Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 305

ფემოლი 40მგ #20ტ

ფემოლი
Cimicifuga

სავაჭრო დასახელება: ფემოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Cimicifuga racemosa

ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.

კლიმაქსის საწინააღმდეგო  საშუალება

შემადგენლობა
ფემოლის  ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.

მოქმედების მექანიზმი
ფემოლი მცენარეული წარმოშობისაა. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები-ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ფემოლს  ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით. ფემოლის მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღების დაწყებიდან 2 კვირაში.

გამოყენების რეკომენდაცია:
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
– სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
– გაძლიერებული ოფლიანობა;
– თავბრუსხვევა;
– თავის ტკივილი;
– მომატებული გაღიზიანებადობა;
– ხასიათის ლაბილობა;
– ძილის დარღვევა;
– გულისცემის გაძლიერება.

უკუჩვენება
– ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ფემოლის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ფემოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი
ფემოლი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს.
ფემოლის  ტაბლეტები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
ფემოლის  მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, ფემოლის  შემდაგენელი კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად – დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
 ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 40 მგ; 20 ტაბლეტი ფლაკონში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი.

მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA

ფერუს-S 50მგ/5მლ150მლ სიროფი

ფერუს-S 

(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სიროფი)

 

 

შემადგენლობა:

თითოეული 5მლ შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ექვივალენტური ელემენტარული რკინის     50მგ

არომატიზებული სიროფის ბაზა          q.s.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ATC Code: B03AB05

თერაპიული კატეგორია:

ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები.

მოქმედების მეთოდი:

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ფერუსი შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის სტრუქტურა მსგავსია ბუნებრივი რკინის – ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა (III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტირების გზით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში, ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინის მეშვეობით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. პრეპარატი ფერუსის გამოყენებისას არ ხდება კბილებზე ლაქების წარმოქმნა.

გამოყენების ჩვენებები: ფერუს-S ინიშნება

– რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის;

– ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის.

უკუჩვენებები: ფერუს -S უკუნაჩვენებია

– ჰიპერმგრძნობელობა;

– ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი);

– ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია;

– პეპტური წყლულის  მწვავე სტადია;

– წყლულოვანი კოლიტი

– რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);

– რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლის დროს (ტყვიის ანემია, ანემია, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია

კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე პრეპარატის გამო ორსულობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 სთ. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება ჭამის შემდეგ (წვეთები და სიროფი – შერეული ხილის, ბოსტნეულის წვენებთან ან უალკოჰოლო სასმელთან). დღიური დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის სიმწვავეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

ფერუს -S-ის სადღეღამისო დოზა (პერორალური სიროფი)

5-15 წლის ასაკის ბავშვები

მოზრდილები

ელემენტარული რკინის 50-100 მგ დღეში ანუ 5მლ 1-2 -ჯერ დღეში, ჭამის დასრულებისთანავე

ელემენტარული რკინის 100-200 მგ ანუ 10-20 მლ ჭამის დასრულებისთანავე

*თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვა დოზა

კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში – რკინის მარაგის შევსებამდე.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება შეინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

სიფრთხილე:

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წვეთები და სიროფი შეიცავს შაქარს.

შეფუთვა:

ფერუს-S: მუქი ყავისფერი სიროფი ქარვისფერ პლასტმასის150მლ ბოთლში, საზომი კოვზი, მოთავსებული შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ ტემნერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

ფერუს-S სიროფი პერორალური მიღებისთვის 3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია ინდოეთში

სკოტიშფარმა

მუმბაი

ინდოეთი

ტრიბესტანი 250მგ #60ტ

ტრიბესტანი
(Tribestan)

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ტრიბესტანი 250მგ
/შეიცავს არანაკლებ 112.5 ფუროსტანოლურ საპონინს/

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ზოგადმატონიზებელი საშუალება

ჩვენება
გამოიყენება, როგორც ზოგადმატონიზებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვების დროს და აგრეთვე მძიმე დაავადებების შემდგომ გამოჯანსაღებისა და ძალების აღდგენის  დასაჩქარებლად.
მამაკაცებში გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსური მკურნალობისას სქესობრივი სისუსტის დროს, იდიოპათიური ოლიგოასთენოტერატოზოოსპერიმიით განპირობებული უნაყოფობის (სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის კლება სრულ გაქრობამდე) და აზოოსპერმიის დროს იმუნოლოგიური უნაყოფობის შეთხვევაში, ლიბიდოს გასაძლიერებლად, ერექციის ძალისა და ხანგრძლივობის მოსამატებლად.
ქალებში გამოიყენება ფრიგიდულობის, ენდოკრინული უნაყოფობის, კლიმაქტერული სინდრომის დროს.
დისლიპოპროტეინემიის დროს იგი ამცირებს ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას.

უკუჩვენება
არ არის ცნობილი

რეკომენდაციები
კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალების მკურნალობის დროს სამკურნალო დოზიდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირების ან შეწყვეტის  პირობებში შესაძლებელია კლიმაქტერული სიმპტომოკომპლექსის მეორადი გამოვლენა.

სპეცილური მითითებანი
ტრიბესტანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული. ორსულობის დადგენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. იგი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრირების უნარზე, და აქედან გამომდინარე შეიძლება იქნეს გამოყენებული მძღოლების და მანქანების ოპერატორების მიერ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტრიბესტანის კომბინირებული გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც განაპირობებენ ოვულაციის სტიმულაციას ქალებში უნაყოფობის დროს, იწვევს პრეპარატების მოქმედების ორმხრივ გაძლიერებას.  

გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ამტანობაზე.
როგორც მატონიზებელი საშუალება  გამოიყენება 1-2 ტაბლეტი დღეში სამჯერ ჭამის დროს. მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება  პაციენტის მდგომარეობის სიმძიმითა და თავისებურებით. ასეთ შემთხვევებში ინიშნება: 1-2 ტაბლეტი დღეში 3 ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა იმპოტენციისას იმპოტენციო ცოეუნდი) – არანაკლებ 40-50 დღისა, უნაყოფობის დროს – 70-90 დღე.
ქალებშიც მკურნალობა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება მენსტრუალური ციკლის 1-დან მე-12 დღის ჩათვლით. პოსტმენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა გრძელდება 60-90 დღე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზა მცირდება 2 ტაბლეტამდე დღეში, შემანარჩუნებელი დოზის მიღება  გრძელდება 50-60 დღის განმავლობაში (შემანარჩუნებელი დოზა).
ტრიბესტანი დოზით 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში გამოიყენება დისლიპოპროტეინებიის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.
ტრიბესტანის გამოყენება დღეში სამჯერ 1 ტაბლეტის ოდენობით დასაშვებია 1 წლის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების დროს საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება და კუჭის ამორეცხვა. მომატებული ნერვული აგზნებადობის სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში  გამოიყენება დიაზეპამი ინტრავენურად 5-10 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები
არ მოიპოვება მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ.

შენახვის წესები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა
გამოშვების თარიღიდან 2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მონაცემები შეფუთვის შესახებ
10 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერში, რომელიც დამზადებულია ალუმინის ფოლგისაგან. 6 ბლისტერი მოთავსებულია ერთ მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი
ურეცეპროდ

მწარმოებელი ფირმა და მისამართი
სოფარმა, ბულგარეთი
სოფია, ილიენსკოს შოსე #16

დოპელჰერცი ფლუ სტოპი#15ტ

 დოპელჰერცი ® აქტივი 

ფლუ სტოპი

Zinc+selenium+vitamin C+B12+D3

იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და უჯრედების დასაცავად

ლიმონის არომატით

  • 800 მგ ვიტამინი C
  • 25 მკგ ვიტამინი D3
  • 30 მკგ ვიტამინი B12
  • 10 მგ თუთია
  • 55 მკგ სელენი

დღეში ერთხელ

15 წყალში ხსნადი ტაბლეტი

ვიტამინი C, ვიტამინი D, ვიტამინი B12 და თუთია ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუთია და სელენი ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან.

რეკომენდირებულია: მიიღოთ ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად. გახსენით  ჭიქა წყალში (200 მლ) და დალიეთ. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას! საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად. პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ეს პროდუქტი არ არის შესაფერისი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირთათვის, ორსული და მეძუძური ქალებისათვის. შეინახეთ მშრალ ადგილას და

25 ° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შემადგენლობა: ლიმონის მჟავა, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, L- ასკორბინის მჟავა, სორბიტოლი,

მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კარბონატი, ინულინი, თუთია გლუკონატი, ტრიკალციუმის ფოსფატი,

სახამებელი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზირებული, ციანოკობალამინი, ნატრიუმის საქარინი, ქოლეკალციფეროლი, ნატრიუმის სელენიტი, რიბოფლავინი -5´-ფოსფატი.

ენერგეტიკული ღირებულება:

ერთი ტაბლეტი შეესაბამება 12 კკალ / 50 კჯ-ს.

15 წყალში ხსნადი ტაბლეტი = 94,5 გრ

სერია და გამოშვების  თარიღი: იხ. ტუბის ყვემოთ.

შენახვის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი:  

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74

24941 Flensburg

Germany

email: [email protected]

www.queisser.com

ფერუს-C 100+500მგ#30კაფს

 ფერუს-C

(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის და ფოლის მჟავას კაფსულები)

 

 

შემადგენლობა:

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ექვივალენტური ელემენტარული რკინის  100მგ

ფოლის მჟავა BP  550 მკგ

დამხმარე ნივთიერებები   q.s.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა/ ფოლის მჟავა

ATC Code: B03AD

თერაპიული კატეგორია:

ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები

მოქმედების მეთოდი:

კომბინირებული პრეპარატი ასტიმულირებს ერითროპოეზს რკინადეფიციტური ანემიის დროს.

ფერუს-C შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით და ფოლის მჟავას. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სტრუქტურული ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის რკინის (III) ნაერთი მსგავსია ბუნებრივი რკინის – ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა(III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. ფოლის მჟავა – ვიტამინი B ჯგუფი, ასტიმულირებს ერითროპოეზს და მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინის, პირიმიდინის სინთეზში და ქოლინის ცვლაში. პრეპარატი ფერუს-C არ ახდენს კბილებზე ლაქების წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები: ფერუს-C ინიშნება

– რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის

– ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის

უკუჩვენებები: ფერუს C უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს

– ჰიპერმგრძნობელობა

– ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი)

– ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია

– პეპტური წყლულის  მწვავე სტადია

– წყლულოვანი კოლიტი

– რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);

– რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლა (ტყვიის ანემია, ანემიას, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია

კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე ორუსლობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.

დოზირება და მიღების წესი:

დღიური დოზაა ერთი კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში, 2 კაფსულა დღეში ან ექიმის მითითების მიხედვით. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრლძივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში –  რკინის მარაგის შევსებამდე.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ვარგისობის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან.

წარმოებულია ინდოეთში

სკოტიშფარმა მუმბაი ინდოეთი

 

დოპელჰერცი ომეგა-3 საბ#30ტ საღ

საღეჭი კაფსულები თევზის ქონით   და A, D, E და C ვიტამინებით

დოპელ ჰერც აქტივის საღეჭი კაფსულები შეიცავს:  ომეგა-3  უჯერ ცხიმოვან მჟავებს ვიტამინ A, D, C და E-სთან კომბინაციაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის. 

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.  

მიმდინარე სამეცნიერი კვლევები აჩვენებს დადებით ეფექტს  დღის რაციონის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებისას.ამ დროს უმჯობესდება ბავშვებში: კონცენტრაცია, სწავლის უნარი და მეხსიერება. 

ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა პროდუქტი დოპელ ჰერცი® აქტივი ომეგა-3  +

ვიტამინი A+D+E+C საბავშვო საღეჭი კაფსულები, ლიმნის გემოთი.  ის დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს: ორაგულის სუფთა ქონს და  აუცილებელ ცხიმოვან მჟავას DHA-ს (დოკოზაჰექსანის მჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანის მჟავა), აგრეთვე მნიშვნელოვანი  ვიტამინების კომბინაციას, რომლებიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. 


რა შედეგი აქვს  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას:

ბავშვების ზრდის პერიოდში ხშირად აღინიშნება კონცენტრაციის ნაკლებობა, სწავლის გაძნელება და ყურადღების პრობლემები. 

მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რომელიც განპირობებულია უნილატერალური  ან არაბალანსირებული დიეტით. 

ამ ცხიმოვანი მჟავების მიღება ხდება, თევზის (თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი), მცენარეული ზეთის და მწვანე ბოსტნეულის საკვებად გამოყენებით. დანამატი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C საბავშვო, საკმარისია ორგანიზმისთვის დღიური ინტელექტუალური და ფიზიკური მოთხოვნილებებების დასაკმაყოფილებლად, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას ბავშვებში -ზრდის დროს და აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების უნარს. 

ზრდის და განვითარების პერიოდში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ვიტამინი A და D, რადგან ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, ძვალსა და კბილებში კალციუმის ათვისებისათვის. 

ვიტამინი C და E ხელს აუმჯობესებს  იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას. 


ერთი კაფსულა შეიცავს: 

323მგ თევზის ქონი (მინ. 25მგ ეიკოზაპენტანის მჟავა, მინ.130მგ დოკოზაჰექსანის მჟავა, 200uგ ვიტამინი A, 1.25uგ ვიტამინი D, 2.5მგ ვიტამინი E, 30 მგ ვიტამინი C.

რეკომენდაციები: 

მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში. კაფსულა შეიძლება დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა ინახებოდეს მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


ენერგეტიკული ღირებულება: 

1 კაფსულა შეესაბამება 5კკალ/21კჯ-ს].

მიომექსი #60ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ფერუმ ლეკი 50მგ/5მლ100მლ სიროფ

19.95 ლარი
18.75 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: სანდოზი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი ომეგა-3 800მგ#30კ *

დოპელჰერცი ® აქტივი

ომეგა-3

საკვები დანამატი

მათთვის ვინც ყურადღებას აქცევს ქოლესტეროლს და  სისხლში ცხიმის დონეს

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებითი თვისებები აღმოჩნდა გრენლანდიის ესკიმოსთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათი საკვები არ არის დაბალანსებული და ცხიმიანი, ესკიმოსები უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ ჯანმრთელობას ასაკის მატაბასთან ერთად. მათი რჩეული საკვები – თევზი ცივი წყლებიდან, არის ძალზე მდიდარი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ომეგა-3-ის ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია დოკოზაჰექსაენის (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA).

ამ დროიდან აღიარებული არის, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარული მიღება ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები  დადებითად მოქმედებენ სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების   ბალანსზე. 

დოპელჰერცი ® აქტივი ომეგა-3 კაფსულები ასევე შეიცავენ ვიტამინი E-ს.

ვიტამინიმონაწილეობს უჯრედის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვის მექანიზმში.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მთავარ როლს ასრულებენ   გულის და სისხლის მიმოქცევის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

1 კაფსულა შეიცავს: 800 მგ ორაგულის ქონი (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა, 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების 30%) და 12 მგ ვიტამინი E.

რეკომენდირებული მიღების წესი:

1-2 კაფსულა დღეში საკვების მიღების დროს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ დოზას!

საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ კვებას.

პროდუქტი უნდა შეინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

დოპელჰერცი ® აქტივი ომეგა-3 კაფსულებს არ აქვთ  გემო და სუნი.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 კაფსულა შეესაბამება 8,0 კკალ / 30 კჯ.

მწარმოებელი: 

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74

24941 Flensburg

Germany

email: [email protected]

www.queisser.com 

მენოკომფორტი #30კაფს

მენოკომფორტი

მენოკომფორტი შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: 3.1 მგ ბეტაკაროტინი, 12 მგ ვიტამინი E, 100 მკგ ვიტამინი B9, 5.7 მგ რკინა, 5 მგ თუთია, 170 მგ ციტრუსის ექსტრაქტი, 85 მგ ფლავანოიდები. 135 მგ ბორაგოს ზეთი, 54 მგ გამა ლინოლენის მჟავა, 125 მგ თევზის ქონი, 87 მგ ომეგა 3, 41.5 მგ EPA, 30.6 მგ DHA, 14 მგ ფოსფოლიპიდები.

ჩვენებები: ვეგეტო-სიხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზურ პერიოდში: სიმხურვალის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, ძილის დარღვევები, გულისცემის გაძლიერება.

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა ერთხელ დღეში, ჭამის დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 კაფსულა 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: IRB ლაბორატორის ნუტრისანტე – 85612 მონტაიგუ, საფრანგეთი.

Don`t copy text!