Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 497

პიროქსიკამი – PIROXICAM – ПИРОКСИКАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIROXICAM           

მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პიროქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონალური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პიროქსიკამი ………   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ავლენს აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. იგი ამცირებს ან თრგუნავს ანთების საწინაღმდეგო ყველა სიმპტომს.

პრეპარატი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი;
  • ოპერაცისაა და ტრავმების შემდგომი ტკივილები;
  • რადიკულიტის მსგავსი მწვავე ტკივილი (იშიაზი).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საკვების მიღებისას, დოზა დგინდება ექიმის მიერ;

– მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი და შემანარჩუნელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპია საკმარისი დოზით შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში.

– ზოგიერთ პაციენტებში იშვიათად აუცილებელია დროებით  დოზის მომატება 30 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაყოფილი დოზით.

– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების დროს პირველი 2 დღის განმავლობაში პრეპარატი მიიღება 40 მგ-ის ოდენობით ან დაყოფილი დოზით.

– შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

– ოპერაციისა და ტრავმისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებული, საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის მომატება და იგი ინიშნება პირველი ორი დღის განმავლობაში 40 მგ-ის ოდენობით ერთჯერადად ან დაყოფილი დოზით.

– პოდაგრის მწვავე შეტევის დროს პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დოზით 40 მგ, 6 დღის შემდეგ 2-ჯერ დღეში 20 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები: გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში დისკომფორტი. იშვიათად ვითარდება შინაგანი და გარეგანი შეშუპება.

სადღეღამისო დოზის 30 მგ-ზე ზევით გამოყენება ზრდის არასასურველი მოვლენების განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სისხლის მორფოლოგიური ლაბორატორიული, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების მაჩვენებლების გადახრა.

ზემოთაღნიშნული სიმპტომები ატარებენ დროებით ხასიათს და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ალერგიული დაავადება;

* ასთმა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ციროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

◄ აგრეთვე ნეფროზის და თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემდგომ პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება: პრეპარატი ავლენს სუსტად გამოხატულ დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე, აგრეთვე იგი ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, ამიტომ მისი გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას საჭიროა სიფრთხილე.

◄ მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია ფსიქო-ფიზიკური უნარის დაქვეითება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი აძლიერებს სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალური, ანტიდიაბეტური საშუალებების, აგრეთვე ფენიტოინისა და სულფონამიდების მოქმედებას.

– იგი აძლიერებს კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებისა და ინდანდიონის წარმოებულების მოქმედებას.

– პიროქსიკამისა და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება საჭიროებს პროთრომბინის დროის სისტემატურ კონტროლს და შესაძლებელია მათი დოზის შემცირება.

– პრეპარატი ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს. პრეპარატი ასუსტებს დიურეზული საშუალებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.

– სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები ამცირებენ სისხლის შრატში პიროქსიკამის დონეს.

– პიროქსიკამისა და კორტიკოსტეროიდების ან ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პირითიონის თუთია – PYRITHIONE ZINC – ПИРИТИОН ЦИНК

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში. პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი მოიცავს რიგ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს და სოკოების ზოგიერთ სახეობას. იგი აქტიურია Pityrosporum ის ჯგუფის ბაქტერიების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ პათოგენურ ფაქტორს ფსორიაზის, სებორეას, ქერტლის და კანის სხვა დაავადებებისათვის. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიო- და ფუნგისტატურად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.

ჩვენებები

  • ფსორიაზი, სებორეა, ქერტლი, ქავილი, სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები, სხვადასხვა ფერის ლიქენი, ერითრაზმა.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი გამოიყენება დაზიანებული კანის და თავის თმიან უბანზე. პრეპარატის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ჩვენებაზე, სამკურნალო საშუალებების ფორმაზე და კლინიკური ეფექტის მიღწევის ვადაზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პირითიონ თუთიის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის კომბინირება არ არის რეკომენდებული იმ საშუალებებთან  გარეგანი გამოყენებისათვის, რომლებიც  შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

პირითინოლი – PIRITINOL – ПИРИТИНОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პირითინოლი პირიდოქსინის წარმოებული ნოოტროპული პრეპარატია. იგი ხელს უწყობს თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებული მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას, გლუკოზის უტილიზაციას და ნუკლეინის მჟავის ცვლას, თავის ტვინის რიგი ფერმენტების და მედიატორული სისტემების აქტივაციას.

პრეპარატი სისტემური გამოყენებისას აუმჯობესებს გონებრივ განვითარებას, მეხსიერებას, იწვევს სწავლის პროცესის უნარის გაზრდას. ასევე იგი ხელს უწყობს თავის ტვინის რეზისტენტობის ამაღლებას ჰიპოქსიის მიმართ.

ჩვენებები

  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შემდგომი მდგომარეობა; ენცეფალიტი, ინტოქსიკაციები;
  • პოსტტრავმული ენცეფალოპათია;
  • ცერებრული ათეროსკლეროზი, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ხანდაზმულ ასაკში;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • ცერებროასთენიური სინდრომი;
  • ენცეფალოპათია ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 100-200 მგ 3-ჯერ დღეში, ბავშვებში – 50-300 მგ (ჩვენების მიხედვით). პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი შეადგენს 2-3 თვეს. რეკომენდებულია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება ყოველ 1-6 თვეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ძილის დარღვევა, მომატებული აგზნება, დისპეფსიური მოვლენები, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება სისხლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, ქოლესტაზი, ძალიან იშვიათად – ართრალგიები.

უკუჩვენებები

გამოხატული ფსიქომოტორული აგზნება, ეპილეფსია, კრუნჩხვები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სიროფის სახით – ფრუქტოზის აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის დარღვევით, მიასთენიით. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მკაცრი ჩვენების მიხედვით. ბავშვებში არ არის რეკომენდებული უკანასკნელი დოზის დანიშვნა საღამოს საათებში.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – PYRIDOXINE HYDROCHLORIDE – ПИРИДОКСИНА ГИДРОХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

PYRIDOXINE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: პირიდოქსინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2.5%: ამპულაში 1 მლ,

შეფუთვაში 10ც.

1მლ.

პირიდოქსინი …………  25მგ

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1მლ.

შეფუთვაში 10ც.

1მლ.

პირიდოქსინი ………..  50მგ.

 

ვრცლად ვიტამინი B6

პირიდოსტიგმინის ბრომიდი – PYRIDOSTIGMINE BROMIDE – ПИРИДОСТИГМИНА БРОМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს ანტიქოლინესთერაზულ საშუალებას. ქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბირებით და ენდოგენური აცეტილქოლინის მოქმედების პოტენცირებით იგი ხასიათდება არაპირდაპირი ქოლინომიმეტური ეფექტებით.

პრეპარატი აძლიერებს ნერვ-კუნთოვან გამტარებლობას, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს და პერისტალტიკას, ზრდის შარდის ბუშტის, ბრონქების ტონუსს და იწვევს ეგზოკრინული ფუნქციის სტიმულაციას, ბრადიკარდიას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ნეოსტიგმინისა და ფიზოსტიგმინისგან განსხვავებით არ ჰიდროლიზდება ქოლინესთერაზად და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები

  • მიასთენია და მიასთენური სინდრომი;
  • ოპერაციის შემდგომი ნაწლავების ატონია. ატონიური ყაბზობა; გინეკოლოგიური ოპერაციების და მშობიარობის შემდეგ შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა;
  • გამოიყენება აგრეთვე არამადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი საშუალებების ეფექტის მოსახსნელად.

დოზირების რეჟიმი

– შიგნით მისაღებად პრეპარატი ნიშნება 60-180 მგ 2-4-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა.

– პარენტერულად (კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში) შეყავთ 5 მგ პრეპარატი 5-ჯერ დღეში;

მიორელაქსაციის დამთავრების მიზნით – ვენაში ნელა შეჰყავთ 5 მგ დოზით (ზოგჯერ ატროპინთან კომბინაციაში 500 მკგ დოზით). ზოგიერთ შემთხვევებში აღნიშნულ დოზას ყოფენ 2 შეყვანაზე.

გვერდითი მოვლენები

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის არეში სპაზმები, გაძლიერებული სალივაცია.

ცნსის მხრივ: კუნთების თრთოლვა, კუნთების სისუსტე, მიოზი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქების ტონუსის და სეკრეციის გაძლიერება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

* პირიდოსტიგმინის ბრომიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ნაწლავების ან საშარდე გზების მექანიკური ობსტრუქცია;

* ბრონქული ასთმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ კუჭის წყლულოვანი დაავადებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, გულის უკმარისობით დეკომპენსაციის ფაზში და მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში პირიდოსტიგმინის ბრომიდს იყენებენ მხოლოდ გვერდითი მოქმედების განვითარების შესაძლებელი რისკისა და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის მკაცრი შეფასების შემდეგ.

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ბრადიკარდიით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების დაავადებით, პარკინსონიზმით, ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ.

♦ რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისათვის ისეთი დროის შერჩევა, რომლის დროსაც პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი ემთხვევა პაციენტის ფიზიკური აქტივობის ციკლს.

♦ პრეპარატით მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს ნებადართული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ანტაგონისტს. იგი აძლიერებს მადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების მოქმედების ეფექტს.

– მ-ქოლინობლოკატორები, განგლიობლოკატორები, ქინიდინი, ნოვოკაინამიდი, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ პირიდოსტიგმინის ბრომიდის მოქმედების ეფექტს.

– ატროპინი იწვევს პირიდოსტიგმინის მ-ქოლინერგული მოქმედების ნეიტრალიზაციას (ჩონჩხის კუნთებზე მოქმედების გარეშე).

– პირიდოსტიგმინის ბრომიდი იწვევს მორფინისა და ბარბიტურატების მოქმედების გაძლიერებას.

პირაცეტამი-დარნიცა (საინექციო) – PYRACETAMUM-DARNITSA – ПИРАЦЕТАМ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 5მლ.

შეფუთვაში 10ც.

1მლ. 1ამპ.

პირაცეტამი …………  200მგ.1გ.

 

ვრცლად პირატროპილი

პირაცეტამი (ტაბლეტი) – PIRACETAM – ПИРАЦЕТАМ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: BIOSTIMILATOR

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60ც.

1 ტაბ.

პირაცეტამი …………….. 0.2გ

 

ვრცლად ლუცეტამი (დოზირება განსხვავებული)

პირაცეტამი (აქტიური ნივთიერება) – PIRACETAM – ПИРАЦЕТАМ

ჩვენებები

პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.

  • პრეპარატი ნევროლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების დროს (ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმი), რომლებიც ვლინდება ცერებრული სისხლძარღვების ქრონიკული უკმარისობით, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით, თავის ტვინიში სისხლმიმოქცევის მხრივ ცვლილებებით;
  • თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობისას, ზემოთაღნიშნული მდგომარეობების დროს აღდგენითი თერაპიის მიზნით პაციენტის ფსიქიური აქტივობისა და მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით.
  • პირაცეტამი გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციისა და ემოციური სფეროს მხრივ დარღვევები.
  • ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა წარმოშობის ნერვულ-დეპრესიული მდგომარეობები, რომელთა თანხმლებია ადინამიის ნიშნები, ასთენიურ სენესტოიპოქონდრიული დარღვევები და იდეატორული შეზღუდვა, აგრეთვე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობა შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში, სხვადასხვა ეთიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, სენილური და ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ფსიქიური დაავადებისას კომპლექსური თერაპიისათვის.
  • პირაცეტამი გამოიყენება დამხმარე საშუალებად დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიდეპრესიული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, აგრეთვე როდესაც ნეიროლეფსიური და სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ აუტანლობა. იგი გამოიყენება ზემოთაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული სომატოვეგეტატური, ნევროლოგიური ან ფსიქიური გართულებების პრევენციიის ან ნიველირების მიზნით.
  • პირაცეტამი როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეპილეფსიის დროს.
  • პირაცეტამი ნარკოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება აბსტინენციის სინდრომის მოსახსნელად პრე და დელირიოზული მდგომარეობისას ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს, აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლის შემთხვევაში. პირაცეტამი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს გამოიყენება ასთენიური მდგომარეობის შესამცირებლად.
  • პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება შესწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და თავის ტვინის პერინატალური დაზიანებების ნარჩენი მოვლენების ლიკვიდაციისათვის, რომლებიც გამოწვეულია ინფექციით, ჰიპოქსიით, სამშობიარო ტრავმით. აგრეთვე მას უნიშნავენ ოლიგოფრენიის, გონებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენისას, ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს.
  • პირაცეტამი გერონტოლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება მოხუცთა დემენციის (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1.2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2.4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3.2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1.2-1.6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ.

პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი ინიშნება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებთან და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ – ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.

– ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით 2 მიღებაზე დილას და შუადღისას;

– 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 600 მგ-ის ოდენობით).

– 5-დან 16 წლამდე ბავშვებში – 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.8 გ). აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

პირაცეტამი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეღამეში 5 გ პრეპარატის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში.

ზოგჯერ შესაძლებელია გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური ხასიათის დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობითი აქტივობა.

ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის განვითარება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობითი შეფერხება, ყურადღების მოდუნება, გაღიზიანებადობა, გაუწონასწორებლობა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

უკუჩვენებები

* პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმლების უკმარისობა;

* დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია);

* ჰანგტინგტონის დაავადება;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებმა, რომლებსაც ცნს-ის მხრივ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები პირაცეტამის გამოყენებისას საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება

პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შესაძლებელია ურთიერთქმედება პირაცეტამსა და ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქციის დროს.

პირაფენაზი – PYRAFENAZ – ПИРАФЕНАЗ

საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE; PIRACETAM

მწარმოებელი: PHYTOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი+პირაცეტამი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ცინარიზინი …………..        400 მგ

პირაცეტამი  …………….       25 მგ

 

ვრცლად ფეზამი

პირატროპილი – PIRATROPIL – ПИРАТРОПИЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIRACETAM

მწარმოებელი: Parmaceutical Compani  JELFA S.A. პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.

1 მლ 1 ამპ.

პირაცეტამი …………   200 მგ 1 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირაცეტამი მიეკუთვნება ნოოტროპული საშუალებების ჯგუფს. იგი აუმჯობესებს შემეცნებით პროცესებსა და მეხსიერებას, აგრეთვე ყურადღების კონცენტრაციის უნარს, პრეპარატი არ ავლენს დამამშვიდებელ ან ფსიქომასტიმულირებელ მოქმედებას.

პირაცეტამი სხვადასხვა გზით მოქმედებს ცნს-ზე: იგი ხელს უწყობს თავის ტვინში ნერვული იმპულსების გატარების მოდულირებას, აუმჯობესებს ნეირონების პლასტიურობას, იცავს მათ მეტაბოლურ  ჰომეოსტაზს და ახდენს ზემოქმედებას თავის ტვინის მიკროცირკულაციაზე უშუალოდ ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ზეგავლენით, მაგრამ იგი არ იწვევს სისხლძარღვების გამაფართოვებელ მოქმედებას.

– პრეპარატის პერიოდული ან მუდმივი შეყვანისას პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თავის ტვინის შემეცნებითი ფუნქცია იწვევს ეეგ-ს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც მიუთითებს შემეცნებითი ფუნქციის აქტივობასა და გაუმჯობესებას  (უფრო მეტად ალფა და ბეტა ტალღებზე ზემოქმედებით, ხოლო ნაკლებად დელტა ტალღებზე).

– პირაცეტამი ცნს-ის ნეირონებზე ავლენს დაცვით მოქმედებას, მაგალითად თავის ტვინის ჰიპოქსიის, ქიმიური საშუალებებით მოწამვლის და ელექტროშოკური თერაპის დროს.

– პირაცეტამი ამცირებს პროვოცირებული ნისტაგმის პერიოდს.

– პირაცეტამი სისხლძარღვოვანი გენეზის: დემენციის ან თავის ტვინის მწვავე ინსულტის დროს აუმჯობესებს ჟანგბადისა და გლუკოზის ადგილობრივ უტილიზაციას.

– პრეპარატის მოქმედება ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ვლინდება თრომბოციტების ფუნქციის დაქვეითებით; სისხლის საერთო სიბლანტის დაქვეითებით სისხლის ფორმიანი ელემენტების ელასტიურობის მომატების გზით, განსაკუთრებით ერითროციტების და სისხლის პლაზმის სიბლანტის შემცირებით, აგრეთვე სისხლძარღვების სპაზმის პრევენციით.

ჩვენებები:

  • თავის ტვინის იშემიური ინსულტი;
  • ქერქული წარმოშობის კლონური კრუნჩხვები;
  • ხანდაზმულ პერიოდში ინვოლუცია (მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური უკმარისობა);
  • თავბრუსხვევა და თანმხლები წონასწორობის დარღვევა, გამონაკლისს წარმოადგენს სისხლძარღვოვანი და ფსიქიური წარმოშობის თავბრუსხვევა.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავედ განვითარებული გართულებების შემთხვევაში პირაცეტამი გამოიყენება ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ 12 გ-ის ოდენობით დღეში; მიოკლონუსის დროს 24 გ-მდე დღე-ღამეში. სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში დოზას ამცირებენ ოპტიმალურამდე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

კლონური კრუნჩხვის მკურნალობას იწყებენ დოზით 7.2 გ დღეში, შემდგომში დოზას ზრდიან 4.8 გ-ით ყოველ 3 ან 4 დღეში ერთხელ 24 გ დღეში.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა საჭიროა გავყოთ 2 ან 3 მიღებაზე.

თავის ტვინის მწვავე ინსულტის სამკურნალოდ მოზრდილებში დოზა შეადგენს 9-12 გ-ს დღეში. თავბრუსხვევის დროს პრეპარატი მიიღება 2.4-4.8 გ დღეში დაყოფილ 2-ან 3 თანაბარ დოზად.

ინვოლუციური მდგომარეობის დროს მკურნალობის დასაწყისში დოზა შეადგენს 4.8 გ-ს, შემდგომში დოზას ამცირებენ 2.4 გ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად და სუსტად არის გამოხატული. ხშირად აღინიშნება: აგზნება, განგაშის მდგომარეობა, კუნთების ტრემორი, ძილიანობა, უძილობა და დაღლილობის შეგრძნება.

საკონტროლო კვლევების შედეგად დადგენილია, რომ 2%-ზე ნაკლებ ხანდაზმულ პაციენტებში 2.4 გ-ზე მეტი დოზით მკურნალობისას აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები. უპირატესად დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იშვიათად აღინიშნებოდა პირის სიმშრალე, ლიბიდოს მომატება, სხეულის წონის მომატება და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა დერმატოლოგიური ცვლილებების სახით. თუმცა მათი განვითარების სიხშირე კლინიკურად არ განსხვავდება პალცებოსაგან.

უკუჩვენებები:

* პირაცეტამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზწე ნაკლები).

ორსულობა და ლაქტაცია:

ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევის შედეგად პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება არ არის გამოვლენილი.

დღესდღეობით არ არსებობს კლინიკური მონაცემები პირაცეტამის ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის I ტრიმესტრისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი პოტენციური სარგებლიანობის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პირაცეტამი გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც საჭიროა თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოვიყენოთ. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და კრეატინინის კლირენსს შორის არსებობს უკუდამოკიდებულება. ქვემოთმოყვანილ ცხრილში მითითებულია დოზის შემცირების დამოკიდებულება 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს.

კრეატინინის კლირენსი

შრატში კრეატინინის

კონცენტრაცია

პირაცეტამის დოზა
60-40 მლ/წთ1.25გ-1.7მგ/100 მლ1/2 ჩვეულებრივი დოზის
40-20მლ/წთ1.7გ-3მგ/100მლ1/4 ჩვეულებრივი დოზის
20 მლ/წთ-ზე ნაკლები3 მგ/100 მლ-ზე მეტიწინააღმდეგ ნაჩვენებია

 

♦ მიოკლონუსით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელია მიოკლონური ან სხვა ტიპის კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატი დოზით 400 მგ/კგ-ზე ზევით ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი და სითხის მიღება პერორალურად ან ვენაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატის ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტებთან (T3+T4) ერთად გამოყენებისას აღინიშნა აგზნების მხოლოდ ერთი შემთხვევა, ძილის დარღვევა;

– პრეპარატის ურთიერთქმედება კლონაზეპამთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, ნატრიუმის ვალპროატთან, აგრეთვე სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლს, ბავშვებისა და გაყინვისაგან დაცულ  ადგილას.

Don`t copy text!