2.35 ლარი
2.26 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მარბიოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
2.35 ლარი
2.26 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მარბიოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ლიდაზა 64 პე ამპულაში
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Lydase 64 CU lyophilized powder for preparation of solution for injection
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლიდაზა 64 პე ამპულაში ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახალება: Hyaluronidase
სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი ამპულებში საინექციო ხსნარის მოსამზადებალდ და ადგილობრივი მოხმარებისთვის.
შემადგენლობა: ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლეებიდან მიღებულ ჰიალურონიდაზას ჯამური აქტივობით 64 პე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი.
ATC კოდი: B06AA03
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლიდაზა წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილ ფერმენტულ პრეპარატ ჰიალურინიდაზას. იგი შლის შემაერთებელი ქსოვილის შუალედური ნივთიერების (უჯრედშორისი მატრიქსი) ძირითადად კომპონენტს ჰიალურონის მჟავას (აცეტილგლუკოზამინის და გლუკოურონის მჟავის კოპოლიმერი მასით ძირითადად 105-107 დალტონის ფარგლებში). ჰიალურონიდაზა ამცირებს შემაერთებელი ქსოვილის სიბლანტეს, ზრდის ქსოვილურ და ძარღვოვან გამტარებლობას, ხელს უწყობს სითხის მოძრაობას ქსოვილთშორის სივრცეებში, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, არბილებს და ათხელებს ნაწიბურებს, ზრდის სახსრებში მოძრაობის ამპლიტუდას, ამცირებს კონტრაქტურებს და ეწინააღმდეგება მათ ფორმირებას.
პრეპარატის მოქმედება გრძელდება კანქვეშ შეყვანიდან 48 სთ განმავლობაში.
ჩვენებები:
დამწვრობითი, ტრავმატული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები; ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები (მ.შ. სხივური); სახსრების და დიუპიუიტრენის კონტრაქტურები; ოსტეოფოროზი; ანკილოზიური სპონდილოართრიტი; ხერხემლის, წელის უბნის, დისკების მძიმე დაავადებები; რბილი ქსოვილების ზედაპირული ლოკაციის ჰემატომები; სკლეროდერმია; სხვადასხვა წარმოშობის კანის ნაწიბურებიანი ცვლილებები; ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანება; რევმატოიდული ართრიტი; ფილტვების ტუბერკულოზი (გართულებული ბრონქების არასპეციფიური დაზიანებებით);
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (კერატიტები, რეტინოპათიები);
ამის გარდა, პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების შეწოვის გაუმჯობესებისთვის (ადგილობრივი ანესთეთიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები) მათი ქანქვეშ ან კუნთში შეყვანის დროს.
მიღების წესი და დოზები:
ზედაპირული ნაწიბურების დროს – კანქვეშ, კანზე ნაწიბურებიანი ცვლილებების ქვეშ ან კუნთში, დაზიანების ადგილის მახლობლად. შეჰყავთ 64 პე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, სულ 10 – 20 ინექცია.
ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანების დროს, შეჰყავთ კანქვეშ დაზიანებული ნერვის მახლობლად, 64 პე ნოვოკაინის ხსნარში, დღეგამოშვებით. კურსი 12 – 15 ინექცია, აუცილებლობის შემთხვევაში კურს იმეორებენ.
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში შეჰყავთ სუბკონიუნკტივალურად – 0,3 მლ, პარაბულბარულად – 0,5 მლ.
ელექტროფორეზის მეთოდით აპლიკაციის დროს 1 ამპლულა პრეპარატს (64 პე ჰიალურონიდაზა) ხსნიან 60 მლ დისტილირებულ წყალში, ამატებენ 2 – 3 წვეთ 0,1 % ქლორწყალბადმჟავას და დაზიანებულ უბანზე შეჰყავთ ანოდიდან 20 – 30 წთ განმავლობაში. მკურნალობის კურსი 15 – 20 სეანსი.
უკუჩვენებები:
მოქმედი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნები; მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესები; ფილტვის სისხლდენა სისხლხველება; ესტროგენების გამოყებნება; ჰემატომების მწვავე სტადია; ტუბერკულოზი გამოხატული ფილტვის უკმარისობით.
გვერდითი მოქმედებები:
ორგანიზმის ზოგადი რეაქციები: სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, ოფლიანობა.
ნერვული სისტემის მიმართ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ანგიონევროზული შეშუპება.
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ან კანქვეშ შეყვანის დროს შესაძლებელია გამონაყარის, ჰიპერემიის, სიწითლის, ქავილის, შეშუპების, ტკივილის, ინექციის ადგილზე ცხელების შეგრძნების გამჟღავნება,
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში: სუბკონიუქტივალური ან რეტრობულბარული ხერხით შეყვანის დროს შეშუპება, ქუთუთოების პარაორბიტალური უბნის, სახის კანის ჰიპერემია, სკლერების ჰიპერემია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისთვის. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მოხმარება ბავშვებში: მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ბავშვებში არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში არ შეიძლება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: პრეპარატი აჩქარებს სხვა სამკურნალო პრეპარატების შეწოვას (ადგილობრივი ანესთეტიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები და ა.შ.).
სიფრთხილე:
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა ინფექციური ანთების ან სიმსივნური წარმონაქმნების ახლოს, მწვავე სისხლჩაქცევების დროს.
ოფთალმოლოგიაში გამოიყენება მხოლოდ პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობიელობის არ არსებობის შემოწმების შემდეგ. სუბკონიუქტივალურად და ადგილობრივად თვალის რქოვანა ზეგამოყენების დროს შესაძლებელია დროებითი შემღვრევა და მხედველობის სხვა დარღვევები. საინექციო ხსნარებს ამზადებენ ნოვოკაინის 0,5% ხსნარზე ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარზე, ელექტროფორეზისთვის დისტილირებულ წყალზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვაზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ციებ-ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია ან ართერიული ჰიპოტენზია, ადგილობრივი შეშეპება, ჭინჭრისცხელება, ერითემა.
მკურნალობა: ადრენალინის, გლუკოკორტიკოიდების შეყვანა, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შეფუთვა:
64 პე პრეპარატი ამპულაში, 5 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი (სულ 10 ამპულა) მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20C – 80C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ. 3, 0160, თბილისი,
e-mail: [email protected]
51.64 ლარი
48.54 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ილკო ილაჩ სან ვე თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ამს – ედვანსდ თაიროიდ
L- თიროზინი და ბუნებრივი იოდი
ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას
აუმჯობესებს ენერგიასა და განწყობას
ხელს უწყობს მეტაბოლიზმს
ამს- ედვანსდ თაიროიდ წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც მასში შემავალი მცენარეებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსით ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. აღნიშნული პროდუქტის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს მთელ რიგ სარგებელს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ პროდუქციასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას. ედვანსდ თიროიდის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტებია: რანეტი (ერთგვარი ვაშლი, აშვაგანდა); ლიმონურა (შიზანდრა); ლამინარია, ზღვის წყალმცენარე და მათთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჯანრმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები სელენი; L-თიროზინი, თუთია.
სტრესის შემცირება, ენერგიისა და ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაზრდა წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმეს იმ ფაქტორებიდან, რაც აღნიშნულ ამს ედვანს თაიროიდს აძლიერებს.

დამატებითი ინფორმაცია
დღის მანძილზე მისაღები მაქსიმალური რაოდენობა 2 კაფსულა
2 კაფსულა შეიცავს
ვიტამინი B12 – 100მკგ 1667%
იოდი (ლამინარია) – 150 მკგ 100%
მაგნიუმი (ოქსიდი) – 200 მკგ 50%
თუთია (ოქსიდი) – 8 მგ 53%
სელენი (სელენომეთიონინი) 200მკგ 286%
სპილენძი (ოქსიდი) 200 მკგ 10%
მანგანუმი (ამინომჟავასთან ხელატი) 2მგ 100%
მოლიბდენი (ამინომჟავასთან ხელატი) 50მკგ 67%
დაპატენტებული შემადგენლობა 858 მგ ***
L-თიროზინი **
ლიმონურა (შიზანდრა – მცენარის ფხვნილი) **
რანეტის ფესვი (აშვაგანდა – მცენარის ფხვნილი) **
ლამინარია (მცენარის ფხვნილი) **
პილპილი (მცენარის ფხვნილი) **
ზღვის წყალმცენარეები (ლამინარიას რიგი) **
*** – დაპატენტებული შემადგენლობა
** – დღიური დოზა დადგენილი არაა
ამს ედვანსედ თაიროიდ – შექმნილია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციისთვის. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომელთა ფუნქციაც ხშირად ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად.
რანეტი (აშვაგანდა)
აშვაგანდა წარმოადგენს პოპულარულ ადაპტოგენურ მცენარეს აიურვედულ მედიცინაში (ინდური ტრადიციული მედიცინა), რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის დაქვეითებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსირებაში ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სეკრეციის გაძლიერებით.
დადასტურებულია, რომ აშვაგანდა ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას და გვეხმარება ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაძლიერებაში.
იოდი
იოდი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნდამენტური ჰორმონების ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სტრუქტურულ ელემენტს (საშენ მასალას).
L-თიროზინი
L-თიროზინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) დონეს, რაც დადებითად მოქმედებს ენერგიის რაოდენობაზე, სხეულის მასის კლებაზე, განწყობაზე, კანის ჯანმრთელობასა და დეპრესიაზე.
სელენი
სელენი ფარისებრი ჯირკვლის შემადგენლობაში უფრო კონცენტრირებულია სხვა ორგანოებთან შედარებით. ის წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ფარისებრ ჯირკვალს და ამავდროულად წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სტრუქტურულ ელემენტს.
ლიმონურა (შიზანდრა)
შიზანდრა უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდაციურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა და გარემოს სხვა ტოქსინებისგან, რაც უჯრედულ დაზიანებას იწვევს. შიზანდრა „ასუფთავებს“ ფარისებრ ჯირკვალს და აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციას.
მიღების წესი:
მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
კოკარნიტი
(Cocarnit)
შემადგენლობა:
თითოეული ლიოფილიზირებული ამპულა შეიცავს 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს, 50 მგ კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს;
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად (ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება) მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან. იგი ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე, უმეტესად ცვლით პროცესებზე; კოენზიმის სახით მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში. აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას.
ციანოკობალამინი მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში; მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში. ვიტ. B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპო-პროტეიდების პროდუქციისათვის.
ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს და წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.
ჩვენებები:
_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები:
კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გაფრთხილება:
ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ლიოფილიზირებულ ამპულას და 3 ამპულას გამხსნელით, რომელიც შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: რეცეპტით
წარმოებულია:
“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt
“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064, USA.
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us
პირისოქსინის ჰიდროქლორიდი
(ვიტამინი B6)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: პირიდოქსინი; [2-მეთილ-3-ოქსი-4,5-დი(ოქსიმეთილ)-პირიდინის ჰიდროქლორიდი];
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;
შემცველობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 0.05 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენდიამიტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი (ნატრიუმის ედეტატი), საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ვიტამინების მარტივი პრეპარატები. კოდი ATC A11HA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებულ ფორმაში ვიტამინი B6 შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და გადაამინირების პროცესებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ტრიპტოპანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში, დოპამინის ნორადრენალინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში; აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას ათეროსკლეროზის დროს; ზრდის დიურეზს.
ფარმაკოკინეტიკა. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ღვიძლში მეტაბოლიზირდება. მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტები (4-პირიდოქსილმჟავა და 5-ფოსფოპირიდოქსილმჟავა) თირკმელებით გამოიყოფა. პრეპარატის დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჰიპო- და ავიტამინოზისას B6, ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდატიური დიათეზები დროს. ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს. გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი შეიყვანება ინტრაკუნთურად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის დღის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
პარენტერალურად შეყვანის დროს დღე-ღამის სამკურნალო დოზა უფროსებისათვის, რომელი ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას ი/კ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3 თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/კ საწყისი დღის დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია 12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას პრეპარატი შეიყვანება ი/კ 100 მგ (0.1 გ) ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.
გვერდითი მოქმედება. შესაძლებელია კან-ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ხსნარი აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას.
პრეპარატი არ ინიშნება ა-დოფასთან ერთდროულად, ვინაიდან ასუსტებს უკანასკნელი მოქმედებას.
არ შეიძლება ერთ შპრიცში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ციანოკობალამის ხსნარებთან და თიამინინთან ერთად გამოყენება.
ჭარბი დოზა. ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი დოზებით ვითარდება ხასიათდება კუნთის ქსოვილში და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. ჰიპერვიტამინოზის B6, ადრეულ სტადიებში შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის იშემიური დაავადების დროს.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.
ამს გრავიდა მაგნეზია 70მგ #90ტ
დამატებითი ინფორმაცია
დღის მანძილზე მისაღები რაოდენობა: 1 კაფსულა
90 კაფსულა შეფუთვაში
| 1 კაფსულა შეიცავს | % დღიური ნორმა | |
| მაგნიუმი (ოქსიდი და ციტრატი) | 70 მგ | 30% |
| ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) | 5მგ | 250% |
სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა, ჟელატინი (კაფსულა); სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი
მაგნიუმი ხელ უწყობს ჰიპოფიზსა და საკვერცხეებში ესტროგენებისა და პროგესტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აუცილებელია ორსულობის უსაფრთხოებისთვის სანამ პლაცენტა საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს პროგესტერონის დონის ნორმალიზაციას ქალებში ლუთეალური ფაზის უკმარისობით, რომლის დროსაც ლუთეალური ფაზა არასაკმარისად ხანგრძლივია ორსულობის წარმატებით შენარჩუნებისთვის.
მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცლიებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესისათვის, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის პროცესებში, ნერვულ-კუნთოვანი გამტარობის დაქვეითებით. განსაკუთრებით საინტერესოა მაგნიუმი, როგორც ბუნებრივი კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის ფუნქციაში. სტრესულ სიტუაციაში თავისუფალი იონიზებული მაგნიუმი ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, აქედან გამომდინარე მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესისადმი რეზისტენტობის მომატებას.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა) მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავას გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
გაფრთხილება: თუ თქვენ ხართ ორსული, ან მეძუძური დედა, ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გამოყენების წინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ თუკი თავსახურის ქვემოთ საცობი დაზიანებულია ან არ არის.
მითითებება: გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. მიიღეთ საკვებთან ერთად.
გამოიყენება შესაძლებელია ვეგეტარიანელების მიერ
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.
გრავიდა მაგნიუმი დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მიღეთ პრეპარატი ექიმის მითითებისამებრ.
პრეპარატი მიეკუთვნება მინერალური დანამატების ჯგუფს.
მაგნიუმის დეფიციტის შემთვევაში ( იზოლირებული ან კომბინირებული) – შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
აგზნება, გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, ძილის მსუბუქი დარღვევები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი, გულის აჩქარება (ჯანმრთელი გულის პირობებში)
კუნთების დაჭიმვა,
პრეპარატის მიღება არ შეიძლება
თუკი გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის ან ძირითადი ნივთიერების მიმართ
თუკი გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება. მაგნიუმის არაბალანსირებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ფეხმძიმობის შეწყვეტაც.
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ილკო ილაჩ სან ვე თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი 0,05გ საინექციო
Cocarboxylase Hydrochloride
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი
INN: Cocarboxylasi hydrochloridum.
ATC კოდი: A11DA
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი, ნახშირწყლების მიმოცვლის რეგულატორი.
შემადგენლობა:
ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს:
0,05გრ კოკარბოქსილაზას ჰ/ქ და 0,008გრ ნატრიუმის ჰიდროკარბონატი;
ყოველი ამპულა გამხსნელი შეიცავს 2მლ საინექციო წყალს
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია კოფერმენტული მოქმედება. წარმოადგენს თიამინფოსფატის კოფერმენტს. ცილასთან და მაგნიუმის იონებთან კომპლექსში შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში. მონაწილეობს ალფა-კეტომჟავების კარბოქსილირებასა და დეკარბოქსილირებაში, ხელს უწყობს აცეტილ-კოფერმენტ А-ს წარმოქმნას, არეგულირებს ნახშირწყლების მიმოცვლის პროცესებს.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება დიაბეტური წარმოშობის აციდოზის, აციდოზის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, ქრონიკული კარდიო-პულმონური სინდრომის, დიაბეტური და ღვიძლის კომის, კორონარული სისხლმიმოქცევის უკმარისობის, პერიფერიული ნევრიტების, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში. ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ, ამისათვის ამპულის შიგთავსს ხსნიან ერთ გამხსნელ ამპულაში.
მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ დოზით 0,05-0,1გ ერთხელ დღეში.
ბავშვებში – 0,025-0,05 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 დღეს.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ლოკალური ალერგიული რეაქციები, ქავილი და ჰიპერემია შეყვანის ადგილას.
წინააღმდეგჩვენება:
არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია:
შეზღუდვები არ არის.
ურთიერთქმედება:
აძლიერებს გულის გლიკოზიდების ეფექტს.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
სტანდარტული შეფუთვა:
5 ამპულა პრეპარატი და 5 ამპულა გამხსნელი მუყაოს კოლოფში მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ს/ს “ბიოფარმი”, საქართველო.
0160, გოთუას ქ. #3, თბილისი.
ტელ/ფაქსი: 225-29-56
E-mail: [email protected]
პირისოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა
(ვიტამინი B6-დარნიცა)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: პირიდოქსინი; [2-მეთილ-3-ოქსი-4,5-დი(ოქსიმეთილ)-პირიდინის ჰიდროქლორიდი];
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;
შემცველობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 0.05 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენდიამიტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი (ნატრიუმის ედეტატი), საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ვიტამინების მარტივი პრეპარატები. კოდი ATC A11HA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებულ ფორმაში ვიტამინი B6 შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და გადაამინირების პროცესებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ტრიპტოპანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში, დოპამინის ნორადრენალინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში; აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას ათეროსკლეროზის დროს; ზრდის დიურეზს.
ფარმაკოკინეტიკა. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ღვიძლში მეტაბოლიზირდება. მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტები (4-პირიდოქსილმჟავა და 5-ფოსფოპირიდოქსილმჟავა) თირკმელებით გამოიყოფა. პრეპარატის დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა გამოიყენება ჰიპო- და ავიტამინოზისას B6, ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდატიური დიათეზები დროს. ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს. გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება ინტრაკუნთურად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის დღის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
პარენტერალურად შეყვანის დროს დღე-ღამის სამკურნალო დოზა უფროსებისათვის, რომელი ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას ი/კ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3 თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/კ საწყისი დღის დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია 12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას პრეპარატი შეიყვანება ი/კ 100 მგ (0.1 გ) ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.
გვერდითი მოქმედება. შესაძლებელია კან-ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცას ხსნარი აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას.
პრეპარატი არ ინიშნება ა-დოფასთან ერთდროულად, ვინაიდან ასუსტებს უკანასკნელი მოქმედებას.
არ შეიძლება ერთ შპრიცში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცას ციანოკობალამის ხსნარებთან და თიამინინთან ერთად გამოყენება.
ჭარბი დოზა. ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი დოზებით ვითარდება ხასიათდება კუნთის ქსოვილში და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. ჰიპერვიტამინოზის B6, ადრეულ სტადიებში შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის იშემიური დაავადების დროს.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.