Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 415

ცერებრუმ კომპოზიტუმ ნმ – CEREBRUM COMPOSITUM NM – ЦЕРЕБРУМ КОМПОЗИТУМ НМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცერებრალური სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Cerebrum suis D8……………………………………….

1 მლ

Placenta suis  D10………………………………………

1 მლ

Embryo suis D10…………………………………………

1 მლ

Hepar suis D10………………………………………

1 მლ

Kalium Phosphoricum D6……………………………..

1 მლ

Selenium D10……………………………………………..

1 მლ

Thuja D6…………………………………………………….

1 მლ

lgnatia D8…………………………………………………..

1 მლ

Bothrops lanceolatus D10 ……………………………

1 მლ

Acidum Phosphoricum D10…………………………..

1 მლ

China D4……………………………………………………

1 მლ

Manganum phos­phoricum D8……………………….

1 მლ

Magnesium phosphoricum D10 ……………………

1 მლ

AnacardiumD6…………………………………………….

1 მლ

Conium D4…………………………………………………

1 მლ

Luesinum D13…………………………………………….

1 მლ

Medorrhinum D13………………………………………..

1 მლ

Hyoscyamus D6………………………………………….

1 მლ

Aconitum D6……………………………………………….

1 მლ

Cocculus D4……………………………………………….

1 მლ

Ambra D10…………………………………………………

1 მლ

Sulfur D10………………………………………………….

1 მლ

Kalium bichromicum D8……………………………….

1 მლ

Gelsemium D4…………………………………………….

1 მლ

Ruta D4……………………………………………………..

1 მლ

Arnica D28………………………………………………….

1 მლ

Aesculus D4……………………………………………….

1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარსოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას რეგენერაციული პროცესების და არასპეციფიკური იმუნიტეტის სტიმულაციისათვის;
  • ლეგასთენია, ვეგეტატური დისტონია, დეპრესია, ათეროსკლეროზი;
  • თავის ტვინის შერყევის და ენცეფალიტის შემდგომი მდგომარეობები, ნევრალგიები, ნევროზული მდგომარეობები, სხვადასხვა ორგანული ნერვული დაავადება და შაკიკი;
  • გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება;
  • მეხსიერების მოშლილობები, ნევრასთენია და სხვა გერიატრიული ცვლილებები;
  • თავის ტვინის არტერიოსკლეროზით გამოწვეული სისხლმიმოქცევის დარღვევა და მასთან დაკავშირებული გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება (ყველა ასაკის ადამიანებში) სტრესული მდგმარეობის  შედეგები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა კანის ალერგიული რეაქციები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ცერებროლიზინი – CEREBROLYSIN – ЦЕРЕБРОЛИЗИН

მწარმოებელი: EBEWE

მოქმედი ნივთიერება: ცერებროლიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ცერებროლიზინის კონცენტრატი ……..   215,2 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ცერებროლიზინის კონცენტრატი …..   215.2 მგ 1.076 გ

ჩვენება:

● ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, განსაკუთრებით ალცჰეიმერი ტიპის ხანდაზმულთა დემენცია.

● ინსულტის შემდგომი გართულება;

● ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად, ან ტვინის შერყევა.

მიღების წესი და დოზა:

ერთი დოზა შეიძლება შეადგენდეს ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარის 50მლ-ს (10,760 მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა).

მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;

* ეპილეფსია

* თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სიფრთხილით:

არ არის საჭირო

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ცერებროლიზინის ფარმაკოლოგიური პროფილიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავარაუდო გვერდით ეფექტებს, როდესაც იგი ინიშნება კომბინირებულად ანტიდეპრესანტებთან ან მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (MAOI).

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიდეპრესანტის დოზის შემცირება. ცერებროლიზინი არ უნდა შეერიოს ნეიტრალური ამინო მჟავების საინფუზიო ხსნარს.

განსაკუთრებული სიფრთხილით:

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

* ალერგიული დიათეზი;

* ცერებროლიზინით ეპილეფსიის ან “Grand Mal” ტიპის ეპილეფსიის მკურნალობისას შესაძლებელია გაიზარდოს შეტევების სიხშირე.

* არსებობს მონაცემები, რომ ცერებროლიზინი იწვევს თირკმლის დაზიანებას, შესაბამისად იგი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ უნარზე. ადამიანებში არ ჩატარებულა მსგავსი კვლევები. შესაბამისად ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ცერებროლიზინი გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

ცერებროლიზინი არ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს:

ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული (დემენცია): დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5-30მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა).

ინსულტის შემდგომი გართულება: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (2152 – 10760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).

ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად ან ტვინის შერყევა: რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).

ბავშვები: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (215.2 – 430.4მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).

ეფექტურობა შესაძლებელია გაიზარდოს კურსის განმეორებით მანამდე, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო მეტი გაუმჯობესება აღარ მოხდება. მკურნალობის საწყისი კურსის შემდეგ მიღების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს 2-3 მიღებამდე კვირაში.

მკურნალობის კურსებს შორის თავისუფალი ინტერვალების ხანგრძლივობა უნდა იყოს მკურნალობის კურსის ტოლი. ინტრავენურად შესაძლებელია შეიყვანონ 5 მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა), ხოლო ინტრამუსკულარულად 10 მლ-მდე ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). 10-50მლ-ს (2152მგ- 10,760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა) შეყვანა რეკომენდებულია ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მას შემდეგ რაც იგი განზავდება საინფუზიო ხსნარით რეკომენდებული სტანდარტის შესაბამისად. ინფუზია გრძელდება 15-60 წუთის განმავლობაში.

ქვემოთ მოყვანილია განზავებისთვის საჭირო საინფუზიო ხსნარები, რომელთა ტესტირება მოხდა 24 საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლის პირობებში:

-0.9% ნატრიუმის ქლორიდის სხნარი (NaCl 9 მგ/მლ):

-რინგერი (Na+ 153.98 მმოლ/ლ, Ca 2 + 2.74 მმოლ/ლ, K + 4.02 მმოლ/ლ, Cl – 163.48 მმოლ/ლ);

– გლუკოზა 5%;

ვიტამინები და კარდიოვასკულარული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ცერებროლიზინთან ერთად, თუმცა მათი შერევა ერთ შპრიცში არ შეიძლება.

გამოყენების წესი:

თუ ცერებროლიზინი ინიშნება ინტრავენურად, კათეტერის საშულებით და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში საინფუზიო მოწყობილობა უნდა ჩაირეცხოს ინფუზიამდე და ინფუზიის შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით.

პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. გამოუყენებელი საინექციო/საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოიყენება მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათ შემთხვევბში მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს:

● აგზნება (აგრესია, დაბნეულობა, უძილობა);

● ჰიპერვენტილაცია, ჰიპერტონია, დაღლილობა, ტრემორი, დეპრესია, აპათია, თავბრუსხვევა და გრიპის სიმპოტმები (მაგ. ხველა, გაციება, სასუნთქი გზების ინფექცია); ცერებროლიზინით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა “grand mal-ის ტიპის გულყრები;

● კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მაგალითად მადის დაქვეითება, დისპეპსია, ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა და ღებინება.

● ძალიან სწრაფი ინექციისას შესაძლებელია გამოვლინდეს წამოხურების შეგრძნება და ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია და არითმია;

● იშვიათ შემთხვევებში ინექციის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს გაღიზიანება, ქავილი ან წვის შეგრძნება;

● ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის ანუ ალერგიის რეაქციები (კანის რეაქციები), ადგილობრივი სისხლძარღვოვანი რეაქციები, თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, ცხელება, ტკივილი, ქოშინი, შემცივნება და შოკი.

რადგან აღნიშნული პრეპარატი ძირითადად გამოიყენება ხანდაზმულებში, ხოლო ამ პოპულაციისთვის ტიპიურია ზემოხსენებული მოვლენები, შესაბამისად ეს გვერდითი მოვლენები შესაძელებელია გამოვლენილიყო აღნიშნული პრეპარატის გარეშეც.

დოზის გადაჭარბება:

არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული რეაქციები.

შენახვის წესი:

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ორიგინალურ შეფუთავში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხსნარის ამოღება ფლაკონიდან უნდა მოხდეს მისი გახსნისთანავე.

ცერებროვინი – CEREBROVIN – ЦЕРЕБРОВИН

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: გამა ამინოერბოს მჟავა 275.0 მგ, ვიტამინ B2 2.4 მგ, ვიტამინ B6 1.5 მგ, ფოლიუმის მჟავა 150 მკგ, გინკო ბილობა 120მგ, ვიტამინ B3 27 მგ, ვიტამინ B12 1.5 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტამინი B6 პირიდოქსინი მონაწილეობს ცილოვან ცვლაში; მოქმედებს კუნთებში  ბიოქიმიურ პროცესებზე მათი შეკუმშვის დროს. ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნიტეტს და მისი დეფიციტის შემთხვევაში შუძლებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.

ვიტამინი B12 ციანკობალამინი უკიდურესად მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და დაყოფისათვის. ასევე ვიტამინი B12 მონაწილეობს დნმ და რნმ-ს სინთეზში. ორგანიზმში ციანკობალამინის დეფიციტის დროს შეუძლებელია ჰემოპოეზის პროცსების ნორმალური მიმდინარეობა.  ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების წარმოქმნა.   ვიტამინი B1 მნიშვნელოვნად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაზე, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.  აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას (ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას).

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.  მოზრდილებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ამიტომ მისი არსებობა აუცილებელია ორგანიზმის სწრაფი განვითარების პროცესში.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს დნმ-ს რეპლიკაციის პროცესში, რომლის დარღვევაც ზრდის სიმსივნური პროცესების განვითარების საშიშროებას.  ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შემთხვევაში პირველ რიგში ზიანდება ძვლის ტვინი, რომელშიც მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა.

სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წინამორბედი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს იზრდება ზომებში, წარმოიქმნება ე.წ. მეგალობლასტები, ვითარდება მეგალობლასტური ანემია.

ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავა). ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზის I და II კოფერმენტებს (ნად და ნადფ), მონაწილეობენ წყალბადის გადატანის პროცესში. მონაწილეობას იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოლიზის პროცესში, ბიოსინთეზის პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP-ს დეფიციტს და წარმოადგენს სპეციფიურ ანტიპელაგრულ საშუალებას. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს,

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს, (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას). აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, ტრიგლიცერიდების დაქვეითება – მიღებიდან რამდენიმე საათში.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მრავალმხრივ უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;  გარდა ამისა მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში;  რიბოფლავინი ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს უჯრედულ სუნთქვაში.   ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს შეუძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა. ვიტამინი B2 მონაწილეობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში.

გინკო ბილობას ექსტრაქტი შეიცავს 40 კომპონენტზე მეტს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ფლავანოიდური გლიკოზიდები (24%) და ტერპენული ნაერთები (6%). ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდური გლიკოზიდები და ტერპენული ნაერთები (გინკოლიდები და ბილობალიდები) განაპირობებს ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს.  გინკო ბილობას ექსტრაქტი ხელს უშლის არტერიების სპაზმს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, ახდენს მათი ტონუსის ნორმალიზებას, ახდენს როგორც თავის ტვინში ასევე პერიფერიულ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გამოხატულ გაუმჯობესებას არტერიულ, ვენურ და კაპილარულ ქსელში; ამცირებს ვენებსა და არტერიებში თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. ცნს-ის,

თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის მიმართ განსაკუთრებული მსგავსების გამო, ექსტრაქტი იდეალურია გულისა და სისხლძარღვების, თავის ტვინის დასაცავად თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. (რიგი ექსპერიმენტული მოდელების დროს აღმოჩნდა რომ გინკო ბილობას ექსტრაქტი ახდენს თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას და მათი წარმოქმნის პროცესის ინაქტივაციას – ანტიოქსიდანტური მოქმედება). ექსპერიმენტული ჰიპოქსიისა და იშემიის მოდელებზე დადგინდა რომ ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინის მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარებას, ზრდის ატფ-ის შემცველობას თავის ტვინის ქერქში, ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას.

γ-ამინოერბოს მჟავა (გაემ, GABA) – ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი. ამინოერბოს მჟავა ბიოგენური ნივთიერებაა. არის ცნს-ში და მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ს გადმოსროლის შემდეგ ხდება გაემA – და გაემ C – რეცეპტორების იონური არხების აქტივაცია, რასაც თან სდევს ნერვული იმპულსების ინჰიბირება.

გაემ – რეცეპტორების ლიგანდები განიხილება როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალებები ცენტრალური ნერვული სისტემის და ფსიქიკის სხვადასხვა სახის დარღვევების დროს, რომელთაც მიეკუთვნება პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადება, ძილის დარღვევების (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსიის დროს. დადგენილია რომ გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას,   აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას.

ჩვენებები:

* დისცირკულატორული ენცეფალოპათია, (ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის), რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის დარღვევებით).

* პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია),  ეპილეფსია.

* გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.

* პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიები, რეინოს სინდრომი.

* ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია; ასთენიური მდგომარეობები; ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.

* ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.

* ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).

გამოყენების წესი და დოზირება: ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.  საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა (I-II ტრიმესტრი).

გამოშვების ფორმა: ცერებროვინი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 240C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: დიდი ბრიტანეთი

ცერებრილი – CEREBRYL – ЦЕРЕБРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: KWIZDA

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი…………..  1200 მგ

ხსნარი: ფლაკონში 250 მლ

1 მლ

პირაცეტამი ………..   200 მგ

 

ვრცლად ლუცეტამი

ცერაქსონი – CERAXON – ЦЕРАКСОН

საერთაშორისო დასახელება:

CITICOLINE

მწარმოებელი: FERRER INTERNACIONAL S.A. ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტიკოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ინტრავენური და ინტრამუსკულარული ხსნარი: ამპულაში 4 მლ შეფუთვაში 5 ც.

4 მლ

ნატრიუმის ციტიკოლინი ……….   522,5 მგ

მათ შორის ციტიკოლინი ……….   500 მგ

ნატრიუმის ციტიკოლინი ……..    1045 მგ,

მათ შორის ციტიკოლინი ………   1000 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორწყალბადის მჟავა 1 M ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M pH 6.7-7.1-მდე საინექციო წყალი 4 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, ციტიკოლინს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი – ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას და ასევე უჯრედების სიკვდილს აპოპტოზის მექანიზმებზე ზემოქმედებით.

ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას, ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობასა და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას.

ციტიკოლინი აუმჯობესებს ჰიპოქსიის დროს განვითარებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, ემოციური ლაბილობა, უინიციატივობა, ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისა და თვითმომსახურეობის გაძნელება.

ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის კოგნიტიური, მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

რადგანაც ციტიკოლინი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში არსებობს, ეგზოგენური და ენდოგენური ციტიკოლინის რაოდენობრივი განსაზღვრის სირთულესთან დაკავშირებით კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარება შეუძლებელია. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, მონიშნული C14-ციტიკოლინის დანიშვნისას აღინიშნებოდა მისი სრული შეწოვა. დოზის დანიშვნიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნული დოზის 1%-ზე ნაკლები ექსკრეტირდებოდა განავალთან ერთად.

ჩვენებები:

  • იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
  • კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენურად ხსნარი ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის გზით (5 წუთის განმავლობაში ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში) ინსულტების და ქალა-ტვინის ტრავმების დროს, მწვავე პერიოდში 1000-2000 მგ ყოველდღიურად დაავადების სიმძიმის მიხედვით 3-7 დღის განმავლობაში, ინტრამუსკულარულ ან პერორალურ გამოყენებაზე შემდგომი გადასვლით.

ინტრავენური და პერორალური გამოყენების გზა უფრო მისაღებია, ვიდრე ინტრამუსკულარული.

ინტრამუსკულარულად: 1-2 ინექცია დღეში. ინტრამუსკულარული გამოყენებისას უნდა ვერიდოთ პრეპარატის განმეორებით შეყვანას ერთი და იგივე ადგილზე.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუ, აღგზნება, ტრემორი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა, ცხელება, გაშეშება, პარალიზებულ კიდურებში.

ზოგიერთ შემთხვევაში ცერაქსონი ასტიმულირებს პარასიმპათიკურ სისტემას, და ასევე ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება გააჩნია.

უკუჩვენებები:

* ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ტონუსის სიჭარბე);

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი;

* 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (მონაცემების არარსებობის გამო).

ორსულობა და ლაქტაცია:

კონტროლირებული კვლევები ორსულობის პერიოდში არ ჩატარებულა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გამოყენებისას ნაყოფისთვის რისკის დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს, ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

! ლაქტაციის პერიოდში ცერაქსონის დანიშვნისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან დედის რძეში ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა: სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ციტიკოლინი ზეგავლენას არ ახდენს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დაბალტოქსიკურობის გათვალისწინებით, ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ციტიკოლინი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის ეფექტებს.

არ ინიშნება მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ცეპასტილი – CEPASTIL – ЦЕПАСТИЛ

მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: მუქი ფერის ფლაკონში 125 გ დოზირებული ხუფით.

100 გ

ხახვის თხევადი ექსტრაქტი ………    10 გ

ნიორის თხევადი ექსტრაქტი ……..    2 გ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი და დისტილირებული წყალი, ნიორის გამონაწვლილი შეიცავს გოგირდის შენაერთებს, მათ შორის ალიცინს, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატული თვისებები. 1 გ პრეპარატი ავლენს არანაკლებ 20 სე ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატულ აქტივობას.

პრეპარატი შეიცავს 4-6% ალკოჰოლს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეპასტილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნიორისა და ხახვის ექსტრაქტებს, რომლებსაც გააჩნიათ გოგირდის შენაერთები (მათ შორის ლიცინი) და რომლებსაც ეწოდებოდათ “მცენარეული ანტიბიოტიკები”. მათ გრამდადებითი ბაქტერიებისა და პათოგენური საფუარას მსგავსი სოკოების მიმართ გააჩნიათ ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატული მოქმედება. პრეპარატის დამამშვიდებელი, ანტისკლეროზული და ნაღვლმდენი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ნიორისა და სულფაქსიდის S-მეთილ-1-ცისტეინსულფოქსიდის არსებობით.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები განაპირობებენ აგრეთვე სიროფის ზოგად მატონიზირებელ მოქმედებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს და სასუნთქი გზების ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • ქრონიკული ბრონქიტი, კატარული ანგინა, ლარინგიტი, გაცივებით გამოწვეული (გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება) დაავადებები, ბაქტერიული სტომატიტი.
  • პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
  • პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

6 წლის ზევით ასაკის ბაშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:

პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.

ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-350C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ცეპასმელი – CEPASMEL – ЦЕПАСМЕЛ

მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.

100 გ

ხახვის თხიერი ექსტრაქტი ……..10 გ

ნიორის თხიერი ექსტრაქტი ….   2 გ

გაფილტრული თაფლი ………..  80 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი, დისტილირებული წყალი, ალკოჰოლის შემცველობა 4-6%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობის სახით როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატული, ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.

პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ცეპასმელი შეიცავს 80% გაფილტრულ თაფლს, რომლის არსებობა აძლიერებს პრეპარატის ანტიბაქტერიულ და საერთო მატონიზირებელ მოქმედებას, მაგრამ არ აუმჯობესებს სიროფის გემოს ხარისხს.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • კატარული ანგინა;
  • ლარინგიტი;
  • გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადება;
  • ბაქტერიული სტომატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2  დოზირებული ხუფით (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.

ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, ამიტომ მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

ცენტრუმი – CENTRUM – ЦЕНТРУМ

მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A/აცეტატი და B-კაროტინი

5000 სე (100%)

ვიტამინი E/ალფატოკოფეროლის აცეტატი

30 სე (100%)

ფოლის მჟავა

400 მკგ(100%)

ვიტამინი B1/თიამინის მონონიტრატი

1.5 მგ (100%)

ვიტამინი B2/რიბოფლავინი

1.7 მგ (100%)

ნიაცინამიდი

20 მგ (100%)

ვიტამინიB6/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

2 მგ (100%)

ვიტამინი B12/ციანოკობალამინი

6 მკგ (100%)

ვიტამინი D

400 სე (100%)

ბიოტინი

30 მკგ (10%)

პანთოტენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი)

10 მგ 100%)

კალცუმი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი

162 მგ (16%)

ფოსფორი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი

125 მგ (13%)

იოდი/ კალიუმის იოდი

150 მკგ (100%)

რკინა/ რკინის ფუმარატი

18 მგ (100%)

მაგნიუმი/მაგნიუმის ოქსიდი

100 მგ (25%)

სპილენძი/სპილენძის ოქსიდი

2 მგ  (100%)

თუთია/თუთიის ოქსიდი

15 მგ (100%)

მანგანუმი/მანგანუმის სულფატი

2.5 მგ

კალიუმი/კალიუმის ქლორიდი

40 მგ

ქლორიდი/კალიუმის ქლორიდი

36.3 მგ

ქრომი/ქრომის ქლორიდი

25 მკგ

მოლიბდენი/ნატრიუმის მოლიბდატი

25 მკგ

სელენი/ნატრიუმის სელენატი

25 მკგ

ვიტამინი K/ფიტონადიონი

25 მკგ

ნიკელი/ნიკელის სულფატი

5 მკგ

კალა/ორქლორიანი კალა

10 მკგ

სილიციუმი/ნატრიუმის მეტასილიკატი

10 მკგ

ვანადიუმი/მეტავანად ნატრიუმი

10 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.

ჩვენებები:

  • მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
  • არასრული და არაბალანსირებული კვება;
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდგომი პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
  • ასთენიური მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში ვიტამინების და მინერალების მიმართ მოთხოვნილება მატულობს. ცენტრუმის მიღება შეიძლება ჩვენების მიხედვით.

ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული 10000 სე დოზის გადაჭარბება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ დიდი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. არ არის რეკომენდებული დღეღამური დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ცენტროვიტი – CENTROVIT – ЦЕНТРОВИТ

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი C  ………………………………………..

75 მგ(12.5%)

ვიტამინი B3 ………………………………………..

18 მგ (100%)

ვიტამინი E  ………………………………………..

10 მგ (100%)

ვიტამინი B5 ……………………………………….

6 მგ(100%)

ვიტამინი B6 ……………………………………….

2 მგ (100%)

ვიტამინი B2 ……………………………………….

1.6 მგ (100%)

ვიტამინი B1 ……………………………………….

1.4 მგ (100%)

ვიტამინი A  ………………………………………..

800 მკგ (100%)

ფოლის მჟავა  ……………………………………..

200 მკგ (100%)

ვიტამინი H  ………………………………………..

150 მკგ (100%)

ვიტამინი K  ……………………………………….

30 მკგ

ვიტამინი D3 ……………………………………….

5 მკგ (100%)

ვიტამინი B12 ……………………………………..

1 მკგ (100%)

კალციუმი  ………………………………………….

200 მგ 25%)

ფოსფორი  …………………………………………..

125 მგ (16%)

მაგნიუმი  ……………………………………………

100 მგ(33%)

კალიუმი  ……………………………………………

80 მგ

რკინა  …………………………………………………

5 მგ (36%)

თუთია  ………………………………………………

5 მგ (33%)

სპილენძი  ………………………………………….

1 მგ

იოდი  …………………………………………………

100 მკგ (67%)

მოლიბდენი  ………………………………………

80 მკგ

ქრომი  ………………………………………………..

60 მკგ

სელენი  ………………………………………………

30 მკგ

(…%) _ რეკომენდებული დღიური დოზის %.

დამხმარე ნივთერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გლიცერინი, საღებავები: ნარინჯისფერი ყვითელი, ინდიგოტინი, კოშენილის წითელი, ტიტანის ორჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებული ვიტამინების, მიკრო- და მაკრო ელემენტების ნაკლებობის დროს.

ჩვენებები:

  • მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
  • გადაღლა და სტრესი;
  • არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
  • ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
  • რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენებები:

ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ავერსი-რაციონალი

ცენტრალ-ბ – CENTRAL-B – ЦЕНТРАЛ -Б

მწარმოებელი: “ROTAPHARM”, Great Britain.

სამკურნალწამლო ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილით სავსე კაფსულები თეთრი ფერის ჩანართებით, ზომით №0, ვარდისფერი კორპუსით, მწვანე სახურავით. 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი ………………. 25 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი ……………………  25 მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი  ……………… 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის კარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ინდიგოტინდისულფონატი, ერითროზინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.    

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალ – სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატია. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – პასიფლორას, კუნელის და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდს – ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლილობისა და ნევრასთენიისთვის.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება არ არის შესაძლებელი.

ჩვენებები:

  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ნერვული დაძაბულობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა, უძილობა.


უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. 
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

დოზირება და გამოყენების წესი:
ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.  

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს.
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:
ცენტრალ-ბ #15
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
1 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში. 
ცენტრალ-ბ #45
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
3 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

Don`t copy text!