Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 254

პრე-ლარგოვიტი #30ტ

შემადგენლობა

ბეტა კაროტინი 2,4 მგ 
ვიტამინი C 120 მგ 
ვიტამინი D 400 ერთ 
ვიტამინი E 30 ერთ 
ვიტამინი B1 1,8 მგ 
ვიტამინი B2 1,7 მგ
ვიტამინი B6 2,6 მგ 
ვიტამინი B12 8 მკგ 
ნიაცინი 20 მგ 
ფოლიუმის მჟავა 800 მკგ 
კალციუმი 200 მგ 
რკინა 28 მგ
თუთია 25 მგ


პრელარგოვიტი შექმნილია კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ორსულობამდე, მთელი ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ბეტა კაროტინი – აუცილებელია თვალის ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზისათვის, ნაყოფის ზრდისათვის.
C ვიტამინი – უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებაში. მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის. D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.
E ვიტამინი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე. 
B1, B2, B6, B12 ვიტამინები – მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების სინთეზში, უჯრედოვანი სუნთქვითი პროცესებში. მოქმედებს სისხლში ჰომოცისტეინის დონის ნორმალიზაციაზე. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის, მიელინის სინთეზისთვის.
ნიაცინი – აუმჯობესებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, სისხლის მიმოქცევას. ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.
რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში. 
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, აუმჯობესებს ინსულარული აპარატის ფუნქციურ მდგომარეობას, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.


ორსულობისათვის მზადების პერიოდი 
ორსულთა ტოქსიკოზის პრევენცია და მკურნალობა 
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა 
ჰიპოლაქტაციის პროფილაქტიკა


1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ.


ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ირიდიუმი 8მლ თვ.წვეთები

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

პოლიჟენი #12კაფს

პოლიჟენი
(POLIJEN)

შემადგენლობა:
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) 20 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
ჟენშენის ექსტრაქტი 40 მგ 
ასკორბინის მჟავა 150 მგ
ხორბლის ღივების ზეთი 50 მგ
ფოლის მჟავა 0,5 მგ
ალისარჩულის ზეთი (საფლორი) 30 მგ 
კალციუმის პანთოტენატი 10 მგ
L – არგინინი 20 მგ 
კალიუმი 8 მგ
L – ლიზინი 20 მგ 
კალციუმი 50 მგ
ოროტის მჟავა 10 მგ 
ფოსფორი 38,71 მგ
დეანოლის ბიტარტრატი 25 მგ
რკინა 14 მგ
სოიოს ლეციტინი 90 მგ 
ფტორი 0,2 მგ
მეთიონინი 74 მკგ 
მაგნიუმი 1 მგ
ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი 1 მგ 
სპილენძი 2 მგ
მცენარის მტვერი 25 მგ 
იოდი 150 მკგ
ვიტამინი A 5000 სე 
მანგანუმი 2,5 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი ) 400 სე 
მოლიბდენი 0,186 მგ
ვიტამინი E 180 მგ 
თუთია 15 მგ
ბიოტინი 0,2 მგ 
სელენი 50 მკგ
ვიტამინი B1 5 მგ 
ქრომი 340 მკგ
ვიტამინი B2 5 მგ 
ნიკელი 4 მკგ
ვიტამინი B6 4 მგ 
ბორი 130 მკგ
ვიტამინი B12 15 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინის ფხვნილი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროცინი, ბრილიანტის ლურჯი, ეთილის ვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლიჟენი შეიცავს საგანგებოდ შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ საპროფილაქტიკო და სამკურნალო მოქმედება ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
ფუტკრის რძე: ცილების, ამინომჟავების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების ბუნებრივი ნარევი.
ჟენშენი: ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელსაც გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი, ავლენს მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ჟენშენი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგობის და რეგენერაციის უნარს.
ათი ბიოელემენტი, აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის.
ოცდაშვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი ავსებს დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც სადღეღამისო, ასევე რომელიმე მათგანზე გაზრდილ მოთხოვნილებას.

ჩვენებები:
– მოზრდილებში ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება,  დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– კლიმაქტერული პერიოდი;
– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
– ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.

უკუჩვენებები:
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

გაფრთხილება:
პოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდირებული.

მიღების წესი და დოზები:
მოზრდილთათვის – 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ 2-3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევებში – ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:
ინახება 15° – 25° C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:
კოლოფში მოთავსებულია 12 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია:
“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt

“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064, USA.
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us

იპოვინი ფორტე #30კაფს

იპოვინი ფორტე

ომეგა – 6   და   ვიტამინი E

ინგრედიენტები :

კვებითი ღირებულება

ერთი გრამი (ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა) შეიცავს:

ენერგეტიკული ღირებულება        2.05 კკალ

ნახშირწყლები 0.51 გ

პროტეინი 0.07 გ

ცხიმი  0.02 გ

თითოეული რბილიჟ ელატინის კაფსულა შეიცავს:

საღამოს ფურისულას ზეთი                1000 მგ

(ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო)

ვიტამინი E                                           25 მგ

შეიცავს  ნებადართულ სინთეზურ საკვებ საღებავ ნივთიერებებს  და  II კლასის კონსერვანტებს.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

რას წარმოადგენს იპოვინ ფორტე?

იპოვინ ფორტეს რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს საღამოს ფურისულას ზეთს, რომელიც არის ომეგა-6-ის მდიდარი ბუნებრივი წარო, ის აუცილებელია პროსტაგლანდინების წარმოებისათვის, რათა უწყვეტად და ეფექტურად შენარჩუნდეს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები. მასში შემავალი ვიტამინი E უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ინარჩუნებს ცხიმოვანი მჟავების მთლიანობას. იპოვინ ფორტე ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში. აჯანსაღებს კანს, თმას და ძვლოვან ქსოვილს, ასევე, ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შემცირებას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ. იპოვინ ფორტე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, აკნეს და მენოპაუზის დროს.

იპოვინ ფორტეს ჟელატინის კაფსულები ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას:

  • ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას.
  • ეხმარება კანის სიმპტომების ალაგებაში, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, აკნე და ფსორიაზი.
  • ხელს უწყობს პრემენსტრუალური და მენსტრუალური სიმპტომების შემცირებას.
  • ეხმარება მკერდის ტკივილის(მასტალგია) შემცირებაში მასტოპათიის დროს.
  • ამცირებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.
  • ხელს უწყობს ნერვული დაზიანებების თავიდან აცილებას დიაბეტის დროს (დიაბეტური ნეიროპათია).
  • ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის დარეგულირებას.
  • ვიტამინი E, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

დოზირება:  მოზრდილებში:  თითო კაფსულა ერთჯერ ან ორჯერ დღეში, კვების შემდეგ.

გაფრთხილება:

 მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ სიმპტომები გრძელდება მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ დახმარების  გაწევა, თუ საკვებიდან არ   ხდება საკმარისად მათი მიღება. ვიტამინების დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება.

 საკვები დანამატი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ჩანაცვლება მარავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის. თუ ხართ ორსული, მეძუძური ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ ხართ დაავადებული ეპილეფსიითამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება :

გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი.

ისევე, როგორც ნებისმიერმა ზეთმა, ენოთერას ზეთმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინების შეგრძნება მშიერ კუჭზე, ამ შემთხვევაში მიიღეთ საკვებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:  უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები : შეინახეთ არაუმეტეს  25 °C- ზე, დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

პიკოვიტი ფორტე #30ტ

პიკოვიტი® ფორტე
PIKOVIT® FORTE

სავაჭრო დასახელება: პიკოვიტი® ფორტე.

სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები შიგნით მიღებისათვის.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული ნარინჯისფერი საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum    (ვიტამინი A რეტინილ პალმიტატის სახით)                              5000მე
Cholecalciferolum   (ვიტამინი D3)                                                           400მე
Acidum ascorbicum   (ვიტამინი C)                                                             60მგ
Nicotinamidum   (ნიკოტინამიდი)                                                                20მგ
Α-Tocopheroli acetas (ვიტამინი E α–ტოკოფერილ აცეტატის სახით)               15მგ
Calcii pantothenas  (კალციუმის პანტოტენატი)                                           10მგ
Ryridoxini chloridum (ვიტამინი B8)                                                         2,00მგ
Riboflavinum (ვიტამინი B2)                                                                    1,70მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1)                                                                 1.50მგ
Acidum folicum (ფოლიუმის მჟავა)                                                           0,40მგ
Cyanocobalaminum (ვიტამინი B12)                                                         6,00მგ

დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, მალტიტოლის სიროფი, მანიტოლი, ასპარტამი (შეიცავს ფენილალანინს), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინი, კაპოლ 600, აბუსალათინის ზეთი, პოლისორბატ 80, სილიციუმის ჟანგის კოლოიდური გელი, β_კაროტინი, ტიტანის ორჟანგი (E 171), და მანდარინის გემოს მქონე კორიგენტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები. ათქ კოდი _ [A11A].

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 11 ყველაზე მთავარ ვიტამინს იმ რაოდენობით რომელიც შეესაბამება რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, 7 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

ფარმაკოდინამიკა
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B8, B12 პანტოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნორმალური რეგენერაციისათვის და სისხლის უჯრედების სწორი ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი A აუცილებელია ეპითელიალური უჯრედების განვითარებისათვის და მხედველობის პიგმენტის სინთეზისათვის. ვიტამინი D ახდენს კალციუმის მიწოდების რეგულირებას და ხელს უწყობს ძვლების და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმავალ მრავალ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ვიტამინი E წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანებს და ხელს უწყობს უჯრედების ფუნქციას.
პიკოვიტი® ფორტე–ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ არაკარიოსოგენულ მოტკბო ნივთიერებებს მალტიტოლს და მანიტოლს. ისინი მეტაბოლირდება ძალიან მცირე რაოდენობით და ძალიან ნელა, პირის ღრუს ფლორაში, ამიტომ ისინი არ ახდენენ კბილებზე არასასურველ ზემოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად აბსორბირდება რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას. რაოდენობა, რომელიც აჭარბებს ქსოვილების დატვირთვის დონეს, გამოიყოფა შარდთან და ზოგჯერ განავალთან ერთად. ისინი გროვდებიან ორგანიზმში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება აუცილებელია ქსოვილებში მათი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.
პერორალური მიღების შემდეგ ცხიმხსნადი ვიტამინები A და D კარგად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში ცხიმებთან ერთად. ვიტამინი E-ს აბცორბცია საკმაოდ სუსტია (დოზის 25_85%). ცხიმხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობა გროვდება ღვიძლში და ამიტომ წარმოადგენს გაცილებით ტოქსიკურს ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები.

გამოყენების ჩვენება
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები უზრუნველყოფენ ორგანიზმის მომეტებულ მოთხოვნილებას ვიტამინების მიმართ და არადაბალანსირებული კვების დროს.
ამგვარ შემთხვევებს განეკუთვნება:
• სასკოლო ასაკის ბავშვების გადატვირთვა და ყურადღების არასაკმარისი კონცენტრაცია.
• ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტი).
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება (მცირდება წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ).
• მადის დაქვეითება ან უქონლობა.
• ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
• ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკამრისობა.

გამოყენების წესები და დოზები
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები რჩება პირში სრულ დადნობამდე.
7-დან უფროსი ასაკის ბავშვებს: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის მერე.
არასაკმარისი მადის დროს საწუწნი ტაბლეტები უნდა გამოვიყენოთ 2 თვის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში აუცილებლობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ვიტამინების გამოყენება ექიმის რეკომენდაციით.
სხვა ვიტამინებისა და მინერალური პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა შეუძლიათ მიიღონ პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6გ მალტიტოლს ანუ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4_4,2 მალტიტოლს. მალტიტოლის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, თუმცა კუჭ_ნაწლავის ტრაქტში ნელი ჰიდროლიზის და შეწოვის შედეგად, ინსულინის მოთხოვნილება მცირეა.
ერთი საწუწნი ტაბლეტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6კჯ-ს (1.4 კკალ).
პიკოვიტი ფორტეს შემადგენლობაში შედის ასპარტამი, რომელიც შეიცავს ფენილალანინს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის.

უკუჩვენება
ბავშვებისთვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადრე აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

A და D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში.
7 წლამდე ბავშვებისათვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა რეკომენდირებული არ არის.

გვერდითი ეფექტები
პიკოვიტი ფორტეს რეკომენდირებული დოზებით მიღება არ იწვევს გვერდით ეფექტებს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და უნდა მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 0.6გ მალტიტოლს, ამასთან დაკავშირებით იმ დოზებით მიღებამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდირებულს შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

გამოშვების ფორმა
30 საწუწნი ტაბლეტი (3 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში).

შენახვის ვადა
შენახვის ვადა 2 წელი.
არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
შეინახეთ 30°C ტემპერატურამდე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.

ინფლუციდი #60ტ *

22.75 ლარი
16.38 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პიკოვიტი სიროფი 150მლ #1ფლ

პიკოვიტი®
Pikovit®

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: პიკოვიტი®
წამლის ფორმა: საბავშვო სიროფი
შემადგენლობა
5 მლ (1 კოვზი) სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum (ვიტამინი A) 900 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 100 სე
Ribpflavinum (ვიტამინი B2) 1 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინი B6) 0.6 მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 1 მგ
Cianocobalaminum (ვიტამინი B12) 1 მკგ
Acidum ascorbicum (ვიტამინი C) 50 მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) 5 მგ
D-Panthenol (დ-პანთენოლი) 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.0015%, ნატურალური არომატული ნივთიერებები 0.5%, ნატრიუმის ბენზოატი 0.11%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინები.
ათქ კოდი: A11B.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი საბავშვო სიროფია, შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორებს.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შესანარჩუნებლად. მისი უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის
პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი PP და D-პანთენოლი – კოფერმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელნი არიან ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

გამოყენების ჩვენებები
საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმ მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში: სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, უმადობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი, გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შაქრიანი დიაბეტი (საბავშვო პიკოვიტის 5 მლ სიროფი 3 გ შაქარს შეიცავს).

განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა – აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. პიკოვიტის გამოყენება ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი შიგნით მიიღება.
1-3 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 2 კოვზი (10 მლ) სიროფის მიცემა.
4-6 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
7-14 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-4-ჯერ (15-20 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
სიროფის მიცემა შეიძლება კოვზით ან მისი შერევა ჩაისთან, წვენში ან ხილის პიურეში.
უმადობის შემთხვევაში სიროფი მიიღება ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.
გამოყენების განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვეში ან ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით მოქმედებასა და ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).

გამოშვების ფორმა
მუქი შუშის ფლაკონები 150 მლ და 100 მლ სიროფით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის პირობები.
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., სმარჟესკა 6, 8501 ნოვო მესტო სლოვენია.

პერფექტ ლაიფი #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ინსტა მაქსი #10ტ

ინსტა მაქსი #10ტ

 

სავაჭრო დასახელება: ინსტა მაქსი (მამაკაცი)

შემადგენლობა: არგინინი 300მგ, B3-50მგ, თუთია-1,5 მგ, პანთოტენის მჟავა 6 მგ, კალციუმი-225 მგ, ცერეცოს თესლი-5 მგ, nutmeg-5 მგ, როდიოლა-2 მგ, როზმარინი-5 მგ, დარიჩინი5 მგ, სელენი-55მკგ, გინკო ბილობა-250მგ, პატარა პალმის კენკრა-10 მგ, მუირა პუმა-10 მგ, შვრია-20 მგ, homy goat weed-10mg, გოგრის თესლი- 10მგ, კოჭა-10 მგ, damiana-10 მგ, saw palmetto-2.4 mg, ტროპიკული ხე გუტა-10 მგ,  siberian ginseng-38 mg, tribulus terestris- 10 mg.

ინსტა მაქსის შემადგენლობა: შიცავს რიგ ძლიერმოქმედ ბუნებრივ ინგრედიენტებს. მათ დაამტკიცეს, რომ კურნავენ ერექციის დისფუნქციას, ხოლო მათი კომპლექსურად გამოყენება კი იძლევა უძლიერეს ეფექტს არსებული იმპოტენციის განსაკურნად.

პატარა პალმის კენკრა (ჯიშია ასეთი) სასარგებლოა მამაკაცის იმპოტენციისა და რეპროდუქციულობის პრობლემებისას, იგი ამაღლებს სისხლის მიწოდებას სასქესო ორგანოებში.

MUIRA PUAMA არის თანამედროვე და ახალი მეთოდით დამტკიცებული სქესობრივი ლტოლვის ამაღლების ეფექტურობაში.

YOHIMBE BARK  მრავალმა კლინიკურმა ტესტებმა აჩვენეს, რომ წითელი ჟენშენის გამოყენება ზრდის და ამაღლებს სქესობრივ ლტოლვას.

GUTA KOLA (ტროპიკული ხე გუტა) _ არის ტროპიკული და სუბტროპიკული სამკურნალო მცენარე, რომელიც ეხმარება ცენტრალური ნერვული სისტემის დარეგულირებას, ამცირებს და ხელს უშლის დაღლას, მართავს ხასიათს და ამაღლებს სექსუალურ ქმედუნარიანობას.

PUMPKIN SEED (გოგრის თესლი) _ შეიცავს თუთიას, ასტიმულირებს მამაკაცურ ჰორმონს და ტესტოსტერონს. ეს ჰორმონები ეხმარებიან მამაკაცებს, რომ კარგად განავითარონ ერექციის ქმედუნარიანობა.

CINNAMON BARK ( დარიჩინის ქერქი)_ ცნობილია, როგორც გამაძლიერებელი და პოტენციის მატონიზირებელი, ასევე აღმოჩენილია, რომ იგი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას.

NUTMEG  (ჯავზი) –  ოდითგანვე მოიპოვება აღმოსავლეთ ინდოეთში, რომელიც მიიჩნევა საჭმლის მონელების ხელის შემწყობ საშუალებად.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: 1-2 ტაბლეტი დღეში.

გამოშვების ფორმა: N10 ტაბლეტი შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

პერიდოქსი-ავერსი 2მლ #5ა

პერიდოქსი – ავერსი

(PERIDOX – AVERSI)

 

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ნიკოტინამიდი; პირიდოქსინი; მეკობალამინი.

ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე წითელი ფერის ხსნარი;

შემადგენლობა:                              

2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:

ნიკოტინამიდს (ვიტ. B3) – 100 მგ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტ. B6) – 100 მგ;

მეკობალამინს (ვიტ. B12) – 1000 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ყინულოვანი ძმარმჟავა, უწყლო ნატრიუმის აცეტატი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი, 2 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ათქ-კოდი: A11EA.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პერიდოქსი-ავერსი წარმოადგენს ვიტამინების B3, B6 და B12-ის კოფერმენტის, მეკობალამინის, კომბინირებულ პრეპარატს.

B ჯგუფის ვიტამინები შედიან რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ნიკოტინამიდი (ვიტ. B3)  მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტოვან ცვლას, ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ათეროგენული ლიპოპროტეინების დონეს. ნიკოტინამიდი არეგულირებს წყლისა და ელექტროლიტების ცვლას. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით. იგი აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე. გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება.

პირიდოქსინი (ვიტ. B6) მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში. აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.  მონაწილეობს ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი) ბიოსინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. არეგულირებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანსს ორგანიზმში და ზრდის დიურეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

მეკობალამინი არის ვიტამინი B12 – ის კოფერმენტი, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. იგი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მისი ათვისება ხდება მომენტალურად და სრულყოფილად ორგანიზმის მიერ. მეკობალამინი უკეთესად ტრანსპორტირდება ნერვულ ქსოვილში ციანკობალამინთან შედარებით. მისი მოქმედება 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას.  იგი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ტრანსმეთილირების პროცესებში, მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის აუცილებელი ფერმენტების წარმოქმნაში. მეკობალამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს. მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის–ქოლინის სინთეზში. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგენერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

პირიდოქსინი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. გადანაწილდება უპირატესად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში.  T 1/2  შეადგენს 15-20 დღეს. გადალახავს პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით.

ნიკოტინამიდი სწრაფად გადანაწილდება ქსოვილებში. გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება მეთილნიკოტინამიდი. გამოიყოფა თირკმლებით.

მეკობალამინის ი/მ შეყვანისას კონცენტრაციის პლაზმური პიკი მიიღწევა ერთი საათის შემდეგ, დეპონირდება ძირითადად ღვიძლში. გადალახავს პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.

ჩვენება:

– პერიფერიული ნეიროპათია;

– კომპრესიული ნეიროპათია;

– დიაბეტური ნეიროპათია;

– სხვა ნევროლოგიური დარღვევები: პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, ეპილეფსია, ბავშვთა ცერებრული დამბლა;

– კოგნიტიური ფუნქციების და მეხსიერების გაუარესება, ძილის დარღვევა;

– მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული B12 ვიტამინის უკმარისობით, ჰიპერჰომოცისტეინემია;

მიღების წესი და დოზირება:

პერიდოქსი-ავერსის საინექციო ხსნარი ღრმად შეიყვანება კუნთში. მწვავე მდგომარეობის დროს ინიშნება ერთი ამპულა ერთხელ დღეში სიმპტომების გაქრობამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ – თითო ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.

გვერდითი მოვლენები:

ნიკოტინამიდი: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, თავბრუ, სახის წამოხურება,  სისხლის მოწოლის შეგრძნება თავში. ნიკოტინამიდის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ზეწოლის შეგრძნება კიდურებზე, ასევე ლაქტაციის შემცირება.

პირიდოქსინი: პარესთეზია, ძილიანობა, ფოლიუმის მჟავას დონის დაქვეითება.

მეკობალამინი: ჰიპოტენზია, ქოშინი; იშვიათად-თავის ტკივილი, წამოხურება, ალერგიული რეაქცია მეკობალამინზე. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ახალშობილები; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს. ორალური კონტრაცეპტივებით, იზონიაზიდით, პენიცილინით, ციკლოსერინით და თიოსემიკარბაზინით ერთდროული მკურნალობისას ვიტამინი B6–ის კონცენტრაცია სისხლში მცირდება.

ჰიპერდოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენები არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის თითოეული ამპულა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე, რადგან მეკობალამინი განიცდის ფოტოლიზს.  დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებისთვის ზურგის ტვინის ქვემწვავე დეგენერაციით, რადგან მეკობალამინმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შენიღბვა. პერიდოქსი-ავერსი ინექციის სახით არ გამოიყენება ახალშობილებში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

2 მლ ამპულაში, 5 ამპულა კონტეინერში, 1 კონტეინერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი,

ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

Don`t copy text!