Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 263

სორვასტა 15მგ #28ტ

43.15 ლარი
40.56 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილგამა 2მლ #5ამპ

მილგამა ხსნარი
Milgama

საერთაშორისო დასახელება – thiamin, pyridoxin, cyanocobalamin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 2 მლ #5 ამპ.

ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
დამხმარე ნივთიერებები – ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. იგი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. თიამინი ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. პირიდოქსინი მონაწილეობს პროტეინის, და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთ მოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება ფართოდ გავრცელებული დეფიციტის მდგომარეობა სწრაფი კუპირება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესტეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარიანს.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთქვეშა შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და მიეწოდება სისხლს (484 ნგ/მლ 15 წუთის შეყვანის პირველ დღეს დოზით-50მგ) და ნაწილდება ორგანიზმში არათანაბრად შემდეგ შემცველობით: ლეიკოციტებში 15%, ერიტრიციტებში 75% და პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო ის უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს ყოველდღე. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და მჟღავნდება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში – 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში – ორი დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ: თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინებს შორის თიამინი შენარჩუნდება ორგანიზმში უმცირეს რაოდენობით. ზრდასრულ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 30მგ თიამინს: 80% თიამინ პიროფოსფატს, 10% თიამინ ტრიფოსფატის და დანარჩენი – თიამინ მონოფოსფატის სახით. კუნთში ინექციის შემდეგ პიროდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის მე-5 მდგომარეობაში ფოსფორილირების შემდეგ. 80%-მდე ვიტამინები უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პიროდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადალახავს პლაცენტას და მჟღავნდება დედის რძეში, დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინურ მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირდება შარდში, აბსორბაციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ B6 ვიტამინს და მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარეა 1,7-3,6 მგ-მდე და შესრულების სიჩქარეა 2,2 – 2,4%.

ჩვენებები

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის სარტყელშემოწერილი სირსველი), პლექსოპტია, ნეიროპატია, პოლინეიროპატია (დიაბეტური, ალკოგოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოხონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია, კუნთოვანი-ტონიკური სინდრომები.

მიღების წესები და დოზები

გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით (ღრმად) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д- პენიცილამინთან, ეპინეფრინთან, ნორეპინეფრინთან, სულფონამიდთან, რომლებიც აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, დექსტროზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).

შენახვის პირობები და ვადები

2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ
გერმანია

ედენორმი 5% 8მლ თვ.წვეთები

32.17 ლარი
30.23 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: სოფთ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სორვასტა 10მგ #28ტ

29.05 ლარი
27.31 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილგამა 100მგ #30დრ

მილგამა 100მგ
Milgama 100mg

საერთაშორისო დასახელება – benfotiamine, pyridoxin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დრაჟე 100მგ #30

ერთი დრაჟე შეიცავს:
ბენფოთიამინი 100მგ, პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი 100მგ, და აგრეთვე მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, ტალკი პოვიდონი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, შელაქი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის ორჟანგი, პოლიეთილენ გლიკოლი-6000, გლიცერინი, ტვინი-80, გლიკოლის ცვილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. ისინი გამოიყენებიან არა დეფიციტიურ მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, არამედ დიდ დოზებით ფლობენ ანალგეზიურ თვისებებს, ხელს უწყობენ სისხლისმიმოქცევას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობის და სისხლისწარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას (ვიტამინი).

ჩვენებები
გამოიყენება სიმპტომატიური თერაპიისთვის ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისას: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), მიალგია, რადიკულარული სინდრომები, რეტრობულბარული ნევრიტეი, სარტყელშემოწერილი ჰერპესი, სახის ნერვის პარეზი. სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია და ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით.

მიღების წესები და დოზები

1-2 დრაჟე სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში საჭირო რაოდენობის სითხესთან ერთად.
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილებისას, სისხლში პრეპარატის დონის სწრაფი ზრდისათვის საჭიროა ერთი ინექცია (2 მლ) ღრმად კუნთში. გამწვავების გავლის შემდეგ და დაავადების მსუბუქ შემთხვევების დროს საჭიროა 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. შემდგომში მკურნალობის გაგრძელებისთვის მიიღება თითო დრაჟე ყოველდღე.

გვერდითი მოვლენები

შესაძლო ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აისახება კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა, მაგალითად გამონაყარი, გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

უკუჩვენება

დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე და გამწვავებული ფორმები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
პრეპარატში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო არ შეიძლება დანიშვნა ახალშობილებისთვის და განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვებისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია

ვიტამინს არ აქვს არავითარი უკუჩვენება 25 მგ-მდე დოზის ყოველდღიური მიღებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. დრაჟე და ხსნარი შეიცავს 100 მგ პრეპარატს, და ამიტომ ამ შემთხევაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ხდება პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. პირველი დახმარება მდგომარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამორეცხვაში, აქტივირებული ნახშირის მიღებაში, სიმპტომატიური თერაპიის დანიშვნაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д-პენიცილამინთან, ადრენალინთან, ნორადრენალინთან, სულფონამიდთან. ლიდოკაინის პარენტერალურ მიღებისას ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებით გამოყენებისას შესაძლებელია გულზე გვერდითი მოქმედების გაძლიერება. ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების დოზის გადამეტების შემთხვევაში არ შეიძლება ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებითი გამოყენება.
თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ რედუცირებად ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალ ნატრიუმთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, გლუკოზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).
ვიტამინი შეუთავსებადია მძიმე მეტალების მარილებთან. ხსნარები, რომლებიც შეიცავენ თიამინს , ვიტამინ , ისევე როგორც ჯგუფის სხვა ვიტამინები, სწრაფად იშლება ტიამინის დაშლის პროდუქტების გამო (რკინის იონების დაბალ კონცენტრაციას შეუძლია ამის შეჩერება). რიბოფლავინს ასევე ახასიათებს დესტრუქციული ზემოქმედება, განსაკუთრებით სინათლესთან ერთდროულ ზემოქმედებისას; ნიკოტინამიდი აჩქარებს ფოტოლიზს, მაშინ როდესაც ანტიოქსიდანტებს ახასიათებთ შემაფერხებელი ზემოქმედება.

შენახვის პირობები და ვადები

დრაჟე: არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.
ვარგისისანობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ,
გერმანია

სორვასტა 5მგ #28ტ

24.60 ლარი
23.12 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მერცის სპეციალური #60 დრაჟე *

მწარმოებელი: MERZ PHARMAგერმანია

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 60 ც.

1 დრაჟე.

β-კაროტინი ………………………….0.90 სე
ვიტამინი A აცეტატი …………………1500 სე
Saccharomyces cerevisie 
საფუარას მშრალი ექსტრაქტი ……….
100მგ
ვიტამინი B1 ნიტრატი ……………….1.20 მგ
ვიტამინი B2 …………………………1.60 მგ
ნიაცინამიდი ………………………….10 მგ
ბიოტინი …………………………….0.01 მგ
L-ცისტინი …………………………..30 მგ
ვიტამინი B6 ჰიდროქლორიდი ……..1.20 მგ
ვიტამინი B12 ციანო კომპლექსი ……0.002 მგ
კალციუმის D ………………………..3.00 მგ
ვიტამინი C …………………………..75.00 მგ
ვიტამინი D3 ………………………….50 სე
ვიტამინი E …………………………..9.00 მგ
რკინის (II) ფუმარატი ………………20.00 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, არაბიკ გუმი,   ცელულოზას ფტალატის აცეტატი, E172 გლუკოზის სიროფი, ინდიგოტინი, სიმინდის სახამებელი, კარნაუბას ცვილი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.

რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ინარჩუნებს ეპითელიალური უჯრედების მთლიანობას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციის მიმართ და თავისი ანტიოქსიდაციური ფუნქციის წყალობით ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, მოქმედებს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

თიამინი (ვიტამინი B1) თამაშობს მთავარ როლს ნახშირწყლოვან ცვლაში, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში.

კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) თამაშობს მთავარ როლს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.

ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.

ჩვენებები:

ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა:

  • მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილებით, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში;
  • გადატანილი დაავადებების შემდეგ;
  • ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპია;
  • არასაკმარისი კვება (დიეტა, შიმშილობა);
  • ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორალურად).

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. A და D ვიტამინების ჰიპერდოზირება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სიმვა-დენკი 40მგ #30ტ

31.39 ლარი
29.51 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დუო-ლაქსი #20ტ

დუოლაქსი

მცენარეული სამკურნალო საშუალება

 

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი:

პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა:   

თითოეულიტაბლეტიშეიცავს:                              

სინამაქის (Cassia acutifolia ) ფოთლების ექსტრაქტი – 54 მგ.

ალოეს  (Aloe arborescens)ფოთლების ექსტრაქტი – 50 მგ.

აღწერილობა: მრგვალი ფორმის, მოყავისფრო ფერის ტაბლეტები ,გამყოფი ხაზით, ალოესთვის დამახასიათებელი ოდნავ მომწარო გემოთი.

სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს:  ძირითადია რეინის დიანტრონები  (დიმერული შენაერთები) , რომლებიც ცნობილია სენოზიდი A და B სახელით (სტერეოიზომერები) . ასევე მონოგლიკოზიდებს –  გლუკორეინს, გლუკოალოე-ემოდინს, რეინის გლიკოზიდებს. თანმხლები ნივთიერებებია ფლავონოლები, კემპფეროლი, იზორამნეტინი , მათი გლიკოზიდები და ფისოვანი ნივთიერებები.

ალოეს ფოთლები შეიცავს  160-მდე აქტიურ ნივთიერებას: ანტრაცენ ნაწარმებს-მათ შორის ალოე-ემოდინს, C გლიკოზიდ-ალოინს.  ამინომჟავებს, ფერმენტებს, C,K,B12  ვიტამინებს და ნიკოტინის მჟავას. მაკრო და მიკრო ელემენტებს: (B,P,AL,MG,CA,K,Na,Si,Fe,Mn,Ba,Ag,Zn,Ni და სხვ.)  აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს.  ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი,  საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.             

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას,  რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას,  მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას. ალოეს ფოთლების ექსტრაქტი აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აკონტროლებს ნაწლავური მიკროფლორის განვითარებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-1Oსთ-ისშემდეგ.

ჩვენებები:

შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია), მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება.

კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ .

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.მოზრდილები(12 წლის ასაკის ზევით) ნახევარი ან  1ტაბლეტი ძილის წინ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია. მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

გვერდითი მოვლენები:

დოზის გადაჭარბების დროს შესაძლოა თან ახლდეს გაძლიერებული ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი. შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი გამყოფი ხაზით ბლისტერზე. კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”  საქართველო. 

ტელ: 2 109916

სიმვა-დენკი 20მგ #30ტ

20.88 ლარი
19.63 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!