Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 406

ხონდრო-რიცი – CHONDRO-Ritz – ХОНДРО-Риц

საერთაშორისო დასახელება:

CHONDROITINE SULFATE; D-GLUCOSAMINE SULFATE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ქონდროიტინის სულფატი+ გლუკოზამინის სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ბუნებრივი წარმოშობის საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ქონდროიტინის სულფატის A+C ………   200 მგ

D-გლუკოზამინის სულფატი ………….     250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუნებრივი წარმოშობის ქონდროპროტექტორი, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილს დესტრუქციას, ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციას, აუმჯობესებს სახსრებისა და ხერხემლის სვეტის ფუნქციურ მაჩვენებელს. პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების დანიშვის საჭიროებას.

ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.

Dგლუკოზამინის სულფატი – ენდოგენური ნივთიერება შედის პროტეო-გლიკანების და გლუკოზამინო-გლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

ჩვენებები:

სახსრებსა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

  • პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის, ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრების, ხერხემალი და სხვა);
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • სპონდილოზი;
  • ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
  • მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

მიღების წესი და დოზირება:

ხონდრო-რიცის თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში 1.5-2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.

ხონდრო-რიცის ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

– კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ხოლუდექსანი – CHOLUDEXAN – ХОЛУДЕКСАН

საერთაშორისო დასახელება:

URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეზოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ……  300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, აეროზოლი, მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის სორბატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ახდენს ასევე ნაღველმდენ, ქოლელითოლიტიკურ, ჰიპოლიპიდემიურ, ჰიპოქოლესტერინემიულ და იმუნომოდულაციურ მოქმედებას.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ჰეპატოციტის მემბრანაში ასტაბილიზირებს მის სტრუქტურას და იცავს ჰეპატოციტს ნაღვლის მჟავების მარილების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ამცირებს მათ ციტოტოქსიურ ეფექტს. იგი აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას; აინდუცირებს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას და ასტიმულირებს ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან.

ურთიერთქმედებს არაპოლარულ ნაღვლის მჟავებთან (ხენოდეზოქსიქოლის მჟავა), რის შედეგადაც ფორმირდება შერეული არატოქსიური მიცელები. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მის შეწოვას ნაწლავში. ქოლესტერინის მოლეკულებთან წარმოქმნის თხევად კრისტალებს, რითაც მცირდება ნაღვლის წვენის ლითოგენურობა და ძლიერდება ქოლესტერინული კენჭების დაშლა. იგი ხელს უშლის ახალი კრისტალების წარმოქმნას.

ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას, მოქმედებს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ჰისტოშეთავსების HLA-1 ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების მემბრანაზე და HLA-2 ქოლანგიოციტებზე, გავლენას ახდენს T-ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერკლეიკინი-2-ის წარმოქმნაზე, ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში lgM) აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება აწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (600 მგ) შიგნით მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (5.5 მოლი/ლ) მიიღწევა მისი მიღებიდან 1 საათში.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა მეტაბოლიზირდება ღვიძლში ტაურინისა და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პრეპარატის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე; ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.

ჩვენებები:

  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
  • ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები;
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველად მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
  • კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • ღვიძლში და სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
  • ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას;
  • ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული კენჭების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით მოშორება შეუძლებელია;
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებთი მკურნალობისას ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ნაღვლის კენჭების დასაშლელად ხოლუდექსანს ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში უწყვეტლივ ხანგრძლივად. მაგალითად, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების  სამკურნალოდ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვეს, ნაღვლის კენჭების დასაშლელად – 6 თვიდან  2 წლამდე. თუ მკურნალობის დაწყებიდან 12 თვეში არ აღინიშნა ნაღვლის კენჭების დაშლა, მისი გაგრძელება მიზანშეწონილად არ ითვლება. განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დოზით 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში რამდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).

ბილიარული რეფლუქსგასტრიტისა და რეფლუქსეზოფაგიტის სამკურნალოდ ნიშნავენ 300 მგ (1 კაფსულა) ხოლუდექსანს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-14 დღეს.

პრეპარატი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ძილის წინ ან 2-ჯერ დღე-ღამეში. კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა (შესაძლოა იყოს დოზადამოკიდებული). იშვიათად – ნაღვლის კენჭების ჩაკირვა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის არაჰორმონალური საშუალებები ან პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები ესტროგენის დაბალი შემცველობით.

ხოლუდექსანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მონაცემები ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ნაღვლის კენჭების წარმატებულად დასაშლელად ისინი უნდა იყვნენ სუფთად ქოლესტერინული, არ იძლეოდნენ ჩრდილს რენტგენოგრამაზე, ზომით არა უმეტეს 15-20 მმ.

◄ ნაღვლის ბუშტის ფუნქცია მთლიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, ხოლო მისი შევსება კენჭებით არა უმეტეს ნახევრისა.

◄ ბუშტის სადინარის გამტარობა შენარჩუნებული უნდა იქნეს, ხოლო ნაღვლის საერთო სადინარი – თავისუფალი კენჭებისაგან.

◄ მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში შემოწმდეს სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების თაობაზე მონაცემები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იონებს და იონმცვლელ კუპრს (ქოლესტირამინს) ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას.

– ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ნეომიცინი და ან პროგესტინები ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით შევსებას და შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის მიერ ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების დაშლის უნარი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ხოლოსასი – CHOLOSASUM – ХОЛОСОС

მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები: ბლანტი, მუქი-ყავისფერი ფერის სიროფის მსგავსი სითხე მომჟავო-მოტკბო გემოთი და სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი. ასკილის ნაყოფების ექსტრაქტი.

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბილიური პათოლოგიების სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენება:

  • ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ.
  • აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C- და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ხოლოსოსი მიიღება საკვების მიღებებს შორის. მოზრდილები პრეპარატს იღებენ 1 ჩაის კოვზს 2-3-ჯერ დღეში, ბავშვებში ინიშნება 1/4-1/2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, აგრეთვე მონო- ან კომპლექსური თერაპიისას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

წინააღმდეგჩვენება:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ საჭიროებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ კომპლექსური მკურნალობის სქემის კორექციას.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს შაქარს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ინახება გრილ, ბავშევბისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ხოლისალი – CHOLISAL – ХОЛИСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CHOLINE SAICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: Pharmaceytical Company JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ხოლინის სალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტომატოლოგიური ჟელე: ალუმინის ტუბში 10 გ

1 გ

ხოლინის სალიცილატი …………..  87.10 მგ

ცეტალკონიუმის ქლორიდი   …….  0.10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჰიდროქსიეთილცელულოზა,   მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქისბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390.00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიურ და ადგილობრივ სადეზინფექციო მოქმედებას.

პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება ქოლინის სალიცილატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სუსტ ანალგეზიურ ეფექტს.

ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ მადეზინფიცირებელ მოქმედებას. გამოყენების შემდეგ ჟელე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნარჩუნდება რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები;
  • გინგივიტი;
  • პაროდონტის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

მცირე რაოდენობით ჟელე დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღე-ღამეში 2-3-ჯერ. ჟელეს წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სალიცილის მჟავას წარმოებულები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვევით.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე:

პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე ჟელეს დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა, ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით არ არსებობს რაიმე ურთიერთქმედების წარმოქმნის რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ხიმკოლინი – HIMCOLIN – ХИМКОЛИН

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოტენციის სტიმულატორი

გამოშვების ფორმა:

კრემი გარეგანი მოხმარების.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი, სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლსავსეობის ხარჯზე მიიღწევა ერექციის მომატება.

ჩვენება:

* მამაკაცებში სხვადასხვა ეთიოლოგიის სექსუალური მოშლილობა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

კანის ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი. კრემი დააქვთ სასქესო ორგანოზე ან ბოქვენზე (სქესობრივ კონტაქტამდე 1 სთ–ით ადრე) და შეზელვა ხდება მსუბუქი მასაჟით. 1–2–ჯერ დღეში ხანგრძლივი დროის მანძილზე. მკურნალობის კურსზე კრემის დოზა შეადგენს 21–28 გ (კრემის 7 გ საკმარისია 8–10 აპლიკაციისთვის).

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატ ხიმკოლინისა და ტანტექს ფორტეს ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ეფექტი უფრო სწრაფად მიიღწევა.

კრემი არ უნდა ჩამოირეცხოს წასმისთნავე. კრემის დატანა არ შეიძლება სათესლე პარკზე. კანის გაღიზიანების გამოვლენისთანავე მკურნალობა აღნიშნული პრეპარატით უნდა შეწყდეს და გამოიყენოთ ნებისმიერი მალამო გაღიზიანების მომხსნელი.

ხილო კომოდი (დამატენიანებელი ხსნარი) – HILO LOCKER (FOUNTAIN SOLUTION) – Хило комод (увлажняющий раствор)

შემადგენლობა:

1მლ ხილო – კომოდის ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილი) – 1მგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი X2H20, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი X12H20, სორბიტოლი, წყალი ინექციისთვის.

ჩვენებები:

  • თვალის დასანოტივებლად, „სიმშრალის“ შეგრძნებისას, უცხო სხეულის შეგრძნებისას, თვალის წვისას.
  • რბილი და უხეში ლინზების ტარებისას დისკომფორტის ასარიდებლად.

თვისებები:

ხილო–კომოდის ხსნარში შემავალი ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ სუბსტანციას. ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადეგენს ფიზიოლოგიურ პოლისაქარიდულ ნაერთს, რომელსაც შეიცავს როგორც თვალის ქსოვილი, ისე სხვა ქსოვილები და ადამიანის ორგანიზმის სითხეები.

ნატრიუმის ჰიალურონატის განსაკუთრებულ ფიზიკო–ქიმიურ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი შებოჭოს წყლის მოლეკულა.

ნატრიუმის ჰიალურონატის წყალხსნარი (ხილო–კომოდი) ხასიათდება აუცილებელი სიბლანტით და მაღალი ადჰეზიური თვისებებით რქოვანის მიმართ, რის გამოც წარმოიქმნება რქოვანას ზედაპირზე თანაბარი, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული, რქოვანასწინა ცრემლის საფარი, რომელიც ხამხამით არ ჩამოირეცხება და არ იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. ამასთან ერთად თვალი დიდი ხნის განმავლობაში დაცულია სიმშრალის შეგრძნებისა და გაღიზიანებსაგან, რომელიც ხშირად ვითარდება გარემოსთან კონტაქტისას, ასევე კონტაქტური ლინზების ხმარებისას, ხილო კომოდის ხმარებისას რბილი და მაგარი კონტაქტური ლინზების ტარება უფრო კომფორტულია, გარდა ამისა, ხილო კომოდი არ გროვდება ლინზების ზედაპირზე.

კონტეინერის მეტალის ნაწილები და სარქველი, რაც კონტაქტშია ხსნართან, დაფარულია ვერცხლის თხელი ფენით, რაც აბსოლუტურ ჰერმეტულობასთან ერთად განაპირობებს პრეპარატის სტერილობას, თან იგი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი ხმარებისასაც  აღინიშნება კარგი ამტანობა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დოზირება, მიღების სიხშირე და ხანგრძლიობა:

ხილო–კომოდის მიღება რეკომენდებულია 3–ჯერ დღეში თვალის  კონიუნქტივიალურ პარკში, 1–2 წვეთი. ჩაწვეთების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად პირადი შეგრძნებებისა და ექიმის მითითებით ან კონტაქტური ლინზების სპეციალისტის რჩევით. შესაძლებელია ხშირი ჩაწვეთება.

არ არსებობს შეზღუდვა ხილო–კომოდის გამოყენების ხანგრძლიობასთან მიმართებაში.

ხილაკ ფორტე – HYLAC FORTE – ХИЛАК ФОРТЕ

მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები დასალევად, ფლაკონში, 30 მლ. შემადგენლობა (გათვლილია 100 მლ-ის მიხედვით) – 100 მლ შეიცავს:

Escherichia coli DSM 4087 ……………………………. 24,9481გ,

Streptococcus faecalis DSM 4086  …………………  12.4741გ,

Lactobacillus acidophilus DSM 4149  ……………….  12.4741გ,

Lactobacillus helveticus DSM 4183  ……………….   49,8960გ.

ასევე: ფოსფოსმჟავა ნატრიუმი, ფოსფორმჟავა კალიუმი, ფოსფორმჟავა (85%), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა (90%).

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები; საშუალებები ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი ფუნქცია. აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ასტიმულირებს ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედების სინთეზს, არეგულირებს pH, წყალ-მარილოვან ცვლას ნაწლავის სანათურში.

ჩვენებები:

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ);
  • საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია;
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო- და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა);
  • ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები;
  • კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა);
  • სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

უკუჩვენებები:

* დადგენილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

შესაძლებელია, ექიმის ნებართვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედებები:

ალერგიული რეაქციები (შესაძლოა გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება); საჭმლის მომნელებელი ტრაქტი (ყაბზობა, დიარეა).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ანტაციდური პრეპარატების გავლენით შესაძლოა განეიტრალდეს რძემჟავა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

დოზირება:

შიგნით მისაღებად; ჭამამდე ან ჭამის დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (რძის გარდა), 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში – 40-60 წვეთი ერთ მიღებაზე;

ბავშვებში 20-40 წვეთი ერთ მიღებაზე;

წლამდე ასაკის ბავშვებში – 15-30 წვეთი ერთ მიღებაზე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლოა შევამციროთ 2-ჯერ.

სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთდროული მიღება.

შენახვის ვადა და პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 4 წელი. 

ხველის საწინააღმდეგო სიროფი – SYRUPS ANTICOUCH WITH PLANTAIN AND COLDS – СИРОП ОТ КАШЛЯ

მწარმოებელი: NATUR PRODUKT

მოქმედი ნივთიერება: მცენარეული კომბინირებული პრეპარატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

ძირტკბილას ფესვის სიროფი – GLYCYRRHIZA GLABRA – СОЛОДКА ГОЛАЯ

საერთაშორისო სახელწოდება:

Glycyrrhiza glabra;

მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”, უკრაინა.


ძირითადი
ფიზიკურქიმიური თვისებები:
ყავისფერი ბლანტი სითხე, სპეციფიური სუნით. შენახვის პროცესში დაიშვება ნალექის დალექვა.

შემცველობა:

სიროფი.

100 გ სიროფი შეიცავს ძირტკბილას ფესვის ბლანტ ექსტრაქტს 4 გ;

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, გასუფთავებული წყალი, სპირტი 90%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დაავადებების დროს. ამოსახველებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას კალიუმისა და კალციუმის მარილებს, ფლავონის გლიკოზიდებს (ლიკვირიტინი, ლიკვირიტიგენინი, ლიკვირიტოზიდი). ძირტკბილას პრეპრატების ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების წამწამებიანი ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას.

პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება სასუნთქი გზების გლუვ კუნთებზე განპირობებულია ფლავონური ნაერთების არსებობით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია ლიკვირიტოზიდი, ანთების საწინააღმდეგო (კორტიკოსტეროიდულის მაგვარი) ეფექტი – გლიცირიზინის მჟავას არსებობით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზის დროს.

ჩვენებები:

  • ძირტკბილას ფესვის სიროფი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი გზების დაავადებების დროს (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ტრაქეობრონქიტები, პნევმონიები, ბრონქოექტაზური დაავადება).

გამოყენების წესი და დოზები:

ძირტკბილას ფესვის სიროფი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წინ პრეპარატი არ ზავდება, მაგრამ მიღების შემდეგ საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დაყოლება (ჩაი ან თბილი წყალი).

მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზიდან 1 დესერტის კოვზამდე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის ავადმყოფობის ხასიათის, სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებების, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოქმედება.

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და შეშუპება) განვითარება.

ძირტკბილას პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და შეშუპების განვითარება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფბისათვის შაქრიანი დიაბეტით და პირებისათვის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობით, რომლებსაც შეიცავს წამლის მცენარეული ნედლეული.

ჭარბი დოზა:

პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება:

ძირტკბილას ფესვის სიროფი შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი რეკომენდებული არ არის ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-15°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი;

რეცეპტის გარეშე.

ცტზ – CTZ – ЦТЗ

საერთაშორისო დასახელება:

CETIRIZINE

მწარმოებელი: SYNCOM FORMULATION

მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 60 მლ

5 მლ

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ….. 5 მგ

 

ვრცლად ალერტეკი (მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

Don`t copy text!