წითლისებრთა ოჯახიდანაა. ტანმაღალი ხეა 40 (59) მ სიმაღლის, ხშირტოტებიანი, განიერცილინდრული ან კვერცხისებრი ფორმის ვარჯით. ღერო ღია ნაცრისფერი თხელი ქერქითაა დაფარული. ჩვილი ყლორტები ბუსუსებითაა მოფენილი.
7-10 (20) სმ სიგრძის, ტოტებზე მორიგებიოთ განლაგებული ელიფსური ფოთლები ზემოდან მუქმწვანე და შიშველია, ქვემოდან ღია მწვანე და ძარღვებშებუსვილია. ფოთლის ფირფიტის ფუძე სოლისებრადაა შევიწროებული, ბოლოში კი წაწვეტებულია, კიდემთლიანია ან ნაპირები ტალღისებურია.
ერთსახლიანი მცენარე სქესგაყოფილი ყვავილებით, მდედრობითი ყვავილიდან 2-3 წახნაგოვანი ნაყოფი, ე.წ. წიწიბო ვითარდება. ნაყოფის ბუდე გარედან ჯაგრისებრი გამონაზარდებითაა დაფარული, მომწიფებისას ოთხი საგდულით იხსნება და წიწიბოები
ცვივა. 1000 ცალი წიწიბო დაახლოებით 285 გ იწონის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მთელი საქართველოს ტყეების 50 პროცენტამდე წიფელზე მოდის, იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალი წარმადობის კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 მ სიმაღლეზე ქმნის. მთაში 2300 მეტრამდეც გვხვდება, ე.წ. ტანდაბრეცილი ტყის სახით ანუ სუბალპური ტყის სახით.
წიფლის მერქანს ფრიად ფართო გამოყენება აქვს მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში.
წიფლის მერქნის მშრალად გამოხდით იღებენ კუპრს, ხოლო კუპრისაგან კრეოზოტს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, წიწიბო 30-50 პროცენტ ცხიმსა და 20 პროცენტზე მეტ ცილებს შეიცავს. მათ საკვებად იყენებენ, განსაკუთრებით მოხალულ მდგომარეობაში, მაგრამ არსებობს ცნობები მათ ტოქსიკურობაზე, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე მისი საჭმელად გამოყენებისას. საერთოდ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი წიწიბოს ჭამა საზიანოა ორგანიზმისათვის.
წიწიბოსაგან მიღებული ზეთი საუკეთესო გემოსია და საჭმელად გამოიყენება. წიწიბო შესანიშნავია ღორის საკვებად. ახალგაზრდა შეფოთლილ ტოტებს ჭრიან და ახმობენ (მწვანე ნეკერი) როგორც ვიტამინიზებულ საკვებს მსხვილფეხა საქონლისათვის.
მედიცინაში წიფლის მერქნისაგან მიღებული კრეოზოტი გამოიყენება როგორც გარეგანი სადეზინფექციო საშუალება, დასალევად ხმარობენ სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის და ფილტვებში ჩირქოვანი პროცესების დროს. იმის გამო, რომ კრეოზოტი არასასიამოვნო სუნისა და გემოსია, აგრეთვე კუჭსა და თირკმლებზე გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს, მას ხშირად ცვლიან წიფლისგანვე მიღებული გვაიაკოლითა და მისი პრეპარატებით, რომელთაც აქვთ ასეპტიკური მოქმედების თვისება.



დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, უფრო მეტად – შეთხელებულ ტყეებში, ტყისპირას, ტყის მასივებში არსებულ ველებსა და დაბლობებზე, აგრეთვე ღია ადგილებშიც. მთაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე აღწევს.



წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.
აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთსა და სამხრეთ ოსეთში. კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირის მხარეშია გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე. ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.

შროშანასებრთა ოჯახის 60 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. მისი ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები) 2-4 სმ სიგანისა და 1 სმ-მდე სიგრძისაა, ბოლოში მოკლე ან საშუალო სიგრძის უეკლო წვეტით, კლადოდიუმები რკალისებრ ძარღვიანია, მოყვანილობით ოვალური ან ოვალურ-ლანცეტა, რომელნიც ღეროსთან მიმაგრების ადგილას ფოთლის ყუნწისებურადაა შევიწროებული.
საუცხო საკვები მცენარეა, შესამჩნევად ზრდის წველადობას. ხასხასა მწვანე ფერის გამო შესანიშნავია გამწვანებისათვის, ზოგან ოთახის მცენარედაც იყენებენ.
მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც.
ძირმწარასებრთა ოჯახში შედის. ძირმწარა 30-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი თავისებური სასიამოვნო სუნის მქონე, მოკლე მხოხავფესვურიანი მცენარეა. სწორმდგომი რამდენადმე დაკლაკნილი შესახედაობის ღერო უფრო ხშირად მარტივი, ე. ი. არ იტოტება, იშვიათად გვხვდება მცირედ დატოტვილ ეგზემპლარებიც.
დეკორატიულია. ორივე სახეობა ერთნაირი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი. საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის.

