრჩხილები, თმის სტრუქტურის გაურესება, სახსრების და კუნთების ტკივილი და სხვა.
კოლაგენის მიღება უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კანის უჯრედებს განახლება აღდგენას, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, მცირდება ნაოჭების წარმოქმნა, კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში, კოლაგენი უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმა და ფრჩხილის ფორმირებას .
კოლაგენი და ძვალ-სახსროვანი სისტემა
წლების განმავლობაში მიაჩნდათ რომ მხოლოდ კალციუმი არის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ჯანმრთელი ძვლებისათვის, მაგრამ კვლევებმა აჩვენა , რომ კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვალ- სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ძვალი შედგება კოლაგენური მატრიქსისაგან, კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კოლაგენის სინთეზი, სუსტდება კოლაგენური მატრიქსი, შესაბამისად სუსტდება ძვლებიც, კოლაგენის მიღებით კი ეს პროცესი მცირდება.
ასაკის მატებასთან ერთად კუნთები კარგავენ ტონუსს, ელასტიურობას , ამინომჟავები რომელიც შედის კოლაგენის შემადგენლობაში მონაწილეობს კუნთების ფორმირებაში, ხოლო არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთებში.
გარდა ამისა კოლაგენი მონაწილეობს ცხიმების წვაში და ზრდის კუნთოვან მასას , აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
რატომ ამვილაბის კოლაფიბი?
ჩვენება:
შემადგენლობა : 4 კაფსულა შეიცავს კოლაგენის კომპლექსი – 3000 მგ (ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1&3 , ჟელატინი ტიპი B , მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან). დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ალოე ვერა (200:1 ექსტრაქტი).
მიღება და დოზირება: 4 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია საკვებთან ერთად. შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: # 120 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ. სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA – ს მიერ.
სელეზინ ACE #30ტ
შემადგენლობა
სელენი – 100 მკგ., თუთია – 15 მგ., ვიტამინი A– 1000 მკგ., ვიტამინი C – 90 მგ., ვიტამინი E – 45 მგ., ვიტამინი B6 – 2,2 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სელენი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენი იცავს ორგანიზმს მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან მათი ნეიტრალიზაციის გზით. თუთია მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. უერთდება ცილა ,,გასტინს”, რომელიც მონაწილეობს გემოსა და სუნის აღქმაში. თუთიის დეფიციტის დროს ირღვევა ბადურა გარსში ბოიქიმიური რეაქციების ნორმალურად მიმდინარეობის პროცესი და ვითარდება მისი მაკულოდისტროფია. ვიტამინი A მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობისათვის. რეტინოლი უზრუნველჰყოფს კანის, თმის, ფრჩხილების სიჯანსაღეს. ვიტამინი ჩ ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქტიურად მონაწილეობს უჯრედშიდა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი. აუმჯობესებს რკინისა და კალციუმის ათვისებას. ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს. აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას და სისხლწარმოქმნის პროცესს. ვიტამინი B6 არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რითმს. აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მეხსიერებას. აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
სელეზინი ACE იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისაგან. აუმჯობესებს გულის კუნთისა და ნერვების გამტარებლობით ფუნქციას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. სელეზინი ACE ბოჭავს და აუვნებელჰყოფს ტოქსინებს, იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან. ზრდის ერითროციტების რეზისტენტობას, აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას. ასტიმულირებს ზოგიერთი ჰორმონის სინთეზს, აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზის შეთვისებას. აძლიერებს იმუნიტეტს. სელეზინი ACE აუმჯობესებს მხედველობის, ყნოსვისა და გემოს აღქმას. იცავს ორგანიზმს სიმსივნის წარმოქმნისაგან.
ჩვენებები
*ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია,
*ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები,
*ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია,
*მხედველობის ორგანოს დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება,
*სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია,
*სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი,
*შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა,
*ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი,
*ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც,
*სისტემური დაავადებები,
*კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა,
*ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.
დოზირება
მიიღება 1 აბი ერთჯერ დღეში 12 წლიდან.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*ჩ ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
32.00 ლარი
30.08 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ართროსტოპ კრემი / Arthrostop cream
შემადგენლობა: გლუკოზამინის სულფატი მსმ (მეთილსულფონილმეთანი) ბოსველიის ექსტრაქტი მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, სელის თესლის ზეთი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ართროსტოპ კრემი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები იწვევს დაზიანებული კერის გახურებას, ტკივილის შემცირებას და მოძრაობის უნარის გაუმჯობესებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე, (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) – ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, იგი ორგანული გოგირდის წყაროა. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მსმ-ი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ტრავმისშემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს ლეიკოტრიენების სინთეზს; ასას-საგან განსხვავებით, ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, როგორიც არის: კნტ-ის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ; მეთილსალიცილატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის გაძლიერება ხდება ტერპენტინის (სკიპიდარის) და სხვა ცხიმოვან ზეთებთან კომბინაციაში მისი გამოყენების დროს. მენთოლი – ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის შემცირება; ქაფური – აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ღვიის ზეთი – შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთულ კომპლექსს, რომელთაც ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი და ანტისეპტიკური მოქმედება კანზე. კარგად შეიწოვება და ადვილად აღწევს კანის უჯრედებში. გააჩნია აგრეთვე ვიტამინიზაციის და რეგენერაციის ეფექტი; ევკალიპტის ზეთი – ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; სელის თესლის ზეთი – ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ანალგეზიური და ანტისეპტიკური ეფექტი.
ჩვენებები:
*სახსრების დაავადებები, მათ შორის ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი *ოსტეოართროზის პროფილაქტიკა გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში
*ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანი გამოყენებისთვის.
შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე.
გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.-იან ტუბში, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
33.90 ლარი
31.87 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ოფლ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო