15.96 ლარი
15.00 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: სეპრობიონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
15.96 ლარი
15.00 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: სეპრობიონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
18.20 ლარი
17.11 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გეორგ ბიო სისტემსი პროპოლის ბალზამი 30გრ
პროპოლის აქვს ანთებისსაწინააღმდეგო,ანტიმიკრობული და ჭრილობების სწრაფად შეხორცების უნარი.მასში შემავალი მრავალძარღვა,ახორცებს ჭრილობებს,აყუჩებს ტკივილს, ჩაის ხის ზეთს აქვს აქვს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.
აქტიური ვერცხლის იონები, წარმოადგენენ ბუნებრივ ანტისეპტიკს, მოქმედების ფართო სპექტრით.
გამოყენება: გამოიყენება თერმული და მზით დამწვრობის დროს, მოყინვის და გადაციების დროს.
ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 24 თვე.
კრიომეგა +
1 კაფსულის შემადგენლობა:
ანტარქტიდის კრილის ცხიმს 500 მგ, რომელიც შეიცავს:
210 მგ ფოფოლიპიდებს;
120 მგ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (60 მგ ეპმ (ეიკოზაპენტაენის მჟავა), 32,5 მგ დჰმ (დოკოზაჰექსაენის მჟავა);
100 მკგ ასტაქსანტინს
ფარმაკოლოგიური თვისებები
კრიომეგა წაროადგენს ომეგა-3-ის კარგად შესათვისებელ ფორმას, რომლისც მიღებულია სუფთა კრილის ცხიმისაგან. კრილი ბინადრობს პლანეტის ყველაზე სუფთა ოკეანეში, არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ორგანიზმი, ამიტომ განსხვავდება განსაკუთრებული სისუფთავით, ტოქსინების, ქიმიური დამაბინძურებლების და მძიმე მეტალების არარსებობით. ეს დამაბინძურებლები ხშირად გვხვდება თევზში. კრილი შეიცავს ბევრ ფოსფორს და ომეგა-3-ის ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, ასევე ნატურალურ ანტიოქსიდანტს – ასტაქსანტინს. კრილის ცხიმი ითვლება ომეგა 3-ის ყველაზე სუფთა წყაროდ. კრილი – წარმოადგენს ძალიან მგრძნობიარე კიბოსნაირს, ამიტომ მათი მაღალი ხარსხის შესანარჩუნებლად საჭიროა თევზჭერის უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენება. გაუმჯობესებული წარმოების პროცესი იძლევა კრილის დამუშავების საშუალებას ხომალდზე სპეციალურ მოწყობილებებში და მის გარდაქმნას მაღალი ხარისხის პროდუქტად – კრილის ცხიმად. კრილის ცხიმი კრიომეგასთვის მზადდება მხოლოდ ერთი სახეობის კრილისაგან.
ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს. ადამიანის ორგანიზმი მათ ვარ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საკვებთან ერთად მიღება.
მაგრამ, ხშირად ჩვენი კვება არ არის სრულფასოვანი, ომეგა-3-ის მიღებული რაოდენობა კი უფრო ხშირად – არასაკმარისი.
უმეტესი კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – ეპმ და დჰმ მნიშვნელოვანია გულის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე ხელს უწყობენ კარგი მხედველობის შენარჩუნებას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების სტრუქტურული ნაწილებია. ამ მიზეზით ცხიმოვანი მჟავები ეპმ და დჰმ საკმარისი რაოდენობით ხელს უწყობენ ტვინის განვითარების და მისი ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
კრილის ცხიმი შეიცავს ომეგა-3 ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, თევზის ქონისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს ომეგა-3-ს ტრიგლიცერიდების სახით. ფოსფოლიპიდური სტრუქტურა იძლევა ორფენიანი ფოსფოლიპიდების ფორმირების საშუალებას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედული მემბრანებისათვის, ანუ, ფოსფოლიპიდები ხელს უწყობენ ჩვენს სხეულს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ეფექტურ შეთვისებაში და უჯრედულ მემბრანებში უფრო სწრაფად ინტეგრირებას, უშუალოდ ქსოვილებში შეღწევას.
ტრიგლიცერიდები ასრულებენ სხვა ფუნქციას ორგანიზმში, რომელიც განსხვავდება ფოსფოლიპიდების ფუნქციისაგან. ძირითადად ტრიგლიცერიდები გამოიყენება ენერგიის მისაღებად. თუ ომეგა-3 შეჯერებულია ტრიგლიცერიდებით, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა იწვება და გამოყოფს ენერგიას ან უბრალოდ იყოფა ორგანიზმში როგორც ცხიმოვანი მარაგი.
ბოლო კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფოსფოლიპიდური ომეგა-3 კრილისგან წარმოადგენს ომეგა-3-ის ყველაზე სასურველ ფორმას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმის უჯრედებსა და ორგანოებში ერთნაირი ბიოლოგიური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, საჭიროა უფრო ნაკლები ფოსფოლოპიდური ომეგა-3, ვიდრე ტრიგლიცერიდული ომეგა-3. შედეგად კრილის ცხიმის კაფსულები ბევრად პატარაა თევზის ქონის კაფსულებთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, კრილის ცხიმი იყოფა კუჭის წვენში უსიამოვნო გემოს წარმოქმნის გარეშე.
ასტაქსანტინი წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ის მოქმედებს როგორც ნატურალური კონსერვანტი, რომელიც იცავს ცხიმს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ხანგრძივი დროის მანძილზე მის ახლად შენარჩუნებას.
ჩვენებები:
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ჰიპერტრიგლიცერიდემია დაკავშირებული ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან;
– სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
– დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).
მიღების წესი და დოზები:
1 კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება ჭამის დროს, წყლის მიყოლებით.
18.20 ლარი
17.11 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
70.15 ლარი
65.94 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ასტრა ზენეკა უკ ლიმიტედ დიდ.ბრ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
18.75 ლარი
17.63 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბეპანთენ პლიუსი
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი პლიუსი
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი მოხმარების კრემი
აღწერილობა
ერთგვაროვანი, გაუმჭირვალე, თითქმის თეთრი ფერის კრემი, სუსტი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადენზინფექციო საშუალება. D08AC52
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50მგ/გ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5მგ/გ.
დამხმარე ნივთიერებები: DL პანტოლაქტონი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), მარკოგოლის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
დექსპანთენოლი-ბეპანთენი პლიუსის აქტიური კომპონენტი, კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და მოქმედებს, როგორც ვიტამინი. ადგილობრივი გამოყენებისას დექსპანთენოლი აბსორბირდება უფრო სწრაფად, ვიდრე პანთოტენის მჟავა.
პანთოტენის მჟავა წარმოადგენს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან კოენზიმ A-ს კომპონენტს, აცეტილკოენზიმ A-ს სახით ასრულებს ცენტრალურ როლს ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმში. პანთოტენის მჟვა აუცილებელია დაზიანებული კანის და ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის წარმოქმნის და შეხორცებისთვის.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი-ანტისეპტიკური საშუალება,გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, განსაკუთრებით Staphylococcus aureus მგრძნობიარე შტამების მიმართ, რომლებიც არიან კანის ინფექციური დაავადებების ყველაზე ხშირი გამომწვევები.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი ნაკლები ხარისხით მოქმედებს გრამუარყოფით პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. Pseudomonas და Proteus ზოგიერთი სახეობები მდრადია ქლორჰექსიდინის მიმართ. მას გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო სუსტი მოქმედება და არ ავლენს ანტივირუსულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
დექსპანთენოლი სწრაფად აბსორბირდება დაზიანებული კანიდან. დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და ავსებს პანთოტენის მჟვის ენდოგენურ რეზერვს.
დაუზიანებელი კანიდან ქლორჰექსიდინის აბსორბცია მოზრდილებში არ აღინიშნება. ქლორჰექსიდინის გლუკონატის 4% დასაბანი საშუალების ჩვილის კანზე დატანისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლში დაბალი იყო (1მკგ/მლ).
გადანაწილება
პანთოტენის მჟავა უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (β-გლობულინებს და ალბუმინს). ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანებში მისი კონცენტრაცია სისხლში შეადგენს დაახლოებით 500-1000მკგ/მლ, ხოლო შრატში-დაახლოებით 100მკგ/მლ შესაბამისად.
ვინაიდან, ქლორჰექსიდინი უმნიშვნელოდ შეიწოვება კანით, ორგანოებსა და ქსოვილებში მისი გადანაწილების შესახებ მცირე რამაა ცნობილი. ქლორჰექსიდინის პერორალური შეყვანისას (300მგ) მაქსიმალური დონე 0.2მკგ/მლ ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის პლაზმაში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ.
გამოყოფა
პანთოტენის მჟავა გამოიყოფა შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ 60-70% გამოიყოფა შარდთან, დანარჩენი განავალთან ერთად.
ქლორჰექსიდინი კანით პრაქტიკულად არ შეიწოვება. პერორალური შეყვანისას ქლორჰექსიდინი ორგანიზმიდან თითქმის სრულად გამოიყოფა განავალთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
კანის ზედაპირული დაზიანებების სამკურნალოდ. როგორიც არის: მცირე ჭრილობები, დაბეჟილობები, ნაკაწრები, დამწვრობები, ნაკბენები, როდესაც არსებობს ინფიცირების რისკი.
როგორც ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება მცირეინვაზიურ ქირურგიაში.
მიღების წესი და დოზირება
კრემი იდება წინასწარ გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე ან კანის ანთებით უბანზე, დღე-ღამეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ, მოთხოვნილების შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სახვევის გამოყენება.
გვერდითი მოქმედებები
ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები მითითებულია სპონტანური შეწტყობინებების საფუძველზე, ყოველი მათგანის გამოვლინების ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
იმუნური სისტემის, კანის და კანქვეშა უჯრედების დაავადებების მხრივ:
-ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ალერგიული რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
-ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, ასთმის სიმპტომების, კანის სუსტიდან საშუალო დაზიანებამდე, სასუნთქი ტრაქტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, გულის და სუნთქვის უკმარისობის ჩათვლით.
ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე რეაქციების, რომლებიც ფურცელ-ჩანართში არ არის აღწერილი, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა დ ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ დექსპანთენოლზე და/ან ქლორჰექსიდინზე ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.
არ შეიძლება პერფორირებულ დაფის აპკზე დატანა.
ჭარბი დოზირება
ბეპანთენი პლიუსი კარგად გადაიტანება დიდი დოზებითაც კი, არ არსებობს არავითარი საშიშროება ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით. პირში შემთხვევით მოხვედის დროსაც კი არავითარი სპეციალური ზომების მიღება არაა საჭირო. თვალში შემთხვევით მოხვედრისას, შესაძლებელია უმნიშვნელო გაღიზიანება, რომელიც აღმოიფხრება წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვით.
ერთიდაიგივე დაზიანებულ უბანზე პრეპარატის ხშირმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის ვრცელ უბნებზე, ის განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდ.
საჭიროა მოვარიდოთ კრემის მოხვედრა სასმენ მილში, თავლში ან ლორწოვან გარსებზე.
ბეპანთენი პლიუსი რეკომენდებული არ არის გაღიზიანებული კანის დასამუშავებლად, როდესაც დაინფიცირება ნაკლებსავარაუდოა. (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია გამსაპნავ ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთებთან. ბეპანთენი პლიუსის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან, მათი ურთიერთქმედების გამოსარიცხად (მოქმედებს ანტაგონიზმი ან ინატივაცია).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობაზე კვლევების მონაცემები არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის და მექანიზმის მართვაზე.
არ მოქმედებს.
შენახვის პირობები
არაუმეტე 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
30გ ტუბი. ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
გპ გრენცახ პროდაქშიონ გმბჰ
ემილ-ბარელ-შტრასე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია
კრესტორი
(CRESTOR)
სავაჭრო დასახელება: კრესტორი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: როზუვასტატინი
წამლის ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზუვასტატინს, 10, 20 ან 40 მგ-ს, კალციუმის როზუვასტატინის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, გლიცერინის ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), წყალი გასუფთავებული.
აღწერა:
10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 10 ერთ მხარეს და ნაზოლი – მეორე მხარეს.
20 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 20 ერთ მხარეს.
40 მგ ტაბლეტები: ოვალური, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 ერთ მხარეს და 40 – მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგKoA (ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ-A) რედუქტაზას ინჰიბიტორი.
კოდი ათქ: C10A A07
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-KoA რედუქტაზასთვის, ფერმენტისთვის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი. როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ღვიძლის რეცეპტორების რიცხვს უჯრედების ზედაპირზე, ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების “ჩაჭერასა” და კატაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სინთეზის ინჰიბირებას და ახდენს დაბალი სიმკვრივისა და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობის შემცირებას.
ფარმაკოდინამიკა:
კრესტორი ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების ჭარბ შემცველობას, ზრდის ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს, ქოლესტერინ – არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინ – ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდ – ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ს დონეს (იხ. ცხრილი 1), ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების / ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, საერთო ქოლესტერინ / ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ქოლესტერინ / ქოლესტერინ – არა-მაღალი სიმკვრივის / ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობას, აგრეთვე აპოლიპოპროტეინ B / აპოლიპოპროტეინ A-I-ის თანაფარდობას.
ცხრილი 1. დოზა-დამოკიდებული ეფექტი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ავადმყოფებში (ტიპები IIა და IIბ) (საშუალო კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით)
| დოზა | პაციენ- ტების რიცხვი | ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპო- პროტეინები | საერთო ქოლესტე რინი | ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპო- პროტეინები | ტრიგლი-ცერიდები | ქოლესტერინ – არამაღალი სიმკვრივის ლიპო- პროტეინები | აპოლიპო-პროტეინ B | აპოლიპო-პროტეინ A-I |
| პლაცებო | 13 | -7 | -5 | 3 | -3 | -7 | -3 | 0 |
| 10 მგ | 17 | -52 | -36 | 14 | -10 | -48 | -42 | 4 |
| 20 მგ | 17 | -55 | -40 | 8 | -23 | -51 | -46 | 5 |
| 40 მგ | 18 | -63 | -46 | 10 | -28 | -60 | -54 | 0 |
ბეპანთენი®
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსპანთენოლი
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი მოხმარების მალამო
აღწერილობა
ჰომოგენური, თეთრი, მოყვითალო ელფერის მალამო, ლანოლინის სპეციფიკური სუნით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იარებისა და წყლულების სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03
შემადგენლობა
1გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ.
დამხმარე ნივთიერება: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თეთრი რბილი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), პროტეგინ X, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსპანთენოლი თავის მხრივ წარმოადგენს პანტოთენის მჟავის სპირტოვან ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, რასაც ვიტამინ B5-ს.
პანთოტენის მჟავა და მისი მარილები თავის მხრივ წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადეგნლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლურ პროცესებში. ამ გზით, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება პანტოთენის მჟავის მიმართ, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. ორგანიზმიდან დიდი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდითა და განავლით.
გამოყენების ჩვენებები
შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისასლ კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
მშრალი და ნახეთქებიანი კანის მოვლა
ჩვილ ბავშვებიგამოყელვის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სარძევე ჯირკვლების რეგულარული მოვლა ძუძუთი კვების დროს, კერტების მტკივნეულობის და ნახეთქების მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანეთ მალამო დღეში ერთხელ ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო მეტჯერ.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: დაიტანება კერტებზე ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ.
ჩვილი ბავშვის მოვლა: დაიტანება საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და მიმდინარეობაზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. თითოეული მათგანის შემთხვევის ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
იმუნური სისტემის მხრიდან, კანისა და კანქვეშა ქსოვილის: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმარირი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.
უსაფრთხოების ზომები
ცვილს, სტეარილის სპირტს და ცეტილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
საჭიროა მალამოს თვალში მოხვედრას თავიდან აცილება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა პრეპარატებთან უერთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
სხვა ურთიერთქმედებები:
გენიტალური და ანალური მიდამოს ჭრილობების მკურნალობის შემთხვევაში, დამხმარე ნივთიერებების გამო, რომელიც შედის მალამოში, ქვეითდება პრეზერვატივების სიმტკიცე და ირღვევა მისი მთლიანობა, რითაც მცირდება მათი უსაფრთხოება.
ორსულობა და ლაქტაცია
მალამოს გამოყენების არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
3,5გ, 30გ ან 100გ ალუმინის ტუბი. ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
გპ გრენცახ პროდაქშიონ გმბჰ
ემილ-ბარელ-შტრასე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია