Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 545

მედაზეპამი (აქტიური ნივთიერება) – MEDAZEPAM – МЕДАЗЕПАМ

ფარმაკოლოგიური თვისებები

მედაზეპამი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ხასიათდება ანქსიოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით. ტიპური ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით, პრეპარატის სედატიური და საძილე მოქმედება ნაკლებადაა გამოხატული, ამიტომ მედაზეპამი მიეკუთვნება ე.წ. „დღის“ ტრანკვილიზატორებს.

მედაზეპამი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ) რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას. ამის შედეგად ადგილი აქვს გაემმიმეტური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს ქლორის ანიონის არხების გახსნას და ამ უკანასკნელის მიერ ნეირონების მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ნეირონული აქტივობის დაქვეითებას.

ჩვენებები

  • ნევროზი, ფსიქოპათიები;
  • მომატებული აგზნებით, გაღიზიანებით, ემოციური ლაბილობით მიმდინარე ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
  • ფსიქოსომატური და ფსიქოვეგეტატური ჩივილები, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ლაბილობა;
  • შაკიკი;
  • კლიმაქტერიული ნევროზის სინდრომი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პირებში აბსტინენცისიის სინდრომის კურირების მიზნით.
  • „სკოლის პერიოდის“ ნევროზები, ფსიქიური ლაბილობა და ძლიერი აგზნება ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში შიგნით მისაღებად ინიშნება 5 მგ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეში, შემოდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 30 მგ-მდე დღეში.

ამბულატორულ პირობებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 5 მგ დოზით დილას და შუადღეს და 10 მგ საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზდა 40 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და მოზარდებში ინიშნება 10-20 მგ პრეპარატი დღეში;

ბავშვებში – 2 მგ/კგ წონაზე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. მაქსიმალური დოზები მოზრდილებში ამბულატორული მკურნალობის დროს შეადგენს 40 მგ-ს, ხოლო სტაციონალურ პირობებში – 60 მგ-ს დღეში.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია სუსტი გადაღლილობის შეგრძნება. თავის ტკივილი.

ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში მეტად გამოხატულია დეზორიენტაცია, აგრესიულობა, კუნთების სისუსტე. ხანდაზმულ პაციენტებში და გონებრივად ჩამორჩენილ ავადმყოფებში შესაძლებელია ატაქსია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება იმპოტენცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას იშვიათად აღინიშნება ფილტვების ჰიპოვენტილაციის სიმპტომები.

უკუჩვენებები

* მედაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიასთენია, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.

♦ შესაძლებლობისდა მიხედვით, მედაზეპამის გამოყენება მიზანშეწონილია ხანმოკლე დროის განმავლობაში, რადგან მისი ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, შესაძლებელია წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

♦ ფიზიკური დამოკიდებულება იშვიათად აღინიშნება თუმცა პრეპარატის გადაჭარბებული დოზებით მიღებისას ადგილი აქვს ტოლერანტობისა და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას.

♦ აბსტინენციის სინდრომის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მედაზეპამის დოზის თანდათანობითი შემცირება.

♦ ბავშვებში მედაზეპამის გამოყენება ხდება მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გონებრივი პროცესის და მეხსიერების დარღვევა.

♦ მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება ნებადართული არ არის.

♦ პრეპარატის მიღებისას აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მედაზეპამის კომბინაციით ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატებთან შესაძლებელია ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვის გაძლიერება.

– ორალური კონტრაცეპტივები აფერხებენ მედაზეპამის ბიოტრანსფორმაციას, რაც იწვევს მისი მოქმედების ინტენსივობის და ხანგრძლივობის გაძლიერებას.

მედაზეპამი – MEDAZEPAM – МЕДАЗЕПАМ

საერთაშორისო დასახელება:

MEDAZEPAM

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: მედაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 20 კაფს., მუყაოს კოლოფში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

მედაზეპამი ………………….   10 მგ

დამხმარე ნივითერებები: კარტოფილის სახამებელი, ბრინჯის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მედაზეპამი განეკუთვნება 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ სტრუქტურაზე (თავის ტვინი, ნათხემი, ლიმბური სისტემა, ჰიპოთალამუსი, ზურგის ტვინი), მედაზეპამის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გამა-ამინომჟავურ (გამკ), ასევე რეცეპტორულ კომპლექსთან, რომელიც შედგება ქლორის არხის, გამკ-ის რეცეპტორისა და ბენზოდიაზეპინური რეცეპტორისაგან.

მედაზეპამი ასტიმულირებს გამკ-ისა და გამკ-ის რეცეპტორის ბმას და აძლიერებს გამკ-ის მოქმედების ბიოლოგიურ ეფექტს. გამკ-ის რეცეპტორის აქტივაცია იწვევს ნეირონში Cl-იონების მიწოდების მომატებას, ნეირონის ჰიპერპოლარიზაციას, რაც საბოლოო ჯამში თრგუნავს ნერვული უჯრედის აქტივობას.

მედაზეპამი ანქსიოლიზურად მოქმედებს, გააჩნია ზომიერად გამოხატული მომადუნებელი მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე. უფრო სუსტად არის გამოხატული საძილე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტები.

მედაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შიგნით მიღების შემდეგ; პრეპარატი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში.

ღვიძლში განიცდის სწრაფ ბიოტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტებამდე (ხანგრძლივი მოქმედების), ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ექსტრემალურად და ხანმოკლედ შემდეგ შემთხვევებში:

  • სხვადასხვა წარმოშობის შფოთვის მდგომარეობები, განსაკუთრებით ნევროზების ფონზე (უპირატესად ორგანული ნევროზებისას);
  • მომატებული ფსიქიკური დაძაბულობა და აგზნება.

ყოფით პრობლემებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და აგზნებადობის მდგომარეობები არ წარმოდგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება ჭამამდე.

მოზრდილები:

შფოთვის მდგომარეობები: ჩვეულებრივ 10-30 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე;

მაღალი ფსიქიკური დაძაბულობისა და აგზნებადობის მდგომარეობები: ჩვეულებრივ 10-30 მგ დღე-ღამეში,  გაყოფილი 2 ან 3 მიღებად აუცილებლობის შემთხვევა შეიძლება პრეპარატის დოზის გაზრდა; მედაზეპამის დოზის გაზრდა შეიძლება თანდათან, დაწყებული საღამოს დოზების გაზრდით.

მაქსიმალურად შეიძლება დაინიშნოს 60 მგ-მდე დღეში, მაგრამ მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

ბავშვები: მედაზეპამის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

დოზირება ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციით:

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა მედაზეპამის გამოყენებისას ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციით. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზების შემცირება.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით მედაზეპამისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შემცირებულია, და ამიტომ შესაძლებელია მათი კუმულაცია ორგანიზმში.

დოზირება ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში: ხანდაზმული ასაკის პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიმართ. ამ პაციენტებში მედაზეპამის გამოყენებისას რეკომენდებულია მაქსიმალურად მცირე დოზის დანიშვნა.

შენიშვნა: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამალზე დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის მიღების მკვეთრად შეწყვეტა არ შეიძლება. დოზის შემცირება ყოველთვის საჭიროებს კონტროლს ექიმის მიერ. მედაზეპამის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ძილისა და ხასიათის დარღვევები, ასევე ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა.

მედაზეპამით მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ სპირტიანი სასმელების მიღება არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:

– ძილიანობა, ყურების დაგუბება;

– თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

– გონების არევა და დეზორიენტაცია;

– ატაქსია.

ეს მოვლენები ყველაზე ხშირია ხანდაზმული ასაკის პირებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში დოზის შესაბამისი შემცირება მნიშვნელოვნად აქვეითებს ამ არასასურველი მოქმედებების წარმოქმნის სიხშირეს.

იშვიათია:

– საერთო სისუსტე, ზოგჯერ გულყრა;

– პირის სიმშრალის შეგრძნება;

– მხედველობის დარღვევები (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია);

– დიზართრია გაურკვეველი მეტყველებით და არასწორი გამოთქმით;

– ამნეზია;

– კუნთების ტრემორი;

– დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ;

– ლიბიდოს დაქვეითება;

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

– ღვიძლის ფუნქციის მოშლა;

– სისხლის მორფოლოგიური სურათის შეცვლა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი);

– შარდის გამოყოფის დარღვევები;

– არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება;

– კანის ალერგიული რეაქციები;

– პარადოქსული რეაქციები – ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესია, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები, პარადოქსული რეაქციები ყველაზე ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ხანდაზმულ და ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში;

– პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს წამალზედამოკიდებულების განვითარებას, ასევე აბსტინენციური სინდრომის განვითარებას მედაზეპამის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ჰიპერმგრძნობელობით ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევების და სუნთქვის მწვავე უკმარისობის;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომის;

* ღვიძლის მწვავე უკმარისობის და მიასთენიის დროს, ასევე,

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* ლაქტაცია:

მედაზეპამი აღწევს დედის რძეში, ამიტომ თუ მეძუძური დედისათვის ნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

* მედაზეპამის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

– პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს მისი მოქმედების თანდათანობით შესუსტებას ტოლერანტობის განვითარების შედეგად.

* პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოფიზიკური დამოკიდებულებისა და აბსტინენციური სინდრომის განვითარება მედაზეპამის უეცარი მოხსნის შემთხვევაში. აბსტინენციური სინდრომი ხასიათდება ფსიქომოტორული აგზნებით, რაც გამოიხატება შფოთვით, ვეგეტატიური დარღვევებითა და უძილობით.

* პრეპარატის მიღება არ შეიძლება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლის ზევით), არასასურველი მოვლენების გაძლიერების გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში, ძირითადად ორიენტაციის დარღვევის გამო.

* მედაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით (იხ. დოზირება), და ასევე ავადყმოფებში სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით.

* აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, ათეროსკლეროზით და ორგანული ცვილელებებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

* პარადოქსული რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

* მედაზეპამით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული გამოკვლევის ჩატარება.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატის მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

მედაზეპამით მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ სპირტიანი სასმელების მიღება არ შეიძლება.

ჭარბი დოზიება:

მედაზეპამის ჭარბი დოზის მიღების შედეგად შესაძლოა გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, მეტყველების შეფერხება, ხოლო მძიმე შემთხვევებში – გონების დაკარგვა და კომა.

სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მოწამვლა, რომელიც გამოწვეულია მედაზეპამისა და ალკოჰოლის ან მედაზეპამისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების კომბინირებით.

მედაზეპამით მოწამვლის შემთხვევაში აუცილებელია ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის მიერ ჯერ შეუწოველი სამკურნალო პრეპარატის სწრაფ ელიმინაციაზე ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მის აბსორბიციის შემცირებაზე (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, გულისრევა – იმ შემთხვევაში თუ გონება შენარჩუნებულია).

სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

თუ პრეპარატი არ იქნა მიღებული დღეღამის დანიშნულ დროს და პრეპარატის შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია საკმარისი დრო, გამოტოვებული დოზა სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული და გაგრძელდეს პრეპარატის რეგულარული მიღება.

ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით არ შეიძლება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მედაზეპამის დამთრგუნველი მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებენ შემდეგი პრეპარატები: ნარკოტიკული ანალგეტიკები, ზოგადი ანესთეზის პრეპარატები, ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები.

– ალკოჰოლის გამოყენება მედაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნევრულ სისტემაზე და შეუძლია პარადოქსული რეაქციების პროვოცირება; ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული საქციელი.

– ჩონჩხის კუნთების ტონუსის შემასუსტებელ საშუალებებთან ერთად გამოყენებული მედაზეპამი ახანგრძლივებს და აძლიერებს მათ მოქმედებას.

– P450 ციტოქრომის აქტივობის მაინდუცირებელი პრეპარატები (მაგ. ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბემაზეპინი) მოქმედებს 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციის პროცესზე და იწვევს მათ ფარმაკოლიგიური მოქმედების შეცვლას.

– ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგ. ერითრომიცინი, ანტიმიკოზური პრეპარატები, მაგ. კეტოკონაზოლი, ანტივირუსული პრეპარატები, ვინაიდან წარმოადგენენ P450 ციტოქრომზე დამოკიდებული ენზმიების ინჰიბიტორებს, შეუძლიათ შეანელონ 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების მეტაბოლიზმი და ხელი შეუწყონ სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის ზრდას, და ამით გააძლიერონ, მათი ფარმაკოლოგიური მოქმედება.

– ვინაიდან დისულფირამი და ციმეტიდინი წარმოადგენენ P450 ციტოქრომის ინჰიბიტორებს, ამუხრუჭებენ 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციის პროცესებს და აძლიერებენ ცნს-ზე მათ დამთრგუნველ მოქმედებას.

– თეოფილინსა და კოფეინს შეუძლიათ შეამცირონ ძილიანობის გამოვლინების სიხშირე ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ (მედაზეპამის ჩათვლით), ვინაიდან გააჩნიათ მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეუძლიათ ღვიძლის ენზიმების ინდუცირება, რომლებიც პასუხს აგებენ პრეპარატების მეტაბოლიზმზე, თეოფილინითა და კოფეინით გამოწვეული ეს ეფექტი შესაძლოა არ ჰქონდეს მწეველებს.

– პერორალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს შეუძლია გააძლიერონ მედაზეპამის მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეგიონი – MEGION – МЕГИОН

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: BIOCHEMIE, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმი ……    1 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმი ……… 2 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფტრიაქსონი თრგუნავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზს და აქტიურია β ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკრობების წინააღმდეგ.

ცეფტრიაქსონი მოქმედებს შემდეგ მიკრობებზე:

გრამდადებითი აერობული მიკრობები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზს მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans;

გრამუარყოფითი აერობული მიკრობები:

Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae (პენიცილინაზს მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Moraxella catarrhalis, (პენიცილინაზს მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae (მათ შორის, პენიცილინაზს მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia spp. (მათ შორის, Serratia marcescens); ცალკეული შტამები Pseudomonas aeruginosa ასევე მგრძნობიარეა; ანაერობები: Bacteroides fragilis), Clostridium spp. (გარდა Clostridium difficile), Peptostreptococcus spp.

ცეფტრიაქსონი ხასიათდება აქტივობით in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესობა შტამების მიმართ თუმცა ამის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი: Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Providencia spp., Providencia rettgeri, Salmonella spp., (Salmonella typhi ჩათვლით), Shigella spp.; Streptococcus agalactiae, Bacteroides bivius, Bacteroides melaninogenicus. მეტიცილინისადმი რეზისტენტულ  სტაფილოკოკები მდგრადია ცეფალოსპორინების მიმართაც, მათ შორის  ცეფტრიაქსონის მიმართაც, მრავალი შტამი  D ჯგუფის სტრეპტოკოკებისა და ენტეროკოკებისა, მათ შორის Enterococcus faecalis, ასევე მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: პრეპარატს ახასიათებს სრული აბსორბცია.

განაწილება: ინტრავენური გადასხმის დროს იგი სწრაფად გადადის ინტერსტიციულ სითხეებში და ინარჩუნებს ბაქტერიციდულ მოქმედებას 24 საათის განმავლობაში.

ცეფტრიაქსონი სისხლში შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. იგი ხასიათდება მენინგეალურ გარსში შეღწევადობით.

50-100 მგ/კგ-ზე ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინექციის შემდეგ 24 საათში მენინგეალურ სითხეში აღინიშნება 1.4 მგ ლიტრზე მისი კონცენტრაცია. მოზრდილებში 50 მგ/კგ-ზე ინექციის შემდეგ 2-24 საათში პრეპარატის კონცენტრაცია უფრო მეტია იმ კონცენტრაციაზე, რომელიც საჭიროა პათოგენური მიკრობების დათრგუნვისათვის.

ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტაში და მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში.

იგი არ განიცდის მეტაბოლიზმს ორგანიზმში,

ელიმინაცია: წამლის 50-60% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 40-50% ნაღვლის საშუალებით.

მოზრდილებში წამლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.

ჩვილ ბავშვებში თირკმელებით გამოიყოფა პრეპარატის 70%. ბავშვებში და 75 წლის ასაკის ზევით პირებში ელიმინაციის და ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილებში.

თირკმელების და ღვიძლის დაზიანებისას ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება, ისევე როგორც ელიმინაციის ხანგრძლივობა.

ჩვენებები:

გამოიყენება ცეფტრიაქსონისადმი მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს:

  • სეფსისი;
  • მენინგიტი;
  • მუცლის ღრუს ინფექციები;
  • ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების ინფექცია;
  • პერიოპერაციული ინფექციის პროფილაქტიკა;
  • იმუნოდეფიციტიან პაციენტებში ინფექციის დროს;
  • თირკმელების და საშარდე გზების ინფექციის დროს;
  • პნევმონიის, ოტიტის, ფარინგიტის დროს;
  • გენიტალური ორგანოების ინფექციები;
  • ლაიმას დაავადების მეორე სტადიაში.

მიღების წესი და დოზირება:

ცეფტრიაქსონის ინტრავენური გამოყენების დროს 250 და 500 მგ-იან ფლაკონს შეერევა 5 მლ გამხსნელი, 1 გ-იანს – 10 მლ, 2 გ-იანს – 19 მლ, ხოლო 2 გრამის ინფუზიისას – 40 მლ ხსნარი.

კუნთებში გამოყენებისას ცეფტრიაქსონი იხსნება 250 და 500 მგ-იანი 2 მლ ლიდოკაინში, ხოლო 1 გ იხსნება 3.5 მლ ლიდოკაინში.

ინტრავენური ინფუზია უნდა მიმდინარეობდეს ნელა, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

დოზირება მოზრდილებში: რეკომენდეულია 1-2 გრამი ცეფტრიაქსონი დღეში.

მძიმე ინფექციის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გრამამდე დღეში.

2 კვირამდე ასაკის ჩვილ ბავშვებში რეკომენდებულია 20-დან 50 მგ/კგ-ზე ცეფტრიაქსონი;

3 კვირის ასაკიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 20-80 მგ/კგ-ზე.

ხანდაზმულებში რეკომენდებული დოზა არ იცვლება.

პრეპარატით მკურნალობა წყდება ტემპერატურის ნორმალიზებიდან 48-72 საათის შემდეგ.

დოზირების განსაკუთრებული რეჟიმები:

– მენინგიტის დროს ცეფტრიაქსონის რეკომენდებული დოზა ჩვილებში და ბავშვებში შეადგენს 100 მგ/კგ-ზე დღეში. დადებით შედეგი აღინიშნება 4 დღეში, Haemophilus influenzae-ს დროს 6 დღეში, Streptococcus pneumoniae-ს დროს 7 დღეში, ხოლო ენერობაქტერიის შემთხვევაში კი 10-14 დღეში.

– გონორეის დროს რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 250 მგ.

– პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული ცეფტრიაქსონი 1-2 გრამი. (ერთჯერადი დოზა).

– ლაიმას დაავადების დრო – 1-2 გ დღეში, ან ყოველ12 საათში  (4 გრამამდე დღეში) 10 დღიდან 4 კვირამდე დროის განმავლობაში.

– თირკმელების მძიმე დაზიანებისას (კრეატინინის კლირენსი

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი.

ჰემატოლოგიური ცვლილებები: ეოზინოფილია, ლეოკიპენია, გრანულცოტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

კანის მხრივ: ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება, ერითემა.

სხვადასხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ოლიგურია. კრისტალურია, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ცალკეული შემთხვევებში აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰემოკოაგულაციის ცვლილებები.

ლაბორატორიული მონაცემები: იშვიათად კუმბსის დადებითი რეაქცია, ხოლო შარდის მხრივ შაქრის ცრუ დადებით რეაქციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

უკუჩვენებები:

* ცეფალოსპორინებისადმი და პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობა (ჯვარედინი ალერგია);

* ცეფტრიაქსონი სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ბილირუბინს ალბუმინისაგან ანთავისუფლებს, რის გამოც ჩვილებში საშიშია მისი გამოყენება შესაძლო ენცეფალოპათიის განვითარების გამო.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პირველ ტრიმესტრში ცეფტრიაქსონით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

* რადგან პრეპარატი დედის რძეში გადადის, მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ არის რეკომენდებული ცეფტრიაქსონის სხვა წამლებთან ერთად ინფუზია.

* ანაფილაქსის შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის ან გლუკოკორტიკოიდების შეყვანა.

* მკურნალობის დროს ნაღვლის ბუშტში ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგენილი ჩრდილები ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილებზე მეტყველებს, რაც კონსერვატულ მკურნალობას საჭიროებს.

* საჭიროა მკურნალობის დროს სისხლის რეგულარული ანალიზი.

* მძიმე დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რაც მკურნალობის შეწყვეტას და ვანკომიცინის დანიშვნას მოითხოვს.

* პაციენტები ვიტამინ K-ს ნაკლებობით საჭიროებენ მკურნალობისას ამ ვიტამინის დამატებას.

ჭარბი დოზირება:

ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი არ ამცირებს სისხლში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციას, ამიტომ ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სიფრთხილეა საჭირო ცეფტრიაქსონის ამინოგლიკოზიდებთან და შარდმდენებთან ერთად დანიშვნის დროს.

– ცეფტრიაქსონს ნ-მეთილთიოტეტრაზოლის ჯგუფი არ გააჩნია და იგი არ იწვევს ეთანოლის აუტანლობას და სისხლდენას სხვა ცეფალოსპორინებისგან განსხვავებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. მომზადებული ხსნარი გამოიყენება პირველი 6 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის დროს.

მეგესტრონი – MEGESTRONE – МЕГЕСТРОН

საერთაშორისო დასახელება:

MEDROXYPROGESTERONE

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: მედროქსიპროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია: ფლაკონში

1 მლ

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი ………..  150 მგ

 

ვრცლად დეპო–პროვერა

მეგესტროლი – MEGESTROL – МЕГЕСТРОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეგესტროლი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პროგესტენს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის ანტილუთეინურ ეფექტთან და სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებზე მის ზემოქმედებასთან.

ჩვენებები

  • პალიატიური მკურნალობის სახით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბოს  მოგვიანებით სტადიაში და მისი მარეციდივირებელი ფორმების დროს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
  • ენდომეტრიუმის მარეციდივირებელი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს დამატებით და/ან პალიატიური მკურნალობის სახით.

დოზირების რეჟიმი

სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ინიშნება 160 მგ დღეში (40 მგ 4-ჯერ დღეში). ენდომეტრიუმის კარცინომის დროს – 40-320 მგ 4-ჯერ დღეში.

ეფექტური მკურნალობის საკმარის პერიოდად ითვლება პრეპარატით უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ 2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

სხეულის წონაში მომატება, იშვიათად – თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ალოპეცია, გულისრევა და ღებინება, შეშუპებები, საშვილოსნოდან პროფუზული სისხლდენები, ქოშინი, სიმსივნის ადგილას ჰიპერემია, ჰიპერგლიკემია, გამონაყარი.

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან სხივური მკურნალობის ნაცვლად, აგრეთვე ორსულობის ტესტის დასადგენად ნებადართული არ არის.

მეგაშელკალი – MEGASHELCAL – МЕГАШЕЛКАЛ

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ისინი წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და ამცირებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში. ომეგა3 მჟავები აფერხებენ თრომბის წარმოქმნას, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას. ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

კალციუმი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ძვლების, კბილების და რბილი ქსოვილების მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, გააჩნია ანტიანთებითი და ანტიალერგიული მოქმედება, არეგულირებს კუნთოვანი სისტემის მუშაობას, უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას.
მაგნიუმი – მონაწილეობს ნეიროპეპტიდების სინთეზში (ადრენალინი, ნორადრენალინი, ენდოეფინი) თრგუნავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას და მონაწიელობს არტერიული წნევის რეგულაციაში. არეგულირებს კალციუმისა და პარატჰორმონის სეკრეციას, მის გარეშე არ სინთეზირდება ინსულინი, ააქტივებს 300-ზე მეტ ენზიმურ რეაქციას.
თუთია -მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, 200-ზე მეტი ფერმენტის აქტივაციაში, არეგულირებს სასქესო ჰორმონების მუშაობას, აუცილებელია მხედველობისთვის და იმუნინეტის მდგრადობისთვის.
ბორი – მონაწიელობს ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს ძვლის ტვინის სტრუქტუ- რას. მოქმედებს სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ხელს უშლის შარდ- კენჭოვანი დაავადების განვითარებას, აუცილებელია კლიმაქტერულ პერიოდში.
მანგანუმი – მონაწილეობს ოსტეოგენეზში, იმუნიტეტის რეაქციებში, სისხლწარმოქმნაში და ქსოვილოვან სუნთქვაში.
სპილენძი– მონაწილეობს ფერმენტების, კოლაგენის, ელასტინის და ცილის სინთეზში. უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას.

ჩვენება:

– დედის და ნაყოფის ჯანრთელობისთვის (პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).
– ჰიპერტრიგლიცერედიმეია, დაკავშირებული წარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტანზიასთან და ათეროსკლეროზთან.
– ძვლების დაავადებები: ოსტეომიელიტი, მოტეხილობა, ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი
– არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი
– ლიპიდური ცვლის დარღვევით განპირობებული მდგომარეობების პეოფილაქტიკა
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროდერმია
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა
– ნერვული სისტემის დაავადებები: ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება ,ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, შფოთვა, დეპრესია, შაკიკი
– უნაყოფობა, პროსტატის ჰიპერპლაზია
– პრედმენსტრუალური სინდრომი, მენორაგია, საშვილოსნოს ფიბრომიომა, კლიმაქტერული სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
– ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისათვის
– თვალის დაავადებები, გლაუკომა

დოზირება:

1-3 წლამდე ომეგა 3 (EPA, DHA)-15 მგ/კგ, ტაბლეტი 250 მგ. დღეში
3-6 წლამდე 1 კაფსულა დღეგამოშვებით, ტაბლეტი 250-500 მგ. დღეში,
15 წლიდან 1-2 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში,
ორსულები და მეძუძურები დღეში 1-2 ტაბლეტი და 1-2 კაფსულა.
მომატებული ქოლესტერინის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.
მიიღება სადილის დროს ან შემდეგ.

მეგაფორსი – MEGAFORS – МЕГАФОРС

მეგაფორსი  მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

გამოშვების ფორმა: №20

  • ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას;
  • გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტირადიაციული თვისებები;
  • აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას;
  • ახდენს ანტიოქსიდანტურ და ანტიათეროგენულ მოქმედებას;
  • აჩქარებს ვიუსული და სხვა ინფექციების დროს გამოჯანმრთელების პროცესს;
  • ეფექტურია გადატანილი სტრესისა და გადაღლილობის სიმტომების მოსახსნელად;
  • აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ზრდის შრომისუნარიანობას;
  • აუმჯობესებს მხედველობას;
  • აქვეითებს გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს.

მეგაფორსი – შემადგენლობა არის ოპტიმალური და იგი აკმაყოფილებს ვიტამინების, მინერალების, ნახშირწყლების, ამინომჟავების, ლიპიდების, და მცენარეული ექსტრაქტების ადამიანის ორგანიზმში დღიურ მოთხოვნილებას;

მეგაფორსი – ავლენს ზოგად მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას, ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ მდგრადობას გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ, ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში. იგი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს: არგინინის და ლიზინს, ბიოკომპონენტებს, ფუტკრის რძეს (როიალ ჟელე) და ჟენშენის ექსტრაქტს, ესენციურ ფოსფოლიპიდებს – ლეციტინს და ქოლინს.

მეგაფორსი – შემავალი 33 კომპონენტის რაოდენობა ზუსტად არის გათვლილი ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებაზე.

დოზირება: 1–2 კაფსულა დღეში. შესაძლოა ხანგრძლივი გამოყენება.

შემადგენლობა:

ვიტ.A(75% რეტინოლის აცეტატი/25% ბეტა კაროტინი) ………..  5000 ს.ე.

კალცი (დ–კალციუმის ფოსფატი)  59მგ

ვიტ. C(ასკორბინის მჟავა) …………………………………..  150მგ

ფოსფორი (დ–კალციუმის ფოსფატი)  39მგ

ვიტ. D3 (ქოლეკალციფეროლი) ………………………….. .. 400 ს.ე.

მაგნიუმი (ოქსიდი) 1მგ

ვიტ. E (D-ალფა ტოკო სუქცინატი) ………………………….. 245 ს.ე.

თუთია (ოქსიდი) ……………………………………………..     15მგ

ვიტ. K1 (ფიტონადიონი)  ………………………………………   8მკგ

სელენი (ამინომჟავა ხელატი) …………………………………. 50მკგ

ვიტ. B1(თიამინი)  ………………………………………………..  5მგ

სპილენძი (ოქსიდი) ……………………………………………… 2მგ

ვიტ. B2 (რიბოფლავინი)  ……………………………………….  5მგ

მარილი  …………………………………………………………… 27მგ

ვიტ. B6 (პიროქსიდინი)  ………………………………………   4მგ

ქრომი (ამინომჟავა ხელატი) …………………………………… 150მკგ

მოლიბდენი (ამინომჟავა ხელატი) …………………………..   75მკგ

ფოლიუმის მჟავა …………………………………………………. 500მკგ

პანთოტენის მჟავა ……………………………………………….   10მგ

კალიუმქლორიდი  ………………………………………………   30მგ

ჟენ–შენი (10% ექსტრაქტი) …………………………………..   20მგ

ბორკარბიდი (ამინო მჟავა ხელატი)  ……………………….. 130მკგ

რიოალ ჟელე (ფუტკრის რზე) ………………………………..  20მგ

ლ–ლიზინი  ………………………………………………………  20მგ

ლ –არგინინი  …………………………………………………..   20მგ

ლეციტინი (სოიო)  …………………………………………….  50მგ

ქოლინი ………………………………………………………….   25მგ.

მეგალეტინი – MEGALETIN – МЕГАЛЕТИН

შემადგენლობა: ვიტამინი C(L-Askorbic acid), მიკროკრისტალური ცელულოზა, ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate), ლუთეინი, თუთია (zinc gluconate), მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი (vitis vinifera) რომელიც შეიცავს 95% პროანტოციანიდინს, ზეაქსანტინი, კარტოფილის სახამებელი, მშრალი მოცვის ექსტრაქტი რომელიც შეიცავს 25% ანტოციანიდს, პროვიტამინი A(β-carotene) , ვიტამინი B6(pyridoxine hydrochloride),  ვიტამინი B12(cyanocobalamine)

შემადგენლობა

ერთ აბი შეიცავს

დღის ნორმა %

ვიტამინი C( L-ascorbic acid)

32 მგ

40%

ლუთეინი

10 მგ

–

თუთია (Zinc gluconate)

1,43 მგ (10მგ)

100%

ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate)

6 მგ

50%

მშრალი მოცვის ექსტრაქტი

5 მგ (300მგ)

–

მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი

5 მგ

–

პროვიტამინი A(β-carotene)

2,5 მგ

50%

ზეაქსანტინი

1 მგ

–

ვიტამინი B6(pyridoxine hydrochloride)

1 მგ

71%

ვიტამინი B2(Riboflavin)

0.8 მგ

57%

ვიტამინი B1(Thiamine hydrochloride)

0.7 მგ

64%

B12(cyanocobalamine)

0.5 მგ

20%

თვისებები: მეგალეტინში შემავალი ინგრედიენტები, როგორიც არის: თუთია, რიბოფლავინი და ვიტამინი A,  გვეხმარება შევინარჩუნოთ მახვილი მხედველობა. უფრო მეტიც ვიტამინი C, ვიტამინი E, თუთია და რიბოფლავინი იცავენ მთელი სხეულის უჯრედებს ოქსიდაციური ( თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა) სტრესისაგან. ვიტამინები C, B6, B12, და რიბოფლავინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

მეგალეტინი ასევე შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანტინს, ევროპული მოცვისაგან მიღებულ ანტოციანინს, ყურძნის კურკისგან მიღებულ პროანტოციანინს და ვიტამინ B1-ს.   ბეტა კაროტინი (β-carotene) A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად მოსაპოვებელი ფორმაა, ხოლო მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ A ვიტამინი კომბინაციაში რიბოფლავინთან და თუთიასთან ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

ჩვენება:

მეგალეტინი რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც შედიან მხედველობის დაქვეითების რისკ ჯგუფში: დიდი ხნის მანძილზე კომპიუტერთან მუშაობა, დაბალი ან ცვალებადი შუქის ზეგავლენა, ხანგძლივი დროის მანძილზე კითხვა, ავტომობილის მართვა, მზის სხივის პირდაპირი ზემოქმედება თვალის გარსზე

მიღების წესი და დოზირების მეთოდი :

1        აბი 1 ჯერ დღეში

რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისათვის

განსაკუთრებული მითითებები:

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინების დღიური ნორმის შესავსებად ან დიეტის დაცვის მიზნით.

უკუჩვენება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.   მეგალეტინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  # 30 აბი.(3,6 გ.)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

მეგავიტი– პრენატალი – MEGAVIT Prenatal – МЕГАВИТ ПРЕНАТАЛ

მწარმოებელი:

Media Corporation,.  ნიუ-იორკი, აშშ.

შემედგენლობა და გამოშვების ფორმა:

შეფუთვა შეიცავს 3 ბლისტერს, თითოში 10 ტაბლეტი.

მეგავიტ პრენატალის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინ A (რეტინოლი)

1500 მე

ვიტამინ C (ასკორბინის მჟავა)

100 მგ

ვიტამინ D3

250 მგ

ვიტამინ E (ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი)

30 მგ

ვიტამინ B1 (თიამინი)

3 მგ

ვიტამინ B2 (რიბოფლავინი)

3,4 მგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

ვიტამინ B6 (პირიდოქსინი)

6 მგ

ფოლის მჟავა

0,8 მგ

ვიტამინ B12 (ციანოკობალამინი)

6 მკგ

ბიოტინი (ვიტამინ H)

0.03 მგ

პანთოტენის მჟავა

10 მგ

კალციუმი

250 მგ

მაგნიუმი

50 მგ

რკინა

18 მგ

თუთია

15 მგ

მანგანუმი

4,5 მგ

იოდი

0,15 მგ

სელენიუმი

0,025 მგ

ქრომი

0,025 მგ

ჩვენებები:

მეგავიტ პრენატალი შეიცავს ვიტამინების და მინერალების იმ დონეს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ორსულთათვის და მეძუძური დედებისათვის.

უკუჩვენებები:

მეგავიტ პრენატალის გამოყენება უკუნაჩვენებია A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის დროს, პაციენტებში თირკმელის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გვერდითი მოვლენები:

მეგავიტ პრენატალს ახასიათებს კარგი ამტანობა.

დოზირების რეჟიმი:

ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, წყლის მიყოლებით, სასურველია ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.

ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გადაამეტებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

შენახვის ვადა:

24 თვე

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მეგავიტი– კარდიო – MEGAVIT Cardio – МЕГАВИТ КАРДИО

მწარმოებელი:

Media Corporation , ნიუ-იორკი, აშშ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დღიური ფიზიოლოგიური დოზის %

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი A ———————- 2500მე ——————— 50%

ვიტამინი C ———————— 50მგ ———————-  83%

ვიტამინი E ———————–  10მგ ———————   33%

ვიტამინი B6 ———————  1,5მგ ———————  75%

ფოლიუმის მჟავა —————  0,3მგ ———————  75%

ვიტამინი B12 ——————– 1მკგ ———————-   50%

სელენიუმი ———————— 0,1მგ ——————–  100%

ჩვენება:

  • ვიტამინების დეფიციტის  შესავსებლად.

უკუჩვენება:

* პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ  მომატებული მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი:

ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ.

შენახვის პირობები:

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.

ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გადაამეტებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის ვადა:

30 თვე

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Don`t copy text!