Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 402

ჰეპარინ-ნატრიუმი ბრაუნი – HEPARIN-SODIUM BRAUN – ГЕПАРИН-НАТРИЙ БРАУН

საერთაშორისო დასახელება:

HEPARIN SODIUM

მწარმოებელი: B/BRAUN MELSUNGEN, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰეპარინ ნატრიუმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 25000 სე/5 მლ

1 მლ.

ჰეპარინ ნატრიუმი ………   5000 სე

(ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული)

ბენზილის სპირტი ………….    10 მგ

ნატრიუმის ქლორიდი ……….    3 მგ

ქლორწყალბამდჟავა …………      0.1 M ან

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ……    0-0.1 მკლ

საინექციო წყალი ……………..    1.0 მლ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰეპარინი წარმოადგენს გლუკოზამინის და იდურონატის სულფატირებული ნარჩენებისაგან შემდგარ ანიონურ მუკოპოლისაქარიდს (სულფატირებულ გლუკოზამიოგლიკანს). პრეპარატის მოლეკულური მასა შეადგენს 3000-30000. ჰეპარინის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტი, რომელიც ვლინდება როგორც in vitro, ასევე in vivo მისი შეყვანის დროს.

ჰეპარინის ანტიკოაგულაციური მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია მის მიერ პლაზმურ კოფაქტორ ანტითრომბინ III-თან კომპლექსის წარმოქმნასთან, რომელიც ნელა და პროგრესირებადი სახით თრგუნავს შედედების გააქტივებული IXა, Xა, XVა, XIIა ფაქტორების და თრომბინის მოქმედებას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გააქტივებული X ფაქტორის ინჰიბიცია, ვინაიდან იგი ძირითად როლს ასრულებს კოაგულაციის პროცესში.

მისი აქტივობის დათრგუნვისათვის საჭიროა ჰეპარინის უფრო დაბალი დოზები, ვიდრე ფერმენტ თრომბინის აქტივობის ინჰიბირებისათვის. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ვენების თრომბოზების პროფილაქტიკის მიზნით ჰეპარინის კანქვეშ დაბალი დოზებით გამოყენების რაციონალურ საწყისს.

მისგან განსხვავებით თრომბოზების სამკურნალოდ საჭირო ჰეპარინის უფრო მაღალი დოზებით გამოყენება.

ჰეპარინი, თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვით და სისხლდენის დროის გახანგრძლივებით გავლენას ახდენს ჰემოსტაზის პროცესზე. იგი არ ხასიათდება თრომბოლიზური მოქმედებით (იგი არ წარმოადგენს ფიბრინოლიზურ საშუალებას), თუმცა თრომბის ზრდის პროცესის შეფერხებით იგი ამცირებს მის ზომებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰეპარინის მოქმედება იწყება სწრაფად მისი ვენაში ინექციის დროს და 20-30 წთ-ის შემდეგ პრეპარატის კანქვეშა შეყვანისას.

ჰეპარინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 30 წთ-დან 5 სთ-მდე და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, შეყვანის წესზე და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე.

კანქვეშა ინექციის დროს მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 4-5 სთ-ის შემდეგ, რომელიც შეყვანილია დოზის შესაბამისად და შენარჩუნებული 12 სთ-ის და მეტი ხნის განმავლობაში.

პლაზმის ცილებთან ჰეპარინის კავშირი შეადგენს დაახლოებით 95%-ს. მისი განაწილების მოცულობა ძალიან მცირეა -0.06 ლ/კგ-ში (4 ლ 70 კგ-ში). იგი პრაქტიკულად მთლიანად რჩება შეკავშირებულ მდგომარეობაში პლაზმის ცილებთან, არ აღწევს პლაცენტურ ბარიერში და არ ექსკრეგირდება დედის რძეში.

მისი არააქტიური მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფიან შარდთან ერთად და პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ელიმინირდება უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ღრმა ვენების ოპერაციის შემდგომი თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა;
  • ემბოლიზაციით მიმდინარე წინაგულების ფიბრილაცია;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • ფილტვების ემბოლია;
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების დროს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევის აპარატის გამოყენება, სისხლის ტრანსფუზია, ჰემოდიალიზი;
  • სტაბილიზატორის სახით სისხლის აღების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

♦ ჰეპარინის შეყვანა წარმოებს კანქვეშ, ვენაში, და ელექტროფორეზის გამოყენებით.

♦ თერაპიული მიზნით ჰეპარინს იყენებენ ვენაში უწყვეტი ინფუზიის, ან ვენაში რეგულარული ინექციების სახით.

♦ პროფილაქტიკის მიზნით ჰეპარინს იყენებენ კანქვეშ, 8-12 სთ-იანი ინტერვალით. ჰეპარინის კანქვეშა ინექციის ძირითად ადგილს წარმოადგენს მუცლის წინა-ლატერალური კედელი, მარჯვენა და მარცხენა მხარის მონაცვლეობით, საჭიროა თხელი გრძელი ნემსის შეყვანა პერპენდიკულარულად (და არა კუთხით), ცერა და საჩვენებელ თითებს შორის  მოქცეულ კანის ნაკეცში ხსნარის სრულ შეყვანამდე. ჰეპარინის კანქვეშა ინექციები წარმოებს ღრმად ცხიმოვან ქსოვილში. ჰემატომის ფორმირების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შეყვანის ადგილის მუდმივი მონაცვლეობა.

♦ ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარის კანქვეშა ინექციას იყენებენ ხშირად, ვინაიდან ამ დროს მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ჰეპარინის საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 5000 სე-ს. იგი შეჰყავთ ვენაში, შემდგომში მკურნალობა გრძელდება ჰეპარინის კანქვეშა ინექციით ან მისი ვენაში ინფუზიით.

ჰეპარინის შემანარჩუნებელი დოზები დამოკიდებულია მისი შეყვანის წესზე.

– ვენაში უწყვეტი ინფუზიის დროს ინიშნება 1000-2000 სე-სთ-ში, (20000-40000 სე დღეში). ჰეპარინს ხსნიან 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში;

– ვენაში რეგულარული ინექციების დროს ინიშნება ჰეპარინის 5000-10000 სე ყოველ 4-6 სთ-ში.

– კანქვეშა ინექციების დროს ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარი შეჰყავთ ყოველ 12 სთ-ში 15000-20000 სე, ან ყოველ 8 სთ-ში 8000-10000 სე.

♦ ჰეპარინის დოზების შერჩევა წარმოებს ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტინის დროის მიხედვით, რომელიც 1.5-2.5-ჯერ მეტია საკონტროლო მაჩვენებლებთან შედარებით.

♦ პრეპარატის მცირე დოზებით კანქვეშა ინექციებისას (თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა) საჭირო არ არის ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტინის დროის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან იგი უმნიშვნელოდ იზრდება. ჰეპარინის ვენაში უწყვეტი ინფუზია, რეგულარულ ინექციებთან შედარებით, წარმოადგენს მეტად მოხერხებულ მეთოდს. ვინაიდან იგი უზრუნველყოფს მეტად მნიშვნელოვან ჰიპოკოაგულაციას და ხასიათდება სისხლდენის ნაკლები რისკით.

♦ ჰეპარინის ვენაში ინექციები რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია პრეპარატის ვენაში ინფუზია, ან ჰეპარინის კონცენტრირებული ხსნარის კანქვეშ შეყვანა. პრეპარატის რეგულარული ინექციები ვენაში იწვევს ჰემოსტაზის ცვლილებებს, რასაც თან ახლავს მეტად საშიში სისხლდენები, რის გამოც აღნიშნული ინექციები წარმოებს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში.

♦ ჰეპარინით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი გამოყენების ჩვენებაზე და შეყვანის წესზე.

♦ ვენაში ინექცის დროს მკურნალობის ოპტიმალური კურსი შეადგენს 7-10 დღეს, შემდგომში პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლით.

♦ რეკომენდებულია პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინის და სხვა) გამოყენება ჰეპარინით მკურნალობის პირველივე დღიდან, ან მე-5 მე-7 დღეს, ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა წარმოებს კომბინირებული მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ.

♦ თეძო-ბარძაყის ვენების თრომბოზების დროს რეკომენდებულია ჰეპარინის გამოყენება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

– ჰეპარინი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით ორგანიზმის მხრივ. იგი სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, ვინიდან წარმოადგენს ცხოველების ქსოვილებიდან მიღებულ ექსტრაქტს.

– ჰეპარინით რეგულარული მკურნალობის დასაწყისში საჭიროა პრეპარატის ტესტ-დოზის – 1000 სე დანიშვნა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციებიდან ხშირად აღინიშნება ცხელება, ურტიკარია, რინიტი, ასთმა, ქავილი, ფეხის გულებში სიმხურვალის შეგრძნება, თრომბოციტოპენია (მისი განვითარება შესაძლებელია ჰეპარინის თრომბოციტების აგრეგაციაზე პირდაპირი ზემოქმედების, ან იმუნური რეაქციის შედეგად, რომლის დროსაც ანტისხეულები ურთიერთქმედებენ თრომბოციტებთან და ენდოთელიუმთან) პირველი ტიპის რეაქციები, როგორც წესი, ვლინდება მსუბუქი ფორმით და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება, განსხვავებით მეორე ტიპის რეაქციებისაგან, რომლებიც ხასიათდებიან მძიმე მიმდინარეობით და ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით.

– ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის ფონზე, შესაძლებელია ვენური თრომბოემბოლიის რეციდივით მიმდინარე კანის ნეკროზისა და არტერიების თრომბოზის („თეთრი თრომბები“) განგრენის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარება, ხშირად ლეტალური გამოსავლით. ამიტომ მძიმე თრომბოციტოპენიის შემთხვევაში (თრომბოციტების რაოდენობის 2-ჯერ დაქვეითება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით ან 100000-ზე უფრო დაბლა) აუცილებელია ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა.

– აღწერილია ოსტეოპოროზის (ჰეპარინის ხანგრძლივი გამოყენების დროს), გარდამავალი ალოპეციის შემთხვევები და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

– ადგილობრივი გვერდითი მოვლენებიდან შესაძლებელია გაღიზიანება, ტკივილი, ერითემა, ჰემატომები და ინექციის ადგილის დაწყლულება. იშვიათად შესაძლებელია ჰეპარინის მოქმედებით გამოწვეული სისხლდენა, რომლის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის წინააღმდეგ ჩვენების შეფასების, სისხლის შედედების პროცესის ლაბორატორიული კონტროლით და ზუსტი დოზირების მიხედვით.

– პრეპარატის გვერდითი მოქმედების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შარდ-გამომყოფი გზებიდან, თუმცა ჰემორაგიის განვითარება შესაძლებელია სხვა ორგანოებშიც (თირკმელზედა ჯირკვალი, რეტროპერიტონეული სივრცე).

უკუჩვენებები:

* ჰემოფილია და ძლიერი სისხლდენით მიმდინარე სხვა დაავადებები;

* თრომბოციტოპენია;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება;

* ჰემორაგიული ინსულტი;

* მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;

* საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერებით მიმდინარე ღვიძლის ციროზი;

* თირკმელების უკმარისობა;

* ბაქტერიული ენდოკარდიტი;

* მენსტრუაცია, მოსალოდნელი აბორტი;

* თვალზე, თავის ტვინზე, წინამდებარე ჯირკვალზე, ღვიძლზე და სანაღვლე გზებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები;

* შოკი და ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით. რადგან არ არსებობს მონაცემები ჰეპარინის დედის რძეში ექსკრეგირების შესახებ, მისი გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ჰეპარინის შეყვანა კუნთებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია ინექციის ადგილას ჰემატომის წარმოქმნა.

◄ ჰეპარინის ხსნარმა შესაძლებელია მიიღოს მოყვითალო ფერი, რომელიც არ ცვლის მის აქტივობას და მის მიმართ ტოლერანტობას.

◄ სამკურნალო მიზნით ჰეპარინის გამოყენების დროს მისი დოზის შერჩევა ხდება ნაწილობრივ აქტივირებული თრომბოპლასტინური დროის მაჩვენებლების მიხედვით.

◄ ჰეპარინით მკურნალობის პროცესში სხვა სამკურნალო ნივთიერებების კუნთებში ინექციის სახით შეყვანა და ორგანოების ბიოფსიის ჩატარება ნებადართული არ არის.

◄ ჰეპარინის გასახსნელად იყენებენ მხოლოდ ფიზიოლოგიურ  ხსნარს.

ჭარბი დოზირება:

ჰეპარინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული მცირე სისხლდენების დროს, საკმარისია მხოლოდ მისი გამოყენების შეწყვეტა.

ძლიერი სისხლდენების დროს ჰეპარინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იყენებენ მის ანტიდოტს -პროტამინ სულფატს (1 მგ პროტამინ სულფატი 100 სე ჰეპარინზე).

საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ჰეპარინი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

იმ შემთხვევაში, როდესაც პროტამინ სულფატი ინიშნება ჰეპარინის წინამდებარე დოზის შეყვანიდან 30 წთ-ის შემდეგ, საჭიროა მხოლოდ მისი ნახევარი დოზის შეყვანა.

პროტამინ სულფატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰეპარინის მოქმედების ეფექტს აძლიერებს:

– აცეტილსალიცილის მჟავა, დიპირიდამოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სხვა საშუალებები, რომლებიც იწვევენ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას.

– ჰეპარინის მოქმედებას ნაწილობრივ ასუსტებენ: აკტჰ, ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინები, საგულე გლიკოზიდები, ნიკოტინის მჟავა და ტეტრაციკლინები.

– ფარმაცევტული ურთიერთქმედება: ჰეპარინი შეუთავსებადია ტუტე ხსნარებთან, ტეტრაციკლინებთან, თიროქსინთან, აკტჰ-თან, პროტამინთან. არ შეიძლება ჰეპარინის შერევა ერთ შპრიცში სხვა საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გაყინვა ნებადართული არ არის. სტერილურ პირობებში გახსნილი ფლაკონის შენახვა შესაძლებელა 14 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3-5 წელი.

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ – HEPAR COMPOSITUM N – ГЕПАР КОМПОЗИТУМ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Cyanocobalaminum D4  ………………………..

1მლ

Hepar suis D8  ……………………………………

1მლ

Duodenum suis D10  …………………………….

1მლ

Thymus suis D10  ……………………………….

1მლ

Colon suis D10  ………………………………….

1მლ

Vesica fellea suis D10  …………………………

1მლ

Pankreas suis D10  ……………………………..

1მლ

China D4  …………………………………………

1მლ

Lycopodium сlavatum D4  ……………………..

1მლ

Chelidonium majus D4  ………………………..

1მლ

Carduus marianus D3  ………………………….

1მლ

Histaminum D10  ………………………………..

1მლ

Sulfur D13  ………………………………………..

1მლ

Avena sativa D6  …………………………………

1მლ

Fel tauri D8  ……………………………………….

1მლ

Cholesterinum D10  ……………………………..

1მლ

Natrium diethyloxalaceticum D10  …………….

1მლ

Acidum alpha-ketoglutaricum D10  ……………

1მლ

Acidum DL-malicum D10  ……………………….

1მლ

Acidum fumaricum D10  …………………………

1მლ

Calcium carbonicum Hahnemanni D28  ………

1მლ

Taraxacum officinale D4  ………………………..

1მლ

Cynara scolymus D6  …………………………….

1მლ

Veratrum album D4  ……………………………..

1მლ

Acidum alpha-liponicum D8  …………………….

1მლ

Acidum oroticum D6  ……………………………..

1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქისნების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის სტიმულაცია, მისი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი;
  • ღვიძლის ფუნქციის ტოქსიკური მოშლა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი;
  • როგორც დამხმარე საშუალება დერმატოზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტების, მგლურას, ტოქსიკური ეგზემის, ნეიროდერმიტის, ჰიპერქოლესტერინემიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში ან, თუ საჭიროა, ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ჰეპათრომბინი გელი – HEPATROMBIN gel – ГЕПАТРОМБИН гель

მწარმოებელი: ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

100გ მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰეპარინი ……………. 30 000 ME,

ალანტოინი ………………………… 0,30გ,

დექსპანტენოლი ………………….. 0,40გ;

დამხმარე ნივთიერებები: ბრონოპოლი, კარბომერი, მიკროკრისტალური ცვილი, ტრისალკილმაკროგოლის ფოსფატი, ლევომენთოლი, თხევადი პარაფინი, პურცელინოლი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, ვაზელინი, გამოხდილი წყალი.

100გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰეპარინი ………………. 30 000 ME,

ალანტოინი …………………………… 0,250გ,

დექსპანთენოლი ………………………. 0,250გ;

დამხმარე ნივთიერებები:  კარბომერი, ლევომენთოლი, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, მთის ფიჭვის ზეთი, ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი, ლიმონის ზეთი,  სორბიტოლი, იზოპროპანოლი, სოფტიგენი 767 (მაკროგოლ-6-გლიცერილკაპრილოკაპრატი), პოლისორბატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.

ალანტოინი ახდენს ანთები საწინააღმდეგო მოქმედებას, ასტიმულირებს ცვლით პროცესებს ქსოვილებში და ხელს უწყობს უჯრედების პროლიფერაციას.

დექსპანთენოლი აუმჯობესებს ჰეპარინის შეწოვას, ასტიმულირებს ქსოვილების ეპითელიზაციას და გრანულაციას.

მიღების ჩვენება:

  • თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები (მალამოსთვის); სპორტული ტრავმები, ტენდოვაგინიტი, ანთებითი ინფილტრატები.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა (გელისთვის), კანის საფარის ინფიცირებული დაზიანებები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისას და ძუძუთი კვებისას პრეპარატი უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის ან ძუძუთა ბავშვისთვის შესაძლო რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

გარეგანად, ასაკისგან დამოუკიდებლად. დაზიანებულ უბნებზე 1-3ჯერ დღეში იდება მალამოს ფენა;

ვენების დაავადებების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მალამოიანი საფენების სახით. ტროფიკული წყლულებისას მალამო იდება რგოლის სახით დაახლოებით 4 სმ სიგანის.

გელი იდება თხელ ფენად, იშორებენ მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით ზემოდან-ქვემოთ (თრომბოზებისას და თრომბოფლებიტებისას მასაჟი საჭირო არ არის).

ქვედა კიდურების ვენების დაავადებებისას მალამო იდება მსუბუქი გამწმენდი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ, ერთჯერადი დოზის მოცილება რეკომენდებულია არა სრულად, არამედ ცალკეული ულუფებით.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).

გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის (300 ME+4მგ+3მგ)/გ.

40გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გელი გარეგანი გამოყენებისთვის (300 ME+2,5მგ+2,5მგ)/გ.

40გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ჰეპათრომბინ ჰ №10 სუპოზიტორია – HEPATROMBIN H suppositories #10. pad – ГЕПАТРОМБИН H суппозитории рект

მწარმოებელი: ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, რექტალური სანთლები.

1 გ მალამო შეიცავს:

ჰეპარინი ნატრიუმის  …………………… 65მე,

პრედნიზოლონის აცეტატი …………… 2,233მგ,

პოლიდოკანოლი ……………………………. 30მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი.

1 სანთელი შეიცავს:

ჰეპარინი ნატრიუმის  …………………………  120 მე,

პრედნიზოლონის აცეტატი ………………… 1,675მგ,

პოლიდოკანოლი ………………………………….. 30მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი.

აღწერა:

მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.

სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის;  განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი.

ჰეპარინი -პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი -გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში.

პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.

ჩვენება:

  • გარეგანი და შიგნითა ბუასილი.
  • უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.
  • ანუსის მიდამოში ფისტულები, ეგზემა და ქავილი.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი;

* კანის სიმსივნეები;

* ორსულობა (I ტრიმესტრი);

* ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები;

* მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4–ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.

რექტალურად, სანთლები შეყავთ 1-2–ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოშვების ფორმა:

20გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

რექტალური სანთლები. 5 სანთელი კონტურულ პვქ.-შეფუთვაში. 2 კონტურული პვქ.-შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ჰეპადიეტი – HEPADIET – ГЕПАДИЕТ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – comb. drug

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: ESI s.p.a., იტალია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი №45

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:

არტიშოკის (Cynara scolymus) ფოთლების ფხვნილი – 200 მგ,

ნარშავი (Silybum marianum) – 80 მგ, 2 % -მდე გატიტრული სილიმარინთან;

ბაბუაწვერა (Taraxacum officinale) – 30 მგ, 1 % -მდე გატიტრული ინულინთან;

ინოზიტოლი – 40 მგ;

ქოლინის ბიტარტარატი – 100 მგ;

D/L მეთიონინი – 40 მგ;

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და კაჟბადის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ექსტრაქტები და სხვა ნივთიერებები რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ნაღვლის უკმარისობის დროს. ჰეპადაიტი ასევე გამოიყენება ციროზის და ღვიძლის სხვა დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი არტიშოკის ფოთლების ფხვნილი ახდენს დიურეზულ, ნაღველმდენ, ჰეპატოპროტექტორული და საფაღარათო მოქმედებას. ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს სისხლის გასუფთავებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების განვითარებას. ხელს უწყობს ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე მეტალების მარილების და სხვა ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.

ნარშავი ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ნარშავის დადებით გავლენას ღვიძლზე განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინი. სილიმარინი წარმოადგენს გლოკოზიდების ნარევს (სილიბინინი, სილიდიანინი, სილიკრისტინი), რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკატორული ფუნქციის განხორციელებაში, იცავენ მას ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისგან.


სილიმარინი მოქმედებს ღვიძლზე ორგვარად: ეწინააღმდეგება ჰეპატოციტების დაშლას, უჯრედული მემბრანების სტაბილიზების გზით, აგრეთვე ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე (ჰეპატოპროტექტორული მოქმედება), შედეგად ძლიერდება ნაღვლის წარმოქმნა. სილიმარინს ასევე ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, აუმჯობესებს კანის საფარველის მდგომარეობას ღვიძლის დაავადებების დროს. სილიმარინი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რადგან ნაღვლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ცხიმების სრულ მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ოპტიმალურ ათვისებას.

სამკურნალო ბაბუაწვერა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. ბაბუაწვერას მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით. ავლენს გამოხატულ ნაღველმდენ და დიურეზულ მოქმედებას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქციონირებას. ინოზიტოლი, ქოლინის ბიტარტრატი და D/L მეთიონინი წაროადგენენ ლიპოტროპულ ფაქტორებს, ნივთიერებებს, რომელთა ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს ღვიძლში ცხიმების შემცველობის დაქვეითებაში, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენებები:

ჰეპადაიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან სდევს მისი ფუნქციის დარღვევა (ჰეპატიტები, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის წამლისმიერი, ალკოჰოლური, მძიმე მეტალების შენაერთებით და ა.შ.);
  • ღვიძლის ციროზი (კომპლექსურ თერაპიაში);
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ათეროსკლეროზი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან სდევს ნაღვლის უკმარისობა;

მიღების წესები და დოზები:

მიიღება per os მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში – დიარეა.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ჰეპაბენე – HEPABENE – ГЕПАБЕНЕ

საერთაშორისო დასახელება:

FUMARIA HERBA; CARDUI MARIAE FRUCTUS

მწარმოებელი: MERCKLE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღველმდენი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 კაფს.

ნარშავის ნაყოფები ……….      275 მგ

მათ შორის ფუმარინი ………  4.13 მგ

შავთარას ბალახი ………….. 70-100 მგ

მათ შორის სილიმარინი ……    50 მგ

ჰეპა-მერცი – HEPA-MERZ – ГЕПА-МЕРЦ

საერთაშორისო დასახელება:

L-ORNITHINE L-ASPARTATE

მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოაზოტემიური საშუალება. ჰეპატოპროტექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში. შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

L-ორნითინი L-ასპარტატი…………  3 გ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

L-ორნითინ L-ასპარტატი ……….   500 მგ 5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას.  L – ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში.

ჩვენებები:

  • ჰიპერაზოტემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია.
  • ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს – პრეკომა და კომა-კომპლექსურ თერაპიაში).

მიღების წესი და დოზირება:

1 გრანულა (პაკეტი) გახსნილ 200 გ სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი) 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1-4 ამპულა გახსნილი 500 მლ საინფუზიო ხსნარში, მაქსიმალური სიჩქარე 5 გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.

უკუჩვენებები:

* თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100 მლ-ზე მეტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

! ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ჰემოფერი – HEMOFER – ГЕМОФЕР

საერთაშორისო დასახელება:

FERROUS CHLORIDE

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: რკინის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარიწვეთები პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონში 10 მლ ან 30 მლ საწვეთურით.

1 მლ

რკინის ქლორიდი …………      157 მგ,

მათ შორის რკინა (II) ……….     44 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი 70%, გლუკოზა, კაკაოს არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტისა და ქსოვილთა სუნთქვის პროცესებში.

ჩვენებები:

  • პროფილაქტიკა და მკურნალობა:
  • რკინადეფიციტური ანემია;
  • რკინის ლატენტური დეფიციტი;
  • პოსტჰემორაგიული ანემია;
  • ორსულთა ანემია.
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა დღენაკლულებში. ტყუპებში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება კვებათა შორის წყალთან ან წვენთან ერთად.

დღენაკლულ ბავშვებში: დღიური დოზა შეადგენს 1.5-3 მგ რკინას 1 კგ წონაზე 3-5 თვის განმავლობაში.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 9-19 წვეთი 1-2-ჯერ დღეში.

1-12 წლის ასაკის ბავშვებში: 28 წვეთი 2-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 55 წვეთი 1-2-ჯერ დღეში.

ბავშვებში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ წონაზე დღეში, ხოლო მოზრდილებში – 180-200 მგ-ს დღეში.

პროფილაქტიკური დოზა თერაპიული დოზის 1/2-1/3-ია. მკურნალობის კურსი არანაკლები 2 თვეა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა განვითარდეს: უმადობა, გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* ჰემოსიდეროზი;

არარკინადეფიციტით გამოწვეული ანემია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის ანთება;

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატით მკურნალობის პროცესში განავალი მუქი ფერისაა.

◄ გლუკოზის შემცველის გამო პრეპარატი არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

◄ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილს.

ჰემოფერექსი – HEMOFEREX – ГЕМОФЕРЕКС

გამოშვების ფორმა: № 90 ტაბლეტი

შემადგენლობა:

ასკორბინის მჟავა …………………………………………. 100მგ

რკინა გლიცინის ამინომჟავის ხელატის სახით ………  29მგ

ფოლიუმის მჟავა …………………………………………. 400მკგ

ვიტამინი B6  ………………………………………………    20მგ

ვიტამინი B12 ………………………………………………   50მკგ

სპილენძი ……………………………………………………   2მგ

ჩვენება:

  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • რკინის ფარული დეფიციტი;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ჰიპო– და ავიტამინოზი;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

უპირატესობები:

ჰემოფერექსში შემავალი რკინის ამინომჟავის ხელატში, რკინა დაცულია ორგანული კომპლექსით, რომელიც იცავს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს  არაორგანული რკინის იონის უშუალო ზემოქმედებისაგან.

ჰემოფერექსს ამიტომ ნაკლებად ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა ან ფაღარათი.

ჰემოფერექსი წარმოადგენს რკინის გლიცინის უნიკალურ პატენტირებულ ფორმას, რომელიც ებმის წვრილი ნაწლავის ლორწოვნ გარსს, სადაც რჩება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ არ იქნება ორგანიზმის მიერ მოთხოვნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უვნებლად განიცდის პასაჟს ნაწლავებში და გამოიყოფა ორგანიზმიდან. აქედან გამომდინარე ჰემოფერექსი 5–10–ჯერ ნაკლებ ტოქსიურია, ვიდრე რკინის შემცველი სხვა ფორმები.

მიღება და დოზირება:

1–2 ტაბლეტი დღეში; შესაძლოა ხანგრძლივი გამოყენება.

ჰემოდეზი – HEMODEZ – ГЕМОДЕЗ

სინონიმი: ნეოკომპენსანი, პერისტანი

მწარმოებელი: LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი.

წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი

შემცველობა: 6% დაბალმოლეკულური პოლივინილპიროლიდონი (მოლეკულური მასა 12600 + 2700); ტარიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და ქლორის იონები.

აღწერილობა: გამჭვირვალე ყვითელი ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დეზინტოქსიკაციის საშუალებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჰემოდეზი ხელს უწყობს ორგანიზმის განთავისუფლებას ტოქსიკური ნივთიერებებისაგან.

ის შეიკავშირებს სისხლში ცირკულირებადი ტოქსინებს და გამოყოფს თირკმელებით. გარდა ამისა, ჰემოდეზი ამცირებს თავისუფალი ცხიმის მჟავების შემცველობას, რომლებიც ჭარბად წარმოიქმნება მიოკარდის ინფარქტის დროს. პრეპარატს გააჩნია დიურეზული აქტივობა თირკმლის სისხლმიმოქცევის და ფილტრაციის გაუმჯობესების გამო.

ჰემოდეზი ნაკლებად ტოქსიკურია. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით 12-24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.

ჩვენებები:

ჰემოდეზი, როგორც დეზინტოქსიკაციის საშუალება, გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • კუჭ-ნაწლავის დაავადებების ტოქსიკური ფორმები (დიზენტერია, დისპეფსია, სალმონელოზები და სხვა), განსაკუთრებით ბავშვებში;
  • ბავშვთა ინფექციური დაავადებები, რომლებიც ინტოქსიკაციით მიმდინარეობს;
  • სხვადასხვა წარმოშობის ინტოქსიკაცია (პოსტოპერაციული, კიბოს დროს, სხივური, ალკოჰოლური, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის გამო); დამწვრობა ინტოქსიკაციის ფაზაში (ავადმყოფობის 2 – 5 დღეს);
  • მწვავე სხივური დაავადება ინტოქსიკაციის ფაზაში (ავადმყოფობის 1 – 3 დღეს);
  • ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება, მუცლად ყოფნის დროს ინფექცია და ტოქსემია ახალშობილებში, პერიტონიტი და ნაწლავის გაუვალობა; შეშუპებები ტოქსიკოზის დროს ორსულებში;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • სეფსისი;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ჰეპატიტები, ჰემატოქოლანგიტები, ღვიძლის დისტროფია).

მიღების წესი და დოზები:

ჰემოდეზი შეიყვანება ვენაში წვეთებით, ფილტრიანი სისტემით სიჩქარით 40-80 წვ/წთ. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და ინტოქსიკაციის ინტენსივობაზე.

ძუძუს ასაკის ბავშვებში – 5-10 მლ/კგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 70 მლ; 2-5 წლის ბავშვებში – 100 მლ; 5-10 წლის – 150 მლ; 10-15 წლის – 200 მლ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში – 400-500 მლ. ხსნარი შეიყვანება გამთბარი 360C-მდე.

ავადმყოფებში მსხვილკეროვანი მიოკარდის ინფარქტით ავადმყოფობის პირველი 24 საათის განმავლობაში, ჰემოდეზი შეიყვანება დოზით 200-205 მლ. ცალკეულ შემთხვევებში (გახანგრძლივებული ტკივილის შეტევა, მძიმე არითმიები, კარდიოგენული შოკი ან ამ გართულებათა შერწყმა თანმხლები შაქრიანი დიაბეტისას) პრეპარატი შეიყვანება მეორე დღეს იმავე დოზით (200-250 მლ). ხსნარი შეიყვანება გამთბარი 360C-მდე.

გვერდითი მოქმედება:

ჰემოდეზის გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, კანქვეშ შეიყვანება ეფედრინი და საგულე საშუალებები და ვენაში – კალიუმის ქლორიდი, საჭიროების შემთხვევაში – პოლიგლუკინი ან სხვა პრეპარატები არტერიული სისხლის მიმოქცევის აღსადგენად;

ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* გულ-ფილტვის გამოხატული დეკომპენსაცია, მძიმე ალერგიები, სისხლჩაქცევა ტვინში.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი შუშის ფლაკონებში; 3 წელი პლასტიკურ ფლაკონებში.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

შენახვა:

ინახება 0-დან +20°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე.

ფლაკონები გაყინული ხსნარით ჩერდება ოთახის ტემპერატურაზე გადნობამდე და ზავდება.

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

გამოშვების ფორმა:

შუშის ფლაკონები 200 და 400 მლ; პლასტიკური პვქ პაკეტები 250 და 500 მლ.

Don`t copy text!