Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 288

რიპრონატი 10% 5მლ #10ა ი/ვ

რიპრონატი
RIPRONAT

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
რიპრონატი, Ripronat

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

სამკურნალწამლო ფორმა:
საინექციო ხსნარი

შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ათქ კოდი: C01EB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. მეტაბოლური საშუალება.
ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები.
ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რიპრონატი წარმოადგენს γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენტს – γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა γ-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.
პრეპარატი, აინჰიბირებს რა γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ – დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A-ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის მემბრანაზე მათ მავნე ზეგავლენას. იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.
კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში γ-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რაც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.
არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
რიპრონატი აუმჯობესებს სისხლის რეგიონულ მიმოქცევას თვალის ფსკერის ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიისას.
პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მისი შეყვანისთანავე მიიღწევა.  ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-6 საათს შეადგენს.

ჩვენებები
–    თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
–    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
–    ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის  სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);
–    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი)
–    ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
–    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);

უკუჩვენებები
–    პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
–    მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რეაქციის სისწრაფეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ  მოიპოვება.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.
ცნს-ს მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, გაწითლება, გამონაყარი, შეშუპება.

დოზირება და გამოყენების წესი
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია რიპრონატის დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ხდება გადასვლა პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვისას ინიშნება პერორალურად 250 მგ დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია 2-3 კვირაში მეორდება.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
ბადურას სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და დისტროფიული დაავადებების დროს _ პარაბულბალურად რიპრონატის 0.5 მლ ხსნარი დღეში, 10 დღის განმავლობაში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება პერორალურად 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება 500 მგ დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

ჭარბი დოზირება
გვერდითი ეფექტების გაძლიერება, შესაძლებელია არტერიული წნევის ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.
მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა
5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილზე.  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი
რიპრონატი არის კომპანია “როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).    
წარმოებულია
“რომფარმი კომპანია ს.რ.ლ.” რუმინეთი, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1A.
(“Rompharm Company S.R.L.”, Romania, Otopeni, Eroilor Street, 1A)

ვიტ E 400მგ #60კაფს (ბელ)

ვიტამინი E
VITAMIN E

სავაჭრო დასახელება: E ვიტამინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Tocopherol.
გამოშვების ფორმა: 200 მგ და 400 მგ კაფსულები.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: მოქმედ ნივთირებას: ალფა-ტოკოფეროლის აცეტატს – 200 მგ-ს და 400 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყაი, ნატრიუმის ბენზოატი E-211.

აღწერილობა. რბილი ჟელატინის, ოვალური ფორმის კაფსულები, ღია-ყვითელი ფერის ნაკერით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. სხვა ვიტამინები.
ათქ კოდი: A11HA03.

გამოყენების ჩვენებები
E ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა.
E ვიტამინი კაფსულებში არ გამოდგება მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში საჭიროა პარენტერალური პრეპარატების შეყვანა.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მისაღებად მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მიერ.
რეკომენდირებული დოზა:
E ვიტამინის 200 მგ-ანი კაფსულები – 1-2 კაფსულა დღეში;
E ვიტამინის 400 მგ-ანი კაფსულები – 1 კაფსულა დღეში.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 800 მგ E ვიტამინს.
კაფსულა მთლიანად უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის რომელიმე სითხის (სასურველია 200 მლ წყლის) დაყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზე. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
არ არის რეკომენდირებული სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ E ვიტამინს, ჭარბი დოზირების საშიშროების გამო.
ბავშვებისთვის არსებობს პრეპარატები აქტიური ნივთიერების ნაკლები შემცველობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კირექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმელებს ფუნქციის დარღვევით
საჭიროა სიფრთხილის დაცვა თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
თუ გამოტოვებული იქნა სამკურნალო საშუალების მიღება, ის მიღებული უნდა იქნას რაც შეიძლება მალე, მომდევნო დოზა კი – ჩვეულ დროს.
მაგრამ, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, არ არის რეკომენდირებული გამოტოვებული დოზის მიღება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის კომპენსირება დოზის გაზრდით მომდევნო მიღებისას.

სიფრთხილის ზომები:
აუცილებელია დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვა.
დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით ამცირებს E ვიტამინზე მოთხოვნილებას.
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს, ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების და/ან თერაპიის განმეორებითი კურსის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების, ასევე სისხლში ქოლესტერინის დონის პერიოდული კონტროლირება.
სიფრთხილით გამოიყენება მძიმე კარდიოსკლეროზის დროს, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს, ასევე ჰიპოპროტრომბინემიის დროს (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე – შეიძლება გაძლიერდეს E ვიტამინის 400 მგ-ზე მეტი დოზის შემთხვევაში).
E ვიტამინის პირველადი იზოლირებული დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში იშვიათად გვხვდება. მოზრდილებში ნორმალური მნიშვნელობა სისხლში შეადგენს დაახლოებით 9,5 მგ/ლ, რაც შეესაბამება 22 მკმოლს/ლ.
დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს დეფექტებმა აბსორბციაში, მეტაბოლიზმში ან ვიტამინის გაზრდილმა მოხმარებამ ოქსიდაციური სტრესის დროს. უკმარისობა აღინიშნება ძირითადად საკვებით ვიტამინის არასაკმარისი მიწოდების შედეგად, ამიტომ დაბალანსებული დიეტა არ იწვევს E ვიტამინის დეფიციტს.
E ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყაროები: გაღვივებული მარცვლეული და უმეტესი მცენარეული ზეთი. სხვა წყაროები – ფოთლოვანი ბოსტნეული, ცხოველების ორგანოები, რძე და კარაქი.
ორგანიზმში E ვიტამინის მიწოდების შეფასება ძნელია, ნაწილობრივ კვების პროდუქტებში E ვიტამინის შემცველობის ძლიერი ცვლილების გამო სეზონური რყევების, ასევე შენახვისას და მომზადების პროცესში დანაკარგის შედეგად.
ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად E ვიტამინის დღიური მოთხოვნილება ჯანმრთელი მოზრდილებისათვის შეადგენს ტოკოფეროლის ექვივალენტის 15 მგ-ს (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 1 მგ = 0,67 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტს). ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დამატებით საჭიროა ტოკოფეროლის ექვივალენტის 2-დან 4 მგ-მდე დღეში.
გარდა ამისა, მოთხოვნილება ტოკოფეროლზე იზრდება უჯერი ცხიმოვანი მჟავების არასაკმარისი მიღებისას. დამატებითი მოთხოვნილება აღინიშნება ასევე ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, ქიმიოთერაპიული) ხანგრძლივი გამოყენებისას და ცალკეული დაავადებების (მაგალითად, A-ბეტალიპოპროტეინემია) დროს.
E ვიტამინის მეორადი დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მიზეზების შედეგად: კუჭის რეზექციის შემდეგ, ცელიაკიის, ენტეროკოლიტის, ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის, ქოლესტაზის, მოკლე ნაწლავის სინდრომის, A-ბეტალიპოპროტეინემიის დროს, ხანგრძლივი პარენტერალური კვების შემდეგ.
E ვიტამინის დეფიციტი ვლინდება გამოხატული დარღვევებით, რომლებიც ინდუცირებულია თავისუფალი რადიკალებით, უჯრედების და ქსოვილების მხრივ, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, როგორიცაა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რეტროლენტალური ფიბრიპლაზია და ჰემოლიზური ანემია, E ვიტამინის აშკარა დეფიციტის დროს აღინიშნება ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, კერძოდ, სპინოცერებრალური დეგენერაცია.
E ვიტამინის პერორალური ფორმები გამოუსადეგარია E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავურ აბსორბციასთან. ნაწლავური აბსორბციის დარღვევები შეიძლება აღინიშნოს, მაგალითად, ქოლესტაზის, A-ბეტალიპოპროტეინემიის დროს და დღენაკლულ ბავშვებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ვიტამინის პარენტელარული შეყვანა.

ორსულობა და ლაქტაცია:
კარგად ცნობილია, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი ნაყოფისა და დედის სისხლში E ვიტამინის კონცენტრაციებს შორის. მშობიარობის წინ ორსული ქალების მიერ E ვიტამინის ხანმოკლე მიღება მნიშვნელოვნად ზრდის E ვიტამინის სტატუსს მხოლოდ დედებში. ითვლება, რომ E ვიტამინი არასაკმარისად ეფექტურად გადის პლაცენტაში ბავშვის სისხლის მიმოქცევაში. პლაცენტარული გადაცემის რეგულირების მექანიზმები არ არის ბოლომდე შესწავლილი, სავარაუდოა α-TTP მარეგულირებელი როლი პლაცენტარულ ბარიერში α-ტოკოფეროლის გადატანაში.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა E ვიტამინით არ აჩვენეს ტერატოგენური ეფექტების არანაირი ნიშნები.
ტოკოფეროლი აღწევს დედის რძეში.
E ვიტამინის მიღება შეიძლება იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება დღიურ მოთხოვნილებას. E ვიტამინის (ტოკოფეროლის ექვივალენტის) რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 15 მგ-ს; ორსული ქალებისათვის 17 მგ-ს (ორსულობის მეორე ნახევრიდან), მეძუძური დედებისათვის – 19 მგ-ს.
ორსულ ქალებში E ვიტამინის კაფსულებში 200 მგ (400 მგ) დოზით გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა დღეისათვის არ არის ცნობილი არანაირი სერიოზული გვერდითი ეფექტები, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება რისკს ბავშვისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ეპილეფსიით დაავადებულ პირებში E ვიტამინი ზრდის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას, რომლებსაც სისხლში მომატებული აქვთ ლიპიდების წყალბადოვანი დაჟანგვის შემცველობა. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეუძლიათ პლაზმაში E ვიტამინის კონცენტრაციის შემცირება.
აძლიერებს სტეროიდული და არასტეროიდული ანთებს საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიოქსიდანტები ეფექტს, ზრდი გულის გლიკოზიდების, ასევე A და D ვიტამინების ეფექტურობას და ამცირებს ტოქსიკურობას. E ვიტამინის მაღალი დოზებით დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი.
400 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთნ (კუმარინის და ინდანდიონის წარმოებულებთან), ანტიაგრეგანტებთან (კლოპიდოგრელი და დიპირიდამოლი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასპირინი, იბუპროფენი და სხვ.) ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის და სისხლდენის განვითარების რისკს.
კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები, იზონიაზიდი, ორლისტატი, სუკრალფატი და ცხიმის შემცვლელი ოლესტრა ამცირებენ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის შეწოვას.
რკინის მაღალი დოზები აძლიერებენ ორგანიზმში ჟანგვით პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის ციკლოსპორინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება უკანასკნელის აბსორბცია.
ცხოველებზე ექსპერიმენტებში E ვიტამინის ძალიან მაღალმა დოზებმა აჩვენეს A და K ვიტამინების შთანთქმის შეზღუდვა.
რკინის პერორალურ პრეპარატებს შეუძლიათ ნაწლავში E ვიტამინის შთანთქმის შემცირება, ორივე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ორივე პრეპარატი მიღებული იქნას დაახლოებით 4 საათის ინტერვალით.
მალაბსორბციის, E ვიტამინის და K ვიტამინის კომბინირებული დეფიციტის პირობებში, ასევე K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, პერორალური ანტიკოაგულანტების) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა კოაგულაციის სათანადო კონტროლირება, ასევე შესაძლებელია ორგანიზმში K ვიტამინის მკვეთრი შემცირება.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ან პაცინეტებში K ვიტამინის დეფიციტით, არ არის რეკომენდირებული E ვიტამინის გამოყენება სათანადო სამედიცინო დაკვირვების გარეშე, სისხლდენის მომატებულ რისკთან დაკავშირებით.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები. ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 1200 მგ-დან (800 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტი) მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კრეატინურია, კუჭ-ნაწლავური დარღვევები – დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიაში, გულისრევა, მეტეორიზმი; სისხლის შრატში კრეატინკინაზას აქტივობის ზრდა.
ალფა-ტოკოკოფეროლის ხანგრძლივმა გამოყენებამ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 600 მგ-ზე მაღალი დოზით (400 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტი) დღეში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაქვეითება.
აღწერილი გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, ასევე რეაქციებისა, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, რეკომენდირებულია ექიმრან მიმართვა.

ჭარბი დოზირება:
სომპტომები: 400-800 მგ/დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას – არამკაფიო მხედველობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, უჩვეულო დაღლა, დიარეა, გასტრალგია, ასტენია; 800 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას – სისხლდენის განვითარების რისკის ზრდა ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპათომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმელის უკმარისობა, სისხლჩქაცევა თვალის ბადურაში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი,, ჰემოლიზი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა; ნიშნავენ გლუკოკოტრიკოსტეროიდებს, რომლებიც აჩქარებენ ღვიძლში E ვიტამინის მეტაბოლიზმს; სიმპტომატური საშუალებები.

უკუჩვენებები:
გამოყენების უკუჩვენებები შემდეგია:
• მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
• საბავშვო ასაკი (გამოშვების ამ ფორმისათვის, ბავშვებში კაფსულის გადაყლაპვის გაძნელებასთან დაკავშირებით).

ზემოქმედება ავტომობილის ტარების, ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
არ მოქმედებს.

შეფუთვა:
რბილი ჟელატინის კაფსულები, 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 ან 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ჩანართ-ფურცელთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისა და სინოტივისაგან დაცულ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ:
უნიტარული საწარმო “მინსკინტერკაფსი”, ბელარუსის რესპუბლიკა,
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქ. ინჟენერნაია, სახლი 26
ტელ/ფაქსი (+37517) 344-18-66

e-mail: [email protected] , www.mic.by

რიბოქსინი 2% 5მლ #10ა (დარნიცა

4.40 ლარი
4.22 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ასტერა #30ტ

ასტერა

საკვები დანამატი

ჰეპატოპროტექტორული ფორმულა                                                                                                      

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი (Cynara Scolymus) 300 მგ., ალფა-ლიპოის მჟავა (Thioctic Acid) 50 მგ., შიიტაკეს ექსტრაქტი (Lentinus Edodes) 10 მგ., რეიშის ექსტრაქტი (Ganoderma Lucidum) 5 მგ., სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 50 მკგ., ვიტამინი E (DI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 100 ს.ე.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტერატი, ყვითელი ოპადრაი II 85F32410.   

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ასტერა კომბინირებული ჰეპატოპროტექტორია, რომელიც შეიცავს არტიშოკის ექსტრაქტს, ალფა-ლიპოის მჟავას, შიიტაკესა და რეიშის ექსტრაქტებს, სელენსა და E ვიტამინს. არტიშოკი ტრადიციული მედიცინაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ღვიძლისა და სანაღვლე გზების დამცავი საშუალება. ცინარინი და ქლოროგენმჟავა არტიშოკის აქტიურ სუბსტანციებს წარმოადგენს; ეს უკანასკნელნი კი ძლიერი ნაღვლმდენი საშუალებებია – სწრაფად ამცირებს გულძმარვისა და ნაბახუსევის სიმპტომებს ალკოჰოლის მიღების შემდგომ. ნაბახუსევის სინდრომზე არტიშოკის მოქმედების ეფექტი დადასტურებული იქნა კლინიკური კვლევებით. არტიშოკის ექსტრაქტი ამცირებს გულისრევას, პირღებინებას, ნაწლავთა სპაზმსა და აირების დაგროვებას, მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. არტიშოკის შემადგენლობაში არსებულ ფლავონოიდს (ლუთეოლინი) გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება – იცავს ჰეპატოციტებს ოქსიდაციური სტრესისგან; ძლიერი ჰეპატოპროტექტორია; აქვს უჯრედთა რეგენერაციის უნიკალური თვისება. არტიშოკის ძირითადი ფარმაკოლოგიური მახასიათებლებია: ნაღვლმდენი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციის მასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის დამცავი), ანტიჰეპატოტოქსიკური (ღვიძლის დეტოქსიკაციის მასტიმულირებელი), ჰიპოქოლესტერინემიული (ქოლესტერინის დონის შემამცირებელი), ზომიერად გამოხატული შარდმდენი მოქმედება. ალფა-ლიპოის მჟავა  ძლიერი ანტიოქსიდანტია – იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. კლინიკურმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უშლის ტრიგლიცერიდების აკუმულირებას ღვიძლში – შესაბამისად ეწინააღმდეგება ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებას. ალფა-ლიპოის მჟავა თავიდან აცილებს ღვიძლის არაალკოჰოლური სტეატოზის განვითარებას, რაც გამოწვეულია ცხიმის ჭარბი მოხმარებით. ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უშლის სიმსუქნის/გაცხიმოვნების განვითარებას. რეიში და შიიტაკე  მედიცინაში ცნობილი და ფართოდ გამოყენებადი სოკოს სახეობებია. რეიშის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები; მას გააჩნია უნიკალური უნარი ციტოტოქსიკური T უჯრედების აქტივაციის – შესაბამისად, ეწინააღმდეგება სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის მეტასტაზირების რისკს. რეიშის ექსტრაქტი მდიდარია ტრიტერპენებით, ამცირებს მავნე ცხიმის კონცენტრაციას ორგანიზმში, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. შიიტაკე  ძლიერი ჰეპატოპროტექტორული თვისებების მქონე სამკურნალო სოკოს სახეობაა. შიიტაკე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ლენტინანს (1,3 ბეტა-D-გლუკანი), რომელსაც გააჩნია სიმსივნისსაწინააღმდეგო აქტივობა, ციტოქრომ P450 1A ენზიმის ბლოკირების გზით (ითვლება, რომ ციტოქრომ P450 1A ააქტივებს პროკანცეროგენებს, შემდგომში სიმსივნის ფორმირებით). შიიტაკეს ექსტრაქტზე ჩატარებული in vitro კვლევებით დადგენილია მისი ანტიპროლიფერაციული, იმუნომასტიმულირებელი, ანტიმუტაგენური და ჰეპატოპროტექტორული თვისებები. სელენი  უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, იცავს ღვიძლისა და მთელი ორგანიზმის უჯრედებს მძიმე მეტალების ტოქსიკური ზემოქმედებისგან. ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტური ფერმენტი, გლუტათიონპეროქსიდაზა, სელენდამოკიდებულია. ვიტამინი E  გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, მონაწილეობს უჯრედებისა და ღვიძლის ქსოვილის რეპარაციის პროცესში. ტოკოფეროლი ამაღლებს უჯრედის მემბრანის პროტექტორულ თვისებებს, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს, არეგულირებს ცხიმების მეტაბოლიზმს. 

ასტერა კომპლექსური მოქმედების კომბინირებული საშუალებაა: ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, სპაზმოლიზური, ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით.

ასტერა აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, იცავს ჰეპატოციტებს ალკოჰოლური ტოქსინებისგან, ასტიმულირებს მავნე მეტაბოლიტების გადამუშავებისა და განეიტრალების პროცესს ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ამცირებს ქიმიური საშუალებების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე, ასტაბილიზებს ჰეპატოციტების მემბრანებს, აჩქარებს ღვიძლის ქსოვილის რეპარაციის პროცესს, აღადგენს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს. 

ჩვენებები: *მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, *ღვიძლის ქრ. უკმარისობა, *ღვიძლის დაზიანება სხვადასხვა სომატური დაავადების დროს, *ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა, *ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, *ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიკური დაზიანება, *ღვიძლის სხივური დაზიანება (რადიაციული სინდრომი), * ნაბახუსევის სინდრომი, *ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია, *ღვიძლის ციროზი (კომპლექსური მკურნალობა), *არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისა და სხვა ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, *ონკოლოგიური დაავადებები – სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი *ანტიბიოტიკოთერაპია, *ფსორიაზი (კომპლექსური მკურნალობა), *არასწორი კვების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, *სიმსუქნე/გაცხიმოვნება და მის ფონზე განვითარებული ღვიძლის დისფუნქცია, * ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნის პროფილაქტიკა, *ორსულთა ტოქსიკოზი.

დოზირება: 1 ტაბლეტი  2-3_ჯერ დღეში, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. 

განსაკუთრებული მითითებები: ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება იყოს საკვების შემცვლელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები  N30.                                                                                                                                                   

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Vefa Ilac, სტამბული/თურქეთი. 

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.

ვიტ E 30% 20მლ ზეთ. ხსნარი ფლ

7.50 ლარი
7.05 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: უმანი ტექნოლოგი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რიბოქსინი 2% 10მლ #10ა

რიბოქსინი
(RIBOXIN)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:
inosine; 9-ბეტა-D-რიბოფურანოზილჰიპოქსანტინი;

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე;

შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰექსამეთილენტეტრამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1M ხსნარი, საინიექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. რიბოქსინი – ანაბოლური პრეპარატი, გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული მოქმედება. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტირებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).
ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანისას რიბოქსინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც სრულად მოხმარდება ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებს. გამოიყოფა უპირატესად შარდთან ერთად.

ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.

გამოყენების მეთოდები და დოზები. უფროსებს და უფროსი ასაკის ბავშვებს – ინტრავენურად წვეთოვნად ან ნაკადით. თავდაპირველად შეყავთ 200 მგ (10 მლ 2% ხსნარი) ერთხელ დღეში, შემდეგ კარგი ამტანობის შემთხვევაში – 400 მგ-მდე (20 მლ 2%-იანი ხსნარი) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა (საშუალოდ 10-15 დღე).
წვეთოვანი შეყვანისას ვენაში პრეპარატის 2%-იან ხსნარს განაზავებენ 5%-იანი გლუკოზის ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (250 მლ-მდე). პრეპარატი წვეთოვნად შეყავთ ნელა, 40 –60 წვეთი წუთში.
გულის რითმის მწვავე დარღვევების დროს შესაძლებელია ნაკადით შეყვანა ერთჯერადი დოზით 200 – 400 მგ (10 – 20 მლ 2%-იანი ხსნარი).

გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰყპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრის გამწვავება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.

ჭარბი დოზირება. შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა ქავილის, კანის ჰიპერემიის სახით (პრეპარატი მოიხსნება და ტარდება მადესენსიბილიზირებელი თერაპია).

გამოყენების თავისებურებანი. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს გამოყენებისას.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.
რიბოქსინი არ უნდა შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებს,  პრეპარატების ქიმიური შეუთავსებლობიოს თავიდან აცილების მიზნით.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 5 მლ ან 10 მლ ამპულაში; 10 ამპულა კოლოფში. 5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა კოლოფში.

მწარმოებელი. ს/ს “გალიჩფარმა”.
მისამართი.  უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6/8.

ასტაზანდრა #30კაფს

ასტაზანდრა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტი, პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.  

მწარმოებელი კომპანია: Ast aReal®

მწარმოებელი ქვეყანა:  შვედეთი

გამოშვების ფორმა:  640 მგ კაფსულა N 30.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დამზადებულია კომპანია: Zandra Lifescienes -თვის

შემადგენლობა:

ასტაქსანტინი…………4 მგ.

ვიტამინი C………..66 მკგ

ვიტამინი E……….15 მკგ.

ჩვენებები

ოფთალმოლოგია: ასაკობრივი მაკულოპათია, კომპიუტერული ხედვის სინდრომი,დაღლილი თვალი,ცილიარული კუნთის ანთება

მეტაბოლური სინდრომი: სიმსუქნე, მაღალი შემცველობა ტრიგლიცერიდების

დერმატოლოგია: ატოპიური და კონტაქტური დერმატიტი, აკნე.

ფერტილობა: მამაკაცის უშვილობა,სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაცია,ოქსიდაციური სტრესი, ოლიგო-ასთენოტერატოზოოსპერმია,იდიოპათიური უშვილობა,სპერმის ხარისხის გაუმჯობესება ინსემინაციისა და ხელოვნური განაყოფიერებებისათვის მზადების პერიოდში.

კარდიოლოგია: კარდიოპროტექტორი

ნევროლოგია : ნეიროპროტექტორი

დოზირება:

მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. სხავა დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მიღების ხანგრძლივობა:

1-2 თვე, განმეორებითი კურსის შემთხვევასი მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები:

მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

ვიტ E 10% 20მლ ზეთ.ხსნარი ფლ

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ტოკოფეროლი, (2SR)-2,5,7,8-ტეტრამეთილ-2-(4RS, 8RS)-(4,8,12-ტრიმეთილტრიდეცილ) ქრომან-6-ილ აცეტატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ღია-ყვითელი ფერიდან მუქ-ყვითელ შეფერილობამდე მომწარო გემოს გარეშე; შესაძლებელია მისი მომწვანო ელფერი.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 50მგ, 100მგ ან 300მგ ტოკოფეროლის აცეტატს
დამხმარე ნივთიერება- მზესუმზირას რაფინირებული ზეთი.
გამოშვების ფორმა: 5%, 10%, 30% ზეთოვანი ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები. ათქ კლასიფიკაციის კოდი A11HA03
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში მიმდინარე სუნთქვით პროცესებში, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბიოსინთეზში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის დაცვით პროცესებში, აფერხებს სხვადასხვა დაავადებების დროს გააქტივებულ ლიპიდების დაჟანგვის პროცესს. იცავს იმუნურ სისტემას სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.
ვიტამინი E-ს  დეფიციტის დროს ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები კუნთებში, იზრდება კაპილარების განვლადობა და მათი “მტვრევადობა”, დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება აგრეთვე ნერვულ ქსოვილში და ჰეპატოციტებში.
ვიტამინ E-ს  დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილთა ჰემოლიზური სიყვითლის, მალაბსორბციის სინდრომის, სტეატორეის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი E შეიწოვება წვრილ ნაწლავებში, მისი დიდი ნაწილი აღწევს ლიმფაში, უკავშირდება ლოპოპროტეიდებს და სწრაფად ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში, ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად და წყალში ხსნადი გლუკურონიდების და სხვა მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი შიგნით მიღებისას აღინიშნება 6-9სთ-ის შემდეგ.

გამოყენების ჩვენებები:
კუნთების დისტროფიების, დერმატომიოზიტების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, სხვადასხვა კონტრაქტურების, მათ შორის დიუპუიტრენის კონტრაქტურის; სხვადასხვა ფორმების კოლაგენოზების, კერძოდ რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის და ფიბროზიტების  მკურნალობა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ამენორეა, კლიმაქტერული პერიოდი ქალებში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა მამაკაცებში (სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევის დროს).
ახალშობილთა დისტროფია, სკლეროდერმია, ჰიპოტროფია, კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითება ჩვილ ბავშვებში, ჰემოლიზური სიყვითლე და სხვა დაავადებები ბავშვებში.
პრეპარატს იყენებენ კომპლექსური თერაპიის სახით პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებების, ათეროსკლეროზის, დერმატოზების, ფსორიაზის, კანის წყლულოვანი დაზიანებების, ჰიპერტონული დაავადების, მიოკარდიოდისტროფიის, ვირუსული ჰეპატიტის, პარადონტოზის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეული  დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით კეტოაციდოზის და დიაბეტური პოლინეიროპათიების)  დროს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იღებენ პერორალურად. თვალის პიპეტში მოთავსებული 1 წვეთი შეიცავს ტოკოფეროლის აცეტატს 5% ხსნარში-1მგ-ს; 10% ხსნარში-2მგ-ს; 30% ხსნარში-6.5მგ-ს.
პრეპარატის 5% ხსნარს იყენებენ ბავშვთა პრაქტიკაში.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დროს (მიოდისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი და სხვა) პრეპარატი ინიშნება 50-100მგ დღეში 30-60 დღის განმავლობაში, მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ.
მამაკაცებში სპერმატოგენეზის და პოტენციის დაქვეითების დროს-100-300მგ დღეში ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში 30 დღის განმავლობაში.
ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს-100-150მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივი აბორტის, ნაყოფის განვითარების დარღვევის დროს-100-150მგ დღეში ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, მიოკარდიოდისტროფიის, ათეროსკლეროზის დროს-100მგ დღეში ვიტამინ AA–თან კომბინაციაში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-40 დღეს, მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 3-6 თვის შემდეგ.
კანის დაავადებების დროს პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100მგ-ს 20-40 დღის განმავლობაში.
ჩვილ ბავშვებში სკლეროდერმიის, ჰიპოტროფიის და კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითების დროს პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 5-10მგ.
სხვა ჩვენებების დროს პრეპარატის დოზების და მისი გამოყენების ხანგრძლივობის დადგენა აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს დისპეფსიური ცვლილებებით, საერთო სისუსტით, თრომბოფლებიტებით, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, თრომბოზებით მიმდინარე  ჰიპერვიტამინოზის განვითარებას.

უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტოკოფეროლის აცეტატის კომბინაცია რკინის, ვერცხლის პრეპარატებთან, ბენზილპენიცილინთან არ არის ნებადართული. პრეპარატი აძლიერებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს ეპილეფსიის დროს, კარგად შეთავსებადია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ამცირებს ქიმიოთერაპიული საშუალებების გვერით მოქმედებას.
 
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზებით გამოყენება იწვევს ჰიპერვიტამინოზს, აგრეთვე შესაძლებელია კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, კრეატინურია, ჰიპერქოლისტერინემია, ალოპეციის ადგილას თეთრი თმის ზრდა ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის  შეწყვეტა და ნაღვლმდენი საშუალებების მიღება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ კორონარული არტერიების მძიმე ათეროსკლეროზით შეპყრობილ ავადმყოფებს, მიოკარდიუმის ინფარქტის, აგრეთვე თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს. 

შენახვის პირობები და ვადა: მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-2 წელი

შეფუთვა:
20მლ ფლაკონებში
გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: “კიევის ვიტამინების ქარხანა ”
უკრაინა

თევზის ქონი ქაცვ.ზეთ330მგ#100კ

2.30 ლარი
2.21 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: პოლარისი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

არტჰარალი #30ტ

ართჰარალი
ართრიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ართრიტის მკურნალობის ადიუვანტური თერაპია არასტეროიდებთან კომბინაციაში
ართჰარალი ტაბლეტები
შეაფასეთ თქვენი სახსრების მოძრაობის უნარი
ართრიტის სიმპტომები:
• მოძრაობისას ტკივილი სახსრებში
• შებოჭილობის შეგრძნება სახსრებში
• სახსრების დეფორმაცია
• სახსრების შეშუპება
• სახსრების მოძრაობის შეზღუდვა
ართჰარალის მოქმედების მექანიზმი:
Ferrum phosphoricum რკინის და ფოსფორის მინერალური შენაერთი. ადამიანის ორგანიზმში თითეული ინგრედიენტის მოქმედება ხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად , რკინა უზრუნველყოფს ჟანგბადის ცვლის კატალიზაციას, ხოლო ფოსფორი ხელს უწყობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის ზრდის ნორმალიზებას.
Nux Vomica შეიცავს ბრუცინს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურად გამოიყენება სახსრის არეში კუნთოვანი ქსოვილის გაგლეჯის, კუნთოვანი სპაზმის სამკურნალოდ.
Lithium carbonicum ასტიმულირებს სახსრების ჯანსაღ ფუნქციონირებას და უნარჩუნებს ამორტიზაციის უნარს.
Natrum sulphuricum ნაჩვენებია მენჯ-ბარძაყის დეგენერაციული ართრიტის დროს, მუხლის სახსრის შებოჭილობის დროს, რომელიც ძლიერდება ამინდის ცვლილებასთან ერთად, დილით ან კიბეზე ასვლის დოს.
Rhododendron chrysanthum ხასიათდება ძლიერი ზემოქმედებით შემაერთებელ ქსოვილზე და სეროზულ გარსებზე. ძირითადად გამოიყენება პოდაგრის და რევმატიზმის სამკურნალოდ.
Rhustoxicodendron მოქმედებს შემაერთებელ ქსოვილზე, განსაკუთრებით სახსრებზე, მყესებზე, შემაერთ-ქსოვილოვან გარსებზე. ხსნის შებოჭილობას, რომელიც გამოწვეულია დაძაბვით, დაჭიმვით, სიმძიმის სწრაფად აწევით, ცივი და ნესტიანი ამინდის ზემოქმედებით და ა.შ.
მოქმედების მექანიზმი:
• ართჰარალი აინჰიბირებს შარდოვანას სინთეზში მონაწილე ფერმენტებს. რითაც თრგუნავს სახსრების სინოვიალური გარსების ანთებით პროცესებს.
• ართჰარალი ზემოქმედებას ახდენს ლეიკოციტების რაოდენობაზე სასახსრე ჩანთაში, რითაც ამცირებს სასახსრე ჩანთის მემბრანის ანთებას.
• აძლიერებს სისხლის მიწოდებას დაზიანებულ უბანზე, რითაც ხელს უწყობს აღდგენის პროცესების დაჩქარებას სახსრის ქსოვილებში.
ჩვენებები:
• წინასწარგანწყობა ართრიტის მიმართ
• ართრიტის რემისიის სტადია
• ართრიტის მწვავე სტადია (როგორც დამხმარე საშუალება არასტეროიდებთან კომბინაციაში)
• პოდაგრა
გამოყენების წესი:
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში. დოზირება შეიძლება შეიცვალოს ექიმის დნიშნულების მიხედვით
ეფექტური საშუალება სახსრების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
ამცირებს ტკივილს და შებოჭილობას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.
არ აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები და არ იწვევს შეჩვევას.

Don`t copy text!