Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 266

მაგნეტაბი 334მგ/5მგ #90ტ

მაგნეტაბი

Magnetab

 

სამკურნალო საშუალების სახელწოდება:

სავაჭრო სახელწოდება: მაგნეტაბი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: Magnesium (different salts in combination)

აღწერა: ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ლაქტატი დიჰიდრატი – 334 მგ, რაც შეესაბამება 34 მგ მაგნიუმს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

ათქ კოდი: A12CC30

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმი ძირითადად წარმოადგენს უჯრედშიდა კათიონს, ამცირებს ნეირონების აღგზნებას და ნეირო-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობას იღებს მრავალ ფერმენტულ პროცესში.

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანოებისა და ქსოვილების არსებით ელემენტს; ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობის საერთო რაოდენობის ნახევარი გროვდება ძვლის ტვინში.

მაგნიუმის დონე შრატში:

– 12 და 17 მგ შორის (1-1,4 მეკვ/ლ ან 0,5 – 0,7 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის ზომიერ დეფიციტზე;

– 12 მგ-ზე ქვემოთ (1 მეკვ/ლ ან 0,5 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე;

დეფიციტი შესაძლოა იყოს:

– პირველადი, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ანომალიის შედეგად (ქრონიკული თანდაყოლილი ჰიპომაგნიემია);

– მეორადი,

  • არაადეკვატური მიღების (მძიმე შიმშილი, ალკოჰოლიზმი, მხოლოდ პარენტერალური კვება);
  • კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის დარღვევის (ქრონიკული აშლილობა, კუჭ-ნაწლავის ფისტულა, ჰიპოპარათიროიდიზმი);
  • თირკმელებიდან მაგნიუმის ჭარბად დაკარგვის (მძინე პოლიურია, დიურეტიკების ბოროტად გამოყენება, ქრონიკული პიელონეფრიტი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ცისპლატინით მკურნალობა) შედეგად.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის ათვისებას და მის შეღწევადობას უჯრედებში.

ფარმაკოკინეტიკა

მაგნიუმის მარილების აბსორბცია კუჭ-ნაწლავიდან ნაწილობრივ მიმდინარეობს პასიური მექანიზმის გზით, როდესაც მარილის ხსნადობა განსაზღვრულ როლს ასრულებს. ამ აბსორბციის ხარისხი 50%-ს არ აღემატება. ორგანიზმში მაგნიუმი ძირითადად ნაწილდება უჯრედშიდა სივრცეში (დაახლოებით 99%), საიდანაც 2/3 ნაწილდება ძვლის ტვინზე, ხოლო მესამედი გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილში. მაგნიუმის გამოყოფა ხდება შარდთან ერთად, მიღებული მაგნიუმის მინიმუმ 1/3 დოზით.

პირიდოქსინი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) წარმოქმნით. ნაწილდება ძირითადად კუნთებში, ღვიძლსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები: ორგანიზმში – როგორც იზოლიებული, ასევე სხვა დეფიციტურ მდგომარეობასთან ასოცირებული მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტის მკურნალობა.

გამოყენებისწესიდადოზირება:პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

მოზრდილთათვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 6-8 ტაბლეტის მიღება.

6 წელზე უფროს ბავშვებში (20 კგ-ზე მეტი სხეულის მასით)  4-6 ტაბლეტი დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე, მიიღება ჭამის წინ. ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზაციისთანავე.

გვერდითი მოქმედება:

დაღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად (

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

უცნობი სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია წარმოშობის სიხშირის შეფასება): დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– გამოხატული თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30 მლ/წუთში);

– ფენილკეტონურია;

–  ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6 ჰიპერვიტამინოზი, მიასთენია გრავის;

–  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;

–  ლევოდოპასთან ერთდროული მიღება (იხილეთ ქვეთავი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.

გამოყენების თავისებურებები: კალიუმის თანმხლები დეფიციტის შემთხვევაში, მაგნიუმის დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას დამატებითი კალციუმის შეყვანის დაწყებამდე.

მაგნიუმის მძიმე დაფიციტისა და შეწოვის დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ინტრავენურად.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში მაგნიუმის ჭარბი ზოდა მისი შინაგანად მიღებისას ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს. თუმცა თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები, რომელთა გამოხატვაც დამოკიდებულია სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციაზე: არტერიული წნევის ვარდნა; გულისრევა, ღებინება; ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების დაქვეითება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე; სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუმთქვის დამბლა; ანურიული სინდრომი.

მკურნალობა

რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ჰემოდიალიზი ან პერიტონესლური დიალიზი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უსაფრთხოების ზომები:

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის ან მალაბსორბციის სინდრომის შემთხვევაში, მკურნალობა იწყება მაგნიუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანით.

თანმხლები კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების ან კალციუმის შემცველი საკვები დანამატების მიღების დაწყებამდე.

საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხშირად მიღების, დაძაბული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შემთხვევაში მაგნიუმისადმი მოთხოვნილება იზრდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარება.

ხანგრძლივი დროის (რამდენიმე თვის ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წლის) განმავლობაში პირიდოქსინის დიდი დოზებით (დღეში 200 მგ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სენსორული აქსონური ნეიროპათია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, პროპრიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევა, კიდურების დისტალური ნაწილების ტრემორი და თანდათანობით განვითარებული სენსორული ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს დარღვევები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება ვიტამინ B6 მიღების შეწყვეტის შემდეგ.    

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

საკმაო რაოდენობის ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა რაიმე არახელსაყრელი ზეგავლენა ნაყოფის განვითარების მანკიერებათა და ფეტოტოქსიკური მოქმედების წარმოშობაზე. 

პრეპარატ მაგნეტაბის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმიის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვების პერიოდი

მაგნიუმი აღწევს დედის რძეში. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:

არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის სახეობების შესრულების უნარზე ზემოქმედებება:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.     

უკუნაჩვენები კომბინაციები

– ლევოდოპასთან: პირიდოქსინით ხდება ლევოდოპას აქტივობის ინჰიბირება (თუ ამ პრეპარატის მიღება არ ხდება არომატული L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად). უნდა მოერიდოთ ნებისმიერი ოდენობის პერიდოქსინის მიღებას, თუ ლევოდოპა არ გამოიყენება L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად.

არარეკომენდებული კომბინაციები

–  ფოსფატების ან კალციუმის მარილების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააუარესოს მაგნიუმის შეწოვა ნაწლავებიდან.

ყურადსაღები კომბინაციები

– ტეტრაციკლინების შინაგანად დანიშვნის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ტეტრაციკლინისა და მაგნეტაბის შინაგანად მიღებებს შორის ინტერვალი არანაკლებ სამი საათისა, ვინაიდან მაგნიუმის პრეპარატები ამცირებს ტეტრაციკლინების შეწოვას. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილასტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 90 ტაბლეტი

მწარმოებელი: შპს ”რუბიკონი”, ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა, 62-ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29, www.rubikon.by

e-mail: [email protected]

როზულიპი 10მგ #28ტ

როზულიპ® პლუსი
კაფსულები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ
(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
– შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
– ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
– თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ პლუსი მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ პლუსი
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი როზულიპ პლუსი და რისთვის გამოიყენება
როზულიპ პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
როზულიპ პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლუსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 6)
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია)
• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:
• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.
• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. “სხვა პრეპარატები ფა როზულიპ პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• გაქვთ თირკმელების დაავადება
• გაქვთ ღვიძლის დაავადება
• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა მუდმივი კუნთების ტკივილი.
• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ პლუსის დოზა.
• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს ან ატაზანავირს (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა
• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი)
• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა)
• იღებთ ანტიბიოტიკებს, ფუზიდის მჟავას შემცველობით (იხ. სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი)
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული არ არის როზულიპ პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ პლუსი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.
• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
• ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (ეგრეთ წოდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი). იხ. პუნქტი გაფრთხილებებისა და სიფრთხლის ზომის შესახებ.
• მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
• პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეპფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ პლუსს.

როზულიპ პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ როზულიპ პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როსულიპ პლუსის მიღების დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.
ლაქტაცია
არ მიღოთ როზულიპ პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება როზულიპ პლუსი
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზულიპ პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

როზულიპ პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ ტაბლეტს უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.
როზულიპ პლუსი არ არის შესაფერისი მომატებული ქოლესტერინის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება.
როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები
მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ პლუსი
მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ პლუსის მიღება
ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება
უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბებერები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• თავის ტკივილი
• ყაბზობა
• შეუძლოდ ყოფნა
• კუნთების ტკივილი
• სისუსტის შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.
• მუცლის ტკივილი
• ფაღარათი
• მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა)
• დაღლილობის შეგრძნება
• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• გამონაყარი, ბებერები კანზე და კანის ქავილი
• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)
• კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება
• ხველა
• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა
• გულძმარვა
• ტკივილი სახსრებში
• კისრის ტკივილი
• კუნთოვანი სპაზმები
• მადის დაქვეითება
• ტკივილი
• ტკივილი მკერდის არეში
• სისხლის მოწოლა
• მომატებული არტერიული წნევა
• ჩხვლეტის შეგრძნება
• პირის სიმშრალე
• კუჭის ანთება
• ზურგის ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში
• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)
• სიყვითლე (კანის და თვალების)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• შარდში სისხლის კვალი
• ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები)
• მეხსიერების დაკარგვა
• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
• ქოშინი
• შეშუპება
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
• სასქესო ფუნქციის დარღვევა
• დეპრესია
• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება
• მყესების დაზიანება
• მუდმივი კუნთების სისუსტე
• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება როზულიპ პლუსი
ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

6. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს როზულიპ პლუსი
მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ პლუსი 5მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (5.34 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 10მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (10.68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 20მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (21.36 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსი 40მგ/10მგ:
ყოვლი კაფსულა შეიცავს 40 მგ როზუვასტატინს (42.72 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი EE172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კაფსულები შიგნით მისაღებად.
გარეგნული სახე:
როზულიპ პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAO 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის საფუძვლით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი

წარმოების ადგილი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი

მაგნეტაბი 334მგ/5მგ #30ტ

მაგნეტაბი

Magnetab

 

სამკურნალო საშუალების სახელწოდება:

სავაჭრო სახელწოდება: მაგნეტაბი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: Magnesium (different salts in combination)

აღწერა: ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ლაქტატი დიჰიდრატი – 334 მგ, რაც შეესაბამება 34 მგ მაგნიუმს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

ათქ კოდი: A12CC30

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმი ძირითადად წარმოადგენს უჯრედშიდა კათიონს, ამცირებს ნეირონების აღგზნებას და ნეირო-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობას იღებს მრავალ ფერმენტულ პროცესში.

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანოებისა და ქსოვილების არსებით ელემენტს; ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობის საერთო რაოდენობის ნახევარი გროვდება ძვლის ტვინში.

მაგნიუმის დონე შრატში:

– 12 და 17 მგ შორის (1-1,4 მეკვ/ლ ან 0,5 – 0,7 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის ზომიერ დეფიციტზე;

– 12 მგ-ზე ქვემოთ (1 მეკვ/ლ ან 0,5 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე;

დეფიციტი შესაძლოა იყოს:

– პირველადი, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ანომალიის შედეგად (ქრონიკული თანდაყოლილი ჰიპომაგნიემია);

– მეორადი,

  • არაადეკვატური მიღების (მძიმე შიმშილი, ალკოჰოლიზმი, მხოლოდ პარენტერალური კვება);
  • კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის დარღვევის (ქრონიკული აშლილობა, კუჭ-ნაწლავის ფისტულა, ჰიპოპარათიროიდიზმი);
  • თირკმელებიდან მაგნიუმის ჭარბად დაკარგვის (მძინე პოლიურია, დიურეტიკების ბოროტად გამოყენება, ქრონიკული პიელონეფრიტი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ცისპლატინით მკურნალობა) შედეგად.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის ათვისებას და მის შეღწევადობას უჯრედებში.

ფარმაკოკინეტიკა

მაგნიუმის მარილების აბსორბცია კუჭ-ნაწლავიდან ნაწილობრივ მიმდინარეობს პასიური მექანიზმის გზით, როდესაც მარილის ხსნადობა განსაზღვრულ როლს ასრულებს. ამ აბსორბციის ხარისხი 50%-ს არ აღემატება. ორგანიზმში მაგნიუმი ძირითადად ნაწილდება უჯრედშიდა სივრცეში (დაახლოებით 99%), საიდანაც 2/3 ნაწილდება ძვლის ტვინზე, ხოლო მესამედი გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილში. მაგნიუმის გამოყოფა ხდება შარდთან ერთად, მიღებული მაგნიუმის მინიმუმ 1/3 დოზით.

პირიდოქსინი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) წარმოქმნით. ნაწილდება ძირითადად კუნთებში, ღვიძლსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები: ორგანიზმში – როგორც იზოლიებული, ასევე სხვა დეფიციტურ მდგომარეობასთან ასოცირებული მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტის მკურნალობა.

გამოყენებისწესიდადოზირება:პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

მოზრდილთათვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 6-8 ტაბლეტის მიღება.

6 წელზე უფროს ბავშვებში (20 კგ-ზე მეტი სხეულის მასით)  4-6 ტაბლეტი დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე, მიიღება ჭამის წინ. ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზაციისთანავე.

გვერდითი მოქმედება:

დაღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად (

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

უცნობი სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია წარმოშობის სიხშირის შეფასება): დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– გამოხატული თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30 მლ/წუთში);

– ფენილკეტონურია;

–  ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6 ჰიპერვიტამინოზი, მიასთენია გრავის;

–  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;

–  ლევოდოპასთან ერთდროული მიღება (იხილეთ ქვეთავი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.

გამოყენების თავისებურებები: კალიუმის თანმხლები დეფიციტის შემთხვევაში, მაგნიუმის დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას დამატებითი კალციუმის შეყვანის დაწყებამდე.

მაგნიუმის მძიმე დაფიციტისა და შეწოვის დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ინტრავენურად.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში მაგნიუმის ჭარბი ზოდა მისი შინაგანად მიღებისას ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს. თუმცა თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები, რომელთა გამოხატვაც დამოკიდებულია სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციაზე: არტერიული წნევის ვარდნა; გულისრევა, ღებინება; ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების დაქვეითება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე; სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუმთქვის დამბლა; ანურიული სინდრომი.

მკურნალობა

რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ჰემოდიალიზი ან პერიტონესლური დიალიზი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უსაფრთხოების ზომები:

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის ან მალაბსორბციის სინდრომის შემთხვევაში, მკურნალობა იწყება მაგნიუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანით.

თანმხლები კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების ან კალციუმის შემცველი საკვები დანამატების მიღების დაწყებამდე.

საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხშირად მიღების, დაძაბული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შემთხვევაში მაგნიუმისადმი მოთხოვნილება იზრდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარება.

ხანგრძლივი დროის (რამდენიმე თვის ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წლის) განმავლობაში პირიდოქსინის დიდი დოზებით (დღეში 200 მგ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სენსორული აქსონური ნეიროპათია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, პროპრიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევა, კიდურების დისტალური ნაწილების ტრემორი და თანდათანობით განვითარებული სენსორული ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს დარღვევები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება ვიტამინ B6 მიღების შეწყვეტის შემდეგ.    

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

საკმაო რაოდენობის ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა რაიმე არახელსაყრელი ზეგავლენა ნაყოფის განვითარების მანკიერებათა და ფეტოტოქსიკური მოქმედების წარმოშობაზე. 

პრეპარატ მაგნეტაბის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმიის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვების პერიოდი

მაგნიუმი აღწევს დედის რძეში. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:

არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის სახეობების შესრულების უნარზე ზემოქმედებება:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.     

უკუნაჩვენები კომბინაციები

– ლევოდოპასთან: პირიდოქსინით ხდება ლევოდოპას აქტივობის ინჰიბირება (თუ ამ პრეპარატის მიღება არ ხდება არომატული L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად). უნდა მოერიდოთ ნებისმიერი ოდენობის პერიდოქსინის მიღებას, თუ ლევოდოპა არ გამოიყენება L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად.

არარეკომენდებული კომბინაციები

–  ფოსფატების ან კალციუმის მარილების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააუარესოს მაგნიუმის შეწოვა ნაწლავებიდან.

ყურადსაღები კომბინაციები

– ტეტრაციკლინების შინაგანად დანიშვნის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ტეტრაციკლინისა და მაგნეტაბის შინაგანად მიღებებს შორის ინტერვალი არანაკლებ სამი საათისა, ვინაიდან მაგნიუმის პრეპარატები ამცირებს ტეტრაციკლინების შეწოვას. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილასტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 90 ტაბლეტი

მწარმოებელი: შპს ”რუბიკონი”, ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა, 62-ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29, www.rubikon.by

e-mail: [email protected]

როზუვინი 20მგ #28ტ

41.79 ლარი
39.28 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ბილიმი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დიურერბე ფორტე უროსეპ#40ტ

უროსეპტიკი N40 ტაბლეტი

იტალიური კომპანია ESI-ის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე  შექმნილ ნატურალურ პრეპარატი უროსეპტიკი , წარმოადგენს ბოლოგიურად აქტიურ კვებით დანამტს, რომელიც  მასში შემავალი  მცენარეული კომპონენტებით უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის დრენაჟს და მასთან ერთად  ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო  მოქმედებას საშარდე სისტემაზე. მიუხედავად სითხის გამოყოფის გაძლიერებისა მასში შემავალი ნუტრიენტები (კალიუმი,მაგნიუმი,ქლორი) უზრუნველყოფს ელექტროლიტური ბალანსისს შენარჩუნებას

შემადგენლობა: 1 კაფსულა

არყის ხის ქერქი , ხარნუყა , ოქროწკეპლა, თირკმლის ჩაი , გლერტა ,შვიტა ,კალიუმი ,მაგნიუმი  , ქლორი.

ჩვენებები:

საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპია.

დიზურიული მოვლინებები.

თირკმლებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა და ლითოტრიფსიის შემდგომ პერიოდში კენჭის ფრაგმენ –  ტების გამოძევების გაადვილება.

შეშუპებები (მათ შორის ქვემო კიდურების-დაღლილი ფეხის სინდრომი) .

მაღალი წნევა.

ცელულიტი.

წონის კლების პროგრამა.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ,

ორსულობა,

ასაკი 12 წელამდე,

დაბალი არტერიული წნევა

მიღების რეჟიმი: 1 ტაბლეტი  2 ჯერ დღეში, საკმაო ოდენობის წყალთან ერთად.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დამზადებულია: ESI S.P.A.იტალია

პარტნიორი საქართველოში  შ.პ.ს. „Prime Line“

ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 434 043

როზუვინი 10მგ #28ტ

30.10 ლარი
28.29 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ბილიმი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მაგნემიქსი #50ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

დიურერბე ფორტე #40ტ

დიურერბე N40 ტაბლეტი

წარმოადგენს იტალიური კომპანია ESI-ის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე  შექმნილ ნატურალურ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ურთიერთთავსებადი მოქმედების კომპონენტების  შარდმდენი,  ანტიმიკრობული,ანთების საწინააღმდეგო  თვისებები  ეფექტურად გამოიყენება საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული  ანთებითი პროცესების და შარდკენჭოვანი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში და პროფულაქტიკაში

შემადგენლობა: 1 კაფსულა

ვერცხლისფერი არყის ხე (Betula pendula) 300მგ.

ფუმფულა არყის ხე (Betula pubescens)  300 მგ.

ხარნუყა (Hawkweed dry extract tit. 1%)  500 მგ.

თირკმლის ჩაი (Ortosiphon e.s. tit. 0,2% ) 200 მგ.

ოქროწკეპლა (Goldenrod dry extract)

გლერტა ( Bermuda grass dry extract ) 100 მგ.

შვიტა (Horsetail dry extract tit. 2%) 100მგ.

კალიუმი 300 მგ.

მაგნიუმი  112,5 მგ

ქლორი

არყის ხის დადებით გავლენას საშარდე სისტემაზე უზრუნველყოფს მის შემადგენლობაში შემავალი  ბეტულინი, რომელიც გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკრობუილი აქტივობით, ასევე მნიშნელოვანია, რომ ყოველგვარი გვერდითი მოვლენების მარეშე ხდედა შარდის მოცულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ აძლიერებს ბაქტერიების ელიმინაციას/ გამოძე- ვებას შარდთან ერთად მოშარდვის დროს.  

ხარნუყაც  გამოირჩევა ანტისეპტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედებით

ოქროწკეპლა ცნობილია , როგორც ტკივილდამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, შარდმდენი მოქმედების მცენარე, რომელის ეს თვისებაც აქტიურად გამოიყენება ქვემო საშარდე გზების  ანთებითი და ასევე შარდკენჭოვანი დაავადებების დროს  ე.წ. ‘’ ირიგაციულ თერაპიაში“

გლერტა   ხასიათდება შარდმდენი მოქმედებით. ის ასევე  ახდენს ორგანიზმის გატუტიანებას, რითიც აფერხებს აციდოზის განვითარებას  და ანთებითი პროცეების ჩამოყალიბებას.

შვიტა  წარმოადგენსანტიოქსიდანტიანტს, რომელიც ეფექტურია საშარდე სისტემის ანთებითი დაავა- დებების, ასვე შარდის შეუკავებლობის დროს.

კალიუმის, მაგნიუმის, ქლორის შემცველობის ხარჯზე ხდება დანაკარგი ელექტროლიტების კომპე ნსირება.

ჩვენებები:

საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპია.

დიზურიული მოვლინებები.

თირკმლებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა და ლითოტრიფსიის შემდგომ პერიოდში კენჭის ფრაგმენ –  ტების გამოძევების გაადვილება.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ,

ორსულობა,

ასაკი 12 წელამდე,

დაბალი არტერიული წნევა

მიღების რეჟიმი: 1 ტაბლეტი  2 ჯერ დღეში, საკმაო ოდენობის წყალთან ერთად.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დამზადებულია: ESI S.P.A.იტალია

პარტნიორი საქართველოში  შ.პ.ს. „Prime Line“

ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 43 4043

როზუვასტი 20მგ #28ტ

59.97 ლარი
56.37 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: კანონფარმა პროდაქშენი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მაგნე B6 ლაიფი#30კაფს

მაგნე B6 – ლაიფი კაფს. N30

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:   N30 კაფსულა
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი……………………… 470 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტ.B6 ………………………………………….. 5 მგ

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში. 
მაგნიუმის შემცველობა შრატში:
– 12-დან 17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია.
– 12 მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.

ფარმაკოკინეტიკა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნე B6-ლაიფის არაუმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.
უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

ჩვენებები

  • ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:
  • ძილის დარღვევა;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • გაფანტული სკლეროზი
  • სმენის დაქვეიტების პრევენცია
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი;
  • ასთენია.
  • შაქრიანი დიაბეტი.
  • ფეხების დაბუჟება ორსულობის დროს
  • თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
  • შაკიკი
  • სუსტი ძვლები (ოსტეოპოროზი)
  • შარდ სასქესო დაავადებები
  • მოუსვენარი ფეხი სინდრომი
  • თივის ცხელება (სარეველა მცენარეებით გამოწვეული ალერგიული რეაქცია)

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

მაქსიმალური დღიური რაოდენობა არაუმეტეს 6-8 კაფსულისა,

მაგნე B6 ლაიფის  მიღების დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. შესაძლებელია ალერგიული 
რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები
პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ფენილკეტონურია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს  შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. 
მაგნიუმი გადადის დედის რძეში ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი. 
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.
კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების  მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდრომი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაგნე B6-ლაიფის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს. 
მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

მწარმოებელი: Life On Healthcare Ltd. – დიდი ბრიტანეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს ვიტ ჯორჯია ფარმი

Don`t copy text!