Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 276

კალცი D დენკი #20ტ შუშხ

31.12 ლარი
29.25 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომეგა-3 მარინი #60კაფს

ომეგა 3 მარინი № 60 

(OMEGA 3)

შემადგენლობა:
ომეგა-3 მარინის -ის ყოველი კაფსულა შეიცავს 200მგ ცხიმოვან მჟავებს (ეიკოზაპენტაენური 219 მგ და დეკოზაჰექსაენური 146 მგ – IEPA და DHA)

ნუტრიციული ანალიზი 2 კაფსულისათვის:
ენერგეტიკული ღირებულება: 8კკალ 34კჯ.
პროტეინებიL 0.25გ; ნახშირწყლები: 0.14გ; ლიპიდები: 0.73გ
მათგან ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.5გ
უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.68გ
აქედან ომეგა 3 – 400მგ
ვიტამინი E (დღიური რეკომენდირებლი ნორმის 100%) – 10მგ
არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე
არ შეიცავს კონსერვანტებს
არ შეიცავს გლუტეინს
რძის ნაწარმის გარეშე
არ შეიცავს არც სუფრის მარილს და არც შაქარს

გამოყენების რეკომენდაცია:
არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტივებს იმუნურ სისტემას
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანი იგი შეივსოს ომეგა-3-ით.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებში დღეში ორი კაფსულა, ერთჯერადად ან თითო კაფსულა დღეში ორჯერ საკვების მიღების დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
ამ საკვები დანამატის მიღება რეკომენდებულია მრავალფეროვანი საკვების ფონზე.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.

წინააღმდეგჩვენება:
არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
ლაბორატორია ვიტარმონილი; მონტეგიუ, საფრანგეთი
მისამართი:

LABORATOIRES VITARMONYL

PARC D’ACTIVITE VENDEE SUD LOIRE

85612 MONTAIGU CEDEX – FRANCE

გლუკოზა 40% 10მლ #10ა(თბ)

გლუკოზა 40% 10მლ #10ა

1 ამპულა (10 მლ) შეიცავს:
გლუკოზას – 4 გ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავას 0.1 M ხსნარი PH 3.0-4.0-მდე, საინიექციო წყალი.


გლუკოზა ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, ნაწილობრივ ფარავს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგს, რადგან ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს. 
გლუკოზის 40% ხსნარი ჰიპერტონულია. ხსნარის ვენაში შეყვანისას მატულობს სისხლის ოსმოსური წნევა, ძლიერდება სითხის გადასვლა ქსოვილებიდან სისხლში, სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ძლიერდება გულის კუნთის კუმშვითი ფუნქცია, ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება დიურეზი.


ქსოვილებში გლუკოზა განიცდის ფოსფორილირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება გლუკოზო-6-ფოსფატი, რომელიც აქტიურად ერთვება ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გამოიყოფა შარდით.


ჰიპოგლიკემია, ინფექციური დაავადებები, ჰეპატიტი, ღვიძლის დისტროფია და ატროფია, ტოქსიკოინფექციები, ინტოქსიკაციები (ნარკოტიკებით, ნახშირჟანგით, დარიშხანით, ფოსგენით მოწამვლა), შოკი, კოლაფსი. 40% გლუკოზის ხსნარი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცვლელი და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. გამოიყენება ვენაში შესაყვანი სამკურნალო საშუალებების ხსნარების მოსამზადებლად.


პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში, ნელა, 10-15 მლ ერთჯერადად. მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 250 მლ. გლუკოზის სრული და სწრაფი ათვისებისათვის კანქვეშ შეიძლება ინსულინის შეყვანა: 1 ერთეული 4-5 გ გლუკოზაზე.


ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია იონური ბალანსის დარღვევა, ჰიპერგლიკემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. სხვა: ციება.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – შეყვანის ადგილას გაღიზიანება, ინფექციის განვითარება, თრომბოფლებიტი.


ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლაქტაციდემია, ჰიპერჰიდრატაცია, გლუკოზის უტილიზაციის პოსტოპერაციული დარღვევები, ტვინის ან/და ფილტვების შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპეროსმოლარული კომა.


ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია გამოიყენება ჩვენებების მიხედვით.


პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (ოლიგოანურია), ჰიპონატრემიის დროს.


დიდი დოზით გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, ასევე ელექტროლიტებისა და სითხის ცვლის დარღვევა, ჰიპოკალემიის, ჰიპომაგნემიის, ჰიპოფოსფატემიის ჩათვლით.
პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.


სხვა პრეპარატებტან კომბინირებისას საჭიროა შეთავსების ვიზუალური კონტროლი (შესაძლოა უხილავი ქიმიური ან თერაპიული შეუთავსებლობა).


ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ზამთარში ტრანსპორტირებისას დასაშვებია გაყინვა.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

იქსპეცია #60ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ომეგა-3 ელეგანტი1000მგ#30კაფს

35.90 ლარი
33.74 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: ეარს ქრიეიშენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გლუკოზა 10% 500მლ #1ფლ (ჯურაბ)

1.70 ლარი
1.63 ლარი

ქვეყანა: უზბეკეთი

მწარმოებელი: ჯურაბეკ ლაბორატორიეს ლტდ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ინტრაგლობინი #30კაფს

ინტრაგლობინი 30 კაფსულა 500მგ 15გ

ინტრაგლობინი არის საკვები დანამატი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომელიც დაბალანსებულია ისე, რომ მოხდეს ნორმალური ჰემოგლობინის დონის  და სისხლის წითელი უჯერედების შენარჩუნება

ინტრაგლობინი კაფსულები ინიშნება:

* სტრესული მდგომარეობის მართვის და სტრესთან დაკავშირებული სიმპტომების რისკის შესამცირებლად

* გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად კონცენტრაციის და ყურადღების მაღალი დონისთვის.

* ბავშვებსა და მოზრდილებში არაბალანსირებული  კვების დროს

* საკვები დანამატი  და დაავადების შემდგომ  პერიოდში მდგომარეობის  აღდგენა

* საკვები დანამატი ფიზიკური განვითარების ასაკის დროს.

რა არის აუცილებელი რომ იცოდეთ ინტრაგლობინი კაფსულების შესახებ:

ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია ვიდრე ამ პროდუქტს მიიღებთ და მიიღებს თქვენი ბავშვი. მოცემული ინფორმაცია არის ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება პროდუქტის შესახებ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინტრაგლობინი კაფსულები არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება შეიძლება  ბავშვებში 16 წლის ასაკიდან და პირებში რკინის დეფიციტით. მისი მიღება შეიძლება ორსულობის და მენსტრუალური პერიოდის დროს.

შემადგენლობა

თუთიის სულფატი,რკინის ფუმარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის HCl), სპილენძის სულფატი, ფოლის მჟავა,ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი),.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, . კაფსულები: FU ხარისხის ჟელატინი შემოგარსული

დოზირება

ბავშვები 16 წლის ასაკიდან და მოზრდილები – 1 კაფსულა დღეში.

გაფრთხილება

დანამატები არ მიიჩნევა როგორც მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ჩანაცვლების საშუალება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღიურად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. პროდუქტი შეინახეთ შეფუთვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არაუმეტეს 35℃ ტემპერატურაზე.

წარმოებული და შეფუთულია Natural Research s.n.c.-ს მიერ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს: ვია სტრაბონ 20, 76012 კანოსა დი პულია (BT), “ვიგაფარმა”-ს სახელით. მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: ვიგაფარმა სრლ, ვია დელა კოსტა 16/F – მანზიანა (რომი) იტალია – www.vigapharma.com – ელ . ფოსტა: [email protected]

ომეგა-3 300მგ Dr.Wolz#60კაფს

ომეგა 3 Dr.Wolz N60

შემადგენლობა
ომეგა 3 –300 მგ .

165 მგ. EPA – (eicosapentaenoic acid/ეიკოსაპენტაენის მჟავა) 
110 მგ. DHA – (docosahexaenoic acid/დოკოსაჰექსაენის მჟავა)

აღწერილობა:  
ოვალური ფორმის, ყვითელი ფერის რბილი ჟელატინის კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეირომედიატორების სინთეზირების გაძლიერებით აუმჯობესებს თავის ტვინის  ფუნქციას, ინფორმაციის ათვისების  ხარისხსს , ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას ,რითიც დადებით გავლენას ახდენს გუნებ -განწყობაზე  ასევე ადრეულ ეტაპზე აფერხებს  ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას,

სახსრებში  აფერხებს ანთებით პროცესს  და ახდენს ტკივილის რედუქციას.

წარმოადგენს ენდოთელიო პროტექტორს, სისხლძარღვს უნარჩუნებს ელასტიურობას. გააჩნია  ანტიათეროგენული მოქმედება – აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, თრომბოციტების  აგრეგაციის დათრგუნვით დადებით გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებელზე    და ასევე აწესრიგებს  ლიპიდურ სპექტრს. ხელს უწყობს რომ გულმა იმუშაოს ნორმალური რითმით. ასევე არეგულირებს სის

ომეგა 3 ასვე  ხელს უშლის  თრომბოციტების  აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას,

ზრდის ინსულინისადმი უჯრედის მგრძნობელობას და აუმჯობესებს ნივთიერების ცვლას.

აუმჯობესებს კანის ,ფრჩხილების,თმის სტრუქტურას. და ტროფიკას.

გააჩნია ანტიკარცეროგენული აქტივობა.

ცირკულაციის გაუმჯობესების გზით აძიერებს მხედველობას, სმენას

ჩვენებები:

სიფრთხილით ინიშნება : ნაღვლ კენჭვანი და შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების სისტემის დაავადების დროს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა, სისხლში კალციუმი და ვიტამინ D  -ს მაღალი შემცველობის დროს.

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის სემდეგ. უმჯობესია მიღებული იქნეს ცილოვან მენიუსთან ერთად.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

გაიცემა რეცეპტის გარეშე.წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

დამზადებულია გერმანიაში: Wolz Zell GmbH

პარტნიორი საქართველოში: prime lime

გლუკოზა 10% 500მლ #1ფლ (ლიქვ)

3.20 ლარი
3.07 ლარი

ქვეყანა: სომხეთი

მწარმოებელი: ლიქვორი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ინსუვიტი #60კაფს

ინსუვიტი

 

წამლის ფორმა:

კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, შეიცავს ფხვნილს, რომელიც არის თეთრი და ღია ყავსფერი ნაწილაკების ნარევი.

შემადგენლობა:

კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:

ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) 1,2 მკგ

ვიტამინი Н (ბიოტინი) 15 მკგ

ვიტამინი РР (ნიაციანამიდი) 7 მგ

ბენფოთიამინი 0,5 მგ

თუთია (თუთია ციტრატ ტრიჰიდრატის ფორმით) 2 მგ

ქრომი (ქრომ პიკოლინატის ფორმით) 6 მკგ

სელენი (ნატრიუმ სელენიტის ფორმით) 5 მკგ

ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (Cinnamomum zeylanicum) 50 მგ

მწარე ნესვის ექსტრაქტი (Momordica charantia) 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ცისფერი დაპანტენტებული V, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ჟელატინი. 

პრეპარატის კოდი АТХის მიხედვით А11ЕХ 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

В ჯგუფის ვიტამინები სხვა პრეპარატებთან კომპლექსში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ინსუვიტი წარმოადგენს В ჯგუფის ვიტამინებს მინერალებთან და მცენარეულ ექსტრაქტებთან ერთად.  განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობის, მეტაბოლური სინდრომის, გაცხიმოვნების და ასევე სხეულის მასის დაკლების პროგრამების დროს გამოსაყენებლად. ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, ქსოვილების ინსულინისადმი რეზისტენტულობის შემცირებას, სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნებისას. ამცირებს დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებას, აუმჯობესებს სისხლძარღვებისა და კაპილარების მდგომარეობას.

ვიტამინი В12 მონაწილეობს ნუკლეტოიდების სინთეზში, არის ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნისა და ეპითელური ქსოვილების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორი. მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების გარსის შემდგენელი მიელინის შექმნაში. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ამცირებს დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებას.

ვიტამინი Н თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. აძლიერებს რა გლუკოკინაზის სინთეზს, ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, აძლიერებს გლუკონეოგენეზს. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზებას. მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლასა და ცხიმის უტილიზაციაში.

ვიტამინი РР ხელს უშლის ინსულინის გამომამუშავებელი კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების დაშლას და ხელს უშლის 1 ტიპის დიაბეტის განვითარებას. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას.

ბენფოთიამინი ახდენს ნახშირწყლების ცვლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას, იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპერგლიკემიის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს ნივთირებათა ცვლაში, ნერვულრეფლექტორულ რეგულაციაში, მოქმედებს ქოლინერგიულ სინაპსებში ნერვული აღგზნების გატარებაზე. ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში ნახშირწყლებისა და ენერგეტიკულ ცვლაში.

ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას ყველა მეტაბოლურ პროცესში.

თუთია შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს ყველა ტიპის ცვლაში. აძლიერებს ინსულინის მოქმედებას. თუთია მონაწილეობს უჯრედების დაყოფასა და დიფერენცირებაში, ასტიმულირებს კანის რეგენერაცისა და თმის ზრდის პროცესებს, ასევე აქვს იმუნომოდულატორულ მოქმედება. მონაწილეობს ფოტოქიმიურ რეაქციებში მხედველობის პროცესებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაში.

სელენი ზრდის ინსულინის გამომუშავებას, აუმჯობესებს ქსოვილების მიერ გლუკოზის ათვისებას. ამცირებას უჯრედების ენერგეტიკულ შიმშილს.

ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტაქტი ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, ამცირებს პლაზმაში გლუკოზის დონეს ჰიპერგლიკემიის დროს. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი. ახდენს სხეულის მასის ნორმალიზებას გაცხიმოვნების დროს.

მწარე ნესვის მშრალი ექსტაქტი თანდათან ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში შემდგომი მისი რეგულაციით. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნების დროს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰიპერქოლესტერინემიის დროს. ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას ჰიპერტონიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი ინსუვიტის მოქმედება განისაზღვრება მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით. კინეტიკური დაკვირვება შეუძლებელია, რადგან კომპონენტები კომბინაციაში ვერ იქნება ნანახი მარკერის მეშვეობით ან ბიოკვლევებით. ამავე მიზეზით შეუძლებელია პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა.

გამოყენების ჩვენება:

ტიპი 1 და  ტიპი 2 დიაბეტისა და მათი გართულების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;

მეტაბოლური სინდრომი (კომპლექსური თერაპიის დროს);

გაცხიმოვნება (კომპლექსური თერაპიის დროს);

სხეულის მასის შემცირების პროგრამებში.

მიღების წესი და დოზები: 

პრეპარატი  ინსუვიტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

12 წელზე უფროს ბავშვებს უნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;

ზრდასრულებს – 1-2 კაფსულა დღეში.

ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;

ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ ინსუვიტის მიღება. შესაძლებელია პრეპარატის მიღება ნაკლები დოზებით.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე

არ არის  გაფრთხილება პრეპარატის გამოყენებაზე მძღოლებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობენ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

პრეპარატ ინსუვიტის გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.

გამოყენება პედიატრიაში

დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში დოზირებას ახდენს ექიმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებს ბენფოთიამინის ეფექტურობას, ზრდის მის გამოყოფას.

ჭარბი დოზირება

ამ დრომდე პრეპარატის ჭარბ დოზირებაზე შეტყობინება არ ყოფილა.

გამოშვების ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულები.

60 კაფსულა მოთავსებულია აპკითა და ხრახნიანი სახურავით მოხუფულ ფლაკონში.

ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°С.

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ მიიღოთ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!