Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 255

პერიდოქსი #30ტ

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
თიამინი; პირიდოქსინი; ციანოკობალამინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს – 100 მგ;
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს – 200 მგ;
ციანოკობალამინს – 0.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი გარსის შემადგენლობა: Opadry White 03F28342  (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, მაკროგოლი 6000).

გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინი B1 ვიტამინ B6 და B12 კომბინაციაში.
ათქ-კოდი: A11DB.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პერიდოქსი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომლის თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აღემატება ამ ჯგუფის ცალკეული ვიტამინის მოქმედებას. თიამინის (ვიტამინი B1), პირიდოქსინის (ვიტამინი B6) და ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) ურთიერთქმედება ასტიმულირებს მეტაბოლურ, რეგენერაციულ და სისხლის წარმოქმნის პროცესებს ორგანიზმში, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს სისხლის ნაკადს ქსოვილებში, ავლენს ნეიროტროფულ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებების დროს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

თიამინის ჰიდროქლორიდი პერორალურად მიღების შემდეგ შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მისი მაღალი შემცველობა აღინიშნება მიოკარდიუმში, ჩონჩხის კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და ღვიძლში. თიამინის მნიშვნელოვანი ნაწილი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაწლავების და თირკმელების საშუალებით. თ1/2 შეადგენს 4 საათს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება უმეტესწილად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში, მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 80%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადანაწილდება უპირატესად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით მიღებიდან 2-5 საათის განმავლობაში.
ციანოკობალამინი აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან 2 გზის საშუალებით: უმეტესი ნაწილი – კასტლის შინაგან ფაქტორთან შეკავშირებით, ხოლო 1-3% – პასიური დიფუზიის მეშვეობით. დეპონირდება ღვიძლში. სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 დღეს, ღვიძლიდან – 1 წელს. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და შარდით.

ჩვენება:
პერიდოქსი ნაჩვენებია კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
– B1, B6 და B12 ვიტამინების უკმარისობა ან გაზრდილი მოთხოვნა მათ მოხმარებაზე;
– ნერვული სისტემის სხვადასხვა ეთიოლოგიის დაავადებები: ნევრიტი და პოლინევრიტი (მათ შორის სახის ნერვის და რეტრობულბარული ნევრიტი), ნევრალგია (მათ შორის სამწვერა და ნეკნთაშუა ნერვების), პერიფერიული პარეზი და დამბლა, პოლინეიროპათია და ენცეფალოპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსალტველი ლიქენი, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები;
– სხვადასხვა გენეზის ანემია;
– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ართრალგია, მიალგია;
– რეკონვალესცენციის პერიოდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ; ანტიბიოტიკების, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია; ქრონიკული ალკოჰოლიზმი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით პერიდოქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ტაბლეტს დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ვიტამინ B6-ის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა (6-12 თვეზე მეტი ხნით) გამოყენებამ შეიძლება ერთეულ შემთხვევებში გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი კანზე, ქავილი.
სხვა: ტაქიკარდია, ოფლიანობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო პერიდოქსი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
5-ფტორურაცილი ამცირებს თიამინის ეფექტურობას, წარმოადგენს რა მის ანტაგონისტს. მარყუჟოვანი შარდმდენები ზრდის ვიტამინი B1-ის გამოყოფას, და ამგვარად, ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში ამცირებს თიამინის დონეს ორგანიზმში. სულფიტების შემცველი ხსნარები ხელს უწყობს თიამინის დაშლას, ხოლო ანტაციდები, ალკოჰოლი და შავი ჩაი აქვეითებს მის შეწოვას.
ვიტამინი B6 ამცირებს Lლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს, აქვეითებს ფენობარბიტალის და ფენიტოინის კონცენტრაციას პლაზმაში. ორალური კონტრაცეპტივებით, იზონიაზიდით, პენიცილამინით, ციკლოსერინით და ჰიდრალაზინით ერთდროულად მკურნალობისას მცირდება ვიტამინი B6–ის კონცენტრაცია სისხლში.
ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი და კალიუმის პრეპარატები ამცირებს ციანოკობალამინის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ვიტამინი B12 ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ფოლის მჟავას მიღების ფონზე გაძლიერებული ერითროპოეზი ზრდის ციანოკობალამინის მოთხოვნას ორგანიზმში.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პერიდოქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით.
ციანოკობალამინს შეუძლია შენიღბოს ფოლის მჟავას დეფიციტის სიმპტომები. პერიდოქსის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
ww.aversi.ge

პანდევიტი ბეიბ400სე200დ30მლ სპ

პანდევიტი ბეიბი. ვიტ.D ორალური სპრეი ბავშვებისათვის ჩვილი (0) ასაკიდან. 30მლ

საკვები დანამატი.

პანდევიტი ბეიბი 400სე მაღალი შეღწევადობის ორალური სპრეია, რომელიც, განსხვავებით კაფსულისა და ტაბლეტისა, უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვანიდან შეიწოვება სისხლში. ვიტამინი D3 ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს  ძვლების სიჯანსაღეს.

გამოყენების წესი: დღეში 1 შესხურება, რაც შეიცავს 400სე(10µg) ვიტ.D3.

პირველად გამოყენების წინ 3–4–ჯერ დააწექით ფლაკონის ტუმბოს. შესხურებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. შესხურება უნდა მოხდეს ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე. გამოყენების  შემდეგ ფლაკონს დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. მედიკამენტის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაში გამოსასხურებელ ხვრელზე შესაძლოა დაგროვდეს კონდენსატი, რაც ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

შემადგენლობა: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონის წვენი, აკაციის გუმფისი, ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3), კალიუმის სორბიტი, მზესუმზირის ლეციტინი, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი. არ შეიცავს GMO პროდუქტს, გლუტეინს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, სოიოს, ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ  ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან ბალანსირებულ კვებას.

ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე

მწარმოებელი: SOS Health C0, ესტონეთი, ტალინი,აკადემიის ქ. 21/1. www.nordaid.eu

ზომები: სიგანე – 90მმ, სიგრძე – 120მმ

პანდევიტი 4000სე 200დ30მლ სპრ

პანდევიტი. ვიტ.D ორალური სპრეი. 30მლ

საკვები დანამატი.

პანდევიტი 4000სე მაღალი შეღწევადობის ორალური სპრეია, რომელიც, განსხვავებით კაფსულისა და ტაბლეტისაგან, უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვანიდან შეიწოვება სისხლში. ვიტამინი D3 ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს  ძვლების სიჯანსაღეს.

გამოყენების წესი: მოზრდილებისთვის დღეში 1 შესხურება, რაც შეიცავს 4000სე(100µg) ვიტ.D3.

პირველად გამოყენების წინ 3–4–ჯერ დააწექით ფლაკონის ტუმბოს. შესხურებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. შესხურება უნდა მოხდეს ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. მედიკამენტის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაში გამოსასხურებელ ხვრელზე შესაძლოა დაგროვდეს კონდენსატი, რაც ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

შემადგენლობა: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონის წვენი, აკაციის გუმფისი, ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3), კალიუმის სორბიტი, მზესუმზირის ლეციტინი, პიტნის ეთერზეთი.

არ შეიცავს GMO პროდუქტს, გლუტეინს, ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს, მარილს, საფუარს ან ლაქტოზას. მისაღებია ვეგეტარიანელებისთვის.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ  ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15-250c).საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან ბალანსირებულ კვებას.

ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე

მწარმოებელი: SOS Health C0, ესტონეთი, ტალინი, აკადემიის ქ. 21/1. www.nordaid.eu

 

ზომები: სიგანე – 90მმ, სიგრძე – 120მმ

ინდონალ პარტნერი #90კაფს

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

იმფლუნატი #20ტ შუშხ

იმფლუნატი 20 შუშხუნა ტაბლეტი

 

Vit .C 500mg + Echinacea 100mg + Propolis50mg + Zinc 10mg

ვიტამინი C 500მგ +  ექინაცეა  100მგ   +  დინდგელი  50მგ  + თუთია  10 მგ           

იმფლუნატი  ამცირებს  გაციებით, გრიპის და სხვა ვირუსებით გამოწვეული დაავადების განვითარების რისკს, ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და  განმეორების სიხშირეს. ახასიათებს  ანტივირუსული მოქმედება. გამაჯანსაღებელ ეფექტს განაპირობებს შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება.

ექინაცეა (Echinacea) – ექინაცეა უნიკალურ მცენარედ არის მიჩნეული. გამოირჩევა იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.  ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული , ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების მიმართ.  ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ისეთი იმუნოაქტიური ნივთიერების გამომუშავებას, როგორიცაა ინტერფერონი. აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს. აფერხებს გრიპის და ჰერპესის  გამომწვევი ვირუსების, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის  გამრავლებას. დამტკიცებულია მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მოქმედება. ისინი ასტიმულირებენ ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდიან ლეიკოციტების აქტივობას, რითაც ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და  ქსოვილებს დაზიანებული უჯრედების  აღდგენაში. სამკურნალო თვისებებს მის  შემადგენლობაში არსებული  ბიოლოგიურად  აქტიური სხვა ნივთიერებებიც  განაპირობებენ. ფენოლკარბონის  მჟავა– რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. პოლისაქარიდები აჩქარებს ქსოვილთა განახლებას, აცხრობს ანთებით პროცესებს, ამცირებს ტკივილს. კოფეინის მჟავას გლიკოზიდებს კი  ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნია, ანადგურებენ სოკოებს. ინულინი და პექტინი ათავისუფლებენ ორგანიზმს ტოქსიური ნივთიერებებისგან –პესტიციდების, ფუნგიციდების და მძიმე მეტალების  მავნე ზემოქმედების დათრგუნვის გზთ . ექინაცეას იყენებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ. ქალთა გინეკოლოგიური დაავადებების, პროსტატიტის, ართრიტის, ფსორიაზის, შარდის ბუშტის ანთების, კანის პათოლოგიების, ინფექციური მონონუკლეოზის, ღვიძლის დაავადებებისას.

თუთია (Zinc) –აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; თუთიის ნაკლებობისას აღინიშნება ხშირი ინფექციები, ალერგიული რეაქციები, უმადობა, ქოლესტერინის მაღალი დონე, დაღლილობა, მეხსიერების შეყოვნება, გაღიზიანებადობა. თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. უზრუნველყოფს  ნერვული  და  ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის,  კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აქტიურად მონაწილეობს ინსულინის ,
სისხლის წარმოქმნის პროცესში; მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივაციას. ასტიმულირებს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებისგამომუშავებას.

ვიტამინი C (Ascorbic Acid)   – ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, სტრესის მიმართ, არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს (ააქტივებს ანტისხეულების, ინტერფერონის სინთეზს), ხელს უწყობს ფაგოციტოზს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი.  თრგუნავს პროსტაგლანდინების , ანთების მედიატორების წარმოქმნას . ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას . ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, აქვს ანტიაგრეგანტული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას, მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებში, ჰორმონების, კოლაგენის  სინთეზში; აძლიერებს რკინის აბსორბციას.  მონაწილეობს ქოლესტერინის, ლიპიდების, პროტეინების  სინთეზში, იმუნურ რეაქციებში. აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ და ცილის მასინთეზებელ ფუნქციებს, ზრდის პროთრომბინის სინთეზს. აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს პანკრეასის  და ფარისებრი ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის ფუნქციას. ამცირებს B1, B2, A, E ვიტამინებზე, ფოლის მჟავაზე, პანთოტენის მჟავაზე მოთხოვნას.

დინდგელი (Propolis) – გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული თვისებით.

ასტიმულირებს იმუნიტეტის  სპეციფიურ  და  არასპეციფიურ ფაქტორებს, ასტიმულირებს ფაგოციტების ფუნქციას, ზრდის გამაგლობულინების რაოდენობას.  თრგუნავს ბაქტერიული, ვირუსული  და სოკოვანი ინფექციის გავრცელებას. დინდგელის შემადგენლობაში შემავალ ე.წ  ფლავონოიდებს ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.  ეფექტი თვალსაჩნოა კანის, პირის ღრუსა და კუჭ–ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთებადი დაავადებების დროს.

იმფლუნატი  გამოიყენება იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.  

* გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

* ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს.

* ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება  მოზრდილებში

გახსენით 200  მლ გრილ  წყალში.  1 შუშხუნა ტაბლეტი 1- ჯერ დღეში.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

მწარმოებელი: ეფფერტა. პოლონეთი

ul. Gdanska 3. +48 22 785 10 47.

www.efferta.pl

ოქტამარის სიროფი 100მლ

ოქტამარის სიროფი

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ (2 მზომი კოვზი) შეიცავს:
თევზის ქონი —- 0.2 გ
ომეგა – 3 (ცხიმოვანი მჟავები ) —– 120 მგ
ვიტამინი C —– 35 მგ
თუთია —- 10 მგ
ნიკოტინამიდი —- 18 მგ
ვიტამინი E —- 3 მგ
ვიტამინ A —– 1.2 მგ
ვიტამინი D3 —– 10 მგ
ვიტამინ B2 —- 1,7 მგ
ვიტამინი B1 —- 1.4 მგ
ვიტამინი B6 —– 0.7 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქტამარის სიროფი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თევზის ქონის მომწოდებელია კანადური კომპანია – Ocean Nutrition Canada Limited (ONC), რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ზღვის პროდუქტების წამყვან უმსხვილეს მიმწოდებელს მსოფლიო ბაზარზე. Mმისი პროდუქცია სრულებით აკმაყოფილებს GMP სტანდარტს. კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ქონი დიდი რაოდენობით შეიცავს მაღალი ხარისხის ომეგა-3-ს,რომელიც აკმაყოფილებს FFDA სტანდარტებს.
ომეგა-3 წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს(დოკოზაგექსაენური და ეიკოზაპენტაენური მჟავები), რომელიც აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ამცირებენ სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკს.
ომეგა-3 შეიცავს მეტად სასარგებლო კომბინაციას იმ ნივთიერებებისა, რომლებიც წარმოადგენენ ბადურისა და ნერვული უჯრედის მემბრანის საშენ მასალას. შესაბამისად, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის ჩამოყალიბებაში.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის – კერძოდ, აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას და შესაბამისად, უზრუნველყოფენ მთლიანად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ომეგა-3 ავლენს რა ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას – აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებაში.
გარდა ამისა ომეგა-3 აუმჯობესებს თავის ტვინში სეროტონინის ცვლას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ორგანიზმის შრომისუნარიანობას და მეხსიერებას.
B ჯგუფის ვიტამინების გარეშე წარმოუდგენელია ნერვული ქსოვილის ფორმირების პროცესი. ეს ნივთიერებები შეუცვლელ როლს ასრულებენ თავის ტვინის ისეთი უმაღლესი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში, როგორიცაა: მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება და ა.შ
ვიტამინი D არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, შესაბამისად აუცილებელია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისთვის.
ვიტამინი A აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის, ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებაში.
ვიტამინი C ასტიმულირებს მადას და ამაღლებს იმუნიტეტს,უზრუნველყობს ჯანსაღი კბილებისა და პირის ღრუს ლორწოვანის ჩამოყალიბებას
ვიტამინი E წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცების პროცესში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური აგენტების მიმართ,ხელს უწყობს აზროვნებას,წარმოადგენს ორგანიზმის სქესობრივი განვითარებისათვის უცილებელ ელემენტს.
ჩვენებები
• ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა
• მეხსიერების დაქვეითება
• თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა
• გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
• მხედველობის ფუნქციის დაქვეითება
• სხვადასხვა გენეზის ანემია
• რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადების შემდეგ
• ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა
• ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი
• რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა :
ოქტამარი სიროფი 100 მლ ბოთლი მზომი კოვზით (5 მლ)
გამოყენების წესი და დოზები :
ოქტამარი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დღეში ერთხელ.
წლამდე ასაკის ბავშვები —– 2.5 მლ ( 1/2 მზომი კოვზი )
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები —– 5 მლ ( 1 მზომი კოვზი )
ბავშვებში 4 წლის ასაკიდან —– 10 მლ ( 2 მზომი კოვზი )
მწარმოებელი : Keymen,, თურქეთი Rich R

იმუნოპეა C #30კაფს

პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს

იმუნოპეა C (Imunopea C

საკვები დანამატი

■ წამლის ფორმა დაშეფუთვა:

კაფსულები, გასტრორეზისტენტული, მცენარეული

  1. შეფუთვაში 20 გასტრორეზისტენტული მცენარეული კაფსულა (10 გ):  2 ბლისტერი 10 კაფსულით თითოში, ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში;
  2. შეფუთვაში 30 გასტრორეზისტენტული მცენარეული კაფსულა (15 გ):  3 ბლისტერი 10 კაფსულით თითოში, ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში;

 

■ რა შედის  იმუნოპეა C  კაფსულის შემადგენლობაში?

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 კაფსულას, რომელიც შეიცავს:

    1 კაფსულა

  • ვიტამინი C                                                                                                200 მგ (250% NRV *)
  • თუთია                                                                                                         10 მგ (100% NRV *)
  • ცოცხალი ლიოფილიზებული ბაქტერია  Bacilus Subtilis  I-2745       2•109 cfu**

  

*NRV=საკვები ნივთიერებების ღირებულება

**CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

შემადგენლობა:

კალციუმის L-ასკორბატი; თუთიის გლუკონატი; ინულინი; ცოცხალი ლიოფილიზებული  ბაქტერია  Bacilus Subtilis  I-2745; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული და სილიციუმის დიოქსიდი; კაფსულა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შემასქელებელი: gellan gum , საღებარი აგენტი: ტიტანის დიოქსიდი.

 

კვების ფაქტები

100 გ-ში

1 კაფსულაში

      ენერგეტიკული ღირებულება

111,72 კჯ (474,81 კკალ)

0,45 კჯ(1,92 კკალ)

ცილები

0 გ

0გ

ნახშირწყლები

27,93 გ

0,11 გ

-ასათვისებელი (სახამებელი)

15,84გ

0,06გ

ცხიმები

0 გ

              0 გ

-გაჯერებული

             0 გ

              0 გ

-გაჯერებული, საშუალო ჯაჭვის

             0 გ

              0 გ

-გაუჯერებელი

             0 გ

              0 გ

მარილი

6,9გ

     0,025გ

■ რისთვის გამოიყენება იმუნოპეა C?

  1. შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს  იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
  2. შეიცავს ვიტამინი C-ს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს და შემდეგ.
  3. შეიცავს ცოცხალი ლიოფილიზებული  ბაქტერია  Bacilus Subtilis  I-2745 გასტრორეზისტენტულ მცენარეულ  კაფსულაში

■ როგორ მივიღოთ იმუნოპეა C კაფსულები?

  • იმუნოპეა C კაფსულების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
  • მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 კაფსულა ყოველდღიურად, ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • უკეთესი ეფექტურობისთვის, არ მიიღოთ ალკოჰოლი ან ცხელი სასმელები იმუნოპეა C კაფსულების მიღებისას ან შემდეგ.
  • თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, იმუნოპეა C კაფსულის მიღება უნდა მოხდეს  ანტიბიოტიკების გამოყენებიდან სულ მცირე 3 საათის შემდეგ.
  • პროდუქტი შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ მიღებას.
  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის  და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
  • იმუნოპეა C   არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

■ უსაფრთხოების ზომები

  • პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის, აუტანლობის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ იმუნოპეა C.
  • თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ იმუნოპეა C  კაფსულები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის  ან ლაქტაციის პერიოდში:

  • იმუნოპეა C -ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • არ არის ცნობილი იმუნოპეა C–ს გვერდითი მოვლენები ორსულობის  ან ლაქტაციის პერიოდში

 

შესაძლო გავლენა ფსიქოფიზიკურ  შესაძლებლობებზე:

არ არის ცნობილი იმუნოპეა C –ს გვერდითი მოვლენები მართვის შესაძლებლობებზე.

■ შენახვის პირობები:

  • შეინახეთ 25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
  • პროდუქტი შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:

შპს PharmaS, Radnička cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა:   EU

www.pharmas-group.com 

ოსტეოჰარდი #30ტ

40.79 ლარი
38.35 ლარი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: პრაიმ ლიმიტედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იმუნოკინდი #150ტ *

იმუნოკინდი / IMMUNOKIND

შემადგენლობა 

1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 
Calcium carbonicum Hahnemanni D6 – 20 მგ
Calcium fluoratum D6 – 20 მგ
Calcium phosphoricum D6 – 20 მგ
Sulfur jodatum D12 – 20 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.


სასუნთქი გზების ხშირი და რეციდივული მწვავე ინფექციურ–ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ასევე ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებისთვის ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.


6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში. 
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა წყლის მცირე რაოდენობაში (1 ჩაის კოვზი).
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.


არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. 
შენიშვნა: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.


გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.


ჭამის დროს იმუნოკინდის მიღება რეკომენდებული არ არის. უკეთესია, პრეპარატი მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს, ან თუ თქვენს შვილს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აწუხებს, იმუნოკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმარტეთ ექიმს. 
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრლივი მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).


ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.


ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.


გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ოსტეოკორ Ca #30კაფს

37.00 ლარი
34.79 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ალფა კაფსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!