Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 271

დეკოლი 150მლ ხსნარი

დ ე კ ო ლ ი

(150 მლ ფლაკონი)

DECOLI

(საკვები დანამატი)

შემადგენლობა:

დეკოლის ყოველი 5 მლ შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:

– კამის თესლის ზეთი – 2.3 მგ

– ნატრიუმის ბიკარბონატი BP

– 52.5 მგ – სიმეტიკონი

– 0.8 მგ

(გარდა ამისა: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სტივია, ჯინჯერი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი;)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: დეკოლი არის უსაფრთხო და ეფექტური, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ხასიათდება ანტაციდური, სპაზმოლიზური, და აირების წარმოქმნის საწინააღმეგო მოქმედებთ. სიმეტიკონი-ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა, დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებსაირების წარმოქმნას ნაწლავებში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი ზედაპირით. კამის თესლის ზეთი – განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში, უპირატესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იმ დაავადებების დროს, რომელთაც აღინიშნებათ სპაზმები, მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში (კოლიტი, ნაწლავის კოლიკა). ნატრიუმისბი კარბონატი – არის ანტაციდი, იგი ანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას. კოჭა-იგივე ჯანჯაფილი- რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იგი ეფექტურია მეტეორიზმის დროსაც.

გამოყენება და ჩევნებები:

ჩვილებში დამხმარე უსაფრთხო, ბუნებრივი და ეფექტური საშუალება

-აირების მომეტებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის;

– მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი)

– გასტრო-ინტერსტიციული მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით; აირების ყლაპვა, კვებითი დარღვევები, …

– ჩვილებში, კოლიკით და მეტეორიზმით გამოწვეული აღგზნებულობა, მოუსვენრობა, ჭირვეულობა და ნევროზულობა.

გთხოვთ, პროდუქტის გამოყენებამდე, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

– არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ მომეტებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

– არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის პრობლემები.

– არ გამოიყენოთ დეკოლი 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

– თუ ახალშობილს დეკოლის მიღების მიუხედავად აღენიშნება ჭირვეულობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დოზირება და მიღების რეჟიმი:

– 0-1 თვემდე

– 2.5 მლ (1/2 კოვზი)

1-6 თვემდე – 5 მლ (1 კოვზი)

– 6-12 თვემდე – 10 მლ (2 კოვზი)

ეს დოზები შეიძლება მიღებულ იქნას ყოველი კვების დროს ან კვების შემდეგ, დღის განმავლობაში 3 -4 ჯერ დღეში.

დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები: როგორც წესი, დეკოლი გადაიტანება კარგად და გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევებშიც არ გამოვლენია; რაიმე სახის გვერდითი მოვლინების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე, ძალიან ღია ჩალის ფერი სითხე, მინის ფლაკონი – შეიცავს 150 მლ პროდუქტს. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: დეკოლი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30ºC -სა. გახსნის შემდეგ ინახება 1 თვით; ვარგისიანობა გაუხსნელად 3 წელია, რაც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე;

არ გამოიყენოთ დეკოლი ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

პროდუქტის მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელია: Yeni Pharma Tibbi Malzeme ilac ve dis. Tic. Ltd. Istanbul – Turkey.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D PHARMA GEORGIA.

პარადოქს ომეგა 3,6,9 #30კაფს

პარადოქს ომეგა 3,6,9 კაფსულები N30

ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას & აუმჯობესებს ცირკულაციას, უნარჩუნებს სახსრებს მოქნილობას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას

ომეგა 3,6,9 + პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

 

უნიკალური ფორმულა                    

√   შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში

√   ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო

√   სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი

  მაღალი EPA & DHA + ვიტამინი D3

  შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს

  არ ააქვს სუნი და დამახასიათებელი გემო

“A new generation of Omegas”

Dr Geoff. Hayhurst

ხარისხი

პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

სტაბილურობა

ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა  

20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობაg

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა

ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

უნიკალური უპირატესობა:

თავის ტვისის და თვალის ჯანმრთელობა

დღესდღეობით ომეგა 3 მიიჩნევა ტვინისა და ბადურის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებად, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ნეირონულ ფუნქციას და მხედველობის სიმახვილეს.

ცნობილია , რომ DHA   მნიშვნელოვნად ცვლის უჯრედის მემბრანის ბევრ ძირითად თვისებას. მაგ: ელასტიკურ შეკუმშვას, გამტარიანობას, ურთიერთქმედებას საკვანძო  მარეგულირებელ ცილებთან. ომეგა3 ცხიმოვანი მჟავა DHA/EPA  არის მნიშვნელოვანი თავის ტვინის და თვალის ჯანმრთელობისათვის.

გულის ჯანმრთელობა

გამოკვლევებმა აჩვენა კაშირი გულის დაავადებების განვითარების რისკსა და მონო და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავების  მიღებას შორის. განსაკუთრებით ეს ეხება ომეგა 3 ცხ. მჟავებს. მრავალმა გამოკვლევამ და ცდებმა აჩვენა, რომ უფრო მაღალი დოზით DHA   პლუს EPA მიღებას შეუძლია  გავლენა იქონიოს გულ-სისხლ ძარღვთა  დაავადებების (მათ შორისაა ფატალური გულის შეტევა) განვითარების რისკის ფაქტორებზე, მაგალითად უზმოზე ტრიგლიცერიდების დონის შემცირება, HDL-ქოლესტერინის შემცირება, სისხლის სიბლანტის შემცირება, სისხლ-ძარღვთა რეაქტიულობისა და სხვა თრომბოგენური რისკის ფაქტორების შემცირება. აგრეთვე ომეგა მჟავები მოქმედებენ არა ტრადიციულ რისკ ფაქტორებზე, რომლებიც არ არის შეფასებული საზოგადოებრივი ჯან-დაცვის სისტემის მიერ, მაგ: გული შეკუმშვათა რაოდენობის შემცირება მოსვენებულ მდგომარეობაში, ანტი არითმიული მოქმედება. კვლევებით აგრეთვე დადასტურებულია ,რომ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავები ახდენენ უკვე განვითარებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სტაბილიზებას.

ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობა

ომეგა 3 შეუძლია შეაჩეროს სახსრის ხრტილის დეგრადაციის პროცესი, მოახდინოს ანთებითი პროცესების მოდულირება, შეამციროს ანთებითი უჯრედების რაოდენობა სახსრებში და გამოიწვიოს სხვდასხვა სიმპტომის შემსუბუქება სახსრების დაავადებების დროს. პარადოქსი აგრეთვე შეიცავს D-ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას და ძლიერ ანტი-ოქსიდანტებს, რომლებიც აგრეთვე ამცირებენ ანთებით რეაქციებს.

ჯანმრთელი კანი

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით EPA მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კანისა და თმის შენარჩუნებისთვის. ის არეგულირებს ცხიმის წარმოქმნის პროცესებს კანში და იცავს მას გამოშრობისაგან

 

უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო, დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

 

პარადოქს ომეგა 3,6,9 კაფსულები 1000მგ

შემადგენლობა

 

ორიკაფსულა

პარადოქს ომეგა ზეთი

 

2000 მგ

ომეგა 3

 

550 მგ

მათგან EPA DPA DHA

 

480 მგ

  ომეგა 6

 

68 მგ

ომეგა 9

 

440 მგ

   ვიტამინი D3

24% RDA

1,2 μg

ვიტამინი E

20% RDA

2.4 მგ

ენერგეტიკული ღირებულება

 

18.0 კკალ

ცილა

 

0

ნახშირწყლები

 

0

ცხიმები

 

2,0 გ

კაფსულა: თევზის ჟელატინი BP, გლიცეროლი BP

რეკომენდირებული დღიური დოზა:

მოზრდილები: 1-3 კაფსულა

12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა

უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

კვლევები ჩატარებულია, შემუშავებულია და წარმოებულია დიდ ბრიტანეთში,

ჩრდილოეთ ირლანდია

Paradox Omega Oils Ltd

Belfast BT4 2AG,

Northern Ireland, UK

კომბიფლორი #8 საშ (A+B)

COMBIFLOR sachets N

 

წყლის, ელექტროლიტური  და ნაწლავური მიკრობული ფლორის სასიამოვნო გემოს მქონე  კომპლექსი დიარეის დროს ფიზიოლოგიური ბალანსის აღსადგენად. შემადგენლობა შესაბამისია თანამედროვე პედიატრიული გასტროენტეროლოგების რეკომენდაციების (ESPGHAN).

შემადგენლობა:     

A პაკეტი (რეჰიდრატაციისთვსი ): დექსტროზა, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ქლორიდი.

B პკეტში:  8 მილიარდი პრობიოტული კულტურა  (Lactobacillus acidofilus, Bifidobacterium longum, saccharomyces boulardii), რომელთა ეფექტურობაც დარღვეული მიკრობული ბალანსის რეგულირებაში კველევებით არის დადასტურებული .

თუთია – ამცირებს დიარეის ეპიზოდება.

გამოყენება: 2 პაკეტი (А და В) ერთდროულად უნდა გაიხსნას 100 მლ.წყალში და მიიღება ნელ ნელა წილადობრივად.

თუ ბავშვს დიარეასთან ერთად აქვს ღებინება ,უმჯობესია მიეცეს ყოველ 2 წთ.-ში მცირე დოზებით ჩაის კოვზით(5 მლ).

დღეღამური დოზა : მწვავე პერიოდში 3 პაკეტი დღში (3-А +В)

დასაშვებია გამოყენებული იქნეს ჩვილებში (0 წლის ასაკიდან)

ფორთოხლის არომატი სასიმოვნო გემოას აძლევს ხსნარს და ამარტივებს მის მიღებას.

გლუტეინის და ლაქტოზის გარეშე.

 

დეგრიპო 100 მლ ბალზამი

28.60 ლარი
26.89 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: რეფორმ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პარადოქს ომეგა 3,6,7,9სპორტ#30

პარადოქს ომეგა – 3,6,7,9 სპორტი კაფსულები N30 

ომეგა ცხიმოვანი მჟავების უნიკალური ნარევი, იცავს სპორტსმენებს ტრავმებისგან & ანთებითი ხასიათის დაზიანებისგან

 

ომეგა 3,6,7,9 +პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი 

უნიკალური ფორმულა

√   შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში

√   ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო

√   სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი

√   ულტრა მაღალი  EPA & DHA

√   შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს

√   თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე

“A new generation of Omegas”

Dr Geoff. Hayhurst

ხარისხი

პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

სტაბილურობა

ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა 

20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა

ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

უნიკალური უპირატესობა: 

წარდგენა & აღდგენა

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები კარგად არის შესწავლილი და ცნობილია მითი დადებითი როლი გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, ლორწოვანი გარსის და თავის ტვინის  ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მათ აქვთ ა დადებითი ეფექტი თერმოგენეზის პროცესში, ანაბოლიზმზე, ინსულინის მგრძნობელობაზე ისინი ამცირებენ PG2 პროსტაგლანდინებს, შესაბამისად ამცირებენ ანთებით პროცესებს და ხელს უწყობენ აღდგენით პროცესებს

კუნთები და სახსრები

ინტენსიური  ვარჯიში ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გავრცელებას და ანთებითი პროცესების განვითარებას კუნთებსა და სახსრებში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერად ინტენსიური ვარჯიშიც კი იგივენაირად მოქმედებს კუნთებზე და ზრდის ანთების განვითარების და ტრავმების რისკს. სპორტსმენებს, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობდნენ და მიიღეს ომეგა ცხიმოვანი მჟავები სისხლში ჰქონდათ დაბალი დონე მარკერისა, რომელიც ანთებით რეაქციას იწვევს და  მაღალი დონე ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებისა.

კონცენტრაცია

დაბალანსებული ცხიმოვანი მჟავები დადებითად მოქმედებენ თავის ტვინზე და აუმჯობესებენ ფოკუსირების და ყურადღების კონცენტრირების უნარს რაც ასე ძალიან სჭირდებათ სპორტსმენებს

ფილტვები

ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებენ ფილტვის ფუნქციას სპორტსმენებში ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდგომ.

უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო,  დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციასშეესაბამება ევრო კავშირის ყველამოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატზერომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

                                                                                                                                 

პარადოქს ომეგა 3,6,7,9 სპორტი კაფსულები N30

შემადგენლობა

 

ერთიკაფსულა

პარადოქს ომეგა ზეთი

 

990 მგ

ომეგა 3

 

285 მგ

მათგან EPA DPA DHA

 

250 მგ

  ომეგა 6

 

34 მგ

ომეგა 7

 

100 მგ

ომეგა 9

 

212 მგ

   ვიტამინი D3

15% RDA

0,6 μg

ვიტამინი E

10% RDA

1,2 მგ

ენერგეტიკული ღირებულება

 

8,9.კკალ

ცილა

 

0

ნახშირწყლები

 

0

ცხიმები

 

0,99გ

კაფსულა: გლიცერინი ბპ (ჰალალ/კოშერი), ლიმონის მჟავა,სიმინდის სახამებელი, რკინის ყვითელი ოქსიდი,

ცელულოზა, საკრალოზა

რეკომენდირებული დღიური დოზა:

12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა

უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

კვლევები ჩატარებულია, შემუშავებულია და წარმოებულია დიდ ბრიტანეთში,

ჩრდილოეთ ირლანდია

Paradox Omega Oils Ltd

Belfast BT4 2AG,

Northern Ireland, UK

კოლედანი 15000სე/მლ 10მლ ფლ.

კოლედანი 15000სე/მლ 10მლ ფლ.

 

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 15000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი “ტუტი-ფრუტი”, გასუფთავებული წყალი.

ათქ კოდი: A11CC05 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. ვიტამინ D-ს  უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდას.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ვიტამინ D-ს  ბუნებრივ ფორმას, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D2-თან შედარებით, ხასიათდება 25%-ით მეტი აქტივობით. ქოლეკალციფეროლი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების აბსორბციაში, მინერალური მარილების ტრანსპორტსა და ძვლების კალციფიკაციის პროცესში, აგრეთვე არეგულირებს თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებში კალციუმის იონების არსებობა უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მიოკარდიუმის ფუნქციას, ხელს უწყობს ნერვული აგზნების გატარებას, არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს. ვიტამინი D აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ახდენს რა გავლენას ლიმფოკინების პროდუქციაზე.
საკვებში ვიტამინ D-ს  ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს, მოზრდილებში – ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა განვითარდეს ტეტანიის სიმპტომები, ახალშობილებში გაძვალების პროცესების დარღვევა. ვიტამინ D-ზე    მოთხოვნილება იზრდება ქალებში მენოპაუზის პერიოდში, რადგან მათ ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებით ხშირად უვითარდებათ ოსტეოპოროზი.  

ფარმაკოკინეტიკა
ქოლეკალციფეროლის წყალხსნარი უკეთ შეიწოვება, ვიდრე ზეთოვანი ხსნარი. ამას მნიშვნელობა აქვს დღენაკლულ ბავშვებში გამოყენებისას, რადგან პაციენტების მოცემულ კატეგორიაში აღინიშნება ნაღვლის პროდუქციის და ნაწლავში გადასვლის უკმარისობა, რაც არღვევს ზეთოვანი ხსნარების სახით არსებული ვიტამინების შეწოვას. 
შიგნით მიღების შემდეგ, ქოლეკალციფეროლი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში. 
პრეპარატი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს. გამოიყოფა ქალის რძეში. ქოლეკალციფეროლი კუმულირდება ორგანიზმში.
ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში, ტრანსფორმირდება აქტიურ მეტაბოლიტად – კალციფეროლად, რომელიც უერთდება ცილა-გადამტანებს, ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები).
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს რამდენიმე დღე-ღამეს და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც. გამოიყოფა თირკმელებით უმნიშვნელო რაოდენობით. ქოლეკალციფეროლი და მისი ცვლის პროდუქტების დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველით ნაწლავებში, საიდანაც შესაძლოა მათი ხელახალი შეწოვა ენტეროჰეპატური ცირკულაციის სისტემის შექმნით ან ექსკრეტირება  ფეკალიებით. 

გამოყენების ჩვენებები
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
– ვიტამინ D-ს დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა);
– რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები;
– ჰიპოკალცემიური ტეტანია;
– ოსტეომალაცია;
– მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი).
ოსტეოპოროზის, მათ შორის პოსტმენოპაუზის ასაკის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება
კოლედანი მიიღება შიგნით, გახსნილი ერთ კოვზ სითხეში (1 წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკალციფეროლს). ძუძუმწოვარ ბავშვებს წვეთებს აძლევენ ერთ კოვზ რძესთან ან ფაფასთან ერთად. წვეთების ბოთლში ან თეფშში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთ დროს დოზის სრულად მიღების გარანტირება შესაძლებელი არ არის. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, ვიტამინ D-ს რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც პაციენტი იღებს საკვები რაციონიდან და სამკურნალო პრეპარატების ფორმით. 

პროფილაქტიკური დოზები
დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას პრეპარატი ინიშნება დოზით 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. 
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში. 
ორსულებს ყოველდღიურად უნიშნავენ 500 სე (1 წვეთი) დღე-ღამეში მთელი ორსულობის პერიოდში ან 1000 სე (2 წვეთი) დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან. 
პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 

თერაპიული დოზები
რაქიტისას პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად დოზით 2000-5000 სე (4-10 წვეთი) დღე-ღამეში 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამ დროს საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ბიოქიმიური მაჩვენებლების (კალციუმის, ფოსფორის დონე, ტუტე ფოსფატაზის აქტივობა სისხლში და შარდში) კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 2000 სე (4 წვეთი) დღე-ღამეში 3-5 დღის განმავლობაში, შემდგომ, კარგი ამტანობისას, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო (ჩვეულებრივ 3000 სე (6 წვეთი) დღე-ღამეში) დოზამდე. დოზა 5000 სე (10 წვეთი) დღე-ღამეში ინიშნება მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას. საჭიროებისას, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკვეთრი ეფექტის მიღებამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით 500-1500 სე (1-3 წვეთი) დღე-ღამეში. 
რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისაას ინიშნება 20000-30000 (40-60 წვეთი) დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
პოსტმენოპაუზის ასაკის ოსტეოპოროზის მკურნალობისას (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 

წინააღმდეგ ჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის  და პრეპარატის სხვა კომპონენტების (განსაკუთრებით ბენზილის სპირტი) მიმართ;
– D ჰიპერვიტამინოზი;
– სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება;
– შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმელებში კალციუმის ოქსალატური ქვების წარმოქმნა);
– სარკოიდოზი;
– თირკმლის უკმარისობა.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი იმობილიზაციის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში; თიაზიდების, საგულე გლიკოზიდების მიღებისას; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; ძუძუმწოვარ ბავშვებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).  

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ვიტამინ D3-ის  მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის იშვიათად გამოვლენისას ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზის მიღების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება; თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი; შეკრულობა; პირის სიმშრალე; პოლიურია; სისუსტე; ფსიქიკის დარღვევა, მათ შორის დეპრესია; სხეულის მასის დაკარგვა; ძილის დარღვევა; ტემპერატურის მომატება; შარდში ცილის, ლეიკოციტების, ჰიალინური ცილინდრების გამოვლენა; სისხლში კალციუმის დონის მომატება და მისი შარდით გამოყოფა; შესაძლებელია თირკმელების, სისხლძარღვების, ფილტვების კალცინოზი. D ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, კალციუმის შეზღუდვა, ვიტამინების A, C და B დანიშვნა. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ვიტამინ D-ს ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება. 
ბავშვებში პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება და პერიოდული გამოკვლევებისას დოზირების რეჟიმის კორექცია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში. 
კოლედანის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან პრეპარატის დარტყმითი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული D3 ჰიპერვიტამინოზი.
ერთდროულად არ უნდა გამოიყენოთ კოლედანი და კალციუმი მაღალი დოზებით.
პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონის კონტროლი.   

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
კოლედანი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას კოლედანის მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოვლენის გამო. 
კოლედანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის 1 კვირიდან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კოლედანის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რიფამპიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას ქოლეკალციფეროლის აბსორბცია მცირდება.
კოლედანისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთად გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი. 
კოლედანის საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს მათი ტოქსიკური მოქმედება (იზრდება გულის რითმის დარღვევების რისკი). 

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, დიარეა, ნაწლავური კოლიკა. ხშირი სიმპტომებია თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, ატაქსია, სტუპორი, სხეულის მასის პროგრესული კლება. ვითარდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსთენურიით, ნიქტურიით და არტერიული წნევის მომატებით.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანა გარსის შემღვრევა, იშვიათად – მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტის განვითარებამდეც კი. შესაძლებელია თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რბილი ქსოვილების კალციფიცირება, მათ შორის სისხლძარღვების, გულის, ფილტვების, კანის.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა. ინიშნება დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

გამოშვების ფორმა
წვეთები შიგნით მისაღებად, 10 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

დაიპო ქეარ 40გ კრემი

კრემი DIAPO-CARE®

ახალშობილის გაღიზიანებულ კანზე ზრუნვა
რა არის კრემი DIAPO-CARE®?
კრემი DIAPO-CARE® – ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს პროტეაზების ინჰიბიტორებს. კრემი წარმოქმნის დამცავ ბარიერს ბავშვის მგრძნობიარე კანზე და პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორების საშუალებით იცავს მას საფენებით გამოწვეული დერმატიტისგან. კრემის რბილი ტექსტურა ამარტივებს წასმას საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ახალშობილის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს. 
ორმაგი მოქმედების უზრუნველყოფა ხდება ორი აქტიური ინგრედიენტით: 
1. პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები: იცავს კანს საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარებისგან. 
2. დექსპანთენოლი განაპირობებს კანის გაჯანსაღებას ბუნებრივი გზით, ინარჩუნებს მის სირბილეს და ტენიანობას.  

რა არის საფენებით გამოწვეული დერმატიტი?
ყველა ახალშობილს დროდადრო აღენიშნება საფენებით გამოწვეული დერმატიტი ზომიერი ამ მძიმე ფორმით. საფენებით გამოწვეული დერმატიტი-კანის გაღიზიანების და დაზიანების გავრცელებული ფორმა, რომელიც როგორც წესი გამოვლინდება ბავშვის დუნდულებზე მკვეთრი წითელი ლაქების სახით. 

საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარება ჩვეულებრივ განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 
• კანის ხანგრძლივი კონტაქტი ფეკალურ მასებთან 
• დიარეა
• ძუძუთი კვებიდან ხელოვნურზე გადასვლა 
• მყარი საკვების მიღება 
• კბილების ამოსვლა 
• მრავალჯერადი მედიკამენტური მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის დროს 
საფენებით გამოწვეული ზომიერი ან მძიმე დერმატიტის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ფერმენტები-კერძოდ პროტეაზები. ფეკალური მასების შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი პროტეაზები აღიზიანებს და აზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. კრემ DIAPO-CARE®-ს შემადგენლობაში შედის პროტეაზების ინჰიბიტორები-ბუნებრივი წარმოშობის უნიკალური ინგრედიენტები, რომლებიც ანეიტრალებს ფერმენტების მოქმედებას და იცავს ბავშვის მგრძნობიარე კანს. 

რით არის გამოწვეული ბავშვის კანზე კრემ DIAPO-CARE®-ის სამკურნალო და დამცავი მოქმედება? 
როდესაც კრემი DIAPO-CARE®-ის წასმა ხდება ბავშვის კანზე, მის შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების ინჰიბიტორები წარმოქმნიან დამცავ ბარიერს, რომელიც ანეიტრალებს ფეკალიების შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების აქტივობას, რაც ხელს უწყობს დაზიანებული კანის შეხორცებას და ამავდროულად იცავს მას შემდგომი გაღიზიანებისგან. დექსპანთენოლი განაპირობებს ახალშობილის კანის ბუნებრივ შეხორცებას და აუმჯობესებს მის ჰიდრატაციას. კრემი  DIAPO-CARE ადვილად ისმევა და ბავშვის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს. 

როგორ გამოიყენება კრემი  DIAPO-CARE®?
თანაბრად წაუსვით კრემი DIAPO-CARE®-ის თხელი ფენა ახალშობილის დუნდულების მიდამოზე საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კანის ნაოჭებს. 
საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ საჭიროა შესაბამის მიდამოში კანის გაწმენდა და გაშრობა. რაც შეიძლება ხშირად უცვალეთ ბავშვს დაბინძურებული საფენი.  

რა შედის კრემი DIAPO-CARE®-ის შემადგენლობაში?
კრემის ყველა კომპონენტი ჰიპოალერგიულია. 
აქტიური კომპონენტები: კარტოფილიდან გამოყოფილი პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები და დექსპანთენოლი. 
კომპონენტები: წყალი, დეცილოლეატი, კალუსური კულტურის ექსტრაქტი, დექსპანთენოლი, კაპრილიკი/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ცეტეარილის სპირტი, ვაზელინი, გლიცერინი, გლიცერილ სტეარატი SE, გლიცერილ სტეარატი, პოლიაკრილური კროსპოლიმერი-11, დიმეტიკონი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სტეარილგლუტამატი, ქსანტანის ცვილი.  

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 
კრემი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
კრემის პირში მოხვედრისას რჩევისთვის დაუკავშირდით ექიმს. 
მოერიდეთ თვალებთან და კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. 
თუ ბავშვის კანის მდგომარეობა უარესდება, დერმატიტის საკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 

გამოშვების ფორმა
ტუბი, შეიცავს 40გ-ს. 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას (არაუმეტეს 30oC). 

კინატროფინა 200მლ სიროფი

კინატროფინა
KINATROFINA

კინატროფინას სიროფი არის მულტივიტამინი, რომლის შემადგენლობაში შედის ექინაცეა, უნკარია, ღლერძა, ფუტკრის რძე, აკაციის თაფლი და პოლივიტამინები. გამოიყენება კვებითი დეფიციტის აღსადგენად ან ამ ნივთიერებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

შემადგენლობა

გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, აკაციის თაფლი, დაცული ვიტამინი C სტანდარტიზებული 97,5 %-მდე (ასკორბინის მჟავა, დამცავი აგენტი: ეთილცელულოზა), არომატიზატორი, დამჟანგავი აგენტები: ნატრიუმის ლაქტატი, ფუტკრის რძე,  კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ექინაცეას მშალი ექსტრაქტი სტანდატიზებული 0,6%-იან ექინაკოსიდში (ვიწროფოთლიანი ექინაცეას (ლათ.EEchinacea Angustifolia) ფესვი,  მალტოდექსტრინი), ნიკოტინამიდი, ბეტაკაროტინი სტანდარტიზებული 10%-მდე (სოიოს ცილა, გლუკოზის სიროპი, ბეტა-კაროტინი, ანტიოქსიდანტები: ალფატოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, შეწებების საწინააღმდეგო: ტრიკალციუმ ფოსფატი), გლერძას (Astragalus) მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 16% პოლისაქარიდამდე (გლერძა აპკოვანის (Astragalus membranaceus) ფესვი, მალტოდექსტრინი), კალციუმის პანტოთენატი,  უნკარიას თხევადი ექსტრაქტი  hydroalcolic D/E 1:1 (უნკარიას ქერქი), პირიდოქსინ ქლორჰიდრატი, რიბოფლავინი, თიამინ ქლორჰიდრატი, ვიტამინი B12  სტანდატიზებული 0,1%-მდე (მალტოდექსტრინი, დამჟანგავი აგენტი: ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატი, ციანკობალამინი), ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, დამჟანგავი აგენტი: ლიმონმჟავა.

ჩვენება:
კინატროფინას სიროფი აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას, ხელს უწყობს როგორც მოზარდი ორგანიზმის, ასევე ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, რეკონვალესცენციის პერიოდში აძლიერებს ძალების აღდგენას და გაჯანსაღებას.კინატროფინას სიროფის ინგრედიენტების მკაცრი შერჩევა ხელს უწყობს კომპონენტების სინერგიულ მოქმედებას, რაც ზრდის მის ეფექტურობას.პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება სასარგებლოა სეზონის ცვალებადობის დროს, განსაკუთრებით, შემოდგომა –ზამთარში.  

დოზირება:

ყოველდღიური რეკომენდებული დოზა არის პროდუქტის 12,5 მლ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი შეიძლება მიიღოთ სუფთა სახით, თანმხლები საზომი კოვზის გამოყენებით ან  წყალში გახსნილი. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
პროდუქტის ნატურალობის გათვალისწინებით, მისი შემცველობა შესაძლოა დაილექოს ფსკერზე, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის ცვალებადობის მაჩვენებელს.
აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობელებს და საკვებ საღებავებს.

განსაკუთრებული მითითება:

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.  შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. გამოყენების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შენახული გამოუყენებელი  შეფუთული პროდუქტი. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა სიროპი ფლაკონი, 200მლ
წონა ნეტო: 233 გრ.
საკვები ღირებულება:
 შემცველობა                     100 მლ.                            ერთ დოზაში (12,5მლ)      
რიბოფლავინი (ვიტ. B2 )         6,4 მგ.                                      0,8 მგ.    
ნიკოტინამიდი (ვიტ. PP)         72 მგ.                                      9 მგ.    
პანტოთენის მჟავა(ვიტ. B5)       24 მგ.                                       3 მგ.    
პირიდოქსინი (ვიტ. B6)           8 მგ.                                      1 მგ.    
ფოლის მჟავა (ვიტ. B9)          800 მკგ.                               100 მკგ.    
ციანკობალამინი (ვიტ. B12)      4 მკგ.                                   0,5 მკგ.    
ბიოტინი (ვიტ. H)              0,6 მგ.                                      0,075 მგ.    
ასკორბინის მჟავა (ვიტ. C)     720მგ                                      90 მგ.  
ბეტაკაროტინი                            4 მგ.                     0,5 მგ.
ვიწროფოთლიანი ექინაცეა                100 მგ.                     12,5 მგ                 
Echinacea Angustifolia
გლერძა აპკოვანი  Astragalus membranaceus    40მგ                      5 მგ.    
უნკარია Uncaria tomentosa                          24 მგ.                      3 მგ.                     
                     
სავაჭრო ნიშანი და პროდუქტის მფლობელი: DIFASS SA:
შეფუთულია: Via A. Lorenzetti  3/A ( once Via B. Cellini, 63-69) Loc. Sambuca V.P. – Tavarnelle V.P. (FI),
პროდუქცია შეყვანილია ჯანდაცვის სამინისტროს საკვები დანამატების ჩამონათვალში: კოდი XAD 06588-Y
დისტიბუტორი საქართველოში: OMMUR LTD
საქართველოს ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქცია

პარადოქს ომეგა 3 სასკოლ#30კაფს

პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30

მარტივი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მიიღონ კუთვნილი ომეგა 3 დღიური დოზა.

ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას. 

სუფთა & ნატურალური საღეჭი ომეგა 3 კაფსულა

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი;

უნიკალური ფორმულა

√   შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში

√   ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო

√   სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი

√   ულტრა მაღალი  EPA & DHA

√   შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს

√   თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე

“A new generation of Omegas”Dr Geoff. Hayhurst

ხარისხი

პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

სტაბილურობა

ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსოდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა 

20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა

ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

უნიკალური უპირატესობა:

ADHD, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიური დარღვევები,სიძნელეები სწავლასა და კონცენტრირებაში

კარგად არის ცნობილი რომ თევზის  ზეთის მთავარი ცხიმოვანი მჟავები, როგორებიცაა EPA /DHA ეხმარება ბავშვებს ყურადღების კონცენტრირებაში და სწავლის დროს სიძნელეების დაძლევაში. დადასტურებულია კავშირი  EPA /DHA ნაკლებობასა და ყურადღების

დეფიციტს და ჰიპერაქტიურ დარღვევას შორის

სიმსუქნე ბავშვებში და დიაბეტი

სიმსუქნე ბავშვებში არის მზარდი პრობლემა მოზრდებში და მას ხშირად თან ახლავს მეტაბოლური სინდრომი დიაბეტისა და კარდიო-ვასკულარული დაავადებების განვითარების მაღალი რისკით. გამოკვლევებმა, რომელიც ჩატარდა აშშ-ში აჩვენა, რომ პოლი უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი მოხმარება ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.

ასთმა

ასთმა ბავშვთა ასაკში არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასთმის ეპიდემიის მიზეზი  ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების პროპორციის დარღვევაა ავსტრალიის კვებით რაციონში პარადოქს ომეგა სასკოლო უზრუნველყოფს  ომეგა ცხიმოვანი მჟავების სწორ ბალანსს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

 

უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო,  დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.

 

მარტივი და სასიამოვნო გზა ბავშვებისთვის მიირთვან თევზი

 

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციასშეესაბამება ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

 

პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30  

შემადგენლობა

ერთიკაფსულა

პარადოქს ომეგა ზეთი

990მგ

ომეგა 3

280 მგ

მათგან EPA DPA DHA

250 მგ

 

100 გრამში

   ვიტამინი D3

75μg

ვიტამინი E

120mg a-TE

ენერგეტიკული ღირებულება

900 კკალ

ცილა

0

ნახშირწყლები

0

ცხიმები

100 გ

კაფსულა: გლიცერინი ბპ (ჰალალ/კოშერი), ლიმონის მჟავა,სიმინდის სახამებელი, რკინის ყვითელი ოქსიდი,

ცელულოზა, საკრალოზა

რეკომენდირებული დღიური დოზა:

1 საღეჭი კაფსულა

უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობი სვადა:  3 წელი. 

კანავიტი 10მგ/მლ 1მლ #5ა

28.60 ლარი
26.88 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: HBM pharma

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!