Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 256

ოსტეოვიტი #60საღ.ტ

ოსტეოვიტი / OSTEOVIT

 

  • მწარმოებელი კომპანია: Actif Farma
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი #60

შემადგენლობა:

Ca კალციუმი 400მგ (კალციუმის კარბონატის სახით 1000მგ)

Mg მაგნიუმი 150მგ (მაგნიუმის ჰიდროქსიდის სახით 372მგ)

Zn თუთია 5მგ (თუთიის სულფატის სახით 22მგ)

ვიტამინი D3 10 მკგ (ქოლეკალციფეროლის სახით 400IU)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოსტეოვიტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელშიც არსებული კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინი D3 კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის მაქსიმალურ და სწორ ათვისებას. კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის გარეშე.

Ca, Mg  და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

კალციუმი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ძვლის და კბილის ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის.

მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის. მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში, ქონდროკალცინოზს და  სახსარში კალციუმის დეპოზიტების  რისკს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას, რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგნიუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი, უზრუნველყოფს ძილის მოწესრიგებას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას.მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს, მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური აბორტი.

თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლის ფორმირებისთვის და ძვლის სტრუქტურის სიმტკიცისთვის. თუთია აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს  თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის ნაყოფის სიმახინჯეები.  თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი D3 უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს კალციუმის  გამოყოფას თირკმლებით და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას. ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გაზრდას. D ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს. ვიტამინი D3 წარმოადგენს ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომოუშავებული ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას.  იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინ D ლიმფოკინების წარმოქმნის პროცესზე ზემოქმედებით მონაწილეობს აგრეთვე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ჩვენებები:

კალციუმისა და D3-ის დეფიციტი

სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება

ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაცია

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა.

დოზირება და მიღების წესი :

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში:  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე, წელიწადში 1-2-ჯერ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე.

ბავშვები (4-12წ) : 1 ტაბლეტი დღეში.

მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

იმუნიტექსი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ოსტეოაქტივი ფორტეCa+D3#20ტ.შუშ

ოსტეოაქტივი ფორტე

ახალი, მდიდარი ფორმულა შექმნილი
• ოსტეოპოროზის
• ძვლოვან ქსოვილში განვითარებული, პოსტკლიმაქტერული ცვლილებების საწინააღმდეგოდ.

უნიკალური შემადგენლობა
კალციუმი /კარბონატის სახით/ 1000 მგ
ვიტამინი D 10 მკგ (400 IU )
ვიტამინი B 6 მგ
ვიტამინი C 120 მგ
ვიტამინი K 60 მკგ
მაგნიუმი /სულფატის სახით/ 60 მგ
ინულინი 100 მგ

უპირატესობა

შეიცავს კალციუმის მაღალ დოზას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ძვლოვან ქსოვილში მიმდინარე, მეტაბოლურ პროცესებში.
ვიტამინი D აუცილებელია ნაწლავში კალციუმის რეზორბციისა და მისი შემდგომი შთანთქმისათვის.
ვიტამინი C მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მნიშვნელოვანი ცილის – კოლაგენის ფორმირებაში.
ვიტამინი K1 მონაწილეობს ძვლოვანი ცილისოსტეოკალცინის სინთეზში.
მაგნიუმი უზრუნველყოფს კალციუმისა და C ვიტამინის შეწოვას, აგრეთვე ამცირებს ქსოვილების კალციფიკაციის რისკს.
ინულინი ხელს უწყობს კალციუმის შთანთქმას. 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ წყალში, მიიღება დღეში 1-ჯერ.

იმუნაქტივი #30ტ

იმუნაქტივი #30ტ

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები
  • მწარმოებელი კომპანია: Walmark
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

1 ტაბლეტი შეიცავს: ბეტა გლუკანი-200 მგ., ბიოფლავონოიდები -25მგ., ვიტამინი C -25 მგ., თუთია – 7,5მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს, ამცირებს რეკონვალესცენციის პერიოდის ხანგრძლივობას, ხელს უწყობს ზოგადი ფიზიკური ტონუსის შენარჩუნებას, ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტა გლუკანი არის ნატურალური პოლისაქარიდი, რომელიც მიღებულია საფუარისგან – შაცცჰარომყცეს ცერევისიაე. ბეტა გლუკანი იწვევს მაკროფაგების აქტივაციას, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის ძირითადი რგოლების აქტივაციას. ბეტა გლუკანს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური იმუნური პასუხი, გაზარდოს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაცია ლორწოვან გარსებზე; გააჩნია ინფექციისა და სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედება, აქვს რადიოპროტექტორული (გამოსხივებისგან დაცვის) ეფექტი; ბიოფლავონოიდები მცენარეული წარმოშობის წყალში ხსნადი ნივთიერებების ჯგუფია. აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას ორგანოებსა და ქსოვილებში, ზრდიან მათში C ვიტამინის შეღწევადობას და მის აქტივობას. ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ვიტამინი C უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ზოგიერთი რგოლის ფუნქციონირებას;  ანტიმიკრობულ დაცვას, NK უჯრედების  გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. თუთია შედის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტების შემადგენლობაში. თუთია წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებული 200-ზე მეტი ფერმენტის კოფერმენტს, აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის. თუთიის ნაკლებობას ორგანიზმში მივყავართ იმუნური სისტემის დეფიციტამდე – ფაგოციტებისა და ,,ნატურალური კილერების” (NK) არასრული აქტივობის გამო; მცირდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ოქსიდაციური სტრესის მიმართ. თუთია ზრდის თიმულინის სეკრეციას და ააქტიურებს უჯრედულ იმუნიტეტს. თრგუნავს რინოვირუსების რეპლიკაციას.

ჩვენებები: *რეკომენდებულია გრიპის ეპიდემიებისა და გაციების მაღალი ალბათობის დროს *ქრონიკული დაავადებების ხშირი გამწვავება *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა *ქიმიური და სხივური თერაპიისწინა და შემდგომი პერიოდი.  


უკუჩვენება: 
ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.
დოზირება: 1 აბი დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30, საკვები დანამატი

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ორნაფერი #30ტ

33.19 ლარი
31.20 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: პიმეა ლიმიტედ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იმუნ აქტივ დენკი #20პაკ

47.20 ლარი
44.37 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ორამინ F #30კაფს

ორამინ-F #30კაფს

 

შემადგენლობა

ორამინ-F-ის ერთი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი…………………………………………………………. 50 მგ
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე)…………………………………… 10 მგ
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A)……………………. 2500 ს.ე.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2)………………………….. 400 ს.ე
dl-α- ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)………….. 45 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1)…………………………….. 2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2)………………………………………. 2 mg
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)………2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)………………………………… 100 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3)……………………………………… 20 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5)………………… 30 მგ
ციანკობალამინი (ვიტამინი B12)………………………………… 6 მკგ
რკინის ფუმარატი………………………………………………………….. 27.38 მგ
სპილენძის სულფატი……………………………………………………. 7.86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი…………………………………………………………. 66.34 მგ
თუთიის ოქსიდი…………………………………………………………….. 5 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო………………………… 307.5 მგ
მანგანუმის სულფატი……………………………………………………. 3 მგ
კალიუმის სულფატი…………………………………………………….. 18 მგ 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორამინ-F შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო- და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ-F -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს. 
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადაპტოგენური თვისებები.
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას. დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში. 
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში. კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში. თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიდა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენებები
ორამინ-F ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ჰიპო- და ავიტამინოზი მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან;
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
– ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
– იმპოტენცია მამაკაცებში;
– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
– მკაცრ დიეტაზე მყოფი პირებისთვის;
– დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
– თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
– ოფთალმოქსეროზის და „ღამის სიბრმავის“ დროს;
– რაქიტის დროს ძვლოვანი ქსოვილის და კბილების არასრული განვითარებისას; 
– ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს;
– ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი – 2-4 კვირა.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები
ორამინ-F-ის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.
ორამინ-F-ის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორამინ-F- არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა – 3 წელი. 
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°C ტემპერატურამდე. 
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ!

იანგ გერონი-2 500მგ #2კაფს

შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია (ები): 
1. ჟენ-შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი  –  60 მგ
2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი      –    8 მგ
3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი             – 12 მგ
4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი      –  5 მგ
5. ჟენ_შენის (ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი   – 5 მგ
6. რემანის მშრალი ექსტარაქტი                     – 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა The International Pharmacopenia: Third edition: Voliume 4)
Saccharum lactis

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ერექციის ფუნქციის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატში შემავალი სამკურნალო მცენარეების სპეციალური კომბინაციისთვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით იგი მაღალეფეკტურია სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული იმპოტენციეს სამკურნალოდ. პრეპარატი აძლიერებს სექსუალურ პოტენციეს, ახანგძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, გამოიყენება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. იგი მიიღება როგორც ერთჯერადად, ასევე სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

ჩვენება:
სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა).

უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერტონიითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ალკოჰოლთან ერთად და წნევის დამაქვეითებელ საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:
სახის ჰიპერემია 30 წთ-დან 3 სთ-მდე 3%-ში, თავის ტკივილი 2%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის სრული ეფექტურობის შესანარჩუნებლად ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება არ არის სასურველი, აგრეთვე პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნეს მიღებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება:
მამაკაცებში სქესობრივი უძლურობის დროს სქესობრივი აქტის სტიმულირებისათვის: გამოიყენება 2 კაფსულა სქესობრივ აქტამდე 30-50 წთ-ით ადრე თბილი წყლის მიყოლებით. იღებენ დღეში ერთხელ, ჭამიდან არანაკლებ 1 სთ-ის შემდეგ. თუ პრეპარატის მიღებიდან 8-16 სთ-ს შემდეგ ერექცია სუსტია, შესაძლებელია დამატებით 1 კაფსულის მიღება. ჩვეულებრივ პრეპარატს იყენებენ დღეში ერთხელ ყოველ 1-3 დღეში. პირველი ნორმალური ერექციის შემთხვევაში, მისი გამოყენებისათვის საკმარისია 2 კაფსულა.

მკურნალობის კურსი:
მამაკაცებში არასრულფასოვანი სქესობრივი ფუნქციით (1-2 სქესობრივი აქტი 1-2 თვის განმავლობაში) საკმარისია 6-12 კაფსულა 12-24 დღის განმავლობაში (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ).

მამაკაცებში მძიმე ფორმის სქესობრივი უძლურების დროს (1 სქესობრივ აქტზე ნაკლები 3-4 თვის განმავლობაში) ერექცია ვითარდება პრეპარატის 18-24 კაფსულის (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ) მიღების შემდეგ. ქალებში პრეპარატი გამოიყენება სექსუალური დარღვევების დროს (სექსუალური აქტის დროს სექსუალური აგზნების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება). იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას, ასუფთავებს და ნაზს ხდის სახის კანს. მკურნალობის კურსი შეადგენს 6-12 კაფსულას 12-24 დღის განმავლობაში (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ). მიღების წესი ისეთივეა როგორც მამაკაცებში.

შეფუთვა:
2 კაფსულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C), ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი 
გაცემის წესი:  რეცეპტის გარეშე.

ომესამი ჟელი #50ტ საღ

50.50 ლარი
47.47 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ველტფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თურმანიძის მალამო 40გ ნაწოლებ.

თურმანიძის მალამო
(ნაწოლებისთვის)


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

წინააღმდეგჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: 40გ პოლიპროპილენის ხრახნილიანი ქილა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

Don`t copy text!