Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 446

ტოპამაქსი – TOPAMAX – ТОПАМАКС

საერთაშორისო დასახელება:

TOPIRAMATE

მწარმოებელი: JANSSEN – CILAG

მოქმედი ნივთიერება: ტოპირამატი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ტოპირამატი  …………..     25 მგ

1 ტაბ.

ტოპირამატი ………..     100მგ

ფარმაკოდინამიკა:

ტოპირამატი წარმოადგენს ახალ, ეპილეფსიის საწინაღმდეგო პრეპარატს, რომელიც განეკუთვნება სულფამატის ჩამანაცვლებელ მონოსაქარიდების კლასს. ტოპირამატი ბლოკავს ნატრიუმის არხებს და ახშობს ქმედების განმეორებითი პოტენციალების წარმოქმნას ნეირონის მემბრანის ხანგრძლივი დეპოლარიზაციის ფონზე. ტოპირამატი ამაღლებს ©-ამინობუტირატის (ГАБА) აქტიურობას ГАБА-რეცეპტორების (მათ შორის ГАБАA – რეცეპტორების) ზოგიერთ ქვეტიპთან მიმართებაში, ასევე მოდულირებას უკეთებს თვით ГАБАA– რეცეპტორების აქტიურობას, აფერხებს კაინატ/ამპმ (ამინო-3-ჰიდროქსი-5-მეთილიზოქსაზოლ-4-პროპინის მჟავა)-რეცეპტორების ქვეტიპის მგრძნობელობის აქტივაციას გლუტამატის მიმართ, ისე რომ, არ ზემოქმედებს N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) აქტიურობაზე NMDA-რეცეპტორების ქვეტიპის მიმართ. ტოპირამატის ეს ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე, პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციისას 1 მკმოლ-დან 200 მკმოლ-მდე, მინიმალური აქტივობით 1 მკმოლ-დან 10 მკმოლ-მდე. გარდა ამისა, ტოპირამატი ახშობს კარბოანჰიდრაზის ზოგიერთი იზოფერმენტის აქტიურობას. ამ ფარმაკოლოგიური ეფექტის გამოხატულებით ტოპირამატი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აცეტაზოლამიდს – ნახშირის ანჰიდრაზის ცნობილ ინჰიბიტორს, ამიტომ ტოპირამატის ეს აქტიურობა არ ითვლება მის, ეპილეფსიის საწინააღმდეგო აქტიურობის ძირითად კომპონენტად.

ფარმაკოკინეტიკა:

ტოპირამატი სწრაფად და ეფექტურად შეიწოვება. ბიო-ხელმისაწვდომობაა 81%. საკვების მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს ტოპირამატის ბიო-ხელმისაწვდომობაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება ტოპირამატის 13-17%. 1200 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ

გადანაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 0.55-0.8ლ/კგ. გადანაწილების მოცულობის სიდიდე დამოკიდებულია სქესზე: ქალებთან იგი შეადგენს იმ მნიშვნელობების დაახლოებით 50%, რაც მამაკაცებში აღინიშნება, რასაც მიაწერენ ქალის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის უფრო მაღალ შემცველობას.

პერორალური მიღების შემდეგ ხდება მიღებული დოზის დაახლოებით 20% მეტაბოლიზაცია. თუმცა იმ პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც ახდენს იმ ფერმენტების ინდუცირებას, რომლებიც სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმზე არიან პასუხისმგებელი, მაშინ ტოპირამატის მეტაბოლიზმი იზრდება 50%-მდე.

ადამიანის პლაზმიდან, შარდიდან და ფეკალიებიდან გამოყოფილ და ინდენტიფიცირებულ იქნა ექვსი, პრაქტიკულად არააქტიური მეტაბოლიტი. უცვლელი ტოპირამატის (70%) და მისი მეტაბოლიტების გამოდევნის ძირითად საშუალებას წარმოადგენს თირკმელები. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კლირენსი შეადგენს 20-30 მლ/წთ-ში.

ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკა წრფივი ხასიათის მატარებელია, პლაზმური კლირენსი უცვლელი რჩება, ხოლო ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაცია/დრო (AUC) 100-დან 400-მდე დოზის დიაპაზონში დოზის პროპორციულად იზრდება. პაციენტებს, რომლებსაც თირკმელები ნორმალურად უმუშავებთ, პლაზმაში მდგრადი კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება დასჭირდეთ 4-დან 8 დღემდე. მაქსიმალური კონცენტრაციის სიდიდე (Cmax) 100მგ პრეპარატის მრავალჯერადად, დღეში ორჯერ პერორალური მიღების შემდეგ საშუალოდ შეადგენდა 7.76მკგ/მლ. 50 და 100 მგ დოზების დღეში ორჯერ მრავალჯერადად მიღების შემდეგ პლაზმიდან ტოპირამატის ნახევრად გამოდევნის პერიოდი საშუალოდ 21 სთ-ს შეადგენდა. თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს ტოპირამატის პლაზმური და თირკმელების კლირენსი დაბლა იწევს (კრეატინინის კლირენსი (CLWR Ƴ⇐ 60 მლ/წთ). ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმლის დაავადება, ტოპირამატის პლაზმური კლირენსი არ იცვლება. ტოპირამატი ეფექტურად გამოიდევნება პლაზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით. პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, ზომიერად გამოხატულიდან მძიმემდე, ტოპირამატის პლაზმური კლირენსი დაბლა იწევს. ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ბავშვებში,

ისევე როგორც მოზრდილებში, რომლებიც ამ პრეპარატს დამხმარე თერაპიის სახით იღებენ, წრფივი ხასიათის მატარებელია, ამასთან მისი კლირენსი არ არის დამოკიდებული დოზაზე, ხოლო სტაციონარული კონცენტრაციები პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდის პროპორციულად. გასათვალისიწნებელია ის ფაქტი, რომ ბავშვებში ტოპირამატის კლირენსი აწეულია, ხოლო მისი ნახევრად გამოდევნის პერიოდი – უფრო მოკლე. მაშასადამე, ერთი და იგივე დოზის მიღებისას, სხეულის 1 კგ მასაზე გადაანგარიშებით, ტოპირამატის კონცენტრაციები პლაზმაში ბავშვებში შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე მოზრდილებში.

ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას ახდენს, იწვევს პლაზმაში ტოპირამატის სტაციონარული კონცენტრაციების დაწევას.

ჩვენება მოხმარებისთვის

მონოთერაპია:

ეპილეფსია მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან (მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებსაც პირველად დაუდგინდა ეპილეფსია). კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: პარციალური ან გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები, გულყრები ლენოქს-გასტოს სინდრომის ფონზე მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილით

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა ნეფროუროლითიაზი (მათ შორის წარსულში ან ოჯახურ ანამნეზში), ჰიპერკალციურია.

მოხმარება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:

გამოკვლევები ორსულების მიერ ტოპამაქსის მოხმარებაზე, არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ორსულობისას ტოპამაქსი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული, თუ მისი პოტენციური დადებითი ეფექტი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პაციენტებზე დაკვირვების

შეზღუდული რაოდენობა იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ტოპირამატი დედის რძესთან ერთად დამოიყოფა.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ეპილეფსიური შეტევების ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად ბავშვებში და მოზრდილებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით შემდგომი თანდათანობითი ტიტრირებით ეფექტურ დოზამდე. ტოპამაქსის აბების დაყოფა არ არის რეკომენდებული.

მოხმარება კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად მოზრდილ პაციენტებში

მინიმალური ეფექტური დოზა შეადგენს 200მგ დღეში. ჩვეულებრივ, სუმარული 24სთ-იანი დოზა შეადგენს 200მგ-დან 400მგ-მდე და მისი მიღება ხდება ორჯერადად. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 24სთ-იანი დოზის გაზრდა მაქსიმალურამდე – 1600მგ. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით, ეფექტური დოზის შემდგომი თანდათანობითი შერჩევით. დოზის შერჩევას იწყებენ 25-50მგ-ით, რომლის მიღებაც ხდება საღამოს საათებში, 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში, ერთ ან ორკვირიანი ინტერვალით დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-50მგ-ით და მისი მიღება მოხდეს ორჯერადად.

დოზის შერჩევისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით. ზოგიერთ პაციენტთან ეფექტი შეიძლება მიღწეულ იქნეს პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებით. ტოპამაქსით მკურნალობის ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, არ არის აუცილებელი პლაზმაში მისი კონცენტრაციის კონტროლი. დოზირების წინამდებარე რეკომენდაციები ყველა მოზრდილი პაციენტისთვისაა მისაღები, მათ შორის ხანდაზმულებისთვისაც, თუ მათ თირკმელების დაავადება არ აღენიშნებათ. (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”).

კომბინირებული კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან

ტოპამაქსის რეკომენდებული სუმარული დღიური დოზა დამატებითი თერაპიის სახით შეადგენს 5-დან 9 მგ/კგ-მდე და მისი მიღება ხდება ორჯერადად. დოზის შერჩევა საჭიროა დაიწყოს 25მგ-დან (ან უფრო ნაკლებიდან, საწყის დოზაზე დაყრდნობით – 1-დან 3 მგ/კგ დღეში), რომლის მიღებაც უნდა მოხდეს საღამოს საათებში 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში ერთ ან ორკვირიანი შუალედებით შეიძლება დოზა გაიზარდოს 1-3 მგ/კგ-ით და მიღებულ იქნას ორჯერადად. დოზის შერჩევისას საჭიროა ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით. დღიური დოზა 30მგ/კგ-მდე, როგორც წესი, კარგად გადაიტანება.

მონოთერაპია: ზოგადი დებულებები

კრუნხჩხვის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატების მოხსნისას ტოპირამატით მონოთერაპიის მიზნით, აუცილებელია გათვალისიწნებულ იქნას ამ ნაბიჯის შესაძლო ზეგავლენა გულყრების სიხშირეზე. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის იმის აუცილებლობა, რომ უსაფრთხოების მიზნით მკვეთრად შეწყდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატის მიღება, მაშინ რეკომენებულია მათი დოზების თანდათანობით შემცირება, რომლის დროსაც მოხდება თანმხლები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის შემცირება ერთი მესამედით ყოველ 2 კვირაში. იმ პრეპარატების შეწყვეტისას, რომლებიც წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტის ინდუქტორს, ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლში გაიზრდება. ამგვარ შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება ტოპამაქსის დოზის შემცირება.

მონოთერაპია: მოზრდილები

მკურნალობის დასაწყისში პაციენტმა უნდა მიიღოს 25მგ ტოპამაქსი ძილის წინ 1 კვირის გგანმავლობაში. ამის შემდეგ დოზას ზრდიან 1-2 კვირიანი ინტერვალით 25 ან 50 მგ-მდე (დღე-ღამის დოზას ყოფენ ორ მიღებად). თუ პაციენტი ვერ იტანს დოზის გაზრდის ამგვარ რეჟიმს, მაშინ შესაძლებელია გაიზარდოს დოზის გაზრდის ინტერვალები, ან თვით დოზა გაიზარდოს უფრო ნელ-ნელა. დოზის შერჩევისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით.

საწყისი დოზა ტოპირამატით მონოთერაპიისას მოზრდილებში შეადგენს 100მგ დღე-ღამეში, ხოლო მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500მგ. ზოგიერთი პაციენტი ეპილეფსიის რეფრაქტორული ფორმებით, ტოპირამატით მონოთერაპიას იტანს 1000მგ დოზებში დღე-ღამეში. დოზირების რეკომენრაციები ეხება ყველა მოზრდილს, მათ შორის ხნიერ პაციენტებსაც, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმელის დაავადება.

მონოთერაპია: ბავშვები

ბავშვებს 2 წლის ასაკიდან მკურნალობის პირველ კვირას ტოპირამატი უნდა მიეცეს ძილის წინ 0,5-1მგ/სხეულის მასის კგ. შემდეგ დოზა იზრდება 1-2

კვირიანი ინტერვალით 0,5 მგ/კგ-ით დღე-ღამეში (დღე-ღამის დოზა ორ მიღებაზე იყოფა). თუ ბავშვი ვერ იტანს დოზის გაზრდის ამგვარ რეჟიმს, მაშინ დოზის გაზრდა შეიძლება უნფრო თანდათანობით ან შეიძლება გაიზარდოს დოზების გაზრდას შორის ინტერვალი. დოზის ოდენობა და მისი გაზრდის სისწრაფე უნდა განისაზღვროს კლინიკური შედეგებით.

დოზების რეკომენდებული დიაპაზონი ტოპირამატით მონოთერაპიისას 2 წელს ზემოთ ბავშვებში შეადგენს 3-6მგ/კგ დღე-ღამეში. ბავშვებს, რომლებსაც ახლახან დაუდგინდა პარციალური გულყრები, შეიძლება დაენიშნოს 500მგ დღე-ღამეში.

გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ფსიქომოტორული შეფერხებები, ატაქსია, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, გონების არევა, პარესთეზია, ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, დიპლოპია, ანორექსია, ნისტაგმი, დეპრესია; დამატებით ბავშვებში – პიროვნების რღვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ჰიპერკინეზი,

იშვიათად – გემოს დაკარგვა, აღგზნებადობა, კოგნიტიური აშლილობა, ემოციური ლაბილურობა, გაუმართავი სიარული, აპათია, ფსიქოტური სინდრომები, აგრესიული რეაქციები, სუიციდური იდეები ან მცდელობები, ბავშვებში დამატებით – ჰალუცინაციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ – გულისრევა, მუცლის ტკივილი, იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზის ამაღლება, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

სხვა დანარჩენი – წონაში კლება, ასთენია, იშვიათად – ლეიკოპენია, ნეფროლითიაზი, ოლიგოჰიდროზი (ძირითადად ბავშვებში), მეტაბოლური აციდოზი;

ასევე კანის და ლორწოვანის რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა, პემფიგუსი, სტივენ ჯონსონის სინდრომი და ტოქსიურად ეპიდერმული ნეკროლიზი) პაციენტებში, რომლებიც ტოპამაქსს იმ პრეპარატებთან ერთად იღებდნენ, რომლებიც იწვევდა გვერდით ეფექტს კანისა და ლორწოვანის მხრივ, შესაძლებელია გაჩნდეს სინდრომი (როგორც წესი, თერაპიის დაწყებიდან ერთ თვეში), რომელიც ხასიათდება მიოპიით თვალის შიდა ჰიპერტენზიის აწევის ფონზე. ასევე აღინიშნებოდა მხედველობის მწვავე დაქვეითება და /ან ტკივილი თვალის არეში. ოფთალმოლოგიური გამოვლინებები მოიცავს: მიოპიას, თვალის წინა კამერის სიღრმის შემცირებას, თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შიდა თვალის წნევის აწევას. ზოგიერთ შემთხვევაში – მიდრიაზს. ამ სინდრომის შესაძლო მექანიზმს წარმოადგენს სუპრაცილიარული გამონადენის გაზრდა, რაც იწვევს ბროლის და ფერადი გარსის წინ წაწევას და შედეგად მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპომატიკა: გვერდითი ეფექტების გამოხატულების გაძლიერება. მკურნალობა: თუ პაციენტს ცოტა ხნით ადრე მიღებული აქვს საკვები, საჭიროა სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა ან პირღებინების პროვოცირება. აქტივირებული ნახშირი არ შთანთქავს ტოპამაქსს, ამიტომ მისი გამოყენება დოზის გადაჭარბების დროს არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური თერაპია. ტოპირამატის ორგანიზმიდან გამოდევნის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ჰემოდიალიზი. მიუხედავად ამისა, დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ერთჯერად შემთხვევაში 20გ-ზე მეტის მიღებას, ჰემოდიალიზის ჩატარება არ გახდა აუცილებელი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ზემოქმედება ტოპამაქსის კონცენტრაციაზე

ფენიტოინი და კარბამაზეპინი დაბლა წევს ტოპამაქსის კონცენტრაციას პლაზმაში. ფენიტოინის ან კარბამაზეპინის დამატებამ ან მოხსნამ ტოპამაქსით

მკურნალობის ფონზე შეიძლება ამ უკანასკნელის დოზების შეცვლა მოითხოვოს. დოზა უნდა შეირჩეს საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევაზე ორიენტირებით.

ვალპროვის მჟავის დამატება ან მოხსნა არ იწვევს პლაზმაში ტოპამაქსის კონცენტრაციის მშნიშვნელოვან კლინიკურ ცვლილებას., და მაშასადამე, არ საჭიროებს ტოპამაქსის დოზის შეცვლას.

– დიგოქსინი: გამოკვლევაში ერთჯერადი დოზის გამოყენებით დიგოქსინის კონცენტრაციის ფართობი მრუდის ქვეშ ტოპამაქსის ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდებოდა 12%-ით. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. ტოპამაქსის დანიშვნის ან მოხსნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დიგოქსინს იღებენ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის რუტინულ მონიტორირებას.

– ცნს-ის ფუნქციების დამთრგუნავი საშუალებები: კლინიკური გამოკვლევების ფარგლებში ტოპამქასის ალკოჰოლთან ან სხვა, ცნს-ის ფუნქციების დამთრგუნავ ნივთიერებებთან ერთად მიღების შედეგები შესწავლილი არ არის.

–         რეკომენდებულია, არ მიიღოთ ტოპამაქსი ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციებს.

– პერორალური კონტრაცეპტივები:

პერორალურ კონტრაცეპტივებთან სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების გამოკვლევებში, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ნორეთინდრონის (1მგ) და ეთინილესტრადიოლის (35მკგ) შემცველი კომბინირებული პრეპარატი, ტოპამაქსი დღეში 50-800-იან დოზებში ნორეთინდრონის ეფექტურობაზე, ხოლო დღეში 50-200 დოზებში -ეთინილესტრადიოლის ეფექტურობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა.

ეთინილესტრადიოლის ეფექტურობის მნიშვნელოვანი, დოზაზე დამოკიდებული დაწევა აღინიშნებოდა დღეში ტოპაქმაქსის 200-800-იან დოზის მიღებისას. აღწერილი ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაწევის და სპონტანური სისხლდენის გაძლიერების რისკი გათვალისიწინებულ უნდა იქნეს იმ პაციენტებში, რომლებიც პერორალურ კონტრაცეპტივებს ტოპაქმაქსთან ერთად იღებენ.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებს, აუცილებლად უნდა აცნობონ მენსტრუაციის ხასიათის ან ვადების ნებისმერი ცვლილების შესახებ. კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება დაეცეს სპონტანური სისხლდენის არასებობის შემთხვევაშიც კი.

სხვა პრეპარატები: ტოპამაქსის და იმ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც იწვევს ნეფროლითიაზს, შეიძლება გაზარდოს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკი. ტოპამაქსით მკურნალობის განმავლობაში უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ამგვარი პრეპარატების გამოყენებას, ვინაიდან მათ შეძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ნეფროლითიაზს.

განსაკუთრებული მითითებები:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპატების შეწყვეტა, მათ შორის ტოპამაქსისა, თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გულყრების სიხშირის შესაძლებლობა.

კლინიკურ გამოკვლევებში დოზას ამცირებდნენ 100მგ-ით ერთკვირიანი ინტერვალით. ზოგოერთ პაციენტის შემთხვევაში პრეპარატის მოხსნა დაჩქარებული იყო და წარმატებითაც ჩაიარა. თირკმელიდან გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებლია თირკმელების ფუნქციაზე და არა ასაკზე. პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია ზომიერად ან გამოკვეთილად მოშლილი აქვთ, პლაზმაში მყარი კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება დასჭირდეთ 10-დან 15 დღემდე, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია მოშლილი არ აქვთ – 4-8 დღე. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადებისას, დოზის შერჩევის სქემა ორიენტირებული უნდა იყოს კლინიკურ ეფექტზე (ანუ გულყრების კონტოროლის ხარისხი, გვერდითი ეფექტების არარსებობა) და უნდა ითავლისწინებდეს, რომ თირკმლის ფუნქცია მოშლილ პაციენტებს, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციის დასადგენად თითოეული დოზისთვის შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო. ტოპირამატით თერაპიისას მნიშვნელოვანია მოხმარებული სითხის მოცულობის ადეკვატური ზრდა, რომელსაც შესწევს უნარი შეამციროს ნეფროლითიაზის და ასევე იმ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ფიზიკური დატვირთვის ან მაღალი ტემპერატურეს ზემოქმედების ქვეშ.

ნეფროლითიაზი

ზოგიერთი პაციენტის, განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვისაც მიდრეკილება აქვს ნეფროლთიაზისადმი, შეიძლება გაიზარდოს თირკმელებში ქვების გაჩენის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების რისკი, როგორებიცაა თირკმლის კოლიკა. რათა შევამციროთ ეს რისკი, საჭიროა მოხმარებული სითხის ოდენობის ადეკვატური გაზრდა. ნეფროლითიაზის განვითარების რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ნეფროლითიაზი ანამნეზში (მ.შ. ოჯახურში)., ჰიპერკალციურია, თანმხლები თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ხელს უწყობს ნეფროლიტიაზის განვითარებას.

ღვიძლის ფუნქციის მოშლა

პაციენტებმა, რომლებსაც მოშლილი აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ტოპარამატი სიფრთხილით უნდა მიიღონ, ამ პრეპარატის კლირენსის შესაძლო შემცირების გამო.

მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა

სინდრომის გაჩენისას, რომელიც მოიცავს დახურულკუთხოვან გლაუკომასთან დაკავშირებულ მიოპიას, მკურნალობა გულისხმობს ტოპამაქსის მიღების შეწყვეტას, როგორც კი მკურნალი ექიმი ამას შესაძლებლად ჩათვლის, და შესაბამისი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია შიდა თვალის წნევის დაწევისკენ. როგორც წესი, ეს ზომები იწვევს შიდა თვალის წნევის დაეგულირებას. ნებისმიერი ეტიოლოგიის აწეულმა შიდა თვალის წნევამ, ადეკვატური მკურნალობის არარსებობისას, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით.

გაძლიერებული კვება

თუ პაციენტი ტოპამაქსით მკურნალობისას წონაში იკლებს, მაშინ საჭიროა განხილულ იქნეს საკვები დანამატების მოხმარების მიზანშეწონილობის ან გაძლიერებული კვების საკითხი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკასთან მუშაობაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი შეიკაოთ პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების განსაკუთებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (მ.შ. ავტომობილის მართვა).

სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობა – მაგალითები უცნობია

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

ტონზილოტრენი – TONZILOTREN – ТОНЗИЛОТРЕН

მწარმოებელი: DHU-Arzneimittel GmbH & Co. KG


შემადგენლობა
:

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:

აქტიური ნივთიერებები: Atropinum sulfuricum (ატროპინის სულფატი) trit. D5 12,5 მგ, Hepar sulfur (ჰეპარ სულფური) trit. D3 10,0 მგ, Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 50,0 მგ, Silicea (კაჟმიწა) trit. D2 5,0 მგ, Mercurius bijiodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 25,0 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების გადიდება;
  • შეხორცების პროცესების დაჩქარება ნუშურების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* Тპრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის ან ერთ-ერთი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემდეგ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ტონზილოტრენის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ტონზილოტრენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

3 წლამდე ასაკის ბავშვების ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფების მკურნალობისათვის ტონზილოტრენის დანიშვნა ექიმთან წინასწარი კონსულტაცის შემდეგაა დასაშვები.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები:

სხვა მითითებათა არარსებობისას ტონზილოტრენის მიღება შემდეგნაირად ხდება:

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას: 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში; მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 1 საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.

მწვავე მდგომარეობის შენარჩუნების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 დღეში საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

ქრონიკული ტონზილიტის ან ნუშურების გადიდების დროს 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები კი – 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში.

ქრონიკული მორეციდივე ტონზილიტის დროს მიზანშეწონილია წლის განმავლობაში მკურნალობის რამოდენიმე ციკლის ჩატარება (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.

3 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისას დასაშვებია ტაბლეტების დაქუცმაცება.

პრეპარატ ტონზილოტრენის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ცნობილი არ არის.

გვერდითი მოქმედებები :

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი. ასეთ დროს ტონზილოტრენი უნდა მოიხსნას და ექიმს საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ. პრეპარატ ტონზილოტრენის მიღების შემდეგ ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

ვარგისიანობის ვადა ;

5 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი კოლოფსა და ეტიკეტზეა მითითებული. ამ თარიღის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვა:

ორიგინალური კოლოფი ინახება 15-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ტონზილგონ ნ – TONZILGON N – ТОНЗИЛГОН Н

სავაჭრო დასახელება: ტონზილგონ ნ
ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორია.

ფორმა:

დრაჟე , წვეთები შიგნით მისაღებად.

შემადგენლობა:

100გ ტონზილგონ ნ-ის წვეთები შეიცავს:
ალთეს ფესვები (Althaea officinalis L., Malvaceae)  0,4 გ

გვირილის ყვავილები (Chamomilla recutita, Asteraceae)  0,3 გ

ბერძნული კაკლის ფოთლები (Juglandis regia L, Juglandeae)  0,4გ

მუხის ქერქი (Quercus robur, Fagaceae)  0,2 გ

შვიტა (Equisetum arvense, Equisetaceae)  0,5 გ

ფარსმანდუკი (Achillea millefolium, Asteraceae) 0,4 გ

ბაბუაწვერა (Taraxacum officinale, Asteraceae) 0,4 გ

დამხმარე ნივთიერებები : სუფთა წყალი 71 გ.

ეთანოლის შემცველობა (მოცულობით ) 16,0 – 19,5 %

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული პრეპარატია, ახდენს ანთების საწინაღმდეგო მოქმედებას და ადგილობრივი ანტისეპტიური მოქმედებით ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი ეფექტი განპირობებულია მაკროფაგების და გრანულოციტების მაღალი ფაგოციტარული აქტივობით.

ჩვენება:

მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი; რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს გართულების პროფილაქტიკა, ინფექციების მიმართ დაქვეითებული გამძლეობა, განსაკუთრებით ბავშვთა ადრეულ ასაკში; დამხმარე სამკურნალო საშუალებად სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებების თერაპიაში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ლაქტაცია :

მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

გვერდითი მოქმედება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე დაავადებისას – 2-2 დრაჟე ან 25 წვეთი 5-6-ჯერ დღეში;
ჩვილ ბავშვებში და 5 წლამდე ასაკში – თითო (1) წვეთი 5-6-ჯერ დღეში,
5-დან -10 წლამდე – 15 წვეთი 5-6-ჯერ დღეში,
ბავშვებში 10-დან 16 წლამდე – 20 წვეთი ან 1 დრაჟე 5-6-ჯერ დღეში.
მწვავე ნიშნების გაქრობის შემდეგ მიღების ჯერადობა მცირდება –  მიიღება 3-ჯერ დღეში.  (ამ დროს ერთჯერადი დოზა რჩება იგივე). მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.

ტოლპერიზონი – TOLPERISONE – ТОЛПЕРИЗОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

მიდოკალმი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ამცირებს ექსპერიმენტულად გაძლიერებულ კუნთოვან ტონუსს და დეცერებრაციულ რიგიდობას. პრეპარატი თრგუნავს რეტიკულოსპინალურ რეფლექსურ აგზნებადობას. იგი არ მოქმედებს თავის ტვინის ქერქის ფუნქციაზე, აძლიერებს პერიფერიულ სისხლმიმოქცევას. პრეპარატის მოქმედება სისხლმიმოქცევაზე არ არის დამოკიდებული თავის ტვინის ვაზომოტორული ცენტრების რეგულაციაზე, რაც მიუთითებს მისი მოქმედების პერიფერიული მექანიზმების შესახებ.

ჩვენებები

  • განივზოლიანი კუნთების მომატებული ტონუსის დასაქვეითებლად, რომელიც გამოწვეულია ორგანული ნევროლოგიური დაავადებებით (პირამიდული გზების დაზიანება, მრავლობითი სკლეროზი, მიელოპათია, ენცეფალომიელიტი), მაგალითად, კუნთების ჰიპერტონია, კუნთების სპაზმი, კუნთების კონტრაქტურა, რიგიდულობა, სპინალური ავტომატიზმი.
  • სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები (არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი თრომბანგიტი, რეინოს დაავადება, დიფუზური სკლეროდერმა). ამის გარდა, პათოლოგია, გამოწვეული სისხლძარღვოვანი ინერვაციის დარღვევით (აკროციანოზი, ხანგამოშვებითი ანგიონევროზული დისბაზია). პოსტთრომბული ვენური და ლიმფის მიმოქცევის მხრივ დარღვევები, წვივის წყლული.

დოზირების რეჟიმი

მიდოკალმი ინიშნება დოზით 200 მგ დღეში (1 ამპულა 2-ჯერ) კუნთებში, ან ყოველდღიურად 100 მგ (1 ამპულა) ინტრავენურად, ნელა.

გვერდითი მოვლენები

– კუნთების სისუსტე, ძილიანობა.

– იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური, შოკი, დისპნოე);

– კანის რეაქციები: ქავილი, ერითემა, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ამის გარდა, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.

გვერდითი მოვლენები გაივლის დოზის შემცირების შემთხვევაში.

უკუჩვენებები

* მძიმე მიასთენია;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვებში.

ტოლნაფტატი – TOLNAFTATE – ТОЛНАФТАТ

ფარმაკოლოგიური თვისებები

კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო ანტიმიკოზური საშუალება. ეფექტურია სოკოების Epidermophyton, microsporum spp., Malassezia furfur წინააღმდეგ, მაგრამ უეფექტოა Candida spp., და ბაქტერიების წინააღმდეგ.

ჩვენებები

  • დერმატომიკოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ქატოსებრი ლიქენი (Pityriasis versicolor)

დოზირების რეჟიმი

დაზიანებული კანი მალამოს თხელი ფენით იფარება.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ტოლნაფტატისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

სოკოვანი დაავადების პირველადი განკურნების მიუხედავად მოსალოდნელია რეციდივი, რასაც მკურნალობის მეორე კურსი შეიძლება დასჭირდეს.

ტოლნაფტატი მონოთერაპიის სახით არაა განკუთვნილი ფრჩხილის ბუდის ან თმის ფოლიკულების ღრმა სოკოვან დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევებში სისტემური მოქმედების პრეპარატებთან ერთად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ტოკოფეროლის აცეტატი – TOCOPHEROL ACETATE – ТОКОФЕРОЛА АЦЕТАТ

საერთაშორისო დასახელება:

TOCOPHEROL

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ტოკოფეროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი E; უპირატესად ქსოვილოვან ცვლაზე მოქმედი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტოკოფეროლი

ზეთოვანი საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ტოკოფეროლი ……….    100 მგ

 

ვრცლად ტოკოფარმ ნეო (მიღების წესი, დოზირება განსხავავებული)

ტოკოფარმ ნეო – TOCOPHARM NEO – ТОКОФАРМ НЕО

საერთაშორისო დასახელება:

TOCOPHEROL

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ტოკოფეროლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი  E;  ანტიოქსიდანტი; ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 40 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

ტოკოფეროლი ………   67 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

წყალში ხსნადი ვიტამინი, რომლის ფუნქცია ბოლომდე გაურკვეველია. როგორც ანტიოქსიდანტი, ამუხრუჭებს თავისუფალ რადიკალურს რეაქციებს, იცავს ზეჟანგების წარმოქმნისაგან, რომელიც აზიანებს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განვითარებისათვის, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისათვის. სელენთან ერთად ამუხრუჭებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, იცავს ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს.

ჩვენებები:

E ჰიპოვიტამინოზი და E ვიტამინზე ორგანიზმის გაზრდილი მთხოვნილება (მათ შორის, ახალშობილებში, დღენაკლულებში  სხეულის მცირე წონით, მცირე ასაკი ბავშვებში საჭმელთან ერთად E ვიტამინი არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრისას);

პერიფერიული ნევროპათიის დროს, მანეკროზებელი მიოპათიისასა, აბეტალიპოპროტეინემიისას, გასტრექტომია, ქრონიკული ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების ატრეზია, ობსტრუქციული სიყვითლისას, ცელიაკია, ტროპიკული სპრუ, კრონის დაავადება, მალაბსორბცია, პარენტერალური კვებისას;

ორსულობისას (განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი);

ნიკოტინური დამოკიდებულება, ნარკომანია, ლაქტაცია, კოლესტირამინის, კოლესტიპოლის, მინერალური ცხიმების და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებისას, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი დიეტის დანიშვნისას).

ახალშობილებში სხეულის მცირე წონით: ჰემოლიტური ანემიის საპროფილაქტიკოდ, ბრონქოპულმონალური დისპლაზია, რეტროლენტალური ფიბროპლაზიით გართულებული.

მიღების წესი და დოზირება:

1–6 წლამდე ასაკის ბავშვებში E ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნილება შეადგენს 5–7მგ, 7–17 წლამდე – 10–15მგ, ქალებში და მამაკაცებში – 10მგ/დღ, მეძუძურებში – 11–12მგ/დღ; 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3–6 მგ/დღ, 4–10 წლამდე – 7 მგ/დღ. E ჰიპოვიტამინოზის მკურნალობის ხანგრძლიობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.

პარენტერალურად (ათბობენ 370C) შეყავთ იგივე დოზით, როგორსაც ნიშნავენ შიგნით მისაღებად ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა; სიფრთხილით: ჰიპოპროთრომბინემიისას (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე – შეიძლება გაძლიერდეს 400ME  Eვიტამინის დოზაზე).

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები; კუნთში შეყვანისას – მტკივნეულობა, ინფილტრატი, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ხანგრძლივი დროის მანძილზე 400–800 ED/დღ (1მგ=1.21 ME) მიღებისას აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია;

800 ED/დღ –ზე მეტი მიღებისას ხანგრძლივი დროის მანძილზე – K ვიტამინის დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის მოშლილობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, სისხლჩაქცევა თვალის ბადურა გარსში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.

მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის შეწყვეტა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა.

განსაკუთრებული მითითებები:

თვალის პიპეტში აღებული 5–10–30% ხსნარის  1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 1,2 და 6.5 მგ ტოკოფეროლის აცეტატს. ტოკოფეროლი შედის მცენარის მწვანე ნაწილების შემადგენლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა გამონაზარდებში;

ტოკოფეროლის დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი მცენარეულ ზეთში (მზესუმზირის,ბამბის, სიმინდის, მიწის თხილის, სოიოს, ქაცვის). გარკვეულ რაოდენობას შეიცავს ხორცი, ცხიმი, კვერცხი, რძე.

მხედველობაშია მისაღები, რომ მცირე წონის ახალშობილებში E ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს პლაცენტის დაბალი განვლადობა (ნაყოფის სისხლი დედის სისხლში არსებული E ვიტამინის  მხოლოდ 20–30% შეიცავს).

დიეტა სელენის და გოგირდშემცველი ამინომჟავების შემცველი E ვიტამინზე მოითხოვნას ამცირებს. ახალშობილებში E ვიტამინის რუტინული დანიშვნისას ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგეს სარგებელი და ნეკროტული ენტეროკოლიტის განვითარების რისკი.

დღესდღეობით E ვიტამინის მიღება არასაფუძვლიანად დასაბუთებულად ითვლება შემდეგი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ბეტა–თალასემია, ონკოლოგიური დაავადებები, ფიბროზო–კისტოზური დისპლაზია სარძევე ჯირკვლების, კანის ანთებითი დაავადებები, თმის ცვენა, ჩვეული აბორტი, გულის დაავადებები,  „გარდამავალი“ კოჭლობა, პოსტმენსტრუალური სინდრომი, უნაყოფობა, პეპტიკური წყლული, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, დამწვრობა, პორფირია, ნერვკუნთოვანი გამტარებლობის დარღვევა, თრომბოფლებიტი, იმპოტენცია, ფუტკრის ნაკბენი, მოხუცებულობითი ლენტიგო, ბურსიტი, დახვეული სახვევის დერმატიტი, ატმოსფეროს დაბინძურებისას ფილტვისმიერი ინტოქსიკაცია, ათეროსკლეროზი, დაბერება.

დაუმტკიცებლად ითვლება E ვიტამინის მიღება სექსუალური აქტიობის ასამაღლებლად.

ურთიერთქმედება:

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი პრეპარატების, ანტიოქსიდანტების ეფექტს. აძლიერებს ეფექტურობას და ამცირებს ტოქსიურობას A და D ვიტამინებისა და საგულე გლიკოზიდებისა. E ვიტამინის დიდ დოზებით დანიშვნამ შეიძლება A ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს. აძლერებს ანტიეპილეპტიკურების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულიებში.

E ვიტამინის 400 ED/დღ და უფრო მეტი დოზით მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად (კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულების) ზრდის ჰიპოპროთრომბინემიისა და სისხლდენის რისკს. კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას. Fe–ის მაღალი დოზა აძლიერებს ჟნგვის პროცესს ორგანიზმში, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ტობრიმედი – TOBRIMED – ТОБРИМЕД

საერთაშორისო დასახელება:

TOBRAMYCIN

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული პრეპარატი, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.

1 მლ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნითიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატმონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ორთოფოსფომჟავა 10%, საინექციო წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ალუმინის ტუბში 5.0 გ.

1 გ

ტობრამიცინი …………..        3.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკის მოქმედების ფართო სპექტრით.

ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, არღვევს რა ცილების სინთეზს და ბაქტერიების ციტოპლაზმური მემბრანის განვლადობას. მაღალაქტიურია Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი, Hemophilius influenzae,  Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), Neisseria spp. ზოგიერთი სახეობის მიმართ   ((მათ შორის, Neisseria gonorrhoeae); გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები).

ჩვენებები:

ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალისა და მისი დანამატების ინფექციური დაავადებები;

  • ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
  • ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია, განისაზღვროს მის მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება პაციენტში.

ტობრიმედი თვალის მალამო 0.3%: მალამოს 1.25 სმ-იანი ზოლი თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირისა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის) 2-3-ჯერ დღე-ღამეში;

მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ დოზა მცირდება სრულ შეწყვეტამდე. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.

ტობრიმედი თვალის წვეთები 0.3%: თვალის (ან თვალების) გარეგანი ინფექციების დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 6 საათში.

მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში საჭირო ეფექტის მიღებამდე, ხოლო შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება.

ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა: 0.3% ხსნარის 1 წვეთი ყოველ 15 წუთში 9-ჯერ ოპერაციამდე.

გვერდითი მოვლენები:

ტობრიმედის გამოყენების შემთხვევათა 15%-ში პაციენტებს აღენიშნებათ წვა, ქავილი, ჩხვლეტა;

ხოლო 1-5%-ში კი – თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა;

1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში კი ვლინდება ბლეფარიტი. კერატიტი, ქუთუთოების შეშუპება, ტკივილი თვალში, ქემოზი, კრისტალების დაგროვება, რქოვანას დაწყლულება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატ ტობრიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად.

◄ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.

◄ თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

◄ პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონში არსებული შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ტობრიმედის თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.

გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება:

ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედების, მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზიის მოშლა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ტუბისა და ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტობრექსი – TOBREX – ТОБРЕКС

საერთაშორისო დასახელება:

TOBRAMYCIN

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტობრამიცინი …………..                  3 მგ

დამცავი ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი ……..   0.01%

ნეიტრალური ნივთიერება და გამოხდილი წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ტუბში 3.5 გ

1 გ

ტობრამიცინი …………….      3 მგ

დამცავი ნივთიერების სახით შეიცავს 0.5% ქლორბუტანოლს, მინერალურ ზეთს, ვაზელინის ფუძეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტობრამიცინი წარმოადგენს წყალში ხსნად ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც მოქმედებს ოფთალმოლოგიური დაავადებების გამომწვევ გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე.

In vitro კვლევით დადგენილი იქნა, რომ ტობრამიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამების მიმართ: Staphilococci, მათ შორის Staphilococcus aureus  და St. Epidermidis. (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი), მათ შორის პენიცილინის მიმართ გამძლე შტამები. კვლევებით დადგენილი იქნა, რომ გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ზოგ შემთხვევაში ინარჩუნებენ მგრძნობელობას ტობრამიცინის მიმართ, თუმცა არ არის გამორიცხული ბაქტერიების მდგრადობის მომატება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.

ჩვენებები:

  • ტობრექსის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.

ტობრექსის გამოყენებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკვირვება ბაქტერიათა მგრძნობელობაზე. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ტობრამიცინის გამოყენება ბავშვებში უსაფრთხოა და ეფექტური.

მიღების წესი და დოზირება:

ხსნარი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში – 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ ოთხ საათში ერთხელ.

მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში 2 წვეთი ყოველ საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.

მალამო

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წასმული იქნას დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2-3-ჯერ დღეში;

მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.

ტობრექსის მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ქუთუთოს ჰიპერემიით და შეშუპებით, აგრეთვე კონიუქტივური ერითემით. ანალოგიური რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც. სხვა გვერდითი მოვლენები ტობრექსის გამოყენებისას არ აღინიშნება.

ტობრექსის ადგილობრივ გამოყენებასთან ერთად, სხვა ამინოგლიკოზიდების სისტემური მიღება, საჭიროებს მათი შემცველობის კონტროლს სისხლის პლაზმაში.

კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ტობრექსის ოფთალმოლოგიური მალამო გვერდით მოვლენებს იწვევს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებში (3.7%), ვიდრე ოფთალმოლოგიური მალამო – გენტამიცინი (10.6%).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადასტურდა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება. ტობრექსი ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თვალშიდა ინექციისათვის იგი არ გამოიყენება.

◄ ამინოგლიკოზიდების ადგილობრივი გამოყენებისას ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ტობრექსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უსაფრთხოების ზომები: ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდის გაძლიერებას, მათ შორის სოკოების. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.

◄ ოფთალმოლოგიურმა მალამოებმა შეიძლება გამოიწვიონ ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები ემთხვევა გვერდით მოვლენებს (წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება და ჰიპერემია).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი; ფლაკონის ან ტუბის გახსნის შემდეგ  1 თვე.

ტობრადექსი – TOBRADEX – ТОБРАДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE; TOBRAMYCIN

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ტობრამიცინი+დექსამეთაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ტობრამიცინი …………    3 მგ

დექსამეთაზონი ……..     1 მგ

კონსერვანტი:

ბენზალკონიუმის ქლორიდი …..  0.01%

არააქტიური ნივთიერებები:

ტილაქსოპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის სულფატი, გოგირდმჟავა (pH-ის რეგულირებისათვის) და დისტილირებული წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ.

1 გ

ტობრამიცინი ……………..   3 მგ

დექსამეთაზონი ……………  1 მგ

კონსერვანტი:

ქლორბუტანოლი  ………….  0.5%

არააქტიური ნივთიერებები: მინერალური ცხიმი და თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტობრამიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკი (st.aureus, st. epidermidis) აგრეთვე პენიცილინაზარეზისტენტული შტამები და ზოგიერთი A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სახეობა, St. pneumoniae, Pseudomonas aeruginoza, e. coli, Klebsiela pneumoniae, Enterobacter aerogenes, Proteus mirabillis, Morganella morganii, უმეტესობა Proteus vulgaris, Haemophilus influenza- სახეობებიდან.

დექსამეთაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომელსაც გაჩნია ანთების საწინააღნდეგო, ანტიალერგიული და მადესენსიბილიზირებელი მოქმედება. იგი აგრეთვე ხასიათდება ანტიექსუდაციური და იმუნოდეპრესიული მოქმედებით. დექსამეთაზონი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს და პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში.

პრეპარატი ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან ერთად კომბინაციაში ამცირებს ინფექციური პროცესების განვითრების რისკს.

ჩვენებები:

  • ბლეფარიტი;
  • კონიუქტივიტი;
  • კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე);
  • პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

სუსპენზია

1-2 წვეთი ქვედა ქუთუთოში 4-6 სთ-ში ერთხელ.

მალამო

მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოზე 3-4-ჯერ დღეში.

შეიძლება მალამოსა და ხსნარის გამოყენება კომბინაციაში: მალამო – საღამოს ძილის წინ და ხსნარი – დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

* მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია.

* მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:

* მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;

* კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები;

* თვალის მიკრობაქტერიული ინფექცია;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

* არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს.

* არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.

! ძუძუთი კვება: ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-300C  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 1 წელი; ფლაკონის ან ტუბის გახსნის შემდეგ – 1 თვე.

Don`t copy text!