Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 252

როტავიტ კარდიო 7გ #20პაკ

როტავიტ კარდიო

 

შემადგენლობა 

1 პაკეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: 

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 1.0 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინ-5-ფოსფატი) 1.0 მგ

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 25.0 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.2მგ

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 400.0 მკგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 2.0 მკგ

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 50.0 მგ

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 5.0 მკგ

ვიტამინი E (ალფატოკოფეროლის აცეტატი) 10.0 მგ

კალიუმი (კალიუმის კარბონატი) 300.0 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის სულფატი) 350.0 მგ

თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) 8.0 მგ

სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 50.0 მკგ

კოენზიმ Q10 10% 100.0 მგ

ჩვეულებრივი კუნელის მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ

გულის შავბალახას მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი. 

ფარმაკოლოგიული თვისებები 

როტავიტ კარდიო არის სპეციალურად შრჩეული თანამედროვე დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებსა და მცენარეულ კომპონენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:

– ააქტივებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის პირობებში;

– იღებენ მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ხელს უწყობენ ნორმალური ცხიმოვანი, ამინომჟავოვანი და ნახშირწყლოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებას;

– ამცირებენ სისხლის შედედების დროს და ააქტიურებენ ფიბრინოლიტიკურ აქტივობას;

– აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს, მიკროცირკულაციასა და ოქსიგენაციას, აძლიერებენ მის კუმშვად ფუნქციას;

– გააჩნიათ ანტიარითმული მოქმედება, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია მიოკარდიუმის იშემიის პირობებში;

კოენზიმ Q10 – ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთია. ის გამომუშავდება და გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია მიოკარდიუმისა და კუნთების ფუნქციონირებაში. კოენზიმ Q Q10 ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რითაც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიკვდილისაგან. კოენზიმ Q10 –ის მიღება აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, იმუნურ სისტემას, ააქტივებს ცხოველმოქმედებას, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.

კუნელის ექსტრაქტი – შეიცავს ფლავონოიდებს (კვერცეტინი, ჰიპერინი, ჰიპეროზიდი, ვიტექსინი), ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავა, ოლეინმჟავა, ურსოლმჟავა, კრატეგუსის მჟავა, კოფეინმჟავა, ქლოროგენმჟავა), კაროტინოიდებს, ტანინებს, ცხიმოვანმჟავებს, პექტინებს, ტრიტერპენულ და ფლავონურ გლიკოზიდებს, ბეტა-სიტოსტერინს, ქოლინს, შაქარს და ვიტამინებს. კუნელის მოქმედი ნივთიერებები ამცირებენ ცნს-ისა და მიოკარდიუმის აგზნებადობას, ზრდიან ამ უკანასკნელის კუმშვადობას, აუმჯობესებენ კორონარულ და თავის ტვისნის სისხლისმიმოქცევას, ამცირებენ თავბრუსხვევას. კუნელი მონაწილეობს გულისცემის რითმის ნორმალიზებაში, რაც განპირობებულია ანტიარითმული მედიკამენტების III კლასის წარმომადგენლების მსგავსი მოქმედების მექანიზმით. ტრიტერპენული და ფლავონოიდური ნაერთების არსებობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, შერჩევითად აფართოებს თავის ტვინისა და მიოკარდიუმის სისხლძარღვებს; ხასიათდება ჰიპოტენზიური ეფექტით; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციონირებას.

შავბალახას ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი, ჰიპოტენზიური, უარყოფითი ქრონოტროპული და კარდიოტონური მოქმედება, რომელიც განპირობებულია მცენარის შეადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თვისებებით (მათ შორის გლიკოზიდები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, საპონინები).

გამოყენების ჩვენებები

როტავიტ კარდიოს გამოყენება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ და კომპლექსური მკურნალობისათვის, ასევე მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივად და/ან მძიმედ მიმდენარე სხვადასხვა დაავადებების გამოჯანმრთელების გამოჯანმრთელების ფაზაში, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდშიც.

გამოყენების წესი და დოზირება

როტავიტ კარდიოს ფხვნილი იხსნება 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს მოზარდებს ენიშნებათ 1 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-40 დღე, შესაძლებელია კურსის განმეორება 1-3 თვეში.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– ფენილკეტონურია.

გვერდითი მოვლენები

– იშვიათად ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

– ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი დისპეპსიური მოვლენები (ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა)

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული როტავიტ კარდიოს მიღება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად. 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ კი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო რისკს.

გამოყენება პედიატრიაში 

არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენების გამოცდილება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

როტავიტ კარდიოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება შეწავლილი არ არის.

ჭარბი დოზა

პრეპარატ როტავიტ კარდიოს მიღებისას რეკომედებული დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. 

გამოშვების ფორმა

დასალევი ხსნარის მოსამზადებელი 7გრ ფხვნილი პაკეტში.

20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.

შენახვის პირობები 

ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან. 

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

კარბოგაზი 450მგ #50ტ

კარბოგაზი 450მგ #50ტ

 

მცენარეული ნახშირი, კამა, ანგელოზა, ჭინჭარი და ლაქტობაქტერიები

მცენარეული ნახშირი:

გააქტივებული მცენარეული ნახშირი (ქოქოსის ქერქის) არის ნივთიერება, რომელიც

ხასიათდება მაღალი ფორიანობით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მის შიგნით

არსებული ტოქსიური ნივთიერებების შთანთქმა და შენარჩუნება.

კამა და ანგელოზა:

არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს გაზების გამოდევნას

(აღმოფხვრას).

ჭინჭარი:

ახორციელებს ორგანიზმის გამწმენდ ქმედებას და ხელს უწყობს სითხის გამოდევნას.

Bacillus coagulans-ლაქტებიობაქტერი:

ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის ბალანსს.

დღიური დოზის შემცველი მცენარეული ინგრედიენტები:

450 მგ-იანი 4 ტაბლეტი:

მცენრეული ნახშირი 0,60 გრ.

კამის ექსტრაქტები 0,18 გრ.

ანგელოზას ექსტრაქტები 0,18 გრ.

ჭინჭრის ექსტრაქტი 0,18 გრ.

ლაქტობაქტერიები (რძის ფერმენტები) (B. coagulans) 1 მილიარდი

ჩვენებები:

• მეტეორიზმი (ამცირებს აირების დაგროვებას ნაწლავებში)

• აქვეითებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას

• გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციური დაავადებების დროს კომპლექსურ

თერაპიაში (ტოქსიკოინფექცია, სალმონელოზი, დიზენტერია ,არაინფექციური დიარეა)

• დისბაქტერიოზი

• კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები

• ალიმენტარული ინტოქსიკაცია

• ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მყოფ მოსახლეობისთვის

• მავნე წარმოების მუშაკებისათვის პრევენციის მიზნით

• ინტოქსიკაცია ალკოლოიდებით , მძიმე მეტალებით, გლიკოზიდებით,ფსიქოაქტიური

სამკურნალო საშუალებებით,ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი

• ატოპიური დერმატიტი და აკნე

• ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ინტოქსიკაცია

• ნაწლავებში აირების შემცირების მიზნით რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპიური გამოკვლევის წინ

მიღების წესი: ინიშნება 3 წლიდან-1-2 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.

12 წლიდან და მოზრდილებში- 4-8 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილზე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. შეინახეთ გრილ და მშრალადგილზე სინათლისა და სითბოსგან მოშორებით.

შეფუთვა: 450 მგ-იან N50 ტაბლეტი.

რეგიმედი 5მლ#6ა

რეგიმედი / Regimed

შემადგენლობა

ხსნარის ერთი მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 50 მგ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 50 მგ;

ციანკობალამინი (B12) 0,4 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები და ვიტამინის მსგავსი საშუალებები კომბინაციაში.

ათქ კოდი: A11DB

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

რეგიმედი წარმოადგენს სამი ვიტამინის B1, B6 და B12 ბალანსირებულ და მდგრად კომბინაციას. რეგიმედი გამოიყენება ვიტამინების დეფიციტის სამკურნალოდ, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს სისხლწარმოქმნის პროცესს და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. გააჩნია ნეიროტროპული თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ ქსოვილში, ასევე კუნთებში მიმდინარე სხვადასხვა დეგენერაციულ და ანთებით პროცესებზე. 

ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად თიამინი (ვიტამინი B1) გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. ამ ვიტამინის ნაკლებობისას ხდება ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროდუქტების – პირველ რიგში პიროყურძნისმჟავას და რძემჟავას ჭარბი დაგროვება. ამას აუცილებლად მოყვება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ორგანიზმში მოხვედრისას ის ფოსფორილირდება, გარდაიქმნება პირიდოქსალ-5-ფოსფატად და შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებას და გადაამინირებას; მონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინის მჟავას და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას. 

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისთვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელ რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში – მეთილის ჯგუფების გადატანა, ნუკლეინის მჟავების, ცილების სინთეზი, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლა; გავლენას ახდენს  ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (რნმ, დნმ, მიელინის სინთეზი და ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

ი/მ შეყვანის შემდეგ, თიამინი სწრაფად აბსორბირდება და გადადის სისხლში. თიამინის კონცენტრაცია შეადგენს 484 ნგ/მლ პრეპარატის შეყვანიდან 15 წუთის შემდეგ დოზით 50 მგ (შეყვანის პირველ დღეს).

ი/მ შეყვანის შემდეგ, პირიდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისტემურ სისხლის ნაკადში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის ფოსფორილების შემდეგ მე-5 მდგომარეობაში.

თიამინი არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში. თიამინის შემცველობა ლეიკოციტებში შეადგენს 15%, ერითროციტებში – 75% და პლაზმაში – 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო, ის ორგანიზმში უნდა მოხვდეს ყოველდღიურად. თიამინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში და აღმოჩენილია დედის რძეში. 

პირიდოქსინი ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტუr ბარიერში და აღმოჩენილია დედის რძეში. ორგანიზმში არის 40-150 მგ ვიტამინი B6, მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 1,7-3,6 მგ, 2,2,-2,4% აღდგენის სიჩქარისას. პირიდოქსინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

თიამინის ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ თიამინკარბონმჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტი. ყველა ვიტამინიდან თიამინი უმცირესი რაოდენობით ნარჩუნდება ორგანიზმში. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი  შეიცავს დაახლოებით 30 მგ თიამინს 80% თიამინის პიროფოსფატის, 10% თიამინის ტრიფოსფატის სახით და დანარჩენ რაოდენობას თიამინის მონოფოსფატის სახით. თიამინი გამოიყოფა შარდით, T1/2 α-ფაზა-0,15 სთ, β-ფაზა-1 სთ და ტერმინალური ფაზა – 2 დღის განმავლობაში. 

პირიდოქსინი დეპონირდება ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინის მჟავამდე, რომელიც გამოიყოფა შარდით, აბსორბციის შემდეგ მაქსიმუმ 2-5 საათში. 

ციანკობალამინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველით, თირკმლებით გამოყოფის ხარისხი ვარიაბილურია – 6-დან 30%-მდე. ვიტამინ B12 გადის ქალის რძეში.

გამოყენების ჩვენებები:

• ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც განპირობებულია ვიტამინების B1, B6 და B12 დეფიციტით;

• დამხმარე საშუალების სახით სიმპტომური თერაპიისათვის სხვადასხვა წარმოშობის ნერვული სისტემის დაავადებებისას: ნევრიტები და პოლინევრიტები (მათ შორის, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი), რეტრობულბარული ნევრიტი, პერიფერიული პარეზები (მათ შორის სახის ნერვის), ნევრალგიები, პოლინეიროპათიები (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.);

• ვიტამინების უკმარისობისას, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკებით ან იზონიაზიდებით მკურნალობით;

• ალკოჰოლიზმის ყველა ფორმის მკურნალობისას (განსაკუთრებით ალკოჰოლური ენცეფალოპათიისას).

უკუჩვენებები:

• გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

• 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატ რეგიმედის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილით: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პრეკლიმაქსური და კლიმაქსური პერიოდი ქალებში, მძიმე სტენოკარდია, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებსაც თან ახლავს მეგალობლასტური ანემია და B12 ვიტამინის დეფიციტი, მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისადმი, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე მეტი).

გამოყენების წესი და დოზები:

მხოლოდ ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის. დოზირება ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურია. დაავადების მძიმე შემთხვევაში: 1 ამპულა ყოველდღიურად შეყავთ ნელა ინტრამუსკულარულად (ღრმად დუნდულა კუნთში). დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმებისას: 2-3 ამპულა კვირაში, ან ექიმის მითითების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

ნერვული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია; ცალკეულ შემთხვევებში – ბრადიკარდია, არითმია.

კუჭ-ნაწლავი ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ღებინება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად – მომატებული ოფლიანობა, აკნე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – კრუნჩხვები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ცალკეულ შემთხვევებში – შესაძლოა განვითარდეს გაღიზიანება პრეპარატის შეყვანის ადგილას, სისტემური რეაქციები შესაძლებელია სწრაფი შეყვანისას, ან დოზის გადაჭარბებისას.

თუ ნებისმიერი აღწერილი გვერდითი მოვლენა გაძლიერდა, ან განვითარდა ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ამის შესახებ აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება – გამოხატული თავბრუსხვევა, გულისრევა, არითმია, ბრადიკარდია, მომატებული ოფლიანობა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

პირიდოქსინმა თერაპიულ დოზებში შეიძლება შეამციროს ლევოდოპას მოქმედება (ანტიპარკინსონული ეფექტი) პერიფერიული დეკარბოქსილირების ხარჯზე, ამიტომ ვიტამინი B12 არ გამოიყენება ლევოდოპასთან და ლევოდოპას შემცველ პრეპარატებთან ერთად. ციანკობალამინი ინაქტივირდება მძიმე მეტალების მარილების არსებობისას. ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფატურ ხსნარებთან შერევისას. თიამინის მეტაბოლიზმის პროდუქტების არსებობის პირობებში, ადგილი აქვს სხვა ვიტამინების ინაქტივაციას. თიამინი ინაქტივირდება ვერცხლისწყლის ქლორიდის, აცეტონების, კარბონატების, იოდიდების, ტანინის მჟავას, რიბოფლავინის, რკინის ამონიუმის ციტრატის, პენიცილინის (ბენზილპენიცილინის) არსებობისას, მეტაბისულფიტით და გლუკოზით. თიამინის აქტივობა მცირდება სპილენძის არსებობისას (კატალიზის გაძლიერება) და pH გაზრდისას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ  გამოიყენება ინტრავენურად.

ვიტამინი B6 სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას.

ფუნიკულარული მიელოზის, ან პერნიციოზული ანემიისას, ვიტამინი B12 შეყვანისას კლინიკურმა სურათმა, ასევე ლაბორატორიულმა ანალიზებმა შეიძლება დაკარგონ სპეციფიურობა.

ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

წინააღმდეგჩვენება არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:

ქარვისფერი შუშის ამპულები (5 მლ 6 ცალი) პლასტიკურ მყარ შეფუთვაში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კამელინი-3 5% 25გ მალ

კამელინი M-3 მალამო
(CAMELYN M-3)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო მოყვითალო ფერის, ტუბი 25 გ.
კამელინი M-3 (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) _ 1,25 მლ
თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) _ 23,75 გ.

კლინიკურ-ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
“კამელინს” გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

დანიშნულება:
კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები.

გამოყენების წესი:
მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეშ 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.

წინააღმდეგჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი:
შ.პ.ს. “კამელინი”. საქართველო.

რეგიმედი #20ტ

რეგიმედი / Regimed

 

შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 

აქტიური ნივთიერებები: 

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 200 მგ

ციანოკობალამინი (B12) 0, 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B1 ვიტამინის კომბინაცია B6 და B12 ვიტამინებთან

ათქ კოდი: ათქ A11DB. 

ფარმკოლოგიური მოქმედება: 

ფარმაკოდინამიკა: 

თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. 

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, გადაამინირება და სხვ.). მოქმედებს როგორც უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ქსოვილებში. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში – როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოერბოს მჟავა. 

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას  მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (ნუკლეინის მჟავების სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.  

ფარმაკოკინეტიკა: 

პრეპარატის კომპონენტები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რაც გამორიცხავს ორგანიზმში მათი კუმულაციის შესაძლებლობას.

თიამინი და პირიდოქსინი აბსორბირდება ნაწლავის ზედა ნაწილში, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. ციანოკობალამინის აბსორბცია იწყება კუჭში, ციანოკობალამინის მიწოდება ქსოვილებში ხორციელდება სატრანსპორტო ცილით ტრანსკობალამინი II-ით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყველა ვიტამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. 

თიამინის და პირიდოქსინის გამოყოფა ორგანიზმიდან ხორციელდება თირკმელებით (დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით). 

ციანოკობალამინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, თირკმელებით მისი გამოყოფის ხარისხი შეადგენს 6-დან 30%-მდე. 

გამოყენების ჩვენებები: 

გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორიცაა: 

– ტრიგემინალური ნევრალგია;

– სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით);

– ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები);

– ნეკნთაშუა ნევრალგია;

– იშიალგია (საჯდომი ნერვის დაზიანება, გამოწვეული მისი ანთებით ან კომპრესიით), ლუმბაგო (წელის სინდრომი, რომლის ძირითადი სიმპტომია წელის მკვეთრი ტკივილი) და ლუმბოიშიალგია; 

– პლექსიტი (მხრის, გავა-წელის ან კისრის);

– ფესვის სინდრომი (რადიკულოპათია), განვითარებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ფონზე; 

– სახის ნერვის ნეიროპათია (ბელის დამბლის და პროზოპლეგიის ჩათვლით).

უკუჩვენებები: 

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

– ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული). 

– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 

გამოყენების წესი და დოზირება: 

შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. 

ინიშნება თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში. 

კურსის ხანგრძლივობა – ექიმის რეკომენდაციით. 

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 

გვერდითი მოქმედება: 

პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით. 

ამა თუ იმ არასასურველი ეფექტების აღნიშვნისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. 

ჭარბი დოზირება:

პრეპარატ რეგიმედის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზების მიღების შემდეგ.

სიმპტომები: ნევროპათია ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევით, ცერებრალური კრუნჩხვები ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებებით, ალერგიული რეაქციები.    

მკურნალობა: ჭარბი დოზირების გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, შედგომი სიმპტომური მკურნალობა. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტურობას. 

ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას. 

პრეპარატ რეგიმედის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული პოლივიტამინური კომპლექსების მიღება, რომლებიც შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს. 

განსაკუთრებული მითითებები: 

ციანოკობალამინს შეუძლია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სიმპტომების შენიღბვა. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე:

რეგომედი ზეგავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე. 

გამოშვების ფორმა: 

10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები: 

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვარგისობის ვადა: 

მითითებულია შეფუთვაზე. 

ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. 

 

რეგენიუმი 120მლ სიროფი

47.50 ლარი
44.64 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რეგენიუმი #20ტ საღეჭი *

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი საღეჭი ტაბლეტი(ლიმონის გემოთი) შეიცავს აქტიური ნივთიერებებს:
კალციუმის კარბონატს, 400 მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 3.75 მკგ (150 სე).
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ოზომალტი, კოლოდონი 30, ლიმონმჟავა უწყლო, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.


კომბინირებული პრეპარატი, არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმისა და ვიტამინ D3-ის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს. მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის.
კალციუმი – მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – აუმჯობესებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას და მის ძვლოვან ქსოვილში შებოჭვას.
კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლიან პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ხოლო კალციუმი (იონიზირებული ფორმით), აქტიური, D- ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.


რეგენიუმი გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
– კალციუმის და/ან ვიტამინი D3- ის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დეფიციტური მდგომარეობა, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3- ის რაოდენობა არასაკმარისია); – კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში; 
– ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, ოდიოპათიური და სხვა გენეზის) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;


ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. ინიშნება ჭამის დროს.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-12 წლის ასაკში – 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება დგინდება ინდივიდუალურად.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.


საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: დიდი დოზით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები.


– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მატება);
– ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მატება);
– თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
– ვიტამინი D D3-ის ჰიპერვიტამინოზი;
– თირკმლის მძიმე უკმარისობა;
– ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
– სარკოიდოზი;
– ფენილკეტონურია.

უსაფრთხოების ზომები 
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდში კალციუმის და სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის კონტროლი. პლაზმაში მათი დონის მატების და შარდში კალციუმის დონის 7,5 მმოლი/24 სთ (300 მგ/24სთ)-ზე მეტად მატების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან დროებით შეწყვეტა.
რეგენიუმის მიღებისას, დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს ვიტამინი D3- ის მიღების დამატებითი წყაროები. რეგენიუმი არ გამოიყენება ვიტამინებისა და მინერალების კომლექსთან კომბინაციაში, რომელიც შეიცავს კალციუმსა და ვიტამინი D3-ს. 
საკვები, რომელიც შეიცავს ოქსალატებს(მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს(ბურღულეული) ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება ასეთი საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებითა და/ან დიურეზული საშუალებებით, რეგენიუმის მიღებისას საჭიროებენ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კონტროლს. 
რეგენიუმი სიფრთხილით ინიშნება ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ პაციენტებში, ჰიპერკალციემიის რისკის განვითარების გამო.


ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს კალციუმის 1500 მგ-ს და ვიტამინი D3- ის 600 სე-ს. ორსულობის პერიოდში დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური დარღვევები.
კალციუმი და ვიტამინი D3 აღწევს დედის რძეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს კალციუმისა და ვიტამინი D- ს მიღების დამატებითი წყარო.


ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.


სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკრეატინემია; დიდი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში – სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალცინოზი. დოზის გადაჭარბების ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია (პლაზმაში კალციუმის დონე 2,6 მმოლი).
მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატის მიღება. დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. უნდა განისაზღვროს პლაზმაში კალციუმის და კრეატინინის დონე. ჰიპერკალციურიის (7,5 მმოლი/დღე-ღამეში (300 მგ/ დღე-ღამეში) და მეტი) შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.


ფენიტოინსა და ბარბიტურატებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ვიტამინი D3-ის აქტივობა.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში აუცილებელია ეკგ-ისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება მოახდინოს. 
პრეპარატისა და ტეტრაციკლინის ან ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა მიღებებს შორის არანაკლებ 3 საათიანი ინტერვალის დაცვა, რადგან კალციუმი და ვიტამინი D3 ზრდის ტეტრაციკლინებისა და ფტორქინოლონების საჭმლის მომნელებელი სისიტემიდან აბსორბციას.
პრეპარატთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ბიფოსფონატის ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვა, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა რეგენიუმის დოზის მომატება.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს, რადგან ამ დროს ძლიერდება თირკმლის მილაკებიდან კალციუმის უკუშეწოვა. ფუროსემიდი და სხვა “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებები ზრდიან კალციუმის გამოდევნას.
ქოლესტერამინსა და საფაღარათო საშუალებებთან (დამზადებული მინერალურ ან მცენარეულ ზეთზე) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ვიტამინი D3- ის აბსორბციის შემცირება.


პრეპარატის ვარგისობის ვადაა 2 წელი. 
ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!


III ჯგუფი (ექიმის რეცეპტის გარეშე).

კალციმერინი #30ტ

კალციმერინი ტაბ.№30

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს

კალციუმი (Calcium carbonate -1046,33mg. , Calcium Gluconate,lactate- 10,50 mg)

400,00 მგ

მაგნიუმი (Magnesium Gluconate – 12,35mg,Magnesium Oxide – 268,81mg)

155 მგ

თუთია (Zinc Citrate 23.71 mg, Zinc Gluconate – 12.60 mg)

8,50 მგ

ვიტ. D3(Cholecalciferol)

80 IU


ფარმაკოლოგიური მოქმედება: Ca
:უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს. Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. Ca, Mg და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

ჩვენება: კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების  დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში), ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის  მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურანლობა (კომპლექსურ თერაპიაში)  პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

უკუჩვენება: დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა.

მიღების წესი და დოზირება: ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, 12 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი გარსით დაფარული, პეროლარული გამოყენებისთვის.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

რეგენიუმი #10პაკ

რეგენიუმი

 

შემადგენლობა:

რეგენიუმის 1 პაკეტი შეიცავს:

კალციუმის იონები – 500 მგ და ვიტამინი D3 – 400 სე (10 მკგ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ჟოლოს არომატიზატორი, სუკრალოზი, ლიმონის მჟავე, სილიციუმის დიოქსიდი

ჩვენებები:

– კალციუმის და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტი

– კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს

– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

– ოსტეოპოროზისა (მაგ, მენოპაუზის დროს) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

– ალერგიები, ანთებითი პროცესები.

მიღების წესი და დოზირება:

რეგენიუმი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

2 წლიდან მოზრდილებში – 1 პაკეტი დღეში.

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 250მლ ოთახის ტემპერატურის წყალში.

ვარგისობა და შენახვის პირობები:

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ინახება მშრალ ადგილას – 0-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

შეფუთვაშია – 10 პაკეტი

რამნოვიტის ბეიბი 10მლ წვეთები

აღწერარამნოვიტ ბეიბი, წვეთები ახალშობილებისთვის

შემადგენლობა: Lactobacillus rhamnosus SP1, ვიტამინი D3. ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი.

ჩვენებები: ახალშობილისა და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის კარგად შენჯღრევა. რეკომენდებული დღიური დოზა ახალშობილებში, მცირეწლოვან და უფროსი ასაკის ბავშვებში: 6 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. მიიღება დამოუკიდებლად, ხილის წვენთან ან რძესთან ერთად. რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში გამოიყენება 14 დღის განმავლობაში და შემდგომ კეთდება 14 დღიანი პაუზა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, რამნოვიტი ბეიბის მიღება ხდება 3 საათიანი ინტერვალით. თუ ბავშვს ეძლევა სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს, რამნოვიტი ბეიბის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დოზას გადაჭარბება. საკვები დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს ბოთლის კარგად დახურება. არ უნდა მოხდეს პროდუქტის წყალთან კონტაქტი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 მლ წვეთები შიგნით მისაღებად. ყავისფერი მინის ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 5-25 0C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოქმედების ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ფარმა ს“ რედნიცკა ცესტა 47, ჰრ-10000, ზაგრები, ეუ.
ფარმას შვეიცარია, ს.ა.

Don`t copy text!