Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 287

აქტივმოტუსი #20კაფს

აქტივმოტუსი

აქტივმოტუსი წარმოადგენს ამინომჟავას (ცილების სამშენებლო ბლოკებს) რომელსაც სხეული ბუნებრივად აწარმოებს. იგი ორგანიზმს ეხმარება ენერგიის წარმოებაში. იგი მნიშვნელოვანია გულის, ტვინის ფუნქციის და კუთების მოძრაობისთვის.  

აქტივმოტუსი გამოიყენება ტვინში სისხლის დინების გაუმჯობესების, ალცჰეიმერის დაავადების, ხანდაზმულებში მეხსიერების პრობლემების გაუმჯობესების, დეპრესიის, კუნთების სისუსტის, ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული აზროვნების პრობლემების დროს; მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  დიაბეტით გამოწვეული ნერვის ტკივილის (ნეიროპათია) შესამსუბუქებლად. მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციული ორგანოების და ქსოვილების ანთებით (პროსტატა, სათესლე პარკი და ეპიდიდიმიტი), ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომების მკურნალობისთვის(მამაკაცების მენოპაუზა).

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნერვის ტკივილი (ნეიროპათია)

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა (ჰიპოთიროიდიზმი)

არ მიიღება:

  • აცენოკუმაროლი (სინტრომი) ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

ამ კომბინაციისას იყავით ფრთხილად

  • ვარფარინი ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

დოზა:

  • 100 მგ 200 მგ დღე-ღამეში
  • შეინახეთ არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

გამოშვების ფორმა:

20  კაფსულა/კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „სენსო ვიტა ფარმასი“ საქართველო

მწარმოებელი:

UAB „ACONITUM“ , Inovacijų g. 4, LEZ, Lithuania.

სტარტუმი ფხვ.+2მლ გამხს#3ა

38.06 ლარი
35.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტაგამა D3 2000 სე #100ტ

53.41 ლარი
41.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აქსიომინი 200მკგ#30ტ

აქსიომინი

სელენიუმი 200 მკგ

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

გამოყენების ჩვენება:

–  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით; 

–  ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; 

–  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; 

–  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

– სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

– არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

– იოდდეფიციტის დროს

–  სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება:

აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.

პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 – ჯერ დღეში 1 – 3 თვის განმავლობაში. 

რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:

გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა:

№30, კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი:

დსს Aconitum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასი, ლიტვა.

როიალ ჟელი #30კაფს

26.94 ლარი
25.32 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: ლაბორ. ვიტარმონილ საფრანგეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტ დიაბეტიანებისთვის #30ტ

14.90 ლარი
14.01 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რიპრონატი 500მგ #60კაფს

რიპრონატი
(RIPRONAT)

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
რიპრონატი, Ripronat

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

სამკურნალწამლო ფორმა:
მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები

შემადგენლობა
პრეპარატ რიპრონატის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატ დიჰიდრატი 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ათქ კოდი:  C01EB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები
ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიპრონატი წარმოადგენს γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენტს – γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა γ-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.
  პრეპარატი, აინჰიბირებს რა γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ – დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A-ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის გარსებზე მათ მავნე ზეგავლენას. იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.
 კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში γ-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.
 არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 78%-ს. Cmax პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ.
ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით. T1/2 _ შეადგენს 3-6 სთ-ს.

ჩვენებები:
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
– დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
– ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი(კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი)
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
– აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
– ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის  სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);

უკუჩვენებები:
– პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებანი:
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება
რეაქციის სიჩქარეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ  მოიპოვება.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი,  შეშუპება.

დოზირება და გამოყენების წესი:
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადიან პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.
მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა:
პერორალური  250 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა. ფირფიტაზე 10 კაფსულა,  4 ფირფიტა  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.
პერორალური 500 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა: ფირფიტაზე 15 კაფსულა, 4 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილზე.  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
რიპრონატი არის კომპანია “როტაფარმი”-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).   
წარმოებულია
“რომფარმი კომპანია ს.რ.ლ.” რუმინეთი, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1A.
(“Rompharm Company S.R.L.”, Romania, Otopeni, Eroilor Street, 1A)

აფორი ფორტე #30კაფს

აფორი ფორტე

AFORY FORTE

შემადგენლობა: 

2 კაპსულა შეიცავს
აცეტილ L კარნიტინი 500მგ
L არგინინის ასპატატი 100მგ
კოენზიმ Q 10 20მგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
სელენი 60.78 მკგ
თუთია 24.9მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: აფორი ფორტე ხსნის ფიზიკურ და ფსიქიკურ ასთენიას, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, სისხლის მიმოქცევას და გონებრივ შესაძლებლობებს, გულის კუნთის ენერგომომარაგებას, აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას.

ჩვენებები:

  • ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის ,გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს;
  • ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება;
  • გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი;
  • ჰეპატიტები, ჰეპატოზები;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • სპორტსმენებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • კლიმაქტერული პერიოდი;
  • პოსტოპერაციული პერიოდი.

 

დოზირება: 2 კაფსულა ერთჯერადად დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს გულისრევის შეგრძნება, ალერგიული მოქმედება. 

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ორსულობა, ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Nატურე Pჰარმა, ესპანეთი

ვიტ E 400სე #30კაფს

 ვიტამინი E

         
პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება: ვიტამინი E  400 IU (274 მგ)
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს 67% (DL -ალფა ტოკოფეროლ აცეტატი 274 მგ)  

დამხმარე ნივთიერებები: შემომგარსველი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი აგენტი გლიცერინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები
ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის–ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას.  მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას.ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას  რეპროდუქციულ სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20%– დან 40%მდე (ნაღვლის სეკრეტის არსებობის და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების ფონზე). დოზის გაზრდისას მცირდება აბსორბციის ხარისხი. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. გამოყოფა ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად .

ჩვენებები
* E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

* კომპლექსური თერაპიის სახით მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიასთან  ერთად კომბინაციაში)  

* კომპლექსური თერაპიის სახით,  სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების  მკურნალობისას.
* გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის პერიოდში
* არასრულფასოვანი და  არაბალანსირებული კვება.
* გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს E ვიტამინის  მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გამოყენების მეთოდები და დოზირება
კაფსულები 270მგ:

განკუთვნილია  მოზრდილთათვის – 1 კაფსულა დღეში .
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია. სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.
ჭარბი დოზირება
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზით მიღება იწვევს მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას. ჰიპერდოზირება იწვევს  სისხდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას. რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 საერთაშორისო ერთეულს დღეში. 400 ს.ე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან ზრდის სისლდენების განვითარების საშიშროებას. არ არის რეკომენდებული  მიღება იმ ვიტამინური კომპლექსებისთან ერთად, რომლებიც E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი.

განსაკუთრებული მითითებანი
ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს მოთეთრო ფერის თმები.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, მზის სხივების პირდაპირი  ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა იხილეთ კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ქვეყანა: წარმოებულია ესპანეთში.Product meets EU Regulation.

Distributed Atisav Pharma Unipessoal Lda.Rua Emídio Gomes da Silva 193, 7º Dt.4450-605 Leça da Palmeira Portugal. https://www.atisavpharma.pt

აფორი ულტრა #30ტ

შემადგენლობა: 500 მგ აცეტილ L-კარნიტინი, 75 მგ ვიტამინი C, 100 მგ არგინინი, 10 მგ ვიტამინი E, 20 მგ კოენზიმ Q 10, 5 მგ ვიტამინი B1, 20 მგ ლიკოპენი, 10 მგ ვიტამინი B 12, 50 მგ ჟენშენი, 5 მგ თუთია, 10 მგ მაკა, 50 მკგ სელენი, 400 მკგ ფოლის მჟავა.

ჩვენებები: გონებრივი და ფიზიკური გადაღლა; ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება; გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი; ჰეპატიტები, ჰეპატოზები; იმუნიტეტის დაქვეითება; ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; ქრონიკული ალკოჰოლიზმი; კლიმაქტერული პერიოდი; ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი; მამაკაცის უნაყოფობა. უცნობი ეტიოლოგიის უშვილობა ქალებში, ოვულაციის დარღვევები; სექსუალური დისფუნქციები, ლიბიდოს დაქვეითება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში;

დოზირება და მიღების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #30 ტაბლეტი შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: რივერ ფარმა

Don`t copy text!