Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 775

მერისტატ-სანოველი500მგ#14ტ

მერისტატი-სანოველი 500მგ
(MERISTAT-sanovel)
 

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – კლარითრომიცინის (claritromycin) 500 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: მღებავი აგენტები ( E 171, E 102), ნატრიუმის საქარინი და ვანილინი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლარითრომიცინი ნახევრადსინთეზური მაკროლიდური ანტიბიოტიკია. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედში ცილის სინთეზის დათრგუნვით 50 S რიბოსომულ სუბერთეულთან შეკავშირების ხარჯზე. in vitro პრეპარატის მთავარი მეტაბოლიტის – 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის აქტივობა უმრავლესი მიკროორგანიზმების მიმართ კლარითრომიცინის მსგავსია, ხოლო in vivo იგი აძლიერებს ამ უკანასკნელის აქტივობას.
კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარეა აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრი. იგი ეფექტურია Helicobacter pylori-ს მიმართ. ეს ეფექტი მჟავა PH- თან შედარებით ნეიტრალური PH-ის პირობებში უფრო ძლიერია. კლარითრომიცინი აგრეთვე აქტიურია MAC-ის მიმართ (Mycobacterium avium complex ).
კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები იძლევა მისი ორჯერ დღეში მიღების საშუალებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ- ნაწლავში და განიცდის `პირველი გავლის` მეტაბოლიზმს. კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 55%-ს. საკვების მიღება უმნიშვნელოდ აფერხებს კლარითრომიცინის ტაბლეტების აბსორბციას და 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის წარმოქმნას, თუმცა საკვები პრეპარატის საბოლოო აბსორბციის ხარისხზე არ მოქმედებს. ჯანმრთელ მოზრდილებში უზმოზე, რომლებიც პერორალურად იღებდნენ კლარითრომიცინს, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 0,6 მკგ/ლ და მიიღწევა 2 სთ-ს შემდეგ. კლარითრომიცინის 250 მგ დოზით ყოველ 12 სთ-ში მიღებისას მისი წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 2-3 დღეში. ამ დროს მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციის ჩმახ -ის საშუალო სიდიდე შეადგენს 1 მკგ/მლ, პრეპარატის 500 მგ დოზით მიღებისას ყოველ 12 სთ-ში Cmax შეადგენს 2-3 მკგ/ლ, პრეპარატის 500მგ დოზით ყოველ 8 სთ-ში მიღებისას _ 3-4 მკგ/მლ. კლარითრომიცინის მთავარი მეტაბოლიტი – 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს პრეპარატის 250მგ დოზის მიღებიდან დაახლოებით 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 0,7 მკგ/ლ. კლარითრომიცინის 250 მგ დოზით ყოველ 12 სთ-ში მიღებისას 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 დღეში. ამ დროს მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციის საშუალო სიდიდე შეადგენს 0,6 მკგ/მლ, ხოლო პრეპარატის 500 მგ დოზით ყოველ 8-12 სთ-ში მიღებისას ეს სიდიდე 1 მკგ/მლ-ა. კლარითრომიცინს გააჩნია არასწორხაზოვანი დოზადამოკიდებული ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი 250 მგ დოზით ყოველ 12 სთ-ში მიღებისას შეადგენს საშუალოდ 3-4 საათს, ეს სიდიდე 5-7 საათამდე იზრდება პრეპარატის 500 მგ დოზით ყოველ 12 საათში მიღებისას. 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი კლარითრომიცინის 250 მგ დოზით ყოველ 12 საათში მიღების დროს შეადგენს 5-7 საათს, ხოლო 500 მგ დოზით ყოველ 12 საათში მიღებისას დაახლოებით 7 საათს.
250 მგ კლარითრომიცინის პერორალურად მიღებისას დოზის დაახლოებით 38% (კლარითრომიცინის სახით 18%) გამოიყოფა შარდთან და 40% (კლარითრომიცინის სახით 4%) განავალთან ერთად. პრეპარატის 250 ან 500 მგ დოზით ყოველ 12 საათში პერორალურად მიღებისას, 20 ან 30% შესაბამისად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში 12 საათის განმავლობაში. შარდში აგრეთვე გამოიყოფა 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი, მისი შემცველობა მიღებული 250-500მგ დოზის 10-15%-ს შეადგენს.
კლარითრომიცინი აღწევს კუჭის ლორწოვან გარსში. კლარითრომიცინის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას მატულობს მისი კონცენტრაცია კუჭის ქსოვილსა და ლორწოვანში.
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში კლარითრომიცინის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება. ამავე დროს ღვიძლის დაავადებები ამცირებს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის წარმოქმნას. კლარითრომიცინი და მისი მთავარი მეტაბოლიტი_14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი ფართოდ ვრცელდებიან სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში. მაღალი უჯრედშიდა კონცენტრაციის გამო, ქსოვილებში მისი კონცენტრაცია უფრო მაღალია ვიდრე შრატში.
კლარითრომიცინის ანტიმიკრობული სპექტრი:
კლარითრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ in vivo და in vitro:
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: HHaemophilus influenzae, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Helicobacter pylori.
მიკობაქტერიები: Mycobacterium kanzasii, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium avium complex (MAC), რომელიც შედგება Mycobacteruim avium და Mycobacterium intracellulare, ბეტა ლაქტამაზა არ მოქმედებს კლარითრომიცინის აქტივობაზე.
შენიშვნა: კლარითრომიცინის მიმართ მდგრადია მეტიცილინისადმი და ოქსაცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკების შტამების უმრავლესობა.
კლარითრომიცინი აქტიურია in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ:
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Listeria monocytogenus, Streptococcus agalactiae, Streptococci (C,F,G), Viridans group streptococci.
ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Clostridium perfringens, Peptococcus niger, Propionibacterium acnes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Bordetella pertussis, Campylobacter jejuni, Legionela pneumophila, Neisseria gonorhoeae, Pasteurella multocida.
ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Bacteroides melaninogenicus.
სხვა აერობული მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis.

ჩვენებები
კლარითრომიცინი ნაჩვენებია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი/Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტი, მწვავე მაქსილარული სინუსიტი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae ან Moraxella catarrhalis-ით გამოწვეული ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გართულება, პნევმონია (გამომწვევი-Mycoplasma pneumoniae ან Streptococcus pneumoniae).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები (გამომწვევი Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes). აბსცესები, როგორც წესი საჭიროებენ ქირურგიულ დრენირებას.
შემოფარგლული ან დისემინირებული მიკობაქტერიული ინფექციები (გამომწვევი Mycobacterium avium, Mycobacterium intracellulare), შემოფარგლული მიკობაქტერიული ინფექციები (გამომწვევი- Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium kansasii).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთად კლარითრომიცინი ნაჩვენებია H.pylori-ს ერადიკაციისათვის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ;
-კლარითრომიცინის მიღება ცისაპრიდთან, პიმოზიდთან ან ტერფენადინთან ერთად;
-კლარითრომიცინის დანიშვნა გულის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ ტერფენადინით (გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები და ა. შ.);
-კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებში ელექტროლიტების დარღვეული ბალანსით.

უსაფრთხოების ზომები
ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები აღწერილია თითქმის ყველა ანტიმიკრობული პრეპარატის გამოყენების დროს კლარითრომიცინის ჩათვლით. ამიტომ აუცილებელია ამ დიაგნოზის განსაზღვრა პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა. ანტიბიოტიკების მიღება აზიანებს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, და შესაბამისად შესაძლოა შეუწყოს ხელი კლოსტრიდიების ზრდას.
კვლევები გვიჩვენებს, რომ Clostridium difficile-ს მიერ გამომუშავებული ტოქსინი `ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტის` უმთავრესი მიზეზია.
ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის დადგენის შემდეგ აუცილებელია სათანადო მკურნალობის დაწყება. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. საშუალო და მძიმე შემთხვევებში საჭიროა მკურნალობა სითხეებითა და ელექტროლიტებით, დიდი რაოდენობით ცილების მიწოდება, აგრეთვე მკურნალობა იმ ანტიბაქტერიული პრეპარატით, რომელიც კლინიკურად აქტიურია ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ს მიმართ.
კლარითრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლისა და თირკმელების საშუალებით. კლარითრომიცინის დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. მაგრამ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევით, მიუხედავად იმისა არის თუ არა ღვიძლის ფუნქცია დარღვეული, საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება.
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ლინკომიცინთან, კლინდამიცინთან და სხვა მაკროლიდებთან.

ორსულობა და ლაქტაცია
კლარითრომიცინი ორსულებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის საშუალება. ამ დროს აუცილებლად უნდა შეფასდეს მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის.
ცნობები კლარითრომიცინის უსაფრთხოების შესახებ ორსულებსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში არ არსებობს. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. გერიატრია: მოხუცებულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევით საჭიროა დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევის დროს განვითარებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ატარებდა მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. სხვა კლასიკურ მაკროლიდებთან შედარებით კლარითრომიცინის მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან განვითარებული გვერდითი მოვლენები უფრო მცირეა. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: გლოსიტი, სტომატიტი, პირის ღრუს ლორწოვანის კანდიდოზი, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია და ღებინება, აგრეთვე თავის ტკივილი, გემოვნების შეცვლა. იშვიათ შემთხვევებში, ისევე როგორც სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ჰეპატოცელულური და/ ან ქოლესტაზური ჰეპატიტის განვითარება სიყვითლით ან მის გარეშე. ეს დარღვევები შესაძლოა მწვავედაც მიმდინარეობდეს, მაგრამ ისინი ატარებენ შექცევად ხასიათს.
კლინიკური კვლევის დროს კლარითრომიცინისა და ომეპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა ენის ფერის დროებითი შეცვლა.
ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს კანზე მსუბუქი გამონაყარისა და ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიისა და სტივენ- ჯონსონის სინდრომის იშვიათ შემთხვევებამდე.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: აგზნებადობა, თავბრუსხვევა, უძილობა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები.
გულ- სისხლძარღვთა სისტემა: პაციენტებში გახანგრძლივებული QT-ინტერვალით შესაძლებელია განვითარდეს პარკუჭოვანი არითმიები, ტაქიკარდიისა და პარკუჭების თრთოლვა- ციმციმის სინდრომის ჩათვლით.
პაციენტებში იმუნური სისტემის დაავადებებით ანამნეზში გვერდითი მოვლენების განვითარების მიზეზის განსაზღვრა ძნელია.
იშვიათად გემოვნების გაუკუღმართებას თან სდევს ყნოსვის გაუკუღმართებაც.
იშვიათად აღინიშნება კბილების ფერის შეცვლა.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტი კლარითრომიცინთან ერთად მკურნალობს ინსულინით ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
კლარითრომიცინის თეოფილინსა და კარბამაზეპინთან ერთად მიღებისას აღინიშნება პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის ზომიერი, მაგრამ კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება.
სხვა მაკროლიდების მსგავსად კლარითრომიცინის მიღება პრეპარატებთან, რომელთა მეტაბოლიზმიც ხორციელდება ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით, მნიშვნელოვნად ამაღლებს ამ პრეპარატების (მაგ. ვარფარინი, ტრაზოლამი, მიდაზოლამი, ლოვასტატინი, დიზოპირამიდი, ფინოპტინი, ციკლოსპორინი) კონცენტრაციას შრატში.
ცისაპრიდის კლარითრომიცინთან ერთად მიღებისას აღინიშნება შრატში მისი კონცენტრაციის მომატება, რაც იწვევს QT- ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივებას, არითმიებს, პარკუჭოვან ტაქიკარდიას, ფიბრილაციას, და პარკუჭების თრთოლვა- ციმციმის სინდრომს. მსგავსი ეფექტები აღწერილია კლარითრომიცინის და პიმოზიდის ერთდროული გამოყენებისას. მაკროლიდებისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას, რასაც თან სდევს QT- ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია თრთოლვა- ციმციმის სინდრომის ჩათვლით.
კლარითრომიცინის და დიგოქსინის ერთდროული მიღება იწვევს დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას შრატში. მკურნალობის პროცესში საჭიროა შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის კონტროლი.
კლარითრომიცინის, ინდინავირის, რიტონავირის და საქვინავირის ერთდროული მიღება აძლიერებს კლარითრომიცინის მეტაბოლიზმს.
აივ- ინფიცირებულ პაციენტებში კლარითრომიცინის მიღება ზიდოვიდინთან ერთად იწვევს ამ უკანასკნელის წონასწორული კონცენტრაციის შემცირებას.
კლარითრომიცინის და ომეპრაზოლის ერთდროული მიღება ცვლის თითოეულის ფარმაკოკინეტიკას მაგრამ, მიუხედავად ამისა დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირება და მიღების წესი
კლარითრომიცინის რეკომენდებული დოზები მოზრდილებისთვის:

ინფექციები დოზა ყოველ
12სთ-ში ერთხელ 
მკურნალობისხანგრძლივობა
(დღეების რ-ბა) 
 ზედა სასუნთქი გზების
ინფექციები:
ფარინგიტი/ტონზილიტი
მწვავე მაქსილარული
სინუსიტი
 250-500 მგ

250 მგ

500 მგ

 10-14

10

14

ქვედა სასუნთქი გზების
ინფექციები:
ქრონიკული ბრონქიტის მწვავე
ბაქტერიული გამწვავება
გამომწვევი:
S. pneumoniae

M. catarrhalis

H. influenzae

პნევმონია
გამომწვევი:

S.pneumoniae

M. pneumoniae

250-500 მგ

250 მგ

250 მგ

500 მგ

250 მგ

250 მგ

7-14

7-14

7-14

7-14

7-14

 კანისა და კანის სტრუქტურების
გაურთულებელი ინფექციები
 250 მგ 7-14

მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 500 მგ ორჯერ დღეში. თუ 3-4 კვირის მანძილზე არ აღინიშნება
კლინიკური ან ლაბორატორიული გაუმჯობესება შესაძლებელია დოზის გაზრდა 1000 მგ-მდე ორჯერ დღეში. დისემინირებული MAC ინფექციების დროს მკურნალობა გრძელდება კლინიკურ ან ლაბორატორიულ გაუმჯობესებამდე. კლარითრომიცინის მიიღება სხვა ანტისბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად მიკობაქტერიული ინფექციებისას, ტუბერკულოზის გარდა. გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ იღებს ექიმი.
H. pylori-ს ერადიკაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ პაციენტებში: მარილმჟავას წარმოქმნის მაბლოკირებელ პრეპარატებთან კომბინაციაში კლარითრომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-ს 3- ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირების მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ალერგიული რეაქციების კუპირება ხორციელდება კუჭის ამორეცხვით და სიმპტომატური მკურნალობით. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია კლარითრომიცინის ელიმინაციისათვის სისხლიდან.

შეფუთვა
შეფუთვაში 5 და 14 შემოგარსული ტაბლეტი.

სხვა ფორმები
მერისტატი – სანოველი 250 მგ, 10 და 14 შემოგარსული ტაბლეტი;
მერისტატი – სანოველი 125 მგ/5 მლ გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის;
მერისტატი – სანოველი 250 მგ/5 მლ გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 30°C- მდე,
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

გაიცემა ექიმის რეცეპტით.
პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:
Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.

ციპრობაი 500მგ #10ტ

36.75 ლარი
34.54 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერ ფარმა აგ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მედეტრომი 5მლ თვ/წვეთები

21.88 ლარი
20.57 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ციპრო-დენკი 750მგ #10ტ

19.04 ლარი
17.90 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ალფამედ გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ციპრო-დენკი 500მგ #10ტ

ციპრო-დენკი

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 582 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 500 მგ ციპროფლოქსაცინისა.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მცირედ ჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400 ტიტანის დიოქსიდი (E 171).


როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული ჯგუფის წარმომადგენელი, ციპროფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-ჰირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV – ზე. ციპროფლოქსაცინი ეფექტურად მოქმედებს ბევრ აერობულ გრამ – დადებით ბაქტერიაზე, მათ შორის გრამდადებით სპორების წარმომქმნელ ორგანიზმებზე, როგორიც არის bacillus anthracis და აგრეთვე გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე.ციპროფლოქსაცინი უფრო ეეფქტურია გრამ – უარყოფითი ბაქტერიების, ვიდრე გრამ – დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. Pneumococci, Mycoplasma pneumoniae, Clamydophila pneumoniae და Clamydia trachomatis მხოლოდ მცირედ არიან მგრძნობიარენი პრეპარატის მიმართ. ციპროფლოქსაცინი აგრეთვე ეფექტურად მოქმედებს Micobacterium teberculosis, M.fortuitum, M.kansasii და M. chelonae-ს ზოგიერთი შტამის წინააღმედგ.
ციპროფლოქსაცინი ნაწილობრივ არაეფექტურია Stenotrofomonas maltophilia, Burkolderia cepacia, Serratia -ს და Acinetobacter – ის ზოგიერთი ტიპის და Campylobacter jejuni – ს წინააღმდეგ.
რეზისტენტულები არიან შემდეგი ბაქტერიები:Clostridia – ს (მაგალითად Clostridium difficile) და Bacteroides- ის ზოგიერთი შტამი, , Nocardia asterides, Ureaplasma urealyticum, Borrelia და Spirochaeta. 
აგრეთვე რეზისტენტულია Pseudomonas და Enterococci-ს ზოგიერთი შტამები. Staphylococcus aureus ჩვეულებრივ რეზისტენტულია.
ციპროფლოქსაცინი არაეფექტურია Treponema pallidumi -ის მიმართ.


აბსორბცია:
შიგნით მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინი ძირითადად შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივ ნაწლავის ზედა ნაწილიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 60-90 წუთში. 250 მგ და 500 მგ-ს მიღების შემდეგ,Cmax საშუალოდ შეადგენს 0.8- 2.0 მგ/ლ-ს ან 1.5-2.9 მგ/ლ-ს.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. Cmax და AUC იზრდება დოზის პროპორციულად.
საკვების მიღება არ მოქმედებს ციპროფლოქსაცინის პლაზმის კონცენტრაციაზე.
განაწილება
წონასწორულ ფაზაში ციპროფლოქსაცინის განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ-ს.რადგან ციპროფლოქსაცინი მხოლოდ მცირედ უერთდება პლაზმის ცილებს (20-30%) და პრეპარატი ძირითადად წარმოდგენილია პლაზმაში არა-იონიზებული სახით, ამის გამო მიღებული დოზა მთლიანად და თავისუფლად დიფუნდირებს ექსტრავასკულურ სივრცეში. ამის შედეგად ორგანიზმის ზოგიერთ სითხეში და ქსოვილში არსებული პრეპარატის კონცენტრაცია შესაძლებელია მნიშვნელოვნად აჭარბებდეს პლაზმის კონცენტრაციას.
მეტაბოლიზმი / ელიმინაცია
ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყიფა უცვლელი სახით, უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. თირკმლის კლირენსი საშუალოდ შეადგენს 3-5 მლ/წთ/კგ-ს, ხოლო ტოტალური კლირენსი შეადგენს 8-10 მლ/ წთ/ კგ-ს.ციპროფლოქსაცინის ელიმინაციაში მონაწილეობს როგორც გლომერულური ფილტრაცია, ასევე ტუბულარული სეკრეცია. მიღებული დოზის 1% გამოიყიფა ნაღვლის გზით.
მცირე რაოდენობით დადგენილია შემდეგი 4 მეტაბოლიტი:დესეთილენის ციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ამოქსიპროფლოქსაცინი (M3), და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). M1და M3-ს გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც მსგავსია ან ოდნავ ჩამოუვარდება ნადილექსის მჟავის ეფექტს. M4-ს, რომელიც გამოიყოფა მცირე რაოდენობით, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ძალიან მსგავსია ნორფლოქსაცინის ეფექტისა.
როგორც პერორალური ასევე ინტრავენური მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინის ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 საათს. რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა არა მარტო თირკმელებით, არამედ ფეკალური მასების საშუალებითაც, ამის გამო მხოლოდ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა იწვევს პრეპარატის ნახევარგამყოფის პერიოდის გაზრდას 12 სთ-მდე.


ციპრო-დენკ 500 არის ანტიბიოტიკი.ციპროფლოქსაცინი მიეკუთვნება ქინოლონის ნაერთების კლასს. აღნიშნული ანტიბიოტიკი ძირითადად მოქმედებს ბაქტერიულ ფერმენტზე (ჰირაზა), რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაქტერიის პროლიფერაციაში. აღნიშნული ფერმენტის დაინჰიბირებით ციპროფლოქსაცინი ბაქტერიციდულად მოქმედებს პათოგენზე.
ციპრო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მიზნით:
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
ინფექციები
– სასუნთქი გზების; გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების ანთება (ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს).
– შარდის ბუშტის (მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ინფექციები ცისტიტი). – საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის ანთების ფორმა).
– რეპროდუქციული ორგანოების, მათ შორის მწვავე ანთება გაურთულებელი გონორეა, პროსტატის ანთება(პროსტატიტი)
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის: კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთება (გასტროენტერიტი)
– კანის და რბილი ქსოვილების
– ძვლების და სახსრების.
მძიმედ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე, მაგალითად ბაქტერიის პენეტრაცია სისხლში (სეპტიცემია); პერიტონიუმის ანთება (პერიტონიტი) პერიტონიტის შემთხვევაში ინიშნება დამატებით სხვა ანტიბიოტიკი, რადგან ზოგიერთი ბაქტერია (ანაერობი) უფრო ნაკლებად არის მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ. ინფექციები სუსტი რეზისტენტობის მქონე პაციენტებში (პაციენტები, რომელთაც მკურნალობენ იმუნსუპრესიული პრეპარატებით).
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis -თან კონტაქტის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები:
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis -თან კონტაქტის შემდეგ.


ციპრო-დენკ 500 მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგალითად ჭიქა წყალი, მაგრამ არა რძე ან ხილის წვენი). ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად.პრეპარატის მიღება მშიერ კუჭზე აძლიერებს მისი აქტიური ნივთიერების აბსორბციას.
თუ დანიშნულია 2-ჯერ დღეში, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება 12 საათიანი ინტერვალებით (დილით და საღამოს).
დოზის მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, აგრეთვე მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე, წონაზე და თირკმლის ფუნქციაზე.
დაავადების სიმძიმიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე ექიმი თავად გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოგადად მკურნალობა გრძელდება ტემპერატურის და სიმპტომების გაქრობიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში.
თუ არ არის სხვა დანიშნულება, მაშინ რეკომენდირებულია შემდეგი გაიდლაინები:

ინფექციის ადგილი დოზა და მკურნალობისსაშუალო ხანგრძლივობა
ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები 
მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ანთება ქალებში100-250 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1/2 ტაბლეტისა 2- ჯერ დღეში) 3 დღის განმავლობაში
ქვედა საშარდე გზების გართულებული ინფექციები და ზედა საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი)250-500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში
შარდსაწვეთის და გენიტალური ორგანოების გონორეა (მწვავე გაურთულებელი უროგენიტალური გონორეა)250-500 მგ ერთი დოზის სახით (ექვივალენტ.1/2 ტაბლეტი).
პროსტატის ანთება (პროსტატიტი)500მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 28 დღის განმავლობაში
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონია500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების (ოსტეომიელიტი) ინფექციები500-750 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1-11/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში). კანის და რბილი ქსოვილების მკურნალობა გრძელდება 5-10 დღე ოსტეომიელიტის მკურნალობა გრძელდება 4-6 კვირა.
ნაწლავის მძიმე ბაქტერიული ინფექცია (ენტერიტი)500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) როგორც წესი 3-7 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული მძიმე სისტემური ინფექციები; იმუნოსუპრესიულ პაციენტებში განვითარებული ინფექციები500-750 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1-11/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში).
ციმბირის წყლულიმოზრდილები: 500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 60 დღის განმავლობაში ბავშვები: 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 500 მგ-ს (ექვივალენტური 1 ტაბლეტისა).

შენიშვნა: ინფექციის სიმწვავიდან და თირკმლის ფუნქციიდან (კრეატინინის კლირენსი) გამომდინარე ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება რაც შეიძლება დაბალი დოზა.
ღვიძლის და / ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია:
შრატში ციპროფლოქსაცინის დონის კონტროლი წარმოადგენს ყველაზე მისაღებ გზას, რაც საჭიროა დოზის დასარეგულირებლად შემდეგ შემთხვევებში:
მოზრდილები:
თირკმლის დარღვეული ფუნქცია:
ზომიერად ან ძლიერ დარღვეული თირკმლის ფუნქცია:
– თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 31-60 მლ/წთ/1.73 მ2- ს (თუ შრატის კრეატინინი შეადგენს დაახლოებით 120-170 მიკრომოლს; 1,4 – 1,9 მგ/დლ), მაშინ მაქსიმალური დოზა შეადგენს 1000მგ/დღეში.
– თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 175 მიკრომოლს; >2.0 მგ/დლ), მაშინ მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 მგ/დღეში.
პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირების ინტერვალები იგივე რჩება.
თირკმლის დარღვეული ფუნქცია + ჰემოდიალიზი:
რეკომენდირებული დოზა: 500 მგ/დღე ერთი დოზის სახით ჰემოდიალიზის შემდეგ. თირკმლის დარღვეული ფუნქცია + მუდმივი ამბულატორიული პერიტონიუმის ჰემოდიალიზი (მაპჰ):
რეკომენდირებული დოზა: 500 მგ/დღეში ერთი დოზის სახით მაპჰ-ის შემდეგ.
ღვიძლის დარღვეული ფუნქცია:
დოზის დარეგულირება არ არის საჭირო მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის დროს, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
თირკმლის და ღვიძლის დარღვეული ფუნქცია:
დოზა უნდა დარეგულირდეს როგორც მოცემულია პუნქტში „თირკმლის დარღვეული ფუნქცია“ და ამავდროულად სისხლში უნდა გაკონტროლდეს ციპროფლოქსაცინის დონე.
ბავშვები და მოზარდები (5-17 წლის ასაკი)
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმლის და/ ან ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ბავშვებში.
პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.
არ შეიძლება ციპრო-დენკ 500-ის მიღება რძესთან, რძის პროდუქტებთან (მაგალითად იორგუტი) ან მაგნიუმის და კალციუმის შემცველ ხილის წვენებთან ერთად.ციპრო-დენკ 500 არ მიიღება მსგავსი ტიპის საკვების მიღებამდე 1-2 საათით ადე და მისი მიღებიდან სულ მცირე 4 საათის განმავლობაში. ციპრო-დენკ 500-ის მკურნალობის დროს არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება.


ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ციპრო-დენკ 500 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი:10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი:1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი:1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად:1/10000-ზე ან უფრო ნაკლები,ინდივიდუალური შემთხვეების ჩათვლით.

ციპროფლოქსანის მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები გამოვლინდა პაციენტთა 5-14%-ში. 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება და მადის დაქვეითება.
იშვიათად: ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ.“სიფრთხილით“).
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად:თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, კანკალი და გონების დაბინდვა.
იშვიათად:უძილობა, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოფლიანობა, სიარულის დარღვევა, გულყრა, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ფობია, ღამის კოშმარები, დეპრესია და ჰალუცინაციები.
ძალიან იშვიათად: ქცევის პათოლოგიური დარღვევა (ფსიქიკური რეაქცია), მათ შორის სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენება (იხ.“სიფრთხილით“).
გრძნობის ორგანოების მხრივ:
ძალიან იშვიათად: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა ან დაქვეითება, თუმცა აღნიშნული მოვლენა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.მხედველობის დარღვევა (მაგალითად მხედველობის გაორება, ფერების გარჩევის უნარის დარღვევა), ყურებში შუილი, გარდამავალი სიყრუე (განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში), სიყრუე.
ალერგიული რეაქციები:
ზოგიერთი ალერგიული რეაქცია ვლინდება ციპროფლოქსაცინის პირველი დოზის მიღებისთანავე:
ხშირად:კანის რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და წამლისმიერი ცხელება. ძალიან იშვიათად:
– პეტექიური დერმატორაგია (პეტექიები), სისხლიანი ბუშტუკების წარმოქმნა (ჰემორაგიული ბუშტუკები) და მცირე კვანძები (პაპულები), რომლებიც ზემოდან იკეთებენ ფუფხს, რაც წარმოადგენს სისხლძარღვების დაზიანების ნიშანს (ვასკულიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის ზომიერი ხარისხის ალერგიული რეაქციები, მაგალითად კვანძოვანი ცხელება (კვანძოვანი ერითემა), დისკოსებრი ეროთემა (მულტიფორმული აქსდაციური მცირე ერითემა0 ან მძიმე ფორმები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ლაილის სინდრომი.
– ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის ანთების ერთერთი ტიპი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის უჯრედების ნევროზი (ღვიძლის დაზიანების ერთერთი ტიპი) ან სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.
– ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური (ალერგიული) რეაქციები, მათ შორის სახის, სისხლძარღვების და ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და თვით შოკიც კი. აღნიშნული ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის შეყვანის დროსაც.
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ციპრო-დენკი 500-ის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ;
არა ხშირად: გულის ფრიალი.
ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება (ხელ-ფეხის შეშუპება), ალები, შაკიკი, გულის ბლოკადა და ტაქიკარდია.
ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ:
არა ხშირად: სახსრების ტკივილი და შეშუპება.
ძალიან იშვიათად: კუნთების ტკივილი და ტენოსინოვიტი (ტენდოვაგინიტი) ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფტორქინოლონთან ერთად კომბინიერბული მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მყესის ანთება (ტენდინიტი) და მყესის გაგლეჯა (იხ.“სიფრთხილით“).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გაუარესდეს მიასთენიის სიმპტომები (დამბლის სიმპტომებით მიმდინარე კუნთების დაავადება).
სისხლის და სისხლის კომპონენეტების მხრივ:
არა ხშირად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) ან შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია); ანემია.
ძალიან იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ; პროთრომბინის მაჩვენებლების შეცვლა (სისხლის კოაგულაციური ფაქტორი). 
ლაბორატოტიული პარამეტრების /შარდის მაჩვენებლების მხრივ:
თუ პაციენტს მკურნალობამდე ჰქონდა ღვიძლის დაავადება, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების დროებითი მომატება (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) სიყვითლის განვითარება (ღვიძლის სტაზის შედეგად განვითარებული ქოლესტაზური სიყვითლე). აგრეთვე შეიძლება დროებით მოიმატოს შარდოვანას და სისხლის ცილების მაჩვენებლებმა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), შარდში კრისტალების ექსკრეცია (კრისტალურია) ან სისხლი შარდში (ჰემატურია).
სხვა გვერდითი მოვლენები:
არა ხშირად: ფილტვის ემბოლია, სუნთქვის დარღვევა (დისპნოე), ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება), ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი), სისხლიანი ხველა (ჰემოპტოზი) და სლოკინი.
ძალიან იშვიათად: საერთო სისუსტე, თირკმლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევა (შეიძლება განვითარდეს თირკმლის გარდამავალი უკმარისობა), ფოტოსენსიტიურობა (იხ. „სიფრთხილით“).
ხანგრძლივმა ან განმეორებითმა მკურნალობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოთი გამოწვეული მეორადი ინფექციის განვითარებას.


ციპრო-დენკ 500 არ გამოიყენება:
– თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ციპროფლოქსაცინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში.
– თუ პაციენტს აქვს ჩივილები სახსრების მხრივ, რაც უკავშირდება იმავე კლასის ანტიბიოტიკებში შემავალი ნივთიერებების მიღებას.
– ბავშვებში და მოზარდებში ზრდის ფაზაში (5-17 წელი), რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ. გამონაკლისს წარმოადგენს ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis -თანკონტაქტის შემდეგ.ცხოველებძე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა,რომ პრეპარატის მიღებამ ზრდის ფაზაში შესაძლებელია გამოიწვიოს სახსრების დაზიანება.
– 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.


ორსულობა: რადგან მცირე მონაცემები არსებობს ჩვილ ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამის გამო არ შეიძლება ციპრო-დენკ 500-ის მიღება ორსულობის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდი: ციპრო-დენკ 500 არ გამოიყენება არც ლაქტაციის პერიოდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გადადის დედის რძეში და შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზეც.


სიფრთხილით:
ციპრო-დენკ 500 მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
– კრუნჩხვა (ეპილეფსია) ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები (მაგალითად ეპილეფსიის შემცირებული ზღურბლი, თუ ანამნეზში აღინიშნება კრუნჩხვის ეპიზოდები.თავის ტვინის შემცირებული პერფუზია, თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა ან ინსულტი). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
-გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას ნაკლებობა (სისხლის უჯრედების თანდაყოლილი მატაბოლური დარღვევა) ან თუ ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება ეს დაავადება, ასეთ შემთხვევაში ციპროფლოქსაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზი).
-კუნთის დაავადების ზოგიერთი ტიპი, რომელთაც თან ახლავთ დამბლის სიმპტომები (მიასთენია). მკურნალი ექიმი განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩევს სასურველ დოზას და ყურადღებით გააკონტროლებს დაავადების მიმდინარეობას.
თუ მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ განვითარდა მძიმე ან მუდმივი დიარეა, ეს შესაძლებელია მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ანთებაზე (ფსევდომემბრანული კოლიტი). ასეთ შემთხვევაში ციპრო-დენკ 500-ის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. არ შეიძლება პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება.
ზოგი მონაცემებით ციპროფლოქსაცინის მიღებისას შარდში გამოვლინდა კრისტალები (კრისტალურია).ციპრო-დენკი 500-ის მიღებისას პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, აგრეთვე არ არის სასურველი შარდის ჭარბი ალკალიზაცია.
იშვიათ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფოტოსენსიტიურობა. შესაბამისად პაციენტი უნდა მოერიდოს მზის სხივებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას (სოლარიუმს). თუ ეს ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები (მაგალითად მზისგან დამცავი პროდუქტების გამოყენება). თუ მიუხედავად ასეთი სიფრთხილის ზომებისა პაციენტს მაინც აწუხებს ფოტოსენსიტიურობის სიმპტომები (მაგალითად მზის დაწვრობის მსგავსი რეაქციები), ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მყესის ანთება და/ან მყესის გაგლეჯვა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც ერთად ღებულობენ კორტიკოიდებს და ციპროფლოქსაცინს. ტკივილის ან ანთების ნიშნების გამოვლენისთანავე მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო დაზიანებული კიდური უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ სიმპტომები გამოვლინდება აქილევსის მყესის მხრივ, ასეთ შემთხვევაში მყესის გაწყდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორივე კიდურზე გარკვეული ზომების მიღება, (მაგალითად ორივე აქილევსის მყესზე შინების დადება ან ორივე ქუსლის გამაგრება (საყრდენის დადება) (იხ.აგრეთვე „უკუჩვენება“).
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე:
შესაბამისი დოზების მიღების დროსაც კი შესაძლებელია, რომ ციპრო-დენკ 500 იმოქმედოს რეაგირების უნარზე და ასევე ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, დოზის მომატებას, მედიკამენტის შეცვლას და პრეპარატის მიღებას ალკოჰოლთან ერთად.


დოზის გადაჭარბების სიმპტომები უმნიშვნელოა. 12 გრ-ის მიღების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაციის სიმპტომებია: თავბრუსხვევა, კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კრუნჩხვა, ჰალუციცნაციები, გონების დაბინდვა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ღვიძლის დათირკმლის ფუნქციის დარღვევა, მცირე კრისტალების ექსკრეცია და სისხლი შარდში (კრისტალურია, ჰემატურია).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმი თავად გადაწყვეტს, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს: დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის შექცევადი უკმარისობა.შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის ელიმინაციისთვის საჭირო ზომების მიღება. ციპროფლოქსაცინის აბსორბციის შესამცირებლად რეკომენდირებულია გააქტიურებული ნახშირის და მაგნიუმის და კალციუმის შემცველი ანტაციდების მიღება. სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ჰემოდიალიზის და პერიტონიალური დიალიზის სასუალებით (თირკმლის დიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი) გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე ნაწილი ( ციპრო-დენკ 500-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
მცირე დოზის მიღების, პრეპარატის არარეგულარულად მიღების ან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს დაავადების რეციდივი, რისი მკურნალობაც გაცილებით ძნელია. საჭიროა ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

მედეოკლავი125+31.25მგ/5მლ100მლ

18.00 ლარი
16.92 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: მედეორ ლაიფ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მედეოკლავი 250+62.5მგ/5მლ100მლ

25.00 ლარი
23.50 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: მედეორ ლაიფ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ციპრო-G 500მგ #10ტ

10.65 ლარი
10.01 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მედეოდექსი 1გ+5მლ გამხ#1ა

მედეოდექსი

ცეფტრიაქსონი 1 გ  / 1% ლიდოკაინის ხსნარი 5 მლ

III თაობის ცეფალოსპორინი

მედეოდექსი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინული რიგის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედის გარსის სინთეზის დათრგუნვით. აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობისა და ზოგიერთი ანაერობის მიმართ.

მედეოდექსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითიაერობები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), E. coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (m.S., Kl. pneumoniae), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa  (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (მ.შ., S. typhi), Serratia spp. (მ.შ., S. marcescens), Shigella spp., Vibrio spp. (მ.შ., V. cholerae), Yersinia spp. (მ.შ., Y. enterocolitica).

გრამდადებითი აერობები: Streptococcus agalactiae, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus bovis, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.

ანაერობული გამომწვევები: Bacteroides spp. (ზოგიერთი შტამი), Clostridium spp.  Fusobacterium spp. (F. mortiferum და F. varium გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

  • მედეოდექსი მდგრადია პათოგენური მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას ჰიდროლიზური მოქმედების მიმართ
  • არ ახასიათებს ნეფრო და ჰეპატოტოქსიურობა. გააჩნია გამოყოფის ორმაგი

კომპენსატორული მექანიზმი, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი გამოყენებული იქნას ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს

  • ხასიათდება სწრაფი და მაღალი ბიოშეღწევადობით ორგანოებსა და ქსოვილებში,  გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
  • გამოირჩევა 24 საათის განმავლობაში შენარჩუნებული ბაქტერიციდული მოქმედებით
  • მედეოდექსი წარმატებით გამოიყენება ხანდაზმულ და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში

ჩვენებები:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის  ანთება, სინუსიტი
  • მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინიტი
  •  ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციები: კოლეცისტიტი, ქოლანგიტი
  • ძვლ-სასროვანი სისტემის ინფექციები, ყბა-სახის მიდამოს ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები
  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირთა ინფექციური დაავადებები.
  • ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.

გამოყენების  წესი და დოზირება

 ი/მ  შეყვანის დროს მედეოდექსის ფლაკონის შიგთავსი 1.0 გ უნდა განზავდეს 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის 3.5 მლ-ში. არ შეიძლება ლიდოკაინის ვენაში შეყვანა.

მედეოდექსით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაძღვრება ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. ( საშუალოდ შეადგენს  4-14 დღეს, მძიმე შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს).

12 წლიდან სტანდარტული თერაპიული დოზა  1 გ დღეში ერთხელ.

მძიმე ინფექციების დროს ინიშნება  2-4 გ დღე-ღამეში, ერთი დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 12 საათიანი ინტერვალით.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: 20-50 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში ერთხელ.

მძიმე ინფექციებისას შეიძლება დღე-ღამეში 80 მგ-ს შეყვანა კგ სხეულის წონაზე, გარდა დღენაკლული ახალშობილებისა, რომლებშიც არ შეიძლება კგ-ზე 50 მგ სადღეღამისო დოზის გადამეტება. 50 კგ ან მეტი სხეულის წონის ბავშვებში გამოიყენება ჩვეულებრივი დოზირება.

ეს დოზები არ საჭიროებს ცვლილებას ხანდაზმულ პაციენტებში

ორსულობა, ლაქტაცია:

ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე კონცენტრაციით  გადადის დედის რძეში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

გვერდითი მოქმედება: როგორც წესი, შექცევადია და პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება. 

შესაძლებელი გვერდითი ეფექტებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება. იშვიათად –ალერგიული დერმატიტი, ქავილი,  ძალიან იშვიათად –თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. N1

ყოველი შეფუთვა შეიცავს: 1 ფლაკონი – ცეფტრიაქსონი 1 გრ,  1 ამპულა –  1% ლიდოკაინის ხსნარი 5მლ.

მწარმოებელი: Medeor Life Care LLP. 

ციპრო 500მგ #14ტ


საერთაშორისო დასახელება
– ciprofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

500მგ 14ც ტაბლეტი

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინს – 500 მგ (583 ციპროფლოქსაცინის მონოჰიდრატის ნიტრო-ლურჯ ტეტრაზოლიუმს).
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონს, გააჩნია ბაქტერიციდული თვისებები. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია უმეტესი ბაქტერიებისათვის მერყეობს 0,005 – 2,0 მკგ/მლ. ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა Escherichia coli, Salmonella spp, Shigella spp, Enterobacter spp, Citrobacter spp, Proteus spp, Providencia spp, Morganella morganii, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoinae, Yersenia enterocolitica, Campylobacter jejuni, Aeromonas hydrophilia, Elkenella corrodens, Neiseria gonorhoea, Vibrio spp, Neiseria meningitis, Branhamalla cataralis, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp, Staphylococcus aureus (მგრძნობიარე ან მდგრადი მეტიცილინის მიმართ), Staphylococcus epidermidis, Streptococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Enterococcus, Streptococcus viridans, Listeria monocytogenes, Chlamydia trachomatis, Corinebacterium spp, Peptostreptococcus spp, Gardnerella vaginalis, Mycobacterium spp, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium avium-intracelulare, Mycobacterium kansasii.
ციპროფლოქსაცინის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა Pseudomonas maltophilia, Streptococcus pneumoniae da Streptococcus faecalis.
პრაპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება ვლინდება სწრაფად და ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოქმედების მექანიზმი მოიცავს ბაქტერიის დნმ-ის ზედაპირზე მდებარე დნმ-ჰირაზის (ტოპოიზომერაზა II) ინჰიბირებას. რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ გამომუშავდება იშვიათად. ციპროფლოქსაცინი არ ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას ამინოგლიკოზიდებთან, β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ტეტრაციკლინთან და ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი კარგად იწოვება პერორალური მიღებისას და 1,5 საათის განმავლობაში აღწევს თავის მაქსიმალურ კონცენტრაციას. მიღებული დოზის 55% გამოიყოფა შარდთან ერთად. მათი უმეტესობის ელიმინირება ხდება პირველი 24 საათის განმავლობაში. თირკმლის მიერ ელიმინაცია წარმოებს გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით. ციპროფლოქსაცინის 80% გამოიყოფა უცვლელი სახით. ციპროფლოქსაცინის უჯრედშიდა შეღწევის უნარის გამო, იგი დადებითად მოქმედებს ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია უჯრედშიდა პათოგენების მიერ, როგორიცაა Brucella melitentis, Legionella spp. da Mikoplasma hominis.

ჩვენებები

ციპროფლოქსაცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები: შუა ყურის იტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი.
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, სემინალური ვეზიკულიტი, გონორეა, ურეთრიტი, პელვიოპერიტონიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი.
ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, პერიტონიტი, ქოლანგიტი, აპენდიციტი, გამჭოლი ჭრილობები, ინტრააბდომინალური აბსცესი.
გასტროინტესტინური ინფექციები: ენტერიტი, ენტეროკოლიტი, დიარეა.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: დერმატიტი, ინფიცირებული ჭრილობები, ლიმფანგიტი, აბსცესი, ფლეგმონა, ცელულიტი.
ძვლების და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი.
ზოგადი ინფექციები: სეპტიცემია და ბაქტერიემია.

მიღების წესები და დოზები

საშარდე სისტემის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა მოზრდილთათვის – 250 მგ ყოველ 12 საათში (1/2 ტაბლეტი), ინფექციების მძიმე და კომბინირებული ფორმის დროს, დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 500 მგ ყოველ 12 საათში. სასუნთქი გზების, კანის და რბილი ქსოვილების, სახსრების მწვავე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა – 500 მგ ყოველ 12 საათში. მწვავე ინფექციების უკიდურესად მძიმე ფორმების დროს, რეკომენდებულია მიიღოთ 2-ჯერ დღეში 750 მგ. დოზები განისაზრვრება ინდივიდუალურად, მხედველობაში მიიღება ინფექციური პროცესის სიმძიმე, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა. ციპროფლოქსაცინის რეკომენდებული დოზა სეპტიცემიის ტიპის მწვავე ინფექციის, აბსცესის, პნევმონიის, ენდოკარდიტის და ოსტეომიელიტის დროს – 750 მგ ყოველ 12 საათში. გონორეის დროს რეკომენდებული ერთჯერადი დოზა – 250 მგ (1/2½ტაბლეტი). კლინიკური და ბაქტერიოლოგიური სინჯების გაუმჯობესების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-3 დღის განმავლობაში.
ქვემოთ მოყვანილი დოზირების სქემა

 ინფექციები ფორმები/სტადიები დოზა/12 საათი მკურნალობის ვადა
 შაქრდ-სასქესო სისტემა ა) მწვავე 100 მგ 3 დღე
  ბ) მსუბუქი 250 მგ 7 – 14 დღე
  გ) მძიმე, გართულებებით 500 მგ 7 – 14 დღე
 სასუნთქი გზები
კანი და სხვა რბილი ქსოვილები
 ა) მსუბუქი/
საშუალო სიმძიმის
 500 მგ 7 – 14 დღე
  ბ) მძიმე, გართულებებით 750 მგ 7 – 14 დღე
 სახსრები და
ძვლები
 ა) მსუბუქი/
საშუალო სიმძიმის
 500 მგ 4 – 6 კვირა
  ბ) მძიმე, გართულებებით 750 მგ 4 – 6 კვირა
 დიზენტერია მსუბუქი/ საშუალო სიმძიმის/მძიმე 500 მგ 5 – 7 დღე
 ურო-ცერვიკალური გონოკოკური ინფექციები გართულებების გარეშე 250 მგ
ერთჯერადად
 1 დღე

თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები:
ციპროფლოქსაცინის დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში უნდა შეირჩეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილის თანახმად.

კრეატინინის კლირენსი ( მლ/ წთ) დოზა

> 50 გამოიყენება
 ჩვეულებრივი დოზით 250—500 მგ
 30 – 50 
 ყოველ 12 საათში
5 – 29
 250—500 მგ
 ყოველ 18 საათში
ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი
ყოველ 24 საათში
 250—500 მგ
 დიალიზის შემდეგ ყოველი

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ ციპროფლოქსაცინი ხასიათდება კარგი ამტანობით. დღეისათვის სერიოზული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევები არ აღინიშნება. იშვიათად ვლინდება შემდეგი გვერდითი მოქმედება:
კუჭ – ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ანორექსია, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავი ტკივილი, შფოთვა, დაღლილობა, შაკიკი, მხედველობის დაქვეითება, ქალასშიდა წნევის შექცევადი მომატება ბავშვებში.
სისხლის მიმოქცევის მხრივ: ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
ალერგია: ერითემა, ქავილი, შეშუპება.
სხვა: სახსრების ტკივილი, სისუსტე, ტენდინიტი, მსუბუქი ფოტომგრძნობელობა, თიკმელების ფუნქციის დროებითი დაქვეითება ან თირკმლის უკმარისობა, სმენის დაქვეითება, ღვიძლის ნეკროზი. თუმცა ასეთი გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნებოდა.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის დროს შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ყველა ასეთი მოვლენა დროებითია და შექცევად ხასიათს ატარებს. აღინიშნებოდა კრეატინინის, ბილირუბინის, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, თრომბოციტების, ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა) დონის აწევა, შარდში სისხლის და მონოციტოზის არსებობა.
მოულოდნელი ეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება

ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება), ბავშვთა ასაკი 15 წლამდე. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
1. რადგან ციპროფლოქსაცინი პირველ რიგში, თირკმელებში ხვდება, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან დიალიზზე მყოფმა ავადმყოფებმა უნდა შეამცირონ დოზა 1/3 – 1/2 -ით. შეძლებისდაგვარად, საჭიროა განისაზღვროს კონცენტრაციის მრუდი.
2. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ავადმყოფთა რეაქციების სისწრაფეზე. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ციპროს, უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტომობილის მართვის დროს ან იმ საქმიანობის დროს, რომელიც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს.
3. ციპროფლოქსაცინის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სუპერინფექციები. ენტეროკოლიტით დაავადებულ ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე და განავლის ანალიზი. უკუნაჩვენებია დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
4. გერიატრიაში საჭიროა ზედმიწევნით შეირჩეს დოზა, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
5. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროსაც, საჭიროა ზედმიწევნით შეირჩეს დოზა, საჭიროების შემთხვევაში დოზა უნდა გადაიხედოს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლის ჩატარება. ფოტოსენსიბილიზაციის გამოვლენის დროს, საჭიროა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
6. ანტაციდები აქვეითებენ ციპროფლოქსაცინის ბიოლოგიურ აქტივობას, თუმცა აბსორბციის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენენ. ანტაციდების და ციპროფლოქსაცინის მიღებებს შორის საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.
7. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კრუნჩხვები, ფტორქინოლონებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან დარღვევებით არის განპირობებული, როგორიცაა: კანკალი, შფოთვა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, მაშასადამე, ეპილეფსიით და ცერებრალური ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის პრეპარატის დანიშვნა ხდება სიფრთხილით.
8. კრისტალიზაციის რისკის არსებობისას, არ დაიშვება შარდის ზედმეტად გატუტიანება, რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას.
9. აღინიშნა ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის გამოვლინება, რომელიც დამახასიათებელია ანტიბიოტიკების ოჯახის ყველა პრეპარატისათვის. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის დროს აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ ამ შემთხვევებში, ნაჩვენებია ვანკომიცინის გამოყენება პერორალურად ან ინტრავენური სითხეების და ელექტროლიტების გამოყენება.
10. უკუნაჩვენებია პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ბავშვებში და მოზარდებში.
11. ცალკეულ შემთხვევებში, პრეპარატის პირველი დოზის მიღების დროს აღინიშნება ანაფილაქსიური რეაქციები. ამ შემთხვევაში, საჭიროა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მივიღოთ საჭირო ზომები.

ჭარბი დოზირება

დღეისათვის ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, რის შემდეგ საჭიროა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატის მხოლოდ 10% შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზის და პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

1. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის კონცენტრაციის მომატება შრატში და შეაფერხებს მისი გამოყოფას ორგანიზმიდან. ამ მიზეზის გამო შესაძლებელია თეოფილინის ტოქსიკურობის მომატება, რის გამოც რეკომენდებული არ არის მათი ერთდროული გამოყენება.
2. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს კლირენსის დაქვეითება და გაზარდოს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
3. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შესაძლებელია კრეატინინის შემცველობის დროებითი მომატება სისხლის პლაზმაში.
4. რადგან ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, საჭიროა პროთრომბინის დროის გაკონტროლება.
5. პრობენიციდმა, რომელიც ციპროფლოქსაცინის რენულ – ტუბულარული სეკრეციის ინჰიბირებას ახდენს, შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის დონის მომატება პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახება შეფუთვაში 30ºC ქვემოთ ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
თურქეთი

Don`t copy text!