26.25 ლარი
24.67 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგა გრინდექსი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
26.25 ლარი
24.67 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგა გრინდექსი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
23.10 ლარი
21.71 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგა გრინდექსი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი
საკვები დანამატი.
ახდენს ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინი D3 და K ვიტამინის დეფიციტის შევსებას.
1 ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი 700მგ (კარბონატის სახით 1750მგ),
ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3) 25 მკგ,
ფიტომენადიონი (ვიტ.K1) 45 მკგ.
მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი.
შემავსებელი: სორბიტოლი. არომატიზატორი: პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი. დამატკბობელი: ციკლამატები, საქარინი. შემაფერადებელი: კაროტენები. რიბოფლავინი.
გამოყენების წესი: 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200მლ ოთახის ტემპერატურის წყალში. მიიღება დაუყოვნებლივ. რეკომენდებულია მოზრდილთათვის დღიურად 1 ტაბლეტის მიღება.
ოსტევინი –კომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 – ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
გამოყენება:
გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია)
პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
მიღების წესი:
მოზრდილები:
• ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;
• კალციუმისა და ვიტამინი D- დეფიციტის შესავსებად:
1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;
• ქირურგიული ჩარევის წინა და შემდგომი პერიოდი: 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.
• ოსტეოპოროზის შედეგად განვითარებული მოტეხილობები : 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.
გვერდითიმოქმედება:
იშვითად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს:
უმადობა, წყურვილი, ხშირი შარდვა, მადის დაქვეითება, სისუსტე,
გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
ოსტევინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტ.D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
კალციუმის და ვიტ.D3 –ს დიდი დოზების გამო არ არის რეკომენდებული ოსტევინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ინახება 0 – 250C მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა: იხილეთ კოლოფზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი კომპანია: Aptiekas Produkcija SIA, Kupricu street 11. მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია. www.aphealth.eu.
დისტრიბუტორი: შპს „ავერსი–ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2.
ვარფარექსი 3მგ
Warfareks
წამლის ფორმა და შემადგენლობა:
ტაბლეტები.
1 ტაბლეტი შეიცავს 3 ან 5 მგ ვარფარინატს (კლატრატის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავები: ინდიგოკარმინი E 132 (ლურჯი ფერის საღებავი) 3 მგ ტაბლეტებში და Ponceau 4R E 124 (წითელი ფერის საღებავი) 5 მგ ტაბლეტებში.
3 მგ ტაბლეტები- ცისფერი, მუქი ჩანართებით, მრგვალი, ბრტყელცილინდრიანი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
5 მგ ტაბლეტები- ვარდისფერი, მუქი ჩანართებით, მრგვალი, ბრტყელცილინდრიანი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვარფარექსი (ვარფარინი) მიეკუთვნება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჯგუფს, რომელიც აფერხებს სისხლის შედედებას და გამოიყენება ხანგრძლივად.
პრეპარატი ავლენს არაპირდაპირ მოქმედებას. იგი ღვიძლში თრგუნავს იმ ფაქტორების სინთეზს, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების რეგულაციის პროცესში. ვარფარექსი არ ახდენს ზეგავლენას უკვე ფორმირებულ თრომბებზე, თუმცა ხელს უშლის მათი ზომის მომატებას და თრგუნავს ახალი თრომბების წარმოქმნას.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომლებისათვის დამახასიათებელია სისხლძარღვებში თრომბების გაჩენა (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, წინაგულების ციმციმი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის სარქველების პროტეზირება).
უკუჩვენებები:
ორსულობა; ზოგიერთი მძიმე დაავადებების დროს სისხლდენა ან მისი განვითარების საშიშროება, ბაქტერიული ენდოკარდიტი, გადატანილი ან სავარაუდო მძიმე ოპერაციები და დიაგნოსტიკური პროცედურები, ძალიან მაღალი არტერიული წნევა. ღვიძლის ან თირკმელების გამოხატული უკმარისობა, ობტურაციული სიყვითლე, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტი,
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სისხლის შედედების მდგომარეობის შეფასების არასაკმარისი შესაძლებლობა ლაბორატორიული მეთოდების მეშვეობით.
თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა- მიმართეთ ექიმს!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
საკვებ პროდუქტებში ვიტამინ K-ს (ისპანახი, სალათა და სხვა ფურცლოვანი ბოსტნეული) მაღალმა შემცველობამ შესაძლებელია შეამციროს ვარფარექსის მოქმედების ეფექტი. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დაბალანსირებული კვება, არ უნდა შევცვალოთ კვების რეჟიმი ძალიან მკვეთრად, ხოლო ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ ვიტამინები და საკვები დანამატები.
ალკოჰოლი როგორც აძლიერებს, ასევე ასუსტებს პრეპარატის მოქმედების ეფექტს, ამიტომ ვარფარექსის გამოყენების დროს თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან. თამბაქოს მოწევამ შესაძლებელია შეამციროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი.
ვარფარექსის ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს მრავალი სამკურნალო საშუალებების ზეგავლენით.
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი ვალდებულია აცნობოს მკურნალ ექიმს ყველა იმ საშუალებების შესახებ, რომელსაც იღებს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს სხვა პრეპარატები (ურეცეპტოდ გასაცემიც).
სიფრთხილეა საჭირო:
ანტიკოაგულანტების გამოყენება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. მკურნალობის პერიოდში სისხლის შედედების მდგომარეობის კონტროლის მიზნით საჭიროა ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და ანალიზების ჩატარება.
ვარფარექსის გამოყენებისას ექიმთან, სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან მიმართვისას საჭიროა ამის შესახებ მათი ინფორმირება.
საჭმლის მონელების დარღვევის დროს, რომელსაც თან ახლავს ღებინება, დიარეა, ცხელება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ვარფარექსით მკურნალობის პერიოდში დაორსულება არ არის რეკომენდებული, ამიტომ აუცილებელია თავის საიმედოდ დაცვა.
პრეპარატის გამოყენებისას თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც შეუძლია ჭრილობის მიყენება და შემდგომში სისხლდენა.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება კლინიკური კვლევებით შესწავლილია არასაკმარისად.
პაციენტებმა, რომლებსაც ლაქტოზას მიმართ გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ პრეპარატი შეიცავს 106-108 მგ ლაქტოზას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ვარფარექსის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება სიფრთხილით და ექიმის მკაცრი რეკომენდაციით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ვარფარექსის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება:
ვარფარექსი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დოზა, რეჟიმი და ვარფარექსის გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და სისხლის შედედების მონაცემების (INR) მიხედვით. ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის დოზის შეცვლა და მისი მოხსნა არ არის რეკომენდებული!
ვარფარექსი მიიღება პერორალურად ერთხელ დღეში, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება დოზით 10-15 მგ დღეში. აღნიშნულ საწყის დოზას იყენებენ პირველ 2-4 დღეს, თანდათანობით პაციენტის სისხლის შედედების ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, რომლის სასურველი დონის მიღწევის შემთხვევაში INR (2,0-3,0 ცალკეულ შემთხვევაში 3,0-4,5) ინიშნება შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც ჩვეულებრივ შეადგენს 2-10 მგ-ს დღეში.
ხანდაზმულ, დასუსტებულ ან რისკის ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი ინიშნება შედარებით მცირე დოზებით და მისი დოზის მომატებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ბავშვებში ვარფარექსი ჩვეულებრივ არ ინიშნება.
მკურნალობის დასაწყისში სისხლის შედედების ინდივიდუალური რეაქციის (INR) ლაბორატორიულ შემოწმებას ახორციელებენ ყოველდღიურად, მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში – 1-2-ჯერ კვირაში, მოგვიანებით ყოველ 1-4 კვირაში. შედარებით ხშირი კონტროლი აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც იცვლება პაციენტის ჯანმრთელობა, გეგმიური ოპერაციის ან სხვა პროცედურების წინ, აგრეთვე როდესაც ინიშნება ან წყვტენ სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.
მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ მითითებული ანალიზის ჩატარების ვადები!
განსაკუთრებული მითითებანი:
თუ პაციენტს დაავიწყდა მორიგი დოზის მიღება და მას ეს იმავე დღეს გაახსენდა, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს პრეპარატი. იმ შემთხვევაში, როდესაც წინა დოზის მიღებიდან გასულია 24 სთ-ზე მეტი, საჭიროა გამოვტოვოთ დავიწყებული დოზა და მკურნალობა გაგრძელდეს მითითების შესაბამისად დოზის გაორმაგების გარეშე. შეატყობინეთ ექიმს ვარფარექსის გამატოვებული დოზის შესახებ.
ჭარბი დოზირება:
ვარფარექსის ქრონიკულ ჭარბ დოზირებაზე მიუთითებს ღრძილებიდან, ცხვირიდან სისხლდენა, აგრეთვე მენსტრუალური სისხლდენა, ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენა ზედაპირის მცირე დაზიანების შემთხვევაში, კანში სისხლჩაქცევების, განავალში ან შარდში სისხლის არსებობა, აგრეთვე სისხლდენის სხვა ნიშნების გამოვლინება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
შედარებით ხშირად აღინიშნება ორგანოებიდან სისხლდენები და სისხლჩაქცევები. აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს.
ცალკეულ შემთხვევაში ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას მოსალოდნელია კიდურებში ან შინაგან ორგანოებში სისხლმიმოქცევის დარღვევა. სისხლმიმოქცევის დარღვევაზე ყველაზე ხშირად მიუთითებს ტკივილი ფეხის თითებში და კანის მუქი-წითელი ფერი.
სხვა (იშვიათ) გვერდით მოვლენებს წარმოადგენს კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, ურტიკარია, ანთება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სიყვითლე), ცხელება, სისუსტე, სისხლის სურათის ცვლილება, გარდამავალი გამელოტება.
ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობას.
ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტით.
შეფუთვა:
30 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში.
მწარმოებელი
ს.ს. “Grindeks” (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 7083205
ფაქსი: + 371 7083505


აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
5.85 ლარი
5.50 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ზდოროვიე ხარკოვი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ოსტედონი (OSTEDON) 1500მგ
ფხვნილი პერორალურად მისაღები
ხსნარის მოსამზადებლად
(გლუკოზამინის სულფატი)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან როგორც მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ.
ინსტრუქციის შინაარსი:
სავაჭრო სახელწოდება: ოსტედონი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: გლუკოზამინი
ოსტედონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას გლუკოზამინის სულფატს
ათქ კოდი: M01AX05
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული პრეპარატები, არასტეროიდული.
გლუკოზამინის სულფატი წარმოადგეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ძვალ- კუნთოვანი სისტემის დარღვევების მკურნალობისას. ოსტედონის შემადგენლობაში შედის ამინომონოსაქარიდის გლუკოზამინის სულფატის მარილი, რომელიც გვხვდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყენება სინოვიალური სითხის და სახსრის ხრტილის ძირითადი სუბსტანციის გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისთვის. ფარმაკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გლუკოზამინის მიღება ეგზოგენურად, წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანების და შესაბამისად, სახსრის პროტეოგლიკანების სინთეზის უპირატეს სუბსტრატს და აუმჯობესებს ბიოსინთეზურ პროცესებს.
ოსტედონი გამოიყენება ოსტეოართროზის სიმპტომების პალიატიური მკურნალობისთვის.
არ მიიღოთ ოსტედონი
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
ოსტედონის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მდიდარი კლინიკური გამოცდილება არ აჩვენებს რაიმე სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღების საჭიროებას ან დოზის კორექტირებას. კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მედიკამენტის ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოკინეტიკური პროფილი ვერ აწესებს შეზღუდვებს მის გამოყენებაზე. თუმცა ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ოსტედონი:
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტები.
გლუკოზამინის სულფატის ბუნება, მისი ფარმაკოკინეტიკური თვისებები და ფარმაკოდინამიკური პროფილი, მეტყველებს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არარსებობაზე, ამასთან ერთად, კლინიკური კვლევებით გლუკოზამინის სულფატის და თანმხლები დაავადების სხვა პრეპატებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
დაავადების გამწვავების პერიოდში, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ეფექტის გაძლიერების მიზნით ან მკურნალობის საწყის ეტაპზე, დაავადების სიმპტომების მიმართ გლუკოზამინის ეფექტების შესაძლო 1-2 კვირით დაყოვნების დროს, გლუკოზამინის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ასაპ) ერთად. ფაქტიურად, დაავადების გამწვავების პერიოდებში, გლუკოზამინის სულფატით მკურნალობას შეუძლია ტკვივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოხმარების შემცირება.
შესაძლებელია პროდუქტის გამოყენება ოსტეოართრიტის სამკურნალოდ ფიზიოთერაპიასთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე არასასურველი ეფექტი რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ლაქტაციაზე. ადამიანებში მსგავსი კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში და სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში საჭიროა ოსტედონის გამოყენებისგან თავის შეკავება.
ავტომანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა:
ოსტედონის გამოყენებისას არ აღინიშნება ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) მოძრაობის და ავტომობილის მართვის უნარზე.
ოსტედონი შეიცავს ასპარტამს: პროდუქტი შეიცას ასპარტამს და ამიტომ უკუნაჩვენებია ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
ოსტედონი შეიცავს ნატრიუმს: ერთი პაკეტი შეიცავს 151 მგ (6.6 მმოლი) ნატრიუმს. თუ იმყოფებით ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე გაითვალისწინეთ აღნიშნული ინფორმაცია.
ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან როგორც მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (1500მგ გლუკოზამინის სულფატი) დღიურად, სასურველია ჭამის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 3 თვე
თერაპიული სქემა შეიძლება განმეორდეს ორთვიანი ინტერვალით ან სიმპტომების განმეორების შემთხვევაში.
ოსტედონის დოზის გადაჭარბება:
შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებში მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის შესახებ კვლევების საფუძველზე, არსებობს ტოქსიკურობის სიმპტომების მინიმალური შესაძლებლობა, ძალიან მაღალი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.
ოსტედონის დოზის გამოტოვება:
უნდა მიიღოთ იგი შეძლებისდაგვარად მალე. თუმცა, თუ თითქმის უკვე მომდევნო დოზის დროა, არ მიიღოთ გამორჩენილი დოზა, უბრალოდ განაგრძეთ შემდეგი დოზის მიღებით.არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ოსტედონის მიღების შეწყვეტა:
მდიდარი კლინიკური გამოცდილება არ აჩვენებს რაიმე სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღების საჭიროებას ან დოზის კორექტირებას. კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მედიკამენტის ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოკინეტიკური პროფილი ვერ აწესებს შეზღუდვებს მის გამოყენებაზე. თუმცა ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გლუკოზამინის სულფატის კარგი ამტანობა.
გვერდითი მოვლენების განვითარება პაციენტთა მცირე პროცენტში გარდამავალი და ნაკლებად ინტენსიური იყო და არ უკავშირდებოდა კუჭში დისკომფორტს და ტკივილს, შებერილობას, ყაბზობას და დიარეას.
ზოგიერთ პაციენტში შეინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, პრურიტით და ერითემა.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ:
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე ან პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ შეინახოთ 250C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გახსნათ პრეპარატი აუტანელი სიცხის პირობებში.
არ შეინახოთ მედიკამენტები აბაზანაში. ზედმეტმა სითბომ და ტენიანობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტზე, რაც მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რას შეიცავს ოსტედონი
აქტიური ნივთიერება არის გლუკოზამინის სულფატი. 1 პაკეტი შეიცავს 1,884 გ გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის მარილს, რაც შეესაბამება 1,5 გ გლუკოზამინის სულფატს.
სხვა ინგრედიენტებია:
სორბიტი, ლიმონმჟავა, მაკროგოლი 4000, ასპარტამი.
ოსტედონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ოსტედონი არის თეთრი კრისტალური ფხვნილი, რომელიც მოცემულია ერთჯერადი დოზის პაკეტში.
თითოეული კოლოფი შეიცავს 30 პაკეტს (BT X 30 პაკეტი).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
PHARMANEL COMMERCIAL PHARMACEUTICAL S.A.
საბერძნეთი, ატიკი,გერაკას 153 44,მარათონოს გამზ.106
ტელ.: +30 210 60 48 560
მწარმოებელი:
ONE PHARMA S.A.
საბერძნეთი, შიმატარი, 320 09, ატენი- ლამია, მე60 კმ
კომპანიის მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს მომხმარებლებისგან პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
შპს „ ნიუ ფარმ გრუპი“ („New Pharm Group “)
საქართველო, თბილისი, ვაკე–საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივ. XII კმ კორ. 2 ბ. 43
ტელ/ფაქსი: +995 (32) 210 88 18
54.27 ლარი
51.01 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: დრაგ მინერალს იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
38.99 ლარი
36.65 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.