Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 291

ზეტორი 10მგ #30ტ

შემადგენლობა
ზეტორის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – როზუვასტატინის (კალციუმის მარილის სახით) 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლიდონ ჩL, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზას (HMG-COA-რედუქტაზა) სელექციერ, კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელსაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A გადაჰყავს მევალონატში, რომელიც ქოლესტერინის (ქს) წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედება ძირითადად ვლინდება ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) კატაბოლიზმი.
როზუვასტატინი უჯრედების ზედაპირზე ზრდის ღვიძლის დსლპ-ის რეცეპტორების რიცხვს, აძლიერებს დსლპ-ის შებოჭვასა და კატაბოლიზმს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას და შესაბამისად, დსლპ და ძდსლპ-ის საერთო რაოდენობის შემცირებას.
ზეტორი ამცირებს მომატებული ქს-დსლპ, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების (ტგ) დონეს, ზრდის ქს-მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) შემცველობას, ასევე – ამცირებს აპოლიპოპროტეინ B (აპოB), ქს-არა მსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-1 (აპოA-1)-ის დონეს, ამცირებს შეფარდებას ქს-დსლპ / ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი / მსლპ და ქს-არამსლპ / ქს-მსლპ, ასევე – აპოB / აპოA-1.
ზეტორი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, განურჩევლად რასის, სქესისა და ასაკისა (მათ შორის პაცინტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით). 
ადიტიური ეფექტი აღინიშნება ზეტორისა (როზუვასტატინი) და ფენოფიბრატის კომბინაციისას ტრიგლიცერიდებთან მიმართებაში, ხოლო ნიკოტის მჟავასთან კომბინაციაში – ქს-მსლპ-თან მიმართებაში.
როზუვასტატინის გავლენის შესახებ კვლევები, ლიპიდური ცვლის დარღვევით გამოწვეული გართულებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება) შემცირებაზე, დასრულებული არ არის.
ზეტორი 40 მგ ნაჩვენებია დაინიშნოს პაციენტებში გამოხატული ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკით.
ფარმაკოკინეტიკა
ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 5 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%.
როზუვასტატინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება (10%) ღვიძლში. ძირითადი იზოფერმენტი რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში არის CYP2C9.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის 90% დაკავშირებულია როზუვასტატინთან, ხოლო დანარჩენი – მის მეტაბოლიტებთან.
როზუვასტატინის ძირითადი ნაწილი (90%) გამოიდევნება შეუცვლელი სახით ფეკალური მასებით, ხოლო დანარჩენი – შარდით. თ1/2 დაახლოებით 19 საათია.
ჩვენება
– პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ტიპის ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ). ინიშნება დამატებით დიეტასთან ერთად, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები (ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის წონის კორექცია) არასაკმარისია; 
– ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დამატებით დიეტასთან ან სხვა ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან (მაგ.: დსლპ-აფერეზი)ერთად, არ როცა მსგავსი მკურნალობა ნაკლებეფექტურია;
– ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), დიეტასთან ერთად დამატებით;
– ათეროსკლეროზის პროგრესირების შეჩერებისთვის დიეტასთან ერთად დამატებით ინიშნება პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია საეღტო ქოლესტერინისა და ქს-დსლპ-ის დონის შემცირება.
უკუჩვენება
10 მგ და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
– როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების ნებისმიერი აქტივობის მყარი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);
– თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
– მიოპათია;
– ერთდროულად ციკლოსპორინის მიღება;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების არარსებობა;
– მიოტოქსიკური გართულებებისადმი წინასწარგანწყობა;
– ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტ ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას).
40 მგ ტაბლეტებისთვის:
გარდა ზემოაღნიშნული უკუჩვენებებისა, დამატებით:
– მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიკურობა ანამნეზში ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებაზე; ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამიოწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება; ფიბრატების ერთდროულად მიღება; აზიური რასის პაციენტები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: მიოპათია/ რაბდომიოლიზის განვითარების რისკის არსებობისას – თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიკურობის წინამორბედი ანამნეზი; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 65 წელზე მეტი ასაკი; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა; რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 40 მგ ტაბლეტებისათვის: თირკმლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობა (კკ მეტი 60 მლ/წთ-ზე); 65 წელზე მეტი ასაკი; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
უსაფრთხოების ზომები
ზეტორი 40 მგ-ის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტის, მიღებისას ცნობილია მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად – რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები.
კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზას დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რადგან შესაძლოა შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. თუ კფკ-ს საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება. თუ ხელმეორე ტესტი არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), თერაპიის დაწყება არ შეიძლება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით, ზეტორის (ასევე სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების) დანიშვნისას, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელისა და პოტენციური რისკების თანაფარდობის შეფასება და შესაბამისი კლინიკური დაკვირვება.
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ ცხელების და შეუძლოდ ყოფნის ფონზე ვითარდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კფკ-ს დონის განსაზღვრა. თუ კფკ-ს დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც თუ კფკ-ს დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია), თერაპია უნდა შეწყდეს. სიმპტომების გაქრობის და კფკ-ს დონის ნორმირების შემდეგ, შესაძლებელია ზეტორის ან ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, ოღონდ უფრო მცირე დოზებით და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლით. 
სიმპტომების არარსებობისას კფკ-ს რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არ არის.
როზუვასტატინის კომბინირებულ თერაპიაში მიღებისას არ გამოვლენილა ჩონჩხის კუნთებზე მისი ტოქსიკური ზემოქმედება. მაგრამ, ვინაიდან ჰმგ-ჩოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან (გემფიბროზილის ჩათვლით), ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში დანიშვნისას აღინიშნება მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევები, არ არის რეკომენდებული ზეტორის კომბინაცია აღნიშნულ საშუალებებთან, განსაკუთრებით გემფიბროზილთან, ფიბრატებსა და ნიაცინთან.
ზეტორით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში ან/და დოზის მომატებისას, საჭიროა ლიპიდური ცვლის კონტროლი და საჭიროებისას დოზის კორექცია. 
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. თუ სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა ზეტორის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომით განპირობებული ჰიპოქოლესტერინემიის ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეთ ძირითადი დაავადების მკურნალობა.
როზუვასტატინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ზეტორის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
როზუვასტატინის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე გავლენა შესწავლილი არ არის, თუმცა ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით – გავლენას არ უნდა ახდენდეს. გასათვალისწინებელია თერაპიის დროს თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზეტორის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
როზუვასტატინის ქალის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
რამდენიმე დღიური დოზის ერთდროულად მიღებისას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შენარჩუნება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი. ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია. 
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას პლაზმაში იზრდება როზუვასტატინის კონცენტრაცია.
როზუვასტატინმა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან (მაგ. ვარფარინი) კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინული დროის ზრდა. 
როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUჩ-ს ორჯერ ზრდას. ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთგავლენა. 
გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავას ჰიპოლიპიდემიური დოზები ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს, რაც მათი მონოთერაპიის დროსაც აღინიშნება. ამიტომ აღნიშნულ პრეპარატებთან (1 გ/დღეში ან მეტი დოზა) კომბინაციაში ზეტორი უნდა დაინიშნოს საწყისი დოზით 5 მგ.
როზუვასტატინისა და ეზეტიმიბის ერთდროულად მიღების დროს არცერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა. ამიტომ მათი ერთდროული მიღება პაციენტებში აივ-ინფექციით რეკომენდებული არ არის.
როზუვასტატინისა და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50 %-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი ამცირებს როზუვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციას. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ერითრომიცინის მიერ ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით.
როზუვასტატინი ზრდის პერორალური კონტრაცეპტივების – ეთილენსტრადიოლის და ნორგესტრილის პლაზმურ კონცენტრაციებს. რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. აღნიშნული ეფექტი ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის დროსაც.
კლინიკური თვალსაზრისით, არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და დიგოქსინს შორის.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს და კეტოკონაზოლს შორის აღნიშნული არ ყოფილა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკას (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად ციტოქრომ P459-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, არ უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს. 5 მგ დოზის მირების აუცილებლობისას 10 მგ ტაბლეტი უნდა გაიყოს 2 ნაწილად.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროსაც. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ჩვენებისა და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ასევე – ლიპიდების დონეებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ზეტორის რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისათვის, რომლებიც იწყებენ მკურნალობას ან გადადიან სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან ზეტორზე, შეადგენს 5-10 მგ დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ქოლესტერინის შემცველობა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი, ასევე – გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. საჭიროებისას, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა.
დოზის გაზრდა 40 მგ-მდე შეიძლება მოხდეს მხოლოდ პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით (განსაკუთრებით პაციენტებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები, რომლების ირებენ 40 მგ დოზას მოითხოვენ მუდმივ მეთვალყურეობას, რადგან მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
რეკომენდებული არ არის 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის. 
2-4 კვირის შემდეგ და/ან ზეტორის დოზის მომატებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია.
ხანდაზმულ პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
პაციენტები თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე) ზეტორის მიღება უკუნაჩვენებია. უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმლბის ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე). თირკმლების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზა ზეტორი 5 მგ.
მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილი პაციენტებში უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის დანიშვნა აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ.
გვერდითი მოვლენები
ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს. 
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება.
ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ – უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია.
საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება.
სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

მწარმოებელი ფირმა: 
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”

მილდრონატი ნეო 500მგ #60ტ

52.50 ლარი
49.35 ლარი

ქვეყანა: ლატვია

მწარმოებელი: რიგა გრინდექსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

არგილე კარბონი #60ტ

 არგილკარბონი / Argile-Charbon

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. Drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოე ბელი კომპანია VITARMONYL

მწარმოე ბელი ქვეყანა საფრანგეთი

გამოშვების ფორმა კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

თიხა -100 მგ მცენარეული ნახშირი -300 მგ თიხა -100 მგ იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას. ახდენს ჭარბი გაზებისა და სითხისგან გათავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას მცენარეული ნახშირი -300 მგ ლაბორატორია ვიტარმონილის ნახშირი არის ქოქოსის კანის ძალიან მაღალტემპერატურული რეჟიმით ხარშვის შედეგად მიღებული, რაც იძლევა საშუალებას საგრძნობლად გაზარდოს ნახშირის დადებითი თვისებები ანუ მისი “შთანთქმის” უნარი. რა დროს უნდა გამოვიყენოთ არგილ-კარბონი? – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ეპიგასტრიუმში დისკომფორტის დროს – ყაბზობის დროს – მეტეორიზმის დროს – ინტოქსიკაციის დროს – ფაღარათის დროს (როგორც ნაწლავების ანთების და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი)

ჩვენება გასტროენტეროლოგიაში – ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი – რეფლუქს-ეზოფაგიტი – პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი 6/25/2016 არგილ-კარბონი ფსევდომემბრანული კოლიტი – დისბაქტერიოზი.

პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც სამკურნალოდ 1 თვის განმავლობაში, ასევე სიმპტომების მოსახსნელად მხოლოდ 2 კაფსულა დღეში, 1 კაფსულა შუადღით; 1 კაფსულა საღამოს კვების წინ. დოზირება – არგილ-კარბონი ინიშნება ბავშვებში, მოზარდებში, მოზრდილებში.

გამოშვების ფორმა – კაფსულა #60

ვიტ D3 ამვილაბი 2000სე#30ტ საღ

ამვილაბი / ვიტამინი D3 2000 სე

D3 ვიტამინის   და  K2 ვიტამინის  ინოვაციური ფორმულა ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის

რატომაა D3 ვიტამინის  და K2 ვიტამინის  კომბინაცია იდეალური?

მხოლოდ D3 ვიტამინის  მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას.   ამვილაბის ვიტამინი D3  დამატებით  შეიცავს  K2 ვიტამინის  ნატურალურ ფორმას  MK-7 -მენაქინონი-7-ს, რომელიც  ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც  უზრუნველყოფს  კალციუმის ჩალაგებას მხოლოდ ძვლებში და არა სისხლძარღვებში.  K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა)  კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი  ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.

D3  ვიტამინი  არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში.  ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს.                            D3  ვიტამინი მონაწილეობს  სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის .

D3 ვიტამინის  დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D3 ვიტამინის  მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის,  გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

K2 ვიტამინი – მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს,  ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის  დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით, ოსტეოპოროზი
  • მენოპაუზა, ხანდაზმული  ასაკი
  • გულ – სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება)
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:  ვიტამინი D3  (ქოლეკალციფეროლი) – 2000 სე,     ვიტამინი  K2  (Mk 7- მენაქინონი) – 75 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი), მცენარეული სტეარინის მჟავა,  მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 საღეჭი ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.                                                                                                                                                  

მილდრონატი 500მგ #60კაფს

მილდრონატი
Милдронат
500 მგ კაფსულები
Meldonium

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მილდრონატი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელდონიუმი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ან 500 მგ მელდონიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მშრალი კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი;  
კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.                   

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი-თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. АТХ კოდი: C01EB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
მილდრონატი (მელდონი) _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:
•    გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).
•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
•    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
•    ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

დოზირება და გამოყენების ხერხი

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1.    გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში _ 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  _ 4-6 კვირა.
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე _ შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
2.    თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
მწვავე ფაზა _ იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით _ 0,5 – 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.
მკურნალობის კურსი- 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები _ 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი _ 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3.    სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.
4.    გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს _ 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.   
კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში _ 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.  
5.    ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
6.    ბრონქული ასთმა.
0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.    
ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა.
4 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის ფორმა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

შეფუთვა.
250 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 4 ბლისტერი კოლოფში.
500 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი კოლოფში

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი.
ს.ს. « Grindeks» (გრინდექსი);
კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: [email protected]

ვოზოლიპი გენერიკონი 40მგ #30ტ

53.00 ლარი
49.82 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ჯი ეი ფარმაციუტ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტ D3 400სე ზეთ.წვ10მლ ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

აპიჯელი 150მლ ხსნ.ფლ.

აპიჯელი

აპიჯელი  შეიცავს ფუტკრის რძეს  (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის  საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს  ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.

პროპოლისი – ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ  განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოზარდებში;

პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება  ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

 

აპიჯელი  რეკომენდებულია:

  • სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური  დაავადებების დროს;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;
  • ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;
  • ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად  სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება:

აპიჯელი მიიღება პერორალურად.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:  5 მლ დღეში . 

6 წლის ასაკის ზემოთ:   10 მლ დღეში.

 

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისია  გახსნიდან  30  დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 150 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

წარმოებულია  ესპანეთში  “Masenz danya group”- ის მიერ.

[email protected]     www.masenzgroup.com

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.

ვოზოლიპი გენერიკონი 20მგ #30ტ

33.00 ლარი
31.02 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: გენერიკონ ფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილდრონატი 250მგ #60კაფს

მილდრონატი
Милдронат
250 მგ კაფსულები
Meldonium

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მილდრონატი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელდონიუმი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ან 500 მგ მელდონიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მშრალი კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი;  
კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.                   

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი-თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. АТХ კოდი: C01EB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
მილდრონატი (მელდონი) _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:
•   გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).
•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
•    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
•    ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

დოზირება და გამოყენების ხერხი

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  _ 4-6 კვირა.
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე _ შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
მწვავე ფაზა _ იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით _ 0,5 – 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.
მკურნალობის კურსი- 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები _ 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი _ 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3. სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.
4. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს _ 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.   
კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.  
5. ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.
6. ბრონქული ასთმა.
0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.    
ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა.
4 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის ფორმა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

შეფუთვა.
250 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 4 ბლისტერი კოლოფში.
500 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი კოლოფში

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი.
ს.ს. « Grindeks» (გრინდექსი);
კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: [email protected]

Don`t copy text!