26.40 ლარი
24.82 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
26.40 ლარი
24.82 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
დუომაგი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების ინსტრუქცია
მაგნიუმის ორი ფორმა ხანგრძლივი მოქმედებისთვის
შედგენილობა: თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
მაგნიუმის ოქსიდს 613,62 მგ (370 მგ მაგნიუმის ექვ.)
მაგნიუმის ციტრატს 158,644 მგ (30 მგ მაგნიუმის ექვ.)
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 6,08 მგ (5 მგ ვიტამინი В6-ს ექვ.)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დაფარვის შედგენილობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი
ერთი კაფსულა შეიცავს:
|
| კღმმ* |
მაგნიუმი | 400 მგ | 107 % |
ვიტამინი В6 | 5 მგ | 357% |
კღმმ* – კვებითი ღირებულების მიმართებითი მნიშვნელობა
რას წარმოადგენს დუომაგი და როგორ მოქმედებს ის?
დუომაგის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მაგნიუმი და პირიდოქსინი. მაგნიუმი – ყველაზე გავრცელებული ელემენტია სხეულის ძვლებში, კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. ეს მინერალი მონაწილეობას იღებს უამრავ ბიოქომიურ რექციაში და წარმოადგენს კუნთების, მათ შორის, გულის და ნერვული სისტემის, ფუნქციონირების მნიშვნელოვან კომპონენტს. მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ცილების ნორმალურ მეტაბოლიზმს და სინთეზს. გარდა ამისა, მაგნიუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მაგნიუმის დახმარებით ორგანიზმი ადვილად უმკლავდება დაღლას.
შედგენილობაში შედის მაგნიუმის 2 ფორმა: მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის ციტრატი. მაგნიუმის ოქსიდი შეიცავს 6-12-ჯერ მეტ სუფთა მაგნიუმს, ვიდრე მაგნიუმის მარილები. მეორეს მხრივ, მაგნიუმის ციტრატი არ აღიზიანებს კუჭს, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ორი ფორმა ერთად ერთმანეთს ავსებს, შედეგად დგება პროლონგირებული ეფექტი.
ამ ფორმულაში მაგნიუმი იმყოფება კომბინაციაში В6 ვიტამინთან, რომელიც მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულირებაში და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვას და მის მოხვედრას უჯრედში.
გამოყენების რეკომენდაციები:
მაგნიუმის დადგენილი დეფიციტი, იზოლირებული ან დაკავშირებული სხვა დეფიციტურ მდგომარეობებთან, რომელთაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, გახშირებული გულისცემა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი და სპაზმები, ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებში.
უკუჩვენება:
ბად-ის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
დოზირების რეჟიმი:
შინაგანად. მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოყენებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
წარმოებულია:
LADYHEALTHCARELLP–თვის
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: დსს “Aconitum”
ლიტვა
ფიტოპროგესტი
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციმიციფუგას (Black Cohosh) მშრალი ექსტრაქტი -250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არაჰორმონული ანტიკლიმაქტერული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიტოპროგესტი – მცენარეული წარმოშობის, ესტროგენის მსგავსი პრეპარატია, ანტიკლიმაქტერული და დამამშვიდებელი მოქმედებით. აქტიური კომპონენტები შეიცავენ ორგანოსელექციურ და მაღალსპეციფიურ ფიტოესტროგენებს, გამოხატული დოფამინერგული მოქმედებით. ფიტოპროგესტი გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს, პრე- და კლიმაქტრულ პერიოდში, ასევე რეპროდუქტიულ ასაკში ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური კომპონენტები უკავშირდებიან ესტროგენულ რეცეპტორებს, (მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ – ოვარიულ სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას. რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებით. ფიტოპროგესტი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ძვლოვან ქსოვილში, რაც დასტურდება რეპარაციული პროცესების ბიოქიმიურ მარკერებზე ზემოქმედებით(ძვალ-სპეციფიური ტუტე ფოსფატაზა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი). კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფიტოპროგესტის მოქმედება უტოლდება კონიუგირებული ესტროგენების ეფექტს, მენოპაუზის დროს არსებული დარღვევების შესაფასებელი MRS შკალით. ფიტოპროგესტი ასტიმულირებს საშოს ზედაპირული ეპითელიოციტების პროლიფერაციას, არ იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის დაქვეითებას ნორმალური მაჩვენებლის ქვემოთ, რითაც ხელს უწყობს საკუთარი ესტროგენების პროდუქციას და საკვერცხეების ფუნქციის შენარჩუნებას. ფიტოპროგესტი, ესტროგენული პრეპარატებისგან განსხვავებით, არ ახდენს ენდომეტრიუმის პროლიფერაციის ინიცირებასა და სარძევე ჯირკვლის ესტროგენდამოკიდებული კარცინომის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას..
ფიტოპროგესტის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.
ჩვენებები:
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა. კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების დროს, პაციენტებში, რომლებიც გადიან ან გაიარეს მკურნალობის კურსი.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.
დამოკიდებულება სხვა მედიკამენტებთან:
ესტროგენის მსგავსი პრეპარატების მოქმედების გაძლიერების გამო, ფიტოპროგესტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს 1 დან 6 თვემდე, დანიშვნის ჩვენებებიდან გამომდინარე. კლიმაქტერული სიმპტომების აღმოსაფხვრელად სასურველია მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.
გამოშვების ფორმა:
15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.
30.10 ლარი
28.30 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
34.34 ლარი
32.27 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
30.10 ლარი
28.30 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ხელა-ფერ მედ +
ახალი თაობის რკინა
რაოდენობა შეფუთვაში: N 30 კაფსულა
ხელა-ფერ მედ + არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელშიც რკინა წარმოდგენილია ხელატური ამინომჟავების სახით ალბიონი ® (რკინის ბისგლიცინატი), რომელიც გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით.
ხელა-ფერ მედ + მახასიათებლები:
უფრო მეტიც, ხელა-ფერ მედ + აქვს:
Albion® -ის რკინის ამინო აციდური ხელატი სრულიად ჰიპოალერგიულია (აშშ პატენტი N 7,838,040), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პროდუქტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კვებითი ღირებულება | |||
ინგრედიენტები | 1 კაფსულა | 100 გ | |
ენერგეტიკული ღირებულება | 5,4კჯ/1,3 კკალ | 1338კჯ/319კკალ | |
ცხიმი | 0.6 გ | ||
მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები | 0,6 გ | ||
ნახშირწყლები | 0,1 გ | 36 გ | |
მათ შორის შაქარი | 0,01 გ | 2,3 გ | |
ცილა | 0,2 | 42,5 გ | |
რკინა | 30 მგ | 7,5 გ | |
შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი (რკინის ამინოაციდური ხელატი), მალტოდექსტრინი – შემავსებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა -შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი – შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, კაფსულა( ჟელატინი – კაფსულის კომპონენტი, ფერი: ტიტანიუმის დიოქსიდი).
რეკომენდაცია გამოიყენებისთვის:
რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: Olimp Laboratories Sp. z o.o
დორადო® – Dorado®
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს: საერთო ომეგა-3 –1000 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 360 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 240 მგ., L-არგინინი- 100მგ., L კარნიტინი- 50მგ., თუთიის ოქსიდი- 10მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ., ვიტამინი A- 150მკგ., ვიტამინი D- 5მკგ., ვიტამინი ჩ- 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბანანის ნატურალური არომატიზატორი, დამტკბარი მანტიტოლით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად. L-არგინინი ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს არტერიულ წნევას. L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტემინების მსგავსი ნივთიერებაა, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ ამტანობას. თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ. E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს. ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. დორადო® აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. დორადო® უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები:
დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 4 წლამდე: 2,5 მლ. 1-ჯერ დღეში; 4-9 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 9-14 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 14 წელი და ზემოთ: 15 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი ბანანის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.
მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye
საკვები დანამატი.
შელფერუმი SHELLFERRUM
შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი – 360 მგ
ვიტმინი-B 6 4,0 მგ
ვიტამინი C – 80 მგ
ფოლის მჟავა – 300 მკგ
ვიტამინი B12 – 15 მკგ სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe)დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (Hბ)შემადგენლობაში. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებაში: მონაწილეობას ღებულობს პურინის და პირიმიდინის ფუძეების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ერითროპოეზის პროცესისათვის, აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12 აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს სისხლის შედედებას, დამჟავება – აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის და ნორმობლასტების განვითარებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადსხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• ფოლიუმის მჟავის დეფიციტი.
სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთაასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოყენების წესი და დოზირება:
შელფერუმი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობა – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსი HB-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: შელფერუმი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოსკოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია“SHELBY PHARMA” დიდი ბრიტანეთი.
MANUFACTURED BY
Gricar Chemical S.r.l
Via San Giuseppe 18/20,
Brugherio (MB) ITALY
დოპელჰერც აქტივი
ფოლის მჟავა +ვიტამინები B6+B12+C+E
DoppelHerz Activ Folic Acid + Vitamins B6+ B12+C+E
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30 (3X10)
1 ტაბლეტი შეიცავს: 600 მკგ ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C – 300მგ, ვიტამინი E-36მგ, ვიტამინი B6 – 6. 0მგ, ვიტამინი B12 – 5.0mკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლიუმის მჟავა – ეს სიცოცხლისათვის აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება მრავალი სახის ნივთიერებათა ცვლისათვის.
ფოლიუმის მჟავა შედარებით აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავას და ზოგიერთი ამინომჟავას სინთეზში, შედეგად, ფოლიუმის მჟავა აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესისათვის. ფოლიუმის მჟავა ასევე, გადამწყვეტ როლს ასრულებს ერთ-ერთი ამინომჟავის – ჰომოცისტეინის ცვლაში. ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი B12-ის ზემოქმედებით ჰომოცისტეინი გარდაიქმნება სხვა ამინომჟავად – მეთიონინად, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხიმების ცვლის დროს. დამტკიცებულია, რომ სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის მომატებული კონცენტრაცია ზრდის ათეროსკლეროზის რისკს, ვინაიდან ამ დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. საბოლოოდ, ამას მივყავართ სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებამდე. გარდა ამისა, ჰომოცისტეინი ზრდის სისხლის შედედებას. ფოლიუმის მჟავას უკმარისობა არღვევს ნორმალურ სისხლწარმოქმნის პროცესს. მისი 4-5 თვიანი დეფიციტის დროს შესაძლებელია ანემიის რომელიმე ფორმის განვითარება (მეგალობლასტური – სისხლის ანომალიური უჯრედების წარმოშობა). კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავას საკმარისი მიწოდება ამცირებს ახალშობილთა სიმახინჯეების რისკს, კერძოდ, გამოწვეულს ნერვული ღეროს დეფექტებით. ფოლიუმის მჟავას დღიური მოთხოვილებაა 400მკგ, ეს დოზა საკმარისია ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ. ორსული ქალი ყოველდღიურად უნდა იღებდეს 600 მკგ ფოლიუმის მჟავას. მაქსიმალურ დღეღამურ დოზას წარმოადგენს – 1000მკგ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავას მარაგის შექმნა, ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და მთელი ორგანიზმის ჯანსაღად შენარჩუნებისათვის საჭიროა ზრუნვა მის მუდმივად მიწოდებაზე.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, აქვს კანის დაცვითი ფუნქცია, ხელს უწყობენ ზრდას.
ვიტამინი B12 – აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისათვის, ასევე, ანემიის განვითარების საპროფილაქტიკოდ. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების ცვლაში, რაც მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი C – უჯრედული დაცვის ვიტამინი,
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. მონაწილეობს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაში, შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის შენარჩუნებაში.
ვიტამინი E – ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, ხელს უშლის კაპილარების განვლადობის და სიხისტის ზრდას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.
დეპო ტაბლეტები უზრუნველყოფენ ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამონთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ათვისებას ორგანიზმის მიერ.
ჩვენებები
უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისათვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორად გაყოფა.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 2.4 კკალ/10.1 კჯ და 0.003 პურის ერთეულს.
აქვს ნეიტრალური გემო და სუნი
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში