Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 339

ტოქსიკოინფექცია

საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები მწვავე ინფექციურ დაავადებათა საკმაოდ დიდი ჯგუფია. ის სხვადასხვა ბაქტერიის: სალმონელას, ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკის – ან მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტების ზემოქმედებას უკავშირდება. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმები დიდხანს ძლებენ წყალში, დაავადებული ადამიანის განავალში, მის ხელებზე, ჭურჭელზე, პირადი მოხმარების საგნებზე. ამ ბაქტერიებით ინფიცირება შესაძლებელია ჭუჭყიანი ხელების, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამომწვევი სიცოცხლის უნარს დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს.
ყოველ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციით მიღებული უსიამოვნება. უხარისხო პროდუქტის შეჭმიდან საათნახევრის-ორი საათის შემდეგ იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს, ადამიანს ეუფლება სისუსტე, ამცივნებს, ეხვევა თავბრუ. ეს სიმპტომები იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევმა მიკრობმა: პროტეუსმა, ენტეროკოკმა, კლოსტრიდიამ, ფსევდომონამ, – დაიდო ბინა.
ზაფხულობით ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება – მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები წელიწადის ამ დროს ხშირად ირღვევა, ამიტომ კვებითი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკრობები შეუფერხებლად მრავლდებიან.
ზოგჯერ მოწამვლას იწვევს საკვებში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები (პესტიციდები), მძიმე ლითონების (თუთიის, სპილენძის, ტყვიის) მარილები, პროდუქტის ბუნებრივი შხამი (შხამასოკოები, ზოგიერთი ჯიშის თევზი). ეს კვებითი ინტოქსიკაცია არ არის. კვებით ინტოქსიკაციად არც უმწიფარი ნაყოფით ან რაციონალური კვების წესების დარღვევით (დიდი ოდენობით ცხიმიანი პროდუქტის, მჟავე რძის, ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების) მოხმარებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები მიიჩნევა. აქვე დავძენთ, რომ მარწყვით, კვერცხით და სხვა ამგვარი პროდუქტებით გამოწვეული `მოწამვლა~ ხშირად ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქციით არის განპირობებული.

ინფიცირების გზები

ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებებს საკვები სხვადასხვა დროს: წარმოებისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისა და რეალიზაციისას – იძენს. განსაკუთრებით საშიშია ფარშისგან მომზადებული კერძები, პაშტეტი, მაიონეზი. მათში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. ეს და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი შენახულ უნდა იქნეს მცირე ხნით და დაბალ ტემპერატურაზე. კატლეტის თუ პელმენის შეთბობა უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის – მიკრობები, რომლებიც პროდუქტის სიღრმეში ბინადრობენ, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანნი დარჩნენ. მათი უვნებელყოფისთვის ინტენსიური სითბური დამუშავებაა საჭირო. კვებითი ინტოქსიკაციის ერთ-ერთი სახეა სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია. ის ვითარდება სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის შემცველი საკვების მოხმარებისას (ამ დროს შესაძლოა, პროდუქტი გამომწვევს არ შეიცავდეს). ენტეროტოქსინი სითბოგამძლეა. მისი უვნებელყოფისთვის საჭიროა 1-2-საათიანი დუღილი. სტაფილოკოკურ ტოქსიკოინფექციას ხშირად იწვევს კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი ხაჭო, რძე, კარაქი. საკვებს სტაფილოკოკით აბინძურებს ადამიანი (მზარეული, კონდიტერი), რომელსაც აქვს ფურუნკულოზი, პიოდერმია ან სხვა ჩირქოვანი დაავადება. საფრთხეს წარმოადგენს ანგინით, სურდოთი, ლარინგიტით, ბრონქიტით დაავადებული ადამიანიც. რძე ბინძურდება, თუ ძროხას აქვს სარძევე ჯირკვლის ანთება (მასტიტი).

საკვებისმიერი  ტოქსიკოინფექციის სიმპტომები და მიმდინარეობა

ნიშნები თავს იჩენს ინფიცირებული საკვების მიღებიდან 2-48 საათის შემდეგ. წამყვანი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი. ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ 38-390C-მდე იმატებს. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, 1-დან 3 დღემდე გასტანს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვითარება რთულდება. სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია გამოირჩევა ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდით, რომლის ხანგრძლივობა 2-4 საათს არ აღემატება. დაავადება ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებით, მკერდის ძვლის ქვეშ მზარდი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით. მსუბუქი ინტოქსიკაცია ნორმალური ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. გამოჯანსაღებისთვის უმეტესად 1-2 დღეა საჭირო. იშვიათად ავადმყოფობა უფრო მეტხანსაც გასტანს. საბედნიეროდ,  კუჭ-ნაწლავის ამ ტიპის აშლილობა ჯანმრთელობას იშვიათად უქმნის საფრთხეს და რამდენიმე დღეში უკვალოდ გაივლის. ასეთ შემთხვევებში ექიმებს თვითმკურნალობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მთავარია სწორი მიდგომა.

მკურნალობა

ღებინება ორგანიზმს ყველაზე სწრაფად და სრულყოფილად ათავისუფლებს ენტეროტოქსინითა და მისი წარმომქმნელი მიკრობით დაბინძურებული საკვებისგან. ამოირეცხეთ კუჭი კალიუმის პერმანგანატის ბაცი ვარდისფერი ხსნარით, სუფრის მარილის ან სოდის წყალხსნარით (1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). შეიძლება უბრალო ანადუღარი წყლის გამოყენებაც. სასურველია 2 ლიტრამდე სითხის მიღება. თუ ღებინება არ განვითარდა, მექანიკურად გამოიწვიეთ – დააწექით ენის ძირს ორი (სუფთა) თითით ან კოვზით. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. გამოიჩინეთ ნებისყოფა და როგორც არ უნდა შეგაწუხოთ შიმშილმა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში (უმჯობესია, ცოტა მეტხანსაც) ნურაფერს შეჭამთ, სითხის მიღება კი განუსაზღვრელი ოდენობით შეგიძლიათ. ყველაფერს სჯობია თბილი უშაქრო ჩაი და სუფთა ანადუღარი წყალი. სვით თითო ჭიქა საათში ერთხელ, ყლუპობით. ღებინებისა და კუჭის აშლილობის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ნატრიუმსა და ქლორსაც კარგავს. ამ დანაკარგის შევსება შეიძლება ანადუღარ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სუფრის მარილით, კარტოფილისა და სტაფილოს ნახარშით.
2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ, ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაწურეთ. დალევის წინ დაამატეთ ცოტაოდენი მარილი.
კარგია გარგარის ჩირისგან, ქიშმიშისა და ბანანისგან მომზადებული უშაქრო კომპოტის სმაც. ყველა ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ თვითონ ხილი. როცა სამკურნალო შიმშილის პერიოდი ჩაივლის, გადადით 3-4 საათში ერთხელ მცირე ულუფებით კვებაზე. პირველ დღეს დასჯერდით კეფირს (ნაწლავის მიკროფლორას ყველაზე უკეთ აღადგენს ბიფიდოკეფირი, საბავშვო აციდოფილინი, ბიფილინი), თეთრი პურის ორცხობილა, ბრინჯის ან შვრიის წყალში მოხარშული თხელი ფაფა. მეორე დღეს მიირთვით რძიანი ფაფა, თოხლო კვერცხი, მესამე დღეს – მოხარშული ხორცი, თევზი, კარტოფილის ან სტაფილოს ფაფა. უმი ბოსტნეული, ხილი, წვენები (განსაკუთრებით – მჟავე: ფორთოხლისა,  გრეიპფრუტისა, პომიდვრისა) შეგიძლიათ გამოჯანმრთელების შემდეგაც მიიღოთ.

თუ ღებინება გაგრძელდა

თუ კუჭი შიგთავსისგან დაცლილია, მაგრამ ღებინება გრძელდება, დაწექით, მოეშვით, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და პირში ყინულის ნატეხი ჩაიდეთ. უმჯობესია, ეს იყოს არა უბრალოდ ანადუღარი წყლის, არამედ პიტნის ჩაის ყინული (2 ჩაის კოვზ ხმელ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ). კარგია ნახევარი ლიტრი პიტნის ნახარშის თბილი ოყნაც. უსიამოვნო შეგრძნების გაქრობამდე საათში ერთხელ ყლუპობით სვით პიტნის ჩაი.
თუ გრძნობთ, რომ თავბრუ გეხვევათ და გული მიგდით, ვალერიანის წვეთებით დაასველეთ დოლბანდის ნაჭერი და მორიგეობით ისუნთქეთ ორივე ნესტოთი, მეორეზე ამ დროს ხელი მიიჭირეთ. მუცლის ტკივილის შესამცირებლად პერიოდულად საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მსუბუქად ისვით ხელი. შემდეგ მუცელი შალის ქსოვილით დაითბუნეთ. გაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს აწყნარებს ბარამბოს, გვირილისა და თავშავას ნაყენი. ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 30-40 წუთს. სვით თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

თუ აშლილობას ხანგრძლივი შეკრულობა მოჰყვა

როდესაც შეკრულობა 48 საათზე მეტხანს გრძელდება, ნაწლავის კედლიდან სისხლში გადადის ლპობისა და დუღილის მოლეკულები, რაც კვლავ ინტოქსიკაციას ნიშნავს, ეს კი იწვევს თავის ტკივილს, ღებინების შეგრძნებას და უსიამოვნო განწყობას. ამ დროს კარგია საფაღარათოს მიღება, მაგრამ მცირე ხნით – მისი ხანგრძლივი გამოყენება შეჩვევას იწვევს და დოზის გაზრდა ხდება საჭირო, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, რაციონში კორექტივები უნდა შევიტანოთ: გავზარდოთ მცენარეული ბოჭკოს – ხილისა და ბოსტნეულის წილი. კარგია შავი ქლიავი, ვაშლის პიურე, გახეხილი ჭარხალი – ეს ხილ-ბოსტნეული შეიცავს პექტინებს, რომლებიც ნაწლავში იჯირჯვება და მის დაცლას აადვილებს. თუ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რაციონში ჩართეთ ბალასტური ნივთიერებები – ბურღული, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას და ხელს უწყობს მის გადაადგილებას. მიიღეთ დღეში 3-4 სუფრის კოვზი კეფირთან, ფაფასთან ან პიურესთან ერთად.
მსუბუქი მოწამვლისას მედიკამენტის მიღება არ ღირს. გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი დისფუნქცია რამდენიმე დღეში თავისთავად მოწესრიგდება. ზემოხსენებულ საშუალებებთან ერთად სასარგებლოა კრაზანასა და მუხის ქერქისგან დამზადებული სადეზინფექციო ნაყენები: ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით მდუღარე, 15 წუთით გააჩერეთ ორთქლზე, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

როდის მივმართოთ ექიმს?

როცა მუცლის ტკივილი გვაფიქრებინებს ბრმა ნაწლავის შეტევას ან სხვა მწვავე დაავადებას, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს – ამ შემთხვევაში წუთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
-თუ მუცლის ტკივილმა და ტემპერატურამ (38,50C და მეტი) 2-3 დღეში არ გაიარა;
-თვალის სკლერა, კანი გაყვითლდა, შარდი გამუქდა;
-ღებინება მომდევნო დღეებშიც განმეორდა, პირნაღები მასა ყავის ნალექს ჰგავს ან ამონაღებში სისხლი შეამჩნიეთ;
-კუჭის მოქმედება ხშირია (10 და მეტი დღეში), ნაწლავებიდან გამოსული მასა ბევრია ან მასში შეინიშნება სისხლის მინარევი, ლორწო და ჩირქი;
-თვალები ჩაცვენილია, პირი – მშრალი, ნერწყვი – სქელი და წებოვანი, მიღებული სითხე არ ჩერდება ორგანიზმში ან ავადმყოფს არ შეუძლია წყლის მოსმა. მოზარდებისთვის ეს მდგომარეობა სახიფათოა, თუ გაგრძელდა 10-12 საათს, 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 10 საათს, 2-დან 5 წლამდე – 8 საათს, 2 წლამდე – 6 საათს. 

toqsikoinfeqcia

sakvebismieri toqsikoinfeqciebi mwvave infeqciur daavadebaTa sakmaod didi jgufia. is sxvadasxva baqteriis: salmonelas, nawlavis Cxiris, stafilokokis – an maTi cxovelqmedebis toqsikuri produqtebis zemoqmedebas ukavSirdeba. sakvebismieri toqsikoinfeqciebis gamomwvevi mikroorganizmebi didxans Zleben wyalSi, daavadebuli adamianis ganavalSi, mis xelebze, WurWelze, piradi moxmarebis sagnebze. am baqteriebiT inficireba SesaZlebelia WuWyiani xelebis, dabinZurebuli wylisa da sakvebis meSveobiT. aRsaniSnavia, rom zogierTi gamomwvevi sicocxlis unars dabal temperaturazec inarCunebs.

yovel Cvengans sicocxleSi erTxel mainc ganucdia sakvebismieri toqsikoinfeqciiT miRebuli usiamovneba. uxarisxo produqtis SeWmidan saaTnaxevris-ori saaTis Semdeg iwyeba gulisreva, muclis tkivili, faRaraTi, zogjer sxeulis temperaturac imatebs, adamians eufleba sisuste, amcivnebs, exveva Tavbru. es simptomebi imaze metyvelebs, rom organizmSi avadmyofobis gamomwvevma mikrobma: proteusma, enterokokma, klostridiam, fsevdomonam, – daido bina.

zafxulobiT es problema ufro aqtualuri xdeba – malfuWebadi produqtebis Senaxvis pirobebi weliwadis am dros xSirad irRveva, amitom kvebiTi toqsikoinfeqciebis gamomwvevi mikrobebi Seuferxeblad mravldebian.

zogjer mowamvlas iwvevs sakvebSi moxvedrili qimiuri nivTierebebi (pesticidebi), mZime liTonebis (TuTiis, spilenZis, tyviis) marilebi, produqtis bunebrivi Sxami (Sxamasokoebi, zogierTi jiSis Tevzi). es kvebiTi intoqsikacia ar aris. kvebiT intoqsikaciad arc umwifari nayofiT an racionaluri kvebis wesebis darRveviT (didi odenobiT cximiani produqtis, mJave rZis, urTierTSeuTavsebeli produqtebis) moxmarebiT gamowveuli dispefsiuri movlenebi miiCneva. aqve davZenT, rom marwyviT, kvercxiT da sxva amgvari produqtebiT gamowveuli `mowamvla~ xSirad am produqtis mimarT alergiuli reaqciiT aris ganpirobebuli.

inficirebis gzebi

janmrTelobisTvis mavne Tvisebebs sakvebi sxvadasxva dros: warmoebisas, transportirebisas, Senaxvisa da realizaciisas – iZens. gansakuTrebiT saSiSia farSisgan momzadebuli kerZebi, paSteti, maionezi. maTSi mikroorganizmebi swrafad mravldeba. es da sxva malfuWebadi produqti Senaxul unda iqnes mcire xniT da dabal temperaturaze. katletis Tu pelmenis SeTboba usafrTxoebisTvis sakmarisi ar aris – mikrobebi, romlebic produqtis siRrmeSi binadroben, SesaZloa, sicocxlisunarianni darCnen. maTi uvnebelyofisTvis intensiuri siTburi damuSavebaa saWiro. kvebiTi intoqsikaciis erT-erTi saxea stafilokokuri intoqsikacia. is viTardeba stafilokokuri enterotoqsinis Semcveli sakvebis moxmarebisas (am dros SesaZloa, produqti gamomwvevs ar Seicavdes). enterotoqsini siTbogamZlea. misi uvnebelyofisTvis saWiroa 1-2-saaTiani duRili. stafilokokur toqsikoinfeqcias xSirad iwvevs kremiani sakonditro nawarmi, tkbili xaWo, rZe, karaqi. sakvebs stafilokokiT abinZurebs adamiani (mzareuli, konditeri), romelsac aqvs furunkulozi, piodermia an sxva Cirqovani daavadeba. safrTxes warmoadgens anginiT, surdoTi, laringitiT, bronqitiT daavadebuli adamianic. rZe binZurdeba, Tu Zroxas aqvs sarZeve jirkvlis anTeba (mastiti).

sakvebismieri toqsikoinfeqciis simptomebi da mimdinareoba

niSnebi Tavs iCens inficirebuli sakvebis miRebidan 2-48 saaTis Semdeg. wamyvani simptomebia gulisreva, Rebineba, kuWis aSliloba, muclis tkivili. temperatura zogjer normaluri rCeba, zogjer 38-39 0C-mde imatebs. avadmyofoba, Cveulebriv, 1-dan 3 dRemde gastans, Tumca aris SemTxvevebi, rodesac viTareba rTuldeba. stafilokokuri intoqsikacia gamoirCeva xanmokle sainkubacio periodiT, romlis xangrZlivoba 2-4 saaTs ar aRemateba. daavadeba vlindeba kuWis areSi simZimis SegrZnebiT, mkerdis Zvlis qveS mzardi tkiviliT, gulisreviT, RebinebiT, faRaraTiT. msubuqi intoqsikacia normaluri temperaturis fonze mimdinareobs. gamojansaRebisTvis umetesad 1-2 dRea saWiro. iSviaTad avadmyofoba ufro metxansac gastans. sabednierod, kuW-nawlavis am tipis aSliloba janmrTelobas iSviaTad uqmnis safrTxes da ramdenime dReSi ukvalod gaivlis. aseT SemTxvevebSi eqimebs TviTmkurnalobis sawinaaRmdego araferi aqvT. mTavaria swori midgoma.

mkurnaloba

Rebineba organizms yvelaze swrafad da srulyofilad aTavisuflebs enterotoqsiniTa da misi warmomqmneli mikrobiT dabinZurebuli sakvebisgan. amoirecxeT kuWi kaliumis permanganatis baci vardisferi xsnariT, sufris marilis an sodis wyalxsnariT (1 sufris kovzi 1 litr wyalze). SeiZleba ubralo anaduRari wylis gamoyenebac. sasurvelia 2 litramde siTxis miReba. Tu Rebineba ar ganviTarda, meqanikurad gamoiwvieT – daaweqiT enis Zirs ori (sufTa) TiTiT an kovziT. procedura gaimeoreT 3-4-jer. gamoiCineT nebisyofa da rogorc ar unda SegawuxoT SimSilma, uaxloesi 24 saaTis ganmavlobaSi (umjobesia, cota metxansac) nurafers SeWamT, siTxis miReba ki ganusazRvreli odenobiT SegiZliaT. yvelafers sjobia Tbili uSaqro Cai da sufTa anaduRari wyali. sviT TiTo Wiqa saaTSi erTxel, ylupobiT. Rebinebisa da kuWis aSlilobis dros organizmi siTxesTan erTad natriumsa da qlorsac kargavs. am danakargis Sevseba SeiZleba anaduRar wyalSi gaxsnili 1 C.k. sufris mariliT, kartofilisa da stafilos naxarSiT.

2-3 cali saSualo zomis kartofili an stafilo gaxexeT msxvilad, daasxiT 2 Wiqa civi wyali, wamoaduReT, xarSeT 20 wuTis ganmavlobaSi, gaaciveT da gawureT. dalevis win daamateT cotaodeni marili.

kargia gargaris Cirisgan, qiSmiSisa da bananisgan momzadebuli uSaqro kompotis smac. yvela es produqti mdidaria kaliumiT. araviTar SemTxvevaSi ar WamoT TviTon xili. roca samkurnalo SimSilis periodi Caivlis, gadadiT 3-4 saaTSi erTxel mcire ulufebiT kvebaze. pirvel dRes dasjerdiT kefirs (nawlavis mikrofloras yvelaze ukeT aRadgens bifidokefiri, sabavSvo acidofilini, bifilini), TeTri puris orcxobila, brinjis an Svriis wyalSi moxarSuli Txeli fafa. meore dRes miirTviT rZiani fafa, Toxlo kvercxi, mesame dRes – moxarSuli xorci, Tevzi, kartofilis an stafilos fafa. umi bostneuli, xili, wvenebi (gansakuTrebiT – mJave: forToxlisa, greipfrutisa, pomidvrisa) SegiZliaT gamojanmrTelebis Semdegac miiRoT.

Tu Rebineba gagrZelda

Tu kuWi SigTavsisgan daclilia, magram Rebineba grZeldeba, daweqiT, moeSviT, ramdenimejer Rrmad CaisunTqeT da pirSi yinulis natexi CaideT. umjobesia, es iyos ara ubralod anaduRari wylis, aramed pitnis Cais yinuli (2 Cais kovz xmel pitnas daasxiT 1 Wiqa mduRare wyali, 5 wuTs gaaCereT TermosSi, gawureT). kargia naxevari litri pitnis naxarSis Tbili oynac. usiamovno SegrZnebis gaqrobamde saaTSi erTxel ylupobiT sviT pitnis Cai.

Tu grZnobT, rom Tavbru gexvevaT da guli migdiT, valerianis wveTebiT daasveleT dolbandis naWeri da morigeobiT isunTqeT orive nestoTi, meoreze am dros xeli miiWireT. muclis tkivilis Sesamcireblad periodulad saaTis isris moZraobis mimarTulebiT msubuqad isviT xeli. Semdeg muceli Salis qsoviliT daiTbuneT. gaRizianebul kuW-nawlavs awynarebs barambos, gvirilisa da TavSavas nayeni. es mcenareebi Tanabari raodenobiT aurieT erTmaneTSi, 1 Cais kovz narevs daasxiT mduRare, gaaCereT TermosSi 30-40 wuTs. sviT TiTo Wiqa dReSi 3-4-jer.

Tu aSlilobas xangrZlivi Sekruloba mohyva

rodesac Sekruloba 48 saaTze metxans grZeldeba, nawlavis kedlidan sisxlSi gadadis lpobisa da duRilis molekulebi, rac kvlav intoqsikacias niSnavs, es ki iwvevs Tavis tkivils, Rebinebis SegrZnebas da usiamovno ganwyobas. am dros kargia safaRaraTos miReba, magram mcire xniT – misi xangrZlivi gamoyeneba SeCvevas iwvevs da dozis gazrda xdeba saWiro, rac organizmisTvis sazianoa. Tu es mdgomareoba gagrZelda, racionSi koreqtivebi unda SevitanoT: gavzardoT mcenareuli boWkos – xilisa da bostneulis wili. kargia Savi qliavi, vaSlis piure, gaxexili Warxali – es xil-bostneuli Seicavs peqtinebs, romlebic nawlavSi ijirjveba da mis daclas aadvilebs. Tu arc es aRmoCnda sakmarisi, racionSi CarTeT balasturi nivTierebebi – burRuli, romelsac kvebiTi Rirebuleba ar gaaCnia, magram zrdis nawlavis SigTavsis moculobas da xels uwyobs mis gadaadgilebas. miiReT dReSi 3-4 sufris kovzi kefirTan, fafasTan an piuresTan erTad.

msubuqi mowamvlisas medikamentis miReba ar Rirs. gamocdileba mowmobs, rom aseTi disfunqcia ramdenime dReSi TavisTavad mowesrigdeba. zemoxsenebul saSualebebTan erTad sasargebloa krazanasa da muxis qerqisgan damzadebuli sadezinfeqcio nayenebi: erT sufris kovz nedleuls daasxiT mduRare, 15 wuTiT gaaCereT orTqlze, gawureT da miiReT naxevari Wiqa dReSi 3-4-jer.

rodis mivmarToT eqims?

roca muclis tkivili gvafiqrebinebs brma nawlavis Setevas an sxva mwvave daavadebas, romelic saswrafo samedicino daxmarebas moiTxovs – am SemTxvevaSi wuTebs gadamwyveti mniSvneloba aqvs:

4 Tu muclis tkivilma da temperaturam (38,50C da meti) 2-3 dReSi ar gaiara;

4 Tvalis sklera, kani gayviTlda, Sardi gamuqda;

4 Rebineba momdevno dReebSic ganmeorda, pirnaRebi masa yavis naleqs hgavs an amonaRebSi sisxli SeamCnieT;

4 kuWis moqmedeba xSiria (10 da meti dReSi), nawlavebidan gamosuli masa bevria an masSi SeiniSneba sisxlis minarevi, lorwo da Cirqi;

4 Tvalebi Cacvenilia, piri – mSrali, nerwyvi – sqeli da webovani, miRebuli siTxe ar Cerdeba organizmSi an avadmyofs ar SeuZlia wylis mosma. mozardebisTvis es mdgomareoba saxifaToa, Tu gagrZelda 10-12 saaTs, 6-dan 10 wlamde asakis bavSvebisTvis – 10 saaTs, 2-dan 5 wlamde – 8 saaTs, 2 wlamde – 6 saaTs.

ტონზილიტი ქრონიკული

ქრონიკული ტონზილიტი ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს ედება, მაგრამ მეტწილად სასის ტონზილებს (ნუშურა ჯირკვლებს, იმავე გლანდებს) აზიანებს. ბოლო ხანებში ამ დაავადების გახშირების ტენდენცია შეიმჩნევა. სტატისტიკური მონაცემებით, თუ 1980 წელს ქრონიკული ტონზილიტი მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს აღენიშნებოდა, XXI საუკუნეში ამ მაჩვენებელმა 42%-ს მიაღწია.
ქრონიკული ტონზილიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ბავშვები ავადდებიან. პათოლოგიას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ზუსტად, იგი მწვავდება შემოდგომაზე და ზამთარში, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ადამიანი იოლად ცივდება და თან გრიპის ეპიდემიაცაა მოდებული.

მიზეზები
მიზეზებს შორის, პირველ ყოვლისა, უნდა ვახსენოთ:
-ხშირი ანგინა;
-ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს (ე.წ. ბატონები);
-ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ის ფაქტორებიც, რომლებიც ცხვირით სუნთქვას აძნელებს (ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია და ა.შ.);
-ახლომდებარე ქსოვილებში განლაგებული ინფექციური კერები – კარიესული კბილები, ჩირქოვანი სინუსიტები, ქრონიკული ადენოიდიტი და სხვანი.
ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებას (სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასუსტებული, გამოფიტული ორგანიზმი ადვილად ავადდება) და ალერგიულ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ წინ უძღვის, ზოგჯერ კი, პირიქით, მოსდევს ქრონიკულ ტონზილიტს.
ქრონიკული ტონზილიტი მთელი ორგანიზმის ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, თავდაპირველად განვმარტავთ, რა ფუნქცია აკისრია სასის ტონზილებს. როდესაც ინფექცია ორგანიზმში ზემო სასუნთქი გზებიდან იჭრება, პირველ რიგში სწორედ ნუშურები ინფიცირდება და ინფექციის შესახებ ინფორმაციას აწვდის მთელ ორგანიზმს, ის კი ამის შედეგად მიკრობებისა თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ეს ერთ-ერთი თავდაცვითი ფუნქციაა, რომლის წყალობითაც ადამიანი უფრო იოლად უმკლავდება დაავადებას. ქრონიკული ტონზილიტის დროს კი ორგანიზმი მუდმივ მზადყოფნაშია, ესე იგი, საჭიროა თუ არა, მაინც დაძაბულია. ამავე დროს, დაავადებული ჯირკვლები თავადვეა ინფექციისთვის ღია კარი. მათგან მიკრობები სისხლძარღვოვანი და ლიმფური გზებით ორგანიზმში ხვდება, მის მუდმივ ინტოქსიკაციასა და ალერგიზაციას იწვევს და, ამის კვალობაზე, უამრავი დაავადების პროვოცირებას ახდენს.
ამგვარად, ქრონიკული ტონზილიტი მხოლოდ ლოკალური პროცესებით არ შემოიფარგლება, განსაკუთრებით – დეკომპენსაციური ფორმის დროს; იგი ხშირად იქცევა ისეთი დაავადებების მიზეზად, როგორებიცაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, გახანგრძლივებული სეპტიკური ენდიკარდიტი, ნეფრიტი და ა.შ.

რა ხდება ამ დროს სასის ტონზილებში

ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში გროვდება ჩამოფცქვნილი ბრტყელი ეპითელიუმი და ფიბრინი ბაქტერიებსა და ლიმფოციტებთან ერთად, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩირქი. ამ ხაჭოსებრ ჩირქოვან მასას საცობებს ვუწოდებთ. ლაკუნებში, სადაც ვირუსებისა და ბაქტერიების არსებობისა და გამრავლებისთვის შესანიშნავი პირობებია, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და ზიანდება ტონზილების ლიმფოიდური ქსოვილი. ხშირი გამწვავების შემთხვევაში პროცესი ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე და წარმოიქმნება შეხორცებები. მიკრობები და ვირუსები ლიმფური გზით მთელ ორგანიზმში ვრცელდება და, როგორც უკვე ითქვა, ზოგად ინტოქსიკაციას იწვევს.

ქრონიკული ტონზილიტის კლინიკა და მიმდინარეობა

განასხვავებენ ქრონიკული ტონზილიტის რამდენიმე ფორმას: ლაკუნურს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფოლიკულურს (ამ დროს ჯირკვლებში წარმოიქმნება ჩირქოვანი კერები და იქცევა აბსცესებად, რომლებიც შეიძლება გაიხსნას და გართულებათა მთელ წყებას დაუდოს სათავე). არსებობს ქრონიკული ტონზილიტის ისეთი ფორმებიც, როცა ხშირი ანთების შედეგად ფოლიკულური ქსოვილი თითქმის გადაგვარდება და ისე პატარავდება, რომ დათვალიერებისას არც კი ჩანს. კლინიკური გამოვლინებები სწორედ ამ ფორმებზეა დამოკიდებული. ძირითადად კი ავადმყოფები უჩივიან:
-უსიამოვნო შეგრძნებას საყლაპავსა და ყელში, განსაკუთრებით – ყლაპვის დროს;
-ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას;
-უსიამოვნო სუნს პირში;
-დათვალიერებისას ადვილი შესამჩნევია, რომ ტონზილების ზედაპირი დაღარულია; შეინიშნება ჩირქოვანი საცობებიც.
ტკივილი, თუ ქრონიკული ტონზილიტი არ გამწვავდა, ფაქტობრივად, არ შეიგრძნობა.
ტემპერატურა მაშინ იმატებს, როცა პროცესი შორს არის წასული (დაახლოებით 38 გრადუსამდე). ასეთ დროს შეიმჩნევა ზოგადი ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებიც:
-ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა;
-ადვილად დაღლა, გულისა და სახსრების ტკივილი.
ქრონიკული ტონზილიტის მიმდინარეობა დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული.
-კომპენსირებული ტონზილიტის დროს პროცესი ლოკალიზებულია სასის ნუშურებში. აღინიშნება ადგილობრივი ცვლილებები (მათზე უკვე ვისაუბრეთ). დამახასიათებელი სიმპტომია ჩირქოვანი საცობების წარმოქმნა ლაკუნებში (ნუშურა ჯირკვლის ზედაპირზე არსებულ ჩაღრმავებებში). აღსანიშნავია, რომ პროცესის სიმძიმეს ტონზილების სიდიდე არ განსაზღვრავს. გადიდებული ნუშურა შესაძლოა არავითარ საფრთხეს არ გვიქმნიდეს, ხოლო მცირე ზომისა დიდი ზიანის მომტანი იყოს. ჩირქოვანი საცობების ამოყრა არც სავალდებულოა და არც უკუჩვენება აქვს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: ეს არის სიგნალი, რომელიც ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე მიუთითებს. მკურნალობა კომპენსირებული ფორმის დროს უპირატესად კონსერვატიულია.
-ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის შემთხვევაში ინფექცია სცილდება სასის ტონზილების ფარგლებს და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. ახასიათებს ხშირი გამწვავება და ქრონიკული ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, დაბალი სიცხე. ზოგჯერ მოსდევს გართულება გულის, თირკმელების, სახსრების, ნერვული სისტემის მხრივ. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ტონზილექტომია.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობა

ქრონიკული ტონზილიტის დროს აუცილებელია ხახიდან ნაცხის აღება, რათა გაირკვეს, რომელი მიკროორგანიზმით არის განპირობებული პროცესი. ამის მიხედვით არჩევენ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომლის მიმართ მიკროორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. მკურნალობა სამ მიმართულებას ითვალისწინებს:
-ანტიბიოტიკების მიღებას;
-სასის ტონზილების გამორეცხვას ანტიბიოტიკის ხსნარით;
-ფიზიოთერაპიას, რაც ძირითადად ლაზერითა და ულტრაბგერით ზემოქმედებას გულისხმობს.
ლაზეროთერაპია განსაკუთრებით შედეგიანია გამორეცხვასთან კომბინაციისას. თერაპიული ლაზერის სხივი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც დაავადებულ ორგანოს ნორმალური ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
მკურნალობის მოცულობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. ლაკუნებს ვაკუუმის პირობებში გამორეცხავენ. ეს ნუშურა ჯირკვლის ღრმა უბნებს პათოლოგიური შიგთავსისგან ათავისუფლებს და წინასწარ შერჩეული ანტიბიოტიკის ხსნარით გამორეცხვის საშუალებას იძლევა.
ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სტიმულირებას (ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაციონალურ კვებას, გაკაჟებას, სამკურნალო ფიზკულტურას). საჭიროების შემთხვევაში იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებსაც ნიშნავენ.

ქირურგიული მკურნალობა

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოპრაციული ჩარევა საჭიროა ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს. ტონზილექტომია ნაჩვენებია მაშინაც, როცა აღინიშნება:
-ხშირი (წელიწადში 2-3-ჯერ მაინც) ანგინა;
-სასის ნუშურების დამახასიათებელი ადგილობრივი ცვლილებები: სასის რკალების ჰიპერემია, შეშუპება, ჩირქოვანი საცობები ლაკუნების შესავალთან, რომლებიც ზოგჯერ უბრალო დათვალიერების დროსაც ჩანს, ზოგჯერ კი წინა რკალზე შპადელის მიჭერისას ხდება საჩინო, შეხორცებები ნუშურა ჯირკვალსა და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს შორის;
-პროცესის სხვა ორგანოზე ან ორგანოებზე გადასვლის დამადასტურებელი სიმპტომები;
-ანამნეზში – ერთი ან ორი პარატონზილური აბსცესი.
ამ ნიშნების არსებობისას ტონზილექტომიას (ტონზილების ამოკვეთას) მიმართავენ. დროული ოპერაციული ჩარევა ხსნის ალერგიულ ფონსა და ინტოქსიკაციას, კარდიული გამოვლინებები კი ან მაშინვე გაივლის, ან თანდათან, 4-6 თვეში.
დაგვიანებისას ანთებითი პროცესი ზედა სასუნთქი გზების ლიმფადენოიდურ ქსოვილზე ვრცელდება და ამავე დროს ყალიბდება გულის შეუქცევადი ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები.
ტონზილექტომიას უკუჩვენებაც აქვს.
აბსოლუტური (მუდმივი) უკუჩვენებებია:
-სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, ლეიკოზი, ვერლჰოფის დაავადება და სხვ.);
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ფილტვებისა და ღვიძლის გამოხატული დეკომპენსაცია;
-შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.
ჩამოთვლილ შემთხვევებში ნუშურების ამოკვეთა არამც და არამც არ შეიძლება.
დროებითი უკუჩვენებებია:
-მწვავე ინფექციური დაავადებები;
-აქტიური ტუბერკულოზი;
-მენსტრუაციის პერიოდი;
-ორსულობის უკანასკნელი თვეები;
-ანტიკოაგულანტებით, ბარბიტურატებით, სალიცილატებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი.
წლამდე ასაკისა და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს ოპერაცია მკაცრი ჩვენებით უნდა ჩაუტარდეთ.
ტონზილები მთლიანად უნდა ამოიკვეთოს.
წინათ არსებობდა ასეთი მეთოდი – ტონზილოტომია: სპეციალური ინსტრუმენტით მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს აჭრიდნენ, მაგრამ პროცესი, წესისამებრ, გრძელდებოდა, შენარჩუნებული უბანიც ჩირქდებოდა და მისი მოცილება აუცილებელი ხდებოდა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს აღარ მიმართავენ.

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გულისხმობს 10-14-დღიან დამზოგველ რეჟიმს, შესაბამისი დიეტის დაცვას, ექიმის მიერ დანიშნული ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატების გამოყენებას.
ოპერაციის შემდეგ 10-14 დღის განმავლობაში მიმდინარეობს მოცილებული ტონზილების უბნის ეპითელიზაცია – ნაოპერაციევი, გაშიშვლებული არე ეპითელური ქსოვილით იფარება. ნაოპერაციევი მიდამო უფრო მეტად რომ არ გაღიზიანდეს (რაც აღდგენით პროცესებს შეუშლის ხელს), პაციენტმა პირველ დღეებში უნდა მიიღოს მხოლოდ გრილი, თხევადი ან ფაფისებრი საკვები (ფაფები, პიურე, კისელი, იოგურტი). მომდევნო პერიოდში რაციონი ფართოვდება, თუმცა საკვები არ უნდა იყოს უხეში, გამაღიზიანებელი, მეტისმეტად ცხიმიანი.

ტონზილექტომიის გართულებები

ტონზილექტომიის მთავარი გართულება სისხლდენაა. მის აღსაკვეთად სისხლმდინარ უბანს ელექტროპინცეტით ამუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ ავადმყოფები ტონზილექტომიის შემდეგ ხშირად უჩივიან ყელის სიმშრალეს. ეს იმიტომ, რომ ოპერაციის დროს ღიზიანდება ხახის ლორწოვანი გარსი. ეს შეგრძნება დროებითია და როცა ორგანიზმი ახალ პირობებში მუშაობას მიეჩვევა, გაივლის.

ტონზილიტი მწვავე

ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.

მწვავე ტონზილიტი
მწვავე ტონზილიტი (ანგინა) სასის ნუშისებრი ჯირკვლების მწვავე ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში – დაახლოებით 6%-ს.
ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.
წარმოშობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ანგინის სამ ფორმას:
-ეპიზოდურს, როდესაც არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, მაგალითად, გაციების შედეგად, აქტიურდება ორგანიზმში არსებული მიკროფლორა;
-ეპიდემიურს, როდესაც დასნებოვნება ხდება ანგინით დაავადებულისგან;
-ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგს.
სასის ტონზილების ინფიცირება შესაძლებელია რამდენიმენაირად:
-ჰაერწვეთოვანი გზით (დაავადების გამომწვევი ვრცელდება ჰაერით);
-ალიმენტური გზით (დაავადების გამომწვევი ხახაში ხვდება საკვებთან ერთად);
-აუტოინფექციის შედეგად (დაავადება უმეტესად ხახაში მუდმივად მობინადრე მიკრობებით თვითდასნებოვნების შედეგად ვითარდება. ამ პროცესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება განაპირობებს).
ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები.
არსებობს ანგინის რამდენიმე ფორმა, რომლებსაც რამდენადმე განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს:
-კატარული ანგინა. იწყება მწვავედ, ყელში სიმშრალისა და წვის შეგრძნებით (ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია). შემდეგ აღინიშნება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, აგრეთვე – თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37 გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა, წესისამებრ, 3-5 დღეში თავისთავად იკურნება. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ მაინც საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან შესაძლოა გართულდეს.
-ფოლიკულური ანგინა. ეს არის ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვანი ანთება. ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულების სახით მოჩანს დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის მომატებით 38-390C-მდე, ძლიერი ყელის ტკივილით, განსაკუთრებით – ყლაპვისას, ხშირად – ირადიაციით ყურში. აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებით მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, ერთ კვირას გრძელდება.
-ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობებად მოჩანს. ჩივილები და ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც ფოლიკულური ანგინის დროს.
-ვირუსული ანგინა უმეტესად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექციის ფონზე. ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი.
-სოკოვანი ანგინა საფუარა სოკოთია გამოწვეული. ამ ტიპის სოკო ადამიანის პირის ღრუში მუდამ არის, ხოლო ორგანიზმის დასუსტებისას, აგრეთვე ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას აქტიურდება და პათოგენურ აგენტად გარდაიქმნება. უმეტესად ავადდებიან პატარა ბავშვები. სიმპტომები მკაფიოდ არ არის გამოხატული. ტონზილებზე შესაძლოა გაჩნდეს ხაჭოსებრი ნადები, რომელიც ადვილად სცილდება. დიაგნოზი დაისმის ხახიდან აღებული მასალის გამოკვლევის შედეგად.
ანგინა ხშირად რთულდება პარატონზილიტით – სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი (ამ შემთხვევაში აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში). ზოგადი გართულებებიდან დამახასიათებელია: ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად – ტონზილოგენური სეფსისი.

მკურნალობა
ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს.
ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხახის სანაციისთვის როგორც ანგინის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის დროს. კარგია თაფლიც – ერთი საჩაროზე კოვზი ჭამის წინ დღეში სამჯერ, პირში 1-2 წუთს გაჩერებით (ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია), ასევე – ლიმონიანი ჩაი ან უშაქრო ლიმონის დაღეჭვა.
ანგინის პროფილაქტიკა გულისხმობს: ორგანიზმის გაკაჟებას, სწორ კვებას (მათ შორის – ჩვილის ძუძუთი კვებას), ინფექციის კერების (ღრძილების და კბილების დაავადებები, სინუსიტები, ადენოიდები, რაქიტი) დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.

გართულება
მწვავე ტონზილიტის ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი გართულებაა პარატონზილიტი (სასის ნუშურასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესი (ჩირქგროვა). უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი. ამ შემთხვევაში ჩირქგროვა სცილდება ხახის კედელს და კისრის სტრუქტურებში გადადის).
ზოგადი გართულებები ახასიათებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ტონზილიტს. ესენი გახლავთ ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად ტონზილოგენური სეფსისი.

ტონზილიტი – ინფექციური დაავადებების თანმხლები

ხახის ლიმფური კომპონენტების (უმეტესად – ნუშურების) მწვავე ანთებას, რომელიც ინფექციური დაავადების დროს იჩენს თავს, მეორეულ ანგინას უწოდებენ.
ნუშურა ჯირკვლების ანთებით მიმდინარეობს წითელა, ქუნთრუშა, ადენოვირუსული ინფექცია, ჰერპესის ოჯახის ვირუსებით გამოწვეული დაავადებები – ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესის ლორწოვანი გარსების დაზიანებით მიმდინარე კლინიკური ფორმა, დიფტერია, მუცლის ტიფი, ტულარემია.
მათ შორის განსხვავება თვალნათელი რომ იყოს, თითოეული დაავადება ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ.

წითელა

ხახის ლორწოვანი გარსის ანთება პროდრომულ და გამონაყარის პერიოდში ვითარდება, შემდეგ კი მას წითელასთვის დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშნები დაერთვის:
-ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვან გარსზე – ძირითადი კბილების, ტუჩებისა და ღრძილების ლორწოვანზე – ჩნდება მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნი, ე.წ. ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის სიმპტომი;
-მაგარ და რბილ სასაზე შეიმჩნევა უსწორმასწორო წითელი ლაქები – ენანთემა. იგი კანზე დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე იჩენს თავს;
-თვით წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი სახიდან იწყება – პირველი ელემენტები ჩნდება ყურის უკან, ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე.
ანგინა კატარულიდან ნეკროზულ პროცესამდე მერყეობს.

ქუნთრუშა

ანგინა ქუნთრუშის დამახასიათებელი ნიშანია. მის გარეშე მიმდინარე ქუნთრუშას ექსტრაბუკალურს უწოდებენ.
ანგინას ახასიათებს პირ-ხახის ლორწოვანი გარსების (ნუშურების, ნაქის, სასის რკალების) კაშკაშა ჰიპერემია – ე.წ. აალებული ხახა. დაავადების პირველ დღეებში ხშირია რბილი სასის ნაწილობრივი (წერტილოვანი) ჰიპერემია, ზოგჯერ წერტილოვანი სისხლჩაქცევებიც აღინიშნება. ანგინა კატარულია ან ნადებით დაფარული. ნადები, ისევე როგორც ლაკუნური ანგინის დროს, მოყვითალო ან მოთეთრო-ჭუჭყისფერია და ადვილად სცილდება ლორწოვანს.
ნეკროზული ანგინა განსაკუთრებით ტიპურია სეფსისური ქუნთრუშისთვის. ასეთსავე ცვლილებებს განიცდის ნუშურები ლაკუნებს გარეთაც.
ანგინას აქვს მიდრეკილება, მთელ ნუშურაზე გავრცელდეს, მძიმე შემთხვევაში კი სასის რკალებს, ნაქს, რბილ სასას, ხახის კიდესაც ედება. მდებარეობა თავდაპირველად ოდნავ ზედაპირულია, ჩირქოვანი გადაგვარების შემდეგ კი თითქოს რამდენადმე სიღრმისკენ გადაინაცვლებს.
ნადების ზედაპირი გამდნარ ქონს მოაგავს, მის ქვეშ მოქცეული ლორწოვანი გარსი კი ჰიპერემიული (გაწითლებული) და შეშუპებულია.
დაავადების მეორე-მესამე დღიდან ენის დვრილები შიშვლდება და ვლინდება ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ჟოლოსებრი ენის სიმპტომი. ენა ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად არის გაწითლებული.

ადენოვირუსული
ინფექცია

ადენოვირუსული ინფექცია მწვავე რესპირაციულ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, კონიუნქტივიტით (მას ამ ინფექციის სავიზიტო ბარათსაც კი უწოდებენ), პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარეობს.
პირხახისმხრივი ცვლილებები მეტ-ნაკლებად ადენოვირუსული ინფექციის ნებისმიერი ფორმის დროს შეიმჩნევა, თუმცა ანთებითი მოვლენები განსაკუთრებით ტონზილოფარინგიტის დროს დომინირებს. ავადმყოფი უჩივის ყელის ტკივილს, ნუშურებზე ჩნდება ნადები – მოთეთრო ფერის შესქელებული ლორწო. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია.

მუცლის ტიფი

მუცლის ტიფი ნაწლავთა მწვავე ინფექციაა, რომელიც უპირატესად წვრილ ნაწლავთა ლიმფური აპარატის დაზიანებით, თანდათანობით მზარდი ტემპერატურითა და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით მიმდინარეობს. ხშირად ყალიბდება ტიფური სტატუსი, კანზე ჩნდება როზეოლური გამონაყარი, დიდდება ღვიძლი და ელენთა.
ასიდან 50-70 შემთხვევაში დაავადების საწყისი სიმპტომი ანგინაა. პროდრომულ პერიოდში სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს. ძლიერდება ინტოქსიკაციის მოვლენები. ავადმყოფი ფერმკრთალია, კანი მშრალი აქვს. დამახასიათებელია უძილობისა და თავის ტკივილის ერთდროული გამოვლენა. ამ სიმპტომებს თან სდევს ხახის ზომიერი ტკივილი. დაზიანებულ მხარეს ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია, პალპაციით – მტკივნეული.
ანგინა თავდაპირველად კატარული ხასიათისაა, დაავადების მეორე კვირიდან ცალ მხარეს შეიძლება განვითარდეს არამტკივნეული ნუშურების წყლულოვან-ნეკროზული დაზიანება. ნუშურებზე ჩნდება წვრილი, მრგვალი და წითელი გლუვკიდეებიანი, მონაცრისფროფსკერიანი წყლულები, რომლებიც სასის რკალებზეც ვრცელდება. ოთხი კვირის შემდეგ წარმოიქმნება უბნები გრანულაციური ქსოვილით და შემდგომი ეპითელიზაციით.
კატარული ტონზილიტის ფონზე ენა შეშუპებულია, ენის ზურგი დაფარულია მოთეთრო-მორუხო სქელი ნადებით, გვერდები და წვერი სუფთაა. გვერდებზე აღინიშნება კბილების ჩანაჭდევები (ტიფური ენა).

ინფექციური
მონონუკლეოზი

ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც 39-400C ტემპერატურით, პერიფერიული ლიმფური (განსაკუთრებით – კისრის) კვანძების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი), ჰეპატოლიენური სინდრომით (ღვიძლისა და ელენთის გადიდებით) და პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გაჩენით მიმდინარეობს. დაავადების აუცილებელი სიმპტომია ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი. ზოგჯერ ანთება იმდენად ინტენსიურია, რომ ნუშურები ერთმანეთს ეხება. ცხვირ-ხახის ნუშურების დაზიანების გამო ჭირს ცხვირით სუნთქვა, ტემბრი ცხვირისმიერი ხდება, ზოგჯერ ყალიბდება სტრიდორი – ნახევრად დაღებული პირი, მხვრინავი სუნთქვა. ცხვირიდან გამონადენი თავდაპირველად პრაქტიკულად არ არის, მაგრამ შეიძლება განვითარდეს სუნთქვის აღდგენის შემდეგ, რაც ცხვირის ქვედა ნუშურისა და ცხვირ-ხახის შესასვლელის ლორწოვანის შეშუპებით არის გამოწვეული.
ნუშურებზე ნადები შესაძლოა დაავადების პირველსავე დღეს წარმოიქმნას, რასაც თან სდევს ტემპერატურის ხელახალი მომატება. ნადები ნუშურებზე დიდხანს რჩება – რამდენიმე კვირა, ზოგჯერ თვეც კი.

დიფტერია

დიფტერია მწვავე ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ფიბრინული ნადების წარმოქმნა ბაქტერიის შეჭრის ადგილას (ლორწოვან გარსებსა და კანზე), ტოქსინების შემდგომი გავრცელება ლოკალურად და მთელ ორგანიზმში.
ლოკალიზაციის თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებულია ხახის დიფტერია. ის ასიდან 90-95 შემთხვევაში გვხვდება. განურჩევლად ლოკალიზაციისა, მთავარ სიმპტომად ნადების არსებობა მიიჩნევა. დაავადების პირველსავე საათებში შეგუბებითი ჰიპერემიის ფონზე ჩნდება ობობას ქსელის მსგავსი ნადები, რომელიც ჯერ კიდევ იოლად სცილდება ანთებით კერას, მაგრამ რამდენიმე საათში, უფრო კი მეორე დღეს, ძნელად მოსაცილებელი ხდება. მოცილების შემდეგ ვითარდება სისხლდენა და ამავე ადგილას რამდენიმე საათში ახალი ნადები წარმოიქმნება. დაავადების პირველ დღეებში ნადები მორუხო-მოთეთრო ფერისაა, სადაფისებრი ელფერით, შემდეგ კი მორუხო-ჭუჭყისფერს იღებს. დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები. პალპაციის დროს აღინიშნება უმნიშვნელო ტკივილი.
დიფტერიის საწინააღმდეგო შრატის შეყვანის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ხახის დიფტერიის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე – ლოკალურთან, გავრცელებულსა თუ ტოქსიკურთან, საერთო მდგომარეობა მალე უმჯობესდება და ნადები რამდენიმე დღეში ქრება.

ხახის დიფტერიის დიფერენცირება ანგინის სხვა, არაინფექციური წარმოშობის ფორმებისგან
ლაკუნურ და ფოლიკულურ ანგინებს ახასიათებს დაავადების უეცარი დასაწყისი, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, მკვეთრი ტკივილი ყლაპვის დროს, ხახის მკვეთრი ჰიპერემია, ჩირქოვანი ფოლიკულები, რომლებიც ლორწოვანის შიგნით მდებარეობს, ლაკუნებში – ჩირქოვანი ნადები.
დიფტერიის დროს ნადები ფიბრინულია, ჰიპერემია – ნაკლებად გამოხატული. ლორწოვანი უფრო ციანოზური (მოლურჯო) ელფერისაა, ინტოქსიკაციაც ზომიერია. ტოქსიკური დიფტერიის დროს, გარდა ნადებისა, რეგიონული ლიმფური კვანძების ირგვლივ ან მთელ კისერზე პირველსავე დღეებში აღინიშნება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შეშუპება.
ნეკროზული ანგინა მიმდინარეობს ნუშურებზე ბორცვიანი, ხორკლიანი ნადების წარმოქმნით, ნუშურების ლორწოვანი გარსის მკვეთრი ჰიპერემიით, რეგიონული ლიმფური კვანძების ძლიერი ტკივილით. ნადები ადვილად სცილდება ანთებით კერას და ისრისება ორ სასაგნე მინას შორის.
პარატონზილიტი (ფლეგმონური ანგინა) – მას შეცდომით ხახის ტოქსიკური ფორმის დიფტერიად მიიჩნევენ. დამახასიათებელია ნუშურების ცალმხრივი დაზიანება, ნუშურების ზემოთ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთება. უმთავრესად ქრონიკული ტონზილიტით დაავადებულებს ემართებათ. ჰიპერემიულია ხახის უკანა და წინა თაღები, ნაქი, სწრაფად ვითარდება ინფილტრაციული ანთებითი პროცესი, რაც ნუშურების შუა ხაზიდან ან ჯანმრთელისკენ ცდომას იწვევს. საერთო მდგომარეობა მძიმეა, ტემპერატურა 40 გრადუსს და მეტს აღწევს, იკლებს მხოლოდ ფლეგმონის გასკდომის ან გაკვეთის შემდეგ. დაავადების პირველსავე დღეს ავადმყოფი უჩივის ტკივილს, რომელიც თანდათან მძაფრდება. ჭირს ყლაპვა, ღეჭვა, ზოგჯერ – პირის გაღება-მოკუმვა, აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, ტრიზმი. გამოხატულია რეგიონული ლიმფადენიტი მძაფრი ტკივილით. შედარებისთვის, დიფტერიის დროს ტკივილი ძლიერი არ არის, ამასთანავე, ავადმყოფი ფერმკრთალი და ადინამიურია, ხოლო პარატონზილიტის დროს ხშირია აგზნება.
სოკოვანი ანგინა უპირატესად 2 წლამდე გვხვდება. ამ დროს ნადები თეთრი ან მოყვითალოა და ადვილად სცილდება, ხაჭოსებრია და იოლად იფშვნება. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის, სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. დამახასიათებელია ნადების ხანგრძლივი არსებობა დინამიკის გარეშე. ანთებითი ადგილიდან აღებული ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპიით ადგენენ სოკო Candida Albicans-ის აქტივობას.
ანგინას, რა სახისაც უნდა იყოს, ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც დიფტერიული ანგინაა. ამიტომ ნუშურებზე უმნიშვნელო ნადებიც რომ შეამჩნიოთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, გახსოვდეთ – დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

სტრეპტოკოკული
ანგინის სავალალო
შედეგები

ყველასთვის კარგად ნაცნობი ამ დაავადების გადატანიდან ორ-ოთხკვირიანი მოჩვენებითი სიმშვიდის შემდეგ შეიძლება ორი საკმაოდ მძიმე პათოლოგია განვითარდეს: რევმატიზმი ან სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი. არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ერთდროულად ორივე დაემართოს. რევმატიზმი სტრეპტოკოკული ინფექციის გართულებაა, რომელიც უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება. ახასიათებს ცხელება, სახსრების ანთება და გულის ანთებითი დაზიანება, რომელიც საკმაოდ ხშირად იქცევა სიკვდილის მიზეზად.

რევმატიზმი

ანგინის გადატანიდან 10-14 დღის შემდეგ იმატებს ტემპერატურა, არცთუ იშვიათად – 400C-მდეც კი, თავს იჩენს ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), შემცივნება, ოფლიანობა, სახსრების ტკივილი. მალე ვლინდება ართრიტის (სახსრების ანთების) კლინიკური სურათი.

რევმატული ართრიტი

რევმატული ართრიტი უმეტესად მსხვილ და ყველაზე დატვირთულ (მუხლის, იდაყვის, მხრის) სახსრებს აზიანებს. ანთება წყვილ სიმეტრიულ სახსარს მოიცავს. ანთებითი სახსარი შეშუპებულია, შეწითლებული, შეხებისას ცხელი, მეტისმეტად მტკივნეული არა მარტო მოძრაობის, არამედ მოსვენების დროსაც. ართრიტი მფრინავი ხასიათისაა – სახსართა ერთი წყვილიდან მეორეზე გადაინაცვლებს. მიუხედავად ასეთი მკვეთრი გამოვლინებისა, ის სწრაფად გაივლის ასპირინით ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, არასოდეს იწვევს შეუქცევად დაზიანებას, ანთების ჩაცხრობის შემდეგ კვლავ ჯანმრთელია, მისი ფუნქცია არ ირღვევა, ფორმა არ იცვლება.
როგორც ექიმები ამბობენ, რევმატიზმი “ლოკავს სახსრებს და კბენს გულს”. მალე, ართრიტთან ერთად ან მის შემდეგ, პაციენტი შეიძლება შეაწუხოს ტკივილმა გულის არეში, გულისცემის აჩქარებამ და ქოშინმა. ეს ნიშნავს, რომ ანთებითმა პროცესმა გულიც მოიცვა – განვითარდა რევმატული კარდიტი.

რევმატული კარდიტი

რევმატული კარდიტი დაავადების ყველაზე მძიმე გამოვლინებაა, რომელიც ხშირად გულის უკმარისობის მიზეზად იქცევა. ანთება შეიძლება გულზე მთლიანად გავრცელდეს და ენდოკარდიტი (გულის შიგნითა გარსის ანთება), მიოკარდიტი (უშუალოდ გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტი (გულის მფარავი სეროზული გარსის ანთება) ერთდროულად განვითარდეს. განსაკუთრებით საშიშია ენდოკარდიტი, ვინაიდან ამ დროს ვითარდება გულის სარქვლების ანთება ანუ ვალვულიტი, რაც გულის მანკის ფორმირებას იწვევს. მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს, რის გამოც სარქვლების დაზიანება ღრმავდება.

კანის რევმატული დაზიანება

მწვავე პროცესის დროს შეიძლება აღმოცენდეს ბეჭდისებრი ერითემა – ვარდისფერი, შუაგულში ფერმკრთალი, უსწორმასწორო ბეჭდის ფორმის ბრტყელი გამონაყარი, რომელიც ლოკალიზებულია ტორსზე, მუცელზე, ზედა და ქვედა კიდურების შიდა ზედაპირებზე. გამონაყარს ქავილი არ ახასიათებს.
დაზიანებული სახსრების, წინამხრის ან წვივების არეში, მყესზე, სახსრის ბუდესთან ან ძვლის კიდესთან შეიძლება გაჩნდეს რევმატული კვანძები – კანქვეშ ჯგუფებად განლაგებული მკვრივი უმტკივნეულო წარმონაქმნები.

მცირე ქორეა
მცირე ქორეა ანუ სიდენჰემის ქორეა ნერვული სისტემის რევმატული დაზიანების შედეგია. ის უპირატესად ბავშვებში მკვეთრი უნებლიე მოძრაობებით ვლინდება. რევმატიზმის საწინააღმდეგო მკურნალობის შედეგად ქორეა, ისევე როგორც კანის ცვლილებები, სწრაფად უკუვითარდება.

მწვავე სტრეპტოკოკული
გლომერულონეფრიტი

ანგინის ჩაცხრობიდან 10-14 დღის შემდეგ უეცრად იჩენს თავს საერთო სისუსტე, სიცხე და გლომერულონეფრიტის (თირკმელების ორმხრივი, უპირატესად გორგლების დაზიანებით მიმდინარე ანთების) ნიშნები. მცირდება გამოყოფილი შარდის ოდენობა. შარდი ხორცის ნარეცხისფერი ხდება, რაც თირკმელების ანთების გამო მასში სისხლის შერევით არის გამოწვეული. შარდში ჩნდება ცილა. სუსტდება ფილტრაციული ფუნქცია და ორგანიზმში სითხე შეკავდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეშუპებასა და არტერიული წნევის მომატებას იწვევს. თირკმლისმიერი შეშუპება სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეშია ლოკალიზებული. შესაძლოა, თირკმელების უკმარისობაც განვითარდეს. ამ დროს სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების: შარდოვანას, შარდის მჟავას, კრეატინინის – შემცველობა იმატებს.
მწვავე სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის შემდეგ თირკმელების ნორმალური ფუნქციის აღსადგენად დაახლოებით ერთი წელია საჭირო. დაავადებულთა მცირე ნაწილს შეიძლება 1-2 წელიწადში თირკმელების ქრონიკული უკმარისობა ჩამოუყალიბდეს.
შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ ეს დაავადებები? რასაკვირველია, შეიძლება. ამისთვის გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ანგინის მკურნალობას, თუნდაც ყელის ტკივილი უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს. გახსოვდეთ, რევმატიზმი და გლომერულონეფრიტი მსუბუქი ანგინის შედეგადაც შეიძლება აღმოცენდეს.

ტეტანუსი

გაშეშების გამომწვევი ჩხირები გამოყოფენ იდენტურ ტოქსინებს (შხამებს) – ტეტანოსპაზმინსა და ტეტანოჰემოლიზინს, რომლებიც ეგზოტოქსინების რიგს ეკუთვნის. ბოტულინის ტოქსინის შემდეგ იგი ყველაზე ძლიერ შხამად ითვლება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტები ეგზოტოქსინს ვერ შლის, მაგრამ მას ვერც ნაწლავების ლორწოვანი გარსი შეიწოვს. ამის გამო ტოქსინის პირში მოხვედრა საშიში არ არის.
ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით მოითესება და მზის სხივების ზემოქმედებით მალევე კარგავს ძალას. ადამიანის ორგანიზმში ის დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან იჭრება.
ტეტანუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ უფრო მეტად გვხვდება ცხელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირება წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი. სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (საქართველოში) დაავადება უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე ხშირდება. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბავშვებში ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული (ფეხშიშველა სიარულისას ფეხის გაკაწვრა, ჭრილობის მიწით დაბინძურება და ა.შ.). ამავე მიზეზით დაავადება უპირატესად (80-86%) სოფლის მოსახლეობაში გვხვდება.

სიმპტომები
დაავადება თითქმის ყოველთვის მწვავედ იწყება. ზოგჯერ სხვა ნიშნებს წინ უძღვის უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:
-საღეჭი კუნთების დაჭიმულობა (ტრიზმი) – ავადმყოფს კრიჭა შეკრული აქვს, პირის გაღება შპადელითაც ვერ ხერხდება;
-კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდულობა);
-ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავის კუნთების სპაზმის შედეგად.
-თვითნებური მიმიკა – ერთდროული ღიმილ-ტირილი (ტანჯული ღიმილი, სარდონიკული ღიმილი). ამ დროს შუბლი დანაოჭებულია, პირის ნაპრალი – გაჭიმული, ტუჩის კუთხეები – დაწეული.
ამ სიმპტომების შერწყმა მხოლოდ ტეტანუსს ახასიათებს. მათ კისრის კუნთების მტკივნეული რიგიდულობა მოსდევს, ხოლო შემდეგ ზურგის სწორი კუნთებიც იჭიმება და მაგრდება. კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება: კისერი, ზურგი, ქვედა კიდურები. სპაზმს არ განიცდის მხოლოდ მტევნისა და ტერფის კუნთები. ავადმყოფი რკალისებურად იხრება (ოპისტოონუსი), საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. თავდაპირველად კუნთების სპაზმი რამდენიმე წამს გრძელდება და მოდუნებით იცვლება, მერე და მერე კი უფრო ინტენსიური, ძლიერი, ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. ავადმყოფი გონს ბოლომდე არ კარგავს, განიცდის ძლიერ ტკივილსა და შიშს.
შინაგანი ორგანოების ფუნქციები ირღვევა და მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. გამოხატული კლინიკური სურათი 2-4 კვირას გასტანს, მაგრამ სახსრების კონტრაქტურა და ნერვების დამბლა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც კარგა ხანს ნარჩუნდება. დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა, განსაკუთრებით – ახალშობილებში, 60%-ს აღწევს. ტეტანუსის ათიდან რვა შემთხვევა სწორედ ახალშობილებზე მოდის. ეს არის ე.წ. ჭიპისმიერი გაშეშება, რომელიც განპირობებულია დედების ჰიგიენის დაბალი დონით, მშობიარობისას ჰიგიენური პირობების დარღვევით (ასეა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალები მშობიარობენ არა სტაციონარულ პირობებში, არამედ სახლში, ბოსელში, მინდორში) და ა.შ.

მკურნალობა
ტეტანუსს გაშეშების საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით მკურნალობენ. მისი უქონლობისას ვენაში შეჰყავთ ჩვეულებრივი იმუნოგლობულინი, რომელიც გაშეშების ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. დასალევად ან ინტრავენურად ინიშნება მეტრონიდაზოლი, რომელიც ტეტანუსის შემთხვევაში არჩევით პრეპარატად ითვლება. ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს პენიცილინი (შეჰყავთ კუნთში). ყველა ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიხსნას. ავადმყოფი აუცილებლად სარეანიმაციო განყოფილებაში უნდა მოთავსდეს.

პროფილაქტიკა
აქტიური იმუნიზაციის მიზნით 2 თვიდან ყველა ბავშვს უტარდება ვაქცინაცია გაშეშების საწინააღმდეგო ანატოქსინით (AKDS – ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინა). იმუნიტეტი 10 წელიწადს ნარჩუნდება.

ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები

1. ტერფმრუდობა

ტერფმრუდობა ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიაა. ის შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი, შიგნიდან გარეთ (ვალგუსური ორიენტაცია) ან გარედან შიგნით მიქცეული. თანდაყოლილი ტერფმრუდობა ორი ტიპისაა:
ა) ძვლოვანი – როცა პათოლოგიას ტერფის რომელიმე ძვლის ნაკლებობა განაპირობებს;
ბ) მყესკუნთოვანი – ეს მიმზიდველი კუნთის მყესის პათოლოგიაა.
არსებობს II ხარისხის ნეიროგენული ბუნების ტერფმრუდობაც. ეს დაავადების ერთ-ერთი რთული ფორმაა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე ვითარდება.

ტერფმრუდობის განვითარების რისკფაქტორები
ტერფმრუდობა გენეტიკურად არ გადაეცემა, თუმცა არ არის გამორიცხული, მესამე-მეოთხე თაობაში გამეორდეს. გარკვეულ როლს ასრულებს ნაყოფზე თამბაქოს, ალკოჰოლის, რადიაციის ზემოქმედება. ერთ-ერთი მეცნიერული გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ამერიკელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს, ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ორსულობის მეხუთე თვის შემდეგ ხშირი ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) გამოკვლევაც.

ტერფმრუდობის ნიშნები
ბავშვის ტერფმრუდობას პირველად ნეონატოლოგი ამჩნევს სამშობიაროში. იგი ესწრება მშობიარობას, იბარებს ახალშობილს და დედას აცნობებს, რომ მის პატარას თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ ამ ეტაპზე პათოლოგია ვერავინ შეამჩნია, დედა უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ჩვილს ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ანდა ზურგისკენ მიზიდული. თუ დედამ გამრუდებული ტერფის გასწორება სცადა, ხელის გაშვებისთანავე ის კვლავ პათოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ასეა მყესკუნთოვანი დაზიანების დროს, ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს, აღმოაჩენს ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი. მდგომარეობის შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვილს ორთოპედიულ ცენტრში გზავნიან.

მკურნალობა
შედეგი მხოლოდ დროულად დაწყებულ მკურნალობას მოაქვს. ამიტომ მშობელი შეამჩნევს თუ არა ანომალიას, მყისვე უნდა მიმართოს სპეციალისტს. თანდაყოლილი ტერფმრუდობის დროს მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, მათ შორის – აბაზანებს. თვენახევრის შემდეგ, თუ ფიზიოპროცედურებმა შედეგი არ გამოიღო, მკურნალობა გრძელდება თაბაშირის ეტაპობრივი ნახვევებით. სულ 7-8 ნახვევია საჭირო. პირველი 8 დღით ედება, მომდევნოები კი ორ კვირაში ერთხელ იცვლება. მკურნალობა ამბულატორიულია – ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელი არ არის. მშობელს შეუძლია პატარა შინიდან ატაროს ექიმთან.
ხაზი უნდა გაესვას ერთ უსიამოვნო ფაქტს: ზოგჯერ თაბაშირის ნახვევს არასწორად ადებენ, ამიტომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ნახვევი უნდა დაედოს მუხლის სახსარში მოხრილ ფეხს ბარძაყის შუა მესამედიდან ტერფის თაღამდე. ასეთ მდგომარეობაში აქილევსის მყესი დუნდება, რაც შედეგზეც აისახება – 6-8 თვისთვის დეფორმაცია უკვალოდ ქრება. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, შესაძლოა, ისევ შეაბრუნოს ტერფი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი პატარას სპეციალურ ფეხსაცმელს ურჩევს. ის ბავშვმა დაახლოებით სამ წლამდე უნდა ატაროს. ამ ხნის განმავლობაში პატარა დროდადრო ორთოპედს უნდა აჩვენოთ და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები. სხვაგვარად არის საქმე თანდაყოლილი ძვლოვანი ტერფმრუდობის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციაა საჭირო მაშინაც, როცა სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ ან მკურნალობა არაპროფესიონალურად ტარდება. ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით კეთდება. შემდეგ კარგა ხანს საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ქირურგიული ჩარევა უმჯობესია ორი წლის შემდეგ მოხდეს.

ნეიროგენული ტერფმრუდობა

ნეიროგენული ტერფმრუდობა, იგივე ექვინოვალგუსური დეფორმაცია, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების მძიმე პათოლოგიაა. მის მიმართ მემკვიდრეობითი განწყობა უდავოდ არსებობს, თუმცა ის ყოველთვის არ გამოვლინდება – პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მავნე გარეგანი ფაქტორებიც. ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს ტერფი ჩამოვარდნილია და ხელით გასწორებისას ხელის გაშვებისთანავე პათოლოგიურ მდგომარეობას იბრუნებს. ქალასშიგა წნევის მომატების გამო ბავშვი აღგზნებულია, დაჭიმული, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ზოგჯერ კიდურების დამბლას იწვევს.
მკურნალობა კომბინირებულია: ბავშვს ერთი მხრივ ნევროპათოლოგის, მეორე მხრივ კი ორთოპედის დახმარება სჭირდება. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია. ქირურგიულ ჩარევას ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს არ მიმართავენ. მკურნალობა წლობით გრძელდება, თუმცა სრული განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. პათოლოგია მცირდება, მაგრამ არ ქრება.

ვარჯიშები და მასაჟი
ვარჯიში მარტივია – ბრუნვითი მოძრაობები კოჭ-წვივის სახსარში, ფეხშიშველა სიარული ხორკლიან ზედაპირზე, პატარა რბილი საგნების ფეხით აღება. მასაჟი ძირითადად რელაქსაციურია და აქილევსის მყესისა და კუნთის მოდუნებას ისახავს მიზნად. ამისათვის გამოიყენება ხელსმა, ვიბრაცია… რა მარტივიც არ უნდა იყოს სამკურნალო ფიზკულტურაც და მასაჟიც, ისინი ორთოპედის მეთვალყურეობით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.

2. ბრტყელტერფიანობა

ტერფმრუდობისგან განსხვავებით, რომელიც თანდაყოლილ პათოლოგიას წარმოადგენს, ბრტყელტერფიანობა ტერფების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება.
ბრტყელტერფიანობის კლინიკური ნიშნებია:
-ტერფის დაგრძელება;
-გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
-ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
-ქუსლის გარეთ მიქცევა;
-ადვილად დაღლა, ტკივილი ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში დატვირთვის შემდეგ.
ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ დამოუკიდებელი დაავადებაა, ზოგჯერ – ტორსისა და ქვედა კიდურების დეფორმაციის სიმპტომი. ხშირად ის თან სდევს ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას, ბარძაყის ვალგუსურ დეფორმაციას, ტანდეგობის დარღვევას (ხერხემლის გამრუდებას, განსაკუთრებით – კიფოზურ-ლორდოზულს), წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნებას, ოსტეომალაციას, სახსრებში მოძრაობის სიჭარბეს, პოლიომიელიტს და ნეიროორთოპედიულ დაავადებას.
არსებობს ბრტყელტერფიანობის რამდენიმე ფორმა:
-სტატიკური ბრტყელტერფიანობა. ის ქვედა კიდურების ქრონიკულ დატვირთვას მოსდევს. ტერფი უბრტყელდებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც კუნთებისა და მყესოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ.
-ტრავმული ბრტყელი ტერფი. გამოწვეულია წინა ტერფის, ქუსლის ძვლის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ხერხემლის დაზიანებისას ძვლების არასწორი შეხორცებით.
-პარალიზური ბრტყელი ტერფი. ამ ფორმას ნერვული სისტემის დაზიანება – ქვედა კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზი – განაპირობებს;
-რაქიტული ბრტყელი ტერფი. განპირობებულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ოსტეომალაციით, მყესოვანი და კუნთოვანი სისტემის მოდუნებით.

ტკივილის მიზეზი

თაღების გასადავების გამო ტერფი ბრტყელდება და სიარულისას ზამბარასავით ვეღარ იდრიკება. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და სწრაფ დაღლას. გასწვრივი თაღის გაბრტყელებას ტერფის წაგრძელება მოჰყვება. ეს ადამიანს აიძულებს, ადრინდელზე ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. როცა ბრტყელდება განივი თაღი, თითების ძირთან ტერფი ფართოვდება, ფეხისგულზე ბებერა ჩნდება, ცერზე კი – ძვლოვანი წანაზარდი. განივი და გრძივი თაღების გადასწორება, როგორც წესი, ერთდროულად იწყება.

დიაგნოსტიკა
თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება. მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის. მიუხედავად ამისა, ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა ერთ წლამდეც შეიძლება. დიაგნოსტიკას აბრკოლებს სიმსუქნე – მსუქანი ბავშვის ტერფის თაღი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ბალიშით არის ამოვსებული. თუ ასეთ ტერფზე დაყრდნობისას მედიალური ზედაპირი პრონირებულია (შიგნით არის შებრუნებული), უკანა ნაწილი კი ვალგუსური ორიენტაციისა (ქუსლი გარეთ აქვს მიქცეული), უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრტყელტერფიანობა განვითარდება. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისა და კორექციისთვის კომპიუტერულ გამოკვლევას იყენებენ. მისივე მეშვეობით შეირჩევა ინდივიდუალური საკორექციო სუპინატორები. არსებობს მარტივი მეთოდიც, რომელიც ყველა დედამ უნდა იცოდეს, რათა შინ თვითონვე დაუდგინოს შვილს ბრტყელტერფიანობა:
-აიღეთ სუფთა ფურცელი და იატაკზე დადეთ. ბავშვს ტერფებზე წაუსვით ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დააყენეთ. ეცადეთ, ტანი სწორად ეჭიროს, ფეხები კი მიტყუპებული ჰქონდეს, რათა სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე ფეხების ანაბეჭდი დარჩება.
ამის შემდეგ აიღეთ ფანქარი და სახაზავი და ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარის ყველაზე გამოწეული წერტილები სწორი ხაზით შეაერთეთ. შემდეგ მონიშნეთ ტერფების ჩაღრმავების ყველაზე ღრმა ადგილი და ამ წერტილიდან გავლებული ხაზების პერპენდიკულარული სწორი ხაზი გაავლეთ. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გავლებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ტერფი ნორმალურია; თუ ეს მონაკვეთები ტოლია, ბრტყელტერფიანობა აშკარაა.

მკურნალობა
ბავშვთა ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ უმთავრესად კონსერვატიულ მეთოდს მიმართავენ. თერაპიის მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემების ტონუსის მომატება და მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით კორექტირებული თაღის ფორმის შენარჩუნება. მკურნალობა კომპლექსურია – მოიცავს დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეო- და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია ძირითადი და თანმხლები დაავადებებიც. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უკეთებენ ტერფის მედიალური, წვივის მედიალური, წინა, დუნდულა, გავა-წელის, ხერხემლის გასწვრივი და მუცლის კუნთების მატონიზებელ მასაჟს. სასურველია მასაჟი გაკეთდეს აქტოვეგინის ან სოლკოსერილის მალამოებით. პროცედურის შემდეგ ტერფი სუპინირებულ მდგომარეობაში რვიანისმაგვარი რბილი ნახვევით მაგრდება. ძილის დროს ტერფი ასეთსავე მდგომარეობაში თაბაშირის ღარშია ფიქსირებული. ასეთი მკურნალობა ერთ წლამდე რეგულარულად და თანამიმდევრულად უნდა გაგრძელდეს. ფეხის ადგმისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის ცვეთის ფორმას. თუ ტერფი გაბრტყელებისკენ არის მიდრეკილი, ცვდება ქუსლის შიგნითა ზედაპირი; თუ შეინიშნება დეფორმაციის პროგრესირების ტენდენცია, უნიშნავენ სუპინატორებს. უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა ასევე სამკურნალო ვარჯიშებითა და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაცია. ეფექტურია წყლის ვარჯიში. მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფუნქციობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერფის ნორმალური ყრდნობა დგომისა და მოძრაობის დროს. ტერფის ფუნქცია ბევრად არის დამოკიდებული ფეხსაცმლის ქუსლზე, რომელიც კუნთს მუშაობისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის – ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის მეოთხედს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს უდრის. ბრტყელი და მრუდე ტერფის კორექციის დროს ქუსლის შიგნითა ზედაპირს დამატებით სჭირდება ამაღლება. ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსის მიზანია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება.
ვარჯიშის დაწყებამდე ოთახი კარგად გაანიავეთ. ვარჯიში ჯერ მწოლიარემ ჩაატარეთ, შემდეგ მჯდომარემ. დაჯექით მაგარ, სწორზედაპირიან სკამზე ზურგგამართული, ისე, რომ მუხლები და მენჯ-ბარძაყი 90-გრადუსიანი კუთხით იყოს მოხრილი. ფეხქვეშ ფარდაგი დაუგეთ. ფეხები ოდნავ დააშორიშორეთ. შიშველი ფეხისგულები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს. ტერფები მოხარეთ და გაშალეთ, ფეხის თითები მოკეცეთ და გაშალეთ, თითქოს იატაკიდან რამის აღება გინდოდეთ. შეახეთ იატაკს ჯერ თითის წვერები, შემდეგ ქუსლები. იატაკიდან აიღეთ პატარა ბურთი, ასწიეთ და შემდეგ ისევ დადეთ. ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ სავარჯიშო ჯოხი. ამოიდეთ თითების ქვეშ პირსახოცი, მისი ბოლოები ხელით დაიჭირეთ და მოქაჩეთ. ვარჯიშის დასასრულს რამდენიმეჯერ გაიარ-გამოიარეთ ფეხის წვერებზე, შემდეგ – ქუსლებზე, შემდეგ – ტერფის გვერდით ზედაპირებზე ორივე მხარეს. შეგიძლიათ, შიშველი ფეხებით ატრიალოთ ველოტრენაჟორი. არსებობს სპეციალური ფეხის ტრენაჟორიც – 3-4 პარალელურად დამაგრებული ხის უსწორმასწორო ჯოხი, რომელთა გადატრიალება-გადმოტრიალება თავისუფლად შეიძლება ტერფებით. შეძენილი ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:
-ერიდოთ ვიწრო ფეხსაცმელს;
-ერიდოთ ბევრ სირბილს, დიდხანს ფეხზე დგომას, ფეხები ხშირად დაასვენოთ;
-რეგულარულად ავარჯიშოთ ტერფები, გაიკეთოთ მასაჟი, აბაზანები;
-40 წლის შემდეგ ტერფებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ტაქიკარდია

ტაქიკარდია

ტაქიკარდია გულის რიტმის დარღვევა – გულის შეკუმშვათა გახშირებაა. ზრდასრულ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-90-ჯერ უცემს. ეს ნორმაა. არც ამ მაჩვენებლის 100 დარტყმამდე მომატება მიიჩნევა პათოლოგიად. ახალშობილის გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 120-140-ს აღწევს. 5-6 წლისთვის მაჩვენებელი წუთში 90-მდე მცირდება.

ტაქიკარდიის მიზეზები

ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც.

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია
ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მომატებისას, სტრესულ ვითარებაში (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ფონზე), სიმაღლეზე ასვლისას, გადაძღომისას, აღმგზნები სასმელების (ჩაი, ყავა, ენერგეტიკული კოქტეილები, ალკოჰოლი) და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას. ამრიგად, ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ორგანიზმის რეაქციაა (ერთგვარი ადაპტაცია) გარეგან გამღიზიანებლებზე.

პათოლოგიური ტაქიკარდია
პათოლოგიური ტაქიკარდია, ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით, თავს იჩენს ფიზიოლოგიური და ემოციური სიმშვიდის დროსაც. ის შეიძლება იყოს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა გამოხატულება (მიოკარდიტისა, გულის მანკისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა, კარდიოსკლეროზისა, ფილტვისმიერი გულისა), ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებისაც (თირეოტოქსიკოზისა, ანემიებისა, ნევროზებისა, ინფექციური დაავადებებისა, ისეთი მწვავე მდგომარეობებისა, როგორიცაა სისხლდენა, თირკმლის ჭვალი და სხვა).

ტაქიკარდიის სახეები

სინუსური ტაქიკარდია
გულის შეკუმშვისთვის აუცილებელი იმპულსების მთავარი გენერატორი სინუსური კვანძია. როდესაც მისი აქტივობა ამა თუ იმ მიზეზით იმატებს, ვითარდება სინუსური ტაქიკარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ სინუსური კვანძი დროის განსაზღვრულ შუალედში უფრო მეტი იმპულსის გენერირებას ახდენს და, შესაბამისად, იმატებს გულის შეკუმშვათა რიცხვიც.
სინუსური ტაქიკარდიის ძირითადი ნიშნები ასეთია:
-ნარჩუნდება ნორმალური სინუსური რიტმი;
-ტაქიკარდიის ეპიზოდი თანდათანობით იწყება და სრულდება;
-გულის შეკუმშვათა მაჩვენებელი წუთში 90-ს აჭარბებს.

ექტოპიური ტაქიკარდია

როდესაც ტაქიკარდია აღმოცენდება სინუსური კვანძის გარეთ არსებული აღგზნების კერიდან (მიზეზი შეიძლება იყოს სინუსური კვანძის დაზიანება ან მისი ფუნქციობის დათრგუნვა) ანუ გული იკუმშება სინუსური კვანძის გარეთ არსებული სხვა კერის მიერ გენერირებული იმპულსის პასუხად, ექტოპიურ ტაქიკარდიაზე საუბრობენ. იმისდა მიხედვით, სად მდებარეობს ეს კერა, წინაგულებსა თუ პარკუჭებში, განასხვავებენ პარკუჭზედა (წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და სუპრავენტრიკულურ) და პარკუჭოვან ტაქიკარდიას. ტაქიკარდიის ეს ფორმები, წესისამებრ, შეტევების (პაროქსიზმების) სახით მიმდინარეობს. ექტოპიური აქტივობის პაროქსიზმები უმეტესად ერთბაშად აღმოცენდება და ერთბაშადვე სრულდება. გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღე-ღამემდე.

სიმპტომები

ტაქიკარდიის ძირითადი სიმპტომები, რომელთა გამოც ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, ასეთია:
-გადატვირთვა, ბიძგები და “ჩავარდნები” გულის მუშაობაში;
-თავბრუხვევა, მხედველობის დაბინდვა, გონის დაკარგვა (ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი);
-მოსვენებისას ხშირი პულსი, რომელიც 5 წუთზე მეტხანს გრძელდება.

დიაგნოსტიკა

ტაქიკარდიის ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოთ ექიმ კარდიოლოგს ან არითმოლოგს, რომელიც დაადგენს ტაქიკარდიის მთავარ მიზეზს და მკურნალობის სწორ ტაქტიკას შეგირჩევთ. ტაქიკარდიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
-გასინჯვა;
-ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) გამოკვლევა;
-ეკგ-ის დღეღამური მონიტორინგი;
-ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა).
საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:
-გულის ექოსკოპიური გამოკვლევა;
-ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა;
-კორონაროგრაფია;
-გულის რიტმის დამოუკიდებელი კონტროლი შინ.

პროფილაქტიკა

ტაქიკარდიის პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებებს, რომლებიც განამტკიცებს ორგანიზმის ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს მდგომარეობას, რომელიც ტაქიკარდიის აღმოცენებას ხელს არ შეუწყობს. ამისთვის საჭიროა: უარი თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, შავ და მწვანე ჩაიზე, ენერგეტიკულ სასმელებზე. ასევე საჭიროა შრომა-დასვენების რეჟიმის დაბალანსება, ძილის მოწესრიგება და რეგულარული ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმის შესაძლებლობისამებრ, განსაზღვრული ვარჯიშების სისტემატური ჩატარება.

მკურნალობა

ტაქიკარდიის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:
-ტაქიკარდიის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა;
-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და კორექცია;
-კონსერვატიული მკურნალობა – ანტიარითმიული პრეპარატების მიღება. შეიძლება სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან კომბინაციაც. თერაპია თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა ინდივიდუალურად, საფუძვლიანი გამოკვლევისა და ტაქიკარდიის ფორმის განსაზღვრის შემდეგ.
მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ზოგჯერ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ესენია:
-რადიოსიხშირული აბლაცია;
-ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა;
-კარდიოდეფიბრილატორის ჩადგმა.
გახსოვდეთ, პარკუჭოვანი ტაქიკარდია არითმიის სახიფათო ფორმაა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს! თვითმკურნალობა დაუშვებელია ტაქიკარდიის ნებისმიერი ფორმის დროს!

პაროქსიზმული ტაქიკარდია

პაროქსიზმული ტაქიკარდია შეტევისებურად დაწყებული და უეცრად შეწყვეტილი გულის შეკუმშვათა მძაფრი გახშირების (150-200 დარტყმა წუთში) სინდრომია. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს, რამდენიმე საათს, დღეს, კვირას, ზოგჯერ მეორდება. პაროქსიზმული ტაქიკარდია ვითარდება გულის ორგანული დაზიანების (მაგალითად, მიტრალური მანკის) დროს, მაგრამ შესაძლოა თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც აღმოცენდეს. აღგზნებადობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგია, თუმცა იმპულსის გენერატორი კერა სინუსის კვანძის გარეთ მდებარეობს (წინაგულში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში ან პარკუჭში). პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევას ძლიერი გულისცემისა და სულხუთვის შეგრძნება სდევს თან. გულის მუშაობის დიდი და მცირე პაუზა თანაბარი ხდება, პირველი ტონი ტკაცუნაა, მეორე – მოყრუებული. მანამდე არსებული შუილი აღარ ისმის. სისხლის სისტოლური წნევა იკლებს, დიასტოლური იმატებს. ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები დამოკიდებულია ტაქიკარდიული იმპულსის შექმნის ადგილზე (კერის ლოკალიზაციაზე). პაროქსიზმული ტაქიკარდიის მეტად ხანგრძლივ შეტევას მოსდევს გულის უკმარისობა ფილტვის, ღვიძლისა და სხვათა შეშუპების სახით, რაც შეტევის დასრულების შემდეგ მალევე გაივლის.

სხივური დაავადებები

სხივური
დაავადებები

ქიმიურ ელემენტებს, რომლებსაც შესწევს დაშლის უნარი და შედეგად ასხივებს მაიონიზებელ (ალფა, ბეტა და გამა) სხივებს, რადიაქტიური ელემენტები ეწოდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ურანი, პოლონიუმი, ვანადიუმი და სხვა. ყველამ იცის, რა დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მაიონიზებელ გამოსხივებას ჯანმრთელობისთვის. ამ გამოსხივების დანახვა და შეგრძნება შეუძლებელია, რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის.
ბირთვული არსენალის აფეთქების დროს წარმოიშობა რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი – დარტყმითი ტალღა, სინათლის გამოსხივება, გამჭოლი რადიაცია, რადიაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსები, მაგრამ არსებობს მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყაროებიც.

რადიაციული
გამოსხივების ბუნებრივი
წყარო და მისი
ზემოქმედება ადამიანზე

დედამიწის მოსახლეობა რადიაციული დასხივების ძირითად ნაწილს ბუნებრივი წყაროებიდან იღებს. მათი უმეტესობისაგან თავის დაცვა შეუძლებელია. კოსმოსიდან დედამიწაზე განუწყვეტლივ ეცემა სხვადასხვაგვარი გამოსხივება. გარდა ამისა, დედამიწის ქერქიც გამოასხივებს რადიაციას. ამ ორი წყაროდან მიღებული სხივები გარეგან დასხივებას იწვევს.
არსებობს შინაგანი დასხივებაც – რადიაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ჰაერი, საკვები ან წყალი, ხვდება ორგანიზმში და იწვევს დასხივებას შიგნიდან.
მართალია, ბუნებრივი წყაროებიდან დასხივებას ყველა განვიცდით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი დიდ დოზას იღებს, ზოგი კი მცირეს. ეს ჩვენს საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული. რადიაციის დონე დედამიწის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით იქ, სადაც რადიაქტიური წიაღისეულია, საშუალოზე მაღალია, სხვა ადგილებში კი – შესაბამისად, ნაკლები. დასხივების დოზა დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზეც. მაგალითად, მას ზრდის ნაგებობებში გამოყენებული ზოგიერთი საშენი მასალა, ბუნებრივი და თხევადი აირის მოხმარება საკვების მოსამზადებლად, შენობის ჰერმეტიზაცია, თვითმფრინავით ფრენა.
უნდა ითქვას, რომ რადიაციის მიწიერი წყაროები გამოსცემენ ადამიანის დასხივების ჯამური დოზის დიდ ნაწილს. საშუალოდ ისინი წლიური ეფექტური ეკვივალენტური დოზის 5/6-ს შეადგენენ. დანარჩენი კოსმოსური სხივების წილად მოდის.

კოსმოსური სხივები

კოსმოსური სხივებით შექმნილი რადიაციული ფონი გარეგანი დასხივების თითქმის ნახევარს შეადგენს. ეს სხივები ჩვენამდე უმთავრესად გალაქტიკის სიღრმიდან აღწევს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მზეზე წარმოიშობა. კოსმოსური სხივები, აღწევენ რა დედამიწის ზედაპირს, ურთიერთქმედებენ ატმოსფეროსთან. ამის შედეგად წარმოიშობა მეორეული გამოსხივება და სხვადასხვა რადიონუკლიდი.
დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე ეკვატორული ნაწილები. ეს განპირობებულია დედამიწის მაგნიტური ველით. დასხივების დონე სიმაღლესთან ერთადაც იმატებს. მაგალითად, ზღვის დონეზე მცხოვრები ადამიანები იღებენ საშუალოდ 300 მიკროზივერტის ტოლ დასხივებას წელიწადში, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მცხოვრებნი – რამდენადმე მეტს, ხოლო 4000 მ-ზე (მაქსიმალური სიმაღლე, რომელზეც ცხოვრობენ ადამიანები – სოფლები ევერესტზე) დასხივების დონე 25-ჯერ დიდია. უფრო ინტენსიურ, მაგრამ ხანმოკლე დასხივებას განიცდიან თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები: ტურბორეაქტიული თვითმფრინავით გადაფრენისას მგზავრები იღებენ 50 მკზვ რადიაციას, ხოლო ზემაღალი სიჩქარის თვითმფრინავით გადაფრენისას – 20%-ით ნაკლებს, მიუხედავად იმისა, რომ დასხივება ამ დროს უფრო ინტენსიურია. ეს ფრენის სისწრაფით და ჰაერში ნაკლებ ხანს დაყოვნებით აიხსნება.

დედამიწის რადიაცია

დედამიწის წიაღში სულ რამდენიმე რადიაქტიური იზოტოპია მიმოფანტული, ძირითადად – კალიუმ-40, რუბიდიუმ-87 და რადიაქტიური ოჯახის კიდევ 2 წევრი, რომლებიც საწყისს ურანი-238 და თორიუმი-232 ხანგრძლივმოქმედი იზოტოპებისგან იღებენ. უნდა ითქვას, რომ მიწიერი რადიაციის დონე დედამიწაზე არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია ნიადაგში რადიონუკლიდების კონცენტრაციაზე, რომელიც მოსახლეობის ძირითადი მასის განთავსების ადგილებზე მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. მოსახლეობის 95% ცხოვრობს ისეთ ადგილებზე, სადაც დასხივების სიმძლავრე წელიწადში საშუალოდ 0,3 და 0,6 მილიზივერტს შეადგენს; მოსახლეობის დაახლოებით 3% იღებს დასხივების შედარებით დიდ დოზას – საშუალოდ 1 მილიზივერტს წელიწადში, ხოლო 1,5% – 1,4 მილიზივერტზე მეტს.
დედამიწაზე არის ისეთი ადგილებიც, სადაც მიწიერი რადიაცია გაცილებით მაღალია. მაგალითად, ბრაზილიაში, სან-პაულუდან 200 კმ-ის დაშორებით, რადიაციის დონე 800-ჯერ აღემატება საშუალოს და წელიწადში 250 მილიზივერტს შეადგენს. ქალაქ გუარაპარში (იქ 12 000 კაცი ცხოვრობს და ყოველ წელს ჩადის 30 000 ტურისტი) პლაჟის ზოგიერთ ადგილას დაფიქსირდა რადიაციის ასეთი დონე – 175 მილიზივერტი წელიწადში, ამავე ქალაქის ქუჩებში კი რადიაცია შედარებით ნაკლები აღმოჩნდა – 8-15 მილიზივერტი. და მაინც, ეს მაჩვენებელი საშუალოზე გაცილებით მეტია. მსგავსი სიტუაციაა მეთევზეთა სოფელ მეიეაპეში, რომელიც სამხრეთით, გუარაპარიდან 50 კმ-ზე მდებარეობს. ორივე დასახლებული პუნქტი დგას სილაზე, რომელიც მდიდარია თორიუმით.
კვლევებით დამტკიცდა, რომ პლანეტის მეორე მხარეს, ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც 70 000 კაცი ცხოვრობს 55 კმ-იან წვრილ ზღვისპირა ზოლზე და სილა მდიდარია თორიუმით, ადამიანი წელიწადში საშუალოდ 3,8 მილიზივერტის ტოლ გამოსხივებას იღებს. ირანის ქალაქ რამსერში აღმოჩენილია რადიუმით მდიდარი ადგილები, სადაც რადიაციის დონე შეადგენს 400 მილიზივერტს წელიწადში. ცნობილია სხვა ადგილებიც მაღალი რადიაციით – საფრანგეთი, ნიგერია, მადაგასკარი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური რადიაციის სამეცნიერო კომიტეტის (UNSCEAR) დასკვნით, გარეგანი დასხივების საშუალო ეფექტური ეკვივალენტური დოზა, რომელსაც ადამიანი იღებს წელიწადში ბუნებრივი რადიაციის მიწიერი წყაროებიდან, შეადგენს 350 მიკროზივერტს ანუ კოსმოსური სხივებით ზღვის დონეზე შექმნილი რადიაციული ფონით გამოწვეული საშუალო ინდივიდუალურ დოზაზე მცირედით მეტს.

შინაგანი დასხივება
დასხივების ეფექტური ეკვივალენტური დოზის დაახლოებით 2/3 მოდის შინაგანი დასხივების წილად და მას ადამიანი იღებს რადიაციის წყაროებიდან საკვებით, წყლით, ჰაერით, ორგანიზმში მოხვედრილი რადიაქტიური ნივთიერებებიდან. ამ დოზის სულ მცირე წილი მოდის კოსმოსური რადიაციის ზემოქმედებით წარმოქმნილ რადიაქტიურ იზოტოპ ნახშირბად-14-სა და ტრიტიუმზე, დანარჩენი კი მიწიერი წარმოშობისაა. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 180 მიკროზივერტს კალიუმ-40-ის ხარჯზე იღებს. შინაგანი დასხივების შედარებით მეტ დოზას იღებს ურანი-238-ის ოჯახის ნუკლიდებისაგან, ხოლო მცირედს – თორიუმი-232 ოჯახის რადიონუკლიდებისგან. მათი შვილეული პროდუქტები, ტყვია – 210 და პოლონიუმი – 210, კონცენტრირებულია თევზებსა და მოლუსკებში. ამიტომ ადამიანებმა, რომლებიც ბევრ თევზს მიირთმევენ, შეიძლება დასხივების შედარებით დიდი დოზა მიიღონ.
შორეულ ჩრდილოეთში ათასობით ადამიანი ძირითადად ჩრდილოეთის ირმის (კარიბუ) ხორცით იკვებება, რომელშიც მაღალი კონცენტრაციით არის ზემოხსენებული ორივე რადიაქტიური იზოტოპი. განსაკუთრებით მაღალია პოლონიუმ-210-ის შემცველობა.
დასავლეთ ავსტრალიაში ურანის მომატებული კონცენტრაციების ადგილას ადამიანები საშუალოზე 75-ჯერ მეტ დასხივებას იღებენ, რადგან იკვებებიან ცხვრისა და კენგურუს ხორცით, რომელშიც გროვდება პოლონიუმი – 210 და ტყვია – 210.

რადონი ფილტვების
კიბოს იწვევს

დღესდღეობით შინაგანი დასხივების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რადონს. უკანასკნელ წლებში განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიურად იზომება რადონის აქტივობა შენობის ჰაერში, რადგან ეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება ფილტვის კიბოთი ავადობის მატებას, მეტადრე – მწეველებში, რომლებსაც კიბოს რისკი 100-ჯერ მაღალი აქვთ. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ საცხოვრებელ სახლებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე რადონის დონის 2 მლნ-ზე მეტი გაზომვით დაადგინა, რომ ზოგიერთ შტატში შენობების 30%-ში რადონის მაჩვენებელი ნორმაზე მეტი იყო. საცხოვრებელი სახლების ჰაერში რადონის მაღალი აქტივობის მიზეზად შეიძლება სტეკეფექტი (საკვამლე მილის ეფექტი) ჩაითვალოს. ტემპერატურულ ცვალებადობას შენობის ჰაერსა და გარე ჰაერს შორის ზამთრის პერიოდში წნევის ცვალებადობამდე მივყავართ, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც შენობაში ნიადაგიდან ხვდება. თუმცაღა წნევა ამ დროს არც ისე დიდია (5 პასკალი), ეს საკმარისია, რომ შენობაში რადონის შეჭრის სიჩქარე რამდენიმეჯერ გაიზარდოს. ეს ეფექტი განსაკუთრებით საგულისხმოა იმ შენობებისთვის, სადაც ცუდი იზოლაციაა.
სახიფათოა ფილტვებში ისეთი წყლის ორთქლის მოხვედრა, რომელიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს რადონს, განსაკუთრებით – სააბაზანოში. ფინეთში შენობების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ სააბაზანოში რადონის კონცენტრაცია საშუალოდ სამჯერ აღემატება მის შემცველობას სამზარეულოში და 40-ჯერ – საცხოვრებელ ოთახებში. კანადაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შხაპის ჩართვიდან მთელი 7 წუთის განმავლობაში რადონის კონცენტრაცია აბაზანაში სწრაფად იზრდებოდა. რადონით ადამიანი უმთავრესად  შენობებში სხივდება. რადონი ჰაერში ხვდება უმთავრესად შენობის ქვემოთ არსებული გეოლოგიური სივრციდან, საშენი მასალებიდან და სხვა.
რადონის საშუალო აქტივობა ჰაერში მიწის ზედაპირიდან 1 მ მანძილზე შეადგენს 7-12 ბკ/მ3-ს. ტერიტორიაზე, რომელიც რადონით არის გაჯერებული, ეს სიდიდე შესაძლოა 50 ბკ/მ3-ს აღწევდეს. არსებობს ტერიტორიები, სადაც რადონის შემცველობა ჰაერში აღწევს 150 ბკ/მ3-ს.
ამჟამად რადონი მიეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მთავარ პრობლემათა რიცხვს.
საქართველოს სინამდვილეში შენობებში რადონის პრობლემა არათუ შორსაა გადაწყვეტისგან, არამედ შესწავლილიც კი არ არის, ხოლო რეგიონის გეოეკოლოგიური და ეთნოსოციოლოგიური თავისებურებები გვაფიქრებინებს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ძალზე მწვავეა.
საქართველო ურანმატარებელი ქანების ქვეყანაა და რადონის მოსალოდნელი კონცენტრაციები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი უნდა იყოს. საქართველოში ხშირია ტექტონიკური რღვევები, მინერალური წყლების ზედაპირული გამოსვლები, რაც ერთი რიგით ზრდის რადონის კონცენტრაციებს. უკანასკნელ საუკუნეში ქართველები ხის სახლებიდან მასობრივად გადასახლდნენ აგურ-ბლოკურ და პანელოვან სახლებში, რამაც მკვეთრად გაზარდა საცხოვრებლებში რადონის კონცენტრაცია. თერმული წყლებისა და საწვავი აირის მოჭარბებული გამოყენება (გასათბობად) კიდევ უფრო ამძიმებს რადიოჰიგიენურ სიტუაციას.
განსაკუთრებით არასასურველ შედეგს გამოიღებს თავშეყრის ადგილების მიწისქვეშა სათავსებში გადატანა, როცა ეროვნულმა სამშენებლო ინდუსტრიამ საერთოდ არ იცის რადონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიები (გრუნტისა და საძირკვლის ჰერმეტიზაცია, სპეციალური სავენტილაციო ტექნოლოგიები და ა.შ.). იგივე უნდა ითქვას მიწისქვეშა სამხედრო ნაგებობისა თუ თავშესაფრების შესახებ, სადაც პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი იყრის თავს. რადონის პრობლემის მოგვარება საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ფართომასშტაბიანი სახელმწიფო-ეროვნული პროგრამის ფართოდ გაშლის შედეგად.

ბირთვული იარაღის
აფეთქებები

რამდენიმე ათეული წელია, კაცობრიობა განიცდის დასხივებას რადიაქტიური ნალექებისგან, რომლებიც გამოწვეულია ბირთვული აფეთქებით. საუბარია არა მარტო იმ ნალექებზე, რომლებიც მიმოიბნა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბების აფეთქებისას, არამედ საწვრთნელ ბირთვულ აფეთქებებზე, რომლებიც მიმდინარეობდა დედამიწაზე სამოცდაათიან წლებამდე (საწვრთნელ აფეთქებებს ატარებდნენ  აშშ, საბჭოთა კავშირი, ინგლისი, საფრანგეთი და ჩინეთი).
ამ ქვეყნებმა 1963 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების შეზღუდვის შესახებ, აიღეს ვალდებულება, რომ არ გამოცდიდნენ ბირთვულ იარაღს ჰაერში, წყალსა და კოსმოსში. ამის შემდეგ მხოლოდ საფრანგეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს ატმოსფეროში ბირთვული აფეთქებების სერია, თუმცა ამ აფეთქებათა სიმძლავრე შესამჩნევად ნაკლები იყო და თავად გამოცდებიც იშვიათად ტარდებოდა (უკანასკნელი ჩატარდა 1980 წელს).
მიწისქვეშა აფეთქებები დღესაც ტარდება, მაგრამ რადიაქტიურ ნალექებს არ იწვევს. დანარჩენი ტიპის აფეთქებათა დროს რადიაქტიური მასალის ნაწილი გამოიტყორცნება გამოცდის ადგილებიდან შორიახლოს, ნაწილი კავდება ტროპოსფეროში (ატმოსფეროს ყველაზე ქვედა შრეში), ზოგს ქარი აიტაცებს და დიდ მანძილზე გადააქვს, ძირითადად – იმავე განედზე. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რადიაქტიური ნივთიერებები თანდათანობით მიმოიბნევა მიწაზე. ატმოსფეროში ჩატარებული აფეთქებების შედეგად რადიონუკლიდების დიდი ნაწილი გამოიტყორცნება სტრატოსფეროში (ატმოსფეროს მომდევნო ფენა, სიმაღლით 10-50 კმ), სადაც ისინი თვეების განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი ნელა ილექებიან და დედამიწის მთელ ზედაპირზე მიმოიფანტებიან. რადიაქტიური ნალექები შეიცავენ რამდენიმე ასეულ რადიონუკლიდს. მათი უმეტესობა სწრაფად იშლება. რადიონუკლიდების მხოლოდ მცირე ნაწილს შეაქვს თავისი წვლილი ადამიანის დასხივებაში. ბირთვული საცდელი აფეთქებისას მოსახლეობის ეფექტური კოლექტიური ეკვივალენტური დოზის ჩამოყალიბებაში ბრალი მხოლოდ ოთხ რადიონუკლიდს მიუძღვის. ესენია: ნახშირბადი-14, ცეზიუმ-137, ცირკონიუმ-95 და სტრონციუმ-90.

გარემოს
დამაბინძურებელი
სხვა წყაროები

ატომის ენერგიის სახალხო მეურნეობის ინტერესებისთვის გამოყენება ხელოვნური დასხივების დამატებით წყაროებს ქმნის. დოზები უმეტესად არ არის დიდი, მაგრამ ხანდახან ტექნოგენური წყაროები რამდენიმე ათეულჯერ ინტენსიურია, ვიდრე ბუნებრივი. ამ დოზის ფორმირებაში ძირითადი დატვირთვა მოდის სამედიცინო პროცედურებსა და მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც რადიაქტივობისა და რენტგენის დანადგარების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა რენტგენის აპარატი. განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში 1000-დან 300-900 კაცი გადის ამგვარ გამოკვლევას, თუ არ ჩავთვლით კბილების რენტგენოგრაფიას და მასობრივ ფლუოროგრაფიას. გამოკვლევის დროს პაციენტი იღებს დასხივების მინიმალურ დოზას, მაგალითად, კბილების რენტგენოგრაფიისას – 0.03 მზვ-ს, კუჭის რენტგენოგრაფიისას – ამდენივეს, ფლუოროგრაფიისას – 3,7 მზვ-ს.
ბირთვულმა აფეთქებებმა, რომლებსაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჰქონდა, გამოიწვია გარემოს (ჰაერის, ნიადაგის, წყლის) დაბინძურება 200-მდე ხელოვნური რადიაქტიური იზოტოპით, რომლებიც ქმნიან ადამიანის გარეგანი და შინაგანი დასხივების დამატებით ხელოვნურ წყაროს.
ასევე რადიაქტიური დასხივების ხელოვნურ წყაროს წარმოადგენს სამრეწველო ხელსაწყოები, რომლებიც შეიცავს რადიაქტიურ იზოტოპებს ან რენტგენის გენერატორებს. ესენია სისქისა და დონის მზომები, ვისკოზიმეტრები და გამაგრაფიის სხვა ხელსაწყოები.
გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა რადიაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება. ეს ნივთიერებები მოიცავს მედიცინაში გამოსაყენებელ რადიაქტიურ იზოტოპებს, გააქტიურებულ ურანს, ურანის ჰექსაფთორიდს, პლუტონს, რადიაქტიურ ნარჩენებს და სხვა.
რადიაქტიური ნივთიერებების გადატანა ხორციელდება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით. უსაფრთხოების წესების დარღვევამ შესაძლოა გარემოს დაბინძურება გამოიწვიოს.
გარკვეულწილად დაბინძურების წყაროს წარმოადგენს ბირთვული ელექტროსადგურებიც. ასეთ ელექტროსადგურებზე მყართან ერთად არის თხევადი (დაბინძურებული წყლები) და აიროვანი (არგონ-41) ნარჩენებიც. თბური ელექტროსადგურების მილებიდან ამოსული ღრუბელი ადამიანის დამატებითი დასხივების წყაროა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტროსადგურები მდებარეობს დასახლებული ადგილების ახლოს ან მათ შუაგულში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიაქტიური ნარჩენები, რომლებიც მიიღება ბირთვული მასალის გამოყენებისა და გადამუშავების პროცესში. განასხვავებენ დაშლის მცირე და დიდი პერიოდის მქონე ნარჩენებს. დაშლის მცირე პერიოდის მქონე ნარჩენებს განეკუთვნება რადიაქტიური ელემენტები, რომელთა დაშლის პერიოდი 30 წელზე ნაკლებია. ასეთი ნარჩენები გვხვდება ბირთვულ ელექტროსადგურებზე, კვლევით ლაბორატორიებში. რადიაქტიური ნარჩენების საერთო მოცულობის 95%-ს ისინი შეადგენენ. დაშლის დიდი პერიოდის მქონე ნარჩენები ინახება მიწის ზედაპირიდან რამდენიმე ასეულ მეტრ სიღრმეზე, მდგრად გეოლოგიურ ფორმაციებში.
ზოგიერთი სამედიცინო მოწყობილობა და პროცედურა იწვევს პაციენტის დასხივებას. მაგალითად, რადიოლოგიური თერაპია და ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებების შეყვანა, რასაც ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის დროს მიმართავენ. ისიც უნდა ითქვას, რომ პაციენტები, რომელთაც ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებები აქვთ შეყვანილი, გარშემო მყოფთათვის თვითონვე წარმოადგენენ რადიაციული დასხივების წყაროს. რენტგენის აპარატები და რადიოლოგიური თერაპიისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ასევე იწვევს პაციენტებისა და მედპერსონალის დასხივებას.

რადიაციული
გამოსხივება და
ჯანმრთელობა

ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებიც უჯრედებზე რადიაციის ზემოქმედებას შეისწავლიდნენ, ჯერ კიდევ 1906 წელს დაასკვნეს, რომ უჯრედის მგრძნობელობა რადიაციისადმი მისი გამრავლების უნარის პირდაპირპროპორციულია. რადიაციისადმი მაღალმგრძნობიარენი არიან სისხლმბად ორგანოთა უჯრედები: ძვლის წითელი ტვინი, ნაწლავების ლორწოვანი, ლიმფოციტები, გონადები. ეს უჯრედები შედარებით მცირე დოზით დასხივებისას (0,5-4 გრეი) იღუპებიან. ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს რადიორეზისტენტულობა ახასიათებთ – იღუპებიან მხოლოდ მაღალი დოზებით დასხივებისას (40-80-100 გრეი), თუმცა ნაყოფის ზრდის ადრეულ ეტაპზე ნერვული უჯრედები დასხივებისადმი მაღალმგრძნობიარენი არიან.

რადიაციის
მოქმედების
მექანიზმი

არსებობს პირდაპირი მოქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, გამა კვანტები ხვდება უჯრედის მგრძნობიარე არეში და მის სიკვდილს იწვევს. ამ თეორიას ავსებს არაპირდაპირი მოქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, წყლის დასხივებისას (წყალი უჯრედის დაახლოებით 80%-ს შეადგენს) წარმოიშობა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედის სტრუქტურებს აზიანებს.
არსებობს სულფოჰიდრატული ჰიპოთეზაც: SH ჯგუფის ფერმენტები რადიაციისადმი მაღალგრძნობიარენი არიან, რაც უჯრედის ბიოსტრუქტურის რღვევას განაპირობებს.
დღეისათვის ფართო აღიარება პოვა თეორიამ, რომლის თანახმადაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადიაციის ზემოქმედებას უჯრედის გენეტიკურ სტრუქტურებზე. ამ დროს ხდება დნმ-ს ფუნქციისა და სტრუქტურის რღვევა, დნმ-ს დენატურაცია.
უჯრედის რადიაციული დასხივების ხარისხი დამოკიდებულია დასხივების დოზაზე, სახეობაზე, გამოსხივების სიმძლავრეზე, გარემო ფაქტორებზე, ჟანგბადის შეცველობაზე, უჯრედის სასიცოცხლო ციკლზე.

სხივური დაავადება
სხივური დაავადება შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. არსებობს მწვავე სხივური დაავადების რამდენიმე ფორმა:
-ძვალტვინოვანი;
-ნაწლავური;
-ტოქსემიური;
-ცერებრული.
სხივური დაავადების ძვალტვინოვანი ფორმა (1-6-10გრ). ამ ფორმის პათოგენეზურ საფუძველს რადიაციისადმი ძვლის ტვინის მაღალმგრძნობიარობა წარმოადგენს. ამ დროს ხდება ჰემოპოეზის (სისხლის უჯრედების წარმოქმნის) დარღვევა პერიფერიულ სისხლში. პირველ დღეებში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, შემდეგ – გრანულოციტოპენია და ლეიკოპენია, ასევე – რეტიკულოციტოპენია, ანემია და ბოლოს – თრომბოციტოპენია.
მწვავე სხივური დაავადების ძვალტვინოვანი ფორმისთვის დამახასიათებელია:
1. ინფექციურ-სეპტიკური სინდრომი, რომელიც ხშირად სიკვდილს იწვევს;
2. ჰემორაგიული სინდრომი. თრომბოციტოპენიის (ირღვევა სისხლის შედედება) და სისხლძარღვთა განვლადობის გამო აღინიშნება სისხლჩაქცევები და სისხლდენა. ჰემოპოეზის დარღვევა, მკვდარი სისხლმბადი უჯრედებით ინტოქსიკაცია, ასევე – რადიაციის ზემოქმედება სხვა ორგანოებზე განაპირობებს ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების ფუნქციის მოშლას.
სხივური დაავადების ძვალტვინოვან ფორმას 4 პერიოდი აქვს:
-პირველადი რეაქციის პერიოდი იწყება დასხივებისთანავე და გრძელდება 2-4 დღეს. დამახასიათებელია ღებინება, გულისრევა, სისუსტე, დისკინეზია. აღინიშნება დაზიანებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, სისხლში – ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, რეტიკულოციტოპენია. მიმდინარეობის სიმძიმე დამოკიდებულია დასხივების დოზაზე.
-ფარული პერიოდი ანუ ცრუ გამოჯანმრთელების პერიოდი. ამ დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს, ძლიერდება ჰემოპოეზი, ირღვევა სისხლის უჯრედული შემადგენლობა და სხვა. ეს პერიოდი გრძელდება 3-5 დღემდე და დამოკიდებულია დასხივების დოზაზე.
-გაჩაღების პერიოდი. ამ დროს თავს იჩენს დაავადების ძირითადი სიმპტომი – სისხლის შემადგენლობის ცვლილება, ორგანიზმის თავდაცვითი სისტემების მოშლა, ინფექციურ-სეპტიკური გართულებები, სეფსისი, სისხლჩაქცევები და სისხლდენები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა. ეს პერიოდი გრძელდება 15-30 დღე.
-გამოჯანმრთელების პერიოდი. ჰემოპოეზი ნორმას უბრუნდება, ინფექციური გართულებები ალაგდება, ჰემორაგია წყდება და იწყება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა 2-5, უფრო მძიმე შემთხვევაში – 6-10 თვე.
ნაწლავური ფორმა ვითარდება 10-20 გრ დოზით დასხივებისას. ამ დროს აღინიშნება სისხლწარმომქმნელი უჯრედებისა და ნაწლავთა გამრავლებადი უჯრედების სრული კვდომა, რასაც მოჰყვება აშლილობა, ინტოქსიკაცია, მიკრობებით ინვაზია, ნაწლავთა გაუვალობა და სხვა. ყოველივე ამას 7-10 დღეში ავადმყოფის სიკვდილამდე მივყავართ.
ტოქსემიური ფორმა ვითარდება 20-80 გრ დოზით დასხივებისას. რადიომგრძნობიარე უჯრედების მასობრივი დესტრუქციისა და ტოქსემიის შედეგად აღინიშნება ორგანიზმის ყველა ფუნქციის მოშლა, სისხლჩაქცევები და ტვინის შეშუპება, გართულებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ. ადამიანი კვდება დასხივებიდან 4-6 დღის შემდეგ.
ცერებრული ფორმა ვითარდება 80-100 გრ და მეტი დოზით დასხივებისას. იწვევს ნერვული უჯრედების კვდომას, ტვინის შეშუპებას. ადამიანი კვდება დასხივებიდან 1-3 დღის შემდეგ.

ქრონიკული სხივური
დაავადება

ქრონიკული სხივური დაავადება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გარეგანი დასხივებისას ან საჭმლის მომნელებელ სისტემაში რადიაქტიური ნივთიერების მოხვედრისას. მათი ნაწილი გამომყოფი სისტემის მეშვეობით გამოიდევნება ორგანიზმიდან, ნაწილი კი შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში (იოდის იზოტოპები ფარისებრ ჯირკვალში, სტრონციუმ-90 – ძვლებში).
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ:
-მსუბუქი ხარისხის ქრონიკულ დასხივებას. ამ დროს აღინიშნება ასთენოვეგეტეტიური სინდრომი (სისუსტე, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილის დარღვევა და სხვა), ჰიპოტონია, ბრადიკარდია.
-საშუალო ხარისხის ქრონიკულ დასხივებას. ამ დროს მკვეთრად არის გამოხატული ზოგადი ცვლილებები: სისუსტე, წონის კლება, გაჭაღარავება, თმის ცვენა და სხვა. სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ედს-ის მომატება და სხვა. ქვეითდება იმუნიტეტი, ვითარდება სისხლდენა. აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა.
-მძიმე ხარისხის ქრონიკული დასხივების დროს ადამიანი იღუპება.

კანის სხივური
დაზიანება

რადიაციულმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება. დაზიანების ხარისხი დასხივების დოზაზეა დამოკიდებული:
-I ხარისხის (მსუბუქი) დაზიანება აღინიშნება 8-12 გრ დოზით დასხივების დროს. 2 კვირის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს, შემდეგ, გაჩაღების სტადიაში, კანზე წარმოიშობა ერითემა, რომელიც 10-15 დღეში ქრება. კანის მთლიანობის აღდგენას 2-4 თვე სჭირდება. ახასიათებს პიგმენტაცია.
-II ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 12-20 გრ დოზით დასხივებისას. წარმოიშობა ერითემა, რომელიც მალე ქრება. ფარული პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა. გაჩაღების სტადიაში აღინიშნება კანის შეშუპება, წვა, ვეზიკულები, დაწყლულება. შეხორცება იწყება 1-1,5 თვის შემდეგ. 3-6 თვეში კანი მთლიანად აღდგება.
-III ხარისხის (მძიმე) დაზიანება აღინიშნება 20-25 გრ დოზით დასხივების დროს. პირველადი რეაქციის პერიოდი 2 დღემდე გრძელდება, ფარული – ერთი კვირა. გაჩაღების სტადიაში წარმოიშობა ციანოზური ერითემა, მოგვიანებით ჩნდება ვეზიკულები, წყლულები, რომლებიც 2-3 თვის შემდეგ გარქოვანებას განიცდის. კანის ატროფია გრძელდება დიდხანს.
-IV ხარისხის (ზემძიმე) დაზიანება აღინიშნება 25-50 დოზით დასხივების დროს. დაწყებითი სტადია მკვეთრად არის გამოხატული, ფარული სტადია არ აღინიშნება, შემდეგ სწრაფად წარმოიქმნება ღრმა წყლულები, რომლებიც 6-12 თვეში ხორცდება.

კომბინირებული სხივური
დაზიანება

კომბინირებულია სხივური დაზიანება, როცა სხივურ დაავადებასთან ერთად ვითარდება დამწვრობა და ტრავმაც. ის სხივურ დაავადებათა 85%-ს შეადგენს. ამ დროს სხივური დაზიანება ამძიმებს დამწვრობისა და ტრავმების მიმდინარეობას. ქირურგიული ჩარევა უნდა ჩატარდეს სხივური დაავადების ფარულ პერიოდში, რათა ჭრილობების შეხორცება გაჩაღებამდე მოესწროს. ასევე უნდა ჩატარდეს ანტიშოკური ღონისძიებები, კანის ქირურგიული დამუშავება და სხვა.

რადიაციულ
დაზიანებათა
მკურნალობა
და პროფილაქტიკა

რადიაციულ დაზიანებათა პროფილაქტიკა გულისხმობს:
-აფეთქების დროს თავშესაფრის გამოყენებას. ეს გარკვეულწილად ამცირებს დარტყმითი ტალღის ზემოქმედებას, სინათლის გამოსხივების ზემოქმედებას, გამჭოლი რადიაციის ზემოქმედება კი 200-ჯერ მცირდება. თავშესაფარი ადამიანს რადიაციული მტვრისგანაც იცავს.
-თავშესაფრების არარსებობისას გამოყენებულ უნდა იქნეს საბრძოლო მანქანები, ტანკები და ა.შ. დაბინძურებული ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებელია მოსახლეობის სანიტარიული დამუშავება, იარაღის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის დეზაქტივაცია.
-რადიაციისგან დაცული უნდა იქნეს წყალი, პროდუქტები, აიკრძალოს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების გამოყენება.
-სიგნალ “რადიაციული საფრთხის” ჩართვის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს რადიოპროტექტორები.
პირველადი რეაქციის დროს დაზიანებულს უნდა მიეცეს ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, შემდეგ ჩამოეცვას რესპირატორი, დამცავი ლაბადა და ევაკუირებულ იქნეს. დაბინძურებული ტეროტორიიდან გამოსვლისას უნდა ჩაუტარდეს ნაწილობრივი სანიტარიული დამუშავება: უპირველესად, რადიაქტიური მტვრისგან უნდა გაიწმინდოს (თუნდაც ჯაგრისით) ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აღჭურვილობა, შემდეგ სხეულის ღია ნაწილები ჩამოიბანოს წყლით და გამოირეცხოს პირის ღრუ.
კომბინირებული დაზიანების დროს უპირველესი დახმარებაა სისხლდენის შეჩერება, ნახვევების დადება, ძვლების მოტეხილობისას – იმობილიზაცია, ტკივილგამაყუჩებლის შეყვანა და სხვა.
კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გულისხმობს: დოზიმეტრიულ კონტროლს, სრულ სანიტარიულ დამუშავებას, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების (ეტაპერაზინი), დიმედროლის, პიპოლფენის, ფენაზეპამის, კორდიამინის, მეზატონის, დეზინტოქსიკაციური საშუალებების (ჰემოდეზი, რეოპოლიგლუკინი, გლუკოზა) მიცემას. აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიცემა (ბარიუმის სულფატი 20გ; ფეროცინი 3გ; მაგნიუმის სულფატი 30გ).
სამედიცინო დახმარება ითვალისწინებს დეზინტოქსიკაციური და სიმპტომური საშუალებების გამოყენებას.
ფარისებრ ჯირკვალში იოდის იზოტოპების ჩალაგების შესამცირებლად პირველი 5-10 დღის განმავლობაში რეკომენდებულია კალიუმის იოდიდის მიწოდება 0,5 გ დოზით.

სურდო (რინიტი)

სურდო (რინიტი)

რინიტი მარტივად განიმარტება როგორც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მაგრამ ეს ცნება სრულიად განსხვავებულ პათოლოგიურ მდგომარეობებს გულისხმობს.
მიმდინარეობის მიხედვით სურდო შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე სურდო

მწვავე რინიტი ორგვარია: ინფექციური და არაინფექციური.
მწვავე ინფექციური სურდო მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს და გამოიხატება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე კატარული ანთებით. მწვავე სურდოს განვითარებაში წამყვანი როლი ენიჭება გაციებას. მთელი სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილის (თავის, ფეხების) გაციება რეფლექსურად იწვევს ცხვირის ლორწოვან გარსში ფუნქციურ ცვლილებებს. თავდაპირველად სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება და შესამჩნევი ხდება ლორწოვანი გარსის ანემიზაცია (სიფითრე); შემდეგ, პირიქით, სისხლძარღვები ფართოვდება, რასაც მოჰყვება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და გაფუება, ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია. ასეთ პირობებში ცხვირის ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ ქვეითდება და მიკროფლორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მარტივი ექსპერიმენტი: თუ ადამიანს სიცივის დისკომფორტი არ განუცდია, მისი ცხვირის ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მწვავე ინფექციური რინიტის ტიპური გამომწვევია რინოვირუსი. შემთხვევათა 80%-ში სწორედ მას მიუძღვის ბრალი. მუკოცილიარული აპარატის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში მიკროორგანიზმებს არ აქვთ ეპითელიუმის უჯრედებთან ხანგრძლივი კონტაქტის საშუალება. პირობები იცვლება ლორწოვან გარსში ვირუსის შეღწევის შემდეგ, როცა მოციმციმე ეპითელიუმი დროებით არ ფუნქციობს ან წყვეტს მოძრაობას. ამ დროს გარედან შეჭრილი თუ ცხვირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები და სხვა) ცხოველქმედებას იწყებენ.
უნდა ითქვას, რომ გაციებასა და ვირუსულ იფექციებს ყოველთვის არ ერთვის სურდო.
სიცივისა და ვირუსების მიმართ მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მათ შორის:
–ასაკზე;
–ფიზიკურ განვითარებაზე;
–სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე;
–მეტეოროლოგიური პირობებისადმი ადაპტაციის ხარისხზე;
–სხეულის ზედაპირის მდგრადობაზე კონკრეტული ტემპერატურის მიმართ;
–თანმხლებ დაავადებებზე.
ინფექციურ რინიტებს განეკუთვნება სოკოთი და უმარტივესებით (ქლამიდიით, მიკოპლაზმით) გამოწვეული სურდოც. აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად სურდო ინფექციური დაავადების (წითელას, ჩუტყვავილას, ქუნთრუშას, წითურას, მონონუკლეოზის) ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ის შეიძლება იყოს სპეციფიკური ფლორით გამოწვეული დაავადების (ტუბერკულოზის, გონორეის) სიმპტომიც.

მწვავე სურდოს მიმდინარეობა

მწვავე სურდოს მიმდინარეობაში განარჩევენ 3 ძირითად სტადიას.
პირველი, რეფლექსური ანუ პროდრომული სტადია რამდენიმე საათიდან 2 დღემდე გრძელდება და ორგანიზმის გადაცივების შედეგია. ამ დროს ცხვირის ლორწოვან გარსსა და ცხვირ-ხახაში აღინიშნება:
–სიმშრალე;
–წვა;
–ღიტინის შეგრძნება.
ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის შემცივნებას. ტემპერატურა შესაძლოა 38 გრადუსამდე ავიდეს. დათვალიერებით ცხვირის ლორწოვანი გარსი გაწითლებულია და შეშუპებული, მაგრამ მშრალი.
რამდენიმე საათის ან 1-2 დღის შემდეგ ავადმყოფს:
–მკვეთრად უძნელდება ცხვირით სუნთქვა,
–ეწყება თხიერი (წყალივით) გამონადენი, რასაც არცთუ იშვიათად ერთვის ცემინება და თავის ტკივილი. ეს უკვე მეორე, სეროზული სტადიაა, რომელიც გრძელდება 2-3 დღეს და პათოლოგიურ პროცესში ვირუსული კომპონენტის ჩართვის მაჩვენებელია. ობიექტურად ამ სტადიაში აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის მკვეთრი გასქელება, განსაკუთრებით – ქვედა და შუა ნიჟარების არეში კავერნოზული ქსოვილების სისხლსავსეობის გამო (ნიჟარები ცხვირის ღრუს შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც ნორმალური ფუნქციობისას არ აფერხებს ჰაერის გადაადგილებას). ღრუ ამოვსებულია ისევ უფერული, მაგრამ შედარებით სქელი – სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატით. ავადმყოფი ცხვირში ლაპარაკობს, ყნოსვა საყნოსავი ნაპრალების შეშუპების გამო დაქვეითებული აქვს. ზოგჯერ ნესტოების კანი ექსუდატში არსებული მარილებით გაღიზიანების გამო აქერცლილია და გაწითლებული.
მესამე, ჩირქოვან სტადიაში გამონადენი თანდათანობით სქელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სეროზულ-ლორწოვანმა ექსუდატმა ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის, ლეიკოციტებისა და დაღუპული მიკრობების შერევის გამო სეროზულ-ჩირქოვანი ხასიათი მიიღო, ანუ ცხვირის ლორწოვან გარსში ბაქტერიები გააქტიურდნენ. მესამე სტადიაში იწყება ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. აქ ორგანიზმმა უნდა დაძლიოს პათოლოგიური მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა სურდოს გაქრონიკულების საფრთხე.
მწვავე რინიტის ხანგრძლივობა 2-3-დან 8-14 დღემდე მერყეობს. გაჯანსაღების დრო დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნორეზისტენტულობაზე ანუ თავდაცვის უნარზე. სურდო შეიძლება დასრულდეს I ან II სტადიაში ან 3-4 კვირამდე გაგძელდეს და ქვემწვავე ან ქრონიკულ ფაზაში გადავიდეს.

არაინფექციური რინიტები

არაინფექციური რინიტების ჯგუფს მიეკუთვნება:
–ტრავმული რინიტი – ვითარდება ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, დამწვრობის შედეგად;
–ტოქსიკური რინიტი – ვითარდება მტვრის, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების, პასიური მოწევის შედეგად;
–რადიაციული რინიტი;
–მედიკამენტური რინიტი – ცხვირში სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების ხანგრძლივი ჩაწვეთების შედეგია;
–ნევროლოგიური რინიტი ანუ რინონევროზი.

მწვავე რინიტების გართულება

გამომწვევი ფაქტორის კვალობაზე, მწვავე სურდოს სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს. მაგალითად, გრიპული ინფექციის დროს ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ქიმიური გაღიზიანებისას ცხვირის ლორწოვან გარსზე არცთუ იშვიათად ვითარდება წყლულები და სხვა.
მწვავე რინიტი თავისთავად საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ არ გართულდა. მისი გართულებებია:
–ცხვირის დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება – ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი;
–შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება;
–სალპინგიტი – ცხვირ-ხახისა და შუა ყურის დამაკავშირებელი მილის ანთება;
–სეკრეტორული ოტიტი – არაანთებითი სითხის დაგროვება შუა ყურში;
–ლარინგიტი;
–ტრაქეიტი.

მწვავე რინიტების
მკურნალობა

თუ სურდოს მოვლენები მკვეთრად არის გამოხატული და თან ახლავს ტემპერატურის მატებაც, აუცილებელია წოლითი რეჟიმი. ადრეული სიმპტომების გამოვლენამდე დაწყებული აქტიური მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელია პროცესის კუპირება და შეწყვეტა. ამისთვის აუცილებელია, მაშინვე დავიწყოთ პარაცეტამოლის და ჩ ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება. მაგალითად, გრიპ-ჰოთის,  კოლდრექსის, ფერვექსის, ეფერალგანს + ჩ ვიტამინის. ასევე სასურველია დიდი რაოდენობით სითხის – წვენების, კომპოტის, უგაზო ბორჯომის – სმა, მწვავე სურდოს პირველსავე საათებში ანტივირუსული და ანტიმიკრობული ღონისძიებების ჩატარება (ინტერფერონისა და ბაქტერიული ვაქცინის ცხვირში ჩაწვეთება). გართულებათა პროფილაქტიკის მიზნით ცხვირში სუნთქვის გაძნელებისთანავე უნდა ჩავიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ხსნარი – ქსიმელინი, გალაზოლინი, ნაფტიზინი ან ნაზივინი. სანორინის გამოყენება სპრეის სახით ჯობს, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე – არა უმეტეს 10 დღისა. მარტივი, მაგრამ ეფექტური ხერხია ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. მისი რაოდენობა და ჯერადობა შეზღუდული არ არის. უმჯობესია აკვამარისის სპრეის გამოყენება. ეს არის ადრიატიკის ზღვის მარილების იზოტონური ხსნარი, რომელსაც უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია. აღნიშნული ხსნარები აწესრიგებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციას. ანტიბიოტიკური პრეპარატი საჭიროების შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა ლარინგოლოგმა, ვინაიდან დაავადების გართულებისა და გაქრონიკულების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მკურნალობაა.

მწვავე სურდო
ჩვილებში

ამ ასაკში სურდო სერიოზული დაავადებაა. ვინაიდან ბავშვს ცხვირის სავალები ვიწრო აქვს, უმნიშვნელო შეშუპებაც კი ცხვირის სრულ დახშობას იწვევს. ამის შედეგად მკვეთრად ირღვევა ძუძუს წოვის პროცესი და ფერხდება ზრდა-განვითარება.
მკურნალობა უპირატესად სუნთქვის აღდგენას ისახავს მიზნად. ამისთვის კვებამდე 5 წუთით ადრე ბავშვს ცხვირში უნდა ჩავაწვეთოთ 0,001%-იანი ნაზივინი, დღის განმავლობაში კი ვაწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირის ღრუს ჩასარეცხავად და ლორწოვანი გარსის აღსადგენად. სასურველია დღეში სამჯერ 2-2 წვეთი 1%-იანი პროტარგოლის ან კორალგოლის ჩაწვეთებაც.

მწვავე რინიტების
გართულებათა
პროფილაქტიკა

მწვავე რინიტების გართულებათა თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ცხვირის მოწმენდის სწორი ტექნიკა. უნდა გაიწმინდოს თითოეული ნესტო ცალ-ცალკე. ორივეთი ერთდროულად ჩაბერვისას ინფიცირებული შიგთავსი შესაძლოა მოხვდეს დანამატ ღრუებსა და შუა ყურში.
პროფილაქტიკა, უპირველესად, გულისხმობს ზედა სასუნთქი გზების სანაციას, კერძოდ:
–ადენოქტომიას (ადენოიდების ამოკვეთას);
–ცხვირის ძგიდის გასწორებას;
–ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფიისა და სინუსიტების მკურნალობას.
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გაკაჟებას – ფიზკულტურას, წყლის პროცედურებს, ჰაერისა და მზის აბაზანებს, სწორად ჩაცმას. შედეგიანია ონკანის ცივი წყლის ყოველდღიური შეგუბება ხან ერთ, ხან მეორე ნესტოში (იოგების მეთოდი).

ქრონიკული რინიტი

ქრონიკულ სურდოს მრავალი რამ იწვევს, უპირველესად – ინფექცია, ხშირი მწვავე რინიტი, ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებები, მეტეოროლოგიური ფაქტორების ზემოქმედება, ოთახის მტვერი, სხვადასხვა მცენარის მტვერი, ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი ჰიპერემია, რომელიც ვითარდება ალკოჰოლიზმის, გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების დროს.

ქრონიკული რინიტის
მიმდინარეობა

კლინიკური ნიშნების მიხედვით ქრონიკული რინიტი იყოფა ოთხ ჯგუფად:
–კატარული რინიტი;
–ჰიპერტროფიული რინიტი, რომელიც, თავის მხრივ, ორი სახისაა – შემოფარგლული და დიფუზური;
–ატროფიული რინიტი, რომელიც ასევე ორგვარია;
–ვაზომოტორული რინიტი, სადაც ასევე განასხვავებენ ორ – ალერგიულ და ნეიროვეგეტატიურ – ფორმას.
ქრონიკულ კატარულ რინიტს ახასიათებს მუდმივი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, სუნთქვის გაძნელება ხან ერთ, ხან მეორე ნახევარში, სუნთქვის გაძნელება წოლისას, რომელიც გაივლის სხეულის მდებარეობის შეცვლისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
მკურნალობა მიმართული უნდა იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნისკენ. ეს ეხება ჰაერის ტემპერატურას, ასევე – საკვებს. დიეტური რეკომენდაციები საქართველოში ძნელი შესასრულებელია. ძნელი იმიტომ, რომ ამ დროს არ შეიძლება ცივი, გაზიანი, ცხელი, ნიგვზიანი, მწარე, ცხარე საკვების მიღება. ასევე არასასურველია მზესუმზირა, შოკოლადი და ციტრუსი. მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ გამწვავების პერიოდშია საჭირო.
ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტის დროს ლორწოვანი გარსი სქელდება – წესისამებრ, ქვედა ნიჟარების არეში. ეს პროცესი მოიცავს ან ნიჟარის ნაწილს, ან მთელ ნიჟარას. ეს იწვევს სუნთქვის მუდმივ, ხშირად მკვეთრ გაძნელებას. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს უჭირს მხოლოდ ჩასუნთქვა ან მხოლოდ ამოსუნთქვა. გააჩნია, ნიჟარის რომელი ნაწილია გადიდებული – წინა თუ უკანა. სუნთქვის ხანგრძლივ გაძნელებას მოჰყვება თავის ტკივილი, ყნოსვის დაქვეითება, ყურებში დაგუბების შეგრძნება.
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე ცხვირის ქირურგიაში არ გულისხმობს ნიჟარების მოკვეთას, რაც წინათ ფართოდ იყო გავრცელებული – ამ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ირღვევა ცხვირის ფიზიოლოგია, კერძოდ, ჩნდება სიმშრალე, ქერქები, რაც მერე და მერე უფრო დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. თანამედროვე ქირურგიაში ქსოვილზე ულტრაბგერით, რადიოტალღებით ზემოქმედებენ და ამ გზით ქსოვილის დაუზიანებლად ამცირებენ ნიჟარის მოცულობას.
ქრონიკული ატროფიული რინიტისთვის დამახასიათებელია ცხვირის სიმშრალე, ქერქები ლორწოვან გარსზე, პერიოდულად – მცირე სისხლდენა ცხვირიდან. წესისამებრ, სისხლდენა თავისთავად, ექიმის ჩაურევლად ჩერდება ბამბის ბურთულით ან ცხვირის ფრთაზე თითის დაჭერით.
მკურნალობა კონსერვატიულია, მიმართულია სიმშრალის მოსახსნელად. იყენებენ მალამოებს და ზეთოვან წვეთებს. ბოლო დროს საქართველოში შემოვიდა პრეპარატები, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ ეფექტს იწვევს.
როგორც ითქვა, ქრონიკულ ვაზომოტორულ რინიტს აქვს ორი ფორმა – ალერგიული და ნეიროვეგეტატიური. ალერგიული ფორმის განვითარების ძირითადი მიზეზია ალერგენსა და ქსოვილურ ანტიგენებს შორის სპეციფიკური რეაქცია, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ქიმიურად აქტიური ნივთიერებები – ჰისტამინი, აცეტილქოლინი, სეროტონინი და სხვა, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების კლინიკურ გამოვლენას. ნეიროვეგეტატიური ფორმის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური ცვლილებები.
ალერგიული ფორმისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირიდან ძალიან თხელი, ზოგჯერ წყალივით გამონადენი. დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს ლორწოვანი გარსის არაბუნებრივი მოცისფრო-მოთეთრო ფერი. ხშირად ალერგიულ რინიტს ერთვის ბრონქული ასთმა და ცხვირის პოლიპოზიც. მკურნალობა კომპლექსურია და ადგილობრივ თერაპიასთან ერთად ალერგენის დადგენასაც მოითხოვს, ხოლო თანმხლები დაავადებების შემთხვევაში – მათ მკურნალობას.
ნეიროვეგეტატიურ ფორმას ახასიათებს უმიზეზო შეტევები, რაც გამოიხატება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით და ცხვირიდან გამონადენით. ეს შეტევები ხანმოკლეა და ასევე უმიზეზოდ გაივლის. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია ნერვულ-რეფლექსური მექანიზმების დარღვევასთან, რის გამოც ზიანდება ცხვირის ნორმალური ფიზიოლოგია.

სტომატიტი

სტომატიტი

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებაა. იგი სხვადასხვა სახისაა:
–გინგივოსტომატიტი (ვენსანის) – ცნობილია აგრეთვე წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტის სახელით. მას თითისტარისმაგვარი ჩხირი იწვევს. შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად. ზოგჯერ დაავადება მოიცავს მხოლოდ ღრძილებს, ზოგჯერ ლორწოვანი გარსის სხვა უბნებზეც გადადის. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ლორწოვანი გარსის დაზიანება, პირის ღრუში მიმდინარე ქრონიკული ანთებადი პროცესები. გვხვდება ახალგაზრდებში (17-დან 30 წლამდე).
დაავადება იწყება ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით და ტკივილით ჭამის დროს. აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან. ამას ემატება საერთო სისუსტე და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ღრძილები შეწითლებულია. ვითარდება კატარული ანთება. ლიმფური კვანძები გადიდებულია. ანთება გადადის ნეკროზულ ფორმაში და ვრცელდება ძვლოვან ქსოვილამდე. პროცესი მოიცავს ლოყის ლორწოვან გარსს და ხახის პირს, ზოგჯერ – ენასაც. წყლულოვანი ზედაპირი დაფარულია მორუხო-მომწვანო ნეკროზული აპკით. პირიდან ამოდის მყრალი სუნი. მოშლილია ღეჭვის, მეტყველების, ყლაპვის ფუნქციები. გამოხატულია ინტოქსიკაცია. დაავადების ქრონიკულ ფორმას უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, საერთო მდგომარეობა ამ დროს შედარებით დამაკმაყოფილებელია.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შეფასება, მერე კი ადგილობრივი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება. უნდა მოშორდეს ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორი (მაგალითად, კბილის ქვა, ნეკროზული ქსოვილი), მოიხსნას ტკივილი, პირის ღრუ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდეს. აუცილებელია კალორიული დიეტა, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, ფიზიოთერაპია.
–კონტაქტური ალერგია (სტომატიტი) – ის შეიძლება გამოიწვიოს საბჟენმა ან კბილის საპროთეზო მასალამ, ტონალურმა კრემმა, პომადამ და სხვა.
კონტაქტური ალერგია გამოვლინდება ალერგენის მრავალჯერადი გამოყენების დროს 3-7 დღის განმავლობაში, ზოგჯერ – ოდნავ მოგვიანებით. ალერგენის სხეულთან კონტაქტის ადგილას ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება, შეწითლება, ზოგჯერ – წვრილბუშტუკოვანი გამომაყარი და სისხლდენა. მოსალოდნელია აგრეთვე წვის შეგრძნება, ეროზია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გემოვნების შეცვლა.
მკურნალობა ითვალისწინებს ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტას, ანტიალერგიულ ღონისძიებებს, ანთებითი პროცესის თანხლების შემთხვევაში – ანთების საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც.
–რეციდიულ-აფთოზური სტომატიტი – ეს არის ქრონიკული ანთებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს აფთების პერიოდული გამოყრა ლორწოვან გარსზე. გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. მიზეზი დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის დაქვეითება. ხელშემწყობი ფაქტორებია ადგილობრივი ტრავმა, გადაღლა, სტრესი.
მსუბუქი ფორმის დროს ჩნდება 1 სმ დიამეტრის მოწითალო, მომრგვალო, მტკივნეული, მკაფიოდ შემოსაზღვრული ერთი ან ორი ლაქა. რამდენიმე საათში მათი მფარავი ეპითელიუმი ჩამოიფცქვნება და ვითარდება ეროზია, რომელიც იფარება მონაცრისფრო ნადებით. ეს აფთა მის ქვეშ მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ოდნავ წამოწეულია ჯანმრთელი ქსოვილიდან და ძლიერ მტკივნეულია. 3-4 დღეში ნეკროზული მასა სცილდება, ხოლო მომდევნო 3-4 დღეში სრულდება ეროზიული უბნის ეპითელიზაცია. რამდენიმე კვირის შემდეგ ავადმყოფი პირის ღრუში გრძნობს წვას, რასაც მოჰყვება აფთის რეციდივი. აფთის ლოკალიზაციის ადგილია ლოყის, ტუჩების, ენის წინა მესამედი და გვერდითი ზედაპირი.
მძიმე ფორმისთვის დამახასიათებელია: ყოველთვიური რეციდივი; შეხორცების პროცესის გახანგრძლივება; ღრმა, მტკივნეული აფთების წარმოქმნა ლორწოვან გარსზე; ერთდროულად აფთებისა და წყლულების ჩამოყალიბება. საერთო მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთ პაციენტს ემართება ნევროზი.
მკურნალობა კომპლექსურია. ინიშნება იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები. ხდება პირის ღრუს სანაცია, მატრავმირებელი ფაქტორების მოხსნა და ტკივილის გაყუჩება. იყენებენ შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებებს, ფიზიოთერაპიას.
–მედიკამენტური სტომატიტი – იგი სამკურნალო საშუალებების უკონტროლო მიღების შედეგია და ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ბუშტუკების, ეროზიებისა და წყლულების გაჩენა. დაზიანებული უბანი მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა, მეტყველების ფუნქციაც კი მოშლილი აქვს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს გამომწვევის მიღება, ამის შემდეგ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატები, ვიტამინები, შეხორცების დამაჩქარებელი პრეპარატები.
–კატარული, ეროზიულ-წყლულოვანი სტომატიტი – ვითარდება შაქრიანი დიაბეტის დამძიმების ფონზე. ამ დროს სუსტდება ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნარი და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც სწრაფად გადადის ეროზიულ-წყლულოვან ფაზაში. ლორწოვანზე ჩნდება ნახეთქები, ნაპრალები, რაც უფრო მეტად ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას.
შაქრიანი დიაბეტის ფონზე ყალიბდება პირის ღრუს დისბაქტერიოზი, რაც სოკოვანი სტომატიტის განვითარებას უწყობს ხელს.
მკურნალობაში ჩართულია ენდოკრინოლოგი; სტომატოლოგი, ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას ატარებს.
–სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვიტამინოზმაც.

Don`t copy text!