თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
საერთაშორისო დასახელება:
CHLORAMPHENICOL
მწარმოებელი: TBILISI PHARMACY FACTORY
მოქმედი ნივთიერება: ქლორამფენიკოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი; ლევომიცეტინის ჯგუფი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ქლორამფენიკოლი ……….. 500მგ
საერთაშორისო დასახელება:
LEVOFLOXACIN
მწარმოებელი: Macleods, ინდოეთი
მოქმედი ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი
შემადგენლობა:
1 ტაბ შეიცავს:
ლევოფლოქსაცინი ……………. 250მგ ან 500მგ (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟალატინიზირებული სახამებელი, პოლისორბატი 80, კროსპოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, , ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი, დიეთილფტალატი.
ფორმა:
ხსნარი ინფუზიისთვის, 500მგ/100მლ ფლაკონებში.
ფარმაკოთრაპიული ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება; ფტორქინოლონები.
საერთაშორისო დასახელება:
LEVOFLOXACIN HEMIHYDRATE
მწარმოებელი: შპს “ გამა ” საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
1 ტაბ.
ლევოფლოქსაცინი (ჰემიჰიდრატის ფორმით) …………… 500 მგ.
საერთაშორისო დასახელება:
VERDENAFIL
მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE AG, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: ვარდენაფილი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 1 ან 4 ტაბ., შეფუთვაში 1, 2 ან 3 ბლისტერი.
1 ტაბ.
ვარდენაფილი (მონოჰიდროქლორიდი ტრიჰიდრატის ფორმით) ………10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება, მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას (ფდე 5) ინჰიბიტორი. ასოს ერექცია ჰემოდინამიკური პროცესია, რომელსაც საფუძვლად უდევს მღვიმოვანი სხეულებისა და მასში მოთავსებული არტერიოლების გლუვი მუსკულატურის მოდუნება. სექსუალური სტიმულაციის დროს მღვიმოვანი სხეულების ნერვული დაბოლოებებიდან გამოიყოფა აზოტის ოქსიდი(NO), რომელიც ააქტივებს ფერმენტ გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ც-გმფ) გაზრდას მღვიმოვან სხეულებში. შედეგად ხდება მღვიმოვანი სხეულების გლუვი კუნთების მოდუნება, რაც განაპირობებს სისხლის ნაკადის გაზრდას სასქესო ასომდე. სპეციფიკური მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას (ფდე 5) ბლოკირებით, რომელიც მონაწილეობს ც-გმფ-ის დაშლაში, ვარდენაფილი აძლიერებს ენდოგენური NO-ს ადგილობრივ მოქმედებას მღვიმოვან სხეულებში სექსუალური სტიმულაციის დროს. ეს ეფექტი განაპირობებს ლევიტრას უნარს გააძლიეროს რეაქცია სექსუალურ სტიმულაციაზე.
ვარდენაფილის კლინიკური ეფექტი დგება მიღებიდან 10 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 8-10 სთ.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ ვარდენაფილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. უზმოზე მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაციის ადრეული პიკი (Cmax) შეიძლება განვითარდეს 15 წუთში, თუმცა შემთხვევათა საშუალოდ 90%-ში – 60 წუთში (30-დან 120 წუთამდე). აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 15%-ს. დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში (5-20 მგ) მაჩვენებელი – “ფართობი კონცენტრაცია-დროის შეფარდების მრუდის ქვეშ” (AUC) და Cmax იზრდება დოზის გაზრდის პროპორციულად.
ვარდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს (57%), შეწოვის სიჩქარე მცირდება, იზრდება მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) 60 წუთამდე და Cmax საშუალოდ მცირდება 20%-ით AUC მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ნორმალური საკვების მიღებისას, რომელიც არ შეიცავს 30%-ზე მეტ ცხიმს, ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (Cmax, Tmax, AUC) არ იცვლება.
განაწილება: ვარდენაფილი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი (MI) კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს (95%-მდე), თუმცა ეს თვისება შექცევადია და არაა დაკავშირებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციასთან. ვარდენაფილის მიღებიდან 90 წუთის შემდეგ ჯანმრთელი მამაკაცების სპერმაში ისაზღვრება მიღებული დოზის არა უმეტეს 0.00012%.
მეტაბოლიზმი: ვარდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ფერმენტებით ციტოქრომული CYP3A4 სისტემის მონაწილეობით, ასევე CYP3A5 და CYP2C9 იზოფერმენტებით.
გამოყოფა: ვარდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 56 ლ/სთ, საბოლოო T1/2 – საშუალოდ 4-5 სთ. პერორალურად მიღების შემდეგ ვარდენაფილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გზით (დოზის 91-95%), ნაკლებად – თირკმლებით დოზის 2-6%).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ჯანმრთელ ხანდაზმულ მამაკაცებში (65 წელზე მეტი) ახალგაზრდებთან შედარებით (45 წლამდე) ვარდენაფილის ღვიძლისმიერი კლირენსი დაქვეითებულია. საშუალოდ, ხანდაზმულებში AUC იზრდება 52%-ით. მაგრამ განსხვავება ეფექტურობისა და უსაფრთხოების მხრივ ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის არ აღინიშნება.
თირკმლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კკ>55-80 მლ/წთ) და საშუალო სიმძიმის (კკ>30-50 მლ/წთ) დარღვევით ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები უახლოვდება ჯანმრთელებში ამ მაჩვენებლებს. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევეისას (კკmax მცირდება 23%-ით. სარწმუნო კორელაცია კრეატინინის კლირენსსა და პლაზმაში ვარდენაფილის კონცენტრაციას შორის (AUC და Cmax) არ აღინიშნება.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევისას ვარდენაფილის კლირენსი მცირდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის პროპორციულად. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მსუბუქი ხარისხისას აღინიშნება მაჩვენებლების AUC და Cmax-ის გაზრდა 1.2-ჯერ (AUC 17% და Cmax 22%-ით), ხოლო საშუალო ხარისხისას – 2.6-ჯერ (160%) და 2.3-ჯერ (130%) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
გვერდითი მოვლენები:
ლევიტრას ძირითადად ახასიათებს კარგი ამტანობა, გვერდითი ეფექტები უმნიშვნელოდ ან ზომიერადაა გამოხატული და ჩვეულებრივ, გარდამავალია.
ნერვული სისტემის მხრივ: ≥ 10%, თავის ტკივილი; ≥ 1%-≤10% თავბრუსხვევა, >0,01%-
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ≥ 10% „ალები“,≥1%-≤10% არტერიული ჰიპერტონია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური ჰიპოტონია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10% დისპეპსია, გულისრევა;
მხედველობის ორგანოს მხრივ: 0.1%-
სასუნთქი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10% ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბებითი ჰიპრემია (ლორწოვანის შეშუპება, რინიტი, რინორეა).
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: >0.01%-
კანის მხრივ: >0.01%-
სასქესო სისტემის მხრივ: >0.01%-
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ;
* ნიტრატებთან ან აზოტის ოქსიდის დონატორ პრეპარატებთან ერთდროული მიღება;
*აივ-ის პროტეაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა ინდინავირი ან რიტონავირი.
* სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება თანდაყოლილი QT ინტერვალის გახანგრძლივება, სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია (გაღუნვა, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება), დაავადებები, რომლებიც იწვევენ პრიაპიზმისკენ განწყობას (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია), ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, თირკმლების დაავადება ტერმინალურ სტადიაში, არტერიული ჰიპოტონია (სისტოლური წნევა 90 მმ. ვწყ. სვეტზე ნაკლები მოსვენების მდგომარეობაში), ახლო წარსულში გადატანილი ინსულტი ან მიოკარდის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის სტენოზი და იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტალური სტენოზი, ბადურას გენეტიკური დეგენერაციული დაავადებები (მაგ. პიგმენტური რეტინიტი), სისხლდენებისკენ მიდრეკილება და წყლულოვანი დაავადებების გამწვავება.
ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატი არაა ნაჩვენები ქალებში, ბავშვებში და ახალშობილებში.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვაზე: ავტოტრანსპორისტის ან სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როგორ რეაგირებენ ლევიტრას მიღებაზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია გამოხატული ტკივილი წელის არეში.
მკურნალობა: ინიშნება სტანდარტული სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი არ აძლიერებს პრეპარატის გამოყოფას, რადგან ვარდენაფილი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს და მისი მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა თირკმლების გზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
CYP ინჰიბიტორები
ვარდენაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ციტოქრომული სისტემის P450(CYP) ფერმენტების მონაწილეობით, კონკრეტულად CYP3A4 იზოფერმენტის, ასევე ნაწილობრივ CYP3A5 და CYP2C9 იზოფერმენტებით. ვინაიდან ამ ფერმენტების ინჰიბიტორებმა (ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი) შეიძლება დააქვეითოს ვარდენაფილის კლირენსი, ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/დღეში. CYP3A4-ის ინჰიბიტორ ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მგ/დღეში.
– ლევიტრასა და ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ამიტომ ლევიტრას მიღება საჭიროა არა უადრეს 6 სთ-ისა ალფა- ადრენობლოკატორის მიღების შემდეგ.
– ვარდენაფილისა და გლიბენკლამიდის, ნიფედიპინის, დიგოქსინისა და ვარდენაფილის ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნება ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
– ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნება (პროთრომბინის დროზე და შედედების ფაქტორებზე II, VII, X გავლენა) ვარდენაფილის (20 მგ) და ვარფარინის (25 მგ) ერთდროული დანიშვნისას.
– მაალოქსის (ანტაციდი: მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება არ მოქმედებს ვარდენაფილის AUC და Cmax-ზე.
– ვარდენაფილის (20 მგ) ბიოშეღწევადობა არ ირღვევა მისი ერთდროული გამოყენებისას H2-რეცეპტორების ანტაგონისტებთან – რანიტიდინთან (150 მგ 2-ჯერ დღეში) და ციმეტიდინთან (400 მგ 2-ჯერ დღეში).
ვარდენაფილი (10 მგ და 20 მგ) არ მოქმედებს სისხლდენის ხანგრძლივობაზე, როცა ინიშნება მონოთერაპიის სახით და კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან დაბალი დოზით (2 ტაბლეტი 81 მგ-იანი).
– ვარდენაფილი (20 მგ) ახდენს ალკოჰოლის (0.5 გ/კგ მასაზე) ჰიპოტენზიური ეფექტის პოტენცირებას, ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ ირღვევა.
– აცეტილსალიცილის მჟავა, აგფ ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, დიურეტიკები და ანტიდიაბეტური პრეპარატები (სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი), CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორები არ მოქმედებენ ვარდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.
– ვარდენაფილის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას არაა შესწავლილი, ამიტომ მათი ერთად დანიშვნა არ ხდება.
– ინდინავირთან და რიტონავირთან დანიშვნა უკუნაჩვენებია.
– ვარდენაფილისა და ჰეპარინის ერთდროული დანიშვნის გავლენა სისხლდენის დროზე შესწავლილი არაა.
– ვარდენაფილის გავლენა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტზე შესწავლილი არაა. ამიტომ მათი ერთად კომბინაციაში დანიშვნა უკუნაჩვენებია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სწრაფად მოქმედი ანტიჰელმინთური საშუალება. მაღალეფექტურია ასკარიდოზისა და ანკილოსტომიდოზის დროს. ჰელმინთებთან კონტაქტისას იგი იწვევს ნერვული განგლიების ბლოკადასა და კუნთების დამბლას, რის შედეგადაც პარალიზებული ჰელმინთები 24 სთ-ში გამოდის ორგანიზმიდან. პრეპარატი ავლენს იმუნომოდულატორულ თვისებებსაც, რაც გამოიხატება მის უნარში გააძლიეროს ლიმფოციტებისა და მოფაგოციტე მონონუკლეარული სისტემის უჯრედები.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება CVN-დან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ-ია. პრეპარატი მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან 2 დღის განმავლობაში.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
როგორც ანტიჰელმინთური საშუალება მოზრდილებში ინიშნება 15 მგ ერთჯერადი დოზით.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ერთჯერადად 2.5 მგ/კგ ღამით.
როგორც იმუნომოდულატორი: ინიშნება 15 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში შემდგომი 2 კვირიანი ინტერვალებით, ან 15 მგ დღეში კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
ანტიჰელმინთური მიზნით ერთჯერადი მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს.
იმუნომოდულატორული მიზნით დეკარისის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ნევროლოგიური მოშლილობები, უფრო საშიშია აგრანულოციტოზი, რომელიც ხშირად ვითარდება რევმატოიდური ართრიტის მქონე ქალებსა და დადებითი RDF 28-ის მქონე ავადმყოფებში.
უკუჩვენებები
* ანამნეზში წამლისმიერი აგრანულოციტოზის არსებობა;
* ზემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ინფექციური დაავადებების დროს პრეპარატის იმუნომოდულატორული მიზნით დანიშვნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პრეპარატი არ ცვლის ამ დაავადებების დროს ნაჩვენებ ანტიბიოტიკებს. ან სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებს.
♦ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პერიფერიული სისხლის კონტროლი ლეიკოციტების რაოდენობისა და ფორმულის შემოწმების მიზნით პირველი დოზის – 15 მგ მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. თუკი ლეიკოციტების რაოდენობა 3-ზე ნაკლებია, ან ნეიტროფილების რიცხვი მცირდება 1-მდე 1 მკლ-ში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე. ამის შემდეგ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება. თუკი ლეიკოციტების ან ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება კვლავ გრძელდება, პრეპარატს ხსნიან.
♦ მკურნალობის პროცესში იკრძალება ალკოჰოლი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლევამიზოლის დანიშვნა არ შეიძლება ლეიკოპენიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად, მაგალითად პირაზოლონის წარმოებულებთან ერთად.
საერთაშორისო დასახელება:
SYLIMARIN (SILIBININ)
მწარმოებელი: MADAUS, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: სილიბინინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 და 30 ც.
1 კაფს.
სილიბინინი ……………….. 140 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისბორატ 80, პოლივიდონი, მანიტოლი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავები EW170,172, ჟელატინი, ნატრიუმის დოდესულფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის (ფლავანოიდური შენაერთების ჯგუფი) ანტიოქსიდანტური აქტივობით, რაც იწვევს ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვის დათრგუნვას, ცილის სინთეზის სტიმულაციას, ფოსფოლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას და ჰეპტოციტების მემბრანების სტაბილიზაციას. აღნიშნულის გამო, ადგილი აქვს უჯრედული მემბრანის ნორმალიზებას და შესაბამისად ღვიძლის უჯრედებიდან უჯრედული მემბრანების დაშლილი ნაწილების დანაკარგის შემცირებას (მაგ, ტრანსამინაზების).
სილიმარინი ხელს უშლის გარკვეული ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების (შხამა სოკოს ტოქსინების) უჯრედში შეღწევას. სილიმარინით გამოწვეული ცილის სინთეზის გაძლიერების პროცესი დაკავშირებულია უჯრედის ბირთვში არსებული რნმ პლიმერაზა-1 აქტივობის სტიმულაციით, რომელიც იწვევს რნმ სინთეზის გაძლიერებას, რის გამოც მიმდინარეობს სტრუქტურული და ფუნქციური პროტეინების (ფერმენტების) ინტენსიური სინთეზი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის რეპარაციას და მთლიანობაში ღვიძლის აღდგენითი ფუნქციის სტიმულაციას.
ფარმაკოკინეტიკა:
სილიმარინის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიბინინი. დადგენილია, რომ პრეპარატი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რეზორბციის შემდეგ ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით (შეწოვილი რაოდენობის 80%-ზე მეტი). ნაღველში მეტაბოლიტების სახით აღმოჩენილია გლუკურონიდები და სულფატები. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ სილიბინინი დეკონიუგაციის შემდეგ ხელმეორედ შეიწოვება ნაწლავებში და ღვიძლში და ამ გზით ცირკულირებს სისხლში. ვინაიდან პრეპარატი ღვიძლის მიერ სწრაფად გამოიყოფა ორაგიზმიდან, სისხლში მისი კონცენტრაცია და რენული ელიმინაცია უმნიშვნელოა. მის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2.2 სთ-ს, ხოლო ნახევრადელიმინაციის პერიოდი – 6.3 სთ-ს.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
მძიმე შემთხვევებში ინიშნება პერორალურად 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელ დოზას შეადგენს 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულების მიღება წარმოებს დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. მკურნალობის კურსის დადგენა ხდება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შეთხვევაში ფაღარათი.
უკუჩვენებები:
* დადგენილი არ არის.
* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლეგალონის გამოყენება, არასაკმარისი კვლევების გამო, შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გადაუდებელ შემთხვევებში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ჩვეულებრივ პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
LACIDIPINE
მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება: ლაციდიპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
III თაობის დიჰიდროპირიდინული კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
ლაციდიპინი ………. 2 მგ
1 ტაბ.
ლაციდიპინი ………. 4 მგ
ფარმაკოლოგიუირ თვისებები:
ლაციდიპინი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინული ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორს, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების გლუვი კუნთების კალციუმის ნელ არხებზე.
ლაციდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას და აღნიშნულის შედეგად აქვეითებს არტერიულ წნევას.
ლაციდიპინი აგრეთვე აფართოვებს მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებს და რეზისტიულ კორონარულ არტერიოლებს მიოკარდიუმის, როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიურ ზონაში და შესაბამისად ზრდის მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას და ავლენს ანტიიშემიურ ეფექტს.
სპეციალური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ლაციპილი არ მოქმედებს სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე და არ ანელებს აგზნების გატარებას ატრიოვენტრიკულურ კვანძში. ამასთან ერთად, ჯანმრთელ მოხალისეებში და აგრეთვე ავადმყოფებში, ლაციპილი არ იწვევს მიოკარდიუმის კუმშვადობის დათრგუნვას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ლაციპილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 10%-ს, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 30-150 წუთში.
განაწილება: ლაციპილის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: ლაციპილი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. “პირველი გავლის დროს” 4 ძირითადი მეტაბოლიტის წრამოქმნით, რომელთაც გააჩნიათ უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური აქტივობა.
გამოყოფა: პლაზმაში მდგრადი კონცენტრაციის მიღწევისას ლაციდიპინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-19 საათს, მაგრამ ლაციდიპინის მოლეკულის მაღალი ლიპოფილურობის გამო კალციუმის არხების ბლოკირების პერიოდი 3-ჯერ აღემატება მისი პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს. ეს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის მიუხედავად კალციუმის არხების ხანგრძლივ (36 სთ-ზე მეტი) და მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს ერთხელ დღეში. ლაციპილის მიღება რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილის საათებში, შემდგომი დოზის შერჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დაავადების სიმძიმე და პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ/კგ-მდე.
ლაციპილით მკურნალობა ნაჩვენებია ხანგრძლივად.
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება და აქედან გამომდინარე შემდეგი ეფექტების განვითარება: თავის ტკივილი, შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია. ყველა ეს ეფექტი გარდამავალ ხასაითს ატარებს და, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება. იშვიათად აღინიშნება სტენოკარდიის გამწვავება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, უფრო ხშირად პაციენტებში იშემიური დაავადების გამოხატული კლინიკური გამოვლინებით.
დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ერთვის ქავილი და ერითემა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათად ფუნქციური დარღვევები კუჭის მხრივ, გულისრევა, ღრძილების ჰიპერპლაზია; ძალიან იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას შექცევადი მომატება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – პოლიურია.
სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად – საერთო სისუსტე.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ლაციპილის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
* ლაციპილი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობა.
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის განდევნის ფრაქციის დაბალი მაჩვენებელი, არასტაბილური სტენოკარდია და ახლად გადატანილი ინფარქტის შემდეგ, აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაში პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო გამოხატულია.
* თირკმელების ფუნქციის დარღვევისას და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირების კორექცია არ არის საჭირო.
* არ მოიპოვება მონაცემები ლაციპილის გამოყენების შესახებ პედიატრიაში, ისევე როგორც ლაციპილის მიერ გლუკოზის მიმართ ტლერანტობის შემცირების ან ანტიდიაბეტური მკურნალობის ეფექტის დაქვეითების შესახებ.
* როგორც სხვა დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატებთან მიმართებაში, არ არის რეკომენდებული ლაციპილის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სამედიცინო ლიტერატურაში არ არის აღწერილი ლაციპილით ჭარბი დოზირების შემთხვევები. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომები დაკავშირებულია პერიფერიულ სისხლძარღვების ხანგრძლივ გაფართოვებასთან, რაც გამოიხატება არტერიული ჰიპოტენზიით და ტაქიკარდიით. თეორიულად ლაციპინს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელება.
მკურნალობა: ლაციპილის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ლაციპილის და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების კომბინირებისას, მაგალითად დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან, შესაძლებელია ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარება.
– ციმეტიდინის და ლაციპილის კომბინირებისას შესაძლებელია ლაციპილის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის ფაღარათის საწინააღმდეგო პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჟელატინის მყარი კაფსულები: ბლისტერზე 10 ც. შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 კაფს.
შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას:
Lactobacillus rhamnosus Rosell-11……… 1.9 მლრდ.
Lactobacillus acidophilus Rossel-52 ………. 0.1 მლრდ.
დამხმარე ნივთიერებები:
მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტობაქტერიები – Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც აერთიანებს გრამდადებით უმოძრაო არასპროწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში ლაქტობაქტერიებს შეუძლია რძემჟავის წარმოქმნა, ლიზოციმის, სხვა ნივთიერებების პროდუცირება ანტიბაქტერიული აქტივობით: რეუტერინი, პლანტარიცინი, ლაქტოციდინი, ლაქტოლინი. ორგანული მჟავების, ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიოცინების პროდუქციის დახმარებით ლაქტობაქტერიების ბევრი შტამი ავლენს ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ კნტ-ის კოლონიზაციური რეზისტენტობის უზრუნველყოფით. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ მოქმედებას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორებიცაა E. coli,H. influenzae, Campilobacter jejuni, Salmonella, Shigella, Streptococcus, Staphilococcus aureus, Helicobacter pylori მათი ზრდისა და ენტეროციტების მიმართ ადჰეზიის დათრგუნვით.
ლაქტობაქტერიები მონაწილებს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ლაქტობაქტერიებს შეუძლიათ გაააქტიურონ უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანებისა და თეიქოის მჟავების არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნიათ. ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ, ასევეე კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ ორივე მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრების და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად:
მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მ.შ. გამოწვეულის Clolstridium difficile -ს ჩხირით): პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
6-12 თვის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში;
1-3 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;
3-12 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში;
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას – დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ (დისპეფსიები):
6-12 თვის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ;
1-3 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე;
მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე, შემდეგ შეიძლება დოზირების რეჟიმის დაცვა ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით Candidas ტიპის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორის მიერ საშვილოსნოს წყლების და ახალშობილის კნტ-ს კოლონიზაციას. ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
Lactulosum
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: შპს აფლოფარმი, პოლონეთი.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალებები; ოსმოსური თვისებების მქონე.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
7.5გ/15მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონში
სიროფის 15მლ შეიცავს:
ლაქტულოზა …………. 7,5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ხენდროს არომატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ლაქტულოზა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტულოზას, რომელსაც გააჩნია საფაღარათე მოქმედება. ლაქტულოზა მიეკუთვნება ლაქტაზის წაროებულ სინთეზურ შაქრებს. ის არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იშლება მხოლოდ კოლინჯში, ნაწლავის ბაქტერიებით. ეს იწვევს წყლის შეკავებას და განავლოვანი მასების გათხელებას. ახდენს ნაწლავების პერისტალტიკის აქტივაციას. ამის გარდა ლაქტულოზა ამცირებს ამიაკის შეწოვას და სისხლში მის კონცენრაციის შემცირებას. ლაქტულოზის მოქმედება იწყება პრეპარატის დოზის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ჩვენებები:
ყაბზობა:
მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე
3 წელზე უფროსი ბავშვები
დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
3 წლამდე ბავშვები
დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
ჩვილები
დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.
ღვიძლის ენცეფალოპათია
მოზრდილები
120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.
პრეპარატი მიღების წინ უნდე შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
მიღების წესები და დოზები:
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, მაშინ
ყაბზობა:
მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე
3 წელზე უფროსი ბავშვები
დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
3 წლამდე ბავშვები
დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
ჩვილები
დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.
ღვიძლის ენცეფალოპათია
მოზრდილები
120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე;
ღვიძლის ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.
პრეპარატი მიღების წინ უნდა შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენების საწყის ეტაპზე, პაციენტების დააახლოებით 20%-ში ვითარდება მუცლის შებერვა, აირების წარმოქმნა და ნაწლავთა სპაზმები, ბოყინი, მუცლის არეში დისკომფორტი,. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.
ლაქტულოზის მაღალი დოზები იწვეს ფაღარათს, სითხის კარგვას, ჰიპერნატრიემიას (შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება), ჰიპოკალიემიას (შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება) და იშვიათ შემთხვევებში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს.
იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას და ღებინებას.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტზე, ნაწლავთა გაუვალობა, გალაქტოზემია.
უსაფრთხოების ზომები:
ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, საჭიროა პლაზმაში ელექტროლიტების (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული კონტროლი. პრეპაარატი შეიცავს ლაქტოზის და გალაქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას, ამის გამო შაქრიანი დიაბეტის და ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზირება:
ლაქტულოზის ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს: ფაღარათი, სპაზმები მუცლის არეში. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომური თერაპიის დაწყება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ამცირებს pH-ს, შეუძლია შეასუსტოს იმ პრეპარატების მოქმედება, რომელთა გამოთავისუფლება დამოკიდებულია კოლინჯის pH- ზე.
ლაქტულოზის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება შეამციროს შრატში კალიუმის კონცენტრაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ ინახება სიცივეში. გაყინვა არ შეიძლება.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.