Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 265

როლიპექსი 20მგ #28ტ

როლიპექსი არის წამალი, რომელიც მიეკუთვნება `სტატინების~ ჯგუფს. ის აუმჯობესებს ლიპიდების (`ცხიმების~) დონეს სისხლში. სისხლის ყველაზე გავრცელებული ლიპიდია ქოლესტერინი.

სისხლში გვხვდება ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობები: ე.წ. `ცუდი~ ქოლესტერინი (LDL-Ch) და `კარგი~ ქოლესტერინი (HDL-Ch). როლიპექსი ამცირებს `ცუდი~ ქოლესტერინის დონეს და ზრდის `კარგი~ ქოლესტერინის დონეს სისხლში.

თუ თქვენ დანიშნული გაქვთ როლიპექსი, ეს ნიშნავს რომ თქვენი ქოლესტერინის დონე მაღალია და ინსულტის ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების რისკის ქვეშ ხართ.

თუ თქვენ გირჩიეს სტატინების გამოყენება, მხოლოდ დიეტის ტიპის შეცვლა და ვარჯიში უკვე საკმარისი აღარ იყო.

როლიპექსი ეხმარება თქვენს ორგანიზმს, რომ თავიდან აიცილოს `ცუდი~ ქოლესტერინის წარმოქმნა და შეამციროს სისხლში მისი შემცველობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი როლიპექსით მკურნალობის გაგრძელება?

თქვენ უნდა გააგრძელოთ როლიპექსის მიღება მაშინაც, როცა ქოლესტერინის შემცველობა სასურველ დონეს მიუახლოვდება. როლიპექსი გიცავთ, რომ ქოლესტერინის დონე კვლავ არ გაიზარდოს. როლიპექსის მიღება უნდა შეწყვიტოთ, თუ ორსულად ხართ.

გააგრძელეთ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში როლიპექსით მკურნალობის პარალელურად.

ადამიანთა უმეტესობა, სანამ ისინი შესაბამის ნიშნებს არ გრძნობენ, ფიქრობენ, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე მათ ზიანს არ აყენებს. თუმცა თუ ამ მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა არ ტარდება, ლიპიდები აკუმულირდება სისხლძარღვთა კედლებზე და იწვევს მათ შევიწროებას.

ზოგჯერ შევიწროებულმა სისხლძარღვებმა შესაძლებელია  მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი გამოიწვიოს. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ინსულტი ვითარდება, როცა გულს ან თავის ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის შემცირება შეგიძლიათ ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებით.

უკუჩვენება

რა უნდა იცოდეთ როლიპექსის მიღების დაწყებამდე

როლიპექსის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ:

• გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის დამატებითი  კომპონენტების მიმართ

• ხართ ორსული ან მეძუძური დედა; თუ როლიპექსით მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. როლიპექსით მკურნალობის დროს ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა კონტრაცეპტული მეთოდების საშუალებით

• გაქვთ ღვიძლის დაავადება

• გაგაჩნიათ სერიოზული თირკმლის დაავადება

• გაწუხებთ კუნთების განმეორებითი ხასიათის და უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი

• მკურნალობთ ციკლოსპორინით (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან თუ ზემოხსენებული რომელიმე შემთხვევა აღგენიშნებათ.

არ გამოიყენოთ 40 მგ როლიპექსი (ყველაზე მაღალი დოზა) შემდეგ შემთხვევებში:

• თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (საეჭვო შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან)

• თუ აღგენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

• თუ გაწუხებთ განმეორებითი ხასიათის და უცნობი ეტიოლოგიის კუნთების ტკივილი (გაქვთ ინდივიდუალური ან ოჯახური ისტორია კუნთების დაავადებებთან დაკავშირებით, წარსულში გქონდათ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებთან დაკავშირებული  პრობლემები)

• თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს

• თუ ხართ აზიელი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)

• თუ იღებთ ფიბრატებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ცხიმების დონეს

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან თუ ზემოხსენებული რომელიმე შემთხვევა აღგენიშნებათ ან ფიქრობთ, რომ  ადგილი აქვს რომელიმე მათგანს.

როლიპექსი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

• თუ გაწუხებთ თირკმელები

• თუ გაწუხებთ ღვიძლი

• თუ გაწუხებთ კუნთების განმეორებითი ხასიათის და უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი, გაქვთ კუნთების დაავადებებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ან ოჯახური ისტორია, წარსულში გქონდათ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებთან დაკავშირებული პრობლემები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ცხელება და გრძნობთ აუხსნელი ხასიათის კუნთების ტკივილს.

• თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს

• თუ აღგენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

• თუ იღებთ ფიბრატებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ცხიმების დონეს 

• თუ პაციენტი ბავშვია: როლიპექსის დანიშვნა ბავშვებში არ შეიძლება.

• თუ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ: მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას როლიპექსის თქვენი ასაკის შესაფერის საწყის დოზასთან დაკავშირებით

• თუ აზიელი ხართ (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას როლიპექსის თქვენთვის შესაფერის საწყის დოზასთან დაკავშირებით.

თუ ზემოაღნიშნული რომელიმე მოვლენა აღგენიშნებათ ან ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს რომელიმე მათგანს, როლიპექსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

როლიპექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

როლიპექსის გამოყენება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ როლიპექსი თუ ხართ ორსულად. როლიპექსით მკურნალობის დროს ქალებმა შესაძლო ორსულობა თავიდან უნდა აიცილონ შესაფერისი კონტრაცეპტული მეთოდებით.

თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნიეთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ როლიპექსი ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვის დროს

როლიპექსი არ აქვეითებს ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მართვის უნარს; თუმცა ზოგჯერ როლიპექსით მკურნალობის დროს აღინიშნება ძილიანობა. თუ თქვენ გაწუხებთ ძილიანობა, ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მართვამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია როლიპექსის ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

თუ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით რაიმე წამალს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ქვემოხსენებულ რომელიმე მედიკამენტს: ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ვარფარინი (ან სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებები), ფიბრატები (გემფიბროსილი, ფენოფიბრატი და სხვა) ან ქოლესტერინის დონის სხვა დამაქვეითებელი საშუალებები (ეზეტიმიბი და სხვა), ანტი-დისპეპსიური საშუალებები (კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), კონტრაცეპტული ტაბლეტები, ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ან ლოპინავირი/რიტონავირი (აივ-ინფექციის საწინააღმდეგოდ). აღნიშნული მედიკამენტების ეფექტები შეიძლება შეიცვალოს როლიპექსის გავლენით და პირიქით, მათ შეიძლება მოახდინონ გავლენა როლიპექსის ეფექტებზე.

გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ რომელიმე მედიკამენტს ან უახლოეს წარსულში მკურნალობდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი სხვა წამლებით.

მიღების წესები და დოზირება

როლიპექსი ყოველთვის მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არა ხართ დარწმუნებული.

მითითებები პრეპარატის ადექვატური გამოყენებისა და დოზირების / დანიშვნის სიხშირის შესახებ:

საწყისი დოზა:

როლიპექსით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ-ით, თუ მანამდე არ მიგიღიათ სტატინები; ხოლო თუ ადრე იღებდით სხვა სტატინს, მაშინ შესაძლებელია მკურნალობის დაწყება 10 მგ-ით. 

საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:

• თქვენი ქოლესტერინის დონეზე

• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკებზე

• თქვენს მდგომარეობაზე, რომელმაც შესაძლოა წამლისმიერი  გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

თქვენი მკურნალი ექიმი შეარჩევს როლიპექსის დოზას, რომელიც თქვენთვის საუკეთესო იქნება.

მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ ყველაზე დაბალი დოზის, ე.ი. 5 მგ-ის მიღება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ თქვენ ხართ აზიელი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)

• თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის

• თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა

• თუ გაქვთ კუნთების ტკივილი (მიოპათია)

დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა:

შესაძლებელია თქვენმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოს დოზის გაზრდა, რომ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე მეტად შესაფერისი დოზა. თუ თქვენ მკურნალობა დაიწყეთ 5 მგ-ით, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დოზა გაზარდოს თავდაპირველად 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში გააორმაგოს დოზა 40 მგ-მდე. დოზის ყოველი მომატების შემდეგ კეთდება 4-კვირიანი ინტერვალი. 

მიღების გზა და მეთოდი:

მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ წყალთან ერთად.

როლიპექსი მიიღეთ დღეში ერთხელ. როლიპექსის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყოველდღე ერთი და იგივე დროს მიიღოთ მედიკამენტი.

ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი 

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლად. ამ გზით თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ მიაღწევთ და შეინარჩუნებთ ქოლესტერინის სასურველ დონეს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

პედიატრია:

როლიპექსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

გერიატრია:

თუ თქვენ ხართ 70 წლის ან უფრო მეტი ასაკის, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია, გირჩიოთ საწყისი დოზის სახით 5 მგ როზუვასტატინის მიღება. სხვა ტიპის დოზის დარეგულირება არ არის საჭირო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის უკმარისობა:

დოზის დარეგულირება არ არის საჭირო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. საშულო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მგ-ს. საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება 40 მგ-ის დანიშვნა. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე  პაციენტებში როლიპექსი არ ინიშნება

ღვიძლის დაზიანება:

როლიპექსის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.

დოზის გადაჭარბება

როლიპექსის ჭარბი დოზირებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ თქვენ დაგავიწყდათ როლიპექსის მიღება:

გამოტოვეთ დოზა, რომელიც დაგავიწყდათ და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს როლიპექსით მკურნალობის შეწყვეტის დროს

თუ გსურთ როლიპექსის მიღების შეწყვეტა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია როლიპექსით მკურნალობის შეწყვეტისას ქოლესტერინის დონემ ისევ მოიმატოს.

გვერდითი მოვლენები

თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს როლიპექსის გამოყენებისას. ასეთი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი სუსტია და სწრაფად გაივლის.

თუ ქვემოხსენებული რომელიმე მოვლენა აღგენიშნებათ, შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან:

• სუნთქვის გაძნელება: სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპებით ან მის გარეშე,

• სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის შეშუპება დისფაგიით

• ეგზანთემა ძლიერი ქავილით

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება, თუ გრძნობთ კუნთების უჩვეულო ტკივილს; იშვიათად ეს ეფექტები შესაძლებელია გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ კუნთების დაზიანებაში, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1 /10000 უფრო ნაკლებ შემთხვევაში)

სიყვითლე (ყვითელი კანი და თვალები)

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

ჰემატურია

კიდურების ნერვის დაზიანება (დაბუჟება)

ამნეზია

ართრალგია

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1 /1,000 _ 1 /10,000 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის  შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, ძლიერი ქავილი გამონაყარით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ  ალერგიული რეაქცია გაქვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და მიმართეთ ექიმს

კუნთების დაზიანება: თუ თქვენ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მოელოდით, სიფრთხილის მიზნით შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს

ძლიერი მუცლის ტკივილები (პანკრეასის ანთება)

ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლში.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს  1 /100 _ 1 /1,000 შემთხვევაში) 

გამონაყარი, ქავილი და კანის რეაქციები,

შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (დამახასიათებელია მხოლოდ 5 მგ, 10 მგ და 20 მგ როლიპექსისთვის).

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს  1 /10 _ 1 /100 შემთხევაში)

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ:

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

ყაბზობა

შეუძლოდ ყოფნა

კუნთების ტკივილი

სისუსტე

ძილიანობა

შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (ჩვეულებრივ შემთხვევებში დამახასიათებელია მხოლოდ 40 მგ როლიპექსისთვის).

ესენი გახლავთ როლიპექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი პაციენტის საინფორმაციო ბროშურაში, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

შენახვის პირობები და ვადები

როლიპექსი შეინახეთ თავის შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

როლიპექსი შეინახეთ ოთახის, 25°C-მდე, ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 24 თვე

როლიპექსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ როლიპექსი თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით)

დოპელჰერცი ვიტ.D31000ექსტ#45ტ

დოპელჰერცი ვიტამინი D 1000 ს.ე.

საკვები დანამატი

სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძვლებისთვის

საყოვერლთაოდ არის ცნობილი ვიტამინი D-ს მნიშვნელოვანი როლი კალცის ათვისებაში  და ძვლების განვითარებაში.

ბოლო  კვლევებმა აჩვენა რომ, ვიტამინი D-ს მოქმედება არ არის შემოფარგლული მარტო ძვლების ჯანმრთელად შენარჩუნებით. ვიტამინი D აუციებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონერებისათვის, ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას და  კუნთების აქტივობას.

მზის სხივის პირდაპირი  ზემოქმედებით,ჩვენს ორგანიზმს შეუძლია ვიტამინი D-ს წარმოქმნა კანში.მაგრამ, რამდენიმე მიზეზით, ძირითადად  ცხოვრების და ჩაცმის წესების გამო,  იზღუდება   მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ,რის შედეგადაც ორგანიზმში  ვერ წარმოიქმნება  საკმარისი რაოდენობის  ვიტამინი D.

ვიტამინი D-ს ნაკლებობის  შესავსებად ორგანიზმი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული  საკვებზე.

ვიტამინი D-თი მდიდარი საკვები კი, როგორიც არის თევზი, ყოველდღიურად არ არის წარმდგენილი ჩვენს რაციონში. ამიტომ, აუციებელია ვიტამინი D-ს დამატებით მიღება  ,რადგან  ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს საჭირო რაოდენობით   ვიტამინი D-ს .

დოპელჰერცი ვიტამინი D 1000 ს.ე. ყოველდღიური მიღება ეხმარება ორგანიზმს ვიტამინი D-ს მარაგის შევსებაში და ამით აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

25 μg ვიტამინ D

რეკომენდირებული დოზა:

მიიღეთ 1-2 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის წყლით. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ დოზას. კვების დანამატი არ ცვლის საკვების მრავალფეროვნებას.პროდუქტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის ხელიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25 C მაღალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:  

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74 24941 Flensburg, Germany

email: [email protected]

www.queisser.com

მარსიანჩიკი ფუტურა1+ 125მლ სირ

მარსიანჩიკი ფუტურა სიროფი 125მლ 1+
საკვები დანამატი

ჯანსაღიზრდისა და განვითარებისათვის

ვიტამინებისა და მინერალებისბალანსირებულიკომპლექსიბავშვისგანვითარებისსპეციფიურიეტაპებისათვის:
• განკუთვნილია 1 წლისასაკიდან
• აუმჯობესებსძვლისპიკურიმასისფორმირებას და უზრუნველყოფსჯანსაღზრდასა და ძვლოვანიქსოვილისმინერალიზაციას
• ხელსუწყობსჯანსაღიკბილისემალისფორმირებას და ახდენსკარიესისპროფილაქტიკას
• აუმჯობესებსინფორმაციისაღქმისუნარს და სხვაკოგნიტურიფუნქციებს
• აძლიერებსიმუნურისისტემას

შემადგენლობა:

dRiuri doza Seicavs:

5

ml

 % DRHP*

kalciumi(Calcium)

120,0 mg

15

vitamini D3 (Vitamin D3)

 5,0 mkg

100

vitamini K2(Vitamin K2)

 22,5 mkg

30

vitamini C (Vitamin C)

 16,0 mg

20

rkina(Ferum)

2,1 mg

15

* % დღიური რეკომენდებული ნორმა

შემადგენლობა: კალციუმის ორთოფოსფატი, ქოლეკალციფეროლი, L-ასკორბინის მჟავა, EDთA, მენაქინონი, კაკაოს ზეთი,მარწყვის პიურე, ვაშლის პიურე, საქაროზა

12 წლამდე ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელია სწრაფი ფიზიკური და გონებრივი განვითარება. მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების რაციონი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორსბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისათვის. ხშირად, საკვების მიღება ვერ უზრუნველყოფს საჭირო ოდენობითორგანიზმის გამდიდრებას მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები იკვებებიან მშობლის მეთვალყურეობის გარეშე.

1 წლიდან ასაკის ბავშვები:

ბავშვებისათვის ეს პერიოდი წარმოადგენს ემოციური და სოციალური, დასწავლისა და აზროვნების განვითარების ინტენსიურ პერიოდს, რაც ეხმარება მათ სამყაროს შესწავლაში. ამ პერიოდისათვის პატარები იწყებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას, არიან აქტიურები, ცდილობენ ფერადი ფანქრებით ფიგურების ხატვას, იჩენენ ინტერესს სხვადასხვა ასაწყობი სათამაშოების მიმართ, ასრულებენ მარტივ მითითებებსა და გამოთქვამენ მოკლე წინადადებებს.

მარსიანჩიკი ® ფუტურა
აკმაყოფილების 1 წლის ასაკიდან ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს მათი სიცოცხლის კონკრეტულ ეტაპებზე.

ჯანსაღი ზრდა და ძლიერი ძვლები
კალციუმი და ვიტამინი D3 – აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციისათვის და ჯანსაღი ზრდისთვის. ვიტამინი D3 ხელს უწყობს იონიზირებული კალციუმის ბიოშეღწევადობას.
ვიტამინი K2 უზრუნველყოფს ძვლის სიჯანსაღის შენარჩუნებას. ხელს უწყობს ჯანსაღი კბილის ემალის ფორმირებას და ახდენს კარიესის პროფილაქტიკას.

ინფორმაციის აღქმა და სხვა კოგნიტური ფუნქციები
რკინა უზრუნველყოფოს ბავშვის კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბებას, მაგალითად აუმჯობესებს ინფორმაციის აღქმის უნარს.

იმუნური სისტემის გაძლიერება
ვიტამინი D3 და ვიტამინი C უზრუნველყოფენ ბავშვის იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

ბავშვები 1 წლიდან – 5 მლ (1 ჩაის კოვზი) სიროფი ერთხელ დღეში.
ბავშვები 3 წლიდან და მოზრდილები – შესაძლოა დოზის გაზრდა 10 მლ სიროფამდე დღეში. ზუსტი დოზირებისათვის რეკომენდებულია თანდართული საზომი კოვზის გამოყენება.

ყურადღება: პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისათვის 1 წლიდან, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის. არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვების ჩანაცვლებისთვის. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას +10°ჩ –დან +25 °ჩ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ყინვასა და მზის პირდაპირ დასხივებას. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე (EXP).

ბრენდი მარსიანჩიკი® ფუტურა შექმნილია წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად. მისი ყოველდღიური მიღება ბავშვის ზრდის კონკრეტულ ეტაპებზე უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

• სასიამოვნო ხილის გემოთი
• არ შეიცავს საღებავებს
• არ შეიცავს კონსერვანტებს
• დამზადებულია GMP სტანდარტების გათვალისწინებით

მწარმოებელიWalmark, ჩეხეთი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

Walmark

როზულიპი პლუსი 5მგ/10მგ#30კაფ

როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
– შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
– თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ პლუსი მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ პლუსი
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლუსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 6)
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია)
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:
• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.
• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. “სხვა პრეპარატები ფა როზულიპ პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ თირკმელების დაავადება
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა მუდმივი კუნთების ტკივილი.
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ პლუსის დოზა.
• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს ან ატაზანავირს (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა
• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს

• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა)
• იღებთ ანტიბიოტიკებს, ფუზიდის მჟავას შემცველობით (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული არ არის როზულიპ პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.
• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
• ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (ეგრეთ წოდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი). იხ. პუნქტი გაფრთხილებებისა და სიფრთხლის ზომის შესახებ.
• მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
• პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეპფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ პლუსს.

როზულიპ პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ როზულიპ პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როსულიპ პლუსის მიღების დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.
ლაქტაცია
არ მიღოთ როზულიპ პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები
მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ პლუსი
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ პლუსის მიღება
ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება
უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• თავის ტკივილი
• ყაბზობა
• შეუძლოდ ყოფნა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.
• მუცლის ტკივილი
• ფაღარათი
• მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა)
• დაღლილობის შეგრძნება
• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• გამონაყარი, ბებერები კანზე და კანის ქავილი
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება
• ხველა
• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა
• გულძმარვა
• ტკივილი სახსრებში
• კისრის ტკივილი
• კუნთოვანი სპაზმები
• მადის დაქვეითება
• ტკივილი
• ტკივილი მკერდის არეში
• სისხლის მოწოლა
• მომატებული არტერიული წნევა
• ჩხვლეტის შეგრძნება
• პირის სიმშრალე
• კუჭის ანთება
• ზურგის ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში
• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• სიყვითლე (კანის და თვალების)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• შარდში სისხლის კვალი
• ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები)
• მეხსიერების დაკარგვა
• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
• ქოშინი
• შეშუპება
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• სასქესო ფუნქციის დარღვევა
• დეპრესია
• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება
• მყესების დაზიანება
• მუდმივი კუნთების სისუსტე
• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება როზულიპ პლუსი
ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რას შეიცავს როზულიპ პლუსი
მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ პლუსი 5მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (5.34 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 10მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (10.68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.

როზულიპ პლუსი 20მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (21.36 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 40მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 40 მგ როზუვასტატინს (42.72 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი EE172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კაფსულები შიგნით მისაღებად.
გარეგნული სახე:
როზულიპ პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი

წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი

მარსიანჩიკი ინულინით #30ტ საღ.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს – ინულინი500 მგ.; ვიტამინი A 200 მკგ.; ვიტამინი B1 0.3 მგ.; ვიტამინი B2     

0.4 მგ.; ვიტამინი B3 4 მგ.; ვიტამინი B5 1.5 მგ.; ვიტამინი B6 1 მგ.; ვიტამინი B12               1 მკგ.; ვიტამინი C 50 მგ.; ვიტამინი D 5 მკგ.; ვიტამინი E 4 მგ.; ფოლიუმის მჟავა 90 მკგ.; ბიოტინი 22.5 მკგ.; იოდი 70 მკგ.; Zn (თუთია) 2.5 მგ.; Fe (რკინა)          3.5 მგ.; Se (სელენი) 10 მკგ.

ინულინი – პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექტიური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პატოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში..

პოლივიტამინები და მინერალები – პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის – თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია, დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D და Ca – ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები: 3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიატამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპელქსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან,  ანტიბიოტიკებთან და სხვა).  

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს. უკუჩვენება: ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 – ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

შეფუთვა: საღეჭიაბი №30, მარწყვის არომატით. საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

როზულიპი პლუსი 20მგ/10მგ#30კაფ

როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
– შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
– თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ პლუსი მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ პლუსი
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლუსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 6)
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია)
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:
• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.
• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. “სხვა პრეპარატები ფა როზულიპ პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ თირკმელების დაავადება
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა მუდმივი კუნთების ტკივილი.
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ პლუსის დოზა.
• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს ან ატაზანავირს (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა
• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა)
• იღებთ ანტიბიოტიკებს, ფუზიდის მჟავას შემცველობით (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული არ არის როზულიპ პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.
• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
• ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (ეგრეთ წოდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი). იხ. პუნქტი გაფრთხილებებისა და სიფრთხლის ზომის შესახებ.
• მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
• პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეპფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ პლუსს.

როზულიპ პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ როზულიპ პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როსულიპ პლუსის მიღების დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.
ლაქტაცია
არ მიღოთ როზულიპ პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები
მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ პლუსი
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ პლუსის მიღება
ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება
უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• თავის ტკივილი
• ყაბზობა
• შეუძლოდ ყოფნა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.
• მუცლის ტკივილი
• ფაღარათი
• მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა)
• დაღლილობის შეგრძნება
• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• გამონაყარი, ბებერები კანზე და კანის ქავილი
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება
• ხველა
• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა
• გულძმარვა
• ტკივილი სახსრებში
• კისრის ტკივილი
• კუნთოვანი სპაზმები
• მადის დაქვეითება
• ტკივილი
• ტკივილი მკერდის არეში
• სისხლის მოწოლა
• მომატებული არტერიული წნევა
• ჩხვლეტის შეგრძნება
• პირის სიმშრალე
• კუჭის ანთება
• ზურგის ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში
• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• სიყვითლე (კანის და თვალების)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• შარდში სისხლის კვალი
• ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები)
• მეხსიერების დაკარგვა
• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
• ქოშინი
• შეშუპება
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• სასქესო ფუნქციის დარღვევა
• დეპრესია
• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება
• მყესების დაზიანება
• მუდმივი კუნთების სისუსტე
• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება როზულიპ პლუსი
ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს როზულიპ პლუსი
მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ პლუსი 5მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (5.34 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 10მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (10.68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 20მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (21.36 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 40მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 40 მგ როზუვასტატინს (42.72 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი EE172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კაფსულები შიგნით მისაღებად.
გარეგნული სახე:
როზულიპ პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი

წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი

მაგნიუმ B6 ამვილაბი #50ტ

მაგნიუმ B6

შემადგენლობა

1 ტაბ.
მაგნიუმის ლაქტატი…………………….. 470 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN) 
ანუ ვიტამინი B6……………………………………………. 5 მგ

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში. 
მაგნიუმის შემცველობა შრატში:
– 12-დან 17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია.
– 12 მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნიუმის არაუმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.
უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:
• პრე–მენსტრუალური სინდრომი
• თირკმელ–კენჭოვანი დაავადება
• არტერიული ჰიპერტენზია
• დეპრესია
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• ნერვ–კუნთოვანი დარღვევები
• შაკიკი
• ორსულთა ტოკსიკოზი

მოზრდილებში 1–2 ტაბლეტი დღეში. შესაძლებელია ხანგრძლივი გამოყენება.

იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

თირკმლისა და გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის საჭიროა ექიმების დანიშნულება მაგნიუმის პრეპარატების მიღებისათვის; ორსულობისა და ლაქტაციის დროს ვიტამინ B 6 დოზირება არ უნდა აღემატებოდეს 100მგ დღე–ღამის განმავლობაში.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

როზულიპი პლუსი 10მგ/10მგ#30კაფ

როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
– შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
– თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ პლუსი მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ პლუსი
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლუსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 6)
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია)
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:
• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.
• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. “სხვა პრეპარატები ფა როზულიპ პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ თირკმელების დაავადება
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა მუდმივი კუნთების ტკივილი.
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ პლუსის დოზა.
• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს ან ატაზანავირს (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა
• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა)
• იღებთ ანტიბიოტიკებს, ფუზიდის მჟავას შემცველობით (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული არ არის როზულიპ პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.
• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
• ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (ეგრეთ წოდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი). იხ. პუნქტი გაფრთხილებებისა და სიფრთხლის ზომის შესახებ.
• მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
• პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეპფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ პლუსს.

როზულიპ პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ როზულიპ პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როსულიპ პლუსის მიღების დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.
ლაქტაცია
არ მიღოთ როზულიპ პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები
მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ პლუსი
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ პლუსის მიღება
ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება
უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• თავის ტკივილი
• ყაბზობა
• შეუძლოდ ყოფნა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.
• მუცლის ტკივილი
• ფაღარათი
• მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა)
• დაღლილობის შეგრძნება
• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• გამონაყარი, ბებერები კანზე და კანის ქავილი
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება
• ხველა
• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა
• გულძმარვა
• ტკივილი სახსრებში
• კისრის ტკივილი
• კუნთოვანი სპაზმები
• მადის დაქვეითება
• ტკივილი
• ტკივილი მკერდის არეში
• სისხლის მოწოლა
• მომატებული არტერიული წნევა
• ჩხვლეტის შეგრძნება
• პირის სიმშრალე
• კუჭის ანთება
• ზურგის ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში
• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• სიყვითლე (კანის და თვალების)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• შარდში სისხლის კვალი
• ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები)
• მეხსიერების დაკარგვა
• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
• ქოშინი
• შეშუპება
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• სასქესო ფუნქციის დარღვევა
• დეპრესია
• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება
• მყესების დაზიანება
• მუდმივი კუნთების სისუსტე
• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება როზულიპ პლუსი
ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს როზულიპ პლუსი
მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ პლუსი 5მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (5.34 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 10მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (10.68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 20მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (21.36 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 40მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 40 მგ როზუვასტატინს (42.72 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი EE172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კაფსულები შიგნით მისაღებად.
გარეგნული სახე:
როზულიპ პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი

წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი

მაგნეფარი B6 #60ტ

მაგნეფარი B6

შემადგენლობა

1 ტაბ.
მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის ტეტრაჰიდრატი (34 მგ მაგნიუმის იონები). . . 500 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6). . . . . . . 5 მგ
დამხმარე ნიავთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

პრეპარატი მაგნეფარ B6-ის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი და ვიტამინ B6 (პირიდოქსინი). მაგნიუმი უჯრედში არეგულირებს იონების ცვლას, სისხლძარღვოვან ქსელში აფერხებს კალციუმის ჩალაგებას, ამცირებს ნერვულ-კუნთოვან დაძაბულობას, ავლენს სედაციურ ეფექტს, მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე. მაგნიუმის უკმარისობა ვლინდება ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლით, მომატებული აღგზნებადობითა და სტრესისადმი შემცირებული რეზისტენტობით, კუნთოვანი დაძაბულობით, გულის რიტმის დარღვევითა და არტერიული ჰიპერტენზიით. მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ/დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვების ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ/ დღე-ღამეში. ვიტამინი B6 აუცილებელია ამინომჟავების ცვლისათვის. იგი მონაწილეობს ნახშირწლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ასევე ჰემოგლობინის სინთეზში, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მაგნიუმის შეწოვას. პირიდოქსინის უკმარისობა იწვევს სებორეული დერმატიტის განვითარებას თვალების, ცხვირისა და ტუჩების მიდამოში, ჰიპოქრომულ ანემიასა და კრუნჩხვებს, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმი ვიტამინ B6-თან ერთად მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზსა და მათ ტრანსპორტირებაში. ვიტამინი B6 ამცირებს მაგნიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან და ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში, რაც იძლევა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მაღალი თერაპიული ეფექტურობის მიღწევის საშუალებას. მაგნიუმი და ვიტამინი B6 ასევე გამოიყენება ოქსალატ-კალციუმის და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

პრეპარატი ძირითადად გამოიყენება მაგნიუმის და ვიტამინ B6 –ის დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების პროფილაქტიკისთვის: ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა, ადინამია, სტრესის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად, საკვების მიღების შემდეგ, სითხის უმნიშვნელო რაოდენობის მიყოლებით.
1. მაგნიუმისა და ვიტამინ B6 – ის დეფიციტის დროს მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
2. პროფილაქტიკის მიზნით: მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ ენიშნებათ 1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

სამკურნალო საშუალების სწორი დოზირებისას არ ვლინდება. კვებამდე მიღებულმა მაგნეფარ B6 – მა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა ან კანის ჰიპერემია ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.

პრეპარატი მაგნეფარ B6 არ გამოიყენება ჰიპერმაგნიემიის, B6 ჰიპერვიტამინოზის, თირკმელების მწავავე უკმარისობის, მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, მიასთენიის გრავის და პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (განსაკუთრებით კი პირიდოქსინის ან/და ვიტამინი B6 მიმართ) დროს.

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია მისი საფაღარათო მოქმედება. პრეპარატისა და ლევოდოფას ერთდროული გამოყენების დროს მაგნეფარ B6 საჭიროა მივიღოთ არაუმეტეს 1 ტაბლეტისა დღეში.
პრეპარატი რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა და ორგანიზმის დეჰიდრატაცია.

პრეპარატ მაგნეფარ B6 – ისა და ფტორქინოლონებისა და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე პერორალური ანტიკოაგულანტების – პირველ რიგში ვარფარინის ნაწარმების, ასევე ფოსფატების, რკინის ან კალციუმის ნაერთების პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათ ურთიერთშემცირებულ შეწოვას. პრეპარატი ამცირებს ლევოდოპას მოქმედებას. ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის, იზონიაზიდის, პენიცილამინისა და პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება იწვევს B6 ვიტამინისადმი მოთხოვნილების გაზრდას.

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25oС ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

როზულიპი 20მგ #28ტ

როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
– შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
– თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ პლუსი მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ პლუსი
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლუსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 6)
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია)
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:
• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.
• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. “სხვა პრეპარატები ფა როზულიპ პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ თირკმელების დაავადება
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა მუდმივი კუნთების ტკივილი.
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ პლუსის დოზა.
• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს ან ატაზანავირს (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა
• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა)
• იღებთ ანტიბიოტიკებს, ფუზიდის მჟავას შემცველობით (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული არ არის როზულიპ პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.
• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
• ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (ეგრეთ წოდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი). იხ. პუნქტი გაფრთხილებებისა და სიფრთხლის ზომის შესახებ.
• მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
• პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეპფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ პლუსს.

როზულიპ პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ როზულიპ პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როსულიპ პლუსის მიღების დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.
ლაქტაცია
არ მიღოთ როზულიპ პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები
მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ პლუსი
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ პლუსის მიღება
ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება
უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• თავის ტკივილი
• ყაბზობა
• შეუძლოდ ყოფნა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.
• მუცლის ტკივილი
• ფაღარათი
• მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა)
• დაღლილობის შეგრძნება
• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• გამონაყარი, ბებერები კანზე და კანის ქავილი
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება
• ხველა
• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა
• გულძმარვა
• ტკივილი სახსრებში
• კისრის ტკივილი
• კუნთოვანი სპაზმები
• მადის დაქვეითება
• ტკივილი
• ტკივილი მკერდის არეში
• სისხლის მოწოლა
• მომატებული არტერიული წნევა
• ჩხვლეტის შეგრძნება
• პირის სიმშრალე
• კუჭის ანთება
• ზურგის ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში
• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• სიყვითლე (კანის და თვალების)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• შარდში სისხლის კვალი
• ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები)
• მეხსიერების დაკარგვა
• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
• ქოშინი
• შეშუპება
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• სასქესო ფუნქციის დარღვევა
• დეპრესია
• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება
• მყესების დაზიანება
• მუდმივი კუნთების სისუსტე
• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება როზულიპ პლუსი
ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს როზულიპ პლუსი
მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ პლუსი 5მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (5.34 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 10მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (10.68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 20მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (21.36 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 40მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 40 მგ როზუვასტატინს (42.72 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი EE172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კაფსულები შიგნით მისაღებად.
გარეგნული სახე:
როზულიპ პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი

წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი

Don`t copy text!