Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 427

ფლატონი – FLATON – ФЛАТОН

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მონელების პროცესის გამაუმჯობესებელი ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.

1 დრაჟე

პანკრეატინი ……………….   175 მგ

(ამილაზა – 3150, ლიპაზა – 1050, პროტეაზა – 210)

ჰემიცელულოზა ……………   50 მგ

ხარის ნაღველი …………..     25 მგ

სიმეთიკონი ………………     50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი, შაქარი, როგორც შემომგარსველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია პროტეოლიზური, ლიპაზური და ამილაზური აქტივობა. პანკრეატინის ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა შლის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს.

ჰემიცულელოზა ახდენს ცულულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.

ნაღვლის მჟავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას გააქტიურებასთან და ცხიმების დაშლასთან.

სიმეთიკონი არის გააქტიურებული დიმეტიკონი, რომელიც ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და ახდენს მათ გაერთიანებას. ეს განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.

ჩვენებები:

  • საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს;
  • ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან;
  • საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან;
  • რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 შემოგარსული დრაჟე კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს.

ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ 2 შემოგარსული დრაჟე.

გვერდითი მოვლენები:

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა.

უკუჩვენებები:

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

ფლატონი არ ინიშნება:

♦ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია;

♦ პაციენტებში, ღვიძლის დაავადებით, რომელთაც თან ახლავთ ბილირუბინის მაღალი დონე;

♦ სანაღვლე სადინარის ობსტრუქციის და ილეუსის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფლაჟილი – FLAGYL – ФЛАЖИЛ

საერთაშორისო დასახელება:

METRONIDAZOLE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტრონიდაზოლი …………  250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლაჟილი მიეკუთვნება ნიტრო-5-იმიდაზოლების ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი ანაერობული მიკროორგანიზმების – Peptostreptococcus, Clostridium sp., Bacteroides sp., Fusobacterium, Prevotella, Veilonella – მიმართ; თრგუნავს შემდეგი უმარტივესების განვითარებას: Trichomonas vaginalis, Giardia intestinalis (Lamblia intestinalis), Entamoeba histolytica. იგი აღწევს მიკრობის უჯრედის შიგნით, სადაც რედუქტაზების მოქმედებით ნიტროჯგუფების რედუქციის შედეგად ადგილი აქვს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც აინჰიბირებენ მიკროორგანიზმების დნმ-ის სინთეზს ან არღვევენ მის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას ფლაჟილი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-10 საათია. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უმნიშვნელოა და არ აღემატება 10-20%-ს. პრეპარატი სწრაფად აღწევს ქსოვილებში (ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, კანი, ნაღველი, თავ-ზურგ-ტვინის  სითხე, ნერწყვი, სათესლე სითხე, ვაგინალური სეკრეტი), ქალის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერში.

მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით. პრეპარატის  40-70% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით (მიღებული დოზის 20%-მდე გამოიყოფა შეუცვლელი სახით). ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი რჩება.

ჩვენებები:

  • ფლაჟილი გამოიყენება ამებიაზის, უროგენიტალური ტრიქომონიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტების, ლამბლიოზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ამებიაზის დროს ფლაჟილი ინიშნება 7 დღის განმავლობაში, შიგნით მისაღებად 1.5 გ დღეში 3 მიღებაზე (მოზრდილებში) და 30-40 მგ/კგ დღეში, ასევე 3 მიღებაზე (ბავშვებში).

ლამბლიოზის მკურნალობა წარმოებს 5 დღის განმავლობაში – მოზრდილებს ენიშნებათ 750-1000 მგ ფლაჟილი დღეში, 2-5 წლის ბავშვებს – 250 მგ დღეში; 5-10 წლის ბავშვებს – 375 მგ დღეში, ხოლო 10-15 წლის ბავშვებს – 500 მგ დღეში.

ტრიქომონიაზის დროს ქალები (ურეთრიტის და ვაგინიტის დროს) ფლაჟილი ინიშნება ერთჯერადად დოზით 2 გ, ან 10 დღიანი კურსის სახით: 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში.

არასპეციფიკური ვაგინიტების დროს ინიშნება 500 მგ ფლაჟილი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ანაერობული ინფექციების მკურნალობისას მოზრდილებს ენიშნებათ 1-1.5 გ დღეში, ხოლო ბავშვებს – 20-30 მგ/კგ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ლითონის გემო პირში, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები ჭინჭრის ციებისა და ქავილის სახით. ძალზე იშვიათად – კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები.

დიდი დოზებით ხანგრძლივ მკურნალობისას შესაძლებელია აღინიშნოს ლეიკოპენია, პერიფერიული ნევროპათიები, რომლებიც მცირდება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად.

ძალზე იშვიათად აღწერილია პანკრეატიტის შექცევადი შემთხვევები.

შესაძლებელია აღინიშნოს შარდის მოყავისფრო-წითლად შეფერვა, ფლაჟილის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პიგმენტების გამოყოფის გამო.

უკუჩვენებები:

* იმიდაზოლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.

* არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, რადგანაც მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის ინტრავენურად ხანგრძლივად შეყვანისას საჭიროა სისხლის სურათის კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.

◄ მკურნალობა უნდა შეწყდეს ატაქსიის, თავბრუსხვევის, ჰალუცინაციების გავლენისას, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების დროს.

◄ მეტრონიდაზოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტრეპონემების იმობილიზაცია, რაც ნელსონის ტესტის ცრუ დადებითი შედეგის მიზეზი ხდება.

◄ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.

◄ არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, ვინაიდან მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

სხვა წამლებთან ურთერთქმედება:

– არასასურველია ფლაჟილის ერთდროული მიღება დისულფირამთან (ესპერალთან), არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი), არაპოლარიზებად მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმი) და ლითიუმის პრეპარატებთან ერთად.

ერთდროული მიღებისას ფლაჟილი აძლიერებს ვარფარინის, ვეკურონიუმის მოქმედებას, ზრდის 5-ფტორურაცილის ტოქსიკურ ეფექტებს და ლითიუმის დონეს სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფლაპროქსი – FLAPROX – ФЛАПРОКС

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Ciprofloxacin

მწარმოებელი:

სავაჭრო მარკა: კომპანია „ROTAPHARM“, დიდი ბრიტანეთი

დამზადებულია:  „UNIPHARMA“, El Obour City, კაირო, ეგვიპტე

წამლის ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

აღწერილობა:

ფლაპროქსი 500 მგ: მოგრძო ფორმის ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს, ბითვი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

გარსი: თეთრი ფერის.

ფლაპროქსი 750 მგ: ოვალური ორმაგამოზნექილი ტაბლეტები.

ბირთვი: თითქმის თეთრი ან ღიაყვითელი ფერის;

გარსი: თითქმის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის.

 

შემადგენლობა:

შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი ( ჰიდროქლორიდის სახით ) 500 მგ ან 750 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ცელულოზა მიკროკრისტალური, კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი K90.

გარსის შემცველობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილის სპირტი 96%, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000 (750 მგ . დოზირებისთვის),  პოლიეთილენგლიკოლი 4000 (750 მგ . დოზირებისთვის).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ფტორქინოლონები.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფლაპროქსი: მოქმედების ფართო სპექტრის მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება

ფტორქინოლონების ჯგუფიდან. აინჰიბირებს ბაქტერიების დნმ ჰირაზას

( ტოპოიზომერაზა II და IV, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან

ქრომოსომული დნმ – ის სუპერსპირალიზაციაზე ბირთვული რნმ – ის ირგვლივ, რაც აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის წაკითვისათვის), რის გამოც ირღვევა 
დნმის   რეპლიკაცია და ბაქტერიების უჯრედული ცილების სინთეზი;

იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს ( მათშორის, უჯრედული კედლის 
და მემბრანებისა) და ბაქტერიული უჯრედის სწრაფ სიკვდილს.

მოქმედებს ბაქტერიციდულად როგორც გამრავლებად მიკროორგანიზმებზე ,

ასევე მოსვენების ფაზაში მყოფ მიკრო ორგანიზმებზეც (ვინაიდან გავლენას ახდენს

არა მხოლოდ დნმ – ჰირაზაზე, არამედ ასევე იწვევს უჯრედული კედლის ლიზისს).

აქტიურია შემდეგი ბაქტერიების მიმართ :

– გრამუარყოფითი ბაქტერიები : Escherichia coli, Salmonella spp , Shigella spp,

Citrobacter spp, Klebsiela spp
, Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp., Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Pseudomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.,

–  შიდაუჯრედული მიკროორგანიზმები : Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium-intracellulare, Corynebacterium diphtheriae;

–  გრამდადებითი ბაქტერიები : Streptococcus spp. ( მ . შ . Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae), Staphylococcus spp. ( მ . შ . Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus).

მეტიცილინის მიმართ მდგრადი უმეტესი სტაფილოკოკი , ასევე მდგრადია 
ციპროფლოქსაცინის მიმართაც.

პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium ( მდებარე შიდაუჯრედულად ) – მათი დათრგუნვისათვის საჭიროა მაღალი კონცენტრაციები .

პრეპარატის მიმართ მდგრადია Bacteroides   fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophila, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides.

პრეპარატის მოქმედება Treponema pallidum ის მიმართ არასაკმარისად არის

შესწავლილი .

ფლაპროქსის მიღებისას არ ვითარდება პარალელური მდგრადობა ჰირაზას

ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც ხდის მას მაღალეფექტურს ბაქტერიების

მიმართ, რომლებიც მდგრადია ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების ,

ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების მიმართ. რეზისტენტულობა

ვითარდება ძალზე ნელა, ვინაიდან ერთის მხრივ, ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ, პერსისტირებული მიკროორგანიზმები პრაქტიკულად არ რჩება,

ხოლო მეორეს მხრივ ბაქტერიულ უჯრედებს არ აქვთ ფერმენტები, რომლებიც

მის ინაქტივაციას მოახდენენ.

გამოყენების ჩვენებები:

ინფექციურ  ანთებითი დაავადებები , გამოწვეული პრეპარატის მიმართ

მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;

მათ შორის :

–  სასუნთქი გზების ინფექციები;

–  ყელ – ყურ – ცხვირის ორგანოების ინფექციები;

–  საშარდე სისტემის ინფექციები;

– სასქესო ორგანოების ინფექციები ( გონორეა, პროსტატიტები, ადნექსიტები,

მშობიარობის შემდგომი ინფექციები);

– საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები ( მათ შორის პირის, კბილების,

ყბების), ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების;

– კანის, ლორწოვანი გარსების და რბილი ქსოვილების ინფექციები ;

– საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის ინფექციები ;

– სეფსისი ;

– პერიტონიტი ;

–  მენინგიტი , გამოწვეული გრამ – უარყოფითი მიკროფლორით ;

– ტუბერკულოზი ( კომბინირებულ თერაპიაში რეზისტენტული ტუბერკულოზის

დროს );

– ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობის დაქვეითებული

იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში ( იმუნოდეპრესანტებით თერაპიის ფონზე);

–  ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას .

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების

ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ;

– 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება:

კუჭ ნაწლავის სისტემის მხრივ :

გულისრევა , ღებინება , დიარეა , ფაღარათი , მუცლის ტკივილი , მადის დაქვეითება , ფსევდომემბრანული კოლიტი .

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,

დაღლილობა , უძილობა, გულის წასვლა, მხედველობის დარღვევები.

საშარდე სისტემის მხრივ : კრისტალურია, ინტერსტიციული გლომერუნეფრიტი,

დიზურია , პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია,

სისხლის შრატში კრეატინინის ტრანზიტორული მომატება .

სისხლმბადი სისტემის მხრივ : ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა,

არტერიული ჰოპოტენზია.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ცხელება, კვინკეს შეშუპება, სტივენს – ჯონსის სინდრომი, ართრალგია.

გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული ქიმიოთერაპიულ მოქმედებასთან:

კანდიდოზი .

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ : ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე

ფოსფატაზას, ბილირუბინის, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება,

შარდოვანას , კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.

სხვა : ართრალგია; იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:

ფლაპროქსი მიიღება პერორალურად უზმოზე, საკმარისი რაოდენობის სითხის

მიყოლებით.

დოზირების რეჟიმი განისაზღვრება ინდივიდუალურად, ინფექციის ლოკალიზაციის და მიმდინარეობის სიმძიმის, პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობის, ასაკის,

სხეულის მასის,  თირკმელების ფუნქციის მიხედვით .

თირკმელების და საშარდე გზების გაურთულებელი დაავადებების დროს

პრეპარატის დღიური   დოზა – 2-ჯერ 250 მგ, გართულებული – 2- ჯერ 500 მგ.

ქლამიდიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციისას დღიური დოზა იზრდება

2- ჯერ 750 მგ -მდე.

ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებისას – დღიური დოზა 2- ჯერ 250 მგ,

მძიმე შემთხვევების დროს – 2-ჯერ 500 მგ.

გონორეის მკურნალობისას პრეპარატი ინიშნება ერთჯერადად დოზით 250-500 მგ.

ენტერიტის, მძიმე მიმდინარეობის კოლიტის, გინეკოლოგიური ინფექციების, პროსტატიტის, ოსტეომიელიტის დროს დღიური დოზა 2- ჯერ 500 მგ .

დიარეის მკურნალობისას – დღიური დოზა 250-500 მგ .

განსაკუთრებით მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისას ( სტრეპტოკოკური პნევმონია, შებრუნებითი ინფექციები კისტოზური ფიბროზის დროს,

ძვლების და სახსრების ინფექციები, სეპტიცემია, პერიტონიტი ) დღიური დოზა 2- ჯერ 750 მგ .

მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის

ერთჯერადი დოზა პერორალურად მისაღებად შეადგენს საშუალო დღიური

დოზის ნახევარს .

თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას : პრეპარატი ინიშნება კრეატინინის

კლირენსის მიხედვით.

 

კრეიტინინის კლირენსი ( მლ / წ .)

დოზა

> 50

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

30-50

250-500 მგ 12 საათში ერთხელ

5-29

250-500 მგ 18 საათში ერთხელ

 

ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებს, პრეპარატი

ენიშნებათ დიალიზის შემდეგ დოზით 250-500 მგ 24 საათში ერთხელ .

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და

მის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე .

საჭიროა გაგრძელდეს მკურნალობა ციების ან სხვა სიმპტომების გაქრობის შემდეგ

კიდევ 3 დღე .

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა :

გაურთულებელი მწვავე გონორეა და ცისტიტი: 1 დღე , თირკმელების , საშარდე

გზების და მუცლის  ღრუს ინფექციები – 7 დღე.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ნეიტროპენიის მთელი

პერიოდი – მაქსიმუმ 2 თვე; ოსტეომიელიტის დროს, 7-14 დღე – სხვა ინფექციებისას –სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას,

გართულებების რისკის გამო, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.

ქლამიდიური ინფექციის შემთხვევაში, თერაპია ასევე უნდა ჩატარდეს მინიმუმ 10

დღე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სპეციფიური სიმპტომები არ არსებობს .

მკურნალობა : კუჭის ამორეცხვა , დიდი რაოდენობის სითხის შეყვანა, შარდის

მჟავა რეაქციის შექმნა;

დამატებით ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი ( შესაძლებელია

მიღებული დოზის არანაკლებ 10%- ის გაწმენდა);

ყველა ღონისძიება ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნების ფონზე . სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

აქტივობა იზრდება ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ამინოგლიკოზიდებთან ,

ვანკომიცინთან, კლინდამიცინთან, მეტრონიდაზოლთან კომბინაციისას .

სუკრალფატი, ბისმუთის პრეპარატები, ალუმინის, მაგნიუმის ან კალციუმის

შემცველი ანტაციდები , ვიტამინები მიკროელემენტებთან, რკინის სულფატი, საფაღარათო საშუალებები აქვეითებენ შეწოვას,

და ამის გამო პრეპარატი ინიშნება  ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების

მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მათი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება H2 რეცეპტორების ბლოკატორებზე .

ციპროფლოქსაცინის მიღება ზრდის თეოფილინის, ამინოფილინის და

კოფეინის კონცენტრაციას პლაზმაში.

ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობას, კრუნჩხვითი რეაქციების რისკს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ფონზე.

აძლიერებს ვარფარინის და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტების

ეფექტს (ახანგრძლივებს სისხლდენის დროს).

პრეპარატები, რომლებიც ახდენენ შარდის გატუტიანებას, ამცირებენ ხსნადობას

(იზრდება კრისტალურიის ალბათობა ). ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს ღვიძლის

ჟანგვით ფერმენტებს და შეუძლია გააძლიეროს პრეპარატების მოქმედება , რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების

მეშვეობით .

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს :

თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა,

ფსიქიკური დაავადებები , ეპილეფსია, კრუნჩხვითი სინდრომი,

გამოხატული თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა,

გამოყენება ხანდაზმულებში.

მყესების ტკივილების დროს ან ტენდოვაგინიტის პირველი ნიშნების გამოვლენის

შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობისას ან მკურნალობის შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი დიარეის

გამოვლენის შემთხვევაში , უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტის

დიაგნოზი , რომელიც საჭიროებს პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და

შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას.

ფლაპროქსით მკურნალობის პერიოდში შესაძლო ფოტოსენსიბილიზაციის გამო,

საჭიროა თავიდან ავიცილოთ კონტაქტი მზის სხივების პირდაპირი

ზემოქმედებისგან.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას

და რთული მოწყობილობებთან მუშაობის დროს, რომელიც მოითხოვს

ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების

სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ფლაპროქსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს .

პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში,

ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს .

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში .

1 ბლისტერი მიღების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით ).

ფლავამედი – FLAVAMED – ФЛАВАМЕД

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……    30 მგ

ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი …….. 15 მგ

 

ვრცლად ჰალიქსოლი

ფიტოსედი – PHYTOSED – ФИТОСЕД

წამლის შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება : სპირტის ნაყენი (1:10) მცენარეული ნედლეულისაგან :

კუნელის ნაყოფი – 10 გ ;

კორიანდრის ნაყოფი – 5 გ ;

სამკურნალო ბარამბოს ბალახი – 15 გ ;

ძიძოს ბალახი – 5 გ ;

შვრიის ნაყოფი – 25 გ ;

შავბალახა – 20 გ .

სვიის ნაყოფი – 20 გ,

ეთილის სპირტი 40%

წამლის ფორმა : ნაყენი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საძილე და სედაციური   პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა . ფიტოსედი ახდენს სედაციურ ეფექტს . პრეპარატის სედაციური ეფექტი ვლინდება მისი მიღების პირველივე დღიდან . მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1-1,5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათით . პრეპარატის მოქმედებას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტები.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ენიშნება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, როგორც  სედაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზის დროს;
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა: გაღიზიანების, მღელვარების, შიშის, მომეტებული გადაღლილობის, დაბნეულობის თანხლებით;  ნერვული აგზნება; უძილობა;
  • ნეიროცირკულაციური დისტონია;
  • ჰიპერტონული და კარდიალური ტიპის მიხედვით; ასთენიის სინდრომი
  • ( ჰიპერსტენული ფორმა).

უკუჩვენებები : მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვების, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.

სიფრთხილის ზომები .

პრეპარატი არ ენიშნება მძღოლებს და მანქანა მექანიზმებთან მომუშავე პაციენტებს, რადგან ასეთი სამუშაო დიდ ყურადღებას და

მოძრაობის სწრაფ რეაქციას საჭიროებს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :

თუ ღებულობთ რაიმე სხვა წამლებსაც, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს .ფიტოსედი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების მოქმედებას.

მიღების წესი და დოზა . ფიტოსედი შიგა მიღების პრეპარატია,

მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს ეძლევა 1 ჩაის კოვზი (5 მლ ) ცოტა წყალთან ერთად, 3-4- ჯერ დღეში და 1- ჯერ ძილის წი .

მკურნალობის კურსი გრძელდება 10-30 დღით .

აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 10–15 დღის შემდეგ .

მიღების წინ შეანჯღრიეთ .

ჭარბი დოზა . რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა .

გვერდითი ეფექტები:

მომატებულმა მგრძნობელობამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები .

რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში   აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაცია,შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი . მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ , წამალი არ უნდა მიიღოთ .

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ  ადგილზე, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. შენახვისას შესაძლებელია ნალექის გამოყოფა .

შეფუთვა; 100 მლ ნაყენი ფლაკონში ან ქილაში.

გაცემა: რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი: ქიმიურ ფარმაცევტული ქარხანა  “კრასნაია ზვეზდა”. უკრაინა.

 

ფიტოლიზინი – FITOLYZIN – ФИТОЛИЗИН

საერთაშორისო დასახელება:

FITOLYZIN          

მწარმოებელი: HERBAPOL, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შინაგანად მისაღები პასტა: ალუმინის ტუბში 100 გ

1 გ

ფორთოხლის ზეთი ………..        0.15 გ

სალბის ზეთი ……………………    1.0 გ

ბაღის პიტნის ზეთი ……………    0.5 გ

ფიჭვის ზეთი …………………..     0.2 გ

შემდეგი სამკურნალო მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი:

ოქროწკეპლა, მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი მატიტელა ჭანგის ძირი, ხახვის ფურცლები, არყის ხის ფოთლები, ულუმბოს თესლები, ოხრახუშის ფესვები, ცისკარას ფესვი – 67.2.

დამხმარე ნივთიერებები:

აგარი ………….                1.2 გ

ნიპაგინ A …………..          0.2 გ

ხორბლის სახამებელი …..  2.3 გ

ვანილინი ……………..       0.0004

გლიცერინი  …………..   100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოლიზინი ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ქვიშის და მცირე ზომის კომპონენტების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს შარდის მინერალური კომპონენტების მინერალიზაციას.

ჩვენებები:

საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნეფროუროლითიაზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 1 ჩაის კოვზი პასტა, გახსნილი 1/2 თბილ, დამტკბარ წყალში. 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – გულისრევა.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* გლომერულონეფრიტი;

* ფოსფატური უროლითიაზი;

* 18 წლამდე ასაკის მოზარდები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფიტოლაქსი 0,25გ – PHITOLAX 0,25mg – ФИТОЛАКС 0,25г

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

 

პარასამკურნალო საშუალება; საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა:

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი …………….  0,25გ;

დამხმარე  ნივთიერებები ბირთვის ფორმირებისთვის:

მაგნიუმის ფუძე კარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი.

შემომგარსავი ნივთიერებები:

საქაროზა; პოლივინილპიროლიდონი; მაგნიუმის კარბონატი; აეროსილი; ტიტანის ორჟანგი; მწვანე საღებავი.

ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი მზადდება სენას ფოთლების, ხეჭრელის ქერქის და ძირტკბილას ფესვების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები: ემოდინი, ქრიზოფანის მჟავა, გლუკოფრანგულინი, ფრანგულინი და სხვა, ასევე საპონინი გლიცირიზინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნაწლავის ფერმენტებისა და ბაქტერიების ზემოქმედებით ხორციელდება ანტრაგლიკოზიდების და საპონინების ჰიდროლიზი. წარმოქმნილი პროდუქტები აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ჰიდროლიზის პროცესის ნელა მიმდინარეობის გამო, საფაღარათო ეფექტი ვითარდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, პრეპარატის მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ; პრეპარატში ძირტკბილას საპონინების შემცველობა მას დამატებით ანიჭებს ანთების საწინააღმდეგო, კუჭის-ნაწლავის ლორწოვან გარსის დამცველ, სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება:

• სპასტიური კოლიტი;

• ატონიური შეკრულობა;

• ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);

• ნაპრალები სწორ ნაწლავზე;

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს;

მიღების წესი და დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ.

პრეპარატის ხანგრძლივად მიღება იწვევს მიჩვევას, ამიტომ საჭირო ხდება დოზის გაზრდა, ან პერიოდულად საფაღარათო პრეპარატის შენაცვლება;

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:

• მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია;

• ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის);

• ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ დღეში 1 ტაბლეტით, დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე სასურველია მხოლოდ არასაკმარისი ეფექტის მიღების შემთხვევაში.

თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, სასურველია ექიმთან კონსულტირება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისთვის!

უკუჩვენება:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

• ნაწლავების გაუვალობა;

• ფეხმძიმობა;

• მენსტრუაცია;

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაიცემა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)

 

ფიტინი – PHYTIN – ФИТИН

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ფიტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოდაგმატონიზირებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუნებელი ბადი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ფიტინი (ინოზიტოლჰექსაფოსფორის მჟავა არანაკლებ 75%) …….    250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი 110 მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატა, ტალკი, ოპადრა თეთრი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტინი წარმოადგენს მცენარეულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ზოგადმატონიზირებელი მოქმედება ორგანიზმზე, ხელს უწყობს ფიზიკური, ფსიქიური დაღლილობის და სტრესის დაძლევას. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ატფ-ს სინთეზს, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ნერვულ სისტემაზე, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას, აძლიერებს ძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას. ფიტინი მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია: ფიტინის მჟავა კალციუმიონებთან ერთად ჰეტალურ კომპლექსებს ქმნის და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, მნიშვნელოვნად ამცირებს შარდში კალციოქსალატური კრისტალების ფორმირებას.

ჩვენებები:

  • მატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიური გადაღლილობის დროს. მძიმე დაავადების გადატანის შემდეგ;
  • კომპლექსური მკურნალობა ნერვული სისტემის დაავადებების დროს;
  • კომპლექსური მკურნალობა ონკოლოგიური დაავადებების დროს;
  • კომპლექსური მკურნალობა ძვლოვანი სისტემის დაავადებების დროს (თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კარიესი, რაქიტი, მოტეხილობა);
  • შარდ-კენჭოვანი დარღვევები;
  • ჰემოპოეზის დარღვევა (ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია);

მიღების წესი და დოზირება:

ფიტინი ინიშნება პერორალურად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მოზრდილები:

0.25-0.5 გ დღეში 3-ჯერ 6-8 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-16 ტაბლეტამდე დღეში 2-ჯერ.

ბავშვები:

1 წლამდე – 0.05-0.1 გ;      2 წლამდე – 0.1 გ.

3-4 წლის – 0.15გ;              5-6 წლის – 0.2 გ;

7-9 წლის -0.25 გ;             10-14 წლის – 0.25-0.3 გ მიღებაზე დღეში 2-3-ჯერ.

ფიტინის მჟავით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კალციუმით მდიდარი (რძე, რძის პროდუქტები) პროდუქტების მიღება. რეკომენდებულია კალციუმის პრეპარატების მიღება ფიტინის მჟავის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივი დროით და დიდი დოზების მიღების შემთხვევაში დასაშვებია კალციუმის ცვლის დარღვევა (ფიტინის მჟავა უკავშირდება კალციუმს და მაგნიუმს, წარმოქმნის უხსნად მარილს, რაც ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან).

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ხანგრძლივი დოზით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი.

ფიტინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კალციუმი პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ფიტინის მჟავის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფინოპტინი – FINOPTIN – ФИНОПТИН

საერთაშორისო დასახელება:

VERAPAMIL

მწარმოებელი: ORION CORPORATION

მოქმედი ნივთიერება: ვერაპამილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის არხების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი …….   40 მგ

1 ტაბ.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი …….   80 მგ

 

ვრცლად ვერაპამილი(დოზირება,მიღების წესი ინდივიდუალური)

ფინლეფსინი (გაგრძელება) – FINLEPSIN – ФИНЛЕПСИН

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების გამო ფინლეფსინის კომბინაცია მაო-ს ინჰიბიტორებთან (დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები) რეკომენდებული არ არის.

– ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის დროს საჭიროა მკურნალობის 14-დღიანი შესვენება.

ფინლეფსინის ზემოქმედება სისხლის პლაზმაში არსებული სხვა სამკურნალო პრეპარატების კონცენტრაციაზე:

– ფინლეფსინი იწვევს ღვიძლის გარკვეული ფერმენტების აქტივობის მომატებას და ამით სხვა პრეპარატების კონცენტრაციის შემცირებას სისხლის პლაზმაში. ამიტომ ქიმური სტრუქტურით ფინლეფსინის მსგავსი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მცირდება თითოეული მათგანის მოქმედების ეფექტი.

– ფინლეფსინთან კომბინაციის დროს საჭიროა შემდეგი პრეპარატების დოზის კორექცია: კლონაზეპამი, ეტოსუქსიმიდი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, ლამოტრიჯინი, ალპრაზოლამი, კლობაზამი, კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი, დიგოქსინი, ტეტრაციკლინები, ფელოდიპინი, ჰალოპერიდოლი, იმიპრამინი, მეტადონი, თეოფილინი, აგრეთვე ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკოუმონი, დიკუმაროლი.

– ფინლეფსინი ამცირებს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების ეფექტს. მენსტრუაციებს შორის სისხლდენების განვითარება ორსულობისაგან ჰორმონული პრეპარატებით დაცვის უკმარისობაზე მეტყველებს. ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული საშუალებების გამოყენება.

– ფინლეფსინი იწვევს სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის როგორც ზრდას, აგრეთვე მის შემცირებას, რის გამოც ზოგჯერ შესაძლებელია ცნობიერების დაბინდვა კომის განვითარებამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიერ ფინლეფსინის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში:

– ფინლეფსინის მაჩვენებელს სისხლის პლაზმაში აქვეითებენ: ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, თეოფილინი. სხვა მხრივ ვალპროის მჟავა და პრიმიდონი ზრდიან ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის კარბამაზეპინ 10.11-ეპოქსიდის მაჩვენებელს სისხლის პლაზმაში.

– ფინლეფსინისა და ვალპროის მჟავას კომბინაციით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ცნობიერების დაბინდვა და კომის განვითარება. ამასთან დაკავშირებით შესაძლებლობის და მიხედვით ფინლეფსინის კომბინაცია ნებადართულია არა უმეტეს ერთ ანტიეპილეფსიურ პრეპარატთან. გარდა ამისა, რეკომენდებულია ფინლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი სისხლის პლაზმაში. სხვა სამკურნალო საშუალებების მიერ ფინლეფსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში:

– ფინლეფსინის მაჩვენებლის ზრდა სისხლის პლაზმაში შესაძლებელია შემდეგი აქტიური ნივთიერების მიერ: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბოტიკები. მაგ. ერითრომიცინი, იზონიაზიდი, კალციუმის იონების ანტაგონისტები, როგორიცაა: ვერაპამილი, დილთიაზემი; აცეტაზოლამიდი, დექსტროპროპოქსიფენ/პროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, და აზოლი, ნიკოტინამიდის დიდი დოზები მოზრდილებში, B ჯგუფის ვიტამინები, შესაძლებელია აგრეთვე ციმეტიდინი და დეზიპრამინი.

– ფინლეფსინის მაღალი კონცენტრაციებით სისხლის პლაზმაში შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დიპლოპია. აღნიშნული გვერდითი მოვლენების დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ფინლეფსინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

სხვა ურთიერთქმედებები:

– ავადმყოფების მკურნალობისას ნეიროლეფსიური საშუალებებით (მაგ. ჰალოპერიდოლით) ან მეტოკლოპრამიდით, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფინლეფსინი ამცირებს აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამით აძლიერებს დაავადების მიმდინარეობის სურათს. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

– ფინლეფსინისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე აქტიური ნივთიერების ნეიროტოქსიკური მოქმედება, რომლის ძირითადი სიმპტომებია: ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, თვალის კაკლების ხშირი მოძრაობა, ჰორიზონტალური ნისტაგმი. კუნთების პროპრიოცეპტული რეფლექსების მომატება და ტონურ-კლონური კრუნჩხვები. ამიტომ აღნიშნული პრეპარატების კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციების კლინიკური კონტროლი.

– ფინლეფსინი აძლიერებს იზონიაზიდის მოქმედების ეფექტს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის  დაზიანება.

– ტეტრაციკლინები ასუსტებენ ფინლეფსინის თერაპიულ ეფექტს.

– ფინლეფსინის კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან და ფუროსემიდთან იწვევს ნატრიუმის რაოდენობის შემცირებას სისხლის შრატში.

– ფინლეფსინი მოქმედებს ისეთი მიორელაქსანტების ეფექტურობაზე, როგორიცაა მაგ. პანკურონიუმი, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვკუნთოვანი ბლოკადის შედარებით უფრო სწრაფი მოხსნა. ამიტომ მიორელაქსანტების გამოყენებისას საჭიროა პაციენტთა მეთვალყურეობა და აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატების დოზების მომატება.

– მიზოტრეტინოინის და ფინლეფსინის კომბინაციისას საჭიროა ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.

– ფინლეფსინი აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ელიმინაციის პროცესს და ზრდის აღნიშნულ ჰორმონებზე მოთხოვნილებას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით შეპყრობილ ავადყმოფებში. ამიტომ აღნიშნულ პირებში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დროს, ფინლეფსინით მკურნალობის დასაწყისში და მის ბოლოს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. აუცილებლობის შემთხვევაში – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატების დოზის კორექცია.

– სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესიული საშუალებების (მაგ. ფლუოქსეტინის) და ფინლეფსინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სეროტონინური ტოქსიკური სინდრომის განვითარება.

– ფინლეფსინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება, რადგან ისინი განუსაზღვრელად ცვლიან და აძლიერებენ ფინლეფსინის მოქმედების ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!