Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 306

დოპელჰერცი მენოპაუზა #30ტ*

დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა
DoppelHerz Activ Menopausa

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30

1 ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები (ფიტოესტროგენები) 50მგ, კალციუმი 500მგ, ვიტამინი D3 5მკგ, ვიტამინი B1 1.4 მგ, ვიტამინი B2 1.6 მგ, ვიტამინი B2 2.0 მგ, ვიტამინი B12 3.0მკგ, ბიოტინი 150მკგ, ფოლიუმის მჟავა 400მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრე- და პოსტმენსტრუალურ პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტი იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ნეირო-ვეგეტატიური, გულ-სისხლძარღვთა და ურო-გენიტალური სიმპტომები, ასევე ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დეფიციტი. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის თანამედროვე სტრატეგია ვარაუდობს მაქსიმალურ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
სოიოს იზოფლავონიდები წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის და ეფექტურად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდში. სოიოს იზოფლავონიდები, მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, განსხვავდება სინთეზური ესტროგენებისაგან გვერდითი ეფექტების არარსებობით. ფიტოესტროგენების გამოყენებისას იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, რომელთაც ადგილი აქვთ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჭეშმარიტი ჰორმონალური გარდაქმნის დროს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მცირდება ალები, უეცარი, ძლიერი ოფლდენა და გაღიზიანებადობა, ასევე, ოსტეოპოროზისა და მკერდის კიბოს რისკი.
კალციუმი – მიკროელემენტია, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზმის ყველა სახის ქსოვილში. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეოებისას, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს.
ვიტამინი D3 – ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინერალური ცვლის რეგულაციაში. ვიტამინ D3 –ის უკმარისობას მივყავართ კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევამდე. ვიტამინi D3, როგორც “დამხმარე კალციუმის ათვისებაში”, მართავს კალციუმის შეწოვის პროცესს ორგანიზმში და მის მოხვედრას ძვლოვან სტრუქტურაში. ამას მნიშვნელობა აქვს მენოპაუზის პერიოდში, რომლის დროსაც ორგანიზმი უფრო ცუდად ითვისებს კალციუმს.
კალციუმი და ვიტამინი D3 – რეკომენდებულია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ, ასევე, ისეთ გართულებათა თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მოტეხილობები.
ვიტამინი B1 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან ცვლაში. ამ ვიტამინის უკმარისობას მივყავართ ნახშირწყლების დაჟანგვის დარღვევამდე, ენერგეტიკული და პლასტიკური პროცესების დაბრკოლებამდე, რაც იწვევს სისხლში და ქსოვილებში დაუჟანგავი პროდუქტების ცვლას.
ვიტამინი B2 – მნიშვნელოვანია ჟანგვა-აღდგენითი პროცესების დროს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების ცვლაში, ახდენს კანის და ლორწოვანი გარსების მდგომარეობის, ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებას, წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, ეხმარება თვალს სინათლესთან ადაპტაციის პროცესში.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, უზრუნველყოფს კანის დაცვით ფუნქციას, ხელს უწყობს ზრდას.
ვიტამინი B12 – მონაწილეობს ჰემოგლობინის და ერითროციტების ფორმირებაში, ასევე, ახდენს ანემიის პროფილაქტიკას. მონაწილეობს ნახშირწყლების და ამინომჟავების ცვლაში, აუცილებელია ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების ცვლასა და სინთეზში, მათ შორის მეთიონინის და ნუკლეინის მჟავების. ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციას, ხელს უწყობს ვიტამინი B12 –ის უკეთ შეწოვას, აუცილებელია სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ფოლიუმის მჟავის უკმარისობას მივყავართ ანემიის მძიმე ფორმების განვითარებამდე, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობამდე.
ბიოტინი – მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მნიშვნელოვანია კანის, თმის და ფრჩხილების ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებისათვის. ბიოტინის უკმარისობა იწვევს კანის ანთებით ცვლილებებს, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და დაღლილობას.
ფიტოესტროგენების, კალციუმი + D3 + ვიტამინების ერთიანობა საშუალებას მოგცემთ დიდი ხნით შენარჩუნოთ ჯანმრთელობა, სილამაზე და შრომისუნარიანობა.

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 0.7 კკალ/2.9 კჯ და 0.008 პურის ერთეულს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

ფერუმ ლეკი 2მლ #10ა (კუნთის)

64.37 ლარი
60.51 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: ლეკი სანდოზი სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლედიველა #30კაფს

36.91 ლარი
34.69 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნატურე ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფერუმ ლეკი 100მგ #30საღ.ტაბლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

დოპელჰერცი მაგნეზია+B ვიტ#30ტ

დოპელჰერცი® აქტივი მაგნეზია 400 +B1+B6+B12 +ფოლიუმის მჟავა

 

მაგნიუმი ხელს უწყობს  ენერგეტიკული ცვლას, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის.

ვიტამინები B6 და B12 დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისიტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. გარდა ამისა აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფისა და სისხლის ფორმირების პროცესში. იგი  ვიტ. B6 და B12-თან ერთად მონაწილეობს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში.

ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები, სტრესები, ფიზიკური დატვირთვა მოითხოვს ენერგიას, კუნთოვანი სისტემის და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური მიწოდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი               სხეულის კეთილდღეობისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მაგნიუმი 400მგ

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებში  ენერგიის წარმოქმნისთვის. აუცილებელია ენზიმების აქტივობისთვის. აქედან გამომდინარე ნერვული სისტემის და კუნთების კარგი ფუნქციონირება ამ მინერალზეა დაფუძნებული. მაგნიუმის საკმარისი მარაგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის კუნთისთვის. 

მაგრამ ადაიმიანის ორგანიზმს არ შეუძლია ამ მინერალის სინთეზი და მისი მარაგი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე კუნთის ოპტიმალური ფუნქციისთვის საჭიროა მისი ადექვატური რაოდენობით მიღება. 

B- ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა 

B-ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის წარმოქმნაში. ყოველი B ვიტამინი ცალკეულ როლს ასრულებს სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციაში. 

ვიტამინი B1 აუცილებელია  გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის. 

ვიტამინი B6 მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმისა და უჯრედის გაყოფის პროცესში. აგრეთვე ჰემოგლობინის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ჟანგბადის გადამტანს. აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 აუცილებელია სისხლის წარმოქმნისთვის და ნერვული სისტემის სრულყოფილი ფუნქიონირებისთვის. 

ფოლიუმის მჟავა . B6 და B12 ვიტამინთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილების მეტაბოლიზმში და სისხლის წითელი უჯრედების გენეზში, აუცილებელია უჯრედის დაყოფისთვის და რეგენერაციისთვის,  მონაწილეობენ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში, კარდივასკულარული სისტემისთვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნება

 

დოპელჰერცი®აქტივი მაგნიუმი 400 +B1+B6+B12+ფოლიუმის მჟავა შეიცავს ვიტამინების და მინერალების შერჩეულ კომბინაციას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას ამარაგებს აუცილებელი ნუტრიენტებით, საკმარისი ენერგიისთვის, რომელიც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

400მგ მაგნიუმი, 4.2მგ ვიტამინი B1, 5მგ ვიტამინი B6, 3მკგ ვიტამინი B12, 600მკგ ფოლიუმის მჟავა. 

არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტეინს

 

მიღების წესი და დოზირება:

ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. საჭიროებისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამის დოზას! 

 

რეკომენდაციები: 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. პროდუქტი უნდა შეინახონ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ენერგეტიკული ღირებულება: 

1 ტაბლეტი შეიცავს 0.5კკალ/2.0კჯ-ს.

კლიმაქტოპლანი #100ტ *

25.75 ლარი
24.20 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფერუმ ლეკი 100მგ #10საღ.ტაბლ

9.10 ლარი
8.55 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: ლეკი სანდოზი სლოვენია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი კონსეპტ.ქალის#30კაფ

დოპელჰერცი ® აქტივი

კონსეპტივი ქალებისათვის

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

დოპელჰერცი® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის

არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს                                                                                                         

ვიტამინები

მიკროელემენტები

მცენარეების ექსტრაქტები

ბიოაქტიური საკვები დანამატები 

ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი მოწინავე ფორმულა

ქალებისათვის ვისაც სურს ბავშვის ჩასახვა

როდესაც წყვილს აქვს ჩასახვის სურვილი, წარმატების მეტი ალბათობაა, თუ ორივე კაციც და ქალიც  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  ცხოვრების წესს და დიეტას. სპეციფიური საკვების მიღება არის აუცილებელი ოპტიმალური რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის .

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის შემუშავებული იქნა ქალების  სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის  ხელშესაწყობად. ის  შეიცავს ფოლის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ემბრიონის ნორმალურ განვითარებას და ამზადებს ქალებს ჯანსაღი ორსულობისათვის. ის შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს ნორმალურ ნაყოფიერებას და რეპროდუქციას და ვიტამინი B6, რომელიც ეხმარება  ჰორმონების მოქმედების რეგულირებას. ვიტამინი B12, D ვიტამინი, რკინა და მაგნიუმი აუცილებელია  უჯრედების გაყოფის მაღალი სისწრაფისათვის. იოდი აუცილებელია ნორმალური ემბრიოგენეზისა და ნაყოფის  ნევროლოგიური და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებისათვის.

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის  შეიცავს აგრეთვე ანტიოქსიდანტებს როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E და ბეტა კაროტინი და ასევე ისეთ ბიოაქტიურ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა L-აგრინინი,  და ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

ფოლიის მჟავა ინოზიტოლთან კომბინაციაში  ხელს უწყობს ოვულაციის ფუნქციას, ეხმარება საკვერცხეების რიტმის რეგულირებას და დადებითად მოქმედებს ოოციტების ხარისხზე.

ქოლინი ფოლიუმის მჟავასთან ურთიერთქმედებით ამცირებს  ნერვული მილის დეფექტების რისკს. B-ვიტამინები, რკინა და თუთია ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ  წარმოქმნას. ვიტამინ D3-თან  ერთად დოპელჰერცი ® აქტივ კონსეპტივ ქალებისათვის კაფსულებში არსებული საკვები დანამატების ერთობლიობა უზრუნველყოფს ქალის სიცოცხლისუნარიანობას და სრულყოფილ ჯანმრთელობას.

შემადგენლობა

1 კაფსულა

 

შემადგენლობა

1 კაფსულა

ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი

100 მგ

ფოლის მჟავა

800 მკგ

ქოლინი

100 მგ

ვიტამინი B12

5 მკგ

L-აგრინინი

  50 მგ

ბიოტინი

20 მკგ

ინოზიტი

  50 მგ

პანტოთენის მჟავა

8 მგ

ბეტა კაროტინი

    3 მგ

მაგნიუმი

60 მგ

ვიტამინი D3

15 მკგ

რკინა

20 მგ

ვიტამინი K

75 მკგ

თუთია

15 მგ

ვიტამინი E

30 მგ

მანგანუმი

2 მგ

ვიტამინი C

90 მგ

სპილენძი

1 მგ

ვიტამინი B1

2,2 მგ

სელენი

50 მკგ

ვიტამინი B2

2,4 მგ

ქრომი

40 მკგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

იოდი

140 მკგ

ვიტამინი B6

2,8 მგ

 

რეკომენდებული დოზა:

დღეში 1 ტაბლეტი საკვების მიღების დროს საკმარისი წყლით. არ დაღეჭოთ.

არ გადაჭარბებოთ  ზემოთ აღნიშნულ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. მოარიდეთ ბავშვებს.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 კაფსულა შეესაბამება 0.1 კკალ / 0.4 კჯ.

არ შეინახოთ 25 ° C-ზე ზემოთ.

მადლობა, რომ  ენდობით დოპელჰერცის  მაღალი ხარისხის პროდუქციას

SK impex დისტრიბუტორი საქართველოში

კლიმაქტოპლანი #100ტ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტი #100

1 ტაბლეტში შედის:
აქტიური კომპონენტები: Cimicifuga D2 (ციმიციფუგა) _ 25 მგ; Sepia D2 (სეპია) _ 25 მგ;, Ignatia D3 (იგნაცია) _ 25 მგ; Sanguinaria D2 (სანგვინარია) _ 25 მგ;
დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
აღწერა
ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ღია რუხი ან რუხი ნაჭდევით, დამახასიათებელი სუნის გარეშე. იშვიათად, ტაბლეტები შესაძლოა დაწინწკლული იყოს.

ჩვენებები

კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

მიღების წესები და დოზები

მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.
თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N- ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გამოვლენილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Deutsche Homöopathie-Union
გერმანია

ფერსინოლი 100მგ/2მლ ი.მ #5ა

62.53 ლარი
58.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: იდოლ ილაჩ დოლუმ სანაი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!