კულმუხო ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული მცენარეა, მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ ხმარობდნენ. კულმუხოს შესახებ ცნობები გხვდება ჯერ კიდევ ჰიპოკრატესთან. ძველ საბერძნეთსა და რომში მის ფესვებს იყენებდნენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საჭმელშიც. კულმუხოს დიდ ყურადღებას უთმობს ტიბეტის მედიცინაც.კულმუხო განეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. იგი დიდი ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა ხორციანია, მოკლე, რომლიდანაც ვითარდება მრავალრიცხოვანი საკმაოდ გრძელი მსხვილი ფესვი. გარედან ისინი მონაცრისფრო-მორუხოა, შიგნიდან კი – მოყვითალო-თეთრი, რუხი წერტილებით (რაც ეთერზეთის არსებობაზე მიუთითებს). ღერო ერთია ან რამდენიმე, სიმაღლით 1-1,5 მ და მეტი, ზევით მცირედ დატოტვილი. ფოთლები მორიგეობითია, მოგრძო-ოვალური, ყუნწიანი, ძალიან მსხვილი, წვეროსკენ ზემოთ თანდათან მცირდება, ზემოთა ფოთლები მჯდომარეა, მუქი მწვანე. ზედა მხრიდან უხეშბოჭკოვანი, ქვედა მხრიდან კი – მონაცრისფრო-მწვანე რბილი ბუსუსებით. კალათები დიდია, ოქროსფერ-მოყვითალო და ქმნიან მტევანს. კალათის საფარველი ნახევრადბურთისებრია, კრამიტისებრი, მრავალფოთლიანი, ფოთოლაკები გადმოღუნული, კვერცხისებრი, შებუსული. კიდურა ყვავილები ენისებრია, შუა – მილისებრი, ქოჩრით. ყვავილსაჯდომი – შიშველი. ყვავილობს ივლისიდან-სექტემბრამდე.
კულმუხოს ფშავში ლუხუმას, აჭარაში ანდუზას, კახეთში კურმუხოს ეძახიან.
კულმუხო ხარობს მდინარის ნაპირებზე, ნესტიან ველებში, ბუჩქებს შორის, ხშირად დანაგვიანებულ ადგილებში.
ნედლეულად იყენებენ ფესურებსა და ფესვებს. მათ აგროვებენ ყვავილობის მეორე წელიწადს შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. მიწიდან ამოთხრილ ფესურებსა და ფესვებს რეცხავენ ცივი წყლით. შრობის წინ ჭრიან მცირე ზომის ნაჭრებად.
კულმუხოს, ერთ დროს უსაფუძვლოდ დავიწყებულ სამკურნალო მცენარეს, კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ.
კულმუხოს ფესურა და ფესვი შეიცავენ ეთერზეთს (1-3%), საპონინებს, ფისებს, ლორწოვან და მწარე ნივთიერებებს. ეთერზეთის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ალანტოლაქტონი იზოალანტოლაქტონის მინარევით.
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ისინი კარგი საშუალებაა გასტროენერიტებისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.ხველის დროს აიღეთ 10 გ (1 სუფრის კოვზი) წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე თავდახურული, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 10-15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე და დალიეთ თბილი სახით თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წთ, გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოივლეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ღრძილების გაღიზიანების დროს.



წვრილი დატოტვილი ფესურიდან ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე გლუვი, ორწახნაგოვანი, დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე აღწევს 30-60 სმ-ს. ფოთლები მოპირისპირეა, მჯდომარე, მოგრძო, ბლაგვი, მთლიანკიდიანი, გლუვი, დაწინწკლული, ყვავილები თავისუფალფურცლიანია, სწორი, ხუთფოთლიანი ჯამით და ხუთფურცლიანი გვირგვინით; ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძოოვალური, ზედა მხარეს ირიბად წაკვეთილი, შავი რუხი წერტილებით ქვედა მხარეს. მტვრიანა 50-60, რომლებიც ძირში ერთმანეთთან სამ კონად არიან შეზრდილი. ბუტკო სამბუდიანია, ზედა ნასკვით და სამი გადახრილი სვეტით, ყვავილედი – ფარისებრი საგველა. ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იღება. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო, რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან – აგვისტომდე.
ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, თავჩაქინდრულ მტევნებად შეკრებილი, ფრიად მგრძნობიარე 6 მტვრიანათი. მტვრიანას ძაფზე ნემსით შეხებისას იგი მყისვე ეცემა დინგს. მწერი ხორთუმით შეხებისას აღიზიანებს მტვრიანას, რომელიც თავზე ეცემა მწერს და მომწიფებულ მტვრის მარცვალს აბერტყავს. სხვა ყვავილის დინგზე თავით შეხებისას მწერი ხელს უწყობს ამ მტვრის იქ დატოვებას. ე.ი. ხელი ეწყობა ჯვარედინ დამტვერვას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კოწახურის ბიოლოგიაში.
ყოველივე ამასთან ერთად იგი მარილამტანიცაა, მხოლოდ ვერ ეგუება დამდგარწყლიან ჭარბტენიანობას.![კლდის დუმა – Sedum Caucasicum [Grossh.] Boris – Очиток кавказский_6003f49bd404a.jpeg](https://www.wamlebi.com/wp-content/uploads/2021/01/e18399e1839ae18393e18398e183a1-e18393e183a3e1839be18390-sedum-caucasicum-grossh-boris-d0bed187d0b8d182d0bed0ba-d0ba_6003f49af1af9.jpeg)
მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი – 10. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.
ზამთრამდე რჩება. მწკლარტე გემოს გამო ნაყოფს საჭმელად არც თუ ხშირად იყენებენ, მაგრამ ყინვანაკრავი ფრიად სასიამოვნო მჟავე გემოსია. გავრცელებულია მთელს რესპუბლიკაში, უფრო ხშირად კი აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1600-მდე და ზოგან ბევრად მაღლაც. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყარით. შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლებისა თუ მასობრივი ნარგაობისათვის, განსაკუთრებით ხევ-ხრამების გასამაგრებლად.

დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დაფნა დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონების მცხოვრებთათვის კარგად ცნობილი მარადმწვანე, დაბალტანოვანი ხეა, კულტურაში კი უფრო ხშირად ბუჩქის სახითაა წარმოდგენილი. მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებში სიმაღლით 18 მეტრამდეც კი აღწევს. ღეროს ქერქი მუქი მოყავისფროა. ყლორტების ქერქები კი ჯერ მწვანეა, შემდგომ კი ისიც მოყვავისფრო ხდება. ვარჯი ხშირი შეფოთვლითა და უპირატესად პირამიდული გარეგნობით ხასიათდება. მოკლე ყუნწიანი ტყავისებრი კიდემთლიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა სიგრძე 6-20 სმ ფარგლებში მერყეობს და სასიამოვნო სუნი აქვს. ფოთლის ფირფიტა წაგრძელებული, ლანცეტა ან ელიფსურია შევიწროებული ფუძით. ზედა მხრიდან მუქმწვანე და მბრწყინავია, ქვემოდან კი შედარებით უფრო მკრთალი მწვანეა.
შედგება. ორბინიანი მცენარეა, ძალიან იშვიათად ერთბინიანი. ყვავილები ერთქესიანია. მდედრობით ყვავილს 4 სტამინოდი უვითარდება, ყვავილსაჯდომში ოდნავ ჩამალული. ნასკვი კი ერთთესლკვირტიანია, ბუტკო მოკლესვეტიანი, დინგი ბლაგვია.
კევის ხე ედაფურ (ნიადაგობრივ) პირობებისადმი დიდად მომთხოვნი არაა. გვხვდება მშრალ ხირხატსა და თიხნარ, კირით მდიდარ ნიადაგებზე, ეგუება ნიადაგში სულფატური და ქლორიდული მარილების არსებობას. გვალვა და ყინვაგამძლეა, მოკლე ხნის განმავლობაში – 30 გრადუს ტემპერატურას უძლებს.
ლიტერატურული ცნობებით შხამიანია, ამიტომ მისი ნედლი ფოთლები დიდი სიფრთხილით და თანაც იშვიათად გამოიყენება სამკურნალოდ. ხალხში ნედლ ფოთლებს ჩირქოვან მუწუკებზე ადებენ, ჩვილ ყლორტებს ადრე ბუასილის სამკურნალოდ ხმარობდნენ მთელს კავკასიაში.
კატაბალახას სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. იგი კარგად აქვს აღწერილი ცნობილ რომაელ ენციკლოპედისტს პლინიუსს. უკვე XVIII საუკუნეში კატაბალახა განეკუთვნებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებას.
კაპარისებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი, მიწაზე ტოტებგართხმული, ფრიად მძლავრფესვთა სისტემიანი, სიმშრალისა და ნიადაგის დამლაშების ამტანი მცენარეა. მიწაზე გართხმული თითოეული ტოტის საშუალო სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს, მთავარღერძა ფესვი კი ძალიან ღრმად მიდის ნიადაგსა და გრუნტში.
მრავლდება თესლით. თესლმსხმოიარობას 5 წლის ხნოვანებიდან იწყებს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელზე მეტია.
ნივთიერებები და 36 პროცენტამდე ზეთია, რომლის საჭმელად გამოყენებაც შეიძლება. ზოგან ჩვილ ყლორტებსაც ყვავილებთან ერთად აწნილებენ და ისე ჭამენ.