Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 297

ამს ომეგა-3,6,9 1000მგ #90კაფს

ომეგა 3-6-9

1000 მგ

America Medic & Science

AMS

ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას

უზრუნველყოფს თავის ტვინისა და კანის ჯანმრთელობას

აძლიერებს იმუნურ სისტემას

აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას

• ომეგა 3-6-9 უნიკალური ფორმულა AMS®-ისგან ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრტელობას და ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. იგი, აგრეთვე, ხელს უშლის სასხრების შეშუპებას ართრიტის დროს, ამცირებს წითელ მგლურასთან ასოცირებულ ანთებას, ამცირებს ენდომეტრიოზს.  

• ომეგა 3-6-9 ინარჩუნებს თავის ტვინისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ქავილსა და აქერცვლას ეკზემისა და ფსორიაზის დროს, ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების, ნაწლავებისა და პროსტატის ჯირკვლის ჯანმრთელობას.

• ცხიმოვანი მჟავები – ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 – წარმოადგენს „კარგ“ ცხიმებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების, გულისა და მეტაბოლური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელთა წარმოქმნაც ორგანიზმს არ შეუძლია, მაგრამ აუცილებელია უჯრედის მემბრანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.  

ჩვენება: ლიპიდური ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ღვიძლის გაცხიმოვნება, ინფარქტის, ინსულტის, ძვლის მოტეხილობის შემდგომი პერიოდი, აუტოიმუნური დაავადებები, კანის დაავადებები (ეკზემა, ფსორიაზი, კანის სიმშრალე);

დამატებითი ინფორმაცია

1 კაფსულა შეიცავს/  კონტეინერში 30 კაფსულა

კალორიები  15

კალორიები ცხიმისგან  10

საერთო ცხიმი  1გ

ქოლესტერინი  

თევზის ქონი 350 მგ

ეპა ეიკოზაპენტაენის მჟავა 63მგ

დჰა დოკოზაჰექსაენის მჟავა 42მგ

სელის ზეთი 600 მგ

ალფა-ლინოლის მჟავა 300მგ

ენოთერის ზეთი 50 მგ

გამა-ლინოლის მჟავა 4,5 მგ

ხელატური თუთია  50მგ

ხელს უწყობს დნმ-ის ფორმირებას

აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას და იმუნური სისტემის ჯანმრთელობას

აუმჯობესებს ინულინის მიმართ მგრძნობელობას

AMS® დანამატი თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას, არეგულირებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს.

• თუთია აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. იგი გავლენას ახდენს მრავალ ორგანოთა სისტემაზე და მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ რეაქციებში. იგი აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, სისხლის შედედების გაუმჯობესებას, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციას, და სხვა…

• თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის ფუნქციაში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება თვალში. თუთიის დეფიციტი იწვევს მხედველობის დარღვევებს, ხოლო უკიდურესი დეფიციტი – ბადურაში ცვლილებებს.

• თუთია მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, წარმოადგენს მრავალი ფერმენტის შემადგენელ კომპონენტს, რომლებიც მონაწილეობს უჯრედის ზრდაში, ცილების სინტეზში, ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნებაში, დნმ-ის ფორმირებაში, გენების ტრანსკრიფციის რეგულაციასა და ენერგიის მეტაბოლიზმში.

ჩვენებები: მხედველობის დარღვევა, თმის ცვენა (დიფუზური და კეროვანი ალოპეცია); გამონაყარი კანზე, ეკზემა, ფსორიაზი, უნაყოფობა მამაკაცებში, ფრჩხილების დისტროფია, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2), ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება

დამატებითი ინფორმაცია

1 ტაბლეტი შეიცავს / შეფუთვაში 60 ტაბლეტი

თუთია (თუთიის გლუკონატი)    50 მგ

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, ორკალციუმის ფოსფატი, კაჟი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარის მჟავა.

ამინოვენი 10% 100მლ პედიატრ.

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ (დარნ

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტ B12 200მკგ 1მლ #10ა (თბ)

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 200მკგ ან 500მკგ საინექციო
(CYANOCOBALAMINUM PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Cianocobalaminum (Vitamin B12).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი. ათქ კოდი: B03BA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ერთი ამპულა შეიცავს 200მკგ ან 500მკგ ციანოკობალამინს და 8,8 მგ ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო ხსნარის ფორმით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. იგი მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტის სინტეზში და არეგულირებს სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზს ორგანიზმში.
ფარმაკოკინეტიკა: სისხლში ციანოკობალამინი უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.
ჩვენებები: ვიტამინი В12 წარმოადგენს ჰიპერქრონული ანემიის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს. იგი აგრეთვე გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, პოლინევრიტების, რადიკულიტების, სამწვერა ნერვის ნევრალოგიების, ბავშთა ცერებრალური დამბლის, პერიფერიული ნერვების ტრავმების და რიგი კანის დაავადებების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური, ინტრამუსკულარული და ინტრალუმბალური ინექციები.
ერთჯერადი დოზები მოზრდილებისათვის: 100-500 მკგ, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის: 30მკგ. მიღება დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერკოაგულაცია, ერითრემია, ერითროციტოზი.
ჭარბი დოზირება: მონაცემები არ არის.
გვერდითი მოქმედება: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, აღგზნება, ტკივილები გულის არეში, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და შედედების უნარის კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატს ნიშნავენ სტენოკარდიისა და კეთილ ან ავთვისებიანი ახლადწარმონაქმნების ფონზე.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის შერევა ვიტამინ B1 და ვიტამინ B6-თან ერთ შპრიცში.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატი ამაღლებს ვიტამინ B1-ით გამოწვეული ალერგიული რეაქციების ალბათობას.
პრეპარატი არ მოქმედებს მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვაზე.
შეფუთვა: 1მლ პრეპარატი (200მკგ ან 500მკგ) ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო. ტელ./ფაქსი: 225-29-56

ამეტრიფსი #30ტ

ამეტრიფსი 

ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

 

შემადგენლობა:  2 კაფსულა შეიცავს  : ტრიფსინი 600 ერთ ( 2400 UPS ერთ/მგ), ქიმოტრიფსინი 600 ერთ (1000 UPS ერთ/მგ)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად, ამეტრიფსი ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში.

ჩვენებები:

  • ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავათ.
  • ტრავმატოლოგია და ქირურგია:  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების,  მყესების დაზიანება
  • მეან – გინეკოლოგია:  საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
  • მასტიტები, მასტოპათიები
  • ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია
  • საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები
  • ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს  ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში)

დოზირება: 2 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ.                                                                                                                                                                                                                                     

 

ვიტ B1 5% 1მლ #10ა (დარნიცა)

5.25 ლარი
4.93 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ინსულიპონი 600მგ/50მლ50მლ ინფ

ინსულიპონი

INSULIPON

სავაჭრო დასახელება
ინსულიპონი, Insulipon

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
თიოქტის მჟავა, Thioctic acid

სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოქტის მჟავა 600 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ტრომეტამოლი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი A16AX01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მეტაბოლურ პროცესებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიოქტის (ალფა-ლიპოის) მჟავა – ვიტამინის მსგავსი ენდოგენური ანტიოქსიდანტი კოენზიმური თვისებებით. ორგანიზმში წარმოიქმნება ალფა-კეტომჟავების ჟანგვითი დეკარბოქსილირების დროს.
ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის კონცენტრაციის ზრდას, ასევე აქვეითებს ინსულინორეზისტენტობას, მონაწილეობს ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულირებაში, ასტიმულირებს ქოლესტერინის ცვლას.
თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო თიოქტის მჟავა იცავს უჯრედებს დაშლის პროდუქტებით დაზიანებისაგან, ამცირებს ცილების პროგრესიული გლიკოზილირების შუალედური პროდუქტების წარმოქმნას ნერვულ უჯრედებში შაქრიანი დიაბეტის დროს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ენდონევრულ სისხლის მიმოქცევას, ზრდის ანტიოქსიდანტის გლუტატიონის ფიზიოლოგიურ შემცველობას. ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებას, ახდენს ზემოქმედებას გლუკოზის ალტერნატიურლ მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტის დროს, ამცირებს პათოლოგიური მეტაბოლიტების დაგროვებას პოლიოლების სახით, რითაც ამცირებს ნერვული ქსოვილის შეშუპებას. ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილეობს წყალობით, თიოქტის მჟავა ზრდის ფოსფოლიპიდების, კერძოდ, ფოსფოინოიზიტის ბიოსინთეზს, რის გამოც აუმჯობესებს უჯრედული მემბრანების დაზიანებულ სტრუქტურას; ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნერვული იმპულსების გატარების ნორმალიზებას.
თიოქტის მჟავა აღმოფხვრის ალკოჰოლის მეტაბოლიტების ტოქსიკურ გავლენას (აცეტალდეჰიდი, პიროყურძნის მჟავა), ამცირებს თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ამცირებს ენდონევრულ ჰიპოქსიას და იშემიას, ასუსტებს რა პოლინეიროპათიის გამოვლინებებს პარესთეზიების, წვის შეგრძნების, კიდურების ტკივილის და გაბუჟების სახით.
ამგვარად თიოქტის მჟავა ახდენს ანტიოქსიდანტურ, ნეიროტროფულ, ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას, აუმჯობესებს ლიპიდების მეტაბოლიზმს.
ფარმაკოკინეტიკა
თიოქტის მჟავას ინტრავენური შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 30 წუთის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 20 მკგ/მლ, ფართობი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” – დაახლოებით 5 მკგ•სთ/მლ. გააჩნია ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტი.
მეტაბოლიტების წარმოქმნა ხდება გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვის და კონიუგაციის შედეგად.
განაწილების მოცულობა – დაახლოებით 450 მლ/კგ. საერთო პლაზმური კლირენსი – 10-15 მლ/წთ/კგ.
გამოიყოფა თირკმელებით (80-90%), ძირითადად მეტაბოლიტების სახით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი – დაახლოებით 25 წუთი.

გამოყენების ჩვენებები
– დიაბეტური პოლინეიროპათია;
– ალკოჰოლური პოლინეიროპათია.

გამოყენების წესი და დოზირება
საინექციო ხსნარი ინსულიპონი გამოიყენება ინტრავენურად დოზით 600 მგ დღეში (1 ფლაკონი). ინტრავენური თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით თიოქტის მჟავა გამოიყენება პერორალური ფორმით დოზით 300-600 მგ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას და მისი გამეორების აუცილებლობას განსაზღვრავს ექიმი.
ინსულიპონი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 12 წუთის განმავლობაში. ინფუზია უნდა ჩატარდეს ნელა (შესაყვანი თიოქტის მჟავას რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს წუთში, ანუ ხსნარის 4,2 მლ წუთში).
შესაძლებელია ხსნარის ინტრავენური შეყვანა ინფუზომატის დახმარებით, ამ შემთხვევაში შეყვანის დრო ასევე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 წუთს.
მოქმედი ნივთიერების სინათლისადმი მგრძნობელობის გამო, ფლაკონი ამოღებული უნდა იქნას კოლოფიდან უშუალოდ გამოყენების წინ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

არასასურველი რეაქციები
ქვემოთ მოყვანილი არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირად (≥ლ/100, მაგრამ სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები, აუტოიმუნური ინსულინის სინდრომი.
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად – დისგევზია; ძალიან იშვიათად – კრუნჩხვები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ოფლიანობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად – დიპლოპია, არამკაფიო მხედველობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად – გულისრევა, ღებინება.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად – პურპურა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე: ხშირად – სწრაფი ინტრავენური შეყვანისას ქალასშიდა წნევის მომატება და სუნთქვის გაძნელება, რაც თავისთავად გადის; ძალიან იშვიათად – გაღიზიანება შეყვანის ადგილზე.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის კუნთში შეყვანა.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატ ინსულიპონს, თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მოხმარებისაგან.
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით თერაპიის საწყის სტადიაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ინსულინის დოზის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის შემცირება, ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატის პარენტერალური გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე, ამიტომ საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება. არასასურველი რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, ქავილი, სისუსტე და ა.შ.) მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გატყობინებთ შემთხვევებს თიოქტის მჟავით აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის მკურნალობის შესახებ. პაციენტები, ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის გენოტიპით, როგორიც არის ალელი HLA-DRBI* 04:06 და HLA-DRBI* 04:03, უფრო მგრძნობიარეები არიან აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის განვითარების მიმართ თიოკტის მჟავით მკურნალობისას. ალელი HLA-DRBI* 04:03 (მიდრეკილება აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის მიმართ: 1,6) განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით სამხრეთის უმაღლესი გავრცელების თეთრი ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში, და ალელი HLA-DRBI* 04:06 (თანაფარდობა მიდრეკილების კოეფიციენტთან აუტოიმუნური ინსულინის სინდრომის მიმართ: 56,6) განსაკუთრებით გავრცელებულია იაპონიისა და კორეის პაციენტებში.
სპონტანური ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებთან, რომლებიც იღებენ თიოკტის მჟავას, უნდა გატარდეს დიფერენციული დიაგნოზი აუტოიმუნური ინსულინის სინდრომთან.
ინსულიპონის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია შარდის უჩვეულო სუნი.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის ტარების დროს და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებისას, რაც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ინსულიპონის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენსიურ რისკს ნაყოფისათვსი ან ბავშვისათვის.

გამოყენება პედიატრიაში
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში მონაცემების არარსებობასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თიოქტის მჟავა შედის რეაქციაში ლითონების იონურ კომპლექსებთან (მაგალითად, ცისპლატინთან), ამიტომ ცისპლატინის ეფექტურობა მცირდება პრეპარატთან ერთდროულად გამოყენებისას.
თიოქტის მჟავა წარმოადგენს ლითონების ჰელატორს, ამიტომ არ შეიძლება მისი ერთდროულად გამოყენება ლითონის შენაერთებთან (რკინის, მაგნიუმის პრეპარატებთან, რძის პროდუქტებთან, რადგანაც ისინი კალციუმს შეიცავენ).
ინსულიპონის გამოყენებისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით შესაძლებელია ინსულინის და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება, ამიტომ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიაზე, რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი. ჰიპოგლიკემიის სიმტპომების თავიდან ასაცილებლად ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის შემცირება.
ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება წარმოადგენს ნეიროპათიის კლინიკური სურათის განვითარების და პროგრესირების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ინსულიპონით მკურნალობის პროცესზე. ამიტომ პაციენტებისათვის დიაბეტური პოლინეიროპათიით ჩვეულებრივ რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავება.
ალკოჰოლის გამოყენების შეზღუდვა ასევე ეხება შესვენებას მკურნალობის კურსებს შორის.
თიოქტის მჟავას საინფუზიო ხსნარი შეუთავსებელია დექსტროზას ხსნართან, რინგერის ხსნართან და ხსნარებთან, რომლებიც შეიძლება შევიდნენ რეაქციაში დისულფიდურ ან SH-ჯგუფებთან.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი. ცალკეულ შემთხვევებში 10 გ-ზე მეტი თიოქტის მჟავის მიღებისას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან კომბინაციაში, აღინიშნებოდა სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ინტოქსიკაციის ნიშნები. მძიმე ჭარბი დოზირების სურათი ვლინდება გენერალიზებული კრუნჩხვებით, ლაქტაციდოზით, სისხლის შედედების მძიმე დარღვევებით.
მკურნალობა: სიმპტომატური. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მძიმე ინტოქსიკაციის მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

გამოშვების ფორმა
50 მლ საინექციო ხსნარი მუქი მინის ფლაკონებში, მოხუფული ბრომბუთილკაუჩუკის საცობით, Flip-off ტიპის კომბინირებული ალუმინის თავსახურით.
1 ფლაკონი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“ინსუფარ ლაბორატორის ილაჩლარი ლიმიტედ შირკეტი”, თურქეთი
(“INSUPHAR LABORATORIES İLAÇLARI LİMİTED ŞİRKETİ”, TURKEY).
წარმოებულია
“მეფარ ილაჩ სანაიი ა.შ.”, თურქეთი (რამაზანოგლუ მახ. ენსარ ჯად. #20, 34906 კურტკოი-პენდიკ/სტამბული)

“Mefar İlaç Sanayii A.Ş.”, Turkey (Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No: 20, 34906 Kurtköy-Pendik / İstanbul).

ამარინი #30ტ

ამარინი

AMARIN

საკვები დანამატი

მოზრდილებისა  და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ მგზავრობას  სატრანსპორტო საშუალებით.

ამარინი  მცირე ზომის, ადვილად გადასაყლაპი, მცენარეული ტაბლეტებია ვიტამინების კომპლექსით, საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ  მგზავრობას სატრანსპორტო საშუალებებით: მანქანა, ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი და ა.შ.

ამარინი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინი B6-ის და კოჭას ფესურას ექსტრაქტს. ამარინის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი B6-ის დეფიციტი წარმოადგენს გულისრევის ერთ-ერთ მიზეზს. ვიტამინი B6 ამცირებს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას. კოჭას ფესურას ექსტრაქტი მოქმედებს კუჭის წვენის და ნერწყვის სეკრეციაზე.

რეკომენდებული  დღიური დოზა: მიიღეთ 1-2 ტაბლეტი, სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალით.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან – მაქსიმალური დღიური დოზა 8 ტაბლეტი დღეში.

ბავშვები 1 დან -4 წლამდე – მაქსიმალური დღიური დოზა 3 ტაბლეტი დღეში.

სიფრთხილის ზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

% RDA* 1 ტაბლეტში

8 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა)

% RDA* 8 ტაბლეტში

კოჭას ფესურას მშრალი ექსტრაქტი (Zingiber officinale)      

75 მგ

(300 მგ)**

600 მგ   

 (2400 მგ)**

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

0.5 მგ

36 მგ

4 მგ

288

* რეკომენდებული  დღიური დოზა

** ნედლეულის რაოდენობა

შემადგენლობა: კოჭას ფესურას (Zingiber officinale) მშრალი ექსტრაქტი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი), სილიციუმის დიოქსიდი (დამატენიანებელი), მაგნიუმის სტეარატი (წებოვნების საწინააღმდეგო), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი).

შეფუთვა: 30 ტაბლეტი (3.6 გ).

შენახვის პირობები:  შეინახეთ საკვები დანამატები მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories sc, 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP, 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო.

www.pharmacylaboratories.com

ამვასტანი 20მგ #30ტ

57.54 ლარი
54.09 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ინსულიპონი 600მგ #30ტ

49.07 ლარი
46.13 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!