Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 424

ფლუოქსეტინი (აქტიური ნივთიერება) – FLUOXETINE – ФЛУОКСЕТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბიციკლურ ანტიდეპრესანტს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებული ცნს-ის ნეირონების სინაფსებში სეროტონინის უკუშეთვისების ინჰიბირებასთან. დეპრესიის არსებობისას გამოხატული კლინიკური ეფექტები ვითარდება 2-4 კვირის შემდეგ, ხოლო ობსესურ-კომპულსიური დარღვევებისას კი 4-6 კვირის შემდეგ.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 6-8 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად ფლუოქსეტინის მიღება გავლენას არ ახდენს მისი აბსორბციის ხარისხზე, მაგრამ შესაძლოა შეანელოს ამ უკანასკნელის შეწოვის სიჩქარე.

ფლუოქსეტინი მთლიანად ნაწილდება ორგანიზმში არსებულ სითხეებში. მისი პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 95%-ს. პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას ორგანიზმში შეიმჩნევა ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის დალექვა.

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატი იზოფერმენტ CYP2D6 სისტემებისა და ციტოქრომ 450-ის მეშვეობით ინტენსიურად ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტს – ნორფლუოქსეტინს, აგრეთვე სხვა არაქტიურ მეტაბოლიტებს.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. აქტიური ნივთიერების მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით ფლუოქსეტინის T1/2 შეადგენს 4-6 დღეს, ხოლო ნორფლუოქსეტინის კი 4-16 დღეს. პრეპარატის ნელი ტემპით გამოყოფა მისი მიღების შეწყვეტის შემდეგაც იწვევს ფლუოქსეტინის და ნორფლუოქსეტინის ორგანიზმში რამოდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებას.

ზოგიერთ პაციენტებში გენეტიკური დეფექტის გამო იზოფერმენტ CYP2D6 სისტემისა და ციტოქრომ 450-ის აქტიურობა დაქვეითებულია. ამ შეთხვევაში ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმი შენელებულია, რაც იწვევს სისხლის შრატში ფლუოქსეტინის კონცენტრაციის მომატებასა და ნორფლუოქსეტინის კონცენტრაციის შემცირებას. იგი არ იწვევს სისხლის შრატში ორი აქტიური ნაერთის სუმარული კონცენტრაციის გაზრდას და ფარმაკოდინამიკური ეფექტის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ამ დროს პრეპარატის გამოყოფა შენელებულია.

იმის გამო, რომ ფლუოქსეტინის უცვლელი სახით თირკმელებით გამოყოფა ხორციელდება უმნიშვნელო რაოდენობით, ამიტომ თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. პრეპარატით ხანგრძლივი დროით მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი კუმულაცია.

ჩვენებები

  • დეპრესიის და ობსესურ-კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.
  • ბულემიური ნევროზი.

დოზირების რეჟიმი

დეპრესიისა და ობსესურ-კომპულისური დარღვევების დროს ფლუოქსეტინის საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს (დილით). იმ შემთხვევაში თუკი პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ დღეღამური დოზა რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლებელია გავზარდოთ. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

დღეღამური დოზა, რომელიც 20 მგ-ს აჭარბებს რეკომენდირებულია მივიღოთ დღეღამეში ერთხელ (დილით) ან გავყოთ ორ მიღებაზე (დილას და შუადღისას).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, თანხმლები დაავადებების არსებობისას და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ურთიერთქმედებაში შედიან ფლუოქსეტინთან, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებას შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემების მხრივ: თავის ტკივილი, შიშის შეგრძნება, უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, ცახცახი, ღამის „კოშმარები“ აზროვნების პროცესის დარღვევა, აკატიზია, ატაქსია, დეპერსონალიზაცია, მანია, ნერვული ტიკი, მიოკლონია, ლოყისა და ენის სინდრომი, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მიდრიაზი, გემოს შეგრძნების დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დისპეფსია, დისფაგია.

გულსისხლძარღვთა სისტემების მხრივ: აჩქარებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: კანის მხრის ჰემორაგიები.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ურტიკარია, გაძლიერებული ოფლდენა.

შარდგამომყოფი სისტემების მხრივ: შარდის გამოყოფის გაძნელება.

რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ორგაზმის არ არსებობა, ლიბიდოს დაქვეითება ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება შრატისმიერი ტიპის დაავადების მსგავსი რეაქციები. ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვადასხვა: ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, სისუსტე, სხეულის წონის დაქვეითება, მთქნარება.

უკუჩვენებები

* მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის მიღება და ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

* პრეპარატის მიღება მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ლაქტაციისა და ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის დადგენილი ორსულობის დროს ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ექსპერიმენტების შედეგად ნაყოფზე ფლუოქსეტინის უარყოფითი ზემოქმედება არ არის დადგენილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

არ არის დადგენილი ჩვილ ბავშვებში ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ თანმხლები დაავადებების ან იმ მდგომარეობის არსებობისას, რომლებიც პოტენციურად ახდენენ გავლენას ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმზე ან რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის მხრივ დარღვევას ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის დროს, განსაკუთრებით მისი მკურნალობის დასაწყისში. არსებობს ერთეული შემთხვევები პაციენტებში ხანგრძლივი კრუნჩხვების შესახებ, რომლებსაც ჩაუტარდათ ელექტროშოკური თერაპია და რომლებიც იყენებდნენ ფლუოქსეტინს.

♦ შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ვინაიდან მკურნალობის პროცესში შესაძლებელია პერორალური ჰიპოგლიკემია, ხოლო მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ კი ჰეპერგლიკემია. ამიტომ საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ნევროზების და სუიციდური ხასიათის დეპრესიების არსებობისას. საწყის ფაზაში მკურნალობა საჭიროა ვაკონტროლოთ პაციენტის მდგომარების მიხედვით.

♦ ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტის, აგრეთვე პრეპარატის ადექვატური დოზის შერჩევის შემთხვევაში აუციელებელია მხედველობაში მივიღოთ ფლუოქსეტინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა. ვინაიდან პრეპარატის დოზის კორექცია იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ცვლილებას მხოლოდ რამოდენიმი კვირის შემდეგ.

♦ პრეპარატას მიღებისას თუკი აღინიშნება კანზე ჰიპერემია, გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ანორექსიის განვითარების და სხეულის წონის დაქვეითებისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

♦ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 5 კვირით ადრე საჭიროა ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა.

♦ მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით (მაგ. ნიალამიდი, ფენელზინი) მკურნალობის დამთავრებას და ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებას შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს 14 დღეს, მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორით (მაგ. მოკლობემიდი) მკურნალობის დამთავრებისთანავე უშუალოდ ფლუოქსეტინის მიღებისას სეროტონინერგული სინდრომის განვითარება არ აღინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

♦ ფლუოქსეტინისა და დიურეზული საშუალებების (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში) ერთდროულად გამოყენება იწვევს ჰიპონატრიემიას. პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ნატრიუმის დონე ნორმალიზდება. შესაძლებელია, რომ ჰიპონატრიემია ვითარდება ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის გამო, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ფლუოქსეტინით მკურნალობისას.

♦ ფლუოქსეტინით მკურნალობისას მოსალოდნელია მძიმე ალერგიული რეაქციები (ცხელება, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ართრალგია, შეშუპება, შრატისმიერი დაავადება). იშვიათად შეიმჩნევა ანთებითი ან ფიბროზული ხასიათის ფილტვების დაზიანება, რესპირატორული დეპრესიული სინდრომი, პროტეინურია, სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. აღწერილია ლეტალური გამოსავალი.

♦ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ფლუოქსეტინით, მიზანშეწონილია თავი შეიკავონ ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

♦ ფლუოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ფლუოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში იკრძალება ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას. შემდგომში ამ საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი პრეპარატის მიმართ პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

ჭარბი დოზირება

გულისრევა, ღებინება, აგზნებადობა აფორიაქება, ჰიპომანია, კრუნჩხვები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომატური და ვიტალური ორგანოების შემანარჩუნებელი თერაპია.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არა აქვს გონება დაკარგული, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუცირება, გააქტივებული ნახშირის მიღება. უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში კუჭის ამორეცხვა შესაძლებელია მხოლოდ სუნთქვის და ჰემოდინამიკის პარამეტრების ნორმალიზებისას, სასუნთქი გზების გამტარიანობის შენარჩუნების პირობებში.

– გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის და ორგანიზმის სხვა სასიცოცხლო აუცილებელი ფუნქციების მუდმივი შემოწმება (მათ შორის ეკგ).

– კრუნჩვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

– მხედველობაში უნდა მივიღოთ ფორსირებული დიურეზი, პერიტონეალური დიალიზი, ჰემოდიალიზი, სისხლის გადასხმა მცირედ ეფექტურია (ფლუოქსეტინის მნიშვნელოვანი მოცულობითი განაწილების გამო).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ფლუოქსეტინის მაო-ს ინჰიბიტორებთან, ან ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტისთანავე ფლუოქსეტინის გამოყენება, ან მისი მიღების შეწყვეტისთანავე მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეროტონინერგული სინდრომის განვითარება (ჰიპერთემია, კუნთების რიგიდობა, მიოკლონია, ვეგეტატური ლაბილობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების სწრაფი დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა, ბოდვა, კომა, შესაძლოა ლეტალური გამოსავალი).

– ცალკეულ შემთხვევებში ვითარდებოდა ისეთი დარღვევები, რომლებიც ჰგვანან ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს. ფლუოქსეტინისა და ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგზნება, მოუსვენრობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები.

– ფლუოქსეტინის იმიპრამინთან და/ან დეზიპრამინთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში 2-10-ჯერ აღინიშნება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა. ეს ეფექტი შენარჩუნებულია ფლუოქსეტინის მიღების შეყვეტიდან 3 კვირის განმავლობაში. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ტრიციკლური ანტიდეპრესანტის შემოწმება და შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი დოზის შემცირება.

– ფლუოქსეტინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ლითიუმის სისხლის პლაზმაში, როგორც მომატებას, ასევე დაკლებას. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას სისხლის პლაზმაში საჭიროა ლითიუმის დონის რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

– ზოგიერთ პაციენტებში ფლუოქსეტინისა და დიაზეპამის კომბინაციისას აღინიშნება დიაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდა. პაციენტებს, რომლებიც სისტემატურად იყენებენ ფენიტოინს, ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებისას აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მისი ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები.

– ფლუოქსეტინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ფლუოქსეტინი ამუხრუჭებს იმ სამკურნალო საშუალებების ბიოტრანსფორმაციას, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ 450, CYP 2D6-ის დახმარებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, დებრიზოქინი, დექსტრომეტორფანი, ფლეკაინიდი, ეპკაინიდი, ვინდლასტინი, კარბამაზეპინი). ზემოთაღნიშნული პრეპარატების და ფლუოქსეტინის ერთდროული გამოყენებისას, ან თუკი გასული 5 კვირის განმავლობაში ტარდებოდა მათი მეშვეობით მკურნალობა, მაშინ საჭიროა ფლუოქსეტინის დოზის შემცირება.

ფლუნოლი – FLUNOL – ФЛУНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: NOBEL ILACH

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი  …………. 150 მგ

 

ვრცლად დიფლუკანი

ფლუნილი – FLUNIL – ФЛУНИЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUOXETINE

მწარმოებელი: INTAS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ფლუოქსეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ფლუოქსეტინი ………  20 მგ

 

ვრცლად ფლუოქსეტინი (აქტიური ნივთიერება)

ფლუკორალი – FLUCORAL – ФЛУКОРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ……..   150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუკორალი მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ანტიმიკოზურ საშუალებას. მისი მოქმეების მექანიზმი დამყარებულია სოკოს უჯრედის გარსში სტეროლის სინთეზის სპეციფიკური ინჰიბირებით. იგი ხასიათდება აქტიური მოქმედებით იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის სოკოვან დაავადებებს, როგორიცაა: Candida spp., Cryptococcus spp. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა იშვიათად ვითარდება.

ჩვენებები:

  • სისტემური კანდიდოზი ავადმყოფებში ნეიტროპენიით ან მის გარეშე, დისემინირებული კანდიდოზი (მათ შორის ქრონიკული) და პროგრესირებადი კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები, როგორიცაა პერიტონეული, ენდოკარდიული და ინტრატრაქეული, შარდგამომყოფი გზების ინფექციები.
  • ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, კანდიდოზური ინფექციის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ციტოსტატური პრეპარატების იმუნოდეპრესანტების მიღების შემთხვევაში, აგრეთვე ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფ ავადმყოფებში;
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი-ოროფარინგეული, ეზოფაგური, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, კანდიდურია. პირის ღრუს ზედაპირული და ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (შიდსით ინფიცირებული პაციენტების და იმუნოდეფიციტით დაავადებული ავადმყოფების ჩათვლით);
  • ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და მორეციდივე);
  • შიდსით და იმუნოსუპრესიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ;
  • დერმატომიკოზები (განსაკუთრებით ადგილობრივი მკურნალობის მიმართ რეზისტენტული კანის მძიმე სოკოვანი ინფექციები), როგორიცაა: დერმატოფიტების და კანდიდას მიერ გამოწვეული ტერფის დერმატოფიტია, მრავალფეროვანი ლიქენი;
  • ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში მიელოტრანსპლანტაციის შემდეგ და ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატური ან იმუნოსუპრესიული მკურნალობა კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ვაგინალური კანდიდოზი: პერორალურად 150 მგ ერთჯერადად.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: 50-100 მგ/დღე-ღამეში პერორალურად დაავადების პირველი ეპიზოდის დროს მკურნალობა გრძელდება 7-14 დღე და 3 კვირა შიდსით დაავადებულებში. შედარებით მძიმე შემთხვევებში აუცილებელია 30 დღიანი თერაპია 100-200 მგ-მდე დღე-ღამეში.

დერმატოკიმოზები (კანის სოკოვანი ინფექციები): 50 მგ/დღე-ღამეში ან 150 მგ კვირაში ერთხელ (50 მგ/დღე-ღამეში მრავალფეროვანი ლიქენის დროს) 2-4 კვირის  განმავლობაში (შესაძლებელია 6 კვირიანი მკურნალობა ტერფების დერმატოფიტების დროს);

შიდსით დაავადებულ პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტის დროს: პირველ დღეს 400 მგ/დღე-ღამეში, შემდგომში 200-400 მგ/დღე-ღამეში 6-8 კვირის განმავლობაში.

შემარაჩუნებელი თერაპია შიდსით და კრიპტოკოკული მენინგიტით დაავადებულ ავადმყოფებში: 20 მგ/დღე-ღამეში პერორალურად.

სისტემური კანდიდოზი: პაციენტებში ნეიტროპენიის გარეშე და ავადმყოფებში სტაბილური ნეიტროპენიით: პირველი დღეს 400 მგ/დღე-ღამეში, შემდგომში 200-400 მგ/ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ რეაქციაზე. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ჰემოკულტურაზე უარყოფითი პასუხის მიღების და დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ შედარებით მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის მიღება დოზით 800 მგ/-მდე  დღე-ღამეში.

ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე პაციენტები მიელოტრანსპლანტაციის და/ან ფიტოსტატური ან რადიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის წინ კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 50-400 მგ/დღე-ღამეში დოზის შემდგომი კორექციით ნეიროპენიის და სოკოვანი ინფექციის მოსალოდნელი რისკის შესაბამისად. ფლუკონაზოლის დანიშვნა აუცილებელია ნეიტროპენიის შესაძლო განვითარებამდე რამოდენიმე დღით ადრე. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 7 დღის განმავლობაში, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გახდება 1000 მმ-ზე მეტი.

ბავშვებში სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს, თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს ინიშნება 6-12 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში. სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილების მიზნით და ზედაპირული მიკოზების სამკურნალოდ ინიშნება 3-6 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 12 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში.

ბავშვებში 5-13 წლამდე ასაკის: პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 400 მგ.

ახალშობილები: სიცოცხლის პირველ ორ კვირას, ახალშობილს ენიშნება შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშების დოზა, მაგრამ ყოველ 72 სთ-ში. 2-4 კვირამდე იგივე დოზები 48 სთ-იანი ინტერვალით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში ფლუკონაზოლი ინიშნება შემდეგი სქემით კრეატინინის კლირენსის მიხედვით:

40 მლ/წთ 24 სთ (დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი);

21-40 მლ/წთ 48 სთ ან ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის ნახევარი;

10-20 მლ/წთ 72 სთ ან ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის მესამედი.

ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის ჩატარების შემდგომ საჭიროა დამატებით ერთჯერადად 50 მგ პრეპარატის მიღება. პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია 150 მგ ფლუკონაზოლის მიღება 2 ლ დიალიზატზე 2 დღიანი ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ასევე შესაძლებელია თავის ტკივილი, ალოპეცია.

კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ქავილი, გამონაყარი. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. შედარებით იშვიათად შესაძლებელია აზოლების და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მძიმე სოკოვანი ინფექციით შეპყრობილ პაციენტებში შესაძლებელია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილება (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია) ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია:

* ფლუკონაზოლის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

* დაუშვებელია ფლუკონაზოლის კომბინაცია ციზაპრიდთან, ტერფენადინთან და ასტემიზოლთან.

ორსულობა და ლაქტაცია:

! ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.

! ფლუკონაზოლი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ფლუკონი კაფსულები – FLUCON caps – ФЛУКОН капсули

შემადგენლობა:

მყარი  ჟელატინის  თითო  კაფსულა  შეიცავს:

ფლუკონაზოლი……………150 მგ.

აღწერა:

ფლუკონი  (ფლუკონაზოლი)-ბიო-ტრიაზოლური  სოკოს   საწინააღმდეგო  საშუალებაა, სტრუქტურულად  დაკავშირებულია  სოკოს  საწინააღმდეგო  პრეპარატებთან,  რომლებიც  იმიდაზოლის  წარმოებულია.  იმიდაზოლინის  რგოლის  ტრიაზოლური  რგოლით  შევსება  იწვევს  სოკოს  საწინააღმდეგო   მოქმედებისა  და   პრეპარატის   მოქმედების  სფექტრის  მნიშვნელოვან  გადიდებას.  პრეპარატის  მოქმედების  მექანიზმი   სხვა  აზოლური   სოკოს   საწინააღმდეგო   პრეპარატების   მოქმედების   მექანიზმის  მსგავსია.

მოქმედების   სპექტრი:

In  vivo   ფლუკონაზოლი  ეფექტურია   შემდეგი   შტამების   მიმართ:    Candida, Cryptococcus  neoformans.  Blastomyces  dermatitidis. Histoplazma   capsulatum.  Coccidioides   immitis.

ჩვენება:

ფლუკონი  გამოიყენება   შემდეგი  დაავადებებისთვის:

  1. ვაგინალური   კანდიდოზი.
  2. ლორწოვანი  გარსის   მიკოზი, ოროფარინგეალური   მიკოზი, საყლაპავის  კანდიდოზი,  კან-ლორწოვანი  კანდიდოზი,  ქრონიკული   ორალური   ატროფიული  კანდიდოზი  და  სხვა   დაავადებები.
  3. სისტემური   კანდიდოზი:    კანდიდემია,  დისემინირებული  კანდიდოზი, მუცლის  ღრუს  ინფექციები,  ენდოკარდიტი, სასუნთქი  და   შარდგამომყოფი  ტრაქტის   ინფექციები.
  4. კრიპტოკოკური  ინფექციები: კრიპტოკოკური  მენინგიტის:  პირველადი,  ასევე  დამხმარე  თერაპია.
  5. სოკოვანი  ინფექციების  პროფილაქტიკა   დაავადების  ავთვისებიანი  მიმდინარეობის  მქონე  პაციენტებში, შიდსით  დაავადებულებში, რეანიმაციაში  მყოფ  პაციენტებში  და  იმ  პაციენტებში,   რომლებიც  იმუნოსუპრესორებს  იღებენ.

დოზირება  და  მიღება:

ფლუკონის  კაფსულები  მიიღება  პერორალურად.  ფლუკონაზოლის   ინტრავენური  თერაპიიდან   პერორალურზე  ან  პირიქით  გადასვლისას  არ  არის  აუცილებელი  დღე-ღამის  დოზის  ცვლილება.

ფლუკონი  მიიღება  ერთჯერადი  ყოველდღიური  დოზით  შემდეგი  ჩვენებებისას:

ჩვენება:                                               

დასახელებამაქსიმალური  დოზა დღიური  დოზახანგრძლივობა
ოროფარინგეალური

კანდიდოზი(მწვავე)

150 მგ50-100 მგ15 დღე
საყლაპავის  კანდიდოზი(მწვავე)150 მგ50-100 მგ21 დღე
სისტემური  კანდიდოზი300 მგ150 მგ28 დღე
კრიპტოკოკური  მენინგიტის (მწვავე)300 მგ150 მგ

მას  შემდეგ რაც

ცერებრო  სპინალური

სითხის ანალიზი

ბაქტერიის  კულტუ-

რის ზრდაზე  უარყოფი-

თი   იქნება.

კრიპტოკოკური  მენინგიტი

(დამხმარე თერაპია მეორადი

აღმოცენების  პროფილაქტიკისთვის)

150 მგ
ვაგინალური  კანდიდოზი150 მგ

 

300 მგ-მდე  დოზის   მიღება  შეიძლება  მკურნალი  ექიმის  გადაწყვეტილებით, თერაპიაზე  პაციენტის  რეაქციის  მიხედვით.
გამოყენება  თირკმლის  უკმარისობისას:  ფლუკონაზოლი  ძირითადად  შარდით  გამოიყოფა  უცვლელი  სახით.  თირკმლის  უკმარისობის  მქონე  პაციენტებისთვის   ფლუკონაზოლის  დოზები  უნდა  შეირჩეს  უკმარისობის  ხარისხის  მიხედვით  და  პაციენტის  კრეატინინის  კლირენსის  ჩვენებით.

უკუჩვენება:

მომატებული  მგრძნობელობა  ფლუკონაზოლისა  ან  სხვა  აზოლური  კომპონენტების  მიმართ.

უსაფრთხოების  ზომები:

ღვიძლის  ფუნქციის  დარღვევის  მქონე  პაციენტები  ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ  უნდა  იმყოფებოდნენ.  დაქვეითებული    იმუნიტეტის  მქონე  პაციენტები,  რომლებსაც  ფლუკონაზოლით  თერაპიისას   უვითარდებათ  კანის  გამონაყარი   უნდა  იმყოფებოდნენ  ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ  და  მკურნალობა  უნდა  შეწყდეს  თუ  დაზიანება  გრძელდება.

გამოყენება  ბავშვებში ,   მეძუძურ  დედებსა  და  ორსულებში:

ორსულ  ქალებში   არ  ჩატარებულა  ადექვატური,  კარგად  კონტროლირებადი  კვლევები.  ფლუკონის  ორსულობისას  გამოყენება  დასაშვებია  მხოლოდ  მაშინ,  როცა  გამოყენების  სარგებელი   აჭარბებს   ნაყოფის  პოტენციურ  რისკს.

მეძუძურ  ქალებში  პრეპარატის  გამოყენება  არ  შეიძლება,  რადგან  ფლუკონაზოლი  რძეში  გამოიყოფა.

პრეპარატი  რეკომენდირებული  არ  არის  16  წლამდე  ბავშვებში, რადგან  არსებობს  მხოლოდ  შეზღუდული  ინფორმაცია  ბავშვებში  პრეპარატის  გამოყენების  შესახებ. 3-დან  13  წლამდე  ასაკის  მცირე  რაოდენობის  პაციენტებმა  ფლუკონაზოლით  თერაპია  გვერდითი  ეფექტების  გარეშე  გადაიტანეს, პრეპარატის  3-6 მგ/კგ-ს  მიღებისას  ყოველდღიურად.

ურთიერთქმედება  სხვა  პრეპარატებთან:

ფლუკონაზოლი  ზრდის  კუმარინის  პრეპარატების  პროთრომბინის  დროს. შესაბამისად  თანადროული  მიღებისას  საჭიროა  ექიმის  მეთვალყურეობა.  ფლუკონაზოლისა  და  ციკლოსპორინების  თანადროულმა  გამოყენებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  ციკლოსპორინების  შემცველობის  დონის  მომატება.  ფლუკონაზოლო  მნიშვნელოვნად  ზრდის  ფენიტოინის  დონეს  ორგანიზმში  და  შეიძლება  გამოიწვიოს  ფენიტოინური  ტოქსიკოზი.

დიაბეტით  დაავადებულ  პაციენტებში  ფლუკონაზოლისა  და  პერორალური   ჰიპოგლიკემიური  პრეპარატების   დანიშვნამ  შეიძლება  გამოიწვიოს  პლაზმის  მომატებული  კონცეტრაცია   და  ანტი-დიაბეტური  აგენტების  მეტაბოლიზმის  დაქვეითება.

გვერდითი   მოქმედება:

ფლუკონაზოლი  ჩვეულებრივ  კარგად  გადაიტანება.  მეტ-ნაკლებად  ხშირად   გვხვდება  შემდეგი  გვერდითი  რეაქციები:

გულისრევა, ღებინება, აბდომინალური  ტკივილები,  დიარეა,  თავის  ტკივილი  და  კანის  გამონაყარი. შეიძლება  აღინიშნოს  ღვიძლის  ფერმენტების  დონის  დროებითი  მომატება. სერიოზული  ჰეპატოტოქსიურობა  იშვიათად  აღინიშნება.  კლინიკურად  არასასურველი მ რეაქციები  უფრო   ხშირად  აღინიშნება  იმუნოდეფიციტის  ვირუსის  მქონე  პაციენტებში  ვიდრე  არაინფიცირებულ   პაციენტებში.  იშვიათ  შემთხვევებში  აღინიშნება  ანაფილაქსიური   შოკი.

ჭარბი  დოზირება:

დოზის  გადაჭარბებისას  აუცილებელია  ადექვატური  დამხმარე  ზომები  და   სიმპტომური  თერაპია,  კუჭის  ამორეცხვა  აუცილებლობის  შემთხვევაში.  რადგან   ფლუკონაზოლი   ძირითადად  შარდით  გამოიყოფა,  გაძლიერებული  დიურეზი  გააძლიერებს  პრეპარატის  გამოყოფის  სისწრაფეს.  სამსაათიანი  ჰემოდიალიზი  პლაზმაში  პრეპარატის  შემცველობას  დაახლოებით   50% -ით  აქვეითებს.

შენახვა:

ინახება   მშრალ ,  გრილ,  სინათლისაგან  დაცულ  ადგილას.

პრეზენტაციის   ფორმა:

ფლუკონი-1  კაფსულა  150მგ  სტრიპში.

წარმოებულია :

ნაბროს  ფარმა   პვტ  ლტდ.

ნაშნელ   ჰაივეი, 8,  ქჰედა  387  411  (ინდოეთი)

ფლუიფორტი ® სიროფი – FLUIFORT® Syrup – ФЛУИФОРТ® СИРОП

საერთაშორისო დასახელება:

CARBOCISTEINE LYSINE SALT

მწარმოებელი: M&H MANUFACTURING Co, ტაილანდი

მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება – მუკომოდულატორი; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ბავშვებისათვის ფლაკონში 40 მლ, მოზრდილებისათვის ფლაკონში 120 მლ

100 მლ

კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი …….  9 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატურალური ალუბლის არომატიზატორი, მეთილპარაბენი, კარამელის არომატიზატორი, საქაროზა და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელიც აძლიერებს სასუნთქი გზების ლორწოვანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას. იგი არ მოქმედებს უშუალოდ ლორწოზე.

ფლუიფორტის მთავარი ეფექტი არის ლორწოვანში სიალომუცინის შემცველობის გაზრდა, სიალო- და ფუკო- მუცინებს შორის პროპორციის აღდგენა. ეს პირდაპირ აისახება ლორწოს ელასტიურობაზე, სიმკვრივეზე და წებოვნებაზე. არაპირდაპირი მოქმედებაა ლორწოს გათხევადება და სასუნთქი გზების ლორწოსაგან გასუფთავება ეპითელიუმის წამწამების მეშვეობით (მუკოცილიარული კლირენსი).

კარბოცისტეინში ლიზინის დამატება ზრდის მის ხსნადობასა და ბიოშეღწევადობას, რაც იძლევა დღე-ღამური დანიშვნის სიხშირის შემცირებას, სასურველი ეფექტის შენარჩუნებით და მეტაბოლიტებისათვის დამახასიათებელი დოზის შემდგომი ეფექტის გაძლიერებით.

ერთი ან რამდენიმე დღიური მიღების შედეგად მეტაბოლური მექანიზმის ერთხელ ჩართვისას ის მოქმედებს შემდგომშიც, წამლის მიღების შეჩერების შემთხვევაშიც.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატს გააჩნია კარგი აბსორბციის და ბიოშეღწევადობის უნარი; ამიტომ შესაძლებელია მისი დანიშვნა დღეში ერთხელ მოზრდილებში და 2-ჯერ ბავშვებში.

პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას, პლაზმის შიგნით ნახევარდაშლის პერიოდია 1.5 საათი, იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. 30-60% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით. კვლევებმა აჩვენა, რომ 17.5% გამოიყოფა ბრონქულ სეკრეტში.

ჩვენებები:

  • ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, ლორწოს გამათხელებელი და ამოსახველებელი ეფექტით, ფლუიფორტი ეფექტურია როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერვისკოზური ლორწოსა და ნახველის შემთხვევაში.
  • ფლუიფორტი მოწოდებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და მწვავე ბრონქიტის გართულებების სამკურნალოდ.
  • ფლუიფორტი აგრეთვე მოწოდებულია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების, ფარინგიტის, ტონზილიტის ლარინგიტის, რინიტის, რინოფარინგიტის, ოტიტის და სინუსიტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისათვის: 30 მლ ერთხელ ან 15 მლ 2-ჯერ დღეში;

ბავშვებისათვის: 1-დან 5 წლამდე ბავშვებში – 2.5 მლ 2-ჯერ დღეში. 5 წელზე უფროს ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზირება შესაძლოა გაიზარდოს (3-ჯერ დღეში) ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტები კარგად იტანენ ფლუიფორტს.

იშვიათად აღინიშნება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა, გასტრალგია, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში გამონაყარი კანზე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომები ქრება დოზის შემცირების შემდეგ.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება;

* უკუნაჩვენებია ახალშობილთათვის და 1 წლამდე ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ  არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში, მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს საქაროზას.

ჭარბი დოზირება:

ფლუიფორტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუიფორტსა და სასუნთქი გზების სამკურნალო სხვა პრეპარატებს შორის რაიმე შეუთავსებლობა არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ფლუიმუცილი – FLUIMUCIL – ФЛУМИЦИЛ

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

ფლუიმუცილი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

აცეტილცისტეინი

მწარმოებელი: ზამბონ სვიტცერლანდ ლტდ, შვეიცარია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები ლიმნის და გოგირდის სუსტი სუნის მქონე, ხორკლიანზედაპირიანი, თეთრი, მრგვალი ტაბლეტები.

ტაბლეტების წყალში გახსნის შედეგად მიღებული ხსნარი უნდა იყოს ოდნავ ოპალესცირებული, ლიმნის არომატიზატორის დამახასიათებელი სუნისა და გემოს მქონე.

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებას:

აცეტილცისტეინი …………..  600 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბინატი, ასპარტამი, ლიმნის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკ:

მუკოლიზური საშუალება, ათხიერებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას და აადვილებს ამოხველებას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილური ჯგუფების უნართან გახლიჩოს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური შიდა და მოლეკულათაშორისი კავშირები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის წებოვნების შემცირებას. ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.

ზრდის ნაკლებად წებოვანი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ, აქვეითებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებზე ბაქტერიების ადჰეზიას. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტიც იწვევს ფიბრინის ლიზისს. ანალოგიურ მოქმედებას ახდენს სეკრეტზე, რომელიც წარმოიქმნება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია ელექტროფილური დამჟანგველი ტოქსინების ნეიტრალიზაციის მქონე SH – ჯგუფის არსებობით. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L – ცისტეინამდე, რომლისგანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი – მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდი, მძლავრი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც აკავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უწყობს უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე შიდაუჯრედული გლუტათიონის სინთეზის ზრდას, რითიც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის, როგორც ანტიდოტის მოქმედება პარაცეტამოლით მოწამვლის დროს.  იცავს ალფა-1-ანტიტრიფსინს (ელასტაზის ინჰიბიტორი) აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზის მიერ გამომუშავებული დამჟანგველის HOCl-ის ინაქტივაციური მოქმედებისაგან. ახასიათებს აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი აქტიური ჟანგბადის შემცველი ნივთიერებებისა და თავისუფალი რადიკადების წარმოქმნის დათრგუნვის ხარჯზე).

ფარმაკოკინეტიკა:

ფლუიმუცილი კარგად ადსორბირდება პერორალური მიღების დროს. იგი დაუყოვნებლივ დეაცეტილირდება ღვიძლში ცისტეინამდე. სისხლში აღინიშნება მოძრავი წონასწორობა თავისუფალ და პლაზმის ცილებთან დაკავშირებულ აცეტილცისტეინსა და მის მეტაბოლიტებს (ცისტეინი, ცისტინი, დეაცეტილცისტეინი) შორის. ღვიძლში “პირველი გავლის” მაღალი ეფექტის გამო აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%-ს. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, უპირატესად ნაწილდება ღვიძლში, თირკმლებში, ფილტვებში, ბრონქების სეკრეტში.

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ-ს, პლაზმის ცილებთან კავშირია 50%.

T1/2 –  დაახლოებით 1 საათი, ღვიძლის ციროზის დროს ხანგრძლივდება 8 საათამდე. გამოიყოფა თირკმლებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი), უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაწლავებით. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

ჩვენება:

ნახველის ამოხველების დარღვევა: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის ატელექტაზი (განვითარებული ბრონქის სანათურის ლორწოვანი საცობით დაცობის შედეგად).

კატარალური და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (ნახველის გამოყოფის გაადვილება).

წებოვანი სეკრეტის მოცილება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლიანი ხველა, ფილტვისმიერი სისხლდენა, ფენილკეტონურია, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

შიგნით. მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600 მგ იხსნება 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება ერთხელ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 10 დღემდე;

ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას – რამდენიმე თვემდე (ექიმის რეკომენდაციით).

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სისხლდენა ცხვირიდან, ხმაური ყურებში. აცეტილცისტეინის მიღებისას აღწერილია ბრონქოსპაზმის, კოლაფსის, სტომატიტის, თრომბოციტებს აგრეგაციის დაქვეითების შემთხვევები.

ჭარბი დოზირება:

აცეტილცისტეინის 500 მგ/კგ დღეში დოზით მიღება არ იწვევს ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:

აცეტილცისტეინისა და ხველების საწინააღმდეგი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ნახველის შეგუბება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ისეთ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინი (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი, ამფოტერიცინ B ერთდროული მიღებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლის ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის შემცირებას. ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათისა.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და დეზაგრეგანტული მოქმედების გაძლიერება.

აცეტილცისტეინი ხსნის პარაცეტამოლის ტოქსიურ ეფექტებს.

განსაკუთრებული მითითებები:

ბრონქული ასთმით და ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებულებს აცეტილცისტეინი ენიშნებათ სიფრთხილით და ბრონქების გამავლობის სისტემატური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გოგირდის მსუბუქი სუნი დამახასიათებელია მოქმედი ნივთიერებისათვის.

აცეტილცისტეინის გახსნა უნდა მოხდეს მინის ჭურჭელში, უნდა ავირიდოთ მისი შეხება ლითონის და რეზინის ზედაპირებთან.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ფლუზამედი – FLUZAMED – ФЛУЗАМЕД

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულა: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ………..  150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ზედაპირული და სისტემური სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ფლუკონაზოლი მაღალსელექტიური პრეპარატია, რომელიც აინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს ლევერგოსტეროლიდან. იგი ეფექტურია იმ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Epidermophyton spp., Trichophiton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Paracoccidiodes brasiliensis და Histoplasma capsulatum. ფლუკონაზოლი პერორალური გამოყენებისას ადვილად შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა 90%-ზე მეტია. მისი შეწოვა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას 0.5-1.5 საათის განმავლობაში აღწევს და ნახევარგამოყოფის პერიოდი 30 სთ-ის ტოლია. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილებსა და ქსოვილოვან სითხეებში მაღალია, ხოლო მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალი (12%).

ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან ძირითადად შეუცვლელი სახით შარდთან ერთად (დაახლოებით 80%) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ინიშნება შემდეგი ინფექციების დროს:

  • პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზური სტომატიტი და რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია) ფილტვების, საშარდე სისტემისა და კანის კანდიდოზური ინფექციები.
  • პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან, ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პრევენციისათვის.
  • ფლუზამედი ასევე ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციებისას: კანის ინფექციები, მაგალითად, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილების მიკოზები;
  • კანდიდათი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგალითად, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები;
  • ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქოენ პაციენტების სოკოვანი ინფექციები;
  • შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, გამოწვეული კრიპტოკოკით, მაგალითად, კრიპტოკოკური მენინგიტი ან სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, კერძოდ, ფილტვებისა  და კანის;
  • ფლუზამედი გამოიყენება სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების, კერძოდ, მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.
  • ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკისათვის (თუ იმუნური სისტემის ფუნქცია დარღვეულია).
  • ფლუზამედი ასევე განკუთვნილია იშვიათი სოკოვანი ინფექციების, კერძოდ, კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ფლუზამედის კაფსულები განკუთვნილია მხოლოდ per os მიღებისათვის. ფლუზამედის გამოყენება შეიძლება, როგორც ჭამის დროს, ასევე, საკვების მიღებათა შორის ინტერვალებში.

მოზრდილებში – პირისა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი – 50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-14 დღისა და მეტი ხნის განმავლობაში.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები კბილის პროთეზის მომხმარებელ ავადმყოფებში – 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციასთან ერთად).

საყლაპავის, ფილტვების, საშარდე სისტემის კანდიდოზური ინფექციები და ასევე, კანისა და ლორწოვანების კანდიდოზები – 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.

პირის ღრუსა და ახის მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში – 150 მგ კვირაში ერთხელ.

სასქესო ორგანოების მწვავე კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა – 150 მგ ერთხელ კვირაში.

მორეციდივე (3 და მეტჯერ წელიწადში) ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტა – 150 მგ ერთხელ თვეში 4-12 თვის ან საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში.

კანის სოკოვანი ინფექციები – 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 150 მგ კვირაში ერთხელ 2-4 კვირის განმავლობაში.

ტერფების დერმატომიკოზებისას მკურნალობის ხანგრძლივობამ შესაძლოა 6 კვირას მიაღწიოს.

ქატოსებური ლიქენი – 300 მგ კვირაში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ავადმყოფისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე დოზა 300 მგ კვირაში იმ დროს, როდესაც სხვებისათვის საკმარისი შეიძლება იყოს 300-400 მგ ფლუზამედის ერთჯერადი მიღება. მკურნალობის სხვა სქემაა – 50 მგ ფლუზამედი ერთხელ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.

ფრჩხილების მიკოზები -150 მგ კვირაში ერთხელ, ჩვეულებრივ 3-6 თვის განმავლობაში (ხელებზე) და 6-დან 12 თვემდე (ფეხებზე).

შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები – 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების შემთხვევაში ფლუზამედის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.

მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის – 500-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში ინფექციის განვითარების მაღალი რისკის პერიოდში.

შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკური ინფექციებისას – 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 6-8 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკური ინფექციებისას, ფლუზამედის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში – 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების დროს – 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2 წლის და მეტი ხნის განმავლობაში.

4 კვირიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში – ლორწოვანი გარსის კანდიდოზური ინფექციები – 3 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში პირველ დღეს, შემდეგ 6 მგ/კგ დღე-ღამეში.

შინაგანი ორგანოების კანდიდოზური და კრიპტოკოკური ინფექციები – 6-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში.

სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მაღალი რისკის დროს – 3-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში.

3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში – იგივე დოზას იღებენ ერთხელ 48 სთ-ში.

2 კვირამდე ასაკის ბავშვებში – იგივე დოზას იღებენ ერთხელ 72 სთ-ში.

ხანდაზმულ ადამიანებში – თირკმელების დაავადების არარსებობისას, ფლუზამედს ჩვეულებრივი დოზით ნიშნავენ.

ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით – თირკმელების ფუნქციის მიხედვით ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა.

იმ შემთხვევაში, თუ ფლუზამედის მიღება გამოტოვეთ, შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.

გვერდითი მოვლენები:

♦ ჩვეულებრივ, ავადმყოფები ფლუზამედს კარგად იტანენ, მაგრამ, ფლუზამედმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი რეაქციები: ღებინება, გულისრევა, აბდომინალური დისკომფორტი, ფაღარათი, მეტეორიზმი, აგრეთვე გამონაყარი.

♦ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფლუზამედს, ძალიან იშვიათად აღენიშნებათ ღვიძლის ტოქსიური დაზიანების ნიშნები. როგორც წესი, აღნიშნული მოვლენები გვხვდება მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებში და ჩვეულებრივ ისინი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

♦ ფლუზამედის გამოყენებისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციური სინჯების, შარდისა და ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დადასტურდა მსგავსი ცვლილებების კავშირი ფლუზამედის მიღებასთან.

უკუჩვენებები:

* ფლუზამედი უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები მცირეა, ამიტომ ამ ავადმყოფებში უსაფრთხოების დონე დადგენილი არაა.

ფლუზამედის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ვინაიდან ფლუკონაზოლი მაღალი კონცენტრაციით სეკრეტირდება რძეში.

ჭარბი დოზირება:

ძალიან დიდი რაოდენობით ფლუზამედის ერთჯერადმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუზამედის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად. ის მაღალსელექტიურია სოკოების ენზიმების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ციტოქრომ P450-თან.

ფლუზამედი არ ცვლის ანტიპირინისა და ორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფლუდიტეკი 0.15% მშრალი ხველისათვის – FLUDITEC 0.15% Dry Cough – ФЛУДИТЕК 0.15% для сухой кашли

საერთაშორისო დასახელება:

DEXTROMETHORPHAN HYDROBROMIDE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 150 მლ, შეფუთვაში 1 ც.

100 მლ

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი ….. 150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მალტოლის ხსნარი, კალიუმის სორბატი, გარგარის არომატიზატორი, ნარინჯისფერი-მოყვითალო საღებავი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. თერაპიულ დოზებში არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნავასა და მიჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი განიცდის ღვიძლში ნაწილობრივ მეტაბოლიზმს. გამოიყოფა შარდით უცვლელი ან დიმეთილირებული მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • მშრალი, შემაწუხებელი ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 22.5 მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 1-4-ჯერ, პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. არ შეიძლება ხუთ სუფრის კოვზზე მეტის მიღება დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

შესაძლებელია პრეპარატის მიღება ხველის შეტევის პერიოდში რეკომენდებული დოზით.

ხანდაზმულ ასაკში ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში პირველად მიღებისას ერთჯერადი დოზა მცირდება 2-ჯერ, ტოლერანტობიდან გამომდინარე შესაძლებელია დოზის მომატება რეკომენდებულ დოზამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური-ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, და ძილიანობა.

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. მალტიტოლის არსებობის გამო შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა და დიარეის განვითარება.

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვით შემთხვევაში ბრონქოსპაზმი).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* ბრონქული ასთმა;

* სუნთქვის უკმარისობის ნიშნები;

* მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში;

* ლაქტაციის პერიოდი;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე კურსით (რამდენიმე დღე) და დოზირება არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ბრონქებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც თან ახლავს ნახველის გამოყოფა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

◄ არ შეიძლება ამ პრეპარატით სველი ხველის მკურნალობა.

◄ სხეულის ტემპერატურის მომატებისას, აგრეთვე მდგომარეობის გაუარესებისას ან ხუთდღიანი მკურნალობის კურსის არაეფექტურობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის მომატება და ხველის სხვა საწინააღმდეგო საშუალების მიღება. ამ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს.

◄ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ბრონქული ლორწოს გამათხიერებელ (ამოსახველებელ და მუკოლიზურ პრეპარატებთან) საშუალებებთან ერთად.

◄ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 7.8 მგ კალიუმს, რაც აუცილებელია გავითვალისწინოთ დღის რაციონის შედგენისას.

◄ თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

◄ პრეპარატის შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის დროს (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება).

◄ პრეპარატი ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ფარულ ან გარდამავალ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რაც საშიშია მძღოლებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ მანქანა-დანადგარებთან. პრეპარატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ეს სიმპტომები მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყება უმჯობესია საღამოს. მსგავსი მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლის მიღების ფონზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ორიენტაციის დარღვევა, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია კომის განვითარება, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სუნთქვის დათრგუნვის დროს – ნალოქსონი, ხელოვნური სუნთქვა; კრუნჩხვისას -ბენზოდიაზეპინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უკუნაჩვენებია ერთდროული მკურნალობა:

– სელექტიურ და არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდი, ტოლაქსოტონი) ერთდროული გამოყენება სეროტონინერგული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი, ორიენტაციის დარღვევა, დიარეა, კომა).

– არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება: ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში აძლიერებს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც საშიშია ავტომობილის მართვისას და ავტომატური დანადგარებთან მუშაობისას.

სიფრთხილით გამოიყენება: ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახდენენ დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე – მორფინის წარმოებულები (ოპოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი და სხვა ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალებები, საძილე პრეპარატები, სედატიური ანტიდეპრესანტები, ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორები. კლონიდინი და მისი ანალოგები, ბაკლოფენი, ტალიდომიდი – შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც სახიფათოა ავტომობილის მართვისას და ავტომატურ დანადგარებთან მუშაობისას.

– მორფინის წარმოებულებმა (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები) შესაძლებელია გააძლიერონ სუნთქვის დათრგუნვა და დეპრესიული სინდრომი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ურთიერქმედება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფლუდიტეკი – FLUDITEC – ФЛУДИТЕК

საერთაშორისო დასახელება:

CARBOCISTEINE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი 5% მოზრდილებისათვს: ფლაკონში 125 მლ

100 მლ

კარბოცისტეინი ………    5.0 გ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ. საქაროზა (35 გ/100 მლ), კარამელის არომატიზატორი, შლიცეროლი პატენტირებული ლურჯი V, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

სიროფი 2% ბავშვებისათვის: ფლაკონში 125 მლ

100 მლ

კარბოცისტეინი ………..  2.0 გ

დამხმარე ინგრედიენტები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ საქაროზა (70გ/100 მლ) ბანანის არომატიზატორი, გლიცეროლი ნარინჯისფერ-მოყვითალო საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუდიტეკის მუკოლიზური და ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია სიალოტრანსფერაზის – ბრონქების ლორწოვანი გარსის ფიალისებრი უჯრედების ფერმენტის გააქტიურებით. იგი იწვევს ბრონქიალური სეკრეტის მჟავე და ნეიტრალურ სიალომუცინების რაოდენობრივი თანაფარდობის  აღდგენას ნორმალურ მაჩვენებლამდე. აღადგენს ლორწოს სიბლანტესა და ელასტიურობას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, აღადგენს მათ სტრუქტურას, ააქტიურებს წამწამოვანი ეპითელის მოქმედებას. აღადგენს იმუნოლოგიურად აქტიური lgA სეკრეციას (სპეციფიკური დაცვა) და ლორწოს სულფჰიდროიდული ჯგუფის კომპონენტების რაოდენობას (არასპეციფიკური დაცვა). აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენსს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და მეტაბოლიზმი: პრეპარატის მიღებისას კარბოცისტეინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში და სასუნთქი გზების ლორწოვაში მისი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და ნარჩუნდება სასუნთქი გზების ლორწოვანში 8 საათის განმავლობაში. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.

გამოყოფა: კარბოცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით.

ჩვენებები:

  • პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოპნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, შუა ყურის ანთება, რინიტები, სინუსიტები).

მიღების წესი და დოზირება:

ფლუდიტეკის 5% სიროფი ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;

ფლუდიტეკის 2% სიროფი ენიშნებათ ბავშვებს 12 წლამდე:

– ახალშობილებში და ბავშვებში 2 წლამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ წონაზე, ე.ი. 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. დოზის გადაჭარბება 100 მგ/დღე-ღამეში რეკომენდებული არ არის;

– ბავშვებში 2-5 წლის ასაკამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ე.ი. 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;

– ბავშვებში 5-12 წლის ასაკამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 300 მგ-ს, ე.ი. 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის  შემცირება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების (მათ შორის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და სხვა პარაჰიდროქსიბენზოატების) მიმართ ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფლუდიტეკის გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან და/ან იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ბრონქიალური სეკრეტის გამოყოფის პროცესს, რეკომენდებული არ არის (მათ შორის ატროპინისმსგავსი ნივთიერებები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დიეტაზე მყოფ პაციენტებში შაქრის დაბალი შემცველობით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას პრეპარატში არსებული საქაროზას შემცველობა (მოზრდილთათვის მისაღები 5% სიროფის 1 სადილის კოვზი შეიცავს 5.25 გ საქაროზას, ბავშვებისათვის მისაღები 2% სიროფის 1 ჩაის კოვზი შეიცავს 3,5 გ საქაროზას).

◄ ფლუდიტეკი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცისტიტი და ქრონიკული გლომერულონეფრიტი გამწვავების ფაზაში, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

◄ ფლუდიტეკი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ პირებს ჭარბი ჩირქოვანი ნახველის გამოყოფის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!