Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 244

მელავიტი #30ტ

MelaViti

მელავიტი

შემადგენლობა:

ლუთეინი – 5მგ, ვიტამინი A – 800მკგ, მოცვის მშრალ ექსტრაქტი(Anthocyanosides 1%) – 30მგ, ვიტამინი E  – 10მგ, ასტაქსანტინი – 2მგ, სელენი – 55მკგ, მელატონინი – 1მგ, თუთია – 9მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლუთეინი და ასტაქსანტინი – კაროტინოიდებია, რომლებიც თვალის ბადურა გარსის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის – ყვითელი ხალის ანუ მაკულას ძირითადი პიგმენტებია. კაროტინოიდები თავის დაცვით ფუნქციას ავლენენ სინათლის ლურჯი სპექტრის შთანთქმით, რომელიც ძალიან მავნეა თვალის ბადურა გარსისათვის. ლუთეინს და ასტაქსანტინს აქვთ ანტიოქსიდანტური თვისება, ისინი ანეიტრალებენ სინათლეზე გამოყოფილ თავისუფალ რადიკალებს და ამ გზით  იცავენ ფოტორეცეპტორებს დაზიანებისაგან. კაროტინოიდები ხელს უშლიან მაკულას დეგენერაციას, რაც მოხუცებულთა სიბრმავის უხშირესი მიზეზია.

ურეხტის უნივერსიტეტში(ნიდერლანდები) ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ბუნებრივი ლუთეინის დანამატი, რომელიც შექმნილია გულვითელასგან, ღია ფერის თვალების შემთხვევაში და ქალებში – პოსტმენოპაუზის პერიოდში, ზრდის მაკულარულ პიგმენტს.

ვიტამინი A – მხედველობის პიგმენტის – როდოფსინის შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და სინათლის აღქმას. ვიტამინი A-ს დეფიციტის პირველ სიმპტომს წარმოადგენს ღამის სიბრმავე და თვალის უუნარობა ადაპტაცია მოახდინოს სიბნელეში. მისი მიღება აუცილებელია ჰემერალოპიის(ქათმის სიბრმავე), ბადურას და რქოვანას დაავადებების დროს. ვიტამინი A ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას, კანისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ნორმალური ზრდის პროცესს.

ვიტამინი E  – გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესში. აქვს მსუბუქი ვაზოდილატაციური ეფექტი და გააჩნია ანტითრომბული მოქმედება. დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე.

მოცვის მშრალი ექსტრაქტი – მისი აქტიური ნივთიერებები –  ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოფსინის სინთეზს. ამით აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტესივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

მელატონინი – ეპიფიზში გამომუშავებული ჰორმონია. მელატონინი არეგულირებს ცირკადულ რიტმს. მისი კონცენტრაცია სისხლში 30-ჯერ მეტია ღამის საათებში, ვიდრე დღის საათებში. მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს და აწესრიგებს ძილის ფაზებს. სრულფასოვანი ძილი კი აუცილებელი პირობაა უველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მელატონინი აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. ის  ცნობილია, როგორც თავისუფალი რადიკალების ყველაზე ძლიერი შემბოჭავი ენდოგენური ფაქტორი, რითაც ეფექტურად იცავს თვალის ქსოვილებს დაზიანებისგან.

მელატონინი აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. არეგულირებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და არეგულირებს არტერიულ წნევას.  მელატონინის დაფიციტი ორგანიზმში აჩქარებს დაბერების პროცესს.

სელენი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ძლიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მეტაბოლიზმში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

თუთია – ხელს უწყობს ვიტამინი A -ს შეწოვას ორგანიზმში. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით, ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ჟანგვითი სტრესით გამოწვეული დაზიანებისაგან. თუთიის დეფიციტს უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.

თუთია მნიშვნელოვანი კომპონენტია 200-ზე მეტი ფერმენტისათვის. აქვს კანის დაცვითი ფუნქცია. ხელს უწყობს ჭრილობის და დამწვრობის შეხორცებას. ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

კვებითი ღირებულება

შემადგენლობა

ერთ აბში

% RDAX1 აბში

ლუთეინი

5 მგ

 

მოცვის მშრალი ექსტრაქტი(1% ანტოციანოზიდები)

30მგ

 

ვიტამინი A

800 მკგ

100%

ვიტამინი E

10 მგ

83%

ასტაქსანტინი

2 მგ

 

თუთია

9 მგ

90%

სელენი

55 მკგ

100%

მელატონინი

1 მგ

 

ჩვენებები:

მელავიტი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი ნოზოლოგიების დროს:

  • ჰემერალოპია(ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება)
  • საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია.
  • რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში
  • ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები
  • ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი
  • ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია(ქორიორეტინული დისტროფია)
  • კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან  მუშაობის,  კონტაქტური ლინზების ტარების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 6 წლის ასაკიდან დღეში 1 აბი, 30 წუთით ადრე ძილის წინ.

მოზრდილებში  1-2 აბი დღეში,  30 წუთით ადრე ძილის წინ.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა.

6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი.

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზებს.

გამოშვების ფორმა: #30 აბი, ბლისტერზე

მწარმოებელი:

ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

ფეროგრინი პლუსი 8მლ #10ფლ

35.49 ლარი
33.37 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: სპეციაზოლ სპა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტაბონი 200მლ სიროფი

ვიტაბონი სიროფი

საკვები დანამატი

შემადგენლობა: ყოველი 10მლ. სიროფი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, თუთიისა და D3 ვიტამინის სინერგიული მოქმედებისთვის აუცილებელ რაოდენობებს.

შემადგენელი კომპონენტები

სიროფის 10 მლ.

ვიტამინი D3

400 ს.ე.

კალციუმი

500 მგ.

მაგნიუმი

150 მგ.

თუთია

10 მგ.

ვიტამინი K2

10 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, ბუნებრივი დამატკბობელი.

ასაკი

დოზა

მიღების ინტერვალი

0 – 4 წელი

5 მლ.

ერთხელ დღეში

4 – 10 წელი

10 მლ.

ერთხელ დღეში

11 წელი და ზევით

10 მლ.

ორჯერ დღეში

ვიტაბონი მიღებული იქნა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით. მისი შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფს კალციუმზე, მაგნიუმზე, თუთიასა და D3 ვიტამინზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ვიტაბონს აქვს სასიამოვნო გემო. ვიტაბონის შემადგენლობაში არსებული D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის სრულყოფილ შეთვისებას ქსოვილების მიერ.

ვიტაბონის შემადგენელი D3 ვიტამინი, იგივე ქოლეკალციფეროლი, არის D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა. იგი კანში წარმოიქმნება, მზის სხივების პირდაპირი მოქმედების შედეგად. D3 ვიტამინი უფრო ადვილად მეტაბოლიზდება, D2 ვიტამინთან შედარებით; ეს უკანასკნელი მოიპოვება ზოგიერთ პროდუქტსა და საკვებ დანამატში.

კალციუმი და მისი კო-ფაქტორები: ვიტაბონში არის კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, D3 ვიტამინისა K2 ვიტამინის  ბალანსირებული რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას.

კალციუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.

გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის მფლობელი:

Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.

Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16

Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10

www.dermoclean.com

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია

ფერო-ფოლიქსი B+C #30ტ

ფერო ფოლიქსი Fe+B+C / Ferro folix

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები

მწარმოებელი კომპანია: Natures aid

მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფერო ფოლიქსი Fe+B+C შემადგენლობა: რკინის ციტრატი Fe3 – 18 მგ, ფოლის მჟავა B9 – 300 მკგ, ვიტამინი C – 60 მგ, ვიტამინი B1 – 1,4 მგ, ვიტამინი B2 – 1.6 მგ, ვიტამინი B6 – 2.2 მგ, ვიტამინი B12 – 3მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები, მათ შორის სისხლდენით, ქირურგიული ჩარევით, რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით, ხანგრძლივი ჰემოდიალიზით. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ჰიპო- და ავიტამინოზები, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.

დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში. 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში. მოზრდილები: თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ფეროფოლიქსის მიღება არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ,

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

ფარკოვიტ B12 #30კაფს

26.90 ლარი
25.29 ლარი

ქვეყანა: ეგვიპტე

მწარმოებელი: ფარკო ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტრივიზიონი #30კაფს

34.49 ლარი
32.43 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვიტანე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტონუს D3 2000სე#60ტ

D3 ტონუსი
ვიტამინი
D3 2000 სე
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: D3 ტონუსის 1 ტაბლეტი შეიცავს 2000 სე ვიტამინ D3-ს (Cholecalciferol)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი, დიკალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კარბოქსიმეთილცელულოზა.
გამოყენების სფერო: ვიტამინი D3 განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და კბილების მინერალიზაციის პროცესს, სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას, იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, სხეულის ენერგეტიული პოტენციალის გაზრდას.
დოზირების რეჟიმი: D3 ტონუსი რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში კვების დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა ქოლეკალციფეროლის და დამატებითი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სხვა პრეპარატების მიღების, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდის შემთხვევაში
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №60 პლასტმასის ფლაკონი №1 .
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: შპს „ტონუს-ლეს“, სომხეთი.

დრასტოპი 200მგ/2მლ 2მლ #10ა

93.82 ლარი
88.19 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტონორექსი კალცი+D3120მლ სიროფი

35.00 ლარი
32.90 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: სიიტ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლოქსიმინი #30კაფს

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

Don`t copy text!